ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხველების სამკურნალო მცენარეული საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
**კოკლუსედალი ნურისონი **
მწარმოებელი კომპანია: LABORATOIRES ELERTE
მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი
გამოშვების ფორმა: რექტალური სანთელი #10
შემადგენლობა: გრინდელი 10მგ, ჰელზემიუმი 5მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, მყარი ცხიმი.
კლინიკო-თერაპიული ჯგუფი : ხველების სამკურნალო მცენარეული საშუალებები
ორი მცენარის საუკეთესო კომბინაცია ხველისა და ბრონქული სეკრეტის შესამცირებლად.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კოკლუსედალი ნურისონი არის ერთადერთი ხველის საწინააღმდეგო რექტალური სანთელი, რომელიც გამოიყენება ჩვილებში 1 თვის ასაკიდან.გრინდელის და ჰელზემიუმის სინერგიული მოქმედებით მცირდება ლორწოს სეკრეცია სასუნთქ გზებში.
გრინდელის ახასიათებს ანტისპაზმური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება.
ჰელზემიუმი მსუბუქი სედაციური მოქმედების შედეგად ავლენს დამამშვიდებელ ეფექტს.
ჩვენებები : მშრალი ან სველი ხველის სიმპტომური მკურნალობა ზემო სასუნთქი გზების ინფექციების და მწვავე ბრონქოპულმონალური დაავადებების დროს.
უკუჩვენებები: არ გამოიყენოთ კოკლუსედალი ნურისონი თუ ახლო წარსულში აღინიშნებოდა ანალური ხვრელის ან სწორი ნაწლავის დაზიანება (გამოყენების გზასთან დაკავშირებული წინააღმდეგჩვენება).
სიფრთხილის ზომები : ცხელების ან სქელი, ჩირქოვანი ნახველის გამოვლენისას, ან ბრონქების/ფილტვების ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება:
გამოიყენება რექტალურად 1-2 სუპოზიტორია დღეში.
ნაჩვენებია 1 თვიდან 30 თვემდე ასაკის ბავშვებში.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
შესაძლო გვრდითი მოვლენები: შესაძლოა გამოვლინდეს გამოყენების გზასთან დაკავშირებული ადგილობრივი ეფექტები.
შენახვის პიორბები : შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ 250C მაღალ ტემპერატურაზე.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა