ადრენალინი-ზდოროვიე - AdrenalinZdorovye
ადრენალინი-ზდოროვიე - AdrenalinZdorovye

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კარდიალური თერაპია, ადრენერგული და დოფამინერგული საშუალებები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება: ეპინეფრინი; ხსნარის 1მლ შეიცავს ეპინეფრინის ჰიდროტარტრატის 1,82მგ; დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), ნატრიუმის ქლორიდი, საინიექციო წყალი.

ჩვენებები: დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსური შოკი, განვითარებული სამკურნალო საშუალებების, შრატების გამოყენებისას, სისხლის გადასხმისას, მწერების ნაკბენებისას ან ალერგენებთან კონტაქტისას. ბრონქული ასთმა-შეტევის კუპირება. სხვადასხვა გენეზის არტერიული ჰიპოტენზია (პოსტ- ჰემორაგიული, ინტოქსიკაციური, ინფექციური). ჰიპოგლიკემია ინსულინის ჭარბი დოზირების შედეგად. ასისტოლია, გულის გაჩერება. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მოქმედების გახანგრძლივება. ასისტოლია, (მათ შორის, განვითარებული III ხარისხის AV ბლოკადის ფონზე).

უკუჩვენებები: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, მძიმე აორტალური სტენოზი, ტაქიარითმია, პარკუჭების ფიბრილაცია, ფეოქრომოციტომა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, შოკი (ანაფილაქსურის გარდა), საერთო ანესთეზია საინჰალაციო საშუალებების: ფტოროტანის, ციკლოპროპანის, ქლოროფორმის გამოყენებით; მშობიარობის II პერიოდი; გამოყენება ხელებისა და ფეხების თითებზე, ცხვირის, გენიტალიების არეში.

გამოყენების ხერხი და დოზები: ინიშნება კუნთში, კანქვეშ, ხანდახან-ინტრავენურად (წვეთოვანი გზით), ინტრაკარდიალურად (რეანიმაციის ჩატარება გულის გაჩერებისას). კუნთში შეყვანისას უფრო სწრაფად იწყებს მოქმედებას, ვიდრე კანქვეშა შეყვანისას. დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია. მოზრდილები. ანაფილაქსური შოკი: შეჰყავთ ინტრავენურად ნელა 0,5მლ, რომელიც გახსნილია გლუკოზის 40%-იანი ხსნარის 20მლ-ში. შემდეგში, საჭიროებისამებრ, აგრძელებენ ინტრავენურ წვეთოვან შეყვანას სიჩქარით 1 მკგ-წთ, რისთვისაც 1მლ ადრენალინის ხსნარს ხსნიან 400მლ იზოტონიურ ქლორიდის ნატრიუმში ან 5%-იან გლიკოზაში. თუ პაციენტის მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას, მაშინ უმჯობესია ჩატარდეს 0,3-0,5 მლ კუნთში ან კანქვეშა შეყვანა გახსნილი ან გაუხსნელი სახით. ბრონქიალური ასთმა: შეჰყავთ კანქვეშა გზით 0,3-0,5 მლ გახსნილი ან გაუხსნელი სახით. განმეორებითი შეყვანის აუცილებლობისას ამ დოზის შეყვანა შესაძლებელია ყოველ 20 წუთში ერთხელ (3 ჯერამდე). შესაძლებელია 0,3-0,5 მლ ინტრავენური შეყვანა გახსნილი სახით. როგორც სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალება შეჰყავთ ინტრავენურად წვეთოვანი გზით სიჩქარით 1 მკგ-წთ (შესაძლებელი გაზრდით 2-10 მკგ-წთ-მდე). ასისტოლია: შეჰყავთ ინტრაკარდიალურად 0,5 მლ, რომელიც გახსნილია 0,9%-იან ქლორიდის ნატრიუმის ხსნარის 10მლ-ში. რეანიმაციული ზომების დროს-1 მლ (გახსნილი სახით) ინტრავენურად ნელა ყოველ 3-5 წუთში ერთხელ. ბავშვები. ასისტოლია ახალშობილებში: შეჰყავთ ინტრავენურად სხეულის მასის 10-30 მკგ-კგ ყოველ 3-5 წუთში ერთხელ, ნელა. ანაფილაქსური შოკი: შეჰყავთ კანქვეშა გზით ან კუნთში სხეულის მასის 10 მკგ-კგ (მაქსიმალურად-0,3 მგ-მდე). შეყვანის აუცილებლობისას იმეორებენ ყოველ 15 წუთში ერთხელ (3 ჯერამდე). ბრონქოსპაზმი: შეჰყავთ კანქვეშა გზით სხეულის მასის 10 მკგ-კგ (მაქსიმალურად-0,3 მგ-მდე). შეყვანის აუცილებლობისას იმეორებენ ყოველ 15 წუთში ერთხელ (3-4 ჯერამდე) ან ყოველ 4 საათში ერთხელ.

ზოგადი დახასიათება**:****
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება:**
ეპინეფრინი; (R)-1-(3,4-დიჰიდროქსიფელინი)-2-მეთილამინო) ეთანოლის ჰიდროტარტრატი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები**:****
**უფერო, გამჭვირვალე ხსნარი;

შემადგენლობა**:****
**1 მლ ხსნარი შეიცავს 1,82 მგ ეპინეფრინის ჰიდროტარტრატს.

დამხმარე ნივთიერებები**:**
ნატრიუმის პიროსულფატი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა**:**
საინექციო ხსნარი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი**:**
ადრენერგული და დოფამინერგული საშუალება.
ათქ C01CA24.

ფარმაკოლოგიური თვისებები**:**
ეპინეფრინის ჰიდროტარტრატი მიეკუთვნება ადრენომიმეტურ საშუალებებს, რომლებიც მოქმედებენ პერიფერიულ მედიატორულ პროცესებზე. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მისი უპირატესი ზეგავლენით ალფა1-და ალფა2-ადრენორეცეპტორებზე, აგრეთვე ბეტა1-ადრენორეცეპტორებზე. პრეპარატს გააჩნია გამოხატული სისხლძარღვების შემავიწროვებელი და პრესორული ეფექტები, სუსტად გამოხატული ბრონქოლიზური და ჰიპერგლიკემიური მოქმედება. ადრენორეცეპტორული ხასიათის კარდიოტროპული მასტიმულირებელი ეფექტი “შენიღბულია” რეფლექსური ბრადიკარდიით და ცთომილი ნერვის ტონუსის მომატებით არტერიული წნევის გაზრდის შედეგად. პრეპარატი ზრდის სისტოლურ მოცულობას, აგრეთვე კორონარულ სისხლძარღვებში პერფუზიულ წნევას, ცენტრალურ ვენურ წნევას და პერიფერიულ სისხლძარღვების წინააღმდეგობას, ამცირებს სისხლმიმოქცევას თირკმელებისა და მეზენტერიულ სისხლძარღვებში. პრეპარატის გამოყენებისას იზრდება მიოკარდის მოთხოვნა ჟანგბადის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა**:**
ეპინეფრინის ეფექტი მისი ვენაში შეყვანისას ვლინდება 1 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 5 წთ-ის განმავლობაში, ხოლო მისი ეფექტი კანქვეშ შეყვანისას აღინიშნება 30 წთ-ის განმავლობაში. ეპინეფრინის ჰიდროტარტრატი ორგანიზმში სწრაფად განიცდის ფერმენტულ დაშლას მონოამინოქსიდაზას მეშვეობით. ცილებთან პრეპარატის კავშირი შეადგენს 50%-ს.
მეტაბოლიტები და უმნიშვნელო რაოდენობით უცვლელი სახით ეპინეფრინი გამოიყოფა თირკმელებით.

ჩვენება**:****
**ანაფილაქსიური შოკი და ზოგიერთი სხვა დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები (მაგალითად, ხორხის ალერგიული შეშუპება) მათ შორის, რომლებიც ვლინდება სამკურნალო საშუალებების, შრატის და სხვა ალერგენების გამოყენებისას. ბრონქული ასთმის შეტევის კუპირება. პრეპარატი აგრეთვე გამოიყენება ინსულინის ჭარბი დოზირებისას, სისხლდენის შესაჩერებლად, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მოქმედების პროლონგირებისათვის, ღიაკუთხოვანი გლაუკომის (ადგილობრივად) დროს თვალშიდა წნევის დასაქვეითებლად.

გამოყენების წესი და დოზირება**:****
**პრეპარატის გამოყენების წესი და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად. იგი შეყავთ კანქვეშ, ხანდახან – კუნთებში, ვენაში ნაკადით (ნელა), გულში. კლინიკური სიტუაციის მიხედვით მოზრდილებისთვის ერთჯერადი დოზა შეადგენს 0,2 მლ-დან 1 მლ- მდე. ბავშვებისათვის ერთჯერადი და დღეღამური დოზა შეადგენს: 6 თვემდე ასაკის ბავშვები – 0,1 მგ (0,3 მლ); 6-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვები – 0,15 მგ (0,5 მლ); 1-დან 3 წლამდე – 0,2 მგ (0,6 მლ); 3-დან 4 წლამდე – 0,25 მგ (0,75 მლ); 5-დან 6 წლამდე - 0,4 მგ (1,2 მლ); 7-დან 9 წლამდე – 0,5 მგ (1,5 მლ); 10-დან 14 წლამდე – 0,75 მგ (2 მლ). გულის უეცარი გაჩერებისას 0,1%-ანი ადრენალინის 0,05 მლ სიცოცხლის ყოველ 1 წელზე ხსნარი შეყავთ გულში, იგივე რაოდენობით უმატებენ ატროპინის სულფატის 0,1%-იან ხსნარს და კალციუმის ქლორიდის 0,3-0,5 მლ 10%-იან ხსნარს სიცოცხლის ყოველ 1 წელზე. საინექციო ხსნარი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას თვალის წვეთების სახით. პრეპარატი ადგილობრივად გამოიყენება სისხლდენის შესაჩერებლად – გამოიყენება პრეპარატით გაჟღენთილი ტამპონები.

გვერდითი მოვლენები**:****
**სიმპტომები:
ეპინეფრინის ჰიდროქლორიდის ხსნარის კუნთებსა და კანქვეშ დროს არსებობს ნეკროზების განვითარების საშიშროება; პრეპარატის გამოყენებისას მოსალოდნელია არტერიული წნევის მომატება, თავბრუსხვევა, მოუსვენრობა, სისუსტე, ტრემორი, თავის ტკივილი, სახის სიფერმკრთალე, გულისცემა, გულის პარკუჭების ციმციმი, დისპეფსიური მოვლენები.
მკურნალობა: არითმიის, რომელიც გამოწვეულია ეპინეფრინის ჰიდროქლორიდის გამოყენებით კუპირებისთვის გამოიყენება ბეტა-ადრენობლოკატორები.

წინააღმდეგჩვენება**:**
არტერიული ჰიპერტონია, გამოხატული ათეროსკლეროზი, ანევრიზმები, თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი, დახურულკუთხოვანი გლაუკომა. ნარკოზი, რომელიც გამოწვეულია ფთოროტანით, ციკლოპროპანით, ქლოროფორმით (არითმიის განვითარების რისკის გამო). ორსულობის პერიოდი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან**:****
**ეპინეფრინის ჰიდროქლორიდისა და საგულე გლიკოზიდების, ქინიდინის, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროული გამოყენებისას იზრდება არითმიის განვითარების რისკი.

გამოყენების თავისებურებები**:****
**პრეპარატის შეყვანა არ არის მიზანშეწონილი კარდიოგენული და ჰემორაგიული შოკის დროს, განსაკუთრებით მძიმე ფორმის დროს (პერიფერიული სისხლძარღვოვანი ეფექტები, პარკუჭოვანი არითმია, მიოკარდის ჟანგბადის მიმართ მომატებული მოთხოვნილება). ეპინეფრინის ჰიდროტარტრატი შეიძლება გამოვიყენოთ გულის გაჩერების შემთხვევაში ინტრაკარდიულად.

შენახვის პირობები და ვადა**:****
**პრეპარატი ინახება გრილ, სინათლისაგან და ბავშევბისაგან დაცულ ადგილას. 2 წელი

შეფუთვა**:**
1 მლ ამპულები N10 მუყაოს შეფუთვაში.

მწარმოებელი**:**
“ზდოროვიე” (უკრაინა)

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ადრენალინი ზდაროვიე ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო 0.18% 1მლ ამპულა #10
  • სახელი: ადრენალინი ზდაროვიე ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო 0.18% 1მლ ამპულა #10
  • მწარმოებელი: «Pharmaceutical company «Zdorovye» LTD (უკრაინა)
  • შეფუთვა: 1.82მგ/მლ 1მლ ი.ვ., ი.მ., კანქვეშ და გულის კუნთში შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №10 (1X10)
Pharmadepot 7.14 ლ

GPC 5.47 ლ
ადრენალინის ჰ/ტ 0.18% 10 ამპულა
  • სახელი: ადრენალინის ჰ/ტ 0.18% 10 ამპულა
  • მწარმოებელი: «Pharmaceutical company «Zdorovye» LTD (უკრაინა)
  • შეფუთვა: 1.82მგ/მლ 1მლ ი.ვ., ი.მ., კანქვეშ და გულის კუნთში შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №10 (1X10)
PSP 4.93 ლ
Adrenaline - ადრენალინის ჰ/ტ 0.18% 10 ამპულა
  • სახელი: Adrenaline - ადრენალინის ჰ/ტ 0.18% 10 ამპულა
  • მწარმოებელი: «Pharmaceutical company «Zdorovye» LTD (უკრაინა)
  • შეფუთვა: 1.82მგ/მლ 1მლ ი.ვ., ი.მ., კანქვეშ და გულის კუნთში შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №10 (1X10)
PSP 6.36 ლ