ვიბროცილი - Vibrocil
ვიბროცილი - Vibrocil

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაზალური პრეპარატები, სიმპათომიმეტური საშუალებების კომბინაციები გარდა კორტიკოსტეროიდებისა გამოყენებისათვის

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

მოქმედი ნივთიერება: ფენილეფრინი+დიმეთინდენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლძარღვების შემავიწროვებელი და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ცხვირის წვეთები: ფლაკონში 15 მლ

1 მლ

ფენილეფრინი ................................2.5 მგ

დიმეთინდენის მალეატი .......... 250 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი (კონსერვანტი) ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, სორბიტოლი, ლავანდას დეტერპენის ექსტრაქტი, გასუფთავებული წყალი.

ცხვირის სპრეი: ტუბიკ-საწვეთურში 10 მლ

1 მლ

ფენილეფრინი ..................................... 2,5 მგ

დეიმეთინდენის მალეატი............. 250 მკგ

ჩვენებები:

მწვავე რინიტის (მ.შ. სურდო გაცივების დაავადებებისას);
ალერგიული რინიტი (მ.შ. თივის ცხელებისას);
ვაზომოტორული რინიტი;
ქრონიკული რინიტი;
მწვავე და ქრონიკული სინუსიტი;
მწვავე შუა ოტიტი (როგორც მკურნალობის დამხმარე მეთოდი).
მზადება ცხვირის არეში ქირურგიული ჩარევებისათვის და ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების აღმოფხვრა ამ არეში ქირურგიული ჩარევების შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება:

ცხვირის წვეთები

მოზრდილებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: ინიშნება 3-4 წვეთი თითოეული ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.

ბავშვებში (1-6 წლის) ინიშნება მხოლოდ ცხვირის წვეთების სახით (1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში).

1 წლამდე ასაკის ბავშვებში (ინიშნება მხოლოდ ცხვირის წვეთების სახით) - 1 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.

გამოყენებამდე რეკომენდებულია ცხვირის გზების კარგად გასუფთავება; ჩაიწვეთება ცხვირში თავის უკან გადაწევით. თავის ამ მდგომარეობის შენარჩუნება უნდა მოხდეს რამოდენიმე წუთის განმავლობაში. ძუძუზე მყოფ ბავშვებს ცხვირში აწვეთებენ ჭამამდე.

ცხვირის სპრეი

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში: ინიშნება 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.

სპრეის გამოყენებისას სასხურებელი უნდა მოთავსდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში დაბოლოებით ზევით. თავის სწორად დაჭერით, დაბოლოება მოთავსდება ცხვირის ნესტოში, ერთხელ ხანმოკლე მკვეთრი მოძრაობით დაეჭირება სასხურებელს, ხოლო, ცხვირიდან დაბოლოების გამოღების შემდეგ, ხელი აეშვება. შესხურების დროს რეკომენდებულია ცხვირით ოდნავ შესუნთქვა. პრეპარატის შეყვანამდე უნდა მოხდეს ცხვირის გზების გამოსუფთავება.

უკუჩვენებები:

*ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

*ატროფიული რინიტი; მაო-ს ინჰიბიტორების მიღება (ერთდროულად ან წინა 14 დღე).

ორსულობა და ლაქტაცია:

*ექიმის რეკომენდაციის გარეშე პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის.

ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება შეიძლება.

6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება მხოლოდ ცხვირის წვეთები.

ვიბროცილი არ ახდენს სედაციურ მოქმედებას (არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე).

*სიფრთხილით გამოიყენება ავადმყოფებში არტერიული ჰიპერტენზიით, არითმიებით, გულსისხლძარღვთა დაავადებებით; ასევე

*ავადმყოფებში გენერალიზებული ათეროსკლეროზით;

*ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით;

*დახურულკუთხოვანი გლაუკომით;

*წინამდებარე ჯირკვლის ადენომით;

*ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტით.

*როგორც სისხლძარღვების ნებისმიერი ადგილობრივი გამაფართოვებელი საშუალებების გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ვიბროცილის დანიშვნისას პაციენტებში გამოხატული რეაქციებით სიმპათომიმეზურებზე (მაგ., უძილობის და თავბრუსხვევის განვითარებით).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ვიბროცილი, ცხვირის წვეთები

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (INN) არ აქვს.

სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია (ფურცელი-ჩანართი), რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

· შეინახეთ სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია (ფურცელი-ჩანართი). შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

· თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

· ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქციების განვითარებისას მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერი სახის არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმ რეაქციებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის (ფურცელი-ჩანართის) მე-4 ნაწილში.

· მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება პრეპარატის გამოყენების 7 დღის შემდეგ.

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი

1. რა არის პრეპარატი ვიბროცილი, ცხვირის წვეთები, და რისთვის გამოიყენება იგი.

2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატი ვიბროცილის, ცხვირის წვეთების, გამოყენებამდე.

3. პრეპარატი ვიბროცილის, ცხვირის წვეთების, გამოიყენება

4. შესაძლო არასასურველი რეაქციები.

5. პრეპარატი ვიბროცილის, ცხვირის წვეთები, შენახვა.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

1. რა არის ვიბროცილი, ცხვირის წვეთები, და რისთვის გამოიყენება იგი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

დეკონგესტანტები და სხვა ადგილობრივი ცხვირის პრეპარატები.

ვიბროცილი შეიცავს მსუბუქი მოქმედების დეკონგესტანტს და ანტიჰისტამინურ ნივთიერებას.

ვიბროცილი სწრაფად და ხანგრძლივად ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას (ცხვირის შეშუპება) და ხსნირს სურდოს.

გამოყენების ჩვენებები

ვიბროცილი განკუთვნილია ცხვირის შეშუპებისა და ქავილის მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობისთვის, მაგ., გაცივების, სინუსიტის (ცხვირის დანამატი წიაღების ანთება), თივის ცხელების, არასეზონური ალერგიული რინიტის დროს (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, მაგ., რომელიც გამოწვეული სახლის მტვერით, ცხოველების ბეწვით, ობით).

ექიმის დანიშნულებით ვიბროცილი დამხმარე საშუალების სახით ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ოპერაციამდე ან მის შემდეგ შუა ყურის მწვავე ინფექციების მკურნალობის დროს.

2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატი ვიბროცილის, ცხვირის წვეთების, გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვიბროცილის, ცხვირის წვეთები

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვიბროცილი, ცხვირის სპრეი:

· თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

· თუ გაქვთ ქრონიკული რინიტი, რომელის იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსების გათხელებას;

· თუ ამჟამად იღებთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო-ს ინჰიბიტორები

  • დეპრესიის სამკურნალო საშუალებები) ან იღებდით მათ ბოლო 14 დღის განმავლობაში;

· თუ გაქვთ გლაუკომა (თვალის დაავადება მომატებული თვალშიდა წნევით);

· ტრანსნაზალური ოპერაციის შემდეგ (ქირურგიული ჩარევა ცხვირის მიდამოში, რომლის დროსაც ხდება ტვინის გარსის გაშიშვლება).

არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ რაიმე ზემოაღნიშნულიდან თქვენ გეხებათ.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატი ვიბროცილის წვეთების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ გაქვთ:

· მაღალი წნევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;

· ჰიპერთირეოზი;

· დიაბეტი;

· ეპილეფსია;

· შარდვის გაძნელება (მაგ., წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს);

· თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც ამცირებს არტერიულ წნევას (როგორიცაა ბეტა-ბლოკერები), პრეპარატებს, რომლებიც აუმჯობესებს განწყობას (მაო-ს ინჰიბიტორები, ტრი- ან ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები) ან პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებებს.

არ გამოიყენოთ ვიბროცილი ზედიზედ 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ 3 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს. ხანგრძლივი ან ჭარბი რაოდენობით გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთება (მდიკამენტოზური რინიტი).

მგრძნობიარე ადამიანები პრეპარატმა ვიბროცილმა შეიძლება გამოიწვიოს ძილის პრობლემები, ძილიანობა და ტრემორი.

პრეპარატი ვიბროცილი არ არის განკუთვნილი პერორალური მიღებისათვის ან თვალებში ჩასაწვეთებლად.

არ უნდა გადააჭარბოთ დანიშნულ დოზას, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებსა და ხანდაზმული ასაკის პირებში.

ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება ან შეშუპება, განსაკუთრებით ხანგრძლივი ზემოქმედების დროს.

ბავშვები

ვიბროცილი, ცხვირის წვეთები, არ არის განკუთვნილი 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად. 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ვიბროცილი გამოიყენება მოზრდილების მეთვალყურეობით.

სხვა პრეპარატები და პრეპარატი ვიბროცილი, ცხვირის წვეთები:

აცნობეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იყენებთ, იყენებდით ცოტა ხნის წინ ან რომლების გამოყენებაც შეიძლება დაიწყოთ ახლო მომავალში, ურეცეპტო სამკურნალო საშუალებების ჩათვლით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

სისტემატური სამეცნიერო კვლევები არ ჩატარებულა. ფენილეფრინი და დიმეტინდენის მალეატი შეიძლება გადავიდნენ დედის რძეში. ამიტომ, სიფრთხილის მიზნით, ვიბროცილი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

მონაცემები არ მოიპოვება.

3. პრეპარატი ვიბროცილის, ცხვირის წვეთების, გამოიყენება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების შესაბამისად. თუ ეჭვი გეპარებათ, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

რეკომენდებული დოზა

არ გადააჭარბოთ დანიშნულ დოზას და არ გაზარდოთ პრეპარატის გამოყენების სიხშირე.

პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული ეფექტის მისაღწევად საჭირო ყველაზე დაბალი დოზებით და მინიმალური ხანგრძლივობით.

მოზრდილები და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვები (უფროსების მეთვალყურეობით)

3-4 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები (უფროსების მეთვალყურეობით)

1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.

გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში

ვიბროცილის, ცხვირის წვეთების, გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

გამოყენების წესი

· გამოყენებამდე კარგად გაისუფთავეთ ცხვირის ღრუ (მაგ., კარგად მოიხოცეთ ცხვირი).

· ჩაწვეთებისას ფრთხილად იყავით, რომ წვეთები არ მოხვდეს თვალში.

· ცხვირში ჩაწვეთებისას თავი ოდნავ უკან გადახარეთ. ამ მდგომარეობაში თავი მცირე დროის განმავლობაში გააჩერეთ, რომ წვეთები განაწილდეს. ვიდრე კვლავ დაახრახნით საწვეთურს ფლაკონზე, გაწმინდეთ და გაამშრალეთ იგი.

· თავი ოდნავ უკან გადახარეთ. ჩაიწვეთეთ წვეთები თითოეულ ნესტოში და შეინარჩუნეთ თავის არსებული მდგომარეობა კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში, იმისათვის, რომ ცხვირის წვეთები გავრცელდეს მთელ ცხვირში.

· გამოყენების შემდეგ საწვეთური გაასუფთავეთ და გააშრეთ. დაახურეთ ფლაკონს თავსახური.

ინფექციის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად, არ გადასცეთ პრეპარატი ვიბროცილის, ცხვირის წვეთების, ფლაკონი სხვა პირებს.

გამოყენების ხანგრძლივობა

არ გამოიყენოთ პრეპარატი ზედიზედ 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ 3 დღის განმავლობაში თქვენი მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

დაიცავით ფურცელ-ჩანართში მოცემული ან ექიმის მიერ რეკომენდებული დოზები.

თუ ფიქრობთ, რომ ეს პრეპარატი თქვენთვის ძალიან სუსტია ან ძალიან ძლიერია, მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

თუ თქვენ გამოიყენეთ ვიბროცილი, ცხვირის წვეთები, იმაზე მეტი რაოდენობით, ვიდრე საჭიროა

დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. პრეპარატის მნიშვნელოვანმა ჭარბმა დოზირებამ ან შემთხვევით შიგნით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა.

შესაძლო არასასურველი რეაქციები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

პრეპარატი ვიბროცილის გამოყენებისას შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციები - იშვიათ შემთხვევებში (1-10 მომხმარებელი 10 000-დან) შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი და დროებითი წვის შეგრძნება ან სიმშრალე ცხვირში, ასევე სისხლდენა ცხვირიდან.

თუ შენიშნავთ არასასურველი რეაქციების განვითარებას, მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ არასასურველ რეაქციებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში.

შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ

ნებისმიერი სახის გვერდითი რეაქციების განვითარებისას გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის რომლებიც არ არის ჩამოთვლილი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში (ფურცელ-ჩანართში). თქვენ ასევე შეგიძლიათ მიაწოდოთ ინფორმაცია არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) საინფორმაციო მონაცემთა ბაზის მეშვეობით, მათ შორის შეტყობინებები სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ. არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით მეტი ინფორმაცია მივიღოთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

4. პრეპარატი ვიბროცილის, ცხვირის წვეთების, შენახვა

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ფლაკონზე ან მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია სიტყვების შემდეგ „Годен до“. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე.

ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

არ გადაყაროთ (არ ჩაასხათ) პრეპარატები კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან, როგორ უნდა განადგურდეს პრეპარატები, რომლებიც აღარ დაგჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

5. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი ვიბროცილი, ცხვირის წვეთები, შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებებია ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი, დიმეტინდენის მალეატი.

დამხმარე ნივთიერებებია: დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, სორბიტოლი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ლავანდის ეთერზეთი, რომელიც არ შეიცავს ტერპენებს, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატი ვიბროცილის, ცხვირის წვეთების, აღწერილობა

გამჭვირვალე ხსნარი უფეროდან მკრთალ ყვითელ ფერამდე, ლავანდას მსუბუქი სუნით.

15 მლ მუქი ფერის მინის ფლაკონში ხრახნიანი თავსახური-საწვეთურით. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ვიბროცილი წვეთები ცხვირის 15მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ვიბროცილი წვეთები ცხვირის 15მლ ფლაკონი #1
  • შეფუთვა: 2,5მგ/0,25მგ/მლ 15მლ ნაზალური წვეთები მუქი ფერის შუშის ფლაკონი №1
Pharmadepot 13.54 ლ
ვიბროცილი წვეთები ცხვირის 15მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ვიბროცილი წვეთები ცხვირის 15მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Novartis Consumer Health GmbH (გერმანია)
  • შეფუთვა: 2,5მგ/0,25მგ/მლ 15მლ ნაზალური წვეთები მუქი ფერის შუშის ფლაკონი №1
GPC 14.41 ლ
Vibrocil - ვიბროცილი ცხვირის წვეთები 15მლ
  • სახელი: Vibrocil - ვიბროცილი ცხვირის წვეთები 15მლ
  • მწარმოებელი: GSK Consumer Healthcare SARL (შვეიცარია)
  • შეფუთვა: 2,5მგ/0,25მგ/მლ 15მლ ნაზალური წვეთები მუქი ფერის შუშის ფლაკონი №1
PSP 10.34 ლ
ვიბროცილი 15მლ ცხვ.წვეთები ფლ
  • სახელი: ვიბროცილი 15მლ ცხვ.წვეთები ფლ
  • შეფუთვა: 2,5მგ/0,25მგ/მლ 15მლ ნაზალური წვეთები მუქი ფერის შუშის ფლაკონი №1
Aversi 10.31 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა