დოლარენი - DOLAREN
დოლარენი - DOLAREN

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დოლარენი გელი

DOLAREN gel

ფურცელი ჩანართი. ინფორმაცია პაციენტებისათვის.
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს დანარჩენი ფურცელი!
შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლებელია მოგიხდეთ მისი ხელახლა წაკითხვა. თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
შემადგენლობა :
გელის 1 გრამი შეიცავს:
დიკლოფენაკ დიეთილამინს, რომელიც ექვივალენტურია დიკლოფენაკ ნატრიუმის 10 მგ.
მენთოლი ბრ.ფ 50 მგ
მეთილსალიცილატი ბრ.ფ 100 მგ
სელის თესლის ზეთი 30 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, კარბომერი,დიეთანოლამინი, ბრონოპოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, პოლისორბატ 80, სანდალოზის ზეთი, იზოპროპილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.
წამლის ფორმა: გელი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პრეპარატი გამოიყენება სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები: ადგილობრივი მოხმარების სწრაფად მოქმედი დოლარენის გელი შეიწოვება კანით და უზრუნველყოფს გაუტკივარების ეფექტს. გელი იმ ადგილებში, სადაც მოხდება მისი გამოყენება, იწვევს კანის ჰიპერემიას და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას კანქვეშა ქსოვილებში. გააჩნია ანალგეზიური, გახურების და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გელის მოქმედებით აქტივირდება ნივთიერებათა ცვლა, იზრდება კუნთების და ქსოვილების ელასტიურობა, მცირდება კუნთების ლოკალური ტონუსი. მოქმედება იწყება წასმიდან რამდენიმე წუთში და აღწევ მაქსიმუმს 20-30 წუთის განმავლობაში.
წინააღმდეგჩვენებები:
ალერგიული რეაქციები დიკლოფენაკ ნატრიუმზე და გელის შემადგენლობაში შემავალ სხვა კომპონენტებზე. მისი გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში ბრონქული ასთმით, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით გამწვავების ფაზაში, ორსულობის და ლაქტაციის დროს, ბავშვებში 12 წლამდე.
უსაფრთხოების ზომები მიღებისას
მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან! გელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის, არ გამოიყენოთ დაზიანებულ კანზე.აუცილებლად მოერიდეთ გელის მოხვედრას კანის დაზიანებულ ადგილებზე,ღია ჭრილობებზე, ცზვირის და თვალის ლორწოვან გარსზე.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
თუ იღებთ რაიმე მედიკამენტს აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს ამის შესახებ. დოლარენით მკურნალობისას არ მიიღოთ რაიმე სხვა სამედიცინო საშუალება (მათ შორის ისინიც, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ ) ექიმთან წინასწარ კონსულტაციის გარეშე. არაკონტროლირებადმა მკურნალობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.
განსაკუთრებული მითითებები: არ გამოიყენოთ სხვა კრემებთან და მალამოებთან ერტად, ასევე არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
მიღების წესი და დოზირება. გელს უსვამენ კანის დაზიანებულ ადგილას 3-4 ჯერ დღე ღამეში 2-4 მგ ოდენობით და მსუბუქად შეიზელენ სრულ შეწოვამდე. ძირითადი კლინიკური სიმპტომების შემცირება, ან გაქრობა აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან პირველ დღეებში.
მიღება ბავშვებში. 12 წლამდე ბავშვებში გელის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ.
დოლარენის გელის გამოყენება შეიძლება დიკლოფენაკ ნატრიუმის ტაბლეტების პერორალურ მიღებასთან ერთად.დიკლოფენაკ ნატრიუმი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, პირდაპირ დიფუზიის გზით ღრმად აღწევს კანქვეშა ქსოვილებში და სტრუქტურებში და კონცენტრირდება მათში. დიკლოფენაკ ნატრიუმი აინჰიბირებს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას, რაც იწვევს პროსტაგლანდინების შემცირებას. ამცირებს სახსრების შებიჭილობას და შესიებას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
სელის ღესლის ზეთი, მეთილსალიცილატი. პრეპარატის ამ კმპონენტებს გააჩნია გამაღიზიანებელი მოქმედება, რაც განპირობებულია მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებზე ზემოქმედებით, და ასევე გააჩნია სახსრების გამაფართოვებელი მოქმედება.
მენთოლს ადგილობრივი გამოყენებისას გააჩნია სისხლძარღვთა გამაფართოვებელი მოქმედება კანქვეშა სტრუქტურებზე, იძლება სიგრილის შეგრძნებას შემდგომი გაუტკივარების ეფექტით.
გამოყენება. პრეპარატს იყენებენ მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ:
მიოზიტის, ფიბროზიტის, იშიაზის, კუნთების და მყესების გაღიზიანებისას,საყრდენ- მამოძრავებელი აპარატის ტრამვებისას. სახსრების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებებისას. ტკივილი კუნთებში და სახსრებში დიდი ფიზიკური დატვირთვისას. რევმატიული დაავადებები: ბურსიტი, ართრიტი, ტენდოსინოვიტი, ტენდინიტი.
გვერდითი მოვლენები: დოლარენი საერთოდ კარგი ამტანობით ხასიათდება. ცალკეულ შემთხვევაში პრეპარატის წასმის ადგილას შეიძლება წარმოიქმნას სიწითლე, ქავილის ან წვის შეგრძნება. ნებისმიერი უჩვეულო რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა ექიმს პრეპარატის შემდგომ გამოყენებასთან დაკავშირებით!
ვარგისიანობის ვადა: პრეპარატის ვარგისიანობის ვადა 2 წელია. არ გამოიყენოთ გელი მითითებული ვარგისიანობის ვადით გასვლის შემდეგ.
შენახვა: შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 c.
შეფუთვა: გელი 20 გ ტუბში. მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ (III ჯგუფი)
“NABROS PHARMA”
ნეშნელ ჰაივეი 8, კჰედა 387411, ინდოეთი

შემადგენლობა: დიკლოფენაკ ნატრიუმი ბრ. ფ ..........50 მგ

( გრანულებში ენტეროსოლუბილური გარსით)

პარაცეტამოლი ბრ. ფ .........500 მგ

დოზირება და მიღება:

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:

1 ტაბლეტი 2 /ან 3 - ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გადაყლაპვა საჭიროა მთლიანად. დაღეჭვა არ შეიძლება.

ჩვენებები:

თავის ტკივილები, სტომატოლოგიური დაავადებებისას არსებული ტკივილები, დისმენორეა, სპორტული და სამგზავრო ტრავმები, რევმატიზმი, ართრიტი, ლუმბაგო, ბურსიტი, იშიალგია, სხვადახვა ეტიოლოგიის ტემპერატურის მომატება.

უკუჩვენებები:

დიკლოფენაკ ნატრიუმის და მისი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
უცნობი ეთიოლოგიის სისხლწარმომქმნელი ფუნქციის დარღვევა, კოაგულაციის დარღვევა.
კუჭის და /ან დუოდენალური წყლული.
ორსულობის ბოლო ტრიმესტრი.
ცერებრული ჰემორაგიები, სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სხვა მწვავე სისხლდენები.
ბავშვები და 15 წლამდე მოზარდები.

შენახვის პირობები: ინახება გრილ, მშრალ ადგილას, 25C-მდე.

შენახვის ვადა: 3 წელი.

გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

შემადგენლობა: დიკლოფენაკ ნატრიუმი ბრ. ფ ..........50 მგ

( გრანულებში ენტეროსოლუბილური გარსით)

პარაცეტამოლი ბრ. ფ .........500 მგ

დოზირება და მიღება:

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:

1 ტაბლეტი 2 /ან 3 - ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გადაყლაპვა საჭიროა მთლიანად. დაღეჭვა არ შეიძლება.

ჩვენებები:

თავის ტკივილები, სტომატოლოგიური დაავადებებისას არსებული ტკივილები, დისმენორეა, სპორტული და სამგზავრო ტრავმები, რევმატიზმი, ართრიტი, ლუმბაგო, ბურსიტი, იშიალგია, სხვადახვა ეტიოლოგიის ტემპერატურის მომატება.

უკუჩვენებები:

დიკლოფენაკ ნატრიუმის და მისი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
უცნობი ეთიოლოგიის სისხლწარმომქმნელი ფუნქციის დარღვევა, კოაგულაციის დარღვევა.
კუჭის და /ან დუოდენალური წყლული.
ორსულობის ბოლო ტრიმესტრი.
ცერებრული ჰემორაგიები, სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სხვა მწვავე სისხლდენები.
ბავშვები და 15 წლამდე მოზარდები.

შენახვის პირობები: ინახება გრილ, მშრალ ადგილას, 25C-მდე.

შენახვის ვადა: 3 წელი.

გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

სავჭრო დასახელება:** **DOLAREN

კომბინირებული პეპარატი

აქტიური ნივთიერებები: დიკლოფენაკი (ნატრიუმის მარილის სახით),პარაცეტამოლი

წამლის ფორმა: პერორალური გზით მისაღებიტაბლეტი

აღწერა: დოლარენის ტაბლეტიწარმოადგენს დიკლოფენაკ ნატრიუმისა (გრანულებში ენტეროსოლუბილური გარსით ) და პარაცეტამოლის კომბინაციას

შემადგენლობა:

1ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

დიკლოფენაკ ნატრიუმი ბრ.ფ 50მგ (დიკლოფენაკ ნატრიუმი გრანულებშიენტეროსოლუბილური გარსით)

პარაცეტამილი ბრ.ფ. 500მგ

**ათქ კოდი:**M01AB55

ფარმაკოლოგიური მოქმედება

დიკლოფენაკი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ,ტკივილგამაყუჩებელი კომბინირებული პრეპარატია, რომელიც ეფექტურია ანთებითი პროცესების დროს. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი პარაცეტამოლიფართოდ გამოიყენება, როგორცანალგეზიური და სიცხის დამწევი საშუალება, რომელიც ხასიათდებაკარგი ამტანობით, ამასთანავე პარაცეტამოლი აძლიერებს და ხელს უწყობს დიკლოფენაკის მოქმედებას.

ჩვენება:

თავის ტკივილი, კბილისტკივილი, დისმენორეა, სპორტული და სამგზავრო ტრავმები, რევმატიზმი, ართრიტი, ლუმბაგო, ბურსიტი, იშიალგია, სხვადახვა ეტიოლოგიის ტემპერატურის მომატება.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:

1ტაბლეტი 2 - 3 - ჯერ დღეში ჭამის შემდეგ(ან ექიმის დანიშნულების მიხედვით) ტაბლეტი მიღება მთლინად. დაუშვებელია ტაბლეტის დაღეჭვა.

გვერდითი მოვლენები:

უნდა გვახსოვდეს, რომ გვერდითი ეფექტების გამოვლენა ძირითადად დოზა დამოკიდებული და განსხვავებულია სხვადასხვა ინდივიდში. განსაკუთრებით კუჭ- ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების რისკი (წყლული, ლორწოვანის დეფექტები, კუჭის ლორწოვანი გარსის ათება ), დამოკიდებულია დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე.

კუჭ - ნაწლავის ტრაქტი: საკმაოდ ხშირია ( > 10 % ) გულისრევა,ღებინება, დიარეა, უმნიშვნელო სისხლდენების შემთხვევები, რამაც ინდივიდუალურ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ანემია.

ხშირად შესაძლებელია (> 1 % - < 10 % ) ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენა, როგორიცაა: დისპეპსია, მეტეორიზმი, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, მადის დაქვეითება, ასევე კუჭისა და ნაწლავის წყლულები (საიდანაც შეიძლება განვითარდეს სისხლდენა და პერფორაცია ).

ძალიან იშვიათად (> 0.1 % -< 1 % ) ვითარდება ჰემატემეზისი, მელენა და სისხლიანი დიარეა. ეპიგასტრიუმის არეში ძლიერი ტკივილის განვითარების, განავლის გამუქების და განავალში სისხლის აღმოჩენისას მკურნალობა წყდება, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.

ძალიან იშვიათად ( < 0.01 % ) აღინიშნება სტომატიტი, გლოსიტი, საყლაპავის დაზიანება, ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილის მხრივ (მაგ. მსხვილი ნაწლავის არასპეციფიკური სისხლდენები, კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი).

ძალიან იშვიათად (<0.01%) აღინიშნება დიაფრაგმალური ინტენსტინალური სტრიქტურები.

ცენტრალური ნერვული სისტემა და სენსორული ორგანოები

ხშირია (>1% -< 10%) თავის ტკივილი, აგზნება, გაღიზიანება, დაღლილობა, თავბრუსხვევა.

ძალიან იშვიათია (< 0.01%) მგრძნობელობის და მხედველობის დაქვეითება (დაბინდული ან გაორებული მხედველობა), გემოს შეცვლა, შუილი ყურებში, სმენის გარდამავალი დარღვევები, მეხსიერების დარღვევა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, მოუსვენრობა, ღამის კოშმარები, კანკალი, დეპრესიის და სხვა ფსიქოლოგიური რეაქციების გამოვლენა.

ძალიან იშვიათ შემთხვევაში (<0.01%) დიკლოფენაკის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ასეპტიური მენინგიტის სიმპტომები, კისრის რიგიდობის, თავის ტკივილის, გულისრევის, ღებინების, სიცხის დეზორიენტაციის ჩათვლით.

კანი

შესაძლებელია გამოვლინდეს (> 1%-<10%) კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები გამონაყარისა და ქავილის სახით. იშვიათია (>0.1%-<1%) ურტიკარია ან ალოპეცია.ძალზედ იშვიათია (0.01%) მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე, კანზე გამონაყარი, ჰიპერემია და ბუშტუკების წარმოქმნა (ეგზანთემა, ერითემა), პურპურა (ასევე ალერგიული პურპურა), კანის სეროზული რეაქციების განვითარება (სტივენ-ჯონსის სინდრომი, ლაიელის სინდრომი).

თირკმლები

ძალიან იშვიათად (<0.01%) ვითარდება თირკმლების ნეკროზი (ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილონეკროზი) ან თირკმლის მწვავე უკმარისობა, პროტეინურია, ჰემატურია, ნეფროზული სინდრომი. თირკმელების ფუნქცია რეგულარულად უნდა შემოწმდეს.

ღვიძლი

ხშირია (>1%-<10%) სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება.

იშვიათია (>0.1%-<1%) ჰეპატიტის შემთხვევები (სიყვითლით და მის გარეშე მიმდინარე ფორმები, ერთეულ შემთხვევებში ფულმინანტური მიმდინარეობის ან პროდრომული ნიშნების გამოვლენის გარეშე). აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი.

პანკრეასი

ძალიან იშვიათად (0.01%) დაფიქსირდა პანკრეასის ანთებითი მოვლენები.

სისხლი

იშვიათ შემთხვევებში (>0.1%-<1%) დაფიქსირდა ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი. მისი გამოვლენის პირველი ნიშნებია ანგინა, ტუჩების ზედაპირული დაზიანება, გრიპისმაგვარი სიმპტომები, ცხვირიდან სისხლდენა, კანქვეშა სისხლჩაქცევები. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში აუცილებელია სისხლის მაჩვენებლების მონიტორინგი.

ძალიან იშვიათ შემთვევასი (<0.01%) გვხვდება ჰემოლიზური ანემიაც.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

ძალიან იშვიათ შემთხვევებში (<0.01%) დაფიქსირდა: ტაქიკქრდია, ტკივილი მკერდის არეში ,არტერიულიწნევის მომატება, ერთეულ შემთხვევებში გამოვლინდა გულის უკმარისობა.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობადიკლოფენაკ ნატრიუმის მიმართ.
  • უცნობი ეტიოლოგიის სისხლწარმომქმნელი ფუნქციის დარღვევა, კოაგულაციის დარღვევა.
  • გასტრო დუოდენალური წყლული
  • ორსულობის ბოლო ტრიმესტრი.
  • ცერებრალური ჰემორაგიები, სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სხვა სახის მწვავე სისხლდენები.
  • ბავშვები და 15 წლამდე მოზარდები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებთ რომელიმე სხვა პრეპარატს. გაითვალისწინეთ, რომ ეს ინფორმაცია აგრეთვე ეხება იმ პრეპარატებსაც რომლებსაც იღებდით უახლოეს პერიოდში.

ერთდროული გამოყენებისას, დიკლოფენაკ ნატრიუმს შეუძლია გაზარდოს ლითიუმის, ფენიტოინის, დიგოქსინის პლაზმური კონცეტრაცია. აუცილებელია სისხლში ლითიუმის კონცეტრაციის კონტროლი.

მას შეუძლია შეამციროს დეჰიდრატაციული და არტერიულ წნევაზე მოქმედი (შარდმდენი და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები) პრეპარატების ეფექტი.

დიკლოფენაკ ნატრიუმს შეუძლია შეამციროს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების (გულის უკმარისობის და არტერიული წნევის დამაქვეითებელი საშუალებები) ეფექტურობა მათმმაერდროულად დანიშვნამ შეიძლება ასევე გაზარდოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი. კალიუმის შემნახველ შარდმდენ პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის მომატება.

ერთდროული გამოყენება გლუკოკორტიკოიდებთან, ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევის რისკს (იხ.გვერდითი ეფექტები).

დიკლოფენაკ ნატრიუმი გამოყენება მეთოტრექსატის მიღებამდე 24 სთ-ით ადრე ან გვიან, ზრდის მეთოტრექსატის კონცეტრაციას და მის არასასურველ ეფექტებს.

პრობენეციდის ან სულფინპირაზონის შემცველ პრეპარატებს (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები) შეუძლიათ შეაფერხონ დიკლოფენაკის ელიმინაცია. ამან შეიძლება ორგანიზმში გამოიწვიოს დიკლოფენაკ ნატრიუმის კონცეტრაციის გაზრდა და პრეპარატის გვერდითი ეფექტებს გამოვლენა.

სიფრთხილის ზომები:

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილთ ინიშნება პაციენტებში დისპეფსიით, ან კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებებით, სისხლის კოაგულაციის უნარის დარღვევით და ღვიძლის და თირკმლების ფუნქციების სერიოზული დაეღვევებით, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

პრეპარატი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

შენახვის პირობა:

ინახება სინათლისგან დაცულ , ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25OC ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა:

10ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერზე, 10 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდქნ გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი lll, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი:

მნაბროს ფარმა პვტ.ლტდ. ( NABROS PHARMA PVT. LTD)

ნაშნელ ჰაივეი - 8, კაჯიპურა, ხედა 387411 (ინდოეთი)

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
დოლარენი 20გ გელი
  • სახელი: დოლარენი 20გ გელი
  • მწარმოებელი: Nabros Pharma Pvt Ltd (ინდოეთი)
  • შეფუთვა: (10მგ + 30მგ + 50მგ + 100მგ)/გ 20გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1
Aversi 5.96 ლ
დოლარენი 50მგ/500მგ #10ტ
  • სახელი: დოლარენი 50მგ/500მგ #10ტ
  • მწარმოებელი: Nabros Pharma Pvt Ltd (ინდოეთი)
  • შეფუთვა: 500მგ + 50მგ ტაბლეტი №100 (10X10)
Aversi 5.17 ლ
დოლარენი ტაბლეტი 500მგ+50მგ #10
  • სახელი: დოლარენი ტაბლეტი 500მგ+50მგ #10
  • მწარმოებელი: Nabros Pharma Pvt Ltd (ინდოეთი)
Pharmadepot 4.37 ლ
დოლარენი გელი 20გრ ტუბი #1
  • სახელი: დოლარენი გელი 20გრ ტუბი #1
  • მწარმოებელი: Nabros Pharma Pvt Ltd (ინდოეთი)
  • შეფუთვა: (10მგ + 30მგ + 50მგ + 100მგ)/გ 20გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1
Pharmadepot 4.29 ლ
დოლარენი ტაბლეტი 500მგ+50მგ #10
  • სახელი: დოლარენი ტაბლეტი 500მგ+50მგ #10
  • მწარმოებელი: Nabros Pharma Pvt Ltd (ინდოეთი)
  • შეფუთვა: 500მგ + 50მგ ტაბლეტი №100 (10X10)
GPC 4.37 ლ
დოლარენი გელი 20გრ ტუბი #1
  • სახელი: დოლარენი გელი 20გრ ტუბი #1
  • მწარმოებელი: Nabros Pharma Pvt Ltd (ინდოეთი)
  • შეფუთვა: (10მგ + 30მგ + 50მგ + 100მგ)/გ 20გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1
GPC 5.8 ლ
Dolaren - დოლარენი 100 ტაბლეტი
  • სახელი: Dolaren - დოლარენი 100 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Nabros Pharma Pvt Ltd (ინდოეთი)
  • შეფუთვა: 500მგ + 50მგ ტაბლეტი №100 (10X10)
PSP 36.43 ლ
DOLAREN - დოლარენი გელი 20გრ
  • სახელი: DOLAREN - დოლარენი გელი 20გრ
  • შეფუთვა: (10მგ + 30მგ + 50მგ + 100მგ)/გ 20გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1
PSP 4.16 ლ
Dolaren - დოლარენი 10 ტაბლეტი
  • სახელი: Dolaren - დოლარენი 10 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Nabros Pharma Pvt Ltd (ინდოეთი)
PSP 3.5 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა