მეტაკარტინი - Metacartin
მეტაკარტინი - Metacartin

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი სხვა საშუალებები, ამინომჟავები და წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: L-კარნიტინი

ჩვენება: ახალშობილთა ასფიქსია და სამშობიარო ტრავმები; ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია; რესპირატორული დისტრეს სინდრომი ახალშობილებში, პარენტერალურ კვებაზე მყოფი დღენაკლი ბავშვები; ჰემოდიალიზზე მყოფი ბავშვები; -სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში შეფერხება ბავშვთა ასაკში და მოზარდებში 16 წლამდე.
-კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა).
-თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა; ნევრასთენია; ტრავმული ენცეფალოპათია; მიოპათია
-ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში
-ანორექსია, ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლის დაავადებები.
-პირველადი (გენეტიკური) და მეორადი კარნიტინის დეფიციტი, ჰემოდიალიზზე მყოფი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფები.
-თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე.
-ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმები.
-მამაკაცთა უშვილობა (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია).
-სისტემური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი).

წინააღმდეგჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ კომპონენტებზე.

მიღების წესი და დოზირება: ინიშნება 30 წუთით ადრე ჭამამდე, აუცილებელია განზავდეს სითხეში (წყალი ან ხილის წვენი). მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე. დღიური დოზა განისაზღვრება ასაკისა და სხეულის მასის მიხედვით

-ბავშვებში 2 წლამდე: 150 მგ/კგ წონაზე.

-2-დან 6-წლამდე: 100 მგ/კგ წონაზე.

-6-დან 12 წლამდე: 75 მგ/კგ წონაზე.

-12 წლის ზემოთ და მოზრდილებში: დღიური დოზა 2-3 გ.

-ჰემოდიალიზის დროს 2-4 გ.

-სტენოკარდია და პოსტინფარქტული მდგომარეობა: 2-6 გ დღეში.

კარტანით მკურნალობას იწყებენ 1 გ-დან დღეში, პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 გ-მდე დღე-ღამეში.

ჰემოდიალიზის დროს 2 გ ერთჯერადად (პროცედურის შემდგომ).

ინახება მშრალ, გრილ 25C –ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.

სავაჭრო დასახელება:

მეტაკარტინი, Metacartin

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ლევოკარნიტინი, Levocarnitine

წამლის ფორმა:

შიგნით მისაღები ხსნარი.

აღწერილობა : სუსტად შეფერილი გამჭვირვალე ხსნარი.

შემადგენლობა:

პრეპარატის 1 ფლაკონი შეიცავს:

_აქტიური _ნივთიერება : ლევოკარნიტინი 2,0 გ.

_დამხმარე _ნივთიერებები : ვაშლის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალებები.

ამინომჟავები და მათი წარმოებულები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:

პრეპარატი მეტაბოლური პროცესების კორექციისათვის.

ლევოკარნიტინი – B ჯგუფის ვიტამინების მონათესავე ბუნებრივი ნივთიერება. მონაწილე- ობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, უჯრედული მემბრანების გავლით ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში ცხიმოვანი მჟავების გადამტანის სახით, სადაც ეს მჟავები განიცდიან b-დაჟანგვას ენერგიის (ატფ-ის ფორმით) დიდი რაოდენობის წარმოქმნით. კოენზიმი A-ს გამოთავისუფლებით ლევოკარნიტინი აძლიერებს კრებსის ციკლში მეტაბოლიტების მოხ-ვედრას. ამავე მექანიზმით ის ასტიმულირებს პირუვატდეჰიდროგენაზას აქტივობას ჩონჩხის კუნთებში და განშტოებული ამინომჟავების დაჟანგვას. პრეპარატი ახდენს ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის ნორმალიზებას, აღადგენს სისხლის ტუტოვან რეზერვს, თრგუნავს ანაერობულ გლიკოლიზსა და კეტომჟავების წარმოქმნას, ამცირებს ლაქტაციდოზის ხარისხს, აგრეთვე, ზრდის მოტორულ აქტივობასა და გამძლეობას ფიზიკური დატვირთვისადმი, ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის ეკონომიურ ხარჯვასა და ღვიძლში მისი მარაგის ზრდას.

ფარმაკოკინეტიკა:

_შეწოვა __და _განაწილება :

შიგნით მიღებისას ლევოკარნიტინის ბიოშეღწევადობა 15,9%-ს შეადგენს. აღწევს ორგანიზმის ყველა ქსოვილში, ყველაზე მაღალი კონცენტრაციები წარმოიქმნება ღვიძლში, ჩონჩხის კუნთებსა და მიოკარდიუმში. Cmax მიღებიდან 3,3 საათში მიიღწევა, თერაპიული კონცენტრაცია 9 საათის მანძილზე ნარჩუნდება.

გამოყოფა :

გამოიყოფა თირკმელებით უპირატესად აცილური ეთერების სახით.

გამოყენების ჩვენებები:

- კარნიტინის პირველადი და მეორადი დეფიციტი;

- კარნიტინის დეფიციტი თირკმლის უკმარისობის ტერმინალურ სტადიაზე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში;

- მიოკარდიუმის მეტაბოლიზმის დარღვევები გულის იშემიური დაავადების (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, პოსტინფარქტური პერიოდი), კარდიომიოპათიების ფონზე;

- უშვილობა მამაკაცებში (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია);

- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევები.

მიღების წესი და დოზირება:

განკუთვნილია მხოლოდ შიგნით მისაღებად.

**მეტაკარტინის **მიღება შესაძლებელია როგორც განუზავებლად, ასევე წყალში ან ხილის წვენში განზავებული სახით. პრეპარატი მიიღება თანაბარი ინტერვალებით დღე- ღამის განმავლობაში, კვების რეჟიმის მიუხედავად.

_მოზრდილები _და _ 12 __წლის __ასაკზე __უფროსი _ბავშვები :

**მეტაკარტინის **საწყისი დოზა შეადგენს 1 ფლაკონს (ლევოკარნიტინის 2 გრამი) დღე-ღამეში. დოზის გაზრდა შესაძლებელია თანდათანობით პრეპარატის ამტანობისა და თერაპიული პასუხის შეფასების საფუძველზე, აგრეთვე, მკურნალობის პერიოდში ფიზიკური დატვირთვის გათვალისწინებით. **მეტაკარტინის **რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-3 ფლაკონს (ლევოკარნიტინის 2-6 გრამი) დღე-ღამეში, გაყოფილი რამოდენიმე მიღებად.

_12 __წლამდე __ასაკის _ბავშვები :

დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ ბავშვის სხეულის წონის მიხედვით. **მეტაკარტინის **საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ/კგ წონაზე დღე-ღამეში, გაყოფილი რამოდენიმე მიღებად. საჭიროებისამებრ, შესაძლებელია დოზის გაზრდა.

მონიტორინგი უნდა მოიცავდეს სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს, ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების მაჩვენებლების შეფასებას, პლაზმაში კარნიტინის კონცენტრაციის დონის განსაზღვრას და ზოგადი კლინიკური მგდომარეობის შეფასებას.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი.

გვერდითი მოვლენები:

_საჭმლის __მომნელებელი __სისტემის _მხრივ : ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, დისპეფსიის მოვლენები.

სხვა : შესაძლებელია სხეულის სპეციფიკური სუნი, აღინიშნა კრუნჩხვების განვითარება ან მათი სიხშირის მომატება ანამნეზში კრუნჩხვის სინდრომის მქონე პაციენტებში.

განსაკუთრებული მითითებები:

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში **მეტაკარტინის **დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის განვითარება გლუკოზის ათვისების გაუმჯობესების შედეგად. ამასთან დაკავშირებით, პრეპარატის მიღების პერიოდში უნდა ჩატარდეს სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული კონტროლი და საჭიროებისამებრ, მოხდეს ინსულინისა და ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზების კორექცია.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

**მეტაკარტინი **გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

**მეტაკარტინის **გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თერაპიული სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის ან ჩვილისათვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

წამლისმიერი ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები ტოქსიკურობის შესახებ ლევოკარნიტინის ჭარბი დოზირებისას არ არსებობს.

გამოშვების ფორმა:

შიგნით მისაღები ხსნარის 10 მლ ყვითელი შუშის ფლაკონში, დახუფული ალუმინის თავსახურით.

10 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესი:

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:

4 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე).

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
მეტაკარტინი 2გ/10მლ #10ფლ
  • სახელი: მეტაკარტინი 2გ/10მლ #10ფლ
  • მწარმოებელი: WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: 2გ/10მლ 10მლ შიგნით მისაღები ხსნარი ყვითელი მინის ფლაკონი №10
Aversi 62.37 ლ
მეტაკარტინი ხსნარი ორალური 200მგ/1მლ 10მლ ფლაკონი #10
  • სახელი: მეტაკარტინი ხსნარი ორალური 200მგ/1მლ 10მლ ფლაკონი #10
  • მწარმოებელი: WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: 2გ/10მლ 10მლ შიგნით მისაღები ხსნარი ყვითელი მინის ფლაკონი №10
Pharmadepot 58.54 ლ

GPC 62.28 ლ
მეტაკარტინი 2გ/10 მლ. 10 ამპულა
  • სახელი: მეტაკარტინი 2გ/10 მლ. 10 ამპულა
  • მწარმოებელი: WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: 2გ/10მლ 10მლ შიგნით მისაღები ხსნარი ყვითელი მინის ფლაკონი №10
PSP 45.05 ლ