გალფერი - Galfer
გალფერი - Galfer

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანემიური საშუალებები, ბივალენტური რკინის პერორული პრეპარატები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

გალფერი 305მგ #100კაფს

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებება თითოეულ კაფსულაში: რკინის ფუმარატი 305 მგ (შეესაბამება 100 მგ პირველად რკინას). დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი და საღებავები: ქინოლონი ყვითელი (E104), ერითროზინი (E127), ინდიგოტინი (E132) და ტიტანის დიოქსიდი (E171).

ჩვენება: გალფერის კაფსულები აქტიური ნივთიერების სახით შეიცავენ რკინის ფუმარატს, რომელიც ავსებს სისხლში რკინის დაბალ შემცველობას. პრეპარატი გამოიყენება რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ლაბორატორიულად დადასტურებული რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ.

უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ; თუ პაციენტს აქვს სისხლში რკინის შემცველობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის პრობლემები (მათ შორის მდგომარეობები, რომლებიც ხასიათდება რბილ ქსოვიელბში რკინის დაგროვებით ან ერითროციტებთან დაკავშირებული პრობლემები);

თუ პაციენტს აქვს კუჭის წყლული ან კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემები; თუ პაციენტს აქვს ნაწლავის ანთებითი დაავადება, მაგ. წყლულოვანი კოლიტი ან რეგიონალური ენტერიტი; თუ წარსულში პაციენტი რეგულარულად იტარებდა ჰემოტრანსფუზიას; თუ პაციენტს აქვს ანემია, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დაბალ შემცველობასთან; თუ პაციენტს ამჟამად უტარდება ინექციები რკინის პრეპარატით.

გალფერის კაფსულების მიღებამდე საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე: თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭის წყლული; თუ პაციენტს ჩატარებული აქვს კუჭის სრული ან ნაწილობრივი რეზექცია; თუ პაციენტს აქვს ვიტამინების დეფიციტი, განსაკუთრებით ვიტამინ B12-ის ან ფოლიუმის მჟავის; თუ პაციენტი არის მამრობითი სქესის, რადგან მამაკაცებში რკინადეფიციტური ანემია შედარებით იშვიათია და საჭიროებს დამატებით კვლევებს; განავლის გამოკვლევის ჩატარებამდე: პაციენტმა გალფერის კაფსულების გამოყენების შესახებ უნდა აცნობოს ექიმს, რადგან პრეპარატმა შესაძლოა განაპირობოს განავლის შავი შეფერილობა და გავლენა იქონიოს ანალიზის შედეგებზე. გალფერის კაფსულების მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც ღებულობს, უახლოეს წარსულში ღებულობდა ან აპირებს მიიღოს მომავალში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზეც. განსაკუთრებული

ყურადღება უნდა მიექცეს შედეგ პრეპარატებს: ანტიბაქტერიული პრეპარატები, მათ შორის ტეტრაციკლინები (მაგ. ქსიტეტრაციკლინი) და ფლუოროქინოლონები (მაგ. ციპროფლოქსაცინი). პენიცილამინი, რომელიც გამოიყენება ართრიტის სამკურნალოდ;
დისპეფსიის სამკურნალო საშუალებები, კალციუმის დანამატები და ცინკი; ლევოდოპა, კარბიდოპა ან ენტრაკაპონი, რომლებიც გამოიყენება პარკინსონის საწინააღმდეგოდ; ბისფოსფონატები, რომლებიც გამოიყენება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ; ტრიენტინი, რომელიც გამოიყენება ვილსონის დაავადების სამკურნალოდ; მეთილდობა, რომელიც გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.

ორსულობა და ლაქტაცია:

გალფერის კაფსულების მიღება დასაშვებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან, განსაკუთრებით თუ იგი იმყოფება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. შესაძლოა ასევე საჭირო გახდეს ფოლიუმის მჟავას მიღება. გამოყენების წესი: მნიშვნელოვანიინფორმაცია პრეპარატის გამოყენებამდე: პრეპარატი მიიღება ჭამამდე, სასურველია უზმოზე. თუ გალფერის კაფსულები იწვევს კუჭის გაღიზიანებას, პაციენტმა პრეპარატი უნდა მიიღოს საკვებთან ერთად ან ჭამის შემდეგ; ზოგიერთმა საკვებმა ან სასმელმა, მაგ. ჩაიმ, კვერცხმა ან რძემ, შესაძლოა დააქვეითოს ორგანიზმის მიერ რკინის შეწოვის უნარი.

არასასურველი საკვების-სასმელების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს; გალფერის კაფსულებმა შესაძლოა განაპირობონ განავლის შავი შეფერილობა. აღნიშნული მოქმედება რკინის შემცველი პრეპარატებისთვის წარმოადგენს ნორმას; თუ 28 დღის შემდეგ სიმპტომები არ უმჯობესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს; რკინის დონის ნორმალიზების შემდეგ, მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 3 თვეზე ხანგრძლივად. პაციენტს მკურნალობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის ექიმი.

დოზირება: პრეპარატი მიიღება შიგნით. მოზრდილები, ხანდაზმულები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: რკინის დეფიციტის პრევენციისთვის მიიღება ერთი კაფსულა ერთხელ დღეში. რკინის დეფიციტის სამკურნალოდ მიიღება ერთი კაფსულა ორჯერ დღეში. 12 წლამდე ასაკის ბავშვები: მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე, პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

დოზის გადაჭარბება:

უნებლიედ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. პაციენტმა თან უნდა იქონიოს შეფუთვა, სადაც მითითებული იქნება პრეპარატის დასახელება. დოზის გამოტოვება: გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. მომდევნო დოზის მიღება უნდა მოხდეს მკურნალობის რეჟიმის შესაბამისად. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. შესაძლო გვერდითი მოვლენები: როგორც ყველა წამალს, გალფერის კაფსულებსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველანპაციენტს არ უვითარდება.

მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები: შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს:ალერგიული რეაქცია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, ცხელება, პირის, ტუჩების ან კანის შეშუპება, ძლიერი გამონაყარი, ქავილი ან კუჭის ტკივილი. სხვა

შესაძლო გვერდითი მოვლენები: უმადობა; გულისრევა; ღებინება; დისკომფორტის შეგრძნება კუჭში; ყაბზობა; ფაღარათი; განავლის ფერის გამუქება. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის ზემოთ მოცემული, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ექიმი და ფარმაცევტი მიაწოდებენ პაციენტს საჭირო ინფორმაციას. გვერდითი მოვლენების შეტყობინება:ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტი უნდა გაესაუბროს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში.

შენახვის წესი:

პრეპარატი შეიცავს რკინას და ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რადგან ზედოზირება შესაძლოა აღმოჩდეს ფატალური. ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, თავისივე შეფუთვაში. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. იგულისხმება კონკრეტული თვის ბოლო დღე. დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.

გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება ერთ კაფსულაში: რკინის ფუმარატი 305მგ (ექვივალენტურია 100მგ რკინის ელემენტის). სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ჟელატინი, ქინოლინის ყვითელი (E104), ინდიგოტინი (E132), ტიტანის დიოქსიდი (E171), ერითროზინი (E127).

ჩვენება: გალფერის კაფსულები გამოიყენება რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ და პრევენციისათვის. ისინი შეიცავენ რკინას რკინის ფუმარატის სახით.

უკუჩვენება: თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; თუ პაციენტს აღენიშნება სხვა პრობლემები სისხლში რკინის შემცველობასთან დაკავშირებით (მათ შორის მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ რკინის დაგროვებას რბილ ქსოვილებში ან ერითროციტებთან დაკავშირებული პრობლემები); თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის წყლული ან კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემები; თუ პაციენტს ჩატარებული აქვს განმეორებითი სისხლის ტრანსფუზია; აღენიშნება ანემია, რომელიც არ იყო დაკავშირებული რკინის დაბალ დონესთან; თუ პაციენტი იკეთებს რკინის ინექციებს; თუ პაციენტს უკეთდება დიმერკაპოლის ინექციები მეტალებით მოწამვლის გამო; თუ პაციენტი 12 წელზე ნაკლები ასაკისაა.

მნიშვნელოვანი გაფრთხილება: შეიცავს რკინას, ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, რადგან დოზის გადაჭარბება შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური.

მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: პრევენცია: 1 კაფსულა ერთხელ დღეში. მკურნალობა: 1 კაფსულა ორჯერ დღეში. დაუშვებელია 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს: აღენიშნება კუჭის წყლულის ანამნეზი; ჩატარებული აქვს კუჭის ნაწილობრივი ან მთლიანი რეზექცია; აღენიშნება ვიტამინების დეფიციტი, განსაკუთრებით, B12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავის დეფიციტი; არის მამაკაცი, რადგან რკინის დეფიციტი უფრო ნაკლებად აღინიშნება მამაკაცებში, ვიდრე ქალებში და ამიტომ მიზეზები საჭიროებს დამატებით კვლევას.ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის, შესაძლო დაორსულების ან ლაქტაციის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. დაუშვებელია გალფერის კაფსულების მიღება ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში, თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული. ორსულობის დროს ასევე შეიძლება საჭირო გახდეს ფოლიუმის მჟავის მიღება. ექიმი გაუწევს პაციენტს კონსულტაციას ამის შესახებ. ექიმმა საჭიროების შემთხვევაში გალფერის კაფსულები შეიძლება დანიშნოს ლატქციის კვების დროს.

მიღების წესი: მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ჭამის წინ მშიერ კუჭზე, შესაძლებლობის შემთხვევაში. თუ გალფერის კაფსულები იწვევენ დისპეფსიას, მათი მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ; ზოგიერთმა საკვებმა, როგორიცაა ჩაი, კვერცხი და რძე, შეიძლება დააქვეითონ ორგანიზმის მიერ შეწოვილი რკინის რაოდენობა. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ რომელი საკვების მიღება არ არის რეკომენდებული; გალფერის კაფსულებმა შეიძლება გამოიწვიონ განავლის მუქი შეფერილობა. ეს მოვლენა ახასიათებს რკინის შემცველ მედიკამენტებს; მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება რკინის დეფიციტის აღმოფხვრიდან 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ექიმი განსაზღვრავს, თუ როდის უნდა შეწყდეს მედიკამენტით მკურნალობა; გალფერის კაფსულების გამოყენება ბავშვებში უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ბავშვებში ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რკინის ტოქსიკური აკუმულაცია და ამიტომ საჭიროებს ექიმის მიერ ყურადღებით კონტროლს.

მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: რკინის დეფიციტის პრევენცია: ერთი კაფსულა ერთხელ დღეში. რკინის დეფიციტის მკურნალობა: ერთი კაფსულა ორჯერ დღეში.შენახვის წესი: ინახება გრილ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. კონტეინერი ინახება მჭიდროდ თავდახურული.

გალფერი კაფსულები 305 მგ
რკინის ფუმარატი
100 კაფსულა

გამოიყენება რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ და პრევენციისათვის
მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები:
პრევენცია: 1 კაფსულა ერთხელ დღეში
მკურნალობა: 1 კაფსულა ორჯერ დღეში
დაუშვებელია 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე.
აქტიური ნივთიერება კაფსულაში: რკინის ფუმარატი 305 მგ
იხ. სიფრთხილის ზომები
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და დისტრიბუტორი:
თჰორნტონ & ღოსს Lტდ., Hუდდერსფიელდ, HD7 5QH, UK.
PL 00240/0104
თორნტონი და როსი ლტდ., ჰადერსფილდი, HD7 5QH, გაერთიანებული სამეფო
PL 00240/0104

მნიშვნელოვანი გაფრთხილება: შეიცავს რკინას, ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, რადგან დოზის გადაჭარბება შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური.

ინახება გრილ ადგილას. კონტეინერი ინახება მჭიდროდ თავდახურული.

PM/01/733 24342410

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა. ის შეიცავს დამატებით ინფორმაციას, რომელიც პაციენტისთვის შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს.
• საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
• დამატებითი კითხვების არსებობისას ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.
• თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა მიიღებს მძიმე ხასიათს ან განვითარდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

1. მედიკამენტის გამოყენება

გალფერის კაფსულები გამოიყენება რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ და პრევენციისათვის. ისინი შეიცავენ რკინას რკინის ფუმარატის სახით.

2. მედიკამენტის მიღებამდე

დაუშვებელია მედიკამენტის მიღება
• თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში;
• თუ პაციენტს აღენიშნება სხვა პრობლემები სისხლში რკინის შემცველობასთან დაკავშირებით (მათ შორის მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ რკინის დაგროვებას რბილ ქსოვილებში ან ერითროციტებთან დაკავშირებული პრობლემები);
• თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის წყლული ან კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემები;
• თუ პაციენტს ჩატარებული აქვს განმეორებითი სისხლის ტრანსფუზია;
• თუ პაციენტს აღენიშნება ანემია, რომელიც არ იყო დაკავშირებული რკინის დაბალ დონესთან;
• თუ პაციენტი იკეთებს რკინის ინექციებს;
• თუ პაციენტს უკეთდება დიმერკაპოლის ინექციები მეტალებით მოწამვლის გამო;
• თუ პაციენტი 12 წელზე ნაკლები ასაკისაა.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს
• აღენიშნება კუჭის წყლულის ანამნეზი;
• ჩატარებული აქვს კუჭის ნაწილობრივი ან მთლიანი რეზექცია;
• აღენიშნება ვიტამინების დეფიციტი, განსაკუთრებით, B12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავის დეფიციტი;
• არის მამაკაცი, რადგან რკინის დეფიციტი უფრო ნაკლებად აღინიშნება მამაკაცებში, ვიდრე ქალებში და ამიტომ მიზეზები საჭიროებს დამატებით კვლევას.

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს:
• ანტიბიოტიკებს ინფექციის საწინააღმდეგოდ, როგორიცაა ნეომიცინი, ტეტრაციკლინები (მაგ.: ოქსიტეტრაციკლინი), ქლორამფენიკოლი ან ფლუოროქინოლონები (მაგ.: ციპროფლოქსაცინი);
• პენიცილამინს ართრიტის სამკურნალოდ;
• დისპეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებს, ანტაციდებს, კალციუმის დანამატებს და თუთიას;
• ქოლესტირამინს, ძირითადად ქოლესტერინის მაღალი დონის გამო;
• ლევოდოპას, კარბიდოპას ან ენტაკაპონს პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ;
• ლევოთიროქსინს თიროიდული ჰორმონის დაბალი დონის სამკურნალოდ;
• ბისფოსფონატებს ოსტეოპოროზის გამო;
• ტრიენტინს ვილსონის დაავადების გამო;
• მეთილდოპას მაღალი არტერიული წნევის გამო;
• პაციენტებმა, რომლებსაც უტარდება განავლის ანალიზი, ექიმს უნდა აცნობონ, რომ იღებენ ამ მედიკამენტს, რადგან მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს განავლის შავი შეფერილობა და გავლენა იქონიოს ანალიზის შედეგზე.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. დაუშვებელია გალფერის კაფსულების მიღება ფეხმძიმობის პირველი 3 თვის განმავლობაში, თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული.
ფეხმძიმობის დროს ასევე შეიძლება საჭირო გახდეს ფოლიუმის მჟავის მიღება. ექიმი გაუწევს პაციენტს კონსულტაციას ამის შესახებ.
• ექიმმა საჭიროების შემთხვევაში გალფერის კაფსულები შეიძლება დანიშნოს ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
გალფერის კაფსულები არ ახდენენ გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

3. მედიკამენტის მიღების წესი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომელიც უნდა იცოდეს პაციენტმა…
• მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ჭამის წინ მშიერ კუჭზე, შესაძლებლობის შემთხვევაში. თუ გალფერის კაფსულები იწვევენ დისპეფსიას, მათი მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ;
• ზოგიერთმა საკვებმა, როგორიცაა ჩაი, კვერცხი და რძე, შეიძლება დააქვეითონ ორგანიზმის მიერ შეწოვილი რკინის რაოდენობა. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ რომელი საკვების მიღება არ არის რეკომენდებული;
• გალფერის კაფსულებმა შეიძლება გამოიწვიონ განავლის მუქი შეფერილობა. ეს მოვლენა ახასიათებს რკინის შემცველ მედიკამენტებს;
• მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება რკინის დეფიციტის აღმოფხვრიდან 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ექიმი განსაზღვრავს, თუ როდის უნდა შეწყდეს მედიკამენტით მკურნალობა;
• გალფერის კაფსულების გამოყენება ბავშვებში უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ბავშვებში ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რკინის ტოქსიკური აკუმულაცია და ამიტომ საჭიროებს ექიმის მიერ ყურადღებით კონტროლს.

მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები
რკინის დეფიციტის პრევენცია
• ერთი კაფსულა ერთხელ დღეში

რკინის დეფიციტის მკურნალობა
• ერთი კაფსულა ორჯერ დღეში

12 წლამდე ასაკის ბავშვები
12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

დოზის გადაჭარბებისას
დოზის შემთხვევით გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რადგან დოზის გადაჭარბება შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური. პაციენტმა თან უნდა იქონიოს კონტეინერი, რათა სამედიცინო პერსონალმა იცოდეს, თუ რომელი მედიკამენტია გადაყლაპული.

დოზის გამოტოვებისას
შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე.
შემდეგ უნდა გაგრძელდეს მედიკამენტის მიღება ჩვეულ დროს.
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, გალფერის კაფსულებიც იწვევენ გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები:
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მას აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა ან სიმპტომი, უნდა შეწყვიტოს მედიკამენტის მიღება დაუყოვნებლივ და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიმართოს ექიმს.
• ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევენ სუნთქვის გაძნელებას, ცხელებას, პირის, ტუჩების ან კანის შეშუპებას, ძლიერ გამონაყარს, ქავილს ან კუჭის ტკივილს.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენებია:
• მადის დაკარგვა
• გულისრება და ღებინება
• კუჭის არეში დისკომფორტი
• ყაბზობა
• დიარეა
• მუქი განავალი
• რკინის აკუმულაცია ორგანიზმის უჯრედებში
• შეკრულობა შეიძლება უფრო გამოხატული იყოს ხანდაზმულებში
• დიარეა – შეიძლება უფრო გამოხატული იყოს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ნაწლავების ანთებითი დაავადება, როგორიცაა: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBშ), კოლიტი ან დივერტიკულიტი.

ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის (რომლებიც ჩვეულებრივ სუსტი ხასიათისაა) განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მათ შორის, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.

5. მედიკამენტის შენახვის წესი

• პროდუქტი შეიცავს რკინას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რადგან დოზის გადაჭარბება შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური;
• ინახება გრილ ადგილას;
• კონტეინერი ინახება მჭიდროდ თავდახურული;
• დაუშვებელია ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.

6. დამატებითი ინფორმაცია

აქტიური ნივთიერება ერთ კაფსულაში: რკინის ფუმარატი 305 მგ (ექვივალენტურია 100 მგ რკინის ელემენტის).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ჟელატინი, ქინოლინის ყვითელი (E104), ინდიგოტინი (E132), ტიტანის დიოქსიდი (E171), ერითროზინი (E127).

გალფერის კაფსულები არის წითელი და მწვანე კაფსულები, რომლებზეც დაბეჭდილია “Gალფერ”. მოწოდებულია ფლაკონში, რომელიც შეიცავს 100 ან 250 კაფსულას.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
გალფერი 305მგ #100კაფს
  • სახელი: გალფერი 305მგ #100კაფს
  • მწარმოებელი: Thornton & Ross Ltd (დიდი ბრიტანეთი)
  • შეფუთვა: 305მგ კაფსულა №100 ფლაკონში (პირველადი შეფუთვით)
Aversi 109.95 ლ
გალფერი კაფსულა 305მგ #100
  • სახელი: გალფერი კაფსულა 305მგ #100
  • მწარმოებელი: Thornton & Ross Ltd (დიდი ბრიტანეთი)
  • შეფუთვა: 305მგ კაფსულა №100 ფლაკონში (პირველადი შეფუთვით)
Pharmadepot 76.29 ლ
გალფერი კაფსულა 305მგ #100
  • სახელი: გალფერი კაფსულა 305მგ #100
  • მწარმოებელი: Thornton & Ross Ltd (დიდი ბრიტანეთი)
  • შეფუთვა: 305მგ კაფსულა №100 ფლაკონში (პირველადი შეფუთვით)
GPC 73 ლ
Galfer - გალფერი 305მგ 100 კაფსულა
  • სახელი: Galfer - გალფერი 305მგ 100 კაფსულა
  • შეფუთვა: 305მგ კაფსულა №100 ფლაკონში (პირველადი შეფუთვით)
PSP 77.66 ლ
Galfer - გალფერი 305მგ 100 კაფსულა
  • სახელი: Galfer - გალფერი 305მგ 100 კაფსულა
  • შეფუთვა: 305მგ კაფსულა №100 ფლაკონში (პირველადი შეფუთვით)
PSP 69.51 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით