ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქავილის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიჰისტამინური და საანესთეზიო საშუალებების ჩათვლით, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
მენოვაზანი
MENOVASAN
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერებები: მალამოს 1 გ შეიცავს რაცემიული მენთოლის 25 მგ, ნოვოკაინის (პროკაინის ჰიდროქლორიდის) 10 მგ, ანესთეზინის (ბენზოკაინის) 10 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მინერალური ზეთი, თეთრი რბილი პარაფინი, ემულგატორი T-2, გაწმენდილი წყალი.
სამკურნალწამლო ფორმა. მალამო.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: მენთოლის სუნის მქონე თეთრი ფერის მალამო.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ქავილის საწინააღმდეგო საშუალებები.
ATC Code : D04AX.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
მენოვაზანი - კომბინირებული პრეპარატია და მისი თვისებები განპირობებულია აქტიური კომპონენტების მოქმედებით. კერძოდ, სიცივის რეცეპტორებზე მენთოლის სელექტიური მოქმედების წყალობით, მალამო იწვევს სიცივის შეგრძნებას, ხოლო გამაღიზიანებელ მოქმედებას შესაძლებელია შეენაცვლოს უმნიშვნელო ანესთეზია. რეფექტორულად მენთოლი ცვლის სისხლძარღვების ტონუსს. ეს ეხება როგორც ზედაპირულ სისხლძარღვებს, ასევე უფრო ღრმად განლაგებულ სისხლძარღვებს. ნოვოკაინისთვის დამახასიათებელია საკმაოდ გამოხატული მაანესთეზირებელი აქტივობა. ის არ ცვლის სისხლძარღვებოს ტონუსს. ანესთეზინი იწვევს ზედაპირულ ანესთეზიას. ერთ პრეპარატში მითითებული კომპონენტების კომბინაცია უზრუნველყოფს ნერვული რეცეპტორების და მატარებლების აღგზნებადობის და გამტარიანობის შექცევადი დარღვევის გამოწვევის უნარს მათთან უშუალო კონტაქტისას, გამაღიზიანებელი და ყურადღების გადასატანი მოქმედების გამოწვევას, ნერვული ბოჭკოს მემბრანების აღგზნებადობის დათრგუნვას, მოქმედების პოტენციალის ამპლიტუდის შემცირებას, ნერვული ბოჭკოს მემბრანის დეპოლარიზაციის ზღურბლის გაზრდას, მოქმედების პოტენციალის აღმავალი ფაზის განვითარების სიჩქარის შენელებას, ნერვულ ელემენტებში აღგზნების ხარისხის შემცირებას.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
ნევრალგიები, მიალგიები, ართრალგიები; დერმატოზები, რომლებსაც თან სდევს ქავილი.
უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.
არ დაიტანოთ ალერგიული რეაქციის გამოვლინებების მქონე კანზე, სახის კანზე, დაზიანებულ კანზე.
სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა სახეობები.
რეკომენდებული არ არის სხვა ადგილობრივად მოქმედ საშუალებებთან ერთდროული გამოყენება (აძლიერებს ადგილობრივად მაანესთეზირებელი მოქმედების მქონე პრეპარატების ეფექტებს). პრეპარატის კომპონენტები (ნოვოკაინი, ანესთეზინი) ასუსტებენ სულფანილამიდური პრეპარატების ანტიბაქტერიულ მოქმედებას.
სხვა რომელიმე სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას უნდა აცნობოთ ექიმს.
გამოყენების თავისებურებები.
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. ორსულობისა ან ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ მოიპოვება.
რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას.
უნდა მოერიდოთ ავტოტრანსპორტის მართვას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობას, რადგანაც შესაძლებელია თავბრუსხვევა.
გამოყენების წესი და დოზები.
იყენებენ გარეგანად 2-3-ჯერ დღე-ღამეში კანის მტკივნეული დაზიანებული უბნების დასაზელად. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და მიმდინარეობაზე, ასევე თანმხლები თერაპიის ხასიათზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 9 გ-ს.
ბავშვები.
პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ჭარბი დოზირება.
ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, არტერიული წნევის დაქვეითება, ალერგიული რეაქციები.
ასეთი სიმპტომების გაჩენისას უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება, მალამოს ნარჩენები ჩამოიბანეთ კანის ზედაპირიდან და მიმართეთ ექიმს. მკურნალობა სიმპტომურია.
გვერდითი რეაქციები.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (მ.შ. ჰიპერემია, კანის გაღიზიანება, ქავილი, გამონაყარი, შეშუპება, ჭინჭრის ციება), კონტაქტური დერმატიტი.
ვარგისიანობის ვადა.
3 წელი. პრეპარატს არ იყენებენ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები.
შეინახეთ არაუმეტეს 200 C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
40 გრ. ალუმინის ტუბში კოლოფში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა