ლაქტო-G - Lacto-G
ლაქტო-G - Lacto-G

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდიარულები, ნაწლავის ანთების და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიდიარეული მიკროორგანიზმები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ლაქტო G ქიდსი #10ფლ


ფლაკონები
(საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ნარევი, B. ინფანტის; ალფა GOS)
არ შეიცავს გლუტეინს
ბავშვებისთვის სპეციალურად შემუშავებული პრობიოტიკები
შეფუთვა: 10 ფლაკონი

ჩვენებები
ლაქტო G კიდსი წარმოადგენს ბავშვებში ნაწლავური ფლორის მარეგულირებელ კომბინირებულ საშუალებას, რომელიც აღადგენს და აჯანსაღებს დარღვეულ ნაწლავურ ფლორას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ანტიბიოტიკოთერაპიით ან კვების დისბალანსით. პროდუქტი გამდიდრებულია ლაქტო და ბიფიდუმბაქტერიებით, რომლებიც წარმოადგენენ ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ძირითად შემადგენელ ბაქტერიებს. თრგუნავენ პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდასა და მოქმედებას, მონაწილეობენ ვიტამინების სინთეზსა და მათ შეწოვაში და უზრუნველყოფენ ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ მდგომარეობას. ალფა-გლუკოოლიგოსაქარიდები - ნაწლავის მიკროფლორის ძირითადი საკვებია. რადგან ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსის დროს გართულებულია В ჯგუფის ვიტამინების სინთეზი, რაც ხშირად იწვევს მათ დეფიციტს, ამიტომ პროდუქტი დამატებით შეიცავს ამ ჯგუფის ვიტამინებს, მათ შორის: რიბოფლავინს (ვიტამინ B2), რომელიც განაპირობებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის მთლიანობას, ვიტამინ B12 და ფოლიუმის მჟავას, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნური სისტემას ფუნქციონირებას.

შემადგენლობა
ფლაკონში: წყალი, ფრუქტოზა, ალფა GOS (ალფა--გლუკო-ოლიგოსაქარიდები), ლიმონის წვენი, არომატიზატორი, კონსერვანტი: კალიუმის სორბატი.
თავსახურში: Lactobacillus plantarum 14 D, Bifidobacterium a.lactis Bi1, Lactobacillus rhamnosus LR1, Lactobacillus acidophilus LA1, Bifidobacterium infantis Bi08, კალციუმის პანთოთენატი (ვიტამინ B5), სიმინდის სახამებელი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინ B6), რიბოფლავინი (ვიტამინ B2), თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინ B1), ფოლიუმის მჟავა (ვიტამინ B9), ციანკობლამინი (ვიტამინ B12).
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი

დოზირება
რეკომენდებულია დღეში 1 ფლაკონის, საჭიროების შემთხვევაში კი, დღეში 2 ფლაკონის გამოყენება. პროდუქტის მიღება შესაძლებელია პირდაპირ, ან წყალში, რძეში ან სხვა ცივ სითხეებში გახსნილი სახით.
ანტიბიოტიკოთერაპიის შემთხვევაში, რეკომენდებულია, პროდუქტის მიღება დღის სხვადასხვა მონაკვეთში.
დოზირება:
0-2 წლამდე – 1 ფლაკონი დღეში;
2-6 წლამდე – 1 ან 2 ფლაკონი დღეში;
6-12 წლამდე – 2 ფლაკონი დღეში.

უკუჩვენება და გვერდითი ეფექტები
კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. პროდუქტში შემავალი ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს პროდუქტის მიღების შეწყვეტა.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ლაქტო G კიდსის სხვა პროდუქტებთან ერთად გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთქმედების შემთხვევები არ არის ცნობილი.

სიფრთხილის ზომები
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია დღიური რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. საკვები დანამატი არ ცვლის სხვადასხვა სახის ბალანსირებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

შენახვის პირობები
პროდუქტი შეიცავს რძის ცოცხალ ფერმენტებს, მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურისადმი. პროდუქტი უნდა ავარიდოთ მაღალ ტემპერატურას ან ტემპერატურათა მკვეთრ სხვაობას. ინახება გრილ და მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, სასურველია ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა ეხება ორიგინალ შეფუთვაში და მითითებულ პირობებში შენახულ პროდუქტს.

საკვები დანამატები

ლაქტო G კიდსი
ფლაკონები
(საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ნარევი, B. infantis; alfa GOS)
არ შეიცავს გლუტეინს
ბავშვებისთვის სპეციალურად შემუშავებული პრობიოტიკები
შეფუთვა: 10 ფლაკონი

ჩვენებები:
ლაქტო G კიდსი წარმოადგენს ბავშვებში ნაწლავური ფლორის მარეგულირებელ კომბინირებულ საშუალებას, რომელიც აღადგენს და აჯანსაღებს დარღვეულ ნაწლავურ ფლორას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ანტიბიოტიკოთერაპიით ან კვების დისბალანსით. პროდუქტი გამდიდრებულია ლაქტო და ბიფიდუმბაქტერიებით, რომლებიც წარმოადგენენ ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ძირითად შემადგენელ ბაქტერიებს. თრგუნავენ პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდასა და მოქმედებას, მონაწილეობენ ვიტამინების სინთეზსა და მათ შეწოვაში და უზრუნველყოფენ ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ მდგომარეობას. ალფა-გლუკოოლიგოსაქარიდები - ნაწლავის მიკროფლორის ძირითადი საკვებია. რადგან ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსის დროს გართულებულია В ჯგუფის ვიტამინების სინთეზი, რაც ხშირად იწვევს მათ დეფიციტს, ამიტომ პროდუქტი დამატებით შეიცავს ამ ჯგუფის ვიტამინებს, მათ შორის: რიბოფლავინს (ვიტამინ B2), რომელიც განაპირობებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის მთლიანობას, ვიტამინ B12 და ფოლიუმის მჟავას, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნური სისტემას ფუნქციონირებას.
შემადგენლობა: ფლაკონში: წყალი, ფრუქტოზა, ალფა GOS (ალფა--გლუკო- ოლიგოსაქარიდები), ლიმონის წვენი, არომატიზატორი, კონსერვანტი: კალიუმის სორბატი.

თავსახურში:Lactobacillus plantarum 14 D, Bifidobacterium a.lactis Bi1, Lactobacillus rhamnosus LR1, Lactobacillus acidophilus LA1, Bifidobacterium infantis Bi08,კალციუმის პანთოთენატი (ვიტამინ B5), სიმინდის სახამებელი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინ B6), რიბოფლავინი (ვიტამინ B2), თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინ B1), ფოლიუმის მჟავა (ვიტამინ B9), ციანკობლამინი (ვიტამინ B12).
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი
დოზირება: რეკომენდებულია დღეში 1 ფლაკონის, საჭიროების შემთხვევაში კი, დღეში 2 ფლაკონის გამოყენება. პროდუქტის მიღება შესაძლებელია პირდაპირ, ან წყალში, რძეში ან სხვა ცივ სითხეებში გახსნილი სახით.
ანტიბიოტიკოთერაპიის შემთხვევაში, რეკომენდებულია, პროდუქტის მიღება დღის სხვადასხვა მონაკვეთში.
დოზირება:
0-2 წლამდე – 1 ფლაკონი დღეში;
2-6 წლამდე – 1 ან 2 ფლაკონი დღეში;
6-12 წლამდე – 2 ფლაკონი დღეში.
უკუჩვენება და გვერდითი ეფექტები: კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. პროდუქტში შემავალი ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს პროდუქტის მიღების შეწყვეტა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: ლაქტო G კიდსის სხვა პროდუქტებთან ერთად გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთქმედების შემთხვევები არ არის ცნობილი.
სიფრთხილის ზომები: ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია დღიური რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. საკვები დანამატი არ ცვლის სხვადასხვა სახის ბალანსირებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
შენახვის პირობები: პროდუქტი შეიცავს რძის ცოცხალ ფერმენტებს, მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურისადმი. პროდუქტი უნდა ავარიდოთ მაღალ ტემპერატურას ან ტემპერატურათა მკვეთრ სხვაობას. ინახება გრილ და მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, სასურველია ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: GMP, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება. ეუბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 10 ც.

პრეპარატის 1 გ (2 კაფსუალ) შეიცავს 10X109 CFU/g ცოცხალ რძემჟავა ლიოფილიზირებულ ბაქტერიებს: Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium longum, Bifidobacterium bifidum, Bifidobacterium infantis და ფრუქტოოლიგოსაქარიდებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები**:**

პრეპარატის შემადგენელი რძემჟავა ბაქტერიები ხელს უწყობენ ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებასა და აღდგენას.

ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური მიკრობების გამრავლებისა და ცხოველქმედებისათვის; მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და ვიტამინების (B,K...) სინთეზში, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს; ცილების, ფოსფოლიპიდების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის, ქოლესტერინის ცვლას.

ფრუქტოოლიგოსაქარიდები - ბუნებრივი პოლისაქარიდები წარმოადგენენ პრებიოტიკებს - ხელსაყრელ ნიადაგს ეუბიოტიკების - ნაწლავის ბაქტერიების გამრავლების, კოლონიზაციისა და ცხოველქმედებისათვის.

ფრუქტოოლიგოსაქარიდები არ იშლებიან საჭმლის მომნელებლი მჟავების ზემოქმედებით და უცვლელი სახით აღწევენ ნაწლავის ქვედა ნაწილამდე.

ჩვენებები**:**

  • ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევის - დისბაქტერიოზის (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • დისბაქტერიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში (მათ შორის ანტიბიოტიკებით და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის დროს);
  • დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა;
  • კოლიტი, გასტროენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული).

მიღების წესი და დოზირება:

  • 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულის შიგთავსი გახსნილი მცირეოდენ წვენში ან დამტკბარ სითხეში, ჭამამდე.
  • 2-12 წლის ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 კაფსულა დღეში მცირეოდენ სითხესთან ერთად ჭამამდე.
  • 12 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში ინიშნება 2-3 კაფსულა უზმოზე ან ჭამამდე მცირეოდენ სითხესთან ერთად.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის გამოწვევ მიზეზებსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი კარგად გადაიტანება, რეკომენდებული დოზით პრეპარატის მიღებისას გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენებები:

  • მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

განსაკუთრებული მითითებები:

რეკომენდებული არ არის პრეპარატის ალკოჰოლთან ერთდროულად მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ლაქტო-G-ის სხვა პრეპარატებთან არასასურველი გავლენა არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები**:**

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა