ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, მულტივიტამინები, სხვა კომბინაციები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
კოკარნიტი
(Cocarnit)
შემადგენლობა:
თითოეული ლიოფილიზირებული ამპულა შეიცავს 10 მგ ადენოზინტრიფოსფატს, 50 მგ
კოკარბოქსილაზას, 500 მკგ ციანოკობალამინს (ვიტ. B12) და 20 მგ ნიკოტინამიდს;
გამხსნელის თითოეული ამპულა შეიცავს 10 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი;
პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.
_
ფარმაკოლოგიური თვისებები:_
ადენოზინტრიფოსფატის თერაპიული ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე
მდგომარეობს სისხლძარღვთა გამაფართოებელ მოქმედებაში გულის კუნთის სისხლით უკეთ
მოსამარაგებლად და მისი დაშლის შედეგად (ფოსფატის რადიკალის გამოთავისუფლება)
მიღებული ენერგიით მიოკარდიუმის მომარაგებაში.
კოკარბოქსილაზა კოფერმენტია, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება თიამინისგან. იგი
ახდენს მარეგულირებელ ზემოქმედებას ორგანიზმის ცალკეულ ფუნქციებზე, უმეტესად
ცვლით პროცესებზე; კოენზიმის სახით მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში,
განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან ცვლაში. აუმჯობესებს
ნერვული ქსოვილის ტროფიკას, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის
ნორმალიზებას.
ციანოკობალამინი მონაწილეობს ტრანსმეთილირების პროცესში, წყალბადის ტრანსპორტში,
მეთიონინის, ნუკლეინის მჟავების, ქოლინის წარმოქმნის პროცესებში; მონაწილეობს
ერითროციტების ფორმირებაში. ვიტ. B12 ავლენს დადებით ეფექტს ნერვული სისტემის
ფუნქციაზე, აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას, მონაწილეობს იმ ფერმენტების
სინთეზში, რომლებიც აუცილებელია მიელინის გარსში შემავალი ლიპო-პროტეიდების
პროდუქციისათვის.
ნიკოტინამიდი არეგულირებს ფოსფორილირების პროცესებს და წყლისა და ელექტროლიტების
მეტაბოლიზმს. ნიკოტინამიდის ფარმაკოლოგიური მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე
განპირობებულია მისი სისხლძარღვთა გამაფართოვებელი ეფექტით.
_
ჩვენებები:_
_ ნევრიტები და სხვადახვა გენეზის ნევრალგიები;
_ რადიკულიტი, ლუმბაგო;
_ მიალგია, იშალგია;
_ ბურსიტები და ტენდინიტები;
_ გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიტები და კარდიომიოპათიები;
_ პერნიციოზული ანემია;
_ დიაბეტური ნეიროპათია, ანგიოპათია, რეტინოპათია;
_ ორსულთა ტოქსიკოზი, ნაყოფის ჰიპოქსია;
_ ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა.
_
უკუჩვენებები:_
კოკარნიტი უკუნაჩვენებია თიამინის ან ციანოკობალამინის მიმართ მომატებული
მგრძნობელობისას.
_
გვერდითი ეფექტები:_
შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობა იმ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ
მომატებული მგრძნობელობა თიამინის ან ციანოკობალამინის მიმართ.
_
გამოყენების მეთოდი და დოზირება:_
კოკარნიტის 1-2 ამპულა ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით ექიმის დანიშნულებისამებრ
შეჰყავთ კუნთებში. ხსნარის მომზადების შემდეგ იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნას
გამოყენებული.
_
გაფრთხილება:_
ამპულა არ გამოიყენება, თუკი შეიცვლება მომზადებული ხსნარის წითელი ფერი.
_
შენახვის პირობები:_
შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
_
გამოშვების ფორმა:_
კოლოფი, რომელიც შეიცავს 3 ლიოფილიზირებულ ამპულას და 3 ამპულას გამხსნელით,
რომელიც შეიცავს 10 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.
_
ვარგისიანობის ვადა:_ 3 წელი
** _
გაცემის წესი:** რეცეპტით
** _
წარმოებულია:**
“ე.ი.პ.ი.კო” ტენტ ოვ რამადან სიტი A.R.E. პირველი სამრეწველო ზონა B1, ეგვიპტე
“E.I.P.I.CO.” Tenth of Ramadan City A.R.E. First Industrial Zone B1, Egypt
“ვორლდ მედიცინ ლ.ლ.ც.”-სათვის (აშშ), 400, ვესტ ეფლ სტრიტ, SD, თი, 57064, აშშ
For “World Medicine L.L.C.” (USA), 400, West Apple Street, SD, Tea, 57064,
USA.
E-mail: [email protected], Web-Site: www.wmcorp.us
შემადგენლობა: თითოეული ლიოფილიზირებული ამპულა შეიცავს 10 მგ ადენოზინტრიფოსფატს, 50 მგ კოკარბოქსილაზას, 500 მკგ ციანოკობალამინს (ვიტ. B12) და 20 მგ ნიკოტინამიდს;
გამხსნელის თითოეული ამპულა შეიცავს 10 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.
ჩვენებები: _ ნევრიტები და სხვადახვა გენეზის ნევრალგიები;
_ რადიკულიტი, ლუმბაგო;
_ მიალგია, იშალგია;
_ ბურსიტები და ტენდინიტები;
_ გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიტები და კარდიომიოპათიები;
_ პერნიციოზული ანემია;
_ დიაბეტური ნეიროპათია, ანგიოპათია, რეტინოპათია;
_ ორსულთა ტოქსიკოზი, ნაყოფის ჰიპოქსია;
_ ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა.
უკუჩვენებები: კოკარნიტი უკუნაჩვენებია თიამინის ან ციანოკობალამინის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 25ძC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: რეცეპტით

თითოეული ლიოფილიზებული ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
დინატრიუმის ადენოზინტრიფოსფატის ტრიჰიდრატი 10 მგ
კოკარბოქსილაზა 50 მგ
ციანო¬კობალამინი (ვიტ. B12) 0.5 მგ
ნიკოტინამიდი 20 მგ
დამხმარე ნივთიერებები: გლიცინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი,
პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.
გამხსნელის თითოეული ამპულა შეიცავს:
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 10 მგ
საინექციო წყალი 2 მლ-დე.
პრეპარატის ათქ კოდი: А11DA
**ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: **
გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო პრეპარატი.
ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო პრეპარატი.
ვიტამინები და ვიტამინისმაგვარი საშუალებები.
ჰემოპოეზის სტიმულატორები.
მეტაბოლური საშუალებები.
**ფარმაკოლოგიური თვისებები **
პრეპარატი წარმოადგენს ვიტამინებისა და მეტაბოლური ნივთიერებების რაციონალურად
შერჩეულ კომპლექსს.
ადენოზინტრიფოსფატის დინატრიუმის ტრიჰიდრატი ადენოზინის წარმოებულია,
ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს. ადენოზინტრიფოსფატის თერაპიული
ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მდგომარეობს სისხლძარღვთა გამაფართოვებელ
მოქმედებაში გულის კუნთის სისხლით უკეთ მოსამარაგებლად და მისი დაშლის შედეგად
(ფოსფატის რადიკალის გამოთავისუფლება) მიღებული ენერგიით მიოკარდიუმის
მომარაგებაში.
კოკარბოქსილაზა - კოფერმენტია, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება თიამინისგან
(ვიტამინი B1). იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან ცვლაში, შედის
ფერმენტ კარბოქსილაზას შემადგენლობაში, რომელიც -კეტომჟავების კარბოქსილირებასა
და დეკარბოქსილირებას აკატალიზებს. მეორადად ხელს უწყობს ნუკლეინის მჟავების,
ცილებისა და ლიპიდების სინთეზს. ორგანიზმში ამცირებს რძემჟავის და
პიროყურძენმჟავის დონეს, ხელს უწყობს გლუკოზის ათვისებას. აუმჯობესებს ნერვული
ქსოვილის ტროფიკას.
ციანოკობალამინი ორგანიზმში გარდაიქმნება აქტიურ ფორმად - ადენოზილკობალამინად,
იგივე კობამიდად, რომელსაც მაღალი ბიოლოგიური აქტივობა გააჩნია. მონაწილეობს
ტრანსმეთილირების პროცესებში, წყალბადის ტრანსპორტში, მეთიონინის, ნუკლეინის
მჟავების, ქოლინის წარმოქმნის პროცესებში, ერითროციტების ფორმირებაში. ამცირებს
სისხლში ქოლესტერინის დონეს, აფერხებს ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას.
აუცილებელია სისხლმბადი ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ხელს უწყობს
ერითროციტებში სულფჰიდრული ჯგუფების შემცველი ნაერთების დაგროვებას, რითაც ზრდის
მათ მდგრადობას ჰემოლიზისადმი. ამაღლებს ქსოვილების რეგენერაციის უნარს. ვიტ.
B12 ავლენს დადებით ეფექტს ღვიძლის, ნერვული სისტემის ფუნქციაზე, აუმჯობესებს
თავის ტვინის მუშაობას, მონაწილეობს იმ ფერმენტების სინთეზში, რომლებიც
აუცილებელია მიელინის გარსში შემავალი ლიპოპროტეინების სინთეზისათვის.
ნიკოტინამიდი ვიტ. РР-ს ერთ-ერთი ფორმაა, მონაწილეობს უჯრედში მიმდინარე ჟანგვა-
აღდგენით პროცესებში, აუმჯობესებს ნახშირწყლოვან და აზოტოვან ცვლას, ახდენს
ლიპიდური ცვლის ნორმალიზაციას, ამცირებს სისხლში ათეროგენული ლიპოპროტეინების
დონეს. ნიკოტინამიდი არეგულირებს წყლი¬სა და ელექტროლიტების მეტაბოლიზმს.
ნიკოტინამიდის ფარმაკოლოგიური მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე
განპირობებულია მისი სისხლძარღვთა გამაფართოვებელი ეფექტით.
გამოყენების ჩვენებები
_ ნევრიტები და სხვადახვა გენეზის ნევრალგიები;
_ რადიკულიტი, ლუმბაგო;
_ მიალგია, იშალგია;
_ ბურსიტები და ტენდინიტები;
_ გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიტები და კარდიომიოპათიები;
_ პერნიციოზული ანემია;
_ დიაბეტური ნეიროპათია, ანგიოპათია, რეტინოპათია;
_ ორსულთა ტოქსიკოზი, ნაყოფის ჰიპოქსია;
_ ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა.
უკუჩვენებები
კოკარნიტი უკუნაჩვენებია თიამინის ან ციანოკობალამინის მიმართ მომა-ტებული
მგრძნობელობისას.
გვერდითი მოქმედება
შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობა იმ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ
მომატებული მგრძნობელობა თიამინის ან ციანოკობალამინის მიმართ.
მიღების წესი და დოზირება
კოკარნიტის 1-2 ამპულა ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით ექიმის დანიშნულებისამებრ
შეჰყავთ კუნთებში. ხსნარის მომზადების შემდეგ იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნას
გამო¬ყენებული.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ მონაცემები არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კოკარბოქსილაზა აძლიერებს საგულე გლიკოზიდების კარდიოტონულ მოქმედებას.
განსაკუთრებული მითითებები
ამპულა არ გამოიყენება, თუკი შეიცვლება მომზადებული ხსნარის წითელი ფერი.
გამოშვების ფორმა
3 ლიოფილიზირული ამპულა და 3 ამპულა გამხსნელით კონტურულ უჯრედოვან პლასტიკურ
შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება 15-25°C ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
III ჯგუფი ურეცეპტოდ.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა