ნიმოტოპი - NIMOTOP
ნიმოტოპი - NIMOTOP

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალციუმის არხების ბლოკატორები, დიჰიდროპირიდინის წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**ნიმოტოპი ® 30 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი **

მიიღება პერორალურად.

  • აქტიური ნივთიერება : 30 მგ ნიმოდიპინი. ****

  • დამხმარე ნივთიერებები : პოვიდონი (PVP არახსნადი), მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა (avicel), პოვიდონი 25, რკინის ყვითელი ოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი.

ამ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.
  • თუ ამ პრეპარატის მიღების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ, რომ თქვენ იღებთ ამ პრეპარატს.
  • _ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული წესები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ მიიღოთ პრეპარატი უფრომაღალი ან დაბალი დოზით. _

ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:

1. რა არის ნიმოტოპი და რისთვის გამოიყენება?

**2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ნიმოტოპის მიღებამდე **

3. როგორ მიიღება ნიმოტოპი?

4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

5. ნიმოტოპის შენახვა

1. რა არის ნიმოტოპი და რისთვის გამოიყენება?

  • თითოეული ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ნიმოდიპინს. ნიმოტოპის აქტიური ნივთიერება ნიმოდიპინი უზრუნველყოფს თავის ტვინისკენ მიმავალი სისხლძარღვების გაფართოებას და ხელს უშლის ქსოვილების კვდომას.
  • ნიმოტოპი განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელად კალციუმის არხების ბლოკატორები.
  • ნიმოტოპი მოთავსებულია 30 ტაბლეტიან შეფუთვაში.
  • ნიმოტოპი გამოიყენება თავის ტვინის სისხლძარღვებში ანევრიზმით გამოწვეული ჰემორაგიული ინსულტის შემდგომ განვითარებული სისხლძარღვების შევიწროების გამო ქსოვილების დაზიანებით წარმოქმნილი დარღვევების პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით.

2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ნიმოტოპის მიღებამდე

არ მიიღოთ ნიმოტოპი შემდეგ შემთხვევებში:

· თუ გაქვთ ალერგია პრეპარატის შემადგენელ ნივთიერებებზე, ****

· თუ იღებთ ანტიბიოტიკ რიფამპიცინს,

· თუ იღებთ ეპილეფსიის დროს გამოყენებულ პრეპარატებს, როგორიცაა ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი.

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ნიმოტოპის გამოყენებისას დაიცავით სიფრთხილე:

  • თუ მომატებული გაქვთ ქალასშიდა წნევა,
  • თუ თავის ტვინის ქსოვილში მომატებულია სითხის რაოდენობა,
  • თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა,
  • თუ გქონდათ სტაბილური სტენოკარდია (გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროების/დახშობის გამო წარმოქმნილი მკერდის ტკივილი) ან გასული 4 კვირის განმავლობაში გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი.

თუ ხართ მამრობითი სქესის პაციენტი და გსურთ, გყავდეთ შვილი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან. ნიმოტოპის ტიპის პრეპარატებმა ზოგჯერ შესაძლებლია შექცევადი ზემოქმედება მოახდინონ მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

გთხოვთ, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.

ნიმოტოპის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

გრეიპფრუტის წვენი ზრდის ნიმოტოპის დონეს სისხლში, შესაძლებელია გაზარდოს მისი ჰიპოტენზიური ზემოქმედება. ეს ზემოქმედება შესაძლებელია გაგრძელდეს გრეიპფრუტის წვენის დალევიდან მომდევნო 4 დღის განმავლობაში.

ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .

თუ საჭირო გახდება ორსულობის დროს ნიმოტოპის გამოყენება, უნდა შეფასდეს რისკისა და სარგებლის შეფარდება.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებულია ნიმოტოპის გამოყენებისას არ გყავდეთ ბავშვი ძუძუთი კვებაზე.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა

ნიმოტოპმა შესაძლებელია გამოიწვიოს მექანიზმების და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარის დარღვევა.

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება

ზოგიერთ პრეპარატთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია შეიცვალოს ნიმოტოპის ეფექტი. გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ ქვემოთ მითითებულ პრეპარატებს:

  • ანტიბიოტიკები - რიფამპიცინი, მაკროლიდები, ინუპრისტინი / დალფოპრისტინი
  • ეპილეფსიის დროს გამოყენებული ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ვალპროის მჟავა
  • აივ ინფექციის მკურნალობისას გამოყენებული პრეპარატები, ზიდოვუდინი
  • სოკოვანი ინფექციის დროს გამოყენებული პრეპარატები
  • დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული ნეფაზოდონი, ფლუოქსეტინი, ნორტრიპტილინი
  • კუჭის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული ციმეტიდინი
  • შარდმდენები
  • არტერიული წნევის დასაქვეითებლად გამოყენებული ბეტა-ბლოკატორები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ რეცეპტორების ბლოკატორები, კალციუმის სხვა ანტაგონისტები, ალფა-ადრენერგიული რეცეპტორის ბლოკატორები, ალფა-მეთილდოპა
  • იმპოტენციის სამკურნალოდ გამოყენებული ფდე5 ინჰიბიტორები.

თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ მიიღება ნიმოტოპი?

ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

თუ ექიმის მიერ არ იქნა გაცემული სხვა სახის რეკომენდაცია, 5-14 დღის განმავლობაში ნიმოტოპი 10 მგ/50 მლ საინფუზიო ხსნარის შემდეგ რეკომენდებულია დღეში 6-ჯერ 2 ტაბლეტი ნიმოტოპი. ინტრავენური გამოყენების დასრულების შემდეგ რეკომენდებულია ნიმოტოპის პერორალურად მიღება 7 დღის განმავლობაში. ექიმი გეტყვით, რამდენი ხანი გაგრძელდება მკურნალობა.

გამოყენების გზა და მეთოდი:

ტაბლეტები უნდა მიიღოთ მთლიანად, გარკვეული რაოდენობის წყალთან ერთად. არ შეიძლება გრეიპფრუტის წვენთან ერთად მიღება. დოზებს შორის არ უნდა იყოს 4 საათზე ნაკლები ინტერვალი.

განსაკუთრებული****შემთხვევები :

ღვიძლის უკმარისობა :

პაციენტებისთვის ღვიძლის უკმარისობით შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

თუ თვლით, რომ ნიმოტოპის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ ნიმოტოპი საჭიროზე მეტი რაოდენობით:

თუ მიიღებთ საჭიროზე მეტი რაოდენობით ნიმოტოპს, შესაძლებელია გამოვლინდეს არტერიული წნევის დაქვეითება, გულისცემის აჩქარება ან შენელება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები და გულისრევა.

თუ შემთხვევით მიიღეთ ნიმოტოპი საჭიროზე მეტი რაოდენობით, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ნიმოტოპის მიღება:

გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, ნიმოტოპის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.

ქვემოთ მოცემულია ნიმოტოპის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით:

არახშირი (1/100 – 1/1000):

  • თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
  • გულისცემის აჩქარება
  • ალერგიული რეაქცია
  • გამონაყარი
  • თავის ტკივილი
  • არტერიული წნევის დაქვეითება
  • სისხლძარღვების გაფართოება
  • გულისრევა

იშვიათი (1/1000 – 1/10.000) :

  • გულისცემის შენელება
  • ნაწლავების დახშობა
  • ღვიძლის ფერმენტების დროებითი მატება

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

5. ნიმოტოპის შენახვა

ნიმოტოპი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.

არ გამოიყენოთ ნიმოტოპი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .

„ვარგისიანობის ვადის“ შემდეგ მითითებული ციფრი ნიშნავს თვეს და ვარგისიანობის ვადა ნიშნავს ამ თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით