ბენზონალი - BENZONAL
ბენზონალი - BENZONAL

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიეპილეფსიური საშუალებები, ბარბიტურატები და წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ბენზონალი

პერორალურად მისაღები 100 მგ ტაბლეტები

BENZONAL

პრეპარატის სავაჭრო დასახელება - ბენზონალი

პრეპარატის საერთაშორისო დასახელება - ბენზობარბიტალი (Bენზობარბიტალ)

სამკურნალო ფორმა

პერორალურად მისაღები ტაბლეტები.

ზოგადი დახასიათება

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები

თეთრი ფერის მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები, ერთ მხარეს ჭდით და ორივე მხარეს ნაზოლით; უსუნო.

შემადგენლობა

ერთი თაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას - ბენზობარბიტალს - 100 მგ-ს;

დამხმარე ნივთიერებებს : სიმინდის სახამებელს, მეთილცელულოზას, სტეარინის მჟავას.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი.

ATC Code : N03AA.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება, პრაქტიკულად არ ახდენს საძილე მოქმედებას. აძლიერებს გამაამინოერბომჟავას დამამუხრუჭებელ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, განსაკუთრებით ტალამუსში, თავის ტვინის ღეროს აღმავალ გამააქტივებელ რეტიკულარულ ფორმაციაში ჩართული ნეირონების დონეზე. ამცირებს რა ნერვული ბოჩკოების მემბრანების შეღწევადობას Nა+-სათვის, ამცირებს იმპულსების გავრცელებას ეპილეფსიური აქტივობის კერიდან. ეფექტი დგება პერორალური მიღებიდან 20-60 წუთის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ბენზობარბიტალი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

განაწილება

სუსტად უკავშირდება პლაზმის ცილებს. მაღალ კონცენტრაციებს ქმნის თვინში, ღვიძლში და თირკმელებში. აღწევს ჰისტოჰემატურ ბარიერს და აღწევს დედის რძეში. ნახევრად გამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 3-4 დღეს.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

სწრაფად მეტაბოლიზდება ორგანიზმში, ფენობარბიტალის გამოთავისუფლებით, რომელიც ახდენს ეპილეფსიის საწინააღმდეგო მოქმედებას. შემდეგ ხდება დაჟანგვა P450 ციტოქრომის მიკროსომალური სისტემით. გამოიყოფა თირკმელებით როგორც უცვლელი სახით, ასევე მეტაბოლიტების სახით.

გამოყენების ჩვენება

- კრუნჩხვის სინდრომი.

- სხვადასხვა გენეზის ეპილეპსია (ფოკალური შეტევები - ჯექსონის ტიპის, კოჟევნიკოვის ეპილეპსია).

- მცირე შეტევები (კრუნჩხვების გარეშე).

გამოყენების წესი და დოზირება

მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ. დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია და ინიშნება ექიმის მიერ.

მოზრდილებისათვის ერთჯერადი დოზა ვარირებს 100 მგ-დან 300 გ-მდე, დღიური - 800 მგ-მდე. უფრო ხშირად ბენზონალი ინიშნება დოზით 100 მგ 3 ჯერ დღეში. მკურნალობას იწყებენ ერთჯერადი დოზის ერთჯერადი მიღებით. 2-3 დღის შემდეგ დოზას ზრდიან კლინიკურად ეფექტურამდე (შეტევების სიხშირის შემცირება ან სრული შეწყვეტა). მკურნალობას აგრძელებნ ხანგრძლივად, არანაკლებ 1-3 წელი (შეტევების არარსებობის შემთხვევაშიც), დღეში ერთჯერადი დოზის დანიშვნით. შეტევების განახლების შემთხვევაში საჭიროა თავიდან წინა დღიურ დოზასთან დაბრუნება.

უმაღლესი დოზები მოზრდილებისათვის : ერთჯერადი - 300 მგ, დღიური - 1000 მგ.

3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ერთჯერადი დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს, დღიური - 100-150 მგ-ს; 7-დან 10 წლამდე ასაკში ერთჯერადი დოზა შეადგენს 50-100 მგ-ს; 11-დან 14 წლამდე ასაკშიერთჯერადი დოზა შეადგენს 100 მგ-ს, დღიური - 300-400 მგ-ს.

მაღალი დოზები უფროსი ასაკის ბავშვებისათვის: ერთჯერადი დოზა - 150 მგ, დღიური - 450 მგ.

თუ ავადმყოფი ადრე იღებდა სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებს, გადასვლა ბენზონალით მკურნალობაზე თანდათან უნდა განხორცილედეს: ბენზონალით ჯერ ანაცვლებენ ერთ დოზას, შემდეგ კი (3-5 დღის შემდეგ) პრეპარატის მეორე და მესამე დოზას.

გვერდითი რეაქციები

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - შეჩვევა, სამკურნალწამლო დამოკიდებულება, “მოხსნის” სინდრომი, ძილიანობა, მოთენთილობა, შენელებული რეაქცია, თავის ტკივილი, მეტყველების გაძნელება, ატაქსია, ნისტაგმი, ფსიქიკური რეაქციების შენელება.

სასუნთქი სისტემის მხრივ : ბრონქოსპაზმი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ : არტერიული წნევის შემცირება, თრომბოციტოპენია, თრომბოფლებიტი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ : მადის შემცირება.

სხვა: ალერგიული რეაქციები.

როგორც წესი, ეს მოვლენები გადის დამოუკიდებლად 3-4 დღის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება პრეპარატის დოზის შემცირება ან კოფეინის დანიშვნა.

უკუჩვენებები

- პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა.

- ღვიძლის და/ან თირკმელების მძიმე დაავადებები მათი ფუნქციების დარღვევებით.

- გულის ქრონიკული უკმარისობა დეკომპენსაციის ფაზაში.

- დეპრესიული მდგომარეობები (განსაკუთრებით სუიციდალური მცდელობების თანხლებით).

- ანემია.

- ბრონქიალური ასთმა.

- ჰიპერტირეოზი.

- შაქრიანი დიაბეტი.

- თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა.

- ჰიპერკინეზი.

- ორსულობა (I ტრიმესტრი), ძუძუთი კვება.

- 3 წლამდე საბავშვო ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები

დღეს ეპილეფსიით დაავადებულების მკურნალობას იწყებენ სხვა ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებიდან (ვალპროის მჟავა, კარბამაზეპინი და სხვა), რომლებსაც გააჩნია ნაკლებად გამოხატული ეფექტები. ბენზონალის დანიშვნა შესაძლებელია კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე : პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ბენზონალს, თავი უნდა შეიკავონ პოტენციურად სახიფათო საქმიანობით დაკავებისაგან, რაც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ჭარბი დოზირება

სიმტპომები : ჭარბი დოზირებისას მსუბუქ და საშუალო სიმძიმის შემთხვევებში აღინიშნება ცნობიერების არევა, ძილიანობა, მძიმე შემთხვევებში - კომა, ცნობიერების დარღვევა, ტაქიკარდია, არითმია, არტერიული წნევის დაქვეითება, რეფლექსების დაქვეითება.

მკურნალობა : აუცილებლობის შემთხვევაში ატარებენ სიმპტომატურ თერაპიას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აძლიერებს ნარკოტიკული ანალგეტიკების, ზოგადი ანესთეზიის საშუალებების, ნეიროლეპტიკების, ტრანკვილიზატორების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ეთანოლის, საძილე საშუალებების ეფექტს, ამცირებს პარაცეტამოლის, ანტიკოაგულანტების, ტეტრაციკლინების, გრიზეოფულვინის, გლკუკოკორტიკოსტეროიდების, მინერალოკორტიკოიდების, გულის გლიკოზიდების, ქინიდინის, D ვიტამინის, ქსანტინების ეფექტს.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინოტივისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას, 15º-დან 25ºC-მდე ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა - 3 წელი. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

შეფუთვა

მუყაოს შეფუთვა, რომელიც შეიცავს 48 ტაბლეტს: 2 ბლისტერი 24 ტაბლეტით თითოში.

მწარმოებელი

შპს “არპიმედი”

სომხეთის რესპუბლიკა, კოტაიკი მარზი, ქ. აბოვიანი, მე-2 მიკრორაიონი, სახლი 19

ტელ.: 374 (222) 21703, 21740 ფაქსი: 374 (222) 21924

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ელექტრონული მისამართი: www.aprimed.am

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა