ვეზიკარი - VESICARE
ვეზიკარი - VESICARE

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგიური საშუალებები, ხშირი შარდვის და შარდის შეუკავებლობის სამკურნალო პრეპარატები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ვეზიკარიTM10 მგ

შემადგენლობა

  • მოქმედი ნივთიერება: სოლიფენაცინის სუქცინატი 10 მგ.
  • დამხმარე ნივთიერებ(ები)ა: სიმინდის სახამებელი,ლაქტოზა (ძროხის რძისგან მიღებული), ჰიპრომელოზა (E464), მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის წითელი ოქსიდი(E172).

1. ვეზიკარი და მისი გამოყენება

ვეზიკარი - საშარდზე გზების სპაზმის სამკურნალო (ურინარული ანტისპაზმოლიტიკები) საშუალებებს მიეკუთვნება.

ტაბლეტებს, ერთ ზედაპირზე ,,..’’ ლოგო, მეორე ზედაპირზე კი ,,151’’ გრავირება აქვს, ტაბლეტები არის ღია ვარდისფერი შეფერილობის, მრგვალი ფორმის. ვეზიკარი მოხმარებისთვის წარმოდგენილია 30 და 90 ტაბლეტიანი შეფუთვის სახით.

ვეზიკარი გამოიყენება შარდის ბუშტის გაძლიერებული ფუნქციის მაჩვენებელი ნიშნების სამკურნალოდ, ეს ნიშნებია: ხშირი შარდვა, შარდის ბუშტის გადავსების და საპირფარეშოში გასვლის საჭიროება, საპირფარეშოში დროული ვერ მისწრების გამო განვითარებული შარდის შეუკავებლობა.

2. ვეზიკარის გამოყენებამდე საყურადღებო ინფორმაცია

ვეზიკარი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

  • თუ ვეზიკარის, სოლიფენაცინის ან ვეზიკარის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ, (მაგ.ალითად, გამონაყარი, ქავილი ან სუნთქვის გაძნელება).
  • თუ თირკმლების უკმარისობის გამო დიალიზზე ხართ.
  • თუ ვეზიკარის ორგანიზმიდან გამოყოფის შემაფერხებელი წამლებით (მაგალითად, კეტოკენაზოლით) მკურნალობას გადიხართ და თირკმლების მძიმე დაავადება გაქვთ ან ღვიძლის საშუალო სიმძიმის დაავადება გაქვთ.
  • თუ ექიმის ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ მგრძნობელობა გაქვთ.
  • თუ ღვიძლის სერიოზული დაავადება გაქვთ.
  • თუ ვერ შარდავთ ან შარდის ბუშტის დაცლა ბოლომდე ვერ ხდება (ურინარული რეტენცია-შარდის შეკავება).
  • თუ კუჭის ან ნაწლავების სერიოზიული დაავადება გაქვთ (წყლულოვან კოლიტთან დაკავშირებული გართულებები, ტოქსიკური მეგაკოლონის ჩათვლით).
  • თუ Miastenia gravis სახელით ცნობილი დავადება გაქვთ, რომელიც ხასიათდება კუნთების სისუსტით.
  • თუ გლაუკომა, თვალშიდა წნევის მომატება გაქვთ, რომელიც მხედველობის ნაწილობრივ დაკარგვას იწვევს.

ვეზიკარი სიფრთხილით გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

  • შარდის ბუშტში შარდის გამოყოფის შემაფერხებელი დახშობა, თუ შარდის გამოყოფა გიჭირთ (წვრილი შარდის ნაკადი);
  • საჭმლის მომნელებელ სისტემაში დახშობა (ყაბზობა);
  • საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოტორული (კუჭის და ნაწლავების მოტორიკის)ნაქტივობის შენელება;
  • რეფლუქსი (გულძმარვის ჩათვლით) ან საყლაპავის ხვრელის თიაქარი;
  • თირკმლების მძიმე დაავადება;
  • ღვიძლის საშუალო სიმძიმის დაავადება, ზოგიერთი შინაგანი ორგანოს მაინერვირებელ ნერვების დაზიანება (ავტოიმუნური ნეიროპათიის სახელით ცნობილი).

ვეზიკარით მკურნალობის დაწყებამდე ექიმი გარკვეული სახის გამოკვლევებს ჩაგიტარებთ, რათა შეაფასოს გულის ან თირკმლების მდგომარეობა ან საჭმლის მომნელებელი სისტემა, ინფექციების არსებობა, ყველაფერი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი შარდვა. თუ საშარდე გზების ჩირქოვანი ანთება გაქვთ, ექიმი ანტიბიოტიკს (განსაზღვრული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო თერაპია) დანიშნავს.

თუ აღნიშნული გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც წარსულის ნებისმიერ მომენტში, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.


ვეზიკარის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ვეზიკარის მიღება შესაძლებელია როგორც უზმოზე, ასევე კვების შემდეგაც.

ორსულობა

წამლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ორსულობის დროს ვეზიკარის გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არსებობს, ამიტომ ორსულობის დროს ვეზიკარის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.


ძუძუთი კვება (ლაქტაცია)

წამლის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ლაქტაციის დროს ვეზიკარი არ გამოიყენოთ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ვეზიკარის გამოყენებისას, ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის შემღვრევა და უფრო იშვიათად გაბრუების და დაღლილობის შეგრძნება. თუ ამ გვერდითი ეფეტებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ავტომობილი ან მექანიზმები არ მართოთ.


ვეზიკარის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

ვეზიკარი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმის მიერ (თუნდაც წარსულში) მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ ტოლერანტობა არ გაქვთ, ამ პროდუქტის მიღებამდე კონსულტაციისთვის ექიმს დაუკავშირდით.


სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ ვეზიკარით მკურნალობის პარალელურად სხვა წამალსაც ღებულობთ, ამ მდგომარეობამ შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ვეზიკარის ეფექტზე, შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე წამალს ღებულობთ:

  • იგივე ჯგუფის სხვა წამლები (ანტიქოლინერგული წამლები), ამ დროს ორივე წამლის მოქმედების ეფექტი და გვერდითი ეფექტების გამოვლინების სიხშირე შეიძლება გაიზარდოს.
  • თუ ქოლინერგული რეცეპტორების აგონისტებს ღებულობთ (ყველაზე გავრცელებულია - პილოკარპინი, რომელიც გლაუკომის (თვალშიდა წნევის) სამკურნალოდ გამოიყენება), ვეზიკარის ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
  • თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის გამაძლიერებელ წამლებს ღებულობთ (მაგალითად, მეტოკლოპრამიდი და ცისაპრიდი), ვეზიკარმა შეიძლება ამ წამლების ეფექტი შეამციროს.
  • კეტოკონაზოლი, რიტონავირი, ნელფინავირი, იტრაკონაზოლი, ვერაპამილის და დილთიაზემის მსგავსმა წამლებმა, ვეზიკარის ორგანიზმიდან გამოყოფის მაჩვენებელი შეიძლება შეამციროს.
  • რიფამპიცინმა, ფენიტოინმა და კარბამაზეპინის მსგავს წამლებმა, ვეზიკარის ორგანიზმიდან გამოყოფა შეიძლება გაზარდოს და მოქმედების ეფექტი შეიძლება შეამციროს.
  • ბისფოსფონატების ჯგუფის წამლებმა შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავი მილის ჩირქოვანი ანთება (ეზოფაგიტი) ან აღნიშნული მდგომარეობა უფრო დაამძიმოს.

თუ რეცეპტით და/ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს აცნობოთ.

3. ვეზიკარის გამოყენების წესი

გამოყენებადადოზები**/გამოყენებისსიხშირედამითითებები**

  • თუ ექიმი სხვა რეკომენდაციებს არ მოგცემთ, გაითვალისწინეთ აღნიშნული მითითებები.
  • თუ რაიმე საკითხში დარწმუნებული არ ხართ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • პრეპარატი მიიღეთ დღეში ერთხელ, 5 მგ დ ან 10 მგ ტაბლეტის სახით.
  • წამლის დოზას ექიმი მდგომარეობის შესაბამისად შეგირჩევთ.
  • ვეზიკარი ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს (საათზე) მიიღეთ.

მიღების გზა და მეთოდი

ვეზიკარი მიიღება პირის გზით (ორალურად), ტაბლეტი მთლიანად უნდა გადაიყლპოს სითხის მიყოლებით. წამლის მიღება შესაძლებელია, როგორც უზმოზე, ასევე საკვების მიღების შემდეგაც. ტაბლეტები არ გატეხოთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

ბავშვებში გამოყენება

ვეზიკარის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში ჯერ სრულად განსაზღვრული არ არის. ამიტომ ვეზიკარი ბავშვებში არ გამოიყენოთ.

ხანზმულებში გამოყენება

ხანზმულებში გამოყენებული დოზები ზრდასრულთა დოზის ანალოგიურია.


გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები

თირკმლების უკმარისობა

თუ თირკმლების მძიმე დაავადება გაქვთ, დღიურად ვეზიკარის 5 მგ-ზე მეტი დოზა არ მიიღოთ.

ღვიძლის უკმარისობა

თუ საშუალო ხარისხის ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, დღიურად ვეზიკარის 5 მგ-ზე მეტი დოზა არ მიიღოთ.

თუ ფიქრობთ, რომ ვეზიკარის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ვეზიკარის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ

თუ ვეზიკარის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ან ფარმაცევტს აცნობეთ ან საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას მიმართეთ და აცნობეთ მიღებული ვეზიკარის ტაბლეტების რაოდენობა.

თუ შემთხვევით ვეზიკარს ბავშვი მიიღებს, მაშინვე სასწრაფო დახმარებას მიმართეთ.

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება განაპირობოს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლინება:

თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, თავბრსუხვევა, გაბრუება და მხედველობის შემღვრევა.

დოზის გადაჭარბების უფრო სერიოზული მდგომარეობის დროს შეიძლება გამოვლინდეს: ჰალუცინაციები, მომატებული გაღიზიანება, გულყრები, სუნთქვის პრობლემები (სუნთქვის უკმარისობა), პულსის აჩქარება (ტაქიკარდია), შარდის შეკავება (ურინარული რეტენცია), თვალის კაკლების გადიდება (დილატაცია).


თუ ვეზიკარის მიღება დაგავიწყდებათ

თუ ვეზიკარის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ მიიღეთ იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დოზის მიღების დრო არ არის. დღეში ერთ ტაბლეტზე მეტი დოზა არ მიიღოთ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, დაუკავშირდით.თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.


ვეზიკარითი მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები

თუ მკურნალობის შეჩერებას გადაწყვეტთ, ყოველთვის ჯერ ექიმს მიმართეთ.

თუ ვეზიკარის მიღებას შეაჩერებთ, შარდის ბუშტის მომატებული აქტივობის ნიშნები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს ან გაუარესდეს.


**4.**შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა წამალში, ვეზიკარიში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ ალერგიული რეაქციები ან კანის სერიოზული რეაქციები გამოვლინდება (მაგალითად, კანზე ბუშტუკები ან აქერცვლა, აშრევება), სასწრაფოდ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს აცნობეთ.

ზოგიერთ პაციენტთან, რომელიც სოლიფენაცინის სუქცინატს ღებულობს, სასუნთქი გზების ობსტრუქციასთან (დახშობა) ერთად შეიძლება გამოვლინდეს ანგიოედემა (კანქვეშა შრის ქსოვილში შეშუპებით გამოვლენილი კანის ალერგია). ანგიოედემის გამოვლენის შემთხვევაში, სოლიფენაცინის სუქცინატით მკურნალობა უნდა შეჩერდეს და შესაბამისი მკურნალობა უნდა იქნას დაწყებული და/ან საჭირო ზომები უნდა იქნას მიღებული.

სასწრაფოდ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფოს განყოფილებას, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე გამოვლინდება:

იშვიათი:

  • შარდის ბუშტში შარდის დაგროვება (ურინარული რეტენცია);
  • მსხვილ ნაწლავში მკვრივი და დიდი რაოდენობით განავლის დაგროვება (ფეკალური იმპაქცია);
  • ღებინება;
  • ნაწლავის დახშობა.

ძალიან იშვიათი:

  • ჰალუცინაციები, კონფუზია (გონების არევა);
  • კანქვეშა ქსოვილში შეშუპებით გამოვლენილი კანის ალერგიები (ანგიოედემა).

უცნობი:

  • გულისცემის არარეგულარული რითმი, გულისცემის შეგრძნება, გულისცემის გახშირება.

ყველა ჩამოთვლილი, სერიოზული გევრდითი ეფექტებია. ამ დროს, შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება:

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები ( >10%)

  • პირის სიმშრალე.

ხშირი გვერდითი ეფექტები ( >1%)

  • ყაბზობა, გულისრევა, დისპეფსიური მოვლენები (მუცლის შებერილობა, ბოყინი, წვის შეგრძნება), მუცლის ტკივილი, კუჭის პრობლემები;
  • მხედველობის შემღვრევა.

არახშირი გვერდითი ეფექტები:

  • გამომყოფი სისტემის ინფექციები, შარდის ბუშტის ჩირქოვანი ანთება (ცისტიტი), შარდვის გაძნელება;
  • გემოს შეგრძნების არანორმალურობა ან დარღვევა;
  • კანის სიმშრალე, თვალის სიმშრალე, ხახის ან ცხვირის ღრუს სიმშრალე;
  • დაღლილობა, ძილიანობა.

იშვიათი:

  • თავბრუსხვევა;
  • თავის ტკივილი;
  • ქავილი;
  • გამონაყარი.

უცნობი:

  • ხმის შეცვლა, დარღვევა;
  • კუნთების სისუსტე;
  • მადის შემცირება.

ზემოთ ჩამოთვლილი, ვეზიკარის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ვეზიკარის შენახვა

ვეზიკარი შეინახეთ ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში.

  • შეინახეთ <250C ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის შემდეგ ვეზიკარი არ გამოიყენოთ.

ვადა გადასული ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.


ლიცენზიის მფლობელი

ს.ს ასტელას ფარმა ილაჩ თიჯარეთ ვე სანაი

სტამბული.

მწარმოებელი

სს სანტა ფარმა ილაჩ სანაილი/ ქოჯაელი.

თურქეთი.

შემადგენლობა: აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას: სოლიფენაცინის სუქცინატი 5მგ ან 10მგ. დამხმარე ნივთიერებებს: 5მგ ტაბ.: ლაქტოზის მონოჰიდრატი, PVP K-30, ტალკი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, Opadry Yellow 03F220022 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი, ყვითელი). 10მგ ტაბ.: ლაქტოზის მონოჰიდრატი, PVP K-30, ტალკი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, Opadry Pink 03F240019 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი წითელი).

ჩვენებები: ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომის მქონე პაციენტებში შარდის ურგენტული (იმპერატიული) შეუკავებლობის და-ან შარდის გახშირებული გამოყოფის და ურგენტული (იმპერატიული) მოშარდვის სურვილის სიმპტომური მკურნალობა.

უკუჩვენებები: სოლიფენაცინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. შარდის გამოყოფის შეკავება, კუჭ-ნაწლავის მძიმე დაავადებები (ტოქსიკური მეგაკოლონის ჩათვლით); მიასთენია გრავის (myasthenia gravis), დახურულკუთხოვანი გლაუკომა, მსგავსი დაავადებების არსებობის რისკი; ჰემოდიალიზის ჩატარება; ღვიძლის მძიმე უკმარისობა; თირკმელების მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის ზომიერი უკმარისობა CYP3A4 ინჰიბიტორებით (მაგ. კეტოკონაზოლით) მკურნალობისას.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: კლინიკური მონაცემები ქალების შესახებ, რომლებიც დაორსულდნენ სოლიფენაცინის გამოყენების დროს, არ არსებობს. ორსულებს სიფრთხილით ენიშნებათ. მონაცემები სოლიფენაცინის დედის რძეში გამოყოფის შესახებ არ არსებობს. ლაქტაციის პერიოდში თავი უნდა შეიკავოთ პრეპარატის დანიშვნისაგან.

მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში, მათ შორის ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებული დოზა შეადგენს 5მგ-ს დღე-ღამეში ერთჯერ. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა 10მგ-მდე ერთჯერ დღე-ღამეში. პრეპარატის გამოყენება შეიძლება ხანგრძლივი მკურნალობისას. ტაბლეტებს ღებულობენ ორალურად, მთლიანს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, საკმაო რაოდენობის სითხის მიყოლებით.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

შემადგენლობა: აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას: სოლიფენაცინის სუქცინატი 5მგ ან 10მგ. დამხმარე ნივთიერებებს: 5მგ ტაბ.: ლაქტოზის მონოჰიდრატი, PVP K-30, ტალკი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, Opadry Yellow 03F220022 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი, ყვითელი). 10მგ ტაბ.: ლაქტოზის მონოჰიდრატი, PVP K-30, ტალკი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, Opadry Pink 03F240019 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი წითელი).

ჩვენებები: ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომის მქონე პაციენტებში შარდის ურგენტული (იმპერატიული) შეუკავებლობის და-ან შარდის გახშირებული გამოყოფის და ურგენტული (იმპერატიული) მოშარდვის სურვილის სიმპტომური მკურნალობა.

უკუჩვენებები: სოლიფენაცინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. შარდის გამოყოფის შეკავება, კუჭ-ნაწლავის მძიმე დაავადებები (ტოქსიკური მეგაკოლონის ჩათვლით); მიასთენია გრავის (myasthenia gravis), დახურულკუთხოვანი გლაუკომა, მსგავსი დაავადებების არსებობის რისკი; ჰემოდიალიზის ჩატარება; ღვიძლის მძიმე უკმარისობა; თირკმელების მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის ზომიერი უკმარისობა CYP3A4 ინჰიბიტორებით (მაგ. კეტოკონაზოლით) მკურნალობისას.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: კლინიკური მონაცემები ქალების შესახებ, რომლებიც დაორსულდნენ სოლიფენაცინის გამოყენების დროს, არ არსებობს. ორსულებს სიფრთხილით ენიშნებათ. მონაცემები სოლიფენაცინის დედის რძეში გამოყოფის შესახებ არ არსებობს. ლაქტაციის პერიოდში თავი უნდა შეიკავოთ პრეპარატის დანიშვნისაგან.

მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში, მათ შორის ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებული დოზა შეადგენს 5მგ-ს დღე-ღამეში ერთჯერ. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა 10მგ-მდე ერთჯერ დღე-ღამეში. პრეპარატის გამოყენება შეიძლება ხანგრძლივი მკურნალობისას. ტაბლეტებს ღებულობენ ორალურად, მთლიანს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, საკმაო რაოდენობის სითხის მიყოლებით.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.