ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგიური საშუალებები, უროლოგიური მცენარეული სხვა საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ
ცისტოლიბერინი ადვანსი
სუსპენზია შინაგანი გამოყენებისათვის 125 მლ
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები იგივეა, რაც თქვენი.
- გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი:
1. რა არის ცისტოლიბერინი ადვანსი და რისთვის გამოიყენება ის?
2. რა უნდა იცოდეთ ცისტოლიბერინი ადვანსის მიღებამდე
3. როგორ უნდა მიიღოთ ცისტოლიბერინი ადვანსი?
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. ცისტოლიბერინი ადვანსის შენახვის პირობები
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
ცისტოლიბერინი ადვანსი შეიცავს: ჰიდროლატი, მიღებული ღვიას (Juníperus commúnis), მინდვრის შვიტას (Equisétum arvénse herb), იფნის (Fráxinus excélsior) ფოთლების ნარევისაგან; დათვის კენკრა (uva-ursі 30%) ფოთლების მშრალი ექსტრაქტი; ამერიკული შტოშის ნაყოფის (Vaccinium macrocarpon 10% პროანტოციანიდი) მშრალი ექსტრაქტი; D-მანოზა და მიეკუთვნება სხვა უროლოგიური პრეპარატების ჯგუფს.
ცისტოლიბერინი ადვანსის გამოყენება რეკომენდებულია: ცისტიტისა და პიელონეფრიტის სამკურნალოდ. საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების რეციდივების პროფილაქტიკისათვის; ასევე საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკისათვის ინსტრუმენტული ჩარევების შემდეგ (ენდოსკოპიური, რენტგენოლოგიური და გინეკოლოგიური გამოკვლევები).
არ მიიღოთ ცისტოლიბერინი ადვანსი:
- თუ გაქვთ ალერგია ცისტოლიბერინი ადვანსის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).
• აცნობეთ ექიმს და არ მიიღოთ ცისტოლიბერინი ადვანსი
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
ცისტოლიბერინი ადვანსის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი რისკ-ფაქტორები
• აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ცისტოლიბერინი ადვანსის მიღებამდე.
თუ თქვენ ხშირად იღებთ ცისტოლიბერინი ადვანსს
ცისტოლიბერინი ადვანსის ხშირად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილის გაძლიერება.
თუ ეს გეხებათ თქვენ
• აცნობეთ თქვენს ექიმს, მან შეიძლება გირჩიოთ ცისტოლიბერინი ადვანსის მიღების შეწყვეტა.
იმ შემთხვევაში, როცა გრძნობთ ტკივილს ან შებოჭილობას გულმკერდის არეში (როგორც წესი ქრება სწრაფად) და ეს ეფექტები ინტენსიურია, სწრაფად არ ქრება ან პირიქით ძლიერდება:
• სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს დამატებით ინფორმაციას შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ. (ნაწილი 4)
არ გამოიყენება 18 წლამდე
ცისტოლიბერინი ადვანსი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებისათვის
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებდით, ამჟამად იღებთ ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატი, მათ შორის ნებისმიერი მცენარეული პროდუქტი ან მედიკამენტი, რომელიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ზოგიერთი პრეპარატის მიღება არ შეიძლება ცისტოლიბერინი ადვანსთან ერთად.
ზოგიერთმა პრეპარატმა ცისტოლიბერინი ადვანსთან ერთად მიიღების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტების გაძლიერება.
ორსულობა და ლაქტაცია
ცისტოლიბერინი ადვანსის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარი
ცისტოლიბერინი ადვანსი არ მოქმედებს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ცისტოლიბერინი ადვანსი მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
მკურნალობის კურსი მინიმუმ 6 დღეა.
ანთების მძიმე ფორმების დროს პრეპარატი გამოიყენება უფრო ხანგრძლივად, როგორც კომპლექსური თერაპიის ნაწილი. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად, დაავადების სტადიის, სიმძიმისა და მიმდინარეობის მიხედვით.
პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია 10 მლ დღეში, 2-4 კვირის განმავლობაში. განმეორებითი კურსი სასურველია ჩატარდეს წელიწადში 1-2-ჯერ.
პრეპარატით მკურნალობისას აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
რამდენი უნდა მიიღოთ ცისტოლიბერინი ადვანსი?
სტანდარტული დოზა მოზრდილებისთვის 10 მლ 2-ჯერ დღეში.
ცისტოლიბერინი ადვანსი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებისათვის
თუ თქვენ მიიღეთ ცისტოლიბერინი ადვანსის ჭარბი დოზა
კლინიკურ პრაქტიკაში დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღწერილი.
• რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.
სხვა პრეპარატების მსგავსად, იშვიათ შემთხვევებში, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
• აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში ან აღინიშნა მათი ინტენსივობის მატება
• აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ინფორმაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ შეფუთვასა და ბლისტერზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის თარიღი მიუთითებს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 25°C-მდე ტემპერატურაზე.
არ ჩაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ცისტოლიბერინი ადვანსი შეიცავს: ჰიდროლატი, მიღებული ღვიას (Juníperus commúnis); მინდვრის შვიტას (Equisétum arvénse); იფნის (Fráxinus excélsior) ფოთლების ნარევისაგან; დათვის კენკრა (uva-ursі 30%) ფოთლების მშრალი ექსტრაქტი; ამერიკული შტოშის ნაყოფის (Vaccinium macrocarpon 10% პროანტოციანიდი) მშრალი ექსტრაქტი; D-მანოზა.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა; პოლიეთილენ გლიკოლი 400 [PEG 400); ნატრიუმის ბენზოატი; კალიუმის სორბატი; ლიმონმჟავა; სუკრალოზა; ძირტკბილას არომატიზატორი 052016T; გასუფთავებული წყალი.
როგორ გამოიყურება ცისტოლიბერინი ადვანსი და შეფუთვის შიგთავსი
ცისტოლიბერინი ადვანსი არის გაუმჭვირვალე, მოყავისფრო-მოწითალო ფერის, დამახასიათებელი სუნის მქონე სითხე.
შეფუთვის ზომები: ბოთლი 125 მლ
დამატებითი ინფორმაცია
გამოყენების ინსტრუქცია არ შეიცავს სრულ ინფორმაციას თქვენი მედიკამენტის შესახებ. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
**გაცემის წესი: **
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
51.33 ლ | ||
|
35.04 ლ | ||
|
48.25 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა