უროლესანი - Urolesan
უროლესანი - Urolesan

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგიური მცენარეული საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

უროლესანი****®

UROLESAN

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები: 1მლ პრეპარატი შეიცავს სოჭის ზეთს (oleum Abies) - 67.60 მგ; ბაღის პიტნის ზეთს (oleum Menthae piperitae) – 16.90 მგ; ველური სტაფილოს ნაყოფის თხევად ექსტრაქტს(extractum fructuum Dauci sativi fluidum) (1:1) (ექსტრაგენტი - 96% ეთანოლი) – 194.35 მგ; სვიის გირჩების თხევად ექსტრაქტს (extractum fructuum Strobili fluidum) (1:1) (ექსტრაგენტი - 96% ეთანოლი) – 278,80 მგ; თავშავას ბალახის თხევად ექსტრაქტს (extractum herbae Origani fluidum) (1:1) (ექსტრაგენტი 96% ეთანოლი) – 192,95 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, აბუსალათინის ზეთი.

სამკურნალო ფორმა

ორალური წვეთები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები

მომწვანო-მოყავისფროდან ყავისფერამდე სითხე, პიტნის დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

საშუალებები, რომლებიც გამოიყენება უროლოგიაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი. პრეპარატ უროლესანის® კომპონენტების კომპლექსი ამცირებს ანთებით მოვლენებს შარდგამომყოფ გზებსა და თირკმელებში, ხელს უწყობს თირკმელების და ღვიძლის გაძლიერებულ სისხლმომარაგებას, ახდენს დიურეზულ, ანტიბაქტერიულ, ნაღვლმდენ მოქმედებას, წარმოქმნის დამცავ კოლოიდს შარდში და ახდენს ნაღვლის ბუშტის და ზედა შარდგამომყოფი გზების გლუვი მუსკულატურის ტონუსის ნორმალიზებას. უროლესანი® ზრდის შარდოვანას და ქლორიდების გამოყოფას, ხელს უწყობს წვრილი კონკრემენტების და სილის გამოყოფას შარდის ბუშტიდან და თირკმელებიდან.

პრეპარატი კარგად შეიწოვება, მისი მოქმედება იწყება 20-30 წუთის შემდეგ და გრძელდება 4-5 საათი. მაქსიმალური ეფექტი დგება 1-2 საათის შემდეგ. გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი ტრაქტით და თირკმელებით.

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები

– შარდგამომყოფი გზების და თირკმელების მწვავე და ქრონიკული ინფექციები (ცისტიტი და პიელონეფრიტი);

– შარდკენჭოვანი დაავადება და შარდმჟავა დიათეზი (კონკრემენტების წარმოქმნის პროფილაქტიკა მათი მოცილების შემდეგ);

– ქრონიკული ქოლეცისტიტი (მათ შორის კალკულოზური), სანაღვლე გზების დისკინეზია, ნაღველკენჭოვანი დაავადება.

უკუჩვენებები

– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

– გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

– ბავშვები კრუნჩხვებით ანამნეზში (ფებრილურით ან არაფებრილურით).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები

არ შესწავლილა.

გამოყენების თავისებურებანი

არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ კონკრემენტების დიამეტრი აღემატება 3 მმ-ს.

სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ბრონქიალური ასთმით, ბრონქოსპაზმის განვითარების რისკის გამო.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში არ შესწავლილა.

ზემოქმედების უნარი რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს

არ შესწავლილა.

გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღება შიგნით ჭამის წინ.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისათვის: 8-10 წვეთი (შაქარზე,შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის – პურზე) 3-ჯერ დღეში. თირკმლისმიერი ან ღვიძლისმიერი კოლიკების დროს ერთჯერადი დოზა შეადგენს 15-20 წვეთს. მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 5-დან 7 დღემდე, ქრონიკული მდგომარეობების დროს - 7 დღიდან 1 თვემდე.

რეკომენდებული დოზა 7-14 წლის ბავშვებისათვის: 5-6 წვეთი (შაქარზე,შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის – პურზე) 3-ჯერ დღეში.

ერთჯერად დოზას, მკურნალობის სიხშირესა და ხანგრძლივობას ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

ბავშვები

7 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია უროლესანი® სიროფი.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა.

მკურნალობა: დიდი რაოდენობით თბილი სასმელი, მოსვენება, გააქტივებული ნახშირი, ატროპინის სულფატი (0,0005-0,001 გ).

გვერდითი რეაქციები

უროლესანი® ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური დარღვევები (გულისრევის, ღებინების, დიარეის, მუცლის ტკივილის ჩათვლით);

იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, ქავილის შეგრძნების, სახის გაწითლების, კანზე გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების (პირში წვის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, სახის, ენის შეშუპება), ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით;

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, ატაქსია, კუნთების ტრემორი;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია, ბრადიკარდია.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

25 მლ ფლაკონ-საწვეთურში, რომელიც დახუფულია თავსახურით პირველი გახსნის კონტროლით; თითო ფლაკონი-საწვეთური კოლოფში;

გაცემის წესი****

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

სსს „გალიჩფარმი“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი

უკრაინა, 79024, ქ. ლვოვი, ოპრიშკოვსკაიას ქ. 6/8.

კომბინირებული მედიკამენტი
ძირითადი ფიზიკო - ქიმიური თვისებები:
მომწვანო-მოყავისფრო, ან მოყავისფრო ფერის სითხე, პიტნის დამახასიათებელი სუნით.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: 100 მლ სითხე შეიცავს: სოჭის ზეთი ..................................................... 8გ; ბაღი პიტნის ზეთი ............................................ 2გ; აბუსალათინის ზეთი ......................................... 11გ; ფერისცვალას ნაყოფის თხიერი ექსტრაქტი .......... 23გ; სვიას გირჩების თხიერი ექსტრაქტი .................... 32,995გ; თავშავას ბალახის თხიერი ექსტრაქტი................... 23გ; ტრილონი ბ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სპაზმოლიზური საშუალება, რომელიც მოქმედებს საშარდე და სანაღვლე გზებზე.

ფარმაკოლოგიური თვისებები: უროლესანი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებიც ხელს უწყობენ შარდის კონკრემენტების ელიმინაციას (ასევე ნაღვლის კონკრემენტების ელიმინაციას). ამის გარდა პრეპარატის ინგრიდიენტებს, მათ შორის მრავალ ქიმიურ შენაერთს, გააჩნია სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური აქტივობა, იწვევს ნაღველის წარმოქმნის გაზრდას, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას.

ჩვენება:
ნეფროლითიაზის და ქოლელითიაზის დროს, მწვავე და ქვემწვავე კალკულოზური პიელონეფრიტი და ქოლეცისტიტი, სანაღვლე გზების დისკინეზია.
დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი ინიშნება პერორალურად, ჭამის წინ. მოზრდილებში – 8-10 წვეთი შაქრის ნატეხზე 3 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობაა 5-30 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი კურსის ჩატარება. თირკმელების და ნაღვლის ბუშტის ჭვალის დროს ერთჯერადი დოზა შეადგენს 15-20 წვეთს. გვერდითი მოვლენები: პრეპარატის ჭარბი დოზირების და მის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს აღინიშნება გულისრევა, თავბრუსხვევა, დისპეფსიური მოვლენები.

წინააღმდეგჩვენება: * მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ჭარბი დოზირება: ამ დროს ინიშნება თბილი სასმელი დიდი რაოდენობით. შენახვის ვადა და პირობები: პრეპარატი ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 20რC. ვარგისიანობა - 2 წელი.

გაცემის წესი: ურეცეპტოდ

**უროლესანი® **

(UROLESAN)

**შემადგელობა: **

1 კაფსულა შეიცავს: მოქმედი ნივთიერებები: უროლესანის® სქელ ექსტრაქტს, რომელიც მიღებულია თხევადი ექსტრაქტების ნარევიდან Daucus carota L., frucfus (ველური სტაფილოს ნაყოფი) (1:1), Humulus lupulus L., flos (სვიას გირჩები) (1:1), Oreganum vulgare L., herba (თავშავას ბალახი) (1:1) შეფარდებით 1/1, 4/1, ექსტრაგენტი - ეთანოლი 96% მოც./მოც., 10% ტენიანობაზე გაანგარიშებით - 10,70 მგ; Mentha x piperita L., aetheroleum (პიტნის ზეთი) - 7,46 მგ; Abies sibirica L., aetheroleum (ციმბირული სოჭის ზეთი) - 25,50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის ალუმომეტასილიკატი*; აბუსალათინის ზეთი; მაგნიუმის კარბონატი მძიმე; ტალკი; ლაქტოზა, მონოჰიდრატი; დინატრიუმის ედეტატი (ტრილონი ბ); კარტოფილის სახამებელი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, პატენტირებული ლურჯი (E 104), ქინოლინის ყვითელი (E 171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172).

*- ნეუსილინი UFL2

წამლის ფორმა. კაფსულები.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: მყარი ჟელატინის კაფსულები #0, კორპუსი და თავსახური მწვანე ფერის. კაფსულის შიგთავსი - გრანულირებული ფხვნილი და/ან გამკვრივებული მასა მოყვითალო-ნაცრისფერიდან რუხ-ყავისფერამდე მწვანე შეფერილობით, ჩანართებით და პიტნის ზეთის და სოჭის სუნით. დასაშვებია აგლომერატების არსებობა, რომლებიც იშლება დაჭერისას.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. საშუალებები, რომლებიც გამოიყენება უროლოგიაში.

**ფარმაკოლოგიური თვისებები. **

მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი. პრეპარატ უროლესანის® კომპონენტები ამცირებენ ანთებით მოვლენებს შარდგამომყოფ გზებსა და თირკმელებში, ხელს უწყობენ თირკმელების და ღვიძლის გაძლიერებულ სისხლით მომარაგებას, ახდენენ დიურეზულ, ანტიბაქტერიულ, ნაღვლმდენ მოქმედებას, წარმოქმნიან დამცავ კოლოიდს შარდში და ახდენენ ნაღვლის ბუშტის და ზედა შარდგამომყოფი გზების გლუვი მუსკულატურის ტონუსის ნორმალიზებას. უროლესანი® ზრდის შარდოვანას და ქლორიდების გამოყოფას, ხელს უწყობს წვრილი კონკრემენტების და სილის გამოყოფას შარდის ბუშტიდან და თირკემელებიდან.

პრეპარატი კარგად შეიწოვება, მისი მოქმედება იწყება 20-30 წუთის შემდეგ და გრძელდება 4-5 საათი. მაქსიმალური ეფექტი დგება 1-2 საათის შემდეგ. გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი ტრაქტით და თირკმელებით.

კლინიკური მახასიათებლები.

**ჩვენებები. **

შარდგამომყოფი გზების და თირკმელების მწვავე და ქრონიკული ინფექციები (ცისტიტი და პიელონეფრიტი); შარდკენჭოვანი დაავადება და შარდმჟავა დიათეზი (კონკრემენტების წარმოქმნის პროფილაქტიკა მათი მოცილების შემდეგ); ქრონიკული ქოლეცისტიტი (მათ შორის კალკულოზური), სანაღვლე გზების დისკინეზია, ნაღვლკენჭოვანი დაავადება.

**უკუჩვენებები. **

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

  • გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

  • ბავშვები კრუნჩხვებით ანამნეზში (ფებრილურით ან არაფებრილურით).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქ,ედებები.

არ შესწავლილა.

გამოყენების თავისებურებანი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ კონკრემენტების დიამეტრი აღემატება 3 მმ-ს.

პრეპარატი შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს ლაქტოზას და კარტოფილის სახამებელს, ამიტომ არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ამ სამკურნალო ფორმით პაციენტებში გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმებით, ლაქტაზას უკმარისობით, გლუკოზა-გატაქტოზური მალაბსორბციის სინდრომით ან გლუტენის აუტანლობით ან მომოტებული მგრძობელობით.

**გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში. **

პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში არ შესწავლილა.

ზეგავლენის უნარი რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს. არ შესწავლილა.

**გამოყენების წესი და დოზირება. **

პრეპარატი მიიღება შიგნით ჭამის წინ.

რეკომენდირებული დოზა მოზრდილებისათვის და 14 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის: 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში. მწვავე მდგომარეობების დროს (მათ შორის თირკმლის და ღვიძლისმიერი კოლიკების დროს) თერაპიის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 5-დან 7 დღემდე, ქრონიკული მდგომარეობების დროს - 7-დან 1 თვემდე. თირკმლის და ღვიძლისმიერი კოლიკის აღნიშვნის შემთხვევაში შეიძლება ერთჯერადი დოზის ერთჯერადად გაზრდა 2 კაფსულამდე, შემდეგ კი მომდევნო მიღებაზე დაუბრუნდით ჩვეულებრივ ერთჯერად დოზას (1 კაფულა).

ბავშვები. 14 წლამდე ასაკის ბავშვებში უროლესანი დანიშნული უნდა იქნას სითხის ფორმით.

**ჭარბი დოზა. **

ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა.

მკურნალობა: ჭარბი რაოდენობით თბილი სასმელი, მოსვენება, აქტივირებული ნახშირი, ატროპინის სულფატი (0,0005-0,001 გ).

**გვერდითი რეაქციები. **

უროლესანი® ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური დარღვევები (გულისრევის, ღებინების, დიარეის, მუცლის ტკივილის ჩათვლით);

იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, ქავილის შეგრძნების, სახის გაწითლების, კანზე გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების (პირში წვის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, სახის, ენის შეშუპება), ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით;

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, ატაქსია, კუნთების ტრემორი;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია, ბრადიკარდია.

ვარგისობის ვადა. 3 წელი.

**შენახვის პირობები. **

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეფუთვა.

10 კაფსულა ბლისტერში, 4 ბლისტერი კოლოფში.

**გაცემის წესი: **

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
უროლესანი 25მლ ფლ
  • სახელი: უროლესანი 25მლ ფლ
  • მწარმოებელი: «Halychpharm» PJSC (უკრაინა)
  • შეფუთვა: 25 მლ შიგნით მისაღები წვეთები საწვეთურიანი მინის ფლაკონი №1
Aversi 20.48 ლ
უროლესანი წვეთები ორალური 25მლ ფლაკონი #1
  • სახელი: უროლესანი წვეთები ორალური 25მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: «Halychpharm» PJSC (უკრაინა)
  • შეფუთვა: 25 მლ შიგნით მისაღები წვეთები საწვეთურიანი მინის ფლაკონი №1
Pharmadepot 25.1 ლ

GPC 26.7 ლ
Urolesan - უროლესანი 40 კაფსულა
  • სახელი: Urolesan - უროლესანი 40 კაფსულა
  • შეფუთვა: მყარი კაფსულა №40 (4X10)
PSP 25.34 ლ
Urolesan - უროლესანი წვეთები 25მლ
  • სახელი: Urolesan - უროლესანი წვეთები 25მლ
  • მწარმოებელი: «Halychpharm» PJSC (უკრაინა)
  • შეფუთვა: 25 მლ შიგნით მისაღები წვეთები საწვეთურიანი მინის ფლაკონი №1
PSP 19.06 ლ
უროლესანი #40კაფს
  • სახელი: უროლესანი #40კაფს
  • მწარმოებელი: «Halychpharm» PJSC (უკრაინა)
  • შეფუთვა: მყარი კაფსულა №40 (4X10)
Aversi 26.78 ლ
უროლესანი კაფსულა #40
  • სახელი: უროლესანი კაფსულა #40
  • მწარმოებელი: PJSC "Kievmedpreparat" (უკრაინა)
  • შეფუთვა: მყარი კაფსულა №40 (4X10)
GPC 35.1 ლ
უროლესანი კაფსულა #40
  • სახელი: უროლესანი კაფსულა #40
  • მწარმოებელი: PJSC "Kievmedpreparat" (უკრაინა)
  • შეფუთვა: მყარი კაფსულა №40 (4X10)
Pharmadepot 33.35 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა