გლორმეტი - GLORMET
გლორმეტი - GLORMET

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სისხლში გლუკოზის შემცველობის დამაქვეითებელი პერორალური პრეპარატების კომბინაციები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

გამოყენების ინსტრუქცია

გლორმეტი

GLORMET

ზოგადიდახასიათება:

საერთაშორისოარაპატენტირებულიდასახელება**:** სიტაგლიპტინი და მეტფორმინი;

ძირითადიფიზიკურ-ქიმიურითვისებები**:**

გლორმეტი 50 მგ /500 მგ: ვარდისფერი, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები;

გლორმეტი 50 მგ /1000 მგ: ყავისფერი, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ცალ მხარეს ჭდით.

შემადგენლობა**:**

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

სიტაგლიპტინ ფოსფატის მონოჰიდრატს, 50 მგ სიტაგლიპტინის ეკვივალენტურს;

მეტფორმინის ჰიდროქლორიდს - 500 მგ.

ან სიტაგლიპტინ ფოსფატის მონოჰიდრატს, 50 მგ სიტაგლიპტინის ეკვივალენტურს;

მეტფორმინის ჰიდროქლორიდს - 1000 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, დაბალჩანაცვლებული ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K 30, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი; შემომგარსავი ნივთიერებები:

Coating premix pink (გლორმეტი 50 მგ/500 მგ): პოლივინილის სპირტი, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი,ტიტანის დიოქსიდი (Е171), რკინის წითელი ოქსიდი (Е172), რკინის შავი ოქსიდი (Е172);

Coating premix brown (გლორმეტი 50 მგ/1000 მგ): პოლივინილის სპირტი, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი,ტიტანის დიოქსიდი (Е171), რკინის წითელი ოქსიდი (Е172), რკინის შავი ოქსიდი (Е172).

გამოშვებისფორმა:

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 50 მგ/500 მგ ან 50 მგ/1000 მგ.

ფარმაკოლოგიურიჯგუფი:****

პრეპარატები დიაბეტის მკურნალობისთვის. პრეპარატების კომბინაცია, რომლებიც აქვეითებს სისხლში გლუკოზის დონეს, პერორალური გამოყენებისთვის. სიტაგლიპტინი და მეტფორმინი.

ათქ -კოდი: А10ВD07.

ფარმაკოლოგიურითვისებები:

გლორმეტი წარმოადგენს ორი ჰიპოგლიკემიური საშუალების კომბინაციას ურთიერთდამატებითი მოქმედების მექანიზმით და განკუთვნილია გლიკემიის კონტროლის გასაუმჯობესებლად ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში: სიტაგლიპტინის ფოსფატი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი .

სიტაგლიპტინის ფოსფატი წარმოადგენს ფერმენტ დიპეპტიდილპეპტიდაზა 4 (DPP -4) ძლიერმოქმედ მაღალსელექციურ ინჰიბიტორს ტიპი 2 დიაბეტის მკურნალობისთვის. ფერმენტ DPP-4 ინჰიბირების გზით სიტაგლიპტინი ზრდის ორი აქტიური ინკრეტინული ჰორმონის გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1 (GLP-1) და გლუკოზა დამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდის (GIP) დონეს.

ინკრეტინები წარმოადგენს ენდოგენური სისტემის ნაწილს, რომელიც მონაწილეობს გლუკოზის ჰომეოსტაზის ფიზიოლოგიურ რეგულაციაში. როდესაც სისხლში გლუკოზის დონე ნორმალურია ან მომატებული, GLP-1 და GIP აძლიერებს ინსულინის სინთეზს, აგრეთვე მის გამოთავისუფლებას კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა უჯრედებიდან. ასევე GLP-1 აქვეითებს კუჭქვეშა ჯირკვლის ალფა უჯრედების მიერ გლუკაგონის სეკრეციას, რაც იწვევს ღვიძლის მიერ გლუკოზის გამომუშავების შემცირებას. იმ შემთხვევაში, როდესაც გლუკოზის დონე დაბალია, ინსულინის გამოთავისუფლება არ ძლიერდება და გლუკაგონის სეკრეცია არ ითრგუნება.

სიტაგლიპტინი თერაპიული კონცენტრაციით არ აინჰიბირებს ახლომონათესავე ფერმენტებს

  • DPP-8 ან DPP-9. ქიმიური სტრუქტურით და ფარმაკოლოგიური მოქმედებით განსხვავდება GLP-1 ანალოგებისგან, ინსულინისგან, სულფონილშარდოვანას ან მეგლიტინიდებისგან, ბიგუანიდებისგან, PPAR-γ რეცეპტორების აგონისტებისგან, ალფა-გლუკოზიდაზას ინჰიბიტორებისგან და ამილინის ანალოგებისგან.

სიტაგლიპტინი აუმჯობესებს გლიკემიის კონტროლს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, როგორც მონოთერაპიის სახით, ისე კომბინაციაში გამოყენებისას. სიტაგლიპტინით მკურნალობისას სხეულის მასა არ იმატებს საწყის მაჩვენებელთან შედარებით.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი - ბიგუანიდის კლასის წარმომადგენელია ანტიჰიპერგლიკემიური მოქმედებით, აქვეითებს პლაზმაში გლუკოზის ბაზალურ დონეს და მის მაჩვენებელს საკვების მიღების შემდეგ. მეტფორმინი არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას და ამიტომ არ იწვევს ჰიპოგლიკემიას.

მეტფორმინის მოქმედების სამი მექანიზმი:

-გლუკოზის გამომუშავების დაქვეითება ღვიძლში გლუკონეოგენეზის და გლიკოგენოლიზის ინჰიბირებით;

-კუნთოვან ქსოვილში ინსულინისადმი მგრძნობელობის ზომიერი მომატება, გლუკოზის პერიფერიული შეწოვისა და გამოყენების გაუმჯობესებით.

- ნაწლავში გლუკოზის აბსორბციის შენელება.

მეტფორმინი ასტიმულირებს გლიკოგენის სინთეზს უჯრედებში, აძლიერებს გლუკოზის სპეციფიური მემბრანული გადამტანების (GLUT-1 და GLUT-4) სატრანსპორტო თვისებებს.

მეტფორმინი დადებითად მოქმედებს ლიპიდების მეტაბოლიზმზე: აქვეითებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების დონეს.

ფარმაკოკინეტიკა**:**

პრეპარატ გლორმეტის შემადგენლობაში შემავალი მოქმედი ნივთიერებების სიტაგლიპტინის ფოსფატის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ასახავს პრეპარატ გლორმეტის ფარმაკოკინეტიკას.

სიტაგლიპტინი

სორბცია:__ ჯანმრთელ პირებში 100 მგ სიტაგლიპტინის პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია ( მედიანა Tmax) მიიღწევა 1-4 საათის შემდეგ. პლაზმაში სიტაგლიპტინის AUC - 8.52 მკმოლ/სთ, Cmax - 950 ნმოლი. სიტაგლიპტინის ბიოშეღწევადობა დაახლოებით 87%-ს შეადგენს.

რადგან მაღალცხიმიანი საკვების და სიტაგლიპტინის ერთდროული მიღება გავლენას არ ახდენს ფარმაკოკინეტიკაზე, მისი მიღება შესაძლებელია საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. პლაზმაში სიტაგლიპტინის AUC მნიშვნელობა დოზის პროპორციულად იზრდება. დოზისადმი პროპორციულობა დადგენილი არ არის Cmax და

და C24სთ მაჩვენებლებისთვის.

გა წილება: 100 მგ სიტაგლიპტინის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში წონასწორულ მდგომარეობაში განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 198 ლ. სიტაგლიპტინის პლაზმის ცილებთან შექცევადად დაკავშირებული ფრაქცია დაბალია (38 %).

მეტაბოლიზმი:**** სიტაგლიპტინი ძირითადად უცვლელად გამოიყოფა შარდთან ერთად, მეტაბოლიზმი უმნიშვნელოა.

გა მოყოფა: ჯანმრთელ მოხალისეებში [14С] სიტაგლიპტინის პერორალური მიღების შემდეგ მიღებული რადიოაქტიური პრეპარატის დაახლოებით 100 % გამოიყოფა მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში, მათ შორის განავლით (13%) და შარდით (87%). 100 მგ სიტაგლიპტინის პერორალური დოზის მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი (T ½) შეადგენს დაახლოებით 12.4 საათს; თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს დაახლოებით 350 მლ/წთ. სიტაგლიპტინის გამოყოფა ძირითადად ხორციელდება თირკმლებით, აქტიური მილაკოვანი სეკრეციით.

კლინიკურ კვლევებში სიტაგლიპტინმა გამოავლინა პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციაზე უმნიშვნელო გავლენა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის შეიძლება იყოს р-გლიკოპროტეინის სუსტი ინჰიბიტორი.

სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა ჯანმრთელ ადამიანებში და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში საერთო ჯამში მსგავსია.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

სიტაგლიპტინის პლაზმური AUC მაჩვენებლები დაახლოებით 1.2 და 1.6 -ჯერ იზრდება თირკმლის ფუნქციის მსუბუქი (გფს ≥ 60 - < 90 მლ/წთ) და საშუალო დარღვევის (გფს ≥ 45 - < 60 მლ/წთ) მქონე პაციენტებში. რადგან ამგვარ მატებას კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს, ამ ჯგუფის პაციენტებში დოზის კორექცია აუცილებელი არ არის.

სიტაგლიპტინის პლაზმური AUC მაჩვენებელი დაახლოებით 2-ჯერ იზრდება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის საშუალო დარღვევა (გფს ≥ 30 - < 45 მლ/წთ) და დაახლოებით 4-ჯერ იზრდება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (გფს < 30 მლ/წთ), თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის ჩათვლით, რომლის დროსაც ტარდება ჰემოდიალიზი.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

სიტაგლიპტინის დოზის კორექცია არ არის აუცილებელი პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევა (ჩაილდ-პუგის ქულა ≤ 9).

ხანდაზმული ასაკი ს პაციენტებში აუცილებელი არ არის პრეპარატის დოზის კორექცია. პაციენტების ასაკი კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (65-80 წელი) პლაზმაში სიტაგლიპტინის კონცენტრაცია დაახლოებით 19%-ით მაღალია ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით.

პაციენტის სქესის, რასის ან სხეულის მასის ინდექსის (სმი) მიხედვით პრეპარატის დოზის კორექცია აუცილებელი არ არის. ეს მახასიათებლები კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე.

მეტფორმინი

სორბცია:__ მეტფორმინის პერორალური მიღების შემდეგ Тmax მიიღწევა 2.5 საათის განმავლობაში. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50-60%-ს.

დოზის პერორალური მიღების შემდეგ არააბსორბირებული ფრაქცია, რომელიც განავალთან ერთად გამოიყოფოდა შეადგენს 20-30%-ს.მეტფორმინის აბსორბციის ფარმაკოკინეტიკა არახაზოვანია. მეტფორმინის ჩვეულებრივი დოზების და დოზირების რეჟიმის გამოყენებისას წონასწორულ მდგომარეობაში კონცენტრაცია მიიღწევა 24-48 საათის განმავლობაში და როგორც წესი, 1 მკგ/მლ-ზე ნაკლებია. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში პლაზმაში მეტფორმინის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) არ აჭარბებს 5 მკგ/მლ-ს მაქსიმალური დოზების გამოყენების შემთხვევაშიც. საკვები აქვეითებს და ანელებს მეტფორმინის შეწოვას.

გა წილება: პლაზმის ცილებთან კავშირი უმნიშვნელოა. მეტფორმინი ნაწილდება ერითროციტებში. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია უფრო დაბალია, ვიდრე პლაზმაში და მიიღწევა დაახლოებით დროის ერთიდაიგივე პერიოდის განმავლობაში.

მეტაბოლიზმი: მეტფორმინი უცვლელად გამოიყოფა შარდთან ერთად. მეტაბოლიტები აღმოჩენილი არ არის.

გა მოყოფა: მეტფორმინის თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს > 400 მლ/წთ-ს, რაც მიუთითებს, რომ მეტფორმინი გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციით და მილაკოვანი სეკრეციით. პერორალური მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6.5 საათს. თირკმლის ფუნქციის დარღვევისას კრეატინინის კლირენსი პროპორციულად ქვეითდება და ამგვარად ხანგრძლივდება ნახევარგამოყოფის პერიოდი, რაც იწვევს პლაზმაში მეტფორმინის დონის მომატებას.

ჩვენება:

გლორმეტი გამოიყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის:

  • ნაჩვენებია დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის დამატების სახით, გლიკემიის კონტროლის გასაუმჯობესებლად პაციენტებში, რომელთა ადეკვატური კონტროლის მიღწევა ვერ ხერხდება მეტფორმინით მონოთერაპიის ფონზე მაქსიმალურად ასატანი დოზით მიღებისას. ასევე პაციენტებში, რომლებიც უკვე იტარებენ სიტაგლიპტინით და მეტფორმინით კომბინირებულ თერაპიას.
  • ნაჩვენებია კომბინაციაში სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან (სამი პრეპარატის კომბინაცია), როგორც დამატება დიეტაზე და ფიზიკური დატვირთვის რეჟიმზე პაციენტებში, რომლებშიც ადეკვატური კონტროლის მიღწევა ვერ ხერხდება მეტფორმინის და სულფონილშარდოვანას მაქსიმალურად ასატანი დოზით თერაპიისას.
  • ნაჩვენებია გამა-რეცეპტორების აგონისტებთან კომბინაციაში, რომლებიც აქტივირდება პეროქსისომის პროლიფერატით (PPAR-γ) (მაგალითად თიაზოლიდინდიონი) (სამი პრეპარატის კომბინაცია), დამხმარე საშუალებად დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის დროს პაციენტებში, რომლებშიც ადეკვატური კონტროლი ვერ მიიღწევა მეტფორმინის მაქსიმალურად ასატანი დოზებით და PPAR-γ აგონისტით თერაპიით.
    • ნაჩვენებია ინსულინთან კომბინაციაში (სამი პრეპარატის კომბინაცია) დამატების სახით დიეტის და ფიზიკური დატვირთვის დროს გლიკემიის კონტროლის გასაუმჯობესებლად პაციენტებში, როდესაც ინსულინის და მეტფორმინის სტაბილური დოზა ვერ უზრუნველყოფს გლიკემიის ადეკვატურ კონტროლს.

მიღებისწესიდადოზირება:

პრეპარატ გლორმეტის ანტიჰიპერგლიკემიური მკურნალობისას დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად მკურნალობის მიმდინარე სქემიდან, ეფექტურობიდან და პაციენტის ამტანობიდან გამომდინარე. არ უნდა გადააჭარბონ სიტაგლიპტინის

მაქსიმალურ რეკომენდებულ სადღეღამისო 100 მგ დოზას.

მოზრდილი პაციენტები თირკმლის ნორმალური ფუნქციით (გფს ≥ 90მლ/წთ)

პაციენტებისთვის, რომლებშიც ვერ მიიღწევა გლიკემიის ადეკვატური კონტროლი მეტფორმინით მაქსიმალური ასატანი დოზით მკურნალობისას:

პრეპარატ გლორმეტის საწყისი რეკომენდებული დოზა, უნდა უზრუნველყოფდეს სიტაგლიპტინის 50 მგ დოზას დღე-ღამეში 2-ჯერ (საერთო სადღეღამისო დოზა 100 მგ) და მეტფორმინის მიმდინარე დოზას.

პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ სიტაგლიპტინის და მეტფორმინის კომბინირებულ თერაპიას:

სიტაგლიპტინის და მეტფორმინის მონოკომპონენტური მკურნალობიდან გადასვლისას, პრეპარატ გლორმეტის საწყისი დოზა უნდა იყოს სიტაგლიპტინის და მეტფორმინის იმ დოზების ეკვივალენტური, რასაც გადასვლამდე იღებდნენ.

პაციენტებისთვის, რომლებშიც ადეკვატური კონტროლი ვერ მიიღწევა ორი პრეპარატის - მეტფორმინის მაქსიმალურად ასატანი დოზის და სულფონილშარდოვანას კომბინაციით:

პრეპარატ გლორმეტის დოზა უნდა უზრუნველყოფდეს სიტაგლიპტინის 50 მგ-ს დღე-ღამეში 2-ჯერ (საერთო სადღეღამისო დოზა 100 მგ) და მეტფორმინის უკვე გამოყენებულ დოზას. თუ გლორმეტი გამოიყენება სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში, შესაძლებელია აუცილებელი გახდეს ამ უკანასკნელის უფრო მცირე დოზით მიღება ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად.

პაციენტებისთვის, რომლებშიც ადექვატური კონტროლი ვერ მიიღწევა ორი პრეპარატით კომბინირებული თერაპიით - მეტფორმინის მაქსიმალური ასატანი დოზით და PP _AR- _γ __აგ ნისტით:

პრეპარატ გლორმეტის დოზა უნდა უზრუნველყოფდეს სიტაგლიპტინის 50 მგ დოზას დღე- ღამეში 2-ჯერ (საერთო სადღეღამისო დოზა 100 მგ) და მეტფორმინის უკვე გამოყენებულ დოზას.

პაციენტებისთვის, რომლებშიც ადექვატური კონტროლი ვერ მიიღწევა ორი პრეპარატის კომბინირებული თერაპიით - ინსულინით და მეტფორმინის მაქსიმალურად ასატანი დოზით :

პრეპარატ გლორმეტის დოზა უნდა უზრუნველყოფდეს სიტაგლიპტინის 50 მგ დოზას დღე- ღამეში 2-ჯერ (საერთო სადღეღამისო დოზა 100 მგ) და მეტფორმინის უკვე გამოყენებულ დოზას. პრეპარატ გლორმეტის ინსულინთან კომბინაციაში გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს ამ უკანასკნელის დოზის შემცირება ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად.

მეტფორმინის სხვადასხვა დოზების უზრუნველყოფის მიზნით პრეპარატი გლორმეტი გამოდის 50 მგ სიტაგლიპტინის და 500 მგ ან 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის დოზით.

ყველა პაციენტმა უნდა განაგრძოს დიეტის დაცვა დღის განმავლობაში ნახშირწყლების მიღების ადეკვატური განაწილებით. პაციენტებმა ჭარბი წონით უნდა დაიცვან დაბალკალორიული დიეტა.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით:

პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში (გფს³60 მლ/წთ). გფს მაჩვენებელი უნდა განისაზღვროს მეტფორმინის შემცველი პრეპარატებით მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ მინიმუმ წელიწადში ერთხელ. თირკმლის დაავადების პროგრესირების რისკის მქონე და ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის შეფასება საჭიროა უფრო ხშირად, მაგალითად 3-6 თვეში ერთხელ.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა უნდა განაწილდეს 2-3 მიღებაზე. მეტფორმინის დანიშვნამდე გფს < 60 მლ/წთ მქონე პაციენტებში საჭიროა იმ ფაქტორების გაანალიზება, რომლებიც ზრდის ლაქტოაციდოზის განვითარების რისკს.

გფს (მლ/წთ) | მეტფორმინი | სიტაგლიპტინი
---|---|---
60-89 | მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 3000 მგ. შეიძლება განიხილონ დოზის შემცირების საკითხი თირკმლის ფუნქციის დარღვევის მიხედვით. | მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 100 მგ.
45-59 | მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 2000 მგ. საწყისი დოზა შეადგენს მაქსიმალური დოზის ნახევარს. | მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 100 მგ.
30-44 | მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 1000 მგ. საწყისი დოზა შეადგენს მაქსიმალური დოზის ნახევარს. | მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 50 მგ.
< 30 | მეტფორმინი უკუნაჩვენებია | მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 25 მგ.

იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატ გლორმეტის შესაბამისი დოზირება არ არსებობს პაციენტისთვის, კომბინირებული პრეპარატის ნაცვლად უნდა გამოიყენონ მონოკომპონენტური საშუალებები.

____პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:

გლორმეტი არ ინიშნება ღვიძლის უკმარისობის დროს.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები:

რადგან მეტფორმინი და სიტაგლიპტინი თირკმლებით გამოიყოფა, პრეპარატი გლორმეტი სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში. აუცილებელია თირკმლის ფუნქციის შემოწმება ლაქტოაციდოზის პრევენციისთვის, რაც დაკავშირებულია მეტფორმინის გამოყენებასთან, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.

ვშვები: პრეპარატ გლორმეტის გამოყენება რეკომენდებული არ არის .

პრეპარატის მიღების მეთოდი : გლორმეტი ინიშნება დღე-ღამეში 2-ჯერ, ჭამის დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი რეაქციების რისკის შემცირებისთვის, რაც დაკავშირებულია მეტფორმინის გამოყენებასთან.

გვერდითიმოვლენები:

გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია MedDRA კლასიფიკაციის ტერმინოლოგიით, ორგანოთა სისტემის კლასის და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. სიხშირე განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100 - < 1/10); ნაკლებად ხშირი ( ≥ 1/1 000 - < 1/100); იშვიათი ( ≥ 1/10 000 - < 1/1 000); ძალიან იშვიათი (<1/10 000); უცნობია (დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათი - თრომბოციტოპენია;

ღვევები იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ანაფილაქსიური რეაქციის ჩათვლით;

ღვევები ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ხშირი - ჰიპოგლიკემია;

ღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ნაკლებად ხშირი - ძილიანობა;

ღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება;

ღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ნაკლებად ხშირი - დიარეა, ყაბზობა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში; ხშირი - გულისრევა, მეტეორიზმი, ღებინება; სიხშირე უცნობია -

მწვავე პანკრეატიტი, ფატალური და არაფატალური ჰემორაგიული და ნეკროზული პანკრეატიტი;

ღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ნაკლებად ხშირი - ქავილი; სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის ვასკულიტი, კანის ექსფოლიაციური დაავადება სტივენს-ჯონსონის სინდრომის ჩათვლით, ბულოზური პემფიგოიდი;

ღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: სიხშირე უცნობია - ართრალგია, მიალგია, კიდურების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ართროპათია;

ღვევები თირკმლის და შარდგამომყოფი გზების მხრივ: სიხშირე უცნობია

  • თირკმლის ფუნქციების გაუარესება, თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ი გვერდითი რეაქციების აღწერა

ზოგიერთი გვერდითი რეაქცია უფრო ხშირად აღინიშნება სიტაგლიპტინის და მეტფორმინის კომბინირებული გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ერთად: ჰიპოგლიკემია (ძალიან ხშირი - სულფონილშარდოვანასთან (13,8 %) ან ინსულინთან (10.9%) ერთად გამოყენებისას), ყაბზობა (ხშირი - სულფონილშარდოვანასთან ერთად გამოყენებისას), პერიფერიული შეშუპება (ხშირი - პიოგლიტაზონთან ერთად გამოყენებისას), თავის ტკივილი და პირის სიმშრალე (ნაკლებად ხშირი - ინსულინთან ერთად გამოყენებისას).

სიტაგლიპტინი

სიტაგლიპტინის მონოთერაპიის კვლევაში (100 მგ დღე-ღამეში) პლაცებოსთან შედარებით აღწერილია გვერდითი რეაქციები: თავის ტკივილი, ჰიპოგლიკემია, ყაბზობა, ზემო სასუნთქი გზების ინფექციები და ნაზოფარინგიტი; ნაკლებად ხშირი - ოსტეოართრიტი და კიდურების ტკივილი.

მეტფორმინი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები აღწერილია ძალიან ხშირად მეტფორმინის კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგული გამოყენებისას. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი და მადის დაკარგვა, უფრო ხშირად ვლინდება მკურნალობის დასაწყისში და უმრავლეს შემთხვევაში სპონტანურად ქრება. მეტფორმინის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი გვერდითი რეაქციები მოიცავს: ხშირად - მეტალის გემო პირში; ძალიან იშვიათად - ლაქტოაციდოზი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტი, ჭინჭრის ციება, ერითემა, ქავილი. მეტფორმინით ხანგრძლივი მკურნალობა დაკავშირებულია В12 ვიტამინის შეწოვის დაქვეითებასთან, რაც ძალიან იშვიათად შეიძლება იწვევდეს В12 ვიტამინის კლინიკურად მნიშვნელოვან დეფიციტს (მაგ. მეგალობლასტური ანემია).

უკუჩვენება**:**

გლორმეტი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ:

- მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;

- ნებისმიერი ტიპის მწვავე მეტაბოლური აციდოზი (მაგალითად ლაქტოაციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზი);

- დიაბეტური პრეკომა;

- თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (გფს < 30 მლ/წთ);

- მწვავე მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს თირკმლის ფუნქციაზე, როგორიცაა დეჰიდრატაცია, მძიმე ინფექცია, შოკი, სისხლძარღვებში იოდშემცველი საკონტრასტო ნივთიერებების შეყვანა;

- მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებიც შეიძლება იწვევდეს ქსოვილების ჰიპოქსიას, როგორიცაა გულის ან სუნთქვის უკმარისობა, ცოტა ხნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, შოკი;

- ღვიძლის უკმარისობა;

- მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი;

- ფეხმძიმობა და ძუძუთი კვების პერიოდი;

- 18 წლამდე ასაკი.

ურთიერთქმედებასამკურნალოსაშუალებებთანდასხვასახისურთიერთქმედება:

სიტაგლიპტინის მრავალჯერადი დოზების (50 მგ დღე-ღამეში 2-ჯერ) და მეტფორმინის (1000 მგ დღე-ღამეში 2-ჯერ) ერთად გამოყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სიტაგლიპტინის ან მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკაზე. პრეპარატ გლორმეტთან ერთად გამოყენებისას სხვა პრეპარატების ურთიერთქმედების ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა ამგვარი კვლევები ჩატარდა პრეპარატ გლორმეტის შემადგენლობაში შემავალი ყოველი მოქმედი ნივთიერებისთვის (სიტაგლიპტინი და მეტფორმინი).

თ****დროული გამოყენება რეკომენდებული არ არის:

ჰოლი:

ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაკავშირებულია ლაქტოაციდოზის განვითარების მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით შიმშილის, არასრულფასოვანი კვების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას.

იოდშემცველი საკონტრასტო ნივთიერებები: გლორმეტის მიღება უნდა შეწყდეს გამოკვლევამდე. დიაგნოსტიკის ჩატარებისას საკონტრასტო ნივთიერებების გამოყენებით, პრეპარატით მკურნალობის განახლება უნდა მოხდეს მინიმუმ 48 საათის შემდეგ თირკმლის ფუნქციის სტაბილურობის პირობებში.

მბინაციები, რომლებიც სიფრთხილით გამოიყენება:

ზოგიერთი სამკურნალო საშუალება შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს თირკმლის ფუნქციაზე, რამაც შეიძლება გაზარდოს ლაქტოაციდოზის რისკი (მაგალითად აასს, ცოგ-2 სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები და დიურეტიკები). ამგვარი პრეპარატების მეტფორმინთან ერთად გამოყენებისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის ინტენსიური კონტროლი.

წინასწარ უნდა იქნას განხილული ერთდროული გამოყენების უპირატესობა და რისკი ისეთ პრეპარატებთან გამოყენებისას როგორიცაა (მაგალითად რანოლაზინი, ვანდეტანიბი, დოლუტეგრავირი და ციმეტიდინი), რადგან შესაძლებელია გაიზარდოს მეტფორმინის სისტემური ექსპოზიცია და ლაქტოაციდოზის რისკი. ამგვარი პრეპარატების ერთად გამოყენებისას საჭიროა ხშირი გლიკემიის კონტროლი, დოზის კორექცია რეკომენდებული დოზირების ფარგლებში და მკურნალობის ცვლილება დიაბეტისას.

გლუკოკორტიკოიდები (სისტემური და ადგილობრივი გამოყენების), ბეტა-2 აგონისტები და დიურეტიკები ხასიათდება ჰიპერგლიკემიური აქტივობით. პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული სისხლში გლუკოზის დონის უფრო ხშირი კონტროლის აუცილებლობის შესახებ, განსაკუთრებით ამგვარი პრეპარატებით მკურნალობის დასაწყისში.

აგფ ინჰიბიტორებმა შესაძლებელია დააქვეითოს სისხლში გლუკოზის დონე. აუცილებლობისას საჭიროა ანტიჰიპერგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია სხვა პრეპარატების გამოყენებისას ან მათი მოხსნისას.

სიტაგლიპტინი უმნიშვნელო გავლენას ახდენს პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციაზე და ერთად გამოყენებისას საჭიროა იმ პაციენტებზე დაკვირვება, რომლებსაც აღენიშნებათ დიგოქსინის ტოქსიკურობის რისკი.

სიტაგლიპტინი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს მეტფორმინის, გლიბურიდის, სიმვასტატინის, როზიგლიტაზონის, ვარფარინის ან პერორალური კონტრაცეპტივების ფარმაკოკინეტიკაზე.

ჭარბი დოზირება

მეტფორმინის ჰიპერდოზირებამ (ან ლაქტოაციდოზის რისკების არსებობამ) შეიძლება გამოიწვიოს ლაქტოაციდოზის განვითარება, რაც წარმოადგენს გადაუდებელ მდგომარეობას და საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ორგანიზმიდან ლაქტატის და მეტფორმინის გამოყოფის ყველაზე ეფექტური მეთოდია ჰემოდიალიზი. სიტაგლიპტინი ზომიერად ექვემდებარება დიალიზს. დოზის დაახლოებით 13.5% გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზით 3-4 საათის განმავლობაში. კლინიკური აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია განიხილებოდეს პროლონგირებული დიალიზი. უცნობია გამოიყოფა თუ არა სიტაგლიპტინი პერიტონეალური დიალიზით. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია სტანდარტული შემანარჩუნებელი ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არააბსორბირებული პრეპარატის გამოდევნა, კლინიკური მონიტორინგი (ეკგ ჩათვლით) და საჭიროებისას დამხმარე თერაპიის დანიშვნა.

ორსულობადალაქტაცია**:**

გლორმეტი არ გამოიყენება ორსულობის დროს. თუ პაციენტი ორსულობას გეგმავს ან დაორსულდა, პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს და რაც შეიძლება ადრე დაინიშნოს ინსულინი.

პრეპარატ გლორმეტის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებულიმითითებები:

გლორმეტი არ ინიშნება I ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, აგრეთვე დიაბეტური კეტოაციდოზის მკურნალობისათვის.

DPP-4 ინჰიბიტორების გამოყენება დაკავშირებულია მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკთან. პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ იმის შესახებ, რომ შესაძლებელია განვითარდეს მწვავე პანკრეატიტის სიმპტომები: მუცლის მუდმივი და ინტენსიური ტკივილი.

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში პანკრეატიტის მქონე პაციენტებში.

სიტაგლიპტინის მოხსნის შემდეგ აღინიშნება პანკრეატიტის სიმპტომების ალაგება (დამხმარე მკურნალობით ან მის გარეშე), მაგრამ ძალიან იშვიათად აღწერილი იყო ნეკროზული ან ჰემორაგიული პანკრეატიტი და/ან ფატალური გამოსავალი.

პანკრეატიტზე ეჭვის შემთხვევაში გლორმეტი და სხვა პოტენციურად საეჭვო პრეპარატები უნდა მოიხსნას; მწვავე პანკრეატიტის დადასტურების შემთხვევაში, პრეპარატ გლორმეტის მიღება არ უნდა განახლდეს.

ლაქტოაციდოზი წარმოადგენს იშვიათ, მაგრამ სერიოზულ მეტაბოლურ გართულებას, რომელიც ყველაზე ხშირად ვითარდება თირკმლის ფუნქციის მწვავე გაუარესებისას, კარდიორესპირატორული დაავადების ან სეფსისის დროს.

ორგანიზმში მეტფორმინის დაგროვება ხდება თირკმლის ფუნქციის გაუარესებისას, რაც ზრდის ლაქტოაციდოზის განვითარების რისკს.

დეჰიდრატაციის შემთხვევაში (ძლიერი ღებინება, დიარეა, ცხელება ან სითხის მიღების შემცირება) დროულად უნდა შეწყდეს მეტფორმინის გამოყენება და მიმართონ ექიმს.

პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გააუარესოს თირკმლის ფუნქცია (როგორიცაა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, დიურეტიკები და აასს) სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც მეტფორმინით მკურნალობენ. ლაქტოაციდოზის განვითარების სხვა რისკ ფაქტორები: ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, არასაკმარისად კონტროლირებული დიაბეტი, კეტოზი, ხანგრძლივი შიმშილი, ჰიპოქსიასთან დაკავშირებული მდგომარეობა, იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ლაქტოაციდოზი.

პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული ლაქტოაციდოზის განვითარების რისკის შესახებ. ლაქტოაციდოზი ხასიათდება აციდოზური დისპნოეს განვითარებით, მუცლის ტკივილით, კუნთების სპაზმით, ასთენიით, ჰიპოთერმიით და შემდგომი კომით. საეჭვო სიმპტომების გამოვლენისას პაციენტმა მეტფორმინის მიღება უნდა შეწყვიტოს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ლაბორატორიულ მაჩვენებლებში ფიქსირდება სისხლის рН-ის დაქვეითება (< 7.35), პლაზმაში ლაქტატის დონის მომატება (> 5 მმოლ/ლ) და ანიონური ინტერვალის და ლაქტატის/პირუვატის შეფარდების მომატება.

თირკმლის ფუნქციის მაჩვენებელი გფს უნდა განისაზღვროს მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომში - რეგულარულად. პრეპარატი გლორმეტი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთა გფს < 30 მლ/წთ და დროებით უნდა მოიხსნას იმ მდგომარეობებისას, რომლებმაც შეიძლება პოტენციურად იმოქმედოს თირკმლის ფუნქციაზე.

გლორმეტის გამოყენებისას სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან ერთად იზრდება ჰიპოგლიკემიის რისკი. ამიტომ შესაძლებელია საჭირო გახდეს სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზის შემცირება.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღწერილი იყო სერიოზული მომატებული მგრძნობელობის რეაქციები პაციენტებში, რომლებიც სიტაგლიპტინით მკურნალობდნენ. ეს რეაქციები მოიცავს ანაფილაქსიას, ანგიონევროზულ შეშუპებას და ექსფოლიაციური დერმატიტის განვითარებას სტივენს-ჯონსონის სინდრომის ჩათვლით.

ეს რეაქციები ვითარდებოდა სიტაგლიპტინის მიღების დაწყებიდან პირველი 3 თვის განმავლობაში, ზოგიერთ შემთხვევაში - პირველი დოზის მიღების შემდეგ. მომატებული მგრძნობელობის რეაქციებზე ეჭვის შემთხვევაში პრეპარატი გლორმეტი უნდა მოიხსნას, უნდა შეფასდეს რეაქციის სხვა მიზეზები და დაინიშნოს დიაბეტის ალტერნატიული მკურნალობა.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღწერილი იყო ბულოზური პემფიგოიდის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც DPP-4 ინჰიბიტორებს (სიტაგლიპტინის ჩათვლით) იღებდნენ.

ბულოზურ პემფიგოიდზე ეჭვის შემთხვევაში პრეპარატ გლორმეტის მიღება უნდა შეწყდეს.

გლორმეტის გამოყენება უნდა შეწყდეს ქირურგიული ჩარევისას, რომელიც ტარდება ზოგადი, სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიით. მკურნალობის განახლება შესაძლებელია ქირურგიული ჩარევის ან პერორალური კვების განახლების შემდეგ მინიმუმ 48 საათის გასვლის შემდეგ, იმ პირობით, რომ თირკმლის ფუნქცია სტაბილურია.

იოდშემცველი საკონტრასტო ნივთიერებების სისხლძარღვში შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს კონტრასტ-ინდუცირებული ნეფროპათია, რასაც ახლავს მეტფორმინის დაგროვება და ლაქტოაციდოზის რისკის მომატება.

პრეპარატი გლორმეტი უნდა მოიხსნას ამგვარი პროცედურებისას და მიღება უნდა განახლდეს მინიმუმ 48 საათის შემდეგ, იმ პირობით, რომ თირკმლის ფუნქცია სტაბილურია.

კონტროლირებული ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებთანაც პრეპარატის გამოყენებისას ადრე კონტროლი კარგად ხორციელდებოდა და განვითარდა ლაბორატორიული მაჩვენებლების ან კლინიკური დაავადების პათოლოგიური ცვლილება (განსაკუთრებით განუსაზღვრელი და ცუდად ამოსაცნობი დაავადებები), დაუყოვნებლივ უნდა გამოიკვლიონ კეტოაციდოზის და ლაქტოაციდოზის ნიშნები. გამოკვლევა უნდა მოიცავდეს შრატში ელექტროლიტების და კეტონების განსაზღვრას, გლუკოზის განსაზღვრას და ჩვენების შემთხვევაში სისხლის рН-ის, ლაქტატის, პირუვატის და მეტფორმინის დონის დადგენას.

ნებისმიერი ფორმის აციდოზის შემთხვევაში პრეპარატ გლორმეტის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაკორექტირდეს თერაპია.

უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემების არ არსებობის გამო პრეპარატი გლორმეტი არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში18 წლამდე.

პრეპარატ გლორმეტის 50 მგ/500 მგ ერთი ტაბლეტი შეიცავს 3.66 მგ (0.159 მმოლ) ნატრიუმს; გლორმეტის 50 მგ/1000 მგ ერთი ტაბლეტი შეიცავს 6.27 მგ (0.273 მმოლ) ნატრიუმს.

პრეპარატის ზემოქმედება ვტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე : მონაცემები პრეპარატ გლორმეტის უარყოფითი მოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს. მაგრამ გასათვალისწინებელია თავბრუსხვევის და ძილიანობის განვითარების შესაძლებლობა სიტაგლიპტინის გამოყენებისას. ასევე პრეპარატ გლორმეტის სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან ერთად გამოყენებისას პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული ჰიპოგლიკემიის განვითარების შესაძლებლობის შესახებ.

შეფუთვა**:**

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 50 მგ/500 მგ და 50 მგ/1000 მგ.

10 ტაბლეტი ბლისტერში, 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვისპირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში __პრეპარატის მიღება დაუშვებელია .

ვარგისობის ვადა**:**

2 წელი.

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემისწესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი**:**

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი**:**

საქართველო 0198, თბილისი,

ჭირნახულის ქ. 14.

www.rational.ge

დასახელება - გლორმეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ #60

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პრეპარატები დიაბეტის მკურნალობისთვის. პრეპარატების კომბინაცია, რომლებიც აქვეითებს სისხლში გლუკოზის დონეს, პერორალური გამოყენებისთვის. სიტაგლიპტინი და მეტფორმინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
გლორმეტი წარმოადგენს ორი ჰიპოგლიკემიური საშუალების კომბინაციას ურთიერთდამატებითი მოქმედების მექანიზმით და განკუთვნილია გლიკემიის კონტროლის გასაუმჯობესებლად ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში: სიტაგლიპტინის ფოსფატი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი .
სიტაგლიპტინი აუმჯობესებს გლიკემიის კონტროლს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, როგორც მონოთერაპიის სახით, ისე კომბინაციაში გამოყენებისას. სიტაგლიპტინით მკურნალობისას სხეულის მასა არ იმატებს საწყის მაჩვენებელთან შედარებით.
მეტფორმინი დადებითად მოქმედებს ლიპიდების მეტაბოლიზმზე: აქვეითებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების დონეს.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატ გლორმეტის ანტიჰიპერგლიკემიური მკურნალობისას დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად მკურნალობის მიმდინარე სქემიდან, ეფექტურობიდან და პაციენტის ამტანობიდან გამომდინარე. არ უნდა გადააჭარბონ სიტაგლიპტინის
მაქსიმალურ რეკომენდებულ სადღეღამისო 100 მგ დოზას

უკუჩვენება:
გლორმეტი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ:
- მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;
- ნებისმიერი ტიპის მწვავე მეტაბოლური აციდოზი (მაგალითად ლაქტოაციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზი);
- დიაბეტური პრეკომა;
- თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (გფს < 30 მლ/წთ);
- მწვავე მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს თირკმლის ფუნქციაზე, როგორიცაა დეჰიდრატაცია, მძიმე ინფექცია, შოკი, სისხლძარღვებში იოდშემცველი საკონტრასტო ნივთიერებების შეყვანა;
- მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებიც შეიძლება იწვევდეს ქსოვილების ჰიპოქსიას, როგორიცაა გულის ან სუნთქვის უკმარისობა, ცოტა ხნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, შოკი;
- ღვიძლის უკმარისობა;
- მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი;
- ფეხმძიმობა და ძუძუთი კვების პერიოდი;
- 18 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

** გლორმეტი**

GLORMET

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: სიტაგლიპტინი და მეტფორმინი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

გლორმეტი 50 მგ /500 მგ: ვარდისფერი, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები;

გლორმეტი 50 მგ /1000 მგ: ყავისფერი, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ცალ მხარეს ჭდით.
** შემადგენლობა: **

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

სიტაგლიპტინ ფოსფატის მონოჰიდრატს, 50 მგ სიტაგლიპტინის ეკვივალენტურს;

მეტფორმინის ჰიდროქლორიდს - 500 მგ.

ან

სიტაგლიპტინ ფოსფატის მონოჰიდრატს, 50 მგ სიტაგლიპტინის ეკვივალენტურს;

მეტფორმინის ჰიდროქლორიდს - 1000 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, დაბალჩანაცვლებული ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K 30, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი; შემომგარსავი ნივთიერებები:

Coating premix pink (გლორმეტი 50 მგ/500 მგ): პოლივინილის სპირტი, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (Е171), რკინის წითელი ოქსიდი (Е172), რკინის შავი ოქსიდი (Е172);

Coating premix brown (გლორმეტი 50 მგ/1000 მგ): პოლივინილის სპირტი, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (Е171), რკინის წითელი ოქსიდი (Е172), რკინის შავი ოქსიდი (Е172).

გამოშვების ფორმა:

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 50 მგ/500 მგ ან 50 მგ/1000 მგ.

**ფარმაკოლოგიური ჯგუფი: **

პრეპარატები დიაბეტის მკურნალობისთვის. პრეპარატების კომბინაცია, რომლებიც აქვეითებს სისხლში გლუკოზის დონეს, პერორალური გამოყენებისთვის. სიტაგლიპტინი და მეტფორმინი.

**ფარმაკოლოგიური თვისებები: **

გლორმეტი წარმოადგენს ორი ჰიპოგლიკემიური საშუალების კომბინაციას ურთიერთდამატებითი მოქმედების მექანიზმით და განკუთვნილია გლიკემიის კონტროლის გასაუმჯობესებლად ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში: სიტაგლიპტინის ფოსფატი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი .

სიტაგლიპტინის ფოსფატი წარმოადგენს ფერმენტ დიპეპტიდილპეპტიდაზა 4 (DPP -4) ძლიერმოქმედ მაღალსელექციურ ინჰიბიტორს ტიპი 2 დიაბეტის მკურნალობისთვის. ფერმენტ DPP-4 ინჰიბირების გზით სიტაგლიპტინი ზრდის ორი აქტიური ინკრეტინული ჰორმონის გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1 (GLP-1) და გლუკოზა დამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდის (GIP) დონეს.

ინკრეტინები წარმოადგენს ენდოგენური სისტემის ნაწილს, რომელიც მონაწილეობს გლუკოზის ჰომეოსტაზის ფიზიოლოგიურ რეგულაციაში. როდესაც სისხლში გლუკოზის დონე ნორმალურია ან მომატებული, GLP-1 და GIP აძლიერებს ინსულინის სინთეზს, აგრეთვე მის გამოთავისუფლებას კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა უჯრედებიდან. ასევე GLP-1 აქვეითებს კუჭქვეშა ჯირკვლის ალფა უჯრედების მიერ გლუკაგონის სეკრეციას, რაც იწვევს ღვიძლის მიერ გლუკოზის გამომუშავების შემცირებას. იმ შემთხვევაში, როდესაც გლუკოზის დონე დაბალია, ინსულინის გამოთავისუფლება არ ძლიერდება და გლუკაგონის სეკრეცია არ ითრგუნება.

სიტაგლიპტინი თერაპიული კონცენტრაციით არ აინჰიბირებს ახლომონათესავე ფერმენტებს

  • DPP-8 ან DPP-9. ქიმიური სტრუქტურით და ფარმაკოლოგიური მოქმედებით განსხვავდება GLP-1 ანალოგებისგან, ინსულინისგან, სულფონილშარდოვანას ან მეგლიტინიდებისგან, ბიგუანიდებისგან, PPAR-γ რეცეპტორების აგონისტებისგან, ალფა-გლუკოზიდაზას ინჰიბიტორებისგან და ამილინის ანალოგებისგან.

სიტაგლიპტინი აუმჯობესებს გლიკემიის კონტროლს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, როგორც მონოთერაპიის სახით, ისე კომბინაციაში გამოყენებისას. სიტაგლიპტინით მკურნალობისას სხეულის მასა არ იმატებს საწყის მაჩვენებელთან შედარებით.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი - ბიგუანიდის კლასის წარმომადგენელია ანტიჰიპერგლიკემიური მოქმედებით, აქვეითებს პლაზმაში გლუკოზის ბაზალურ დონეს და მის მაჩვენებელს საკვების მიღების შემდეგ. მეტფორმინი არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას და ამიტომ არ იწვევს ჰიპოგლიკემიას.

მეტფორმინის მოქმედების სამი მექანიზმი:

-გლუკოზის გამომუშავების დაქვეითება ღვიძლში გლუკონეოგენეზის და გლიკოგენოლიზის ინჰიბირებით;

-კუნთოვან ქსოვილში ინსულინისადმი მგრძნობელობის ზომიერი მომატება, გლუკოზის პერიფერიული შეწოვისა და გამოყენების გაუმჯობესებით.

- ნაწლავში გლუკოზის აბსორბციის შენელება.

მეტფორმინი ასტიმულირებს გლიკოგენის სინთეზს უჯრედებში, აძლიერებს გლუკოზის სპეციფიური მემბრანული გადამტანების (GLUT-1 და GLUT-4) სატრანსპორტო თვისებებს.

მეტფორმინი დადებითად მოქმედებს ლიპიდების მეტაბოლიზმზე: აქვეითებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების დონეს.
ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატ გლორმეტის შემადგენლობაში შემავალი მოქმედი ნივთიერებების სიტაგლიპტინის ფოსფატის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ასახავს პრეპარატ გლორმეტის ფარმაკოკინეტიკას.

სიტაგლიპტინი

აბსორბცია: ჯანმრთელ პირებში 100 მგ სიტაგლიპტინის პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია ( მედიანა Tmax) მიიღწევა 1-4 საათის შემდეგ. პლაზმაში სიტაგლიპტინის AUC - 8.52 მკმოლ/სთ, Cmax - 950 ნმოლი. სიტაგლიპტინის ბიოშეღწევადობა დაახლოებით 87%-ს შეადგენს.

რადგან მაღალცხიმიანი საკვების და სიტაგლიპტინის ერთდროული მიღება გავლენას არ ახდენს ფარმაკოკინეტიკაზე, მისი მიღება შესაძლებელია საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. პლაზმაში სიტაგლიპტინის AUC მნიშვნელობა დოზის პროპორციულად იზრდება. დოზისადმი პროპორციულობა დადგენილი არ არის Cmax და

და C24სთ მაჩვენებლებისთვის.

განაწილება: 100 მგ სიტაგლიპტინის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში წონასწორულ მდგომარეობაში განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 198 ლ. სიტაგლიპტინის პლაზმის ცილებთან შექცევადად დაკავშირებული ფრაქცია დაბალია (38 %).

მეტაბოლიზმი: სიტაგლიპტინი ძირითადად უცვლელად გამოიყოფა შარდთან ერთად, მეტაბოლიზმი უმნიშვნელოა.

გამოყოფა: ჯანმრთელ მოხალისეებში [14С] სიტაგლიპტინის პერორალური მიღების შემდეგ მიღებული რადიოაქტიური პრეპარატის დაახლოებით 100 % გამოიყოფა მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში, მათ შორის განავლით (13%) და შარდით (87%). 100 მგ სიტაგლიპტინის პერორალური დოზის მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი (T ½) შეადგენს დაახლოებით 12.4 საათს; თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს დაახლოებით 350 მლ/წთ. სიტაგლიპტინის გამოყოფა ძირითადად ხორციელდება თირკმლებით, აქტიური მილაკოვანი სეკრეციით.

კლინიკურ კვლევებში სიტაგლიპტინმა გამოავლინა პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციაზე უმნიშვნელო გავლენა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის შეიძლება იყოს р-გლიკოპროტეინის სუსტი ინჰიბიტორი.

სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა ჯანმრთელ ადამიანებში და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში საერთო ჯამში მსგავსია.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

სიტაგლიპტინის პლაზმური AUC მაჩვენებლები დაახლოებით 1.2 და 1.6 -ჯერ იზრდება თირკმლის ფუნქციის მსუბუქი (გფს ≥ 60 - < 90 მლ/წთ) და საშუალო დარღვევის (გფს ≥ 45 - < 60 მლ/წთ) მქონე პაციენტებში. რადგან ამგვარ მატებას კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს, ამ ჯგუფის პაციენტებში დოზის კორექცია აუცილებელი არ არის.

სიტაგლიპტინის პლაზმური AUC მაჩვენებელი დაახლოებით 2-ჯერ იზრდება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის საშუალო დარღვევა (გფს ≥ 30 - < 45 მლ/წთ) და დაახლოებით 4-ჯერ იზრდება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (გფს < 30 მლ/წთ), თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის ჩათვლით, რომლის დროსაც ტარდება ჰემოდიალიზი.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

სიტაგლიპტინის დოზის კორექცია არ არის აუცილებელი პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევა (ჩაილდ- პუგის ქულა ≤ 9).

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში აუცილებელი არ არის პრეპარატის დოზის კორექცია. პაციენტების ასაკი კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (65-80 წელი) პლაზმაში სიტაგლიპტინის კონცენტრაცია დაახლოებით 19%-ით მაღალია ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით.

პაციენტის სქესის, რასის ან სხეულის მასის ინდექსის (სმი) მიხედვით პრეპარატის დოზის კორექცია აუცილებელი არ არის. ეს მახასიათებლები კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე.

მეტფორმინი

აბსორბცია: მეტფორმინის პერორალური მიღების შემდეგ Тmax მიიღწევა 2.5 საათის განმავლობაში. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50-60%-ს.

დოზის პერორალური მიღების შემდეგ არააბსორბირებული ფრაქცია, რომელიც განავალთან ერთად გამოიყოფოდა შეადგენს 20-30%-ს. მეტფორმინის აბსორბციის ფარმაკოკინეტიკა არახაზოვანია. მეტფორმინის ჩვეულებრივი დოზების და დოზირების რეჟიმის გამოყენებისას წონასწორულ მდგომარეობაში კონცენტრაცია მიიღწევა 24-48 საათის განმავლობაში და როგორც წესი, 1 მკგ/მლ-ზე ნაკლებია. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში პლაზმაში მეტფორმინის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) არ აჭარბებს 5 მკგ/მლ-ს მაქსიმალური დოზების გამოყენების შემთხვევაშიც. საკვები აქვეითებს და ანელებს მეტფორმინის შეწოვას.

განაწილება: პლაზმის ცილებთან კავშირი უმნიშვნელოა. მეტფორმინი ნაწილდება ერითროციტებში. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია უფრო დაბალია, ვიდრე პლაზმაში და მიიღწევა დაახლოებით დროის ერთიდაიგივე პერიოდის განმავლობაში.

მეტაბოლიზმი: მეტფორმინი უცვლელად გამოიყოფა შარდთან ერთად. მეტაბოლიტები აღმოჩენილი არ არის.

გამოყოფა: მეტფორმინის თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს > 400 მლ/წთ-ს, რაც მიუთითებს, რომ მეტფორმინი გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციით და მილაკოვანი სეკრეციით. პერორალური მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6.5 საათს. თირკმლის ფუნქციის დარღვევისას კრეატინინის კლირენსი პროპორციულად ქვეითდება და ამგვარად ხანგრძლივდება ნახევარგამოყოფის პერიოდი, რაც იწვევს პლაზმაში მეტფორმინის დონის მომატებას.

** ჩვენება: **

გლორმეტი გამოიყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის:

· ნაჩვენებია დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის დამატების სახით, გლიკემიის კონტროლის გასაუმჯობესებლად პაციენტებში, რომელთა ადეკვატური კონტროლის მიღწევა ვერ ხერხდება მეტფორმინით მონოთერაპიის ფონზე მაქსიმალურად ასატანი დოზით მიღებისას. ასევე პაციენტებში, რომლებიც უკვე იტარებენ სიტაგლიპტინით და მეტფორმინით კომბინირებულ თერაპიას.

· ნაჩვენებია კომბინაციაში სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან (სამი პრეპარატის კომბინაცია), როგორც დამატება დიეტაზე და ფიზიკური დატვირთვის რეჟიმზე პაციენტებში, რომლებშიც ადეკვატური კონტროლის მიღწევა ვერ ხერხდება მეტფორმინის და სულფონილშარდოვანას მაქსიმალურად ასატანი დოზით თერაპიისას.

· ნაჩვენებია გამა-რეცეპტორების აგონისტებთან კომბინაციაში, რომლებიც აქტივირდება პეროქსისომის პროლიფერატით (PPAR-γ) (მაგალითად თიაზოლიდინდიონი) (სამი პრეპარატის კომბინაცია), დამხმარე საშუალებად დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის დროს პაციენტებში, რომლებშიც ადეკვატური კონტროლი ვერ მიიღწევა მეტფორმინის მაქსიმალურად ასატანი დოზებით და PPAR-γ აგონისტით თერაპიით.

· ნაჩვენებია ინსულინთან კომბინაციაში (სამი პრეპარატის კომბინაცია) დამატების სახით დიეტის და ფიზიკური დატვირთვის დროს გლიკემიის კონტროლის გასაუმჯობესებლად პაციენტებში, როდესაც ინსულინის და მეტფორმინის სტაბილური დოზა ვერ უზრუნველყოფს გლიკემიის ადეკვატურ კონტროლს.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატ გლორმეტის ანტიჰიპერგლიკემიური მკურნალობისას დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად მკურნალობის მიმდინარე სქემიდან, ეფექტურობიდან და პაციენტის ამტანობიდან გამომდინარე. არ უნდა გადააჭარბონ სიტაგლიპტინის

მაქსიმალურ რეკომენდებულ სადღეღამისო 100 მგ დოზას.

მოზრდილი პაციენტები თირკმლის ნორმალური ფუნქციით (გფს ≥ 90მლ/წთ)

პაციენტებისთვის, რომლებშიც ვერ მიიღწევა გლიკემიის ადეკვატური კონტროლი მეტფორმინით მაქსიმალური ასატანი დოზით მკურნალობისას:

პრეპარატ გლორმეტის საწყისი რეკომენდებული დოზა, უნდა უზრუნველყოფდეს სიტაგლიპტინის 50 მგ დოზას დღე-ღამეში 2-ჯერ (საერთო სადღეღამისო დოზა 100 მგ) და მეტფორმინის მიმდინარე დოზას.

პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ სიტაგლიპტინის და მეტფორმინის კომბინირებულ თერაპიას:

სიტაგლიპტინის და მეტფორმინის მონოკომპონენტური მკურნალობიდან გადასვლისას, პრეპარატ გლორმეტის საწყისი დოზა უნდა იყოს სიტაგლიპტინის და მეტფორმინის იმ დოზების ეკვივალენტური, რასაც გადასვლამდე იღებდნენ.

პაციენტებისთვის, რომლებშიც ადეკვატური კონტროლი ვერ მიიღწევა ორი პრეპარატის - მეტფორმინის მაქსიმალურად ასატანი დოზის და სულფონილშარდოვანას კომბინაციით:

პრეპარატ გლორმეტის დოზა უნდა უზრუნველყოფდეს სიტაგლიპტინის 50 მგ-ს დღე-ღამეში 2-ჯერ (საერთო სადღეღამისო დოზა 100 მგ) და მეტფორმინის უკვე გამოყენებულ დოზას. თუ გლორმეტი გამოიყენება სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში, შესაძლებელია აუცილებელი გახდეს ამ უკანასკნელის უფრო მცირე დოზით მიღება ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად.

პაციენტებისთვის, რომლებშიც ადექვატური კონტროლი ვერ მიიღწევა ორი პრეპარატით კომბინირებული თერაპიით - მეტფორმინის მაქსიმალური ასატანი დოზით და PPAR- γ აგონისტით:

პრეპარატ გლორმეტის დოზა უნდა უზრუნველყოფდეს სიტაგლიპტინის 50 მგ დოზას დღე- ღამეში 2-ჯერ (საერთო სადღეღამისო დოზა 100 მგ) და მეტფორმინის უკვე გამოყენებულ დოზას.

პაციენტებისთვის, რომლებშიც ადექვატური კონტროლი ვერ მიიღწევა ორი პრეპარატის კომბინირებული თერაპიით - ინსულინით და მეტფორმინის მაქსიმალურად ასატანი დოზით:

პრეპარატ გლორმეტის დოზა უნდა უზრუნველყოფდეს სიტაგლიპტინის 50 მგ დოზას დღე- ღამეში 2-ჯერ (საერთო სადღეღამისო დოზა 100 მგ) და მეტფორმინის უკვე გამოყენებულ დოზას. პრეპარატ გლორმეტის ინსულინთან კომბინაციაში გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს ამ უკანასკნელის დოზის შემცირება ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად.

მეტფორმინის სხვადასხვა დოზების უზრუნველყოფის მიზნით პრეპარატი გლორმეტი გამოდის 50 მგ სიტაგლიპტინის და 500 მგ ან 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის დოზით.

ყველა პაციენტმა უნდა განაგრძოს დიეტის დაცვა დღის განმავლობაში ნახშირწყლების მიღების ადეკვატური განაწილებით. პაციენტებმა ჭარბი წონით უნდა დაიცვან დაბალკალორიული დიეტა.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით:

პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში (გფს³60 მლ/წთ). გფს მაჩვენებელი უნდა განისაზღვროს მეტფორმინის შემცველი პრეპარატებით მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ მინიმუმ წელიწადში ერთხელ. თირკმლის დაავადების პროგრესირების რისკის მქონე და ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის შეფასება საჭიროა უფრო ხშირად, მაგალითად 3-6 თვეში ერთხელ.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა უნდა განაწილდეს 2-3 მიღებაზე. მეტფორმინის დანიშვნამდე გფს < 60 მლ/წთ მქონე პაციენტებში საჭიროა იმ ფაქტორების გაანალიზება, რომლებიც ზრდის ლაქტოაციდოზის განვითარების რისკს.
იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატ გლორმეტის შესაბამისი დოზირება არ არსებობს პაციენტისთვის, კომბინირებული პრეპარატის ნაცვლად უნდა გამოიყენონ მონოკომპონენტური საშუალებები.

გფს (მლ/წთ) | მეტფორმინი | სიტაგლიპტინი
---|---|---
60-89 | მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 3000 მგ. შეიძლება განიხილონ დოზის შემცირების საკითხი თირკმლის ფუნქციის დარღვევის მიხედვით. | მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 100 მგ.
45-59 | მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 2000 მგ. საწყისი დოზა შეადგენს მაქსიმალური დოზის ნახევარს. | მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 100 მგ.

30-44 | მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 1000 მგ. საწყისი დოზა შეადგენს მაქსიმალური დოზის ნახევარს. |
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 50 მგ.
< 30 | მეტფორმინი უკუნაჩვენებია |
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 25 მგ.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:

გლორმეტი არ ინიშნება ღვიძლის უკმარისობის დროს.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები:

რადგან მეტფორმინი და სიტაგლიპტინი თირკმლებით გამოიყოფა, პრეპარატი გლორმეტი სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში. აუცილებელია თირკმლის ფუნქციის შემოწმება ლაქტოაციდოზის პრევენციისთვის, რაც დაკავშირებულია მეტფორმინის გამოყენებასთან, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.

ბავშვები: პრეპარატ გლორმეტის გამოყენება რეკომენდებული არ არის .

პრეპარატის მიღების მეთოდი: გლორმეტი ინიშნება დღე-ღამეში 2-ჯერ, ჭამის დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი რეაქციების რისკის შემცირებისთვის, რაც დაკავშირებულია მეტფორმინის გამოყენებასთან.
** გვერდითი მოვლენები:**

გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია MedDRA კლასიფიკაციის ტერმინოლოგიით, ორგანოთა სისტემის კლასის და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. სიხშირე განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100 - < 1/10); ნაკლებად ხშირი ( ≥ 1/1 000 - < 1/100); იშვიათი ( ≥ 1/10 000 - < 1/1 000); ძალიან იშვიათი (<1/10 000); უცნობია (დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათი - თრომბოციტოპენია;

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ანაფილაქსიური რეაქციის ჩათვლით;

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ხშირი - ჰიპოგლიკემია;

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ნაკლებად ხშირი - ძილიანობა;

დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება;

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ნაკლებად ხშირი - დიარეა, ყაბზობა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში; ხშირი - გულისრევა, მეტეორიზმი, ღებინება; სიხშირე უცნობია -

მწვავე პანკრეატიტი, ფატალური და არაფატალური ჰემორაგიული და ნეკროზული პანკრეატიტი;

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ნაკლებად ხშირი - ქავილი; სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის ვასკულიტი, კანის ექსფოლიაციური დაავადება სტივენს-ჯონსონის სინდრომის ჩათვლით, ბულოზური პემფიგოიდი;

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: სიხშირე უცნობია - ართრალგია, მიალგია, კიდურების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ართროპათია;

დარღვევები თირკმლის და შარდგამომყოფი გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - თირკმლის ფუნქციების გაუარესება, თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ზოგიერთი გვერდითი რეაქცია უფრო ხშირად აღინიშნება სიტაგლიპტინის და მეტფორმინის კომბინირებული გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ერთად: ჰიპოგლიკემია (ძალიან ხშირი - სულფონილშარდოვანასთან (13,8 %) ან ინსულინთან (10.9%) ერთად გამოყენებისას), ყაბზობა (ხშირი - სულფონილშარდოვანასთან ერთად გამოყენებისას), პერიფერიული შეშუპება (ხშირი - პიოგლიტაზონთან ერთად გამოყენებისას), თავის ტკივილი და პირის სიმშრალე (ნაკლებად ხშირი - ინსულინთან ერთად გამოყენებისას).

სიტაგლიპტინი

სიტაგლიპტინის მონოთერაპიის კვლევაში (100 მგ დღე-ღამეში) პლაცებოსთან შედარებით აღწერილია გვერდითი რეაქციები: თავის ტკივილი, ჰიპოგლიკემია, ყაბზობა, ზემო სასუნთქი გზების ინფექციები და ნაზოფარინგიტი; ნაკლებად ხშირი - ოსტეოართრიტი და კიდურების ტკივილი.

მეტფორმინი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები აღწერილია ძალიან ხშირად მეტფორმინის კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგული გამოყენებისას. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი და მადის დაკარგვა, უფრო ხშირად ვლინდება მკურნალობის დასაწყისში და უმრავლეს შემთხვევაში სპონტანურად ქრება. მეტფორმინის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი გვერდითი რეაქციები მოიცავს: ხშირად - მეტალის გემო პირში; ძალიან იშვიათად - ლაქტოაციდოზი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტი, ჭინჭრის ციება, ერითემა, ქავილი. მეტფორმინით ხანგრძლივი მკურნალობა დაკავშირებულია В12 ვიტამინის შეწოვის დაქვეითებასთან, რაც ძალიან იშვიათად შეიძლება იწვევდეს В12 ვიტამინის კლინიკურად მნიშვნელოვან დეფიციტს (მაგ. მეგალობლასტური ანემია).

უკუჩვენება:

გლორმეტი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ:

- მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;

- ნებისმიერი ტიპის მწვავე მეტაბოლური აციდოზი (მაგალითად ლაქტოაციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზი);

- დიაბეტური პრეკომა;

- თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (გფს < 30 მლ/წთ);

- მწვავე მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს თირკმლის ფუნქციაზე, როგორიცაა დეჰიდრატაცია, მძიმე ინფექცია, შოკი, სისხლძარღვებში იოდშემცველი საკონტრასტო ნივთიერებების შეყვანა;

- მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებიც შეიძლება იწვევდეს ქსოვილების ჰიპოქსიას, როგორიცაა გულის ან სუნთქვის უკმარისობა, ცოტა ხნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, შოკი;

- ღვიძლის უკმარისობა;

- მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი;
- ფეხმძიმობა და ძუძუთი კვების პერიოდი;

- 18 წლამდე ასაკი.

** ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:**

სიტაგლიპტინის მრავალჯერადი დოზების (50 მგ დღე-ღამეში 2-ჯერ) და მეტფორმინის (1000 მგ დღე-ღამეში 2-ჯერ) ერთად გამოყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სიტაგლიპტინის ან მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკაზე. პრეპარატ გლორმეტთან ერთად გამოყენებისას სხვა პრეპარატების ურთიერთქმედების ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა ამგვარი კვლევები ჩატარდა პრეპარატ გლორმეტის შემადგენლობაში შემავალი ყოველი მოქმედი ნივთიერებისთვის (სიტაგლიპტინი და მეტფორმინი).

ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის:

ალკოჰოლი:

ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაკავშირებულია ლაქტოაციდოზის განვითარების მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით შიმშილის, არასრულფასოვანი კვების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას.

იოდშემცველი საკონტრასტო ნივთიერებები: გლორმეტის მიღება უნდა შეწყდეს გამოკვლევამდე. დიაგნოსტიკის ჩატარებისას საკონტრასტო ნივთიერებების გამოყენებით, პრეპარატით მკურნალობის განახლება უნდა მოხდეს მინიმუმ 48 საათის შემდეგ თირკმლის ფუნქციის სტაბილურობის პირობებში.

კომბინაციები, რომლებიც სიფრთხილით გამოიყენება:

ზოგიერთი სამკურნალო საშუალება შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს თირკმლის ფუნქციაზე, რამაც შეიძლება გაზარდოს ლაქტოაციდოზის რისკი (მაგალითად აასს, ცოგ-2 სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები და დიურეტიკები). ამგვარი პრეპარატების მეტფორმინთან ერთად გამოყენებისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის ინტენსიური კონტროლი.

წინასწარ უნდა იქნას განხილული ერთდროული გამოყენების უპირატესობა და რისკი ისეთ პრეპარატებთან გამოყენებისას როგორიცაა (მაგალითად რანოლაზინი, ვანდეტანიბი, დოლუტეგრავირი და ციმეტიდინი), რადგან შესაძლებელია გაიზარდოს მეტფორმინის სისტემური ექსპოზიცია და ლაქტოაციდოზის რისკი. ამგვარი პრეპარატების ერთად გამოყენებისას საჭიროა ხშირი გლიკემიის კონტროლი, დოზის კორექცია რეკომენდებული დოზირების ფარგლებში და მკურნალობის ცვლილება დიაბეტისას.

გლუკოკორტიკოიდები (სისტემური და ადგილობრივი გამოყენების), ბეტა-2 აგონისტები და დიურეტიკები ხასიათდება ჰიპერგლიკემიური აქტივობით. პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული სისხლში გლუკოზის დონის უფრო ხშირი კონტროლის აუცილებლობის შესახებ, განსაკუთრებით ამგვარი პრეპარატებით მკურნალობის დასაწყისში.

აგფ ინჰიბიტორებმა შესაძლებელია დააქვეითოს სისხლში გლუკოზის დონე. აუცილებლობისას საჭიროა ანტიჰიპერგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია სხვა პრეპარატების გამოყენებისას ან მათი მოხსნისას.

სიტაგლიპტინი უმნიშვნელო გავლენას ახდენს პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციაზე და ერთად გამოყენებისას საჭიროა იმ პაციენტებზე დაკვირვება, რომლებსაც აღენიშნებათ დიგოქსინის ტოქსიკურობის რისკი.

სიტაგლიპტინი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს მეტფორმინის, გლიბურიდის, სიმვასტატინის, როზიგლიტაზონის, ვარფარინის ან პერორალური კონტრაცეპტივების ფარმაკოკინეტიკაზე.

ჭარბი დოზირება

მეტფორმინის ჰიპერდოზირებამ (ან ლაქტოაციდოზის რისკების არსებობამ) შეიძლება გამოიწვიოს ლაქტოაციდოზის განვითარება, რაც წარმოადგენს გადაუდებელ მდგომარეობას და საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ორგანიზმიდან ლაქტატის და მეტფორმინის გამოყოფის ყველაზე ეფექტური მეთოდია ჰემოდიალიზი. სიტაგლიპტინი ზომიერად ექვემდებარება დიალიზს. დოზის დაახლოებით 13.5% გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზით 3-4 საათის განმავლობაში. კლინიკური აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია განიხილებოდეს პროლონგირებული დიალიზი. უცნობია გამოიყოფა თუ არა სიტაგლიპტინი პერიტონეალური დიალიზით. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია სტანდარტული შემანარჩუნებელი ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არააბსორბირებული პრეპარატის გამოდევნა, კლინიკური მონიტორინგი (ეკგ ჩათვლით) და საჭიროებისას დამხმარე თერაპიის დანიშვნა.
ორსულობა და ლაქტაცია:

გლორმეტი არ გამოიყენება ორსულობის დროს. თუ პაციენტი ორსულობას გეგმავს ან დაორსულდა, პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს და რაც შეიძლება ადრე დაინიშნოს ინსულინი.

პრეპარატ გლორმეტის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

გლორმეტი არ ინიშნება I ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, აგრეთვე დიაბეტური კეტოაციდოზის მკურნალობისათვის.

DPP-4 ინჰიბიტორების გამოყენება დაკავშირებულია მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკთან. პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ იმის შესახებ, რომ შესაძლებელია განვითარდეს მწვავე პანკრეატიტის სიმპტომები: მუცლის მუდმივი და ინტენსიური ტკივილი.

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში პანკრეატიტის მქონე პაციენტებში.

სიტაგლიპტინის მოხსნის შემდეგ აღინიშნება პანკრეატიტის სიმპტომების ალაგება (დამხმარე მკურნალობით ან მის გარეშე), მაგრამ ძალიან იშვიათად აღწერილი იყო ნეკროზული ან ჰემორაგიული პანკრეატიტი და/ან ფატალური გამოსავალი.

პანკრეატიტზე ეჭვის შემთხვევაში გლორმეტი და სხვა პოტენციურად საეჭვო პრეპარატები უნდა მოიხსნას; მწვავე პანკრეატიტის დადასტურების შემთხვევაში, პრეპარატ გლორმეტის მიღება არ უნდა განახლდეს.

ლაქტოაციდოზი წარმოადგენს იშვიათ, მაგრამ სერიოზულ მეტაბოლურ გართულებას, რომელიც ყველაზე ხშირად ვითარდება თირკმლის ფუნქციის მწვავე გაუარესებისას, კარდიორესპირატორული დაავადების ან სეფსისის დროს.

ორგანიზმში მეტფორმინის დაგროვება ხდება თირკმლის ფუნქციის გაუარესებისას, რაც ზრდის ლაქტოაციდოზის განვითარების რისკს.

დეჰიდრატაციის შემთხვევაში (ძლიერი ღებინება, დიარეა, ცხელება ან სითხის მიღების შემცირება) დროულად უნდა შეწყდეს მეტფორმინის გამოყენება და მიმართონ ექიმს.

პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გააუარესოს თირკმლის ფუნქცია (როგორიცაა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, დიურეტიკები და აასს) სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც მეტფორმინით მკურნალობენ. ლაქტოაციდოზის განვითარების სხვა რისკ ფაქტორები: ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, არასაკმარისად კონტროლირებული დიაბეტი, კეტოზი, ხანგრძლივი შიმშილი, ჰიპოქსიასთან დაკავშირებული მდგომარეობა, იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ლაქტოაციდოზი.

პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული ლაქტოაციდოზის განვითარების რისკის შესახებ. ლაქტოაციდოზი ხასიათდება აციდოზური დისპნოეს განვითარებით, მუცლის ტკივილით, კუნთების სპაზმით, ასთენიით, ჰიპოთერმიით და შემდგომი კომით. საეჭვო სიმპტომების გამოვლენისას პაციენტმა მეტფორმინის მიღება უნდა შეწყვიტოს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ლაბორატორიულ მაჩვენებლებში ფიქსირდება სისხლის рН-ის დაქვეითება (< 7.35), პლაზმაში ლაქტატის დონის მომატება (> 5 მმოლ/ლ) და ანიონური ინტერვალის და ლაქტატის/პირუვატის შეფარდების მომატება.

თირკმლის ფუნქციის მაჩვენებელი გფს უნდა განისაზღვროს მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომში - რეგულარულად. პრეპარატი გლორმეტი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთა გფს < 30 მლ/წთ და დროებით უნდა მოიხსნას იმ მდგომარეობებისას, რომლებმაც შეიძლება პოტენციურად იმოქმედოს თირკმლის ფუნქციაზე.

გლორმეტის გამოყენებისას სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან ერთად იზრდება ჰიპოგლიკემიის რისკი. ამიტომ შესაძლებელია საჭირო გახდეს სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზის შემცირება.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღწერილი იყო სერიოზული მომატებული მგრძნობელობის რეაქციები პაციენტებში, რომლებიც სიტაგლიპტინით მკურნალობდნენ. ეს რეაქციები მოიცავს ანაფილაქსიას, ანგიონევროზულ შეშუპებას და ექსფოლიაციური დერმატიტის განვითარებას სტივენს-ჯონსონის სინდრომის ჩათვლით.

ეს რეაქციები ვითარდებოდა სიტაგლიპტინის მიღების დაწყებიდან პირველი 3 თვის განმავლობაში, ზოგიერთ შემთხვევაში - პირველი დოზის მიღების შემდეგ. მომატებული მგრძნობელობის რეაქციებზე ეჭვის შემთხვევაში პრეპარატი გლორმეტი უნდა მოიხსნას, უნდა შეფასდეს რეაქციის სხვა მიზეზები და დაინიშნოს დიაბეტის ალტერნატიული მკურნალობა.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღწერილი იყო ბულოზური პემფიგოიდის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც DPP-4 ინჰიბიტორებს (სიტაგლიპტინის ჩათვლით) იღებდნენ.

ბულოზურ პემფიგოიდზე ეჭვის შემთხვევაში პრეპარატ გლორმეტის მიღება უნდა შეწყდეს.

გლორმეტის გამოყენება უნდა შეწყდეს ქირურგიული ჩარევისას, რომელიც ტარდება ზოგადი, სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიით. მკურნალობის განახლება შესაძლებელია ქირურგიული ჩარევის ან პერორალური კვების განახლების შემდეგ მინიმუმ 48 საათის გასვლის შემდეგ, იმ პირობით, რომ თირკმლის ფუნქცია სტაბილურია.

იოდშემცველი საკონტრასტო ნივთიერებების სისხლძარღვში შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს კონტრასტ-ინდუცირებული ნეფროპათია, რასაც ახლავს მეტფორმინის დაგროვება და ლაქტოაციდოზის რისკის მომატება.

პრეპარატი გლორმეტი უნდა მოიხსნას ამგვარი პროცედურებისას და მიღება უნდა განახლდეს მინიმუმ 48 საათის შემდეგ, იმ პირობით, რომ თირკმლის ფუნქცია სტაბილურია.

კონტროლირებული ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებთანაც პრეპარატის გამოყენებისას ადრე კონტროლი კარგად ხორციელდებოდა და განვითარდა ლაბორატორიული მაჩვენებლების ან კლინიკური დაავადების პათოლოგიური ცვლილება (განსაკუთრებით განუსაზღვრელი და ცუდად ამოსაცნობი დაავადებები), დაუყოვნებლივ უნდა გამოიკვლიონ კეტოაციდოზის და ლაქტოაციდოზის ნიშნები. გამოკვლევა უნდა მოიცავდეს შრატში ელექტროლიტების და კეტონების განსაზღვრას, გლუკოზის განსაზღვრას და ჩვენების შემთხვევაში სისხლის рН-ის, ლაქტატის, პირუვატის და მეტფორმინის დონის დადგენას.

ნებისმიერი ფორმის აციდოზის შემთხვევაში პრეპარატ გლორმეტის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაკორექტირდეს თერაპია.

უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემების არ არსებობის გამო პრეპარატი გლორმეტი არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში18 წლამდე.

პრეპარატ გლორმეტის 50 მგ/500 მგ ერთი ტაბლეტი შეიცავს 3.66 მგ (0.159 მმოლ) ნატრიუმს; გლორმეტის 50 მგ/1000 მგ ერთი ტაბლეტი შეიცავს 6.27 მგ (0.273 მმოლ) ნატრიუმს.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: მონაცემები პრეპარატ გლორმეტის უარყოფითი მოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს. მაგრამ გასათვალისწინებელია თავბრუსხვევის და ძილიანობის განვითარების შესაძლებლობა სიტაგლიპტინის გამოყენებისას. ასევე პრეპარატ გლორმეტის სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან ერთად გამოყენებისას პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული ჰიპოგლიკემიის განვითარების შესაძლებლობის შესახებ.

**შეფუთვა: **

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 50 მგ/500 მგ და 50 მგ/1000 მგ.

10 ტაბლეტი ბლისტერში, 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

**შენახვის პირობები: **

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

2 წელი.

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა