ემლა - EMLA
ემლა - EMLA

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ამიდები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ემლა 5% 5გ #5 კრემ****ი

სავაჭროდასახელება:**** ემლა.

საერთაშორისოარადაპატენტებულიანდაჯგუფებისდასახელევ****

ლიდოკაინი + პრილოკაინი.

სამკურნალოფორმა:**** კრემი ადგილობრივი და გარეგანი გამოყენებისთვის.

შემადგენლობა**(1კრემზე****)**

მოქმედი ნივთიერებები : ლიდოკაინი 25,0 მგ, პრილოკაინი 25,0 მგ;

დამხმარე ნივთიერებები : მაკროგოლის გლიცერილჰიდროქსისტეარატი (არლატონ 289) 19,0 მგ, კარბომერი 974 P (კარბოქსიპოლიმეთილენი) 10,0 მგ, ნატრიუმის ჰიდროქსიდი 5,2 pH-ის მისაყვანად 8,7-9,7-მდე, წყალი გაწმენდილი 1,0 გ-მდე.


აღწერილობა

ერთგვაროვანი კრემი თეთრი ფერის.

ფარმაკოთერაპულიჯგუფი:**** ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.

ათქკოდი: N01BB20.

ფარმაკოდინამიკა

ემლა კრემი აქტიური კომპონენტების სახით შეიცავს ლიდოკაინს და პრილოკაინს, რომლებიც წარმოადგენენ ამიდური ტიპის ადგილობრივ ანესთეტიკებს. კანის ანესთეზია გამოიწვევა ლიდოკაინის და პრილოკაინის ეპიდერმისისა და დერმის ფენებში შეღწევის ხარჯზე. ანესთეზიის დონე დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და აპლიკაციის ხანგრძლივობაზე.

ინტაქტური კანი

ემლა კრემის ინტაქტურ კანზე დატანის შემდეგ 1-2 საათით ანესთეზიის ხანგრძლივობა ოკლუზიური საფენის მოხსნის შემდეგ შეადგენს 2 საათს. ეფექტურობისა (გამაყუჩებელი ეფექტის მიღწევის დროის ჩათვლით) და ინტაქტურ კანზე კრემის გამოყენების დროს უსაფრთხოების სხვაობა ხანდაზმულ (65-96 წლის) და უფრო ახალგაზრდა პაციენტებს შორის გამოვლენილი არ არის.

ემლა კრემის ზედაპირულ სისხლძარღვებზე მოქმედების ხარჯზე შესაძლოა კანის დროებითი გაფერმკრთალება ან გაწითლება. მსგავსი რეაქციები პაციენტებში გავრცელებული ნეიროდერმიტით (ატიპიური დერმატიტით) შეიძლება უფრო სწრაფად წარმოიშვას –კრემის დატანიდან უკვე 30-60 წუთში, რაც მიუთითებს კრემის უფრო სწრაფ შეღწევაზე კანის საფარში.

პუნქციური ბიოფსიის დროს (დიამეტრით 4 მმ) ემლას კრემის გამოყენება უზრუნველყოფს ინტაქტური კანის ადეკვატურ ანესთეზიას პაციენტების 90%-ში კრემის დატანიდან 60 წუთში ნემსის შეყვანისას 2 მმ სიღრმეზე და 120 წუთში ნემსის შეყვანისას 3 მმ სიღრმეზე. ემლას კრემის ეფექტურობა არ არის დამოკიდებული კანის ფერზე ან პიგმენტაციაზე (კანის ტიპი I-IV).

კომბინირებული ვაქცინების გამოყენების დროს ისეთი ინფექციების წინააღმდეგ, როგორიცაა წითელა, წითურა, ეპიდემიური პაროტიტი, ან კუნთში გასაკეთებელი კომბინირებული ვაქცინების გამოყენების დროს დიფტერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის და Haemophilius influenzae b ტიპით გამოწვეული ინფექციის წინააღმდეგ, აგრეთვე B ჰეპატიტიტს წინააღმდეგ ვაქცინაციის დროს ემლა კრემის გამოყენებამ არ იმოქმედა ანტისხეულების საშუალო ტიტრზე, სისხლის შრატში სპეციფიური ანტისხეულების წარმოქმნაზე და გაქრობაზე ან პაციენტების რაოდენობაზე, რომლებმაც მიაღწიეს ანტისხეულების დამცავ ან დადებით ტიტრს იმუნიზაციის შემდეგ.

სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსი

სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის ანესთეზია მიიღწევა უფრო სწრაფად ინტაქტური კანის ანესთეზიასთან შედარებით პრეპარატის უფრო სწრაფი აბსორბციის გამო.

ქალებში ემლას კრემის სასქესო ორგანოების ლორწოვან გარზე დატანიდან 5-10 წუთში მიიღწევა არგონული ლაზერით გამოწვეული ტკივილის კუპირებისთვის საკმარისი ანესთეზია; ანესთეზიის ხანგრძლივობა შეადგენს 15-20 წუთს (ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით 5 წუთიდან 45 წუთამდე).

ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულები

კრემის დატანის შემდეგ ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულების დამუშავების დროს გაუტკივარების ხანგძლივობა შეადგენს 4 საათამდე. არ არის აღნიშნული პრეპარატის ნეგატიური მოქმედება წყლულების მოშუშების პროცესზე ან ბაქტერიული ფლორის მიმართ.


ფარმაკოკინეტიკა

ემლას კრემის სისტემური შეწოვა დამოკიდებულია დოზაზე, აპლიკაციის ხანგრძლივობაზე და კანის საფარის სისქეზე (დამოკიდებულია სხეულის არეზე), აგრეთვე კანის სხვა თავისებურებებზე, როგორიცაა კანის დაავადებები და გაპარსვა. ქვედა კიდურების წყლულებიან ზედაპირზე დატანისას პრეპარატის აბსორბციაზე შეიძლება იმოქმედოს წყლულების თავისებურებებმა, მაგალითად, სიდიდემ (წყლულის ფართობის ზრდასთან ერთად იმატებს აბსორბცია).

ინტაქტური კანი

მოზრდილებში 400 სმ2 ბარძაყის ინტაქტურ კანზე 60 გ კრემის დატანის შემდეგ (1,5 გ 10 სმ2-ზე) 3 საათით სისტემური აბსორბცია ლიდოკაინისთვის შეადგენდა დაახლოებით 3% და პრილოკაინისთვის 5%. შეწოვა - ნელი. ლიდოკაინის (საშუალო მნიშვნელობა 0,12 მკგ/მლ) და პრილოკაინის (საშუალო მნიშვნელობა 0,07 მკგ/მლ) მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწეოდა კრემის დატანის მომენტიდან დაახლოებით 4 საათში. ტოქსიკური სიმპტომების წარმოშობის რისკი არსებობს მხოლოდ სისხლის პლაზმაში მოქმედი ნივთიერებების კონცენტრაციისას 5-10 მკგ/მლ. ემლას კრემის დატანისას დაუზიანებელ კანზე გაპარსვიდან 8-12 საათის შემდეგ ლიდოკაინის და პრილოკაინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია როგორც ახალგაზრდა, ისე ხანდაზმულ პაციენტებში ძალიან დაბალია და შესაძლო ტოქსიკურ დონეზე მნიშვნელოვნად დაბლაა.

ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულები

ლიდოკაინის (0,05-0,84 მკგ/მლ) და პრილოკაინის (0,02-0,08 მკგ/მლ) მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო სისხლის პლაზმაში შეადგენს 1-2,5 საათს პრეპარატის დატანის მომენტიდან წყლულოვან ზედაპირზე (5-10 გ კრემი 30 წუთით).

წყლულოვან ზედაპირზე მრავალჯერადი დატანის დროს არ აღინიშნებოდა ლიდოკაინისა და პრილოკაინის ან მათი მეტაბოლიტების სისხლის პლაზმაში კუმულაცია. ემლას კრემის 2-10 გ დაიტანებოდა 62 სმ2-მდე წყლულოვან ზედაპირზე 30-60 წუთით 3-დან 7-ჯერამდე კვირაში (15-ჯერ თვის განმავლობაში).

სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსი

ლიდოკაინისა და პრილოკაინის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო სისხლის პლაზმაში (საშუალოდ 0,18 მკგ/მლ და 0,15 მკგ/მლ შესაბამისად) შეადგენს დაახლოებით 35 წუთს პრეპარატის საშოს ლორწოვან გარსზე დატანის მომენტიდან (10 გ კრემი 10 წუთით).


გამოყენების****ჩვენება

მოზრდილებში

  • კანის ზედაპირული ანესთეზია ინექციების (მათ შორის ვაქცინაციის), სისხლძარღვების პუნქციისა და კათეტერიზაციის, ზედაპირული ქირურგიული ჩარევების დროს, კოსმეტოლოგიური პროცედურებისა და ეპილაციების ჩათვლით;
  • ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულების ზედაპირული ანესთეზია ქირურგიული დამუშავების (მექანიკური გაწმენდის) დროს, მაგალითად, ფიბრინის, ჩირქის და ნეკროზული ქსოვილების მოსაშორებლად;
  • სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის ზედაპირული ანესთეზია მტკივნეული მანიპულაციების ჩატარებამდე და ადგილობრივი ანესთეტიკების ინექციამდე გასაყუჩებლად.

ბავშვებში

  • კანის ზედაპირული ანესთეზია ინექციების (მათ შორის ვაქცინაციის), სისხლძარღვების პუნქციისა და კათეტერიზაციის, ზედაპირული ქირურგიული ჩარევების დროს (მათ შორის კონტაგიოზური მოლუსკის მოშორების დროს).

უკუჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა ამიდური ტიპის ადგილობრივი ანესტეთიკებისადმი ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტისადმი;

- დღენაკლული ახალშობილები, დაბადებული ორსულობის 37 კვირაზე ადრე;

- ახალშობილები - 3 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით.


სიფრთხილით

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობა, მემკვიდრეობითი ან იდიოპათიური მეტჰემოგლობინემია, გავრცელებული ნეიროდერმიტი (ატოპიური დერმატიტი), პაციენტები, რომლებიც იღებენ III კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებს (მაგალითად, ამიოდარონს) (იხ. ნაწილი "განსაკუთრებული მითითებები").


ორსულობადალაქტაცია

ორსულობა

არასაკმარისია მონაცემები ემლას კრემის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში. ცხოველებზე კვლევების მსვლელობისას არ არის გამოვლენილი პრეპარატის პირდაპირი ან ირიბი უარყოფითი ზემოქმედება ორსულობაზე, ნაყოფის მუცლად ყოფნის განვითარებაზე, მშობიარობის პროცესზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე. ლიდოკაინი და პრილოკაინი აღწევენ პლაცენტარულ ბარიერში და შეიძლება აბსორბირდეს ნაყოფის ქსოვილებში. არ არის შეტყობინებები რეპროდუქციული პროცესის რაიმე სპეციფიური დარღვევების შესახებ, როგორიცაა მალფორმაციების სიხშირე ან ნაყოფზე სხვა პირდაპირი ან ირიბი უარყოფითი ზემოქმედება.

ლაქტაცია

ლიდოკაინი და პრილოკაინი ექსკრეტირდება დედის რძეში იმ რაოდენობით, რომლებიც არ წარმოადგენს რისკს ბავშვისათვის პრეპარატის თერაპიულ დოზებში გამოყენებისას.


გამოყენებისმეთოდიდადოზები

გარეგანი გამოყენებისათვის, კანზე ან ლორწოვან გარსზე.

მოზრდილები

ინტაქტური კანის ზედაპირული ანესთეზია

ჩვენება | დოზადადატანის****მეთოდი | აპლიკაციის****დრო
---|---|---
ნემსის შეყვანის დროს _,_მაგალითად _,_სისხლძარღვების კათეტერიზაციის დროს და სისხლის სინჯის აღებისას | 10 სმ2 კანზე დაატანეთ 5 გ ტუბის ნახევარი (დაახლოებით 2 გ) სქელი ფენა და დაადეთ ოკლუზიური საფენი | 1 საათი, მაქსიმუმ 5 საათი
მცირე ქირურგიული მანიპულაციების დროს _,_მაგალითად _,_კონტაგიოზური მოლუსკის გამოფხეკის _,_მეჭეჭების მოშორების _,_მცირე კოსმეტოლოგიური პროცედურებისა და ეპილაციის დროს | დაატანეთ 1,5-2 გ/10 სმ2 კანზე სქელი ფენა და დაადეთ ოკლუზიური საფენი | 1 საათი, მაქსიმუმ 5 საათი
ახალადგაპარსული კანის დიდ ფართობებზე _(_ამბულატორიულ პირობებში _),_მათ შორის ეპილაციის წინ | მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა 60 გ, აპლიკაციის მაქსიმალური რეკომენდირებული ფართობი 600 სმ2; დაატანეთ სქელი ფენა და დაადეთ ოკლუზიური საფენი | 1 საათი, მაქსიმუმ 5 საათი
ზედაპირული პროცედურების დროს დიდ ფართობებზე _(_სტაციონარულ პირობებში _),_მაგალითად _,_კანის აღება გაპობილი ნაფლეთის მეთოდით | დაატანეთ 1,5-2 გ/10 სმ2 კანზე სქელი ფენა და დაადეთ ოკლუზიური საფენი | 2 საათი, მაქსიმუმ 5 საათი

__

ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულების ზედაპირული ანესთეზია :

ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულების ქირურგიული დამუშავების (მექანიკური გაწმენდის) დროს: ერთჯერადი დოზა დაახლოებით 1-2 გ/10 სმ2-ზე; დაატანეთ კრემის სქელი ფენა წყლულოვან ზედაპირზე, არაუმეტეს 10 გ-სა პროცედურაზე. დაადეთ ოკლუზიური საფენი. აპლიკაციის დრო: მინიმუმ 30 წუთი.

კრემის გახსნილი ტუბი განკუთვნილია ერთჯერადად გამოყენებისთვის, ტუბი კრემის ნარჩენებით გადაგდებულ უნდა იქნას ერთი პაციენტის მიერ მოხმარების შემდეგ.

წყლულების დამუშავების დროს, რომელთა ქსოვილებში პრეპარატის შეღწევა გაძნელებულია, აპლიკაციის ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს 60 წუთამდე. მექანიკური გაწმენდა უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 10 წუთისა კრემის მოცილების შემდეგ.

ქვედა კიდურების წყლულებზე მანიპულაციების დროს ემლას კრემს იყენებდნენ 15-ჯერამდე 1-2 თვის განმავლობაში ეფექტურობის დაქვეითებისა და ადგილობრივი რეაქციების განვითარების სიხშირის მომატების გარეშე.

სასქესო ორგანოების ზედაპირული ანესთეზია :

სასქესო ორგანოების კანი :

გაუტკივარება ადგილობრივი ანესთეტიკების ინექციამდე:

მამაკაცები: 1 გ/10 სმ2. დაატანეთ კრემის სქელი ფენა კანზე. აპლიკაციის დრო: 15 წუთი.

ქალები: 1-2 გ/10 სმ2. დაატანეთ კრემის სქელი ფენა კანზე. აპლიკაციის დრო: 60 წუთი.

სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის ზედაპირული ანესთეზია :

კონდილომების მოშორებისას და ადგილობრივი ანესთეტიკების ინექციამდე გაუტკივარებისთვის: დაახლებით 5-10 გ კრემი, დასამუშავებელი ზედაპირის ფართობიდან გამომდინარე. კრემი უნდა დაატანოთ ლორწოვანი გარსის მთელ ზედაპირზე, ლორწოვანი გარსის ნაკეცების ჩათვლით. ოკლუზიური საფენი საჭირო არ არის. აპლიკაციის დრო: 5-10 წუთი. პროცედურა უნდა ჩატარდეს კრემის მოშორებისთანავე.

__

ბავშვები

გაუტკივარება ნემსის შეყვანის (მათ შორის ვაქცინაციის), კონტაგიოზური მოლუსკის გამოფხეკის და სხვა მცირე ზედაპირული ქირურგიული მანიპულაციების დროს.

დაატანეთ კანზე კრემის სქელი ფენა და დაადეთ ოკლუზიური საფენი. დოზა უნდა შეესაბამებოდეს დასამუშავებელ ზედაპირს და არ უნდა აღემატებოდეს 1 გ კრემს 10 სმ2-ზე.

ასაკი | დატანის****ფართობი | აპლიკაციის****ხანგრძლივობა
---|---|---
0-3 თვე | მაქსიმალურად 10 სმ2 (ჯამურად 1 გ კრემი) (მაქსიმალური დღე-ღამის დოზა) | 1 საათი (მნიშვნელოვანია: არაუმეტეს 1 საათისა)
3-12 თვე | მაქსიმალურად 20 სმ2 (ჯამურად 2 გ კრემი) | 1 საათი
1-6 წელი | მაქსიმალურად 100 სმ2 (ჯამურად 10 გ კრემი) | 1 საათი, მაქსიმალურად 4 საათი
6-12 წელი | მაქსიმალურად 200 სმ2 (ჯამურად 20 გ კრემი) | 1 საათი, მაქსიმალურად 4 საათი

3,5 სმ სიგრძის ემლას კრემის ზოლი შეესაბამება 1 გ დოზას.

აპლიკაციის დროის გაზრდა ამცირებს ანესთეზიას. ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვებში აპლიკაციის დრო უნდა შემცირდეს 30 წუთამდე.

დაატანეთ კანზე კრემის სქელი ფენა და დაადეთ ოკლუზიური საფენი.

__

პრეპარატის** დატანის**** რეკომენდაციები**

  1. გახვრიტეთ ალუმინის ტუბის დამცავი მემბრანა ხრახნიანი თავსახურის მეშვეობით, გამოწურეთ ტუბიდან კრემის საკმარისი რაოდენობა და დაატანეთ სავარაუდო პროცედურის ადგილზე. კანის საფარის ანესთეზიის დროს შესაძლოა ოკლუზიური დასაკრავების გამოყენება (მოყვება შეფუთვას 5 x 5 გ).
  2. აიღეთ ერთი ოკლუზიური დასაკრავი და მოაშორეთ ცენტრალური ნაწილი.
  3. გააცალკევეთ ქაღალდის სარჩული ქაღალდის კანტისგან საფენის მეორე მხრიდან.

ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულების ანესთეზიის დროს გამოიყენეთ ოკლუზიური საფენი პოლივინილქლორიდისგან.

  1. დაფარეთ საფენით დატანილი კრემი იმგვარად, რომ მის ქვეშ კრემის ფენა იყოს სქელი და არ ჟონავდეს საფენის ქვეშიდან. აკურატულად გაასწორეთ საფენის კიდეები, რათა თავიდან აარიდოთ კრემის გამოჟონვა.
  2. შეფუთვაში ჩადებული ოკლუზიური საფენის გამოყენების შემთხვევაში მოხსენით ქაღალდის ჩარჩო. პრეპარატის დატანის დრო შეიძლება დაიწეროს უშუალოდ საფენზე.
  3. რეკომენდირებული დროის გასვლის შემდეგ მოხსენით საფენი და კრემის ნარჩენები ზედაპირიდან.

გვერდითი****მოქმედებები

ინტაქტურ კანზე დატანის დროს

ხშირი (≥1%, <10%) | კანი : ტრანზიტორული ადგილობრივი რეაქციები პრეპარატის დატანის ადგილას, როგორიცაა გაფერმკრთალება, გაწითლება და შეშუპება.
---|---
არახშირი (≥0,1%, <1%) | კანი : დატანის შემდეგ პირველ მომენტში მსუბუქი წვა, ქავილი და სითბოს შეგრძნება (პრეპარატის დატანის ადგილას).
იშვიათი (<0,1%) | საერთო : ალერგიული რეაქციები, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში - ანაფილაქსიური შოკი მეტჰემოგლობინემია და/ან ციანოზი. რეაქციები პრეპარატის დატანის ადგილას, როგორიცაა ჰემორაგიული გამონაყარი ან წერტილოვანი სისხლჩაქცევები, განსაკუთრებით ხანგრძლივი აპლიკაციის შემდეგ ბავშვებში ატოპიური დერმატიტით ან კონტაგიოზური მოლუსკით. რქოვანას გაღიზიანება კრემის შემთხვევით თვალში მოხვედრის შედეგად.

__

ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულებზე დატანინსას

ხშირი (≥1%, <10%) | კანი : ტრანზიტორული ადგილობრივი რეაქციები პრეპარატის დატანის ადგილას, როგორიცაა გაფერმკრთალება, გაწითლება და შეშუპება; დატანის შემდეგ პირველ მომენტში მსუბუქი წვა, ქავილი და სითბოს შეგრძნება (პრეპარატის დატანის ადგილას).
---|---
არახშირი (≥0,1%, <1%) | კანი : კანის გაღიზიანება (პრეპარატის დატანის ადგილას).
იშვიათი (<0,1%) | ზოგადი : ალერგიული რეაქციები, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში - ანაფილაქსიური შოკი.


დოზისგადაჭარბება

პრეპარატის დოზირების რეკომენდირებული რეჟიმის დაცვისას ნაკლებად შესაძლებელია სისტემური ტოქსიკურობის ნიშნების განვითარება. ინტოქსიკაციის სიმპტომები, შესაძლოა, ისეთივეა, როგორც სხვა ადგილობრივი ანესთეტიკების გამოყენების დროს, მაგალითად, ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) აღგზნება, მძიმე შემთხვევებში კი ცენტრალური ნერვული სისტემის და გულის მოქმედების დათრგუნვა.

იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი მეტჰემოგლობინემიის განვითარება. პრილოკაინმა მაღალი დოზებით შეიძლება გამოიწვიოს მეტჰემოგლობინის შემცველობის მომატება.

125 მგ პრილოკაინის ზედაპირულმა დატანამ 5 საათის ხანგრძლივობით გამოიწვია 3 თვის ბავშვში ზომიერი მეტჰემოგლობინემიის განვითარება. ლიდოკაინის ზედაპირულმა დატანამ დოზით 8,6-17,2 მგ/კგ გამოიწვია სერიოზული ინტოქსიკაცია ახალშობილებში.

მკურნალობა

მძიმე ნევროლოგიური სიმპტომები (კრუნჩხვა, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა) ითხოვს სიმპტომურ მკურნალობას, მათ შორის კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშნვას და საჭიროების შემთხვევაში ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას. მეტჰემოგლობინემიის განვითარების შემთხვევაში ანტიდოტს წარმოადგენს მეთილტიონინის ქლორიდი (მეთილენის ლურჯი).

პრეპარატის ნელი სისტემური აბსორბციის გამო უზრუნველყოფილი უნდა იყოს პაციენტების მეთვალყურეობა ინტოქსიკაციის მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში.

სხვასამკურნალოსაშუალებებთანურთიერთქმედებადა****ურთიერთზემოქმედებისსხვასახეობები

პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტჰემოგლობინემიის განვითარების მაინდუცირებელ პრეპარატებს (მაგალითად, სულფო-ჯგუფის შემცველ პრეპარატებს), ემლა კრემმა შეიძლება ხელი შეუწყოს სისხლში მეტჰემოგლობინის კონცენტრაციის მომატებას.

სხვა ადგილობრივი ანესტეთიკებით და მათთან სტრუქტურულად მსგავსი პრეპარატებით (მათ შორის ტოკაინიდით) მკურნალობის დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს სისტემური ეფექტების გაძლიერების რისკი ემლა კრემის მაღალი დოზების გამოყენების დროს.

ლიდოკაინის/პრილოკაინის III კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესაფასებლად სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა, საჭიროა სიფრთხილე პრეპარატების ერთობლივად გამოყენებისას.

ფარმაცევტულიურთიერთქმედება: აღმოჩენილი არ არის.

ლიდოკაინის კლირენსის შემამცირებელმა პრეპარატებმა (მაგალითად, ციმეტიდინი ან ბეტა-ადრენობლოკატორები) შეიძლება გამოიწვიონ პლაზმაში პოტენციურად ტოქსიკური კონცენტრაციები ლიდოკაინის განმეორებითი მაღალი დოზების გამოყენებისას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. აღნიშნულ ურთიერთქმედებას არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა ლიდოკაინით რეკომენდირებული დოზებით ხანმოკლე თერაპიის დროს (მაგალითად, ემლა კრემით).

განსაკუთრებული****მითითებები

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობის ან მემკვიდრეობითი ან იდიოპათიური მეტჰემოგლობინემიის მქონე პაციენტებს უფრო ადვილად ემართებათ წამალ-დამოკიდებული მეტჰემოგლობინემია.

არ არის დადგენილი კრემის გამოყენების ეფექტურობა ახალშობილებში ქუსლიდან სისხლის სინჯების აღების პროცედურის დროს.

აუცილებელია სიფრთხილე ემლა კრემის თვალების ირგვლივ დატანის დროს, ვინაიდან პრეპარატი იწვევს თვალების გაღიზიანებას. დაცვითი რეფლექსების მოცილებამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას გაღიზიანება ან დაზიანება. კრემის თვალებში მოხვედრის შემთხვევაში დაუყონებლივ გამოირეცხეთ თვალები წყლით ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ხსნარით, და დაიცავით თვალები დამცავი რეფლექსების აღდგენამდე.

აუცილებელია სიფრთხილე პრეპარატის კანზე დატანის შემთხვევაში ატოპიური დერმატიტის დროს; აპლიკაციის დრო უნდა შემცირდეს (15-30 წუთი).

3 თვემდე ასაკის ბავშვებში ემლა კრემის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა განისაზღვრებოდა ერთჯერადი დოზის დატანის შემდეგ. ასეთ ბავშვებში კრემის დატანის შემდეგ ხშირად იკვეთებოდა სისხლში მეტჰემოგლობინის შემცველობის დროებით მომატება ხანგრძლივობით 13 საათამდე. მაგრამ სისხლში მეტჰემოგლობინის შემცველობის მომატებას, შესაძლოა, არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა.

პაციენტები, რომლებიც იღებენ III კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებს (მაგალითად, ამიოდარონს), უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი მეთვალყურეობისა და ელექტროკარდიოგრაფიის კონტროლის ქვეშ, ვინაიდან შესაძლოა ზემოქმედება გულის მოქმედებაზე.

არ შეიძლება ემლა კრემის დატანა დაზიანებულ დაფის აპკზე ან შუა ყურში კრემის შესაძლო შეღწევის სხვა შემთხვევებში.

დაუშვებელია კრემის დატანა ღია ჭრილობებზე.

პრეპარატის აბსორბციის შესახებ მონაცემების არასაკმარისობის გამო არ არის რეკომენდირებული კრემის დატანა სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსზე ბავშვებში.

ლიდოკაინს და პრილოკაინს 0,5-2%-ზე მეტ კონცენტრაციაში გააჩნიათ ბაქტერიციდული და ვირუსის საწინააღმდეგო თვისებები. ამასთან დაკავშირებით რეკომენდირებულია განსაკუთრებული ყურადღება კრემის გამოყენების დროს ცოცხალი ვაქცინის (მაგალითად, BCG) კანქვეშ შეყვანამდე.

ცნობების არარსებობის გამო არ არის რეკომენდირებული ემლა კრემის ერთობლივი გამოყენება მეტჰემოგლობინის გამომწვევ პრეპარატებთან, 0-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვებში.


ტრანსპორტისმართვისშესაძლებლობასადატექნიკასთანმუშაობაზეზემოქმედება

არ მოქმედებს ტრანსპორტის მართვის შესაძლებლობასა და ტექნიკასთან მუშაობაზე.


გამოშვების****ფორმა

კრემი ადგილობრივი და გარეგანი გამოყენებისთვის (ალუმინის ტუბები) 5 გ და 30 გ.

5 გ ალუმინის ტუბში, დარჩილული ალუმინის მემბრანით, დახურული ხრახნიანი თავსახურით. 5 ტუბი ოკლუზიური დასაკრავებით და გამოყენების ინსტრუქციით მუყაოს კოლოფში მუყაოს გამყოფით და პირველი გახსნის კონტროლით.

30 გ ალუმინის ტუბში, დარჩილული ალუმინის მემბრანით, დახურული ხრახნიანი თავსახურით. 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციით მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის****ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის****პირობები

შეინახეთ 30ºC-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გაყინოთ.

გაცემის****პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

იურიდიულიპირისდასახელებადამისამართი**,რომლისსახელზეგაცემულიასარეგისტრაციო****მოწმობა**

ასპენ ფარმა ტრეიდინგ ლიმიტედ

3016 ლეიკ დრაივ, სითივესტ ბიზნეს კამპუს,

დუბლინი 24, ირლანდია.


მწარმოებელი

რესიფარმ კარლსკოგა აბ, შვედეთი

ბიორკბორნსვაგენ 5, SE-691 33 კარლსკოგა,

შვედეთი.


სამკურნალოპრეპარატისსარეგისტრაციომოწმობისმფლობელისმიერმომხმარებლისგანპრეტენზიისმიღებაზეუფლებამოსილიორგანიზაციის****დასახელება

შპს "ასპენ ჰელს".

დასახელება - ემლა კრემი 5გ 5 ტუბი

გამოყენების ჩვენება
მოზრდილებში:

კანის ზედაპირული ანესთეზია ინიექციების (მათ შორის ვაქცინაციის), სისხლძარღვების პუნქციისა და კათეტერიზაციის, ზედაპირული ქირურგიული ჩარევების დროს, კოსმეტოლოგიური პროცედურებისა და ეპილაციების ჩათვლით.
ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულების ზედაპირული ანესთეზია ქირურგიული დამუშავების (მექანიკური გაწმენდის) დროს, მაგალითად, ფიბრინის, ჩირქის და ნეკროზული ქსოვილების მოსაშორებლად;
სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის ზედაპირული ანესთეზია მტკივნეული მანიპულაციების ჩატარებამდე და ადგილობრივი ანესთეტიკების ინიექციამდე გასაყუჩებლად.
ბავშვებში:

კანის ზედაპირული ანესთეზია ინიექციების (მათ შორის ვაქცინაციის), სისხლძარღვების პუნქციისა და კათეტერიზაციის, ზედაპირული ქირურგიული ჩარევების დროს (მათ შორის კონტაგიოზური მოლუსკის მოშორების დროს).
უკუჩვენებები

- მომეტებული მგრძნობელობა ამიდური ტიპის ადგილობრივი ანესტეთიკებისადმი ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტისადმი;

- დღენაკლული ახალშობილები, დაბადებული ორსულობის 37 კვირაზე ადრე;

- ახალშობილები - 3 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით.
ვარგისიანობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელება - ემლა კრემი 5გ 5 ტუბი

გამოყენების ჩვენება
მოზრდილებში:

კანის ზედაპირული ანესთეზია ინიექციების (მათ შორის ვაქცინაციის), სისხლძარღვების პუნქციისა და კათეტერიზაციის, ზედაპირული ქირურგიული ჩარევების დროს, კოსმეტოლოგიური პროცედურებისა და ეპილაციების ჩათვლით.
ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულების ზედაპირული ანესთეზია ქირურგიული დამუშავების (მექანიკური გაწმენდის) დროს, მაგალითად, ფიბრინის, ჩირქის და ნეკროზული ქსოვილების მოსაშორებლად;
სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის ზედაპირული ანესთეზია მტკივნეული მანიპულაციების ჩატარებამდე და ადგილობრივი ანესთეტიკების ინიექციამდე გასაყუჩებლად.
ბავშვებში:

კანის ზედაპირული ანესთეზია ინიექციების (მათ შორის ვაქცინაციის), სისხლძარღვების პუნქციისა და კათეტერიზაციის, ზედაპირული ქირურგიული ჩარევების დროს (მათ შორის კონტაგიოზური მოლუსკის მოშორების დროს).
უკუჩვენებები

- მომეტებული მგრძნობელობა ამიდური ტიპის ადგილობრივი ანესტეთიკებისადმი ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტისადმი;

- დღენაკლული ახალშობილები, დაბადებული ორსულობის 37 კვირაზე ადრე;

- ახალშობილები - 3 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით.
ვარგისიანობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება: ლიდოკაინი+პრილოკაინი

წამლის ფორმა: ადგილობრივი და გარეგანი გამოყენების კრემი

შემადგენლობა (1 გ კრემზე)
აქტიური ნივთიერება: ლიდოკაინი 25.0 მგ, პრილოკაინი 25.0 მგ; **დამხმარე ნივთიერებები: **მაკროგოლის გლიცერილჰიდროქსისტეარატი (არლატონ 289) 19.0 მგ, კარბომერი 974 P (კარბოქსიპოლიმეთილენი) 10.0მგ, ნატრიუმის ჰიდროქსიდი 5.2მგ პH- ის 8.7-9.7-მდე დასაყვანად, გასუფთავებული წყალი 1.0გრ-მდე.

**აღწერა: **ერთგვაროვანი თეთრი ფერის კრემი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება

**ათქ კოდი: **N01BB20

ფარმაკოდინამიკა:

კრემი ემლა შეიცავს აქტიური კომპონენტის სახით ლიდოკაინს და პრილოკაინს, რომელიც არის ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება. კანის ანესთეზია მიიღწევა ლიდოკაინის და პრილოკაინის ეპიდერმისის და დერმის ფენაში შეღწევის ხარჯზე. ანესთეზიის ხარისხი დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და აპლიკაციის ხანგრძლივობაზე.

ინტაქტური კანი:

კრემი ემლას წასმის შემდეგ ინტაქტურ კანზე 1-2 საათით ანესთეზიის ხანგრძლივობა ოკლუზიური ნახვევის მოხსნის შემდეგ შეადგენს 2 საათს. არ არის გამოვლენილი სხვაობა ეფექტურობას (გაუტკივარების ეფექტის მიღწევის დროის ჩათვლით) და კრემის გამოყენების უსაფრთხოებას შორის ინტაქტურ კანზე ხანდაზმულებში (65-96წელი) და უფრო ახალგაზრდა პაციენტებში.კრემი ემლას ზედაპირულ სისხლძარღვებზე მოქმედების შედეგად მოსალოდნელია კანის დროებითი სიფერმკრთალე ან სიწითლე. მსგავსი რეაქციები პაციენტებში გავრცელებული ნეიროდერმიტით (ატოპიური დერმატიტის) შესაძლოა გამოვლინდეს უფრო სწრაფად უკვე კრემის წასმიდან 30-60წუთში, რაც მოწმობს კრემის კანსაფარში უფრო სწრაფ შეღწევაზე.პუნქციური ბიოფსიისათვის (დიამეტრით 4მმ) კრემი ემლას გამოყენება უზრუნველყოფს ინტაქტური კანის ადექვატურ ანესთეზიას პაციენტების 90% -ში 60წუთის შემდეგ კრემის წასმის შემდეგ ნემსის 2 მმ სიღრმეზე შეყვანისას და 120 წუთის შემდეგ ნემსის 3მმ სიღრმეზე შეყვანისას. კრემი ემლას ეფექტურობა არ არის დამოკიდებული კანის ფერზე ან პიგმენტაციაზე (კანის ტიპი I-IV).ისეთი ინფექციების საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინების გამოყენებისას, როგორიცაა წითელა, წითურა, ეპიდერმული პაროტიტი ან კუნთში კომბინირებული ვაქცინები დიფტერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის და Hაემოპჰილუს ინფლუენზა-ს ტიპი ბ გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ, ასევე B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენებისას კრემი ემლას გამოყენება არ ახდენდა ზეგავლენას ანტისხეულების საშუალო ტიტრირებაზე, სისხლის შრატში სპეციფიური ანტისხეულების გამოვლენის ან გაქრობის სიჩქარეზე ან პაციენტთა რაოდენობაზე, რომლებმაც მიაღწიეს ანტისხეულების დამცავ ან დადებით ტიტრს იმუნიზაციის შემდეგ.

სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსი : სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის ანესთეზია მიიღწევა უფრო სწრაფად ინტაქტური კანის ანესთეზიასთან შედარებით პრეპარატის უფრო სწრაფი აბსორბციის შედეგად.
ქალებში კრემი ემლას წასმიდან 5-10 წუთის შემდეგ სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსზე მიიღწევა ანესთეზია, რომელიც საკმარისია არგონული ლაზერით გამოწვეული ტკივილის კუპირებისათვის. ანესთეზიის ხანგრძლივობა შეადგენს 15-20 წუთს (ინდივიდუალური განსაკუთრებული ნიშნების გათვალისწინებით 5-დან 45წთ-მდე).

ქვედა კიდურების ტროფიკული წყლული :

ქვედა კიდურების ტროფიული წყლულის დამუშავებისას კრემის წასმის შემდეგ გაუტკივარების ხანგრძლივობა შეადგენს 4 საათს. არ აღინიშნება პრეპარატის ნეგატიური ზემოქმედება წყლულის მოშუშების პროცესში ან ბაქტერიულ ფლორასთან დამოკიდებულებაში.

ფარმაკოკინეტიკა :

კრემი ემლას სისტემური შეწოვა დამოკიდებულია დოზაზე, აპლიკაციის ხანგრძლივობაზე და კანსაფარის სისქეზე (დამოკიდებულია სხეულის ნაწილზე), ასევე კანის სხვა განსაკუთრებულ ნიშნებზე, მაგალითად კანის დაავადება და პარსვა. ქვედა კიდურების წყლულოვან ზედაპირზე წასმისას პრეპარატის აბსორბციაზე შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს წყლულის მახასიათებლებმა, მაგალითად ზომამ (წყლულის ზედაპირის გაზრდასთან ერთად იზრდება აბსორბციაც).

ინტაქტური კანი:

უფროსებში 60გრ კრემის წასმის შემდეგ თეძოს ინტაქტურ კანზე 400სმ2 ფართობზე (1.5გრ 10სმ2-ზე) 3 საათით ლიდოკაინის სისტემური აბსორბცია დაახლოებით შეადგენს 3%-ს და პრილოკაინის 5%-ს. შეწოვა - ნელი. ლიდოკაინის მაქსიმალური კონცენტრაცია (საშუალო მნიშვნელობა 0.12მკგ/მლ) და პრილოკაინის (საშუალო მნიშვნელობა 0.07მკგ/მლ) სისხლის პლაზმაში მიღწეული იქნა დაახლოებით კრემის წასმიდან 4 საათში. ტოქსიური სიმპტომების გამოვლენის რისკი არსებობს მხოლოდ მოქმედი ნივთიერების კონცენტრაციისას სისხლის პლაზმაში 5-10მკგ/მლ. კრემი ემლას წასმისას დაზიანებულ კანზე პარსვიდან 8-12 საათის შემდეგ ლიდოკაინის და პრილოკაინის პლაზმური მაქსიმალური კონცენტრაცია, როგორც ახალგაზრდებში, ასევე ხანდაზმულებში ძალიან დაბალია.

**ქვედა კიდურების ტროფიკული წყლული: **

ლიდოკაინის (0.05-0.84მკგ/მლ) და პრილოკაინის (0.02-0.08მკგ/მლ) მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო სისხლის პლაზმაში შეადგენს 1-2.5 საათს პრეპარატის წასმის შემდეგ წყლულოვან ზედაპირზე (5-10 გრ კრემი 30წთ).
კრემის არა ერთჯერადი წასმისას წყლულოვან ზედაპირზე არ აღინიშნა პრილოკაინის, ლიდოკაინის ან მათი მეტაბოლიტების კუმულაცია სისხლის პლაზმაში. კრემი ემლას 2-10 გრ რაოდენობა წასმული იქნა წყლულოვან ზედაპირზე 62სმ2-მდე 30-60წთ 3-დან 7-ჯერამდე კვირაში (15ჯერ თვის განმავლობაში).

**სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსი: **

სისხლის პლაზმაში ლიდოკაინის და პრილოკაინის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (საშუალოდ 0.18მკგ/მლ და 0.15მკგ/მლ, შესაბამისად) შეადგენს დაახლოებით 35 წთ პრეპარატის საშოს ლორწოვან გარსზე წასმის მომენტიდან (10 გრ კრემი 10წთ).

**გამოყენების ჩვენებები: **

** მოზრდილებში:**
• კანის ზედაპირული ანესთეზია ინექციისას (მათ შორის ვაქცინაციისას), პუნქციისას, სისხლძარღვების და ვენის კათეტერიზაციისას ქირურგიული ჩარევებისას, მცირე კოსმეტოლოგიური პროცედურების და ეპილაციის ჩათვლით;
• ზედაპირული ანესთეზია ქვედა კიდურების ტროფიული წყლულის ქირურგიული დამუშავებისას (მექანიკური გასუფთავებისას), მაგალითად, ფიბრინის, ჩირქის და ნეკროზული ქსოვილის მოშორებისას.
• სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის ზედაპირული ანესთეზია მტკივნეული მანიპულაციების ჩატარებისას და გაუტკივარებისათვის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ინექციამდე.

ბავშვებში:
• კანის ზედაპირული ანესთეზია ინექციისას (მათ შორის ვაქცინაციისას), პუნქციისას და სისხლძარღვების კათეტერიზაციისას და ზედაპირული ქირურგიული ჩარევებისას (მათ შორის კონტაგიოზური მოლუსკის მოშორებისას).

უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა ამიდური ტიპის ადგილობრივი გამაყუჩებლების ან პრეპარატის ნებისმიერი კომპინენტის მიმართ.
- დღენაკლული ახალშობილები, რომლებიც დაიბადნენ ორსულობის 37 კვირაზე ადრე;
- ახალშობილები 3კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით.

** გამოიყენება სიფრთხილით:**გლუკოზა-6 ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობა, თანდაყოლილი ან იდიოპათიური მეტჰემოგლობინემია, გავრცელებული ნეიროდერმიტი (ატოპიური დერმატიტი), პაციენტები, რომლებიც იღებენ III კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებს (მაგალითად, ამიოდარონს) (იხ. Pპუნქტი ,,განსაკუთრებული მითითებები”).

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა:
კრემი ემლას ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემები მოიპოვება. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა პრეპარატის პირდაპირი ან არაპირდაპირი უარყოფითი ზემოქმედება ორსულობაზე, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარებაზე, მშობიარობის პროცესებზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე. ლიდოკაინი და პრილოკაინი აღწევენ პლაცენტარულ ბარიერში და შესაძლოა აბსორბირდეს ნაყოფის ქსოვილში. არ არსებობს ცნობები სპეციფიური დარღვევების შესახებ რეპროდუქციული პროცესებისას, როგორიცაა მალფორმაციის სიხშირის გაზრდა ან სხვა პირდაპირი ან ირიბი უარყოფითი ზემოქმედებების განვითარება ნაყოფზე.

ლაქტაცია:

ლიდოკაინი და პრილოკაინი ექსკრეტირდებიან დედის რძეში იმ რაოდენობით, რომლებიც არ წარმოადგენს რისკს ბავშვისათვის პრეპარატის თერაპიულ დოზებში გამოყენებისას.

გამოყენების წესი და დოზები: გარეგანი გამოყენებისათვის კანზე ან ლორწოვან გარსზე.

უფროსები:
ინტაქტური კანის ზედაპირული ანესთეზია.

** ჩვენებები ** | დოზები და წასმის წესი | ** აპლიკაციის დრო **
---|---|---
ნემსის შეყვანისას, მაგალითად, სისხლძარღვის კათეტერიზაციისას და სისხლის სინჯის აღებისას | 5 გრ-იანი ტუბის ნახევარი (დაახლ. 2გ) უნდა წაისვათ სქლად 10სმ2 ზედაპირზე და უნდა დაიფაროთ ოკლუზიური საფენი | 1 სთ, მაქსიმუმ 5 სთ
მცირე ქირურგიული მანიპულაციებისას, მაგალითად კონტაგიოზური მოლუსკისა და მეჭეჭების მოშორება. | 1.5-2გ/10სმ2 წაისმევა კანზე სქლად და იფარება ოკლუზიური საფენი | 1სთ, მაქსიმუმ 5 სთ
ახლადგაპარსული კანის დიდ ზედაპირზე (ამბულატორულ პირობებში) | მაქსიმალური რეკომენდებული დოზა 60 გ, მაქსიმალური რეკომენდებული ფართი აპლიკაციისათვის 600სმ2; წაისმევა კანზე სქელი ფენა და იფარება ოკლუზიური საფენით | 1სთ, მაქსიმუმ 5სთ
ზედაპირული პროცედურებისას ფართო ნაწილზე (სტაციონარულ პირობებში), მაგალითად კანის ნაფლეთის აღება. | 1.5-2გ/10სმ2 წაისმევა კანზე სქლად და იფარება ოკლუზიური სახვევით | 2სთ, მაქსიმუმ 5სთ

**ქვედა კიდურების ტროფიული წყლულების ზედაპირული ანესთეზია **

ქვედა კიდურების ტროფიული წყლულების ქირურგიული დამუშავებისას (მექანიკური გასუფთავება): ერთჯერადი დოზა დაახლოებით 1-2 გ/10 სმ2; კრემი წაისმევა სქელ ფენად წყლულოვან ზედაპირზე, არაუმეტეს 10 გ თითო პროცედურისას. დაიდეთ ოკლუზიური სახვევი. აპლიკაციის დრო: მინიმუმ 30 წთ.
კრემის გახსნილი ტუბი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის, ტუბი ნარჩენი კრემით უნდა გადააგდოთ ერთ პაციენტზე გამოყენების შემდეგ. წყლულების დამუშავებისას, როდესაც ქსოვილში პრეპარატის შეღწევა გართულებულია, შესაძლებელია აპლიკაციის დროის გაზრდა 60 წთ-მდე. მექანიკური გასუფთავება აუცილებელია დაიწყოთ არაუგვიანეს 10 წთ კრემის მოშორებიდან.
ქვედა კიდურების წყლულებზე მანიპულაციისას კრემი ემლა გამოიყენება 15 ჯერ 1-2 თვის განმავლობაში ეფექტურობის და ადგილობრივი რეაქციების განვითარების სიხშირის გაზრდის გარეშე.

**სასქესო ორგანოების ზედაპირული ანესთეზია: **

სასქესო ორგანოების კანი:
გაუტკივარება ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებების ინექციამდე:
მამაკაცები: 1გრ/10 სმ2. კრემი წაისმევა სქელ ფენად კანზე.
აპლიკაციის დრო: 15წთ.
ქალები: 1-2 გრ/10სმ2. კრემი წაისმევა სქელ ფენად კანზე.
აპლიკაციის დრო: 60წთ.

**ლორწოვანი გარსის და სასქესო ორგანოების ზედაპირული ანესთეზია: **

კონდილომების მოცილებისას და ადგილობრივი საანესთეზიოების ინექციამდე გაუტკივარებისათვის: დაახლოებით კრემის 5-10გ, დასამუშავებელი ზედაპირის ფართობის შესაბამისად. კრემის წასმა უნდა მოხდეს ლორწოვანი გარსის მთლიან ზედაპირზე, მათ შორის ლორწოვანი გარსის ნაოჭებში. არ არის საჭირო ოკლუზიური ნახვევის დადება. აპლიკაციის დრო: 5-10 წუთი. პროცედურა უნდა ჩატარდეს კრემის მოცილებისთანავე.

ბავშვები:

გაუტკივარება ნემსის შეყვანისას, კონტაგიოზური მოლუსკის მოსაცილებლად და სხვა მცირე ზედაპირზე ქირურგიული მანიპულაციების ჩასატარებლად. კრემი წაისმევა სქლად კანზე და უნდა დაიფაროს ოკლუზიური ნახვევით. დოზა უნდა შეესაბამებოდეს დასამუშავებელი ზედაპირის ფართობს და არ უნდა აღემატებოდეს 1 გ კრემს 10სმ2-ზე.
ქვედა კიდურების ტროფიული წყლულების ზედაპირული ანესთეზია:

ქვედა კიდურების ტროფიული წყლულების ქირურგიული დამუშავებისას (მექანიკური გასუფთავება): ერთჯერადი დოზა დაახლოებით 1-2 გ/10 სმ2; კრემი წაისმევა სქელ ფენად წყლულოვან ზედაპირზე, არაუმეტეს 10 გ თითო პროცედურისას. დაიდეთ ოკლუზიური სახვევი. აპლიკაციის დრო: მინიმუმ 30 წთ.
კრემის გახსნილი ტუბი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის, ტუბი ნარჩენი კრემით უნდა გადააგდოთ ერთ პაციენტზე გამოყენების შემდეგ. წყლულების დამუშავებისას, როდესაც ქსოვილში პრეპარატის შეღწევა გართულებულია, შესაძლებელია აპლიკაციის დროის გაზრდა 60 წთ-მდე. მექანიკური გასუფთავება აუცილებელია დაიწყოთ არაუგვიანეს 10 წთ კრემის მოშორებიდან.
ქვედა კიდურების წყლულებზე მანიპულაციისას კრემი ემლა გამოიყენება 15 ჯერ 1-2 თვის განმავლობაში ეფექტურობის და ადგილობრივი რეაქციების განვითარების სიხშირის გაზრდის გარეშე.

**სასქესო ორგანოების ზედაპირული ანესთეზია: **

სასქესო ორგანოების კანი:
გაუტკივარება ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებების ინექციამდე:
მამაკაცები: 1გრ/10 სმ2. კრემი წაისმევა სქელ ფენად კანზე.
აპლიკაციის დრო: 15წთ.
ქალები: 1-2 გრ/10სმ2. კრემი წაისმევა სქელ ფენად კანზე.
აპლიკაციის დრო: 60წთ.

**ლორწოვანი გარსის და სასქესო ორგანოების ზედაპირული ანესთეზია: **

კონდილომების მოცილებისას და ადგილობრივი საანესთეზიოების ინექციამდე გაუტკივარებისათვის: დაახლოებით კრემის 5-10გ, დასამუშავებელი ზედაპირის ფართობის შესაბამისად. კრემის წასმა უნდა მოხდეს ლორწოვანი გარსის მთლიან ზედაპირზე, მათ შორის ლორწოვანი გარსის ნაოჭებში. არ არის საჭირო ოკლუზიური ნახვევის დადება. აპლიკაციის დრო: 5-10 წუთი. პროცედურა უნდა ჩატარდეს კრემის მოცილებისთანავე.

**ბავშვები: **

გაუტკივარება ნემსის შეყვანისას, კონტაგიოზური მოლუსკის მოსაცილებლად და სხვა მცირე ზედაპირზე ქირურგიული მანიპულაციების ჩასატარებლად. კრემი წაისმევა სქლად კანზე და უნდა დაიფაროს ოკლუზიური ნახვევით. დოზა უნდა შეესაბამებოდეს დასამუშავებელი ზედაპირის ფართობს და არ უნდა აღემატებოდეს 1 გ კრემს 10სმ2-ზე.
ქვედა კიდურების ტროფიული წყლულების ზედაპირული ანესთეზია:

ქვედა კიდურების ტროფიული წყლულების ქირურგიული დამუშავებისას (მექანიკური გასუფთავება): ერთჯერადი დოზა დაახლოებით 1-2 გ/10 სმ2; კრემი წაისმევა სქელ ფენად წყლულოვან ზედაპირზე, არაუმეტეს 10 გ თითო პროცედურისას. დაიდეთ ოკლუზიური სახვევი. აპლიკაციის დრო: მინიმუმ 30 წთ.
კრემის გახსნილი ტუბი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის, ტუბი ნარჩენი კრემით უნდა გადააგდოთ ერთ პაციენტზე გამოყენების შემდეგ. წყლულების დამუშავებისას, როდესაც ქსოვილში პრეპარატის შეღწევა გართულებულია, შესაძლებელია აპლიკაციის დროის გაზრდა 60 წთ-მდე. მექანიკური გასუფთავება აუცილებელია დაიწყოთ არაუგვიანეს 10 წთ კრემის მოშორებიდან.
ქვედა კიდურების წყლულებზე მანიპულაციისას კრემი ემლა გამოიყენება 15 ჯერ 1-2 თვის განმავლობაში ეფექტურობის და ადგილობრივი რეაქციების განვითარების სიხშირის გაზრდის გარეშე.

**სასქესო ორგანოების ზედაპირული ანესთეზია: **

სასქესო ორგანოების კანი:
გაუტკივარება ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებების ინექციამდე:
მამაკაცები: 1გრ/10 სმ2. კრემი წაისმევა სქელ ფენად კანზე.
აპლიკაციის დრო: 15წთ.
ქალები: 1-2 გრ/10სმ2. კრემი წაისმევა სქელ ფენად კანზე.
აპლიკაციის დრო: 60წთ.

**ლორწოვანი გარსის და სასქესო ორგანოების ზედაპირული ანესთეზია: **

კონდილომების მოცილებისას და ადგილობრივი საანესთეზიოების ინექციამდე გაუტკივარებისათვის: დაახლოებით კრემის 5-10გ, დასამუშავებელი ზედაპირის ფართობის შესაბამისად. კრემის წასმა უნდა მოხდეს ლორწოვანი გარსის მთლიან ზედაპირზე, მათ შორის ლორწოვანი გარსის ნაოჭებში. არ არის საჭირო ოკლუზიური ნახვევის დადება. აპლიკაციის დრო: 5-10 წუთი. პროცედურა უნდა ჩატარდეს კრემის მოცილებისთანავე.

ბავშვები:

გაუტკივარება ნემსის შეყვანისას, კონტაგიოზური მოლუსკის მოსაცილებლად და სხვა მცირე ზედაპირზე ქირურგიული მანიპულაციების ჩასატარებლად. კრემი წაისმევა სქლად კანზე და უნდა დაიფაროს ოკლუზიური ნახვევით. დოზა უნდა შეესაბამებოდეს დასამუშავებელი ზედაპირის ფართობს და არ უნდა აღემატებოდეს 1 გ კრემს 10სმ2-ზე.

ასაკი | წასმის ფართობი |
---|---|---
0-3 თვე | მაქსიმუმ 10სმ2 (ჯამური 1 გრ კრემი) (მაქსიმალური დღიური დოზა) | 1სთ (მნიშვნელოვანია: არაუმეტეს 1 სთ).
3-12 თვე | მაქსიმუმ 20 სმ2 (ჯამური 2გრ კრემი) | 1სთ
1-6 წელი | მაქსიმუმ 100 სმ2 (ჯამური 10გრ კრემი) | 1სთ მაქსიმუმ 4სთ
6-12 წელი | მაქსიმუმ 200 სმ2 (ჯამური 20გრ კრემი) | 1სთ მაქსიმუმ 4სთ

**კრემი ემლას 3.5სმ სიგრძის ზოლი შეესაბამება დაახლოებით 1გ, დოზას. **

აპლიკაციის დროის გაზრდა ამცირებს ანესთეზიას. ბავშვებში ატოპიური დერმატიტით აპლიკაციის დრო უნდა შემცირდეს 30 წთ-მდე.
კრემის წასმა უნდა მოხდეს სქელ ფენად კანზე და უნდა დაიფაროს ოკლუზიური ნახვევით.

რეკომენდაციები პრეპარატის წასმის შესახებ:

1. გახვრიტეთ ალუმინის ტუბის დამცავი მემბრანა ხრახნიანი თავსახურის გამოყენებით, გამოდევნეთ ტუბიდან კრემის საკმარისი რაოდენობა და წაისვით პროცედურის ჩასატარებელ ადგილას. კანის საფარის ანესთეზიისას შესაძლებელია ოკლუზიური საკრავის გამოყენება (შეფუთვაში არის 5X5 გრ).
2. ა) აიღეთ ერთი ოკლუზიური საკრავი და მოაშორეთ მისი ცენტრალური ნაწილი.
ბ) მოხსენით ქაღალდის საფენი უკანა მხრიდან.
ქვედა კიდურების ტროფიული წყლულების ანესთეზიისას გამოიყენეთ ოკლუზიური ნახვევი პვქ-დან.
3. საფენით დაფარეთ კრემი ისე, რომ კრემი დარჩეს სქელ ფენად და არ გამოვიდეს საფენის ქვეშ. ფრთხილად დაასწორეთ სახვევის კიდეები, ისე რომ არ მოხდეს კრემის გადმოსვლა.
4. შეფუთვაში არსებული ოკლუზიური დასაკრავის გამოყენებისას მოხსენით ქაღალდის ჩარჩო. პრეპარატის წასმის დრო შეგიძლიათ ჩაიწეროთ ნახვევზევე.
5. რეკომენდებული დროის გასვლის შემდეგ მოიშორეთ ნახვევი და ნარჩენი კრემი.

გვერდითი მოქმედება:

ინტაქტურ კანზე აპლიკაციის შემთხვევაში

ხშირი (>1%, <10%) | კანი: ტრანზიტორული ადგილობრივი რეაქციები პრეპარატის წასმის ადგილას, როგორიცა სიფერმკრთალე, სიწითლე და შეშუპება
---|---
არახშირი (>0.1%, <1%) | კანი:წასმის პირველ მომენტში მსუბუქი წვა და ქავილი (პრეპარატის წასმის არეში)
იშვიათი (<0.1%) | ზოგადი: ალერგიული რეაქციები, უფრო რთულ შემთხვევებში - ანაფილაქსიური შოკი. მეტჰემოგლობინემია და/ან ციანოზი. რეაქცია პრეპარატის წასმის უბანზე, როგორიცაა ჰემორაგიული გამონაყარი ან წერტილოვანი სისხლჩაქცევები, განსაკუთრებით ატოპიური დერმატიტის ან კონტაგიოზური მოლუსკის მქონე ბავშვებში ხანგრძლივი აპლიკაციის შემდეგ. თვალში შემთხვევით მოხვედრის შემთხვევაში, რქოვანას გაღიზიანება.

ქვედა კიდურების ტროფიულ წყლულებზე აპლიკაციის შემთხვევაში

ხშირი (>1%, <10%) | კანი: ტრანზიტორული ადგილობრივი რეაქციები პრეპარატის წასმის ადგილას, როგორიცა სიფერმკრთალე, სიწითლე და შეშუპება; წასმის პირველ მომენტში მსუბუქი წვა, ქავილი და სითბოს შეგრძნება (პრეპარატის წასმის არეში).
---|---
არახშირი (>0.1%, <1%) | კანი: კანის გაღიზიანება (პრეპარატის წასმის არეში).
იშვიათი (<0.1%) | ზოგადი: ალერგიული რეაქციები, უფრო რთულ შემთხვევებში - ანაფილაქსიური შოკი.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის რეკომენდებული დოზირების რეჟიმის შენარჩუნებისას ნაკლებად მოსალოდნელია სისტემური ტოქსიკური ნიშნების განვითარება. ინტოქსიკაციის სიმპტომები მოსალოდნელია, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი საანესთეზიოების გამოყენებისას, მაგალითად ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნება, ასევე ცნს-ს და გულის მუშაობის დათრგუნვის რთული შემთხვევა.
იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი მეტჰემოგლობინემიის განვითარების შემთხვევები. პრილოკაინი მაღალ დოზებში იწვევს მეტჰემოგლობინის შემცველობის გაზრდას. 125მგ პრილოკაინის 5 საათის განმავლობაში ზედაპირულმა წასმამ გამოიწვია მეთჰემოგლობინემიის ზომიერი მომატება 3 თვის ბავშვში. ლიდოკაინის ზედაპირულმა წასმამ 8.6-17.2მგ/კგ დოზით გამოიწვია სერიოზული ინტოქსიკაცია ახალშობილებში.
მკურნალობა
რთული ნევროლოგიური სიმპტომები (კრუნჩხვა, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა) საჭიროებენ სიმპტომურ მკურნალობას, მათ შორის კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნას და აუცილებლობის შემთხვევაში ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას. მეთჰემოგლობინემიის განვითარების შემთხვევაში ანტიდოტი არის მეთილთიონის ქლორიდი (მეთილის ლურჯი).
პრეპარატის ნელი სისტემური აბსორბციის გამო უნდა უზრუნველყონ პაციენტზე მეთვალყურეობა რამოდენიმე საათის განმავლობაში ინტოქსიკაცის მკურნალობის დაწყებიდან.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

პაციენტები, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებიც ახდენენ მეთჰემოგლობინემიის განვითარების ინდუცირებას (მაგალითად, სულფო-ჯგუფის შემცველი პრეპარატები), ემლას საცხმა შესაძლოა ხელი შეუწყოს სისხლში მეთჰემოგლობინის კონცენტრაციის გაზრდას.
სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებებით და სტრუქტურულად მათთან მსგავსი პრეპარატებით მკურნალობისას (მათ შორის ტოკაინიდით), გასათვალისწინებელია სისტემური ეფექტების გაძლიერების რისკი ემლას კრემის მაღალი დოზირების გამოყენებისას. ლიდოკაინი/პრილოკაინის III ჯგუფის ანტიარითმიულ პრეპარატებთან ურთიერთქმედების შეფასების მიზნით სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა, უნდა დაიცვათ სიფრთხილე პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას.
ფარმაცევტული ურთიერთქმედებები: არ არის დადგენილი.
პრეპარატებმა, რომლებიც ახდენენ ლიდოკაინის კლირენსის შემცირებას (მაგალითად, ციმეტიდინი ან ბეტა-ადრენობლოკატორები), შესაძლოა გამოიწვიონ პლაზმაში პოტენციურად ტოქსიური კონცენტრაციები ლიდოკაინის განმეორებითი მაღალი დოზის გამოყენებისას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნული ურთიერთქმედება არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი ლიდოკაინით ხანმოკლე თერაპიისას (მაგალითად, კრემით ემლა) რეკომენდებულ დოზებში.

განსაკუთრებული მითითებები:

პაციენტები, რომლებთაც აღენიშნებათ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის ან თანდაყოლილი ან იდიოპათიური მეთჰემოგლობინებია უფრო ექვემდებარებიან წამლაზე დამოკიდებულ მეტჰემოგლობინემიას.
არ არის დადგენილი კრემის გამოყენების ეფექტურობა ახალშობილებში ფეხიდან სისხლის ანალიზის აღების პროცედურებისას.
უნდა დაიცვათ სიფრთხილე კრემი ემლას წასმისას თვალის გარშემო, რადგან პრეპარატი იწვევს თვალის გაღიზიანებას. დამცავი რეფლექსების გაქრობამ შესაძლოა გამოიწვიოს რქოვანას გაღიზიანება ან დაზიანება. კრემის თვალში მოხვედრის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა დაიბანოთ თვალი წყლით ან 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით და დაიცავით თვალი დამცავი რეფლექსების აღდგენამდე.
აუცილებლად უნდა დაიცვათ სიფრთხილე პრეპარატის კანზე წასმისას ატოპიური დერმატიტისას; აპლიკაციის დრო შესაძლოა შემცირდეს (15-30 წთ).
კრემი ემლას გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება 3 თვემდე ასაკის ბავშვებში განისაზღვრა ერთჯერადი დოზის წასმის შემდეგ. ასეთ ბავშვებში კრემის წასმის შემდეგ აღინიშნა ხშირად სისხლში მეტჰემოგლობინის შემცველობის დროებითი მომატება 13 საათამდე ხანგრძლივობით. მაგრამ სისხლში მეტჰემოგლობინის შემცველობის მომატება არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი. პაციენტები, რომლებიც იღებენ III კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებს (მაგალითად, ამიოდარონი), უნდა იმყოფებონდენ მუდმივი მეთვალყურეობის და ელ. კარდიოგრამის კონტროლის ქვეშ, რადგან მოსალოდნელია გულის მოქმედებაზე ზემოქმედება.
არ შეიძლება ემლას კრემის წასმა დაზიანებულ ყურის აპკზე ან კრემის შუა ყურში შეღწევის ალბათობის სხვა შემთხვევების არსებობისას.
არ წაისვათ კრემი ღია ჭრილობებზე. პრეპარატის აბსორბციის შესახებ არასაკმარისი მონაცემების არსებობის გამო არ არის რეკომენდებული კრემის წასმა ბავშვებში სასქესო ორგანოს ლორწოვან გარსზე.
ლიდოკაინს და პრილოკაინს 0.5-2%-ზე მაღალი კონცენტრაციისას ახასიათებთ ბაქტერიციდული და ანტივირუსული თვისებები. ამასთან დაკავშირებით რეკომენდებულია კრემის გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა კანქვეშ ცოცხალი ვაქცინის ჩატარებისას (მაგ. ბცჟ).
მონაცემების არ არსებობის გამო, არ არის რეკომენდებული ემლას კრემის და იმ პრეპარტების ერთდროული გამოყენება, რომლებიც იწვევენ მეტჰემოგლობინემიას ბავშვებში 0-დან 12 თვემდე ასაკში.

ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და ტექნიკასთან მუშაობისას
არ ახდენს ზეგავლენას ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.

გამოშვების ფორმა:

ადგილობრივი და გარეგანი გამოყენების კრემი (ალუმინის ტუბი) 5გრ და 25გრ.
5გრ ალუმინის ტუბი, დახუფული ალუმინის მემბრანით და დახურული ხრახნიანი თავსახურით.
5 ტუბი ოკლუზიურ დასაკრავთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პირველადი გახსნის კონტროლით.
25გრ ალუმინის ტუბში, დახუფული ალუმინის მემბრანით და დახურული ხრახნიანი თავსახურით. 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

**ვარგისიანობის ვადა: **

3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

ინახება 30ºჩ –ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდობელ ადგილას. არ გაყინოთ.

გაცემის წესი: ურეცეპტოდ

იურიდიული პირის დასახელება და მისამართი, ვიზეც გაცემულია რეგისტრაციის მოწმობა

astra zeneka ab, SvedeTi
SE-151 85 sodertalie, SvedeTi
AstraZeneca AB, Sweden
SE-151 85 Sodertalje, Sweden
მწარმოებელი:

resifarm karlskoga ab, SvedeTi
biorkbornsvagen 5, SE-691 33 karlskoga, SvedeTi
Recipharm Karlskoga AB, Sweden
Bjorkbornsvagen 5, SE-691 33 Karlskoga, Sweden
ხარისხის კონტროლის გამცემი :

1. astra zeneka ab. SvedeTi
SE-151 85 sodertalie, SvedeTi
AstraZeneca AB, Sweden
SE-151 85 Sodertalje, Sweden
2. resifarm karlskoga ab, SvedeTi
biorkbornsvagen 5, SE-691 33 karlskoga, SvedeTi
Recipharm Karlskoga AB, Sweden
Bjorkbornsvagen 5, SE-691 33 Karlskoga, Sweden
დამატებითი ინფორმაცია მიიღება მოთხოვნის საფუძველზე:
კომპანია ასტრა ზენეკა იუკეი ლიმიტედი, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობა ქ. მოსკოვში და შპს ასტრა ზენეკა ფარმასიუტიკალს:
125284 მოსკოვი, ბეგოვაიას ქ. 3, შენობა 1
ტელ: +7495 7995699
ფაქსი: +7495 7795698

ემლა - სავაჭრო ნიშანი, კომპანია ასტრა ზენეკას კუთვნილება.
ასტრა ზენეკა 2007-2014

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ემლა 5% 5გ #5 კრემი
  • სახელი: ემლა 5% 5გ #5 კრემი
  • მწარმოებელი: Recipharm Karlskoga AB (შვედეთი)
  • შეფუთვა: 5% (25მგ + 25მგ)/გ 5გ ადგილობრივი და გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №5
Aversi 74.63 ლ
ემლა 5% კრემი #5(თურქ)
  • სახელი: ემლა 5% კრემი #5(თურქ)
  • შეფუთვა: (25მგ + 25მგ)/გ 5გ ადგილობრივი და გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №5
Aversi 93.39 ლ
ემლა კრემი 25მგ+25მგ 5გრ ტუბი #5
  • სახელი: ემლა კრემი 25მგ+25მგ 5გრ ტუბი #5
  • შეფუთვა: (25მგ + 25მგ)/გ 5გ ადგილობრივი და გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №5
Pharmadepot 70.95 ლ
ემლა კრემი 25მგ+25მგ 5გრ ტუბი #5
  • სახელი: ემლა კრემი 25მგ+25მგ 5გრ ტუბი #5
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: (25მგ + 25მგ)/გ 5გ ადგილობრივი და გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №5
GPC 70.95 ლ
Emla - ემლა კრემი 5გ 5 ცალი
  • სახელი: Emla - ემლა კრემი 5გ 5 ცალი
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 5% (25მგ + 25მგ)/გ 5გ ადგილობრივი და გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №5
PSP 70.2 ლ
ემლა კრემი 5გ 5 ტუბი
  • სახელი: ემლა კრემი 5გ 5 ტუბი
  • მწარმოებელი: Recipharm Karlskoga AB (შვედეთი)
  • შეფუთვა: (25მგ + 25მგ)/გ 5გ ადგილობრივი და გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №5
PSP 66.99 ლ
ემლა კრემი 25მგ+25მგ 5გრ ტუბი #5
  • სახელი: ემლა კრემი 25მგ+25მგ 5გრ ტუბი #5
Pharmadepot 78 ლ
ემლა კრემი 25მგ+25მგ 5გრ ტუბი #5
  • სახელი: ემლა კრემი 25მგ+25მგ 5გრ ტუბი #5
GPC 78 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით