ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, A და D ვიტამინების კომბინაციები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა
1 მლ ხსნარი (დაახლოებით 34 წვეთი) შეიცავს:
Retinoli palmitas (ვიტამინი A) 20 000 სე
Cholecalciferolum (ვიტამინი D) 10 000 სე
დამხმარე ნივთიერებები:
პოლისორბიტ 80 (Tween 80), ბენზილის სპირტი (0015გ), გლიცერინი, პროპილენგლიკოლი
(0,1გ), ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ანისულის არომატი, გასუფთავებული
წყალი.ჩვენებები
რაქიტის პროფილაქტიკისთვის: სიცოცხლის პირველ თვეებში – 4 თვის ასაკის ჩვილებში
(როდესაც ბავშვს გააჩნია ვიტამინ A-ს საკმარისი რაოდენობით გარანტირებული მიღება)
შესაძლებელია ვიტამინ D3-ს (წყალხსნარის ფორმით) გამოყენება ვიტამინ A-ს
დამატების გარეშე. ფიზიკური განუვითარებლობის პროფილაქტიკა ჩვილ ბავშვებსა და
მოზარდებში, ვიტამინ A-სა და D3-ის დეფიციტური მდგომარეობის პროფილაქტიკა.
კანისა და ლორწოვანი გარსის დაავადება (მაგალითად ფსორიაზÁ, იხტიოზი,
დერმატოზები).
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად, კოვზის საშუალებით.
შენიშვნა: პრეპარატის 1 წვეთი შეიცავს დაახლოებით 580 სე ვიტამინ A-სა და 290 სე
ვიტამინ D3-ს. ზუსტი დოზის მისაღებად ბოთლი უნდა დავიჭიროთ 45o კუთხით.
დოზა დგინდება ინდივიდუალურად.
თუკი დოზა ექიმის მიერ არ არის დადგენილი, მაშინ რეკომენდებულია ქვემოთ მოყვანილი
დოზა პროფილაქტიკის მიზნით:
- 4 კვირიდან 12 თვემდე ასაკის ბავშვებში – 2 წვეთი დღე-ღამეში;
- 12 თვის ასაკის ზევით ბავშვებში – 3 წვეთი დღე-ღამეში;
- მოზრდილებში – 3 წვეთი 2-ჯერ დღე-ღამეში;
ჰიპერდოზირება:
პრეპარატის ჰიპერ დოზით გამოყენებისას (ჰიპერვიტამინოზი) შესაძლებელია შემდეგ
სიმპტომების განვითარება: სისუსტე, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება,
ყაბზობა, მოუსვენრობა, წყურვილი, პირის სიმშრალე, პოლიურია, კუჭის წვენის
მომატებული მჟავიანობა, ფაღარათი, ნაწლავის ჭვალი, ეპიდერმისის აქერცლვა, კანზე
გამონაყარი, სახსრებისა და ძვლების ტკივილი. ხშირი სიმპტომებია:
თავის ტკივილი, დეპრესია, ფსიქოზური დარღვევები, ატაქსია, სტუპორი და სხეულის
წონის დაკლება. ვითარდება აგრეთვე, თირკმლის ფუნქციის დარღვევა ალბუმინურიით,
ერითროციტურიით და პოლიურიით, საშუალო სიმძიმის არტერიული ჰიპერტონიით.
შესაძლებელია განვითარდეს თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, შარდ-
კენჭოვანი დაავადება და ქსოვილების კალციფიკაცია, თმის ცვენა. იშვიათად ვითარდება
ქლესტატური სიყვითლე.უკუჩვენება
პრეპარატისა და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, A
და D-ს ჰიპერვიტამინოზი, თირკმლის უკმარისობა, პრეპარატის შეწოვის დაქვეითება.
ვიტამინ A-სა და ვიტამინ D-ს შემცველი სხვა პრეპარატების გამოყენებისას საჭიროა
სადღეღამისო დოზის საგულდაგულოდ შერჩევა, რათა თავიდან ავიცილოთ ჰიპერდოზირების
სიმპტომები.
პრეპარატისა და ვიტამინ A-სა და ვიტამინ D-ს შემცველი სხვა პრეპარატების
ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
4 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული,
ვინაიდან, მოსალოდნელია, მასში შემავალი ბენზილის სპირტის მიმართ მომატებული
მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა ექიმის ინფორმირება ორსულობისა ან მასზე
ეჭვის არსებობისას. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება
მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ვიტამინ A-ს დღე-ღამეში 4000 სე დოზის (პრეპარატის 6 წვეთი) გადაჭარბება არ არის
რეკომენდებული.ინახება ცივ ადგილას, (5-15 oC ტემპერატურაზე), სინათლისგან და
ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
აქვადეტრიმი პლუსი
Aquadetrim plus
სავაჭრო დასახელება
აქვადეტრიმი პლუსი
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება
Retinolum + Cholecalciferolum
რეტინოლი +ქოლეკალციფეროლი
წამლის ფორმა
შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი
შემადგენლობა
ხსნარის 1 მლ (დაახლოებით 34 წვეთი) შეიცავს:
რეტინოლის პალმიტატი (ვიტამი A) 20 000 სე,
ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) 10 000 სე,
დამხმარე საშუალებები: პოლისორბატი 80, ბენზილის სპირტი, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატ დოდეკაჰიდრატი, ანისის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
A11CB. ვიტამინები. A და D ვიტამინების კომბინაცია.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი A, რომელიც მიეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინებს, აუცილებელია ორგანიზმის ზრდის პროცესებისთვის, ეპითელიური ქსოვილებისა და ლორწოვანი გარსების დიფერენცირებისა და ფუნქციონირებისათვის. ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას თავისუფალ რადიკალებთან შეკავშირებით და ციტოპროტექტორული მოქმედებით. მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიგმენტ როდოსპინის წარმოქმნის პროცესში, რომელიც უზრუნველყოფს ბინდის დროს მხედველობითი აღქმის უნარს. მონაწილეობს ცილების, ნახშირწყლების, სტეროიდული ჰორმონების მეტაბოლიზმში. გავლენას ახდენს თირეოთროპული ჰორმონის სეკრეციასა და ქსოვილებში თიროქსინის ნეიტრალიზაციაზე. ასტიმულირებს ღვიძლის ენზიმატურ აქტივობას. A ვიტამინის დეფიციტი იწვევს ქსეროფთალმიას, ბინდის დროს მხედველობის გაუარესებას, კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალეს.
ვიტამინი D3 და მისი მეტაბოლიტები მონაწილეობენ სისხლში კალციუმისა და ფოსფატების ფიზიოლოგიური კონცენტრაციების შენარჩუნებაში. პარატჰორმონთან ერთად ზრდიან კუჭ- ნაწლავის ტრაქტში კალციუმის შეწოვას, ღვიძლის არხებში კალციუმის რეაბსორბციას და ქსოვილის ძვლებში ოსტეოკლასტების აქტივობას. კალციუმის სათანადო დონის შენარჩუნების წყალობით მიმდინარეობს ძვლების უჯრედშორისი ნივთიერების მინერალიზაცია, რომელიც სინთეზირდება ოსტეობლასტებით. სისხლში კალციუმის დონის შენარჩუნებას ასევე გააჩნია განმსაზღვრელი მნიშვნელობა ნერვ-კუნთოვანი გამტარობისთვის.
A და D3 ვიტამინების ერთობლივი მოქმედება ასევე დაკავშირებულია ჰეტეროდიმერის არსებობასთან, რომელიც წარმოიქმნება რეტინოიდების რეცეპტორების RXR (9-ცის- რეტინის მჟავას რეცეპტორი) ან RAR (რეტინის მჟავა) დიმერიზაციის შედეგად D-VDR ვიტამინის სტეროიდული რეცეპტორით. VDR-RXR ჰეტეროდიმერის მეშვეობით A და D3 ვიტამინები ასტიმულირებენ ტრანსკრიპციის პროცესებს და შეიძლება გავლენა მოახდინონ იმ გენების ექსპრესიაზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ცილების სინთეზზე, ერთობლივად არეგულირებენ რა ორგანიზმში მიმდინარე მრავალ პროცესს. დადასტურებულია, რომ ამგვარად რეგულირდება 40-ზე მეტი ცილის სინთეზი, მათ შორის ეპიდერმისის ზრდის ფაქტორის რეცეპტორი, კერატინი, გარქოვანებული უჯრედების ცილები, აგრეთვე ორნიტინ-დეკარბოქსილაზა, რომელიც არეგულირებს უჯრედების ზრდას. D ვიტამინის რეცეპტორი არ უკავშირდება ფრაგმენტებს, რომლებიც რეაგირებენ D3 ვიტამინზე, თუ არ არსებობს 9-ცის-რეტინის მჟავას რეცეპტორი. შედეგად, A და D3 ვიტამინები ერთობლივად არეგულირებენ საკუთარ მოქმედებას რეცეპტორების ჰეტეროდიმერების მეშვეობით, ავლენენ ანალოგიურ მოქმედებას უჯრედების პროლიფერაციასა და დიფერენციაციაზე და ამის გამო ისინი გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ. A და D3 ვიტამინების ამგვარი კომბინაციის გამოყენების ჩვენებები შეიძლება იყოს ფსორიაზი, T-უჯრედოვანი ლიმფომას მწვავე ფორმა, ფოლიკულური კერატოზი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან A ვიტამინის შეწოვის პროცესი მიმდინარეობს სწრაფად. შეწოვა ძირითადად ხდება წვრილ ნაწლავში. ამ პროცესის ეფექტიანობა შეადგენს 60-90%-ს. A ვიტამინს გააჩნია ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი ბიოლოგიური პერიოდი და კუმულირდება ღვიძლში. რეტინოლი, რომელიც არ დეპონირდება ღვიძლში, ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში მრავალრიცხოვან მეტაბოლიტად და კონიუგირდება გლუკორონის მჟავად, ხოლო შემდეგ ჟანგდება რეტინოლად და რეტინის მჟავად. A ვიტამინის მეტაბოლიტები გამოიდევნება თირკმელებით. მეტაბოლიტების ნაწილი უკავშირდება გლუკორონის მჟავას ან ტაურინს და გამოიდევნება ნაღველით.
D3 ვიტამინის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მიმდინარეობს ნაღველის მჟავების მონაწილეობით, ძირითადად წვრილ ნაწლავში პასიური დიფუზიისას. შეიწოვება შეყვანილი დოზის 50-80%.
D3 ვიტამინი პლაზმაში ტრანსპორტირდება ღვიძლში სინთეზირებად სპეციფიკურ შემაკავშირებელ ცილასთან კომპლექსის სახით. D ვიტამინის მეტაბოლური აქტივაცია ძირითადად ხდება თირკმელებსა და ღვიძლში. D3 ვიტამინი და მისი მეტაბოლიტები გამოიდევნება ძირითადად ნაღველით. D3 ვიტამინის მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტი - კალციტრიოლის მჟავა, გამოიდევნება შარდით.
გამოყენების ჩვენებები
A და D3 ვიტამინის დეფიციტი
კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადებების (მათ შორისაა, ფსორიაზი, იქტიოზი, დერმატოზები ონკოლოგიური დაავადებების ფონზე) დამხმარე მკურნალობა.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, A და D ჰიპერვიტამინოზი, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერკალციემია, აბსორბციის დაქვეითება.
არ გამოიყენება A და D ვიტამინების შემცველ სხვა პრეპარატებთან.
არ გამოიყენება 4 კვირამდე ასაკის ბავშვებში ბენზილის სპირტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამოვლენის შესაძლებლობის გამო.
გამოყენების წესი და დოზები
პერორალურად.
პრეპარატი მიიღება კოვზით სითხესთან ერთად.
შენიშვნა: 1 წვეთი შეიცავს დაახლოებით 580 სე A ვიტამინს და 290 სე D3 ვიტამინს.
დოზები
4 კვირის ასაკის ზემოთ ჩვილები და ბავშვები - 2 წვეთი დღე-ღამეში.
მოზარდები და მოზრდილები - 2 წვეთი დღე-ღამეში.
ორსულები და მეძუძური ქალები - 2 წვეთი დღე-ღამეში.
დოზის გადაჭარბება
A ვიტამინით მწვავე მოწამვლისას, განსაკუთრებით ბავშვებში, აღინიშნება ქალასშიდა წნევის მომატება და ღებინება. A ვიტამინით ქრონიკული მოწამვლისას აღინიშნება: მადის დაკარგვა, გაორმაგებული მხედველობა, შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი, თმის ცვენა, ნახეთქები ტუჩებზე, მომატებული აგზნება, ძვლების გასქელება და ძვლების ტკივილი, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, ჰიპოპლასტური ანემია, ლეიკოპენია, ზოგჯერ ქალასშიდა წნევის მომატება და ჰიდროცეფალია. ბავშვებში აღინიშნება მილისებრი ძვლების ზრდის ეპიფიზარული ზონის ნაადრევი დახურვა.
D3 ვიტამინის ტოქსიკური მოქმედების სიმპტომებია ჰიპერკალცემია, ჰიპეკალიურია, თირკმელების კალციფიკაცია და ძვლების დაზიანება. D3 ვიტამინის ჭარბი დოზირების კლინიკური სიმპტომებია თავის ტკივილი, ლეთარგიული ძილი, მადის დაკარგვა, ძლიერი წყურვილი, პოლიურია, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, კუნთების სისუსტე, სხეულის მასის შემცირება, კონიუნქტივიტი, ფოტოფობია, პანკრეატიტი, წყლიანი ექსუდატი ცხვირიდან, ქავილი, ჰიპერთერმია, ლიბიდოს დაქვეითება, ჰიპერქოლესტერინემია, ამინოტრანსფერაზას აქტივობის მომატება, ჰიპერტენზია, ტაქიარითმია და ურემია.
გვერდითი მოქმედება
ვიტამინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძალიან მაღალი დოზების იშვიათ შემთხვევებში (>1/10000 - <1/1000) შეიძლება განვითარდეს მოწამვლა - D ჰიპერვიტამინოზი ან A ჰიპერვიტამინოზი.
D ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები:
მეტაბოლიზმისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები
სხეულის მასის შემცირება.
ფსიქიკური დარღვევები
დეპრესია, ფსიქიკური დარღვევები.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა.
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
კუნთებისა და სახსრების ტკივილი.
დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ
პოლიურია, ნეფროლითიაზი.
შეიძლება ასევე განვითარდეს პირის სიმშრალე, სისხლში და/ან შარდში კალციუმის დონის მომატება, ქსოვილების კალცინოზი, თავბრუსხვევა, გაღიზიანება, ანგულიტი, თმის ცვენა, კანის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, ანემია, კანქვეშა ქსოვილის შეშუპება და ძვალ-სახსროვანი ტკივილი. როგორც წესი ეს სიმპტომები სრულად გადის ვიტამინების მოხსნის შემდეგ.
A ვიტამინის ხანგრძლივად გამოყენება შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების მიზეზი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
· A ვიტამინის შეწოვა შეიძლება დაირღვეს შემდეგ პრეპარატებთან ერთად მიღების შემთხვევაში:
- ქოლესტირამინი,
- ქოლესტიპოლი,
- ნეომიცინის შიგნით მიღებისას,
- მინერალური ზეთი.
ასეთ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს A ვიტამინის დოზის მომატება. A ვიტამინის შეწოვის შემცირების მიზეზი შეიძლება ასევე იყოს ორლისტატის გამოყენება.
· პერორალური კონტრაცეპტივები ზრდიან პლაზმაში A ვიტამინის კონცენტრაციას.
· A ვიტამინის გამოყენებამ სხვა რეტინოიდებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს მისი ტოქსიკურობის გაძლიერება.
· 50 000 სე-ზე ზემოთ A ვიტამინის მაღალ დოზებთან ერთად ტეტრაციკლინის გამოყენება შეიძლება იყოს ქალასშიდა ჰიპერტენზიის განვითარების მიზეზი.
· ამ პრეპარატის მიღებამ ალკოჰოლთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ჰეპატოტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.
· ალუმინის შემცველი ანტაციდური საშუალებების ხანგრძლივად გამოყენებამ D ვიტამინთან კომბინაციაში შეიძლება ხელი შეუწყოს სისხლში ალუმინის კონცენტრაციის მომატებას და შედეგად - ძვლოვან ქსოვილზე ალუმინის ტოქსიკურ ზემოქმედებას.
· მაგნიუმის შემცველი ანტაციდური საშუალებების და D ვიტამინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმაგნეზემია, განსაკუთრებით თირკმლის თანმხლები ქრონიკული უკმარისობისას.
· D3 ვიტამინისა და ფოსფორის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპერფოსფატემიის განვითარების რისკს.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის დროს არ შეიძლება A ვიტამინით მდიდარი საკვები პროდუქტების (მაგალითად, ღვიძლის) მოხმარება.
განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ორსულ ქალებში.
ვიტამინების ძალიან მაღალი დოზები, რომლებიც გამოიყენება ხანგრძლივად ან პრეპარატის დამტვირთავი დოზები შეიძლება იყოს ქრონიკული A და/ან D3 ჰიპერვიტამინოზის მიზეზი. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება იმობილიზებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ თიაზიდურ პრეპარატებს და სხვა დიურეტიკებს, შარდკენჭოვანი დაავადების, გულის დაავადებების მქონე პაციენტებში და იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ გულის გლიკოზიდებს. პრეპარატის გამოყენების პერიოდში რეკომენდებულია სისხლსა და შარდში კალციუმისა და ფოსფატების დონის პერიოდული კონტროლი. არ შეიძლება ერთდროულად D3 ვიტამინისა და კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის მაღალი დოზების გამოყენება.
ჩვილ ბავშვებში, რომლებსაც დაბადებიდან აქვთ წინა ყიფლიბანდის მცირე ზომები, პრეპარატი ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით.
პრეპარატი შეიცავს ბენზილის სპირტს (0,015 გ 1 მლ-ში). სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა და ჰიპერმგრძნობელობის რეაცქიები 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
გამოყენების წინ ექიმს უნდა აცნობოთ ორსულობის ან საეჭვო ორსულობის შესახებ, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.
თავიდან უნდა იქნას აცილებული A და D3 ვიტამინების მაღალი დოზების გამოყენება ორსულ ქალებში ნაყოფისათვის პოტენციური რისკის გამო. არ შეიძლება დღე-ღამეში 4000 სე-ზე მეტი დოზით A ვიტამინის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში.
არსებითი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ტერატოგენური რისკის განვითარებაზე, შეიძლება იყოს არა მხოლოდ დოზა, არამედ პრეპარატის გამოყენების პერიოდიც. A ვიტამინის ტერატოგენური თვისებების მონაცემები მიუთითებებს A ვიტამინის დეფიციტის შევსების წესების უპირობოდ დაცვის აუცილებლობაზე ქალებში ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში უკიდურესი აუცილებლობისას, როდესაც დიაგნოსტირებულია ამ ვიტამინის დეფიციტი, ხოლო შესაბამისი დიეტა ვერ უზრუნველყოფს ვიტამინზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას, აგრეთვე ორგანიზმში A ვიტამინის ცვლის შეფასების შემდეგ.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიკური დანადგარების მომსახურეობის უნარზე
ზემოქმედებას არ ახდენს.
გამოშვების ფორმა
პრეპარატის 10 მლ მუქი ფერის ფლაკონში, ხრახნიანი თავსახურით, წვეთების დოზატორით და „პირველი გახსნის“ საგარანტიო რგოლით. ფლაკონზე დაკრულია ეტიკეტი. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250C-ზე.
არ შეიძლება მაცივარში შენახვა, არ შეიძლება გაყინვა.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისაგან დასაცავად.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გახსნილი ფლაკონი გამოიყენება 4 თვის განმავლობაში.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შემადგენლობა
1 მლ ხსნარი (დაახლოებით 34 წვეთი) შეიცავს:
Retinoli palmitas (ვიტამინი A) 20 000 სე
Cholecalciferolum (ვიტამინი D) 10 000 სე
დამხმარე ნივთიერებები:
პოლისორბიტ 80 (Tween 80), ბენზილის სპირტი (0015გ), გლიცერინი, პროპილენგლიკოლი
(0,1გ), ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ანისულის არომატი, გასუფთავებული
წყალი.ჩვენებები
რაქიტის პროფილაქტიკისთვის: სიცოცხლის პირველ თვეებში – 4 თვის ასაკის ჩვილებში
(როდესაც ბავშვს გააჩნია ვიტამინ A-ს საკმარისი რაოდენობით გარანტირებული მიღება)
შესაძლებელია ვიტამინ D3-ს (წყალხსნარის ფორმით) გამოყენება ვიტამინ A-ს
დამატების გარეშე. ფიზიკური განუვითარებლობის პროფილაქტიკა ჩვილ ბავშვებსა და
მოზარდებში, ვიტამინ A-სა და D3-ის დეფიციტური მდგომარეობის პროფილაქტიკა.
კანისა და ლორწოვანი გარსის დაავადება (მაგალითად ფსორიაზÁ, იხტიოზი,
დერმატოზები).
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად, კოვზის საშუალებით.
შენიშვნა: პრეპარატის 1 წვეთი შეიცავს დაახლოებით 580 სე ვიტამინ A-სა და 290 სე
ვიტამინ D3-ს. ზუსტი დოზის მისაღებად ბოთლი უნდა დავიჭიროთ 45o კუთხით.
დოზა დგინდება ინდივიდუალურად.
თუკი დოზა ექიმის მიერ არ არის დადგენილი, მაშინ რეკომენდებულია ქვემოთ მოყვანილი
დოზა პროფილაქტიკის მიზნით:
- 4 კვირიდან 12 თვემდე ასაკის ბავშვებში – 2 წვეთი დღე-ღამეში;
- 12 თვის ასაკის ზევით ბავშვებში – 3 წვეთი დღე-ღამეში;
- მოზრდილებში – 3 წვეთი 2-ჯერ დღე-ღამეში;
ჰიპერდოზირება:
პრეპარატის ჰიპერ დოზით გამოყენებისას (ჰიპერვიტამინოზი) შესაძლებელია შემდეგ
სიმპტომების განვითარება: სისუსტე, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება,
ყაბზობა, მოუსვენრობა, წყურვილი, პირის სიმშრალე, პოლიურია, კუჭის წვენის
მომატებული მჟავიანობა, ფაღარათი, ნაწლავის ჭვალი, ეპიდერმისის აქერცლვა, კანზე
გამონაყარი, სახსრებისა და ძვლების ტკივილი. ხშირი სიმპტომებია:
თავის ტკივილი, დეპრესია, ფსიქოზური დარღვევები, ატაქსია, სტუპორი და სხეულის
წონის დაკლება. ვითარდება აგრეთვე, თირკმლის ფუნქციის დარღვევა ალბუმინურიით,
ერითროციტურიით და პოლიურიით, საშუალო სიმძიმის არტერიული ჰიპერტონიით.
შესაძლებელია განვითარდეს თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, შარდ-
კენჭოვანი დაავადება და ქსოვილების კალციფიკაცია, თმის ცვენა. იშვიათად ვითარდება
ქლესტატური სიყვითლე.უკუჩვენება
პრეპარატისა და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, A
და D-ს ჰიპერვიტამინოზი, თირკმლის უკმარისობა, პრეპარატის შეწოვის დაქვეითება.
ვიტამინ A-სა და ვიტამინ D-ს შემცველი სხვა პრეპარატების გამოყენებისას საჭიროა
სადღეღამისო დოზის საგულდაგულოდ შერჩევა, რათა თავიდან ავიცილოთ ჰიპერდოზირების
სიმპტომები.
პრეპარატისა და ვიტამინ A-სა და ვიტამინ D-ს შემცველი სხვა პრეპარატების
ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
4 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული,
ვინაიდან, მოსალოდნელია, მასში შემავალი ბენზილის სპირტის მიმართ მომატებული
მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა ექიმის ინფორმირება ორსულობისა ან მასზე
ეჭვის არსებობისას. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება
მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ვიტამინ A-ს დღე-ღამეში 4000 სე დოზის (პრეპარატის 6 წვეთი) გადაჭარბება არ არის
რეკომენდებული.ინახება ცივ ადგილას, (5-15 oC ტემპერატურაზე), სინათლისგან და
ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა