რიფამპიცინი - RIFAMPICIN
რიფამპიცინი - RIFAMPICIN

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკობაქტერიული საშუალებები, ანტიბიოტიკები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

რიფამპიცინი
(RIFAMPICINUM)

ზოგადი დახასიათება :
_
საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდება:_
რიფამპიცინი; 3[[(4-მეთილ-1-პიპერაზინილი)იმინო]მეთილ]-რიფამიცინი;
_
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:_
მყარი კაფსულები ნარინჯისფერ-ყვითელი თავსხურითა და კორპუსით, რომლებიც შეიცავს აგურისფერ ან ყავისფერ-წითელ თეთრი წერტილებით ფხვნილს;
**
შემცველობა**
: 1 კაფსულა შეიცავს 0.15 გ რიფამპიცინს;
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი ძირითადი, კალციუმის სტეარატი, რძის შაქარი.

გამოშვების ფორმა. კაფსულები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები.

ფარმაკოლოგიური თვისებები. რიფამპიცინი ნახევრადსინთეტიკური ანტიბიოტიკია მოქმედების ფართო სპექტრით. არღვევს რნმ-ს სინთეზს ბაქტერიის უჯრედში. აინჰიბირებს დნმ-დამოკიდებულ რნმ-პოლიმერაზას. აქტიურია ტუბერკულოზისა და ლეპრას მიკობაქტერიების მიმართ, მოქმედებს გრამდადებით (განსაკუთრებით სტაფილოკოკებზე, სტრეპტოკოკებზე, ციმბირის წყლულის ჩხირებზე, კლოსტრიდიებზე და სხვ.) და გრამუარყოფით (მენინგოკოკებზე, გონოკოკებზე) მიკროორგანიზმებზე. ნაკლებად აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიამრთ. მოქმედებს ქლამიდიოზის, რიკეტსიოზის, ბრუცელოზის, ლეგიონელოზის, ტიფის, ტრაქომას გამომწვევებზე. სხვა ანტიბიოტკიკების (განსაკუთრებით რიფამპიცინის) მიმართ ჯვარედინი მდგრადობის არარსებობის შემთხვევაში რიფამპიცინის მიამრთ მიკროორგანიზმების მდგრადობა სწრაფად ვითარდება.

ფარმაკოკინეტიკა. რიფამპიცინი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კავერნებში, პლევრალურ ექსუდატში, სისველეებში შეღწევით, დიდი კონცენტრაციით ილექება ღვიძლისა და თირკმელების ქსოვილებში, ძვლის ქსოვილში და ა.შ. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება შიგნით მიღებიდან 2-2.5 საათში. უერთდება პლაზმის ცილებს (89%). პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცია ორგანიზმში შენარჩუნდება 8-12 საათი (მაღალმგრძნობიარე მიკროორგანიზმებისათვის – 24 სთ). ორგანიზმიდან ძირითადად ნაღვლის წვენთან და შარდთან ერთად გამოიყოფა, უმნიშვნელო ოდენობით – ფეკალიებთან. ნახევრადგამოყოფის პერიოდი 3-5 საათს შეადგენს.

გამოყენების ჩვენებები. რიფამპიცინი გამოიყენება ფილტვებისა და სხვა ორგანოების ტუბერკულოზის დროს (ძირითადი ჩვენება). ინიშნება ლეპრას სხვადასხვა ფორმბისას, ასევე დაავადებებისას, რომლებიც გამოწვეულია პოლირეზისტენტული სტაფილოკოკებით ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებების (ბრონქიტი, პნევმონია), ოსტეომიელიტის, პიელონეფრიტის, საშარდე და სანაღვლე გზების ინფექციების, ქოლეცისტიტის, მწვავე ჰონორეის, ოტიტის, მენინგოკოკური ინფექციის მატარებლების, რიფამპიცინის მიმართ მგრძნობიარე გამაღიზიანებლებით განპირობებული დაავადებების დროს.
რიფამპიცინს გააჩნია ვირულიციდური ეფექტი ცოფის ვირუსის მიმართ, ახშობს რაბიული ენცეფალიტის განვითარებას (ამის გამო პრეპარატი გამოიყენება ცოფის კომპლექსური მკურნალობისათვის ინკუბაციის პერიოდში ანტირაბიული ვაქცინით აქტიური იმუნიზაციის ფონზე).

გამოყენების წესი და დოზები. რიფამპიცინი მიიღება შიგნით უზმოზე (ჭამამდე 0.5-1 საათით ადრე). ტუბერკულოზის მკურნალობისას პრეპარატის დღე-ღამის საშუალო დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 0.45 გ (დღეში ერთხელ). ავადმყოფებში 50 კგ-ზე მეტი სხეულის წონით გამწვავების ფაზაში, დღე-ღამის დოზა შეიძლება გაიზარდოს 0.6 გ-მდე.
რიფამპიცინით მკურნალობის ხანგრძლივობა განპირობებულია პრეპარატის ეფექტურობით და შეიძლება შეადგინოს 1 წელი ან მეტი – ექიმის დანიშნულებით.
3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის დღე-ღამის საშუალო დოზა უდრის 10 მგ/კგ (მაგრამ არაუმეტეს 0.45 გ დღე-ღამეში). რიფამპიცინის ცუდი ამტანობის შემთხვევაში დღე-ღამის დოზა შეიძლება 2 მიღებად გაიყოს.
ლეპრას დროს პრეპარატი შემდეგი სქემებით გამოიყენება:
I: დღე-ღამის დოზა (0.3-0.45 გ) შეიყვანება 1 მიღებაზე, ხოლო ცუდი ამტანობისას – 2 მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა – 3-6 თვე, კურსები მეორდება 1 თვიანი ინტერვალებით;
II: კომბინირებული თერაპიის ფონზე ინიშნება დღე-ღამის დოზა 0.45 გ 2-3 მიღებაზე 2-3 კვირის განმავლობაში, 2-3 თვიანი ინტერვალით 1-2 წლის განმავლობაში (ან იგივე დოზით 2-3-ჯერ კვირაში 6 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში – ექიმის დანიშნულების თანახმად). თერაპია კომპლექსურად ხორციელდება – გამოიყენება იმუნომასტიმულირებელი პრეპარატები.
არატუბერკულოზური წარმოშობის ინფექციების დროს მოზრდილებში რიფამპიცინი გამოიყენება 0.45-0.9 გ დღე-ღამეში, ხოლო ბავშვებში – 8-10 მგ/კგ 2-3 მიღებაზე.
მწვავე ჰონორეის დროს ინიშნება ერთჯერადად დოზით 0.9 გ დღე-ღამეში ან 0.9 გ 1-2 დღის განმავლობაში.
ცოფის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებში ინიშნება 0.45-0.6 გ დღე-ღამეში. მძიმე სიტუაციებისას (თავზე, სახეზე, მტევნებზე კბენა) გამოიყენება 0.9 გ დღე-ღამეში. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება დოზით 8-10 მგ/სხეულის წონის კგ. დღე-ღამის დოზა იყოფა 2-3 მიღებაზე 5-7 დღიანი ხანგრძლივობის მკურნალობის დროს. ცოფის მკურნალობა ტარდება აქტიური იმუნიზაციის პარალელურად. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 1.2 გ, ბავშვებისათვის – 600 მგ.

გვერდითი მოქმედება. რიფამპიცინით მკურნალობისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ეოზინოფილია, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი, გრიპისმაგვარი სინდრომი, ღებინება, გულისრევა, ფაღარათი), დისპეფსიური მოვლენები, ღვიძლისა (ტრანსამინაზას აქტივობის, ბილირუბინის დონის მომატება) და კუჭქვეშა ჯირკვლის დისფუნქციის განვითარება.
ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება ფსევდომემბრანოზული კოლიტი. იშვიათად აღინიშნება: სისხლის წარმოქმნის სისტემის მხრივ – თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია; ცნს-ს მხრივ – თავის ტკივილი, ატაქსია, მხედველობის დარღვევა; შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ – თირკმელების არხების ნეკროზი, ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმელების მწვავე უკმარისობა; ენდოკრინული სისტემის მხრივ – მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

უკუჩვენებები. რიფამპიცინი უკუნაჩვენებია ძუძუს ასაკის ბავშვებისათვის, ორსულობისა და ლაქტაციის დროს, თირკმელების დაავადებების დროს გამოყოფითი ფუნქციის დაქვეითებით, ღვიძლის დაავადებებისას (ჰეპატიტი, სიყვითლე) და ჰიპერმგრძნობელობისას პრეპარატის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. რიფამპიცინი ამცირებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, თეოფილინის, კონტრაცეპტივების, გლიკოზიდური პრეპარატების, ვერაპამილის, ფენიტოინის, ხინიდინის, გლუკოკორტიკოსტეროიდების, ქლორამფენიკოლის, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების აქტივობას ღვიძლის მიკროსომული ინდუქციისა და სისხლში პრეპარატის კონცენტრაციის შემცირების შედეგად.

ჭარბი დოზა. ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, რომლებიც მოითხოვს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას და მადესენსიბილიზირებელი თერაპიის ჩატარებას (ჰისტამინის საწინააღმდეგო საშუალებები, გლუკოკორტიკოიდები და სხვ.). ლეიკოპენიის განვითარებისას რეკომენდებულია ლეიკოპოეზის მასტიმულირებლების დანიშვნა.

გამოყენების განსაკუთრებულობანი. რიფამპიცინი, განსაკუთრებით გამოყენების დასაწყისში, მოწითალო-ნარინჯისფრად ღებავს შარდს, სისველეს, ნერწყვს, ოფლს, ფეკალიებს, ცრემლის სითხეს.
რიფამპიცინის მიმართ მიკროორგანიზმების სწრაფი რეზისტენტულობის წარმოქმნის შედეგად არატუბერკულოზური დაავადებების დროს იგი ინიშნება მხოლოდ სხვა ანტიბიოტიკების არაეფექტურობის შემთხვევაში. ტუბერკულოზის დროს მხოლოდ რიფამპიცინის გამოყენება ხშირად იწვევს მის მიმართ მიკობაქტერიების მდგრადობის განვითარებას. ამიტომ რიფამპიცინი უნდა შეუთავსდეს ეთმბუტოლს, იზონიაზიდს, პირაზინამიდს და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სხვა ანტიბიოტიკებს, რომელთა მიმართაც მგრძნობიარეა ტუბერკულოზის გამომწვევი.
რიფამპიცინის გამოყენება საჭიროებს ექიმის კონტროლს. პრეპარატის ყოველდღიურად გამოყენებისას მისი ამტანობა უკეთესია, ვიდრე ინტერმიტირებადი მკურნალობის დროს.
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას აუცილებელია სისხლისა (ლეიკოპენიის განვითარება!) და ღვიძლის ფუნქციის პერიოდული გამოკვლევა. არ შეიძლება სინჯის გამოყენება ბრომსულფალეინის დატვირთვით, ვინაიდან რიფამპიცინი კონკურენტულად არღვევს მის გამოყოფას. ფრთხილად გამოიყენება გამოფიტულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. მკურნალობის კურსის შეწყვეტის აუცილებლობისას პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოს დოზით 75 მგ დღე-ღამეში, შემდგომ დღე-ღამეებში 75 მგ-ით გაზრდით თერაპიული დოზის მიღწევამდე (თირკმელების ფუნქციის და გლუკოკორტიკოიდებთან შესაძლო გამოყენების კონტროლის ქვეშ).
პარა-ამინოსალიცილმჟავას პრეპარატები, რომლებიც ბენტოინს (ალუმინის ჰიდროსილიკატს) შეიცავს, ინიშნება არანაკლებ 4 საათის შემდეგ რიფამპიცინის მიღებიდან.

შენახვის პირობები. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა. 2 წელი.

გაცემის წესი. რეცეპტით.

შეფუთვა. 10 კაფსულა კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში, 2 შეფუთვა კოლოფში; 1000 კაფსულა პლასტმასის კონტეინერებში.

მწარმოებელი. დსს სსც “ბორშჩაგოვოს ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”.
მისამართი. უკრაინა, 03134, კიევი, მშვიდობის ქ., 17.

**რიფამპიცინის (RIFAMPICIN) **
შედგენილობა :

მოქმედი ნივთიერება: რიფამპიცინი

1 კაფსულა შეიცავს 150 მგ რიფამპიცინს (100% მშრალ ნივთიერებაზე გადათვლით);

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი მსუბუქი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კალციუმის სტეარატი.

კაფსულის თავსახურის და კორპუსის შედგენილობაში შედის საღებავები - ყვითელი დაისი FCF (E110), პონსო 4R (E124) და ტიტანის დიოქსიდი (E171)

წამლის ფორმა. კაფსულები.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: მყარი კაფსულები თავსახურით და ნარინჯისფერ- წითელი კორპუსით, რომლებიც შეიცავს ფხვნილს ან სვეტის სახით ნაწილობრივ ან მთლიანად ფორმირებულ მასას ღია-წითლიდან ყავისფერ-წითელ შეფერილობამდე თეთრი ფერის ჩანართებით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებები. ანტიბიოტიკები

ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.

რიფაპმიცინი წარმოადგენს რიფამპიცინის ჯგუფის ნახევრად სინთეტურ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო I რიგის პრეპარატს. გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება, რომლის მექანიზმი განპირობებულია დნმ-დამოკიდებული რნმ-პოლიმერაზას აქტივობის ინჰიბირებით მასთან კომპლექსის წარმოქმნის გზით, რაც იწვევს მიკროორგანიზმების რნმ‑ის სინთეზის შემცირებას.

რიფამპიცინი - ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი მეტად გამოხატული აქტივობით ტუბერკულოზის მიკობაქტერიების მიმართ.

პრეპარატი აქტიურია სხვადასხვა ტიპის ატიპური მიკობაქტერიების (გარდა M. fortuitum), გრამდადებითი კოკების (სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკების), ციმბირის წყლულის ჩხირების, კლოსტრიდიების მიმართ.

გრამუარყოფითი კოკები - N.meningitidis და N.gonorrhoeae (მათ შორის, β-ლაქტამაზწარმომქმნელი) მართალია მგრძნობიარეა, თუმცა, სწრაფად გამოიმუშავებენ მდგრადობას. აქტიურია H.influenzae მიმართ (მათ შორის, ამპიცილინის და ქლორამფენიკოლის მიმართ მდგრადის), H.ducreyi, B.pertussis, B.antracis, L.monocytogenes, F.tularensis, Legionella pneumophila, Rickettsia prowazekii, Mycobacterium leprae მიმართ. რიფამპიცინს გააჩნია ვირულიციდური მოქმედება ცოფის ვირუსის მიმართ, თრგუნავს რაბიული ენცეფალიტის განვითარებას.

Enterobacteriaceae ოჯახის წარმომადგენლები და არაფერმენტირებადი გრამუარყოფითი ბაქტერიები (Pseudomonas spp., Acinetobacter spp., Stenothrophomonas spp. და ა.შ.) − არამგრძნობიარეა. არ მოქმედებს ანაერობულ მიკროორგანიზმებზე და სოკოებზე.

რიფამპიცინის მიმართ მდგრადობა სწრაფად ვითარდება. ჯვარედინი მდგრადობა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სხვა საშუალებების მიმართ (დანარჩენი რიფამპიცინების გარდა) არ გამოვლენილა.

ფარმაკოკინეტიკა.

რიფამპიცინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ბიოშეღწევადობა უზმოზე მიღებისას შეადგენს 95%. ჭამის დროს მიღებისას ბიოშეღწევადობა მცირდება. ეფექტური კონცენტრაციით ვლინდება ნახველში, ნერწყვში, ნაზალურ გამონადენში, ფილტვებში, პლევრალურ და პერიტონეალურ ექსუდატებში, თირკმელებში, ღვიძლში. კარგად აღწევს უჯრედების შიგნით. აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, ტუბერკულოზური მენინგიტის დროს ეფექტური კონცენტრაციითაა წარმოდგენილი ზურგის ტვინის სითხეში. აღწევს პლაცენტაში და ექსტრაგირდება დედის რძეში. 60-90% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, იხსნება ლიპიდებში. მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლში აღწევს 2 საათის შემდეგ უზმოზე მიღების შემთხვევაში, 4 საათის შემდეგ - კვების შემდეგ მიღების შემთხვევაში. პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცია ორგანიზმში ნარჩუნდება 8-12 საათის განმავლობაში (მაღალმგრძნობიარე მიკროორგანიზმებისთვის - 24 საათი). რიფამპიცინი გროვდება ფილტვის ქსოვილში და მისი კონცენტრაცია კავერნებში ხანგრძლივად ნარჩუნდება. მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი - 3-5 საათი. ორგანიზმიდან გამოიდევნება უპირატესად ნაღველთან და შარდთან ერთად, უმნიშვნელო რაოდენობა - ფეკალიებთან ერთად.

კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
კომპლექსურ თერაპიაში:

· სხვადასხვა ლოკალიზების ტუბერკულოზი, ტუბერკულოზური მენინგიტი, ასევე, ატიპური მიკობაქტერიოზები;

· არატუბერკულოზური ბუნების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე აღმგზნებებით (მათ შორის, სტაფილოკოკური ინფექციების, ლეპრის, ლეგიონელეზის, ბრუცელოზის მწვავე ფორმების);

· უსიმპტომო N.meningitidis მატარებლობა მენინგოკოკების ელიმინაციისთვის ცხვირ-ხახიდან და მენინგოკოკური მენინგიტის პროფილაქტიკისთვის.

უკუჩვენებები.
· ჰიპერმგრძნობელობა რიფამპიცინის, სხვა ფიფამპიცინების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;

· ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევები;

· სიყვითლე;

· ინფექციური ჰეპატიტი, გადატანილი (არაუგვიანეს 1 წლის წინ);

· ფილტვ-გულის მწვავე უკმარისობა;

· საკვინარინთან/რიტონავირთან ერთად გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები.
რიფამპიცინი წარმოადგენს ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების მძლავრ ინდუქტორს (Р450 ციტოქრომა) და შეუძლია გამოიწვიოს წამლებს შორის პოტენციურად სახიფათო ურთიერთქმედება. რიფამპიცინის მიღებამ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ასევე მეტაბოლიზდება იგივე ფერმენტული სისტემით, შეიძლება დააჩქაროს მეტაბოლიზმი და შეამციროს ამ პრეპარატების აქტივობა, ამიტომ მათი ოპტიმალური თერაპიული კონცენტრაციის შენარჩუნება სისხლში მოითხოვს ამ სამკურნალო საშუალებების დოზირების შეცვლას რიფამპიცინის მიღების საწყის ეტაპზე და მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ.

რიფამპიცინი აჩქარებს შემდეგი პრეპარატების მეტაბოლიზმს:

· არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატების (მაგალითად, დიზოპირამიდი, მექსილეტინი, ქინიდინი, პროპაფენონი, ტოკაინიდი);

· ბეტა-ბლოკატორების (მაგალითად, ბისოპროლოლი, პროპრანოლოლი);

· კალციუმის არხების ბლოკატორების (მაგალითად, დილთიაზემი, ნიფედიპინი, ვერაპამილი, ნიმოდიპინი, ისრადიპინი, ნიკარდიპინი, ნისოლდიპინი);

· საგულე გლიკოზიდების (დიგიტოქსინი, დიგოქსინი);

· ეპილეფსიის საწინააღმდეგო, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების (მაგალითად, ფენიტოინი, კარბამაზეპინი);

· ფსიქოტროპული პრეპარატების - ანტიფსიქოზური საშუალებების (მაგალითად, ჰალოპერიდოლი, არიპიპრაზოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგალითად, ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი), ანქსიოლიტიკები და საძილე საშუალებები (მაგალითად, დიაზეპამი, ბენზოდიაზეპინი, ზოპიკლონი, ზოლპიდემი), ბარბიტურატები.

· ანტითრომბოზული საშუალებები (К-ვიტამინის ანტაგონისტები), არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები: რეკომენდებულია პროთრომბინის დროის კონტროლი ყოველდღიურად ან იმდენად ხშირად, რამდენადაც ეს საჭიროა ანტიკოაგულანტის დოზის შესარჩევად.

· სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების (მაგალითად, ტერბინაფინი, ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი);

· ანტივირუსული პრეპარატების (მაგალითად, საკვინავირი, ინდინავირი, ეფავირენცი, ამპრენავირი, ნელფინავირი, ატაზანავირი, ლოპნავირი, ნევირაპინი);

· ანტიბაქტერიული პრეპარატები (მაგალითად, ქლორამფენიკოლი, კლარიტრომიცინი, დაფსონი, დოქსიციკლინი, ფროქინოლონები, ტელიტრომიცინი);

· კორტიკოსტეროიდების (სისტემური გამოყენების);

· ანტიესტროგენების (მაგალითად, ტამოქსიფენი, ტორემიფენი, გესტრინონი), სისტემური ჰორმონალური კონტრაცეპტივების, ესტროგენების, ჰესტაგენების; პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ პერორალურ პერორალურ კონტრაცეპტივებს რეკომენდებულია მიმართონ კონტრაცეფციის ალტერნატიულ, არაჰორმონალურ მეთოდებს რიფამპიცინით თერაპიის პერიოდში.

· თირეოიდული ჰორმონების (მაგალითად, ლევოთიროქსინი);

· კლოფიბრატის;

· პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების (სულფონილშარდოვანა და მისი წარმოებულები, მაგალითად, ქლორპროპამიდი, ტოლბუტამიდი, თიაზოლიდინდიონები);

· იმუნოსუპრესიული პრეპარატების (მაგალითად, ციკლოსპორინი, სიროლიმუსი, ტაკროლიმუსი);

· ციტოსტატიკების (მაგალითად, იმატინიბი, ერლოტინიბი, ირინოტეკანი);

· ლოზარტანის;

· მეტადონის, ნარკოტიკული ანალგეტიკების;

· პრაზიკვანტელის;

· ქინინის;

· რიზულონის;

· 5-НТ3 რეცეპრტორების სელექციური ანტაგონისტების (მაგალითად, ონდანსეტრონი);

· სტატინების, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP 3A4 სახით (მაგალითად, სიმვასტატინი);

· თეოფილინის;

· შარდმდენი საშუალებების (მაგალითად, ეპლერონი);

ურთიერთქმედების სხვა სახეები:

რიფამპიცინის მიღებისას:

· ატოვაკვონთან ერთად - მცირდება ავტოვაკვონის და იზრდება რიფამპიცინის კონცენტრაცია სისხლის შრატში;

· კეტოკონაზოლთან ერთად - მცირდება ორივე პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის შრატში;

· ენალაპრილთან ერთად - მცირდება ენალაპრილის აქტიური მეტაბოლიტის - ენალაპრილატას კონცენტრაცია სისხლში, კლინიკური მდგომარეობის მიხედვით შესაძლებელია ენალაპრილის დოზის კორექცია;

· ანტაციდებთან ერთად - შესაძლებელია შემცირდეს რიფამპიცინის აბსორბცია. რიფამპიცინის მიიღება მინიმუმ 1 საათით ადრე ანტაციდების მიღებამდე;

· პრობენიციდთან და კო-ტრიმექსაზოლთან ერთად - იზრდება რიფამპიცინის დონე სისხლში;

· საკვინავირთან/რიტონავირთან ერთად - იზრდება ჰეპატოტოქსიკურობის რისკი.

უკუნაჩვენებია ქვემოთ მითითებული კომბინაციები:

· სულფასალაზინთან - მცირდება სულფასალაზინის პლაზმური კონცენტრაცია, რაც შესაძლოა წარმოადგენდეს ნაწლავების ბაქტერიული ფლორის დარღვევის შედეგს, რომელიც პასუხისმგებელია სულფასალაზინის სულფაპირიდინად და მეზალამინად გარდაქმნაზე;

· ჰალოტანთან, იზონიაზიდთან - იზრდება ჰეპატოტოქსიკურობის რისკი. უნდა მოვერიდოთ რიფამპიცინისა და ჰალოტანის ერთდროულად მიღებას. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ რიფამპიცინსა და იზონიაზიდს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ღვიძლის ფუნქციებს;

· პირაზინამიდთან - ცნობილია ფაქტები ღვიძლის მძიმე დაზიანებების შესახებ, მათ შორის, ლეტალური გამოსავლით, პაციენტებში, რომლებიც რიფამპიცინსა და პირაზინამიდს იღებდნენ ყოველდღიურად 2 თვის განმავლობაში; ასეთი კომბინაცია შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი მონიტორინგის ქვეშ და თუ პოტენციური სარგებელი აღემატება ჰეპატოტოქსიურობის და ლეტალური გამოსავლის რიკს;

· კლოზაპინთან, ფლეკაინიდთან - იზრდება ტოქსიკური მოქმედება ძვლის ტვინზე;

· ბენტონიტის (ალუმინის ჰიდროსილიკატის) შემცველ პარაამინოსალიცილის მჟავას პრეპარატებთან - ამ პრეპარატების დამაკმაყოფილებელი კონცენტრაციის უზრუნველსაყოფად სისხლში, ინტერვალი მათ მიღებებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 საათს;

· ციპროფლოქსაცინთან, კლარიტრომიცინთან - შესაძლებელია რიფამპიცინის კონცენტრაციის ზრდა სისხლში; ცნობილია ლუპუსისმაგვარი სინდრომის შემთხვევები რიფამპიცინთან ერთად მიღებისას.

ლაბორატორიული და სხვა დიაგნოსტიკური ტესტები:

რიფამპიცინით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ბრომსულფალეინის ტესტის ჩატარება, რადგან რიფამპიცინი ცვლის ბრომსულფალეინის გამოდევნის პარამეტრებს, რამაც შესაძლოა შექმნას მცდარი შეხედულება ამ მაჩვენებლის დარღვევაზე. არ არის რეკომენდებული ასევე ფოლიუმის მჟავასა და B12 ვიტამინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლის შრატში მიკრობიოლოგიური მეთოდებით.

შესაძლებელია ჯვარედინი რეაქტიულობა და ცრუ-დადებითი შედეგების მიღება სკრინინგ- ტესტის ჩატარებისას ოპიატებზე, რომელიც ტარდება KIMS-მეთოდით, რაოდენობრივი იმუნოლოგიური მეთოდით; რეკომენდებულია საკონტროლო ტესტირება (მაგალითად, აირული ქრომატოგრაფია/მას-სპექტრომეტრია).

გამოყენების თავისებურებები.
რიფმპიცინის გამოყენება მოითხოვს ექიმის განსაკუთრებულ მეთვალყურეობას.

რეციდივის შემთხვევაში არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა წინასწარი ბაქტეოროლოგიური ტესტების გარეშე.

რიფამპიცინით ტუბერკულოზის მონოთერაპია ხშირად იწვევს მიკობაქტერიების მდგრადი ფორმების ჩამოყალიბებას. ამიტომ რიფამპიცინის მიღება უნდა მოხდეს იზონიაზიდთან, ეტამბუტოლთან, პირაზინამიდთან და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად.

რიფამპიცინის მიღება სასურველია ყოველდღე და არა თერაპიის ინტერმიტირებული სქემით, მძიმე გვერდითი რეაქციების განვითარების რისკის შესამცირებლად. რიფამპიცინის ყოველდღიურად მიღებისას მისი ამტანობა უკეთესია, ვიდრე ინტერმიტირებული სქემით.

თერაპიის დაწყების წინ რეკომენდებულია განისაზღვროს ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლები, ბილირუბინი, კრეატინინი სისხლში, სისხლის საერთო სურათი, თრომბოციტების რაოდენობის ჩათვლით; ხანგრძლივად გამოყენებისას აუცილებელია სისხლის შედგენილობის და ღვიძლისა და თირკმელების პერიოდული (სასურველია, ყოველთვიური) გამოკვლევა.

ზოგიერთ პაციენტში მკურნალობის პირველ დღეებში შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერბილირუბინემია რიფამპიცინის და ბილირუბინის ღვიძლისმიერი ექსკრეციისთვის კონკურირების შედეგად.

გრიპის მსგავსი სინდრომის გამოვლენისას, რომელიც არ არის გართულებული თრომბოციტოპენიით, ჰემოლიტური ანემიით, ბრონქოსპაზმით, ქოშინით, შოკითა და თირკმელების უკმარისობით, პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ პრეპარატით ინტერმიტირებული სქემით, უნდა განიხილონ პრეპარატის მიღების ყოველდღიურ რეჟიმზე გადასვლის შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევებში დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან: პირველ დღეს ინიშნება 150 მგ და საჭირო თერაპიული დოზა მიიღწევა 3-4 დღეში. ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში რიფამპიცინი ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას და ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. მოიპოვება ცნობები ჰეპატოტოქსიკურობის მძიმე გამოვლენების შესახებ, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ სხვა ჰეპატოტოქსიკურ პრეპარატებს. ასეთი პაციენტებისთვის რეკომენდებულია რიფამპიცინის დაბალი დოზები და ღვიძლის ფუნქციის განსაკუთრებული კონტროლი მკურნალობის დაწყებამდე და ყოველკვირეულად, მკურნალობის დაწყებიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში, შემდეგ - ყოველ ორ კვირაში. ჰეპატოცელულარული დაზიანებების ნიშნების გამოვლენისას რიფამპიცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. რიფამპიცინით თერაპია ასევე უნდა შეწყდეს ღვიძლის ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოვლენისას.

რიფამპიცინის განმეორებითი გამოყენებისას ღვიძლის ფუნქციის ნორმალიზების შემდეგ, მისი კონტროლი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად.

ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევები ჩვეულებრივ გარდამავალია და არ საჭიროებს პრეპარატის მიღების შეწყვეტას. შესაძლებელია დაინიშნოს ალოჰოლი, მეთიონინი, პირიდოქსინი, В12 ვიტამინი.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო რიფამპიცინისა და იზონიაზიდის ერთდროული გამოყენების დროს ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, ხანდაზმულებში, კვების უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ალკოჰოლის მიღება მკურნალობის პერიოდში და პრეპარატის გამოყენება ანამნეზში ალკოჰოლიზმის მქონე პაციენტებში ზრდის ჰეპატოტოქსიკურობის რისკი.

მკურნალობის სქემის დარღვევის შემთხვევაში, განზრახ ან შემთხვევითი შესვენების დროს ინტერმიტირებული სქემით თერაპიის პერიოდში (კვირაში 2-3 მიღებაზე ნაკლები) იზრდება ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული რეაქციების და სხვა გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი (ანაფილაქსიური შოკი, გრიპის მსგავსი სინდრომი, ჰემოლიტური ანემია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, მწვავე რეაქციები კანის მხრივ, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ). პაციენტები გაფრთხილებული უნდა იყვნენ მკურნალობის შეწყვეტის შედეგების შესახებ.

მკურნალობის განახლებისას განხილული უნდა იქნას პრეპარატის ყოველდღიურად გამოყენების შესაძლებლობა, დაწყებული მცირე დოზით (150 მგ/დღე-რამეში), დოზის თანდათანობითი გაზრდით აუცილებელ თერაპიულ დოზამდე. აღნიშნული გარდამავალი პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით უნდა გაკონტროლდეს ღვიძლის ფუნქციები და ჰემოპოეტური სისტემა. პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ღვიძლის უკმარისობის, თრომბოციტოპენიური პურპურას, ჰემოლიტური ანემიის პირველივე გამოვლინებისთანავე. შემდგომში პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია.

ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობამ, განსაკუთრებით, მძიმე დაავადებების ფონზე ხანდაზმულებში, ასევე, დასუსტებულ პაციენტებში, ბავშვებში, შეიძლება გამოიწვიოს ანტიობიოტიკასოცირებული დიარეა, კოლიტები, მათ შორის, ფსევდომემბრანული კოლიტი. ამიტომ დიარეის გამოვლენისას რიფამპიცინით მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ აუცილებელია ამ დიაგნოზების გამორიცხვა, მათ შორის, ფსევდომემბრანული კოლიტის. თუ არ იქნება დანიშნული შესაბამისი მკურნალობა, შეიძლება განვითარდეს ტოქსიკური მეგაკოლონი, პერიტონიტი, შოკი.

ანტიბაქტერიული პრეპარატების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების, სოკოების ჭარბი ზრდა, სუპერინფექციების განვითარება, რაც მოითხოვს შესაბამისი ზომების მიღებას.

რეპროდუქციული ასაკის ქალების რიფამპიცინით მკურნალობისას საჭიროა კონტრაცეფციის საიმედო მეთოდების გამოყენება, რადგან რიფამპიცინის მიღებისას მცირდება ჰორმონალური კონტრაცეპტივების საიმედოობა (რეკომენდებულია კონტრაცეფციის დამატებითი არაჰორმონალური საშუალებების გამოყენება).

გონორეას შემთხვევაში რიფამპიცინი, პენიცილინისგან განსხვავებით, არ ნიღბავს სიფილისს შერეული ინფექციებისას, შრატის ტესტები სიფილისზე ინარჩუნებს დადბითობას.

რიფამპიცინს ახასიათებს ფერმენტების ინდუქტორის თვისებები (მათ შორის, დელტა- ამინოლევულინის მჟავას სინთეზის), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ენდოგენური სუბსტრატების მეტაბოლიზმის გაძლიერება, მათ შორის, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების, D-ვიტამინის. არსებობს ცალკეული ფაქტები პორფირიის გამწვავებასა და რიფამპიცინით თერაპიას შორის კავშირის შესახებ.

ზოგიერთ შემთხვევაში გამოვლინდა D-ვიტამინის ცირკულირებადი მეტაბოლიტების დონის შემცირება, რასაც თან ახლდა კალციუმის და ფოსფატების შემცირება, ასევე, პარათირეოიდული ჰორმონის ზრდა სისხლის შრატში.

რიფამპიცინით მკურნალობის დროს კანი, ნახველი, ოფლი, ცრემლი, შარდი იძენს ნარინჯისფერ-მოწითალო შეფერილობას. შესაძლებელია რბილი კონტაქტური ლინზების მდგრადი შეღებვა.

მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება გამოყენებული იქნას:

- სინჯი ბრომსულფალეინის დატვირთვით, რადგან რიფამპიცინი კონკურენტულად არღვევს მის გამოდევნას;

- ფოლის მჟავასა და B12 ვიტამინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლის შრატში მიკრობიოლოგიური მეთოდებით;

- იმუნოლოგირუი მეთოდები, KIMS-მეთოდი ოპიატებზე სკრინინგ-ტესტის ჩატარებისას.

პრეპარატი შეიცავს დამხმარე ნივთიერებას - ლაქტოზას მონოჰიდრატს, ამიტომ პაციენტებისთვის გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული ფორმებით, ლაქტაზას უკმარისობით, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციით პრეპარატის მიღება არ შეიძლება.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

ორსულობის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია გამონაკლის შემთხვევებში სასიცოცხლო მაჩვენებლების შესაბამისად, თუ მოსალოდნელი სარგებელი ქალისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. რიფამპიცინის მიღება ორსულობის ბოლო კვირებში ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს ახალშობილებში და დედებში მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

რიფამპიცინი აღწევს დედის რძეში. პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

რეაქციის სიჩქარეზე გავლენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას.

რიფამპიცინით მკურნალობისას თავი უნდა აარიდოთ ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვას იმის გათვალისწინებით, რომ მკურნალობის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, მხედველობის დარღვევა.

გამოყენების წესი და დოზები.
რიფამპიცინი მიიღება შინაგანად, 30 წუთით ადრე საკვების მიღებამდე ან 2 საათის შემდეგ საკვების მიღებიდან, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

ტუბერკულოზი:

მოზრდილებისთვის ინიშნება სადღეღამისო დოზა 8-12 მგ/კგ სხეულის მასაზე.

50 კგ-ზე ნაკლები მასის მქონე პაციენტებისთვის - 450 მგ/დღე-ღამეში, 50 კგ და მეტი მასის პაციენტებისთვის - 600 მგ/დღე-ღამეში;

6-12 წლის ბავშვებისთვის - 10-20 მგ/კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 600 მგ.

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო თერაპიის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, განპირობებულია თერაპიული ეფექტით და შეიძლება შეადგინოს 1 წელი ან მეტი. რიფამპიცინის მიმართ მიკობაქტერიების მდგრადობის განვითარების თავიდან ასაცილებლად პრეპარატს, როგორც წესი, ნიშნავენ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო I და II რიგის სხვა პრეპარატებთან ერთად, ჩვეულებრივი დოზებით.

არატუბერკულოზური ხასიათის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ამგზნებებით - ბრუცელოზა, ლეგიონელეზი, სტაფილოკოკური ინფექციების მძიმე ფორმები (სხვა, შესაბამის ანტიბიოტიკებთან ერთად, რეზისტენტული შტამების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად):

მოზრდილებისთვის ინიშნება 900-1200 მგ დღე-ღამეში, განაწილებული 2-3 მიღებაზე, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს - 1200 მგ. დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ პრეპარატის მიღება გრძელდება 2-3 დღე.

ლეპრა: პრეპარატი (იმუნოსტიმულატორებთან ერთად) ინიშნება შინაგანად, 600 მგ დღე- ღამეში, განაწილებული 1-2 მიღებაზე, 3-6 თვის განმავლობაში (კურსის განმეორება შესაძლებელია 1 თვიანი ინტერვალის დაცვით). სხვა სქემით (ლეპრის საწინააღმდეგო კომბინირებული თერაპიის ფონზე) პრეპარატი ინიშნება სადღეღამისო დოზით - 450 მგ, განაწილებული 3 მიღებაზე, 2-3 კვირის ხანგრძლივობით, 2-3 თვიანი ინტერვალებით 1-2 წლის განმავლობაში.

N.meningitidis მატარებლობა: რიფამპიცინი ინიშნება 4 დღე-ღამის განმავლობაში. მოზრდილებისთვის სადღეღამისო დოზა შეადგენს - 600მგ, ბავშვებისთვის - 10-12 მგ/კგ სხეულის მასაზე.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 მგ/კგ ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებისთვის.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის: ხანდაზმულ პაციენტებში რიფამპიცინის თირკმელებიდან ექსკრეცია მცირდება თირკმელების ფიზიოლოგიური ფუნქციის შემცირების პროპორციულად, რის გამოც კომპენასტორულად იზრდება პრეპარატის ღვიძლიდან ექსკრეცია. ამ ასაკის პაციენტებში რიფამპიცინი ინიშნება სიფრთხილით, განსაკუთრებით, თუ არსებობს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები.

ბავშვები.

პრეპარატი ამ სახით 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.

დოზის გადაჭარბება.
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ტავის ტკივილი, დაღლილობა, მზარდი ძილიანობა, ალერგიული რეაქციები, სხეულის ტემპერატურის მატება, ქოშინი, ციებ-ცხელება, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, მწვავე ჰემოლიტური ანემია, თირკმლის უკმარისობა, კანის რეაქციები, ქავილი, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის მიღების დაწყებიდან მოკლე დროში.

შესაძლებელია ბილირუბინის, ღვიძლის ტრანსამინაზების დონის ტრანზიტორული მატება, ღვიძლის გადიდება, სიყვითლე, გონების დაკარგვა ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევებისას. კანის, შარდის, ოფლის, ნერწყვის, ცრემლისა და განავლის დამახასიათებელი მოწითალო შეფერილობა, რომლის ინტენსივობა მიღებული პრეპარატის რაოდენობის პროპორციულია.

არსებობს ფაქტები სახის ან პერიორბიტალური ზონის შეშუპების შესახებ, ჩვეულებრივ, ბავშვებში.

ზოგიერთ ლეტალურ შემთხვევაში რეგისტრირებული იქნა არტერიული ჰიპოტენზია, სინუსური ტაქიკარდია, პარკუჭის არითმია, კრუნჩხვები და გულის გაჩერება.

მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა პირველი 2-3 საათის განმავლობაში, აქტივირებული ნახშირის მიღება, სიმპტომატური თერაპია. მძიმე შემთხვევებში - ფორსირებული დიურეზი, შესაძლებელია - ჰემოდიალიზი, ინტენსიური შემანარჩუნებელი თერაპია და ჰემატოლოგიური, თირკმელების, ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
გვერდითი მოვლენები.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი. გულისრევა, ღებინება, ანორექსია, დიარეა, გულძმარვა, დისკომფორტი, სპაზმები/ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, ეზოფაგიტი, ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი, ეროზიული გასტრიტი, მადის დაქვეითება; ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს დისბაქტერიოზი.

ჰეპატობილარული სისტემა. ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტუვანი ფოსფატაზას აქტივობის ტრანზიტორული მატება, ბილირუბინის დონის მატება სისხლის პლაზმაში, სიყვითლე ჰეპატოცელულარული დაზიანებებით, ჰეპატიტი, პოტენციურად ლეტალური ჰეპატოტოქსიკოზის მძიმე გამოვლინებები (მაგალითად, შოკისმაგვარი სინდრომის დროს) რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის საბაზო და შემდგომში პერიოდული ტესტირება პაციენტებში, რომლებიც გადიან რიფამპიცინით ხანგრძლივ თერაპიას.

სისხლმბადი სისტემა. ტრანზიტორული ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია პურურით ან მის გარეშე (ხშირად ინტერმიტირებული მკურნალობის დროს დიდი დოზებით ან შეწყვეტილი თერაპიის განახლების შემდეგ, ეტამბუტამოლთან ერთად კომბინაციაში მიღებისას), ეოზინოფილია, ჰემოგლობინის დაქვეითება, ჰემოლიტური ანემია, აგრანულოციტოზი, ერითროციტული აპლაზია, მეტჰემოგლობინემია, ჰემოლიზი, შიდასისხლძარღვოვანი კოაგულაციის სინდრომი, ჰემორაგია. პურპურას პირველივე გამოვლინებისას თერაპია რიფამპიცინით უნდა შეწყდეს, რადგან არსებობს ფაქტები ცერებრალური სისხლჩაქცევების (მათ შორის, სისხლჩაქცევა თავის ტვინში) და ლეტალური გამოსავლის შესახებ მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაში ან რიფამპიცინით თერაპიის განახლებისას პურპურის განვითარების შემდეგ.

ნერვული სისტემა. თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია, სისუსტე, ასთენია, ცნობიერების დაბინდვა, ძილიანობა, მომატებული დაღლილობა, ატაქსია, ქცევითი ცვლილებები, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, დეზორიენტაცია, მიოპათია, კუნთების სისუსტე, ტკივილი კიდურებში, გენერალიზებული ანემია.

ფსიქიური დარღვევები. ფსიქოზები.

იმუნური სისტემა. პრეპარატის მიღების სქემის დარღვევისას ან მკურნალობის განახლებისას ინტერმიტირებული სქემით მკურნალობის დროებითი შეწყვეტის შემდეგ შესაძლებელია გრიპისმაგვარი სინდრომი (პეტეხია, მიალგია, არტრალგია, ციებ- ცხელების ეპიზოდები, ციება, გულისრევა, ღებინება, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება). ცნობილია დისპნოეს, ბრონქოსპაზმის, ანაფილაქსიური რეაქციების, მათ შორის, ანაფილაქსიური შოკის, ჰიპერმგრძნობელობის სხვა რეაქციების, მათ შორის, ქავილის, ჭინჭრის ციების, კვინკეს შეშუპების, კანის ჰიპერემიის, გამონაყარის (მათ შორის, ეგზანთემის), პემფიგოიდური რეაქციების, ექსფოლიატური დერმატიტის, მრავალფორმიანი ერითემის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზის, ვასკულიტის (მათ შორის, ლეიკოციტოკლასტურის) სტომატიტის, გლოსიტის, კონიუნქტივიტის შესახებ.

შარდის გამომყოფი სისტემა. თირკმელების ფუნქციის დარღვევა (შარდოვანას აზოტის დონის ტრანზიტორული მატება სისხლში, ჰიპერურიკემია). ჰემოგლობინურია, ჰემატურია, ინტერსტიციალური ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი, მწვავე ტუბულარული ნეკროზი, თირკმელების უკმარისობა, მათ შორის, თირკმელების მწვავე უკმარისობა. აღნიშნული რეაქციები შეიძლება იყოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ნიშნები, ისინი, ჩვეულებრივ, ვლინდება პრეპარატის არარეგულარულად მიღებისას ან მკურნალობის განახლებისას ინტერმიტირებული სქემით მკურნალობის დროებითი შეწყვეტის შემდეგ, და, ჩვეულებრივ, ატარებს შექცევად ხასიათს რიფამპიცინით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ და შესაბამისი მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში.

სხვა. არტერიული წნევის შემცირება (დაკავშირებული ჰიპერმგრძნობელობასთან), სისხლის მოწოლა, სახისა და კიდურების შეშუპება, თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევა (სისხლდენები, სისხლიანი გამონადენი, ამენორეა, მენსტრუალური ციკლის გახანგრძლივება).

ვარგისობის ვადა. 2 წელი.

შენახვის პირობები.
ინახება არაუმტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.
10 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი კოლოფში; 90 კაფსულა კონტეინერში, 1 კონტეინერი კოლოფში; 1000 კაფსულა კონტეინერში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

საერთაშორისო დასახელება - rifampicin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → რიფამპიცინის ჯგუფის ანიბიოტიკები

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს 0.15 გ რიფამპიცინს;
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი ძირითადი, კალციუმის სტეარატი, რძის შაქარი.

გამოყენების ჩვენებები
რიფამპიცინი გამოიყენება ფილტვებისა და სხვა ორგანოების ტუბერკულოზის დროს (ძირითადი ჩვენება). ინიშნება ლეპრას სხვადასხვა ფორმებისას, ასევე დაავადებებისას, რომლებიც გამოწვეულია პოლირეზისტენტული სტაფილოკოკებით ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებების (ბრონქიტი, პნევმონია), ოსტეომიელიტის, პიელონეფრიტის, საშარდე და სანაღვლე გზების ინფექციების, ქოლეცისტიტის, მწვავე ჰონორეის, ოტიტის, მენინგოკოკური ინფექციის მატარებლების, რიფამპიცინის მიმართ მგრძნობიარე გამაღიზიანებლებით განპირობებული დაავადებების დროს.
რიფამპიცინს გააჩნია ვირულიციდური ეფექტი ცოფის ვირუსის მიმართ, ახშობს რაბიული ენცეფალიტის განვითარებას (ამის გამო პრეპარატი გამოიყენება ცოფის კომპლექსური მკურნალობისათვის ინკუბაციის პერიოდში ანტირაბიული ვაქცინით აქტიური იმუნიზაციის ფონზე).

გამოყენების წესი და დოზები
რიფამპიცინი მიიღება შიგნით უზმოზე (ჭამამდე 0.5-1 საათით ადრე). ტუბერკულოზის მკურნალობისას პრეპარატის დღე-ღამის საშუალო დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 0.45 გ (დღეში ერთხელ). ავადმყოფებში 50 კგ-ზე მეტი სხეულის წონით გამწვავების ფაზაში, დღე-ღამის დოზა შეიძლება გაიზარდოს 0.6 გ-მდე.
რიფამპიცინით მკურნალობის ხანგრძლივობა განპირობებულია პრეპარატის ეფექტურობით და შეიძლება შეადგინოს 1 წელი ან მეტი – ექიმის დანიშნულებით.
3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის დღე-ღამის საშუალო დოზა უდრის 10 მგ/კგ (მაგრამ არაუმეტეს 0.45 გ დღე-ღამეში). რიფამპიცინის ცუდი ამტანობის შემთხვევაში დღე-ღამის დოზა შეიძლება 2 მიღებად გაიყოს.
ლეპრას დროს პრეპარატი შემდეგი სქემებით გამოიყენება:
I: დღე-ღამის დოზა (0.3-0.45 გ) შეიყვანება 1 მიღებაზე, ხოლო ცუდი ამტანობისას – 2 მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა – 3-6 თვე, კურსები მეორდება 1 თვიანი ინტერვალებით;
II: კომბინირებული თერაპიის ფონზე ინიშნება დღე-ღამის დოზა 0.45 გ 2-3 მიღებაზე 2-3 კვირის განმავლობაში, 2-3 თვიანი ინტერვალით 1-2 წლის განმავლობაში (ან იგივე დოზით 2-3-ჯერ კვირაში 6 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში – ექიმის დანიშნულების თანახმად). თერაპია კომპლექსურად ხორციელდება – გამოიყენება იმუნომასტიმულირებელი პრეპარატები.
არატუბერკულოზური წარმოშობის ინფექციების დროს მოზრდილებში რიფამპიცინი გამოიყენება 0.45-0.9 გ დღე-ღამეში, ხოლო ბავშვებში – 8-10 მგ/კგ 2-3 მიღებაზე.
მწვავე ჰონორეის დროს ინიშნება ერთჯერადად დოზით 0.9 გ დღე-ღამეში ან 0.9 გ 1-2 დღის განმავლობაში.
ცოფის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებში ინიშნება 0.45-0.6 გ დღე-ღამეში. მძიმე სიტუაციებისას (თავზე, სახეზე, მტევნებზე კბენა) გამოიყენება 0.9 გ დღე-ღამეში. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება დოზით 8-10 მგ/სხეულის წონის კგ. დღე-ღამის დოზა იყოფა 2-3 მიღებაზე 5-7 დღიანი ხანგრძლივობის მკურნალობის დროს. ცოფის მკურნალობა ტარდება აქტიური იმუნიზაციის პარალელურად. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 1.2 გ, ბავშვებისათვის – 600 მგ.

გვერდითი მოქმედება
რიფამპიცინით მკურნალობისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ეოზინოფილია, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი, გრიპისმაგვარი სინდრომი, ღებინება, გულისრევა, ფაღარათი), დისპეფსიური მოვლენები, ღვიძლისა (ტრანსამინაზას აქტივობის, ბილირუბინის დონის მომატება) და კუჭქვეშა ჯირკვლის დისფუნქციის განვითარება.
ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება ფსევდომემბრანოზული კოლიტი. იშვიათად აღინიშნება: სისხლის წარმოქმნის სისტემის მხრივ – თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია; ცნს-ს მხრივ – თავის ტკივილი, ატაქსია, მხედველობის დარღვევა; შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ – თირკმელების არხების ნეკროზი, ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმელების მწვავე უკმარისობა; ენდოკრინული სისტემის მხრივ – მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

საერთაშორისო დასახელება - rifampicin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → რიფამპიცინის ჯგუფის ანიბიოტიკები

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს 0.15 გ რიფამპიცინს;
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი ძირითადი, კალციუმის სტეარატი, რძის შაქარი.

გამოყენების ჩვენებები
რიფამპიცინი გამოიყენება ფილტვებისა და სხვა ორგანოების ტუბერკულოზის დროს (ძირითადი ჩვენება). ინიშნება ლეპრას სხვადასხვა ფორმებისას, ასევე დაავადებებისას, რომლებიც გამოწვეულია პოლირეზისტენტული სტაფილოკოკებით ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებების (ბრონქიტი, პნევმონია), ოსტეომიელიტის, პიელონეფრიტის, საშარდე და სანაღვლე გზების ინფექციების, ქოლეცისტიტის, მწვავე ჰონორეის, ოტიტის, მენინგოკოკური ინფექციის მატარებლების, რიფამპიცინის მიმართ მგრძნობიარე გამაღიზიანებლებით განპირობებული დაავადებების დროს.
რიფამპიცინს გააჩნია ვირულიციდური ეფექტი ცოფის ვირუსის მიმართ, ახშობს რაბიული ენცეფალიტის განვითარებას (ამის გამო პრეპარატი გამოიყენება ცოფის კომპლექსური მკურნალობისათვის ინკუბაციის პერიოდში ანტირაბიული ვაქცინით აქტიური იმუნიზაციის ფონზე).

გამოყენების წესი და დოზები
რიფამპიცინი მიიღება შიგნით უზმოზე (ჭამამდე 0.5-1 საათით ადრე). ტუბერკულოზის მკურნალობისას პრეპარატის დღე-ღამის საშუალო დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 0.45 გ (დღეში ერთხელ). ავადმყოფებში 50 კგ-ზე მეტი სხეულის წონით გამწვავების ფაზაში, დღე-ღამის დოზა შეიძლება გაიზარდოს 0.6 გ-მდე.
რიფამპიცინით მკურნალობის ხანგრძლივობა განპირობებულია პრეპარატის ეფექტურობით და შეიძლება შეადგინოს 1 წელი ან მეტი – ექიმის დანიშნულებით.
3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის დღე-ღამის საშუალო დოზა უდრის 10 მგ/კგ (მაგრამ არაუმეტეს 0.45 გ დღე-ღამეში). რიფამპიცინის ცუდი ამტანობის შემთხვევაში დღე-ღამის დოზა შეიძლება 2 მიღებად გაიყოს.
ლეპრას დროს პრეპარატი შემდეგი სქემებით გამოიყენება:
I: დღე-ღამის დოზა (0.3-0.45 გ) შეიყვანება 1 მიღებაზე, ხოლო ცუდი ამტანობისას – 2 მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა – 3-6 თვე, კურსები მეორდება 1 თვიანი ინტერვალებით;
II: კომბინირებული თერაპიის ფონზე ინიშნება დღე-ღამის დოზა 0.45 გ 2-3 მიღებაზე 2-3 კვირის განმავლობაში, 2-3 თვიანი ინტერვალით 1-2 წლის განმავლობაში (ან იგივე დოზით 2-3-ჯერ კვირაში 6 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში – ექიმის დანიშნულების თანახმად). თერაპია კომპლექსურად ხორციელდება – გამოიყენება იმუნომასტიმულირებელი პრეპარატები.
არატუბერკულოზური წარმოშობის ინფექციების დროს მოზრდილებში რიფამპიცინი გამოიყენება 0.45-0.9 გ დღე-ღამეში, ხოლო ბავშვებში – 8-10 მგ/კგ 2-3 მიღებაზე.
მწვავე ჰონორეის დროს ინიშნება ერთჯერადად დოზით 0.9 გ დღე-ღამეში ან 0.9 გ 1-2 დღის განმავლობაში.
ცოფის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებში ინიშნება 0.45-0.6 გ დღე-ღამეში. მძიმე სიტუაციებისას (თავზე, სახეზე, მტევნებზე კბენა) გამოიყენება 0.9 გ დღე-ღამეში. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება დოზით 8-10 მგ/სხეულის წონის კგ. დღე-ღამის დოზა იყოფა 2-3 მიღებაზე 5-7 დღიანი ხანგრძლივობის მკურნალობის დროს. ცოფის მკურნალობა ტარდება აქტიური იმუნიზაციის პარალელურად. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 1.2 გ, ბავშვებისათვის – 600 მგ.

გვერდითი მოქმედება
რიფამპიცინით მკურნალობისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ეოზინოფილია, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი, გრიპისმაგვარი სინდრომი, ღებინება, გულისრევა, ფაღარათი), დისპეფსიური მოვლენები, ღვიძლისა (ტრანსამინაზას აქტივობის, ბილირუბინის დონის მომატება) და კუჭქვეშა ჯირკვლის დისფუნქციის განვითარება.
ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება ფსევდომემბრანოზული კოლიტი. იშვიათად აღინიშნება: სისხლის წარმოქმნის სისტემის მხრივ – თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია; ცნს-ს მხრივ – თავის ტკივილი, ატაქსია, მხედველობის დარღვევა; შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ – თირკმელების არხების ნეკროზი, ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმელების მწვავე უკმარისობა; ენდოკრინული სისტემის მხრივ – მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა