ნიტროქსოლინი - NITROXOLINE
ნიტროქსოლინი - NITROXOLINE

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიბაქტერიული სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ნიტროქსოლინი
(NITROXOLINUM)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: ნიტროქსოლინი; 5-ნიტრო-8-ჰიდროქსიქინოლინი
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გარსით დაფარული ნარინჯისფერი ტაბლეტები
შემადგენლობა: 1 ტაბ. შეიცავს 0,05გ ნიტროქსოლინს
დამხმარე ნივთიერებები:
რძის შაქარი, კარტოფილის სახამებელი, აეროსილი, კალციუმის სტეარატი, მაგნიუმის ფუძე კარბონატი, დაბალმოლეკულური სამედიცინო პოლივინილპიროლიდონი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, ტეტრაზინი, პონსო 4R, ფუტკრის სანთელი, ვაზელინის ზეთი.
ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკრობული საშუალება 8-ოქსიქინოლინის წარმოებული.
გამოყნების ჩვენება: ნიტროქსოლინს იყენებენ მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული თირკმელების და შარდსასქესო გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელიტი, პიელონეფრიტი, პროსტატიტი და სხვა), აგრეთვე თირკმელებზე და საშარდე გზებზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით.
მიღების წესი და დოზირება: ნიტროქსოლინი შიგნით მისაღებად ინიშნება ჭამის დროს ან მის შემდეგ. მოზრდილთათვის პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს 0,4გ-ს (0,1გ 4-ჯერ დღეში). მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 0,6-0,8გ-მდე. უმაღლესი სადღეღამისო დოზა მოზრდილებში შეადგენს 0,8გ-ს. მკურნალობის კურსი-2-3 კვირა.
ნიტროქსოლინის საშუალო სადღეღამისო დოზა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში შეადგენს 0,2გ-ს, ხოლო 5 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში-0,2-0,4გ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა-2-3 კვირა.
საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების დროს შესაძლებელია ნიტროქსოლინის განმეორებითი კურსებით დანიშვნა 2 კვირის განმავლობაში ორკვირიანი ინტერვალით. თირკმელებზე და საშარდე გზებზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 0,1გ ნიტროქსოლინი 4-ჯერ დღეში 2-3 კვირის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია დისპეფსიური მოვლენები, იშვიათად-ალერგიული ეკზანთემები. ცალკეულ შემთხვევებში-პარესთეზიები, პოლინეიროპათია. თირკმელების უკმარისობის დროს აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე შესაძლებელ კუმულაციასთან დაკავშირებით. აღნიშნულ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მინიმალურ დოზებში წყვეტილი კურსებით დანიშვნა.
წინააღმდეგჩვენება: 8-ოქსიქინოლინის წარმოებულების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პრეპარატის გამოყენება პერიფერიული ნერვული სისტემის და მხედველობის ნერვის დაავადებების დროს რეკომენდებული არ არის.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ნიტროქსოლინისა და ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატების კომბინაციისას ადგილი აქვს თვითოეული პრეპარატის მოქმედების ეფექტების გაძლიერებას, ნისტატინთან და ლევორინთან-მოქმედებების პოტენცირებას.
ნიტროქსოლინის კომბინაცია ნიტროფურანებთან უარყოფითი ნეიროტროპული ეფექტის სუმაციის თავიდან აცილების მიზნით ნებადართული არ არის.
ჭარბი დოზირება: ნიტროქსოლინის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ტოქსიკური პერიფერიული ნევრიტების, მიელოპათიების განვითარება, თვალის ნერვის დაზიანება. შესაძლებელი კუმულაციის ნიშნებია: გულისრევა, ღებინება, საერთო სისუსტე, რომლებიც ძირითადად პრეპარატის მოხსნის შემდეგ მალევე გაივლის.
გამოყენების თავისებურებანი ნიტროქსოლინით მკურნალობის დროს შესაძლებელია შარდის ჟანგისფერ-ყვითლად შეფერვა.
შენახვის პირობები და ვადა: მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. პრეპარატის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ნიტროქსოლინი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ნიტროქსოლინი

ფარმაცევტული ფორმა : გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება : ნიტროქსოლინი-50.00მგ

დამხმარე ნივთიერება (ბირთვის): ლაქტოზას მონოჰიდრატი-18.80მგ, კარტოფილის სახამებელი-26.00მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური -0.60მგ, ტალკი-2,80მგ, კალციუმის სტეარატი-0.90მგ, პოლისორბატი-80 (ტვინ-80)-0.90მგ.

დამხმარე ნივთიერებები (გარსი): საქაროზა– 83.13მ, მაგნიუმის ჰიდროქსიკარბონატი -10.77მგ, პოვიდონი K17-1.66მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური– 0.81მგ, ტალკი-0.30მგ, ტიტანის დიოქსიდი - 2.82მგ, საღებავი ტროპეოლინი О – 0.18მგ, საღებავი აზორუბინი ( მჟავა წითელი 2C ფარმაცევტული მიზნებისთვის)-0.03მგ, ფუტკრის ცვილი - 0.30მგ.

აღწერილობა

მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ღია ნარინჯისფერი ან ნარინჯისფერი გარსით დაფარული ტაბლეტები. გატეხვისას განაკვეთზე სამი ფენა მოჩანს: შიდა - ყვითელიდან მონაცისფრო-ყვითელ ფერამდე, დასაშვებია ოდნავ მწვანე ელფერთ, შუა- თეთრი ფერის და გარეთა-ღია ნარინჯისფერიდან ნარინჯისფერამდე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული საშუალება-ოქსიქინოლინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფართო სპექტრის ანიტომიკრობული საშუალება. ნიტროქსოლინი შერჩევითად აინჰიბირებს ბაქტერიული დნმ-ის სინთეზს და ზემოქმედებას ახდენს როგორც გრამდადებით მიკროორგანიზმებზე: Staphylococcus spp. ( მათ შორის S.aureus), Streptococcus spp. (მათ შორის, ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, Streptococcus pneumonia, Enterococcus faecalis), Corynebacterium diphtheriae, Bacillus subtilis, ასევე გრამუარყოფით მიკროროგანიზმებზე: N. gonorrhoeae, E.coli, Proteus spp., Klebsiella spp., Salmonella spp., Shigella spp., Enterobacter spp. ნიტროქსოლინი აქტიურია აგრეთვე Mycaobacterium tuberculosis-ის, Trichomonas vaginalis-ის, სოკოების ზოგიერთი სახეობების (Candida spp., დერმატოფიტები, ობის სოკო, ღრმა მოკოზების ზოგიერთი გამომწვევი) მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია-მაღალი. პრეპარატი გამოიყოფა თირკმლებით შეუცვლელი სახით, ამასთან აღინიშნება შარდში მაღალი კონცენტრაცია (100მკგ/მლ და მეტი).

პრეპარატის გამოყენების ჩვენებები

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, უპირატესად შარდ-სასქესო გზების (მათ შორის პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, ეპიდიდიმიტი, წინამდებარე ჯირკვლის ინფიცირებული ადენომა ან კარცინომა და სხვა) გამოწვეული ნიტროქსოლინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა დიაგნოსტიკური და სამკურნალო მანიპულაციების დროს (კათეტერიზაცია, ცისტოსკოპია) ოპერაციის შემდგომ პერიოდში ქირურგიული ჩარევების დროს თირკმელზე და შარდ-სასქესო გზებზე.

უკუჩვენებები
თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რომელსაც თან ახლავს ოლიგურია ან ანურია, ღვიძლის მძიმე ხარისხის დაავადებები, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, სამ წლამდე ბავშვთა ასაკი (მყარი გაუყოფელი სამკურნალო ფორმის გათვალისწინებით), კატარაქტა, ნევრიტი, პოლინევრიტი, ორსულობა (III ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი. მომატებული მგრძნობელობა ქინოლინის ჯგუფის პრეპარატების მიმართ.

პრეპარატის გამოყენების მეთოდი და დოზები

პრეპარატი განლკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.

მოზრდილებში სადღეღამისო დოზა არის 400-800მგ

პრეპარატის მიღების სიხშირე 3-4-ჯერ დღე-ღამეში 6-8 საათის ინტერვალით. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა.

საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების დროს პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია განმეორებით 2 კვირის მანძილზე 2-კვირიანი შესვენების ინტერვალით.

საშუალო სადღეღამისო დოზა ბავშვებისთვის 5 წელზე ზემოთ არის 0.2-0.4გ (0.05-0.1გ 4-ჯერ დღე-ღამეში), 5 წელზე ქვემოთ ასაკისთვის-0.2გ დღე-ღამეში.

ინფექციების პროფილაქტიკისთვის თირკმელსა და საშარდე გზებზე ოპერაციის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 0.1გ 4-ჯერ დღე-ღამეში, 2-3 კვირის განმავლობაში.

ბავშვებში ინიშნება სადღეღამისო დოზა 10-30მგ/კგ-ზე 3-4 მიღებაზე.

გვერდითი მოქმედება

ზოგჯერ შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, ძალიან იშვიათად-კანის ალერგიული რეაქციები. იშვიათ შემთხვევებში-ტაქიკარდია, ატაქსია, თავის ტკივილი, პარესთეზია, პოლინეიროპათია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ხანგრძლივი გამოყენებისას გამოვლინდა თვალის ნევრიტის შემთხვევა.

**განსაკუთრებული მითითებები **

პრეპარატით მკურნალობის პროცესში შარდი იღებს ზაფრანისფერ-ყვითელ ფერს.

გამოშვების ფორმა

გარსით დაფარული ტაბლეტები, 50მგ.

10 ტაბლეტი მოთავსებული კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.

5 კონტურული უჯრედულ შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს შეკვრაში.

შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ სინათლსგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე, რომელიც არ აჭარბებს 250C-ს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

4 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაყიდვის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა