გალვუსმეტი - GalvusMet
გალვუსმეტი - GalvusMet

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სისხლში გლუკოზის შემცველობის დამაქვეითებელი პერორალური პრეპარატების კომბინაციები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

გალვუს მეტი ® 50 მგ / 1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

მიიღება პერორალურად.

აქტიური ნივთიერება : თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები : ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ჰიპრომელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლი 4000, ტალკი.

ამ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.
  • თუ ამ პრეპარატის მიღების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იღებთ ამ პრეპარატს.
  • ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული წესები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ მიიღოთ პრეპარატი უფრომაღალი ან დაბალი დოზით.

ამ****ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:

1. რა არის გალვუს მეტი და რისთვის გამოიყენება?

2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება გალვუს მეტის გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება გალვუს მეტი?

4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

5. გალვუს მეტის შენახვა

1. რა არის გალვუს მეტი და რისთვის გამოიყენება?

გალვუს მეტი წარმოდგენილია ბლისტერის შეფუთვაში, რომელიც შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 60, 120 და 180 ტაბლეტს.

აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.

ორივე აქტიური ნივთიერება განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელად „ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები“.

გალვუს მეტი გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ. იგი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. ამ პრეპარატს დიეტასა და ვარჯიშთან ერთად უნიშნავენ პაციენტებს, რომლებსაც ადრე მკურნალობდნენ ვილდაგლიპტინით და მეტფორმინის ჰიდროქლორიდით. ასევე როდესაც მხოლოდ მეტფორმინის ჰიდროქლორიდით ან მხოლოდ ვილდაგლიპტინით ვერ იქნა უზრუნველყოფილი საკმარისი კონტროლი, ან არ აღმოჩნდა საკმარისი მხოლოდ დიეტა და ვარჯიში.

გარდა ამისა, გალვუს მეტს უნიშნავენ პაციენტებს, როდესაც მეტფორმინი ან სულფონილშარდოვანა არ არის საკმარისი სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის. იგი ინიშნება დიეტასა და ვარჯიშთან ერთად სულფონილშარდოვანასთან კომბინირებული სახით.

ამასთანავე გალვუს მეტი ინიშნება დიეტასა და ვარჯიშთან ერთად ინსულინის დამატების სახით, როდესაც სტაბილური ინსულინი და მეტფორმინის დოზა ვერ უზრუნველყოფს სისხლში შაქრის დონის საკმარისად კონტროლს (გლიკემიური კონტროლი).

თუ ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ინსულინს ან გამომუშავებული ინსულინი ვერ გამოიყენება სწორი სახით, ვითარდება ტიპი 2 დიაბეტი. ასევე ტიპი 2 დიაბეტი შესაძლებელია განვითარდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ორგანიზმი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით გლუკაგონს.

ინსულინი არის ნივთიერება, რომელიც განსაკუთრებით საკვების მიღების შემდეგ ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას. გლუკაგონი კი არის ნივთიერება, რომელიც ააქტიურებს ღვიძლში შაქრის გამომუშავებას და იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას. ორივე ამ ნივთიერებას აწარმოებს პანკრეასი.

გალვუს მეტი უზრუნველყოფს პანკრეასის მიერ უფრო მეტი ინსულინის და უფრო ნაკლები რაოდენობით გლუკაგონის წარმოებას (ვილდაგლიპტინის ზემოქმედება) და ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ წარმოებული ინსულინის უკეთ გამოყენებას (მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ზემოქმედება). გალვუს მეტი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს.

გალვუს მეტით მკურნალობისას მნიშვნელოვანია, განაგრძოთ თქვენთვის რეკომენდებული დიეტა და/ან ვარჯიში.

2. საკითხები, რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება გალვუს მეტის მიღებამდე

არ გამოიყენოთ გალვუს მეტი შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ვილდაგლიპტინის, მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ან გალვუს მეტის შემადგენელი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი)
  • თუ გაქვთ არაკონტროლირებადი დიაბეტი შემდეგი სიმპტომების თანხლებით: ძლიერი ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე), გულისრევა, ღებინება, დიარეა, წონაში სწრაფად კლება, ლაქტაციდოზი (იხილეთ „ლაქტაციდოზის რისკი“) ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი არის გართულება, რომლის დროსაც სისხლში გროვდება ნივთიერებები, სახელად „კეტონური სხეულები“, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს დიაბეტური პრეკომა. სიმპტომები, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს ამ გართულების დროს: მუცლის ტკივილი, სწრაფი და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა ან პირის ღრუდან არაბუნებრივი, ხილის მსგავსი სუნი,
  • თუ ახლო წარსულში გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი, გაქვთ გულის უკმარისობა ან სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, მათ შორის შოკი, ან გაქვთ სუნთქვის გაძნელება, რაც შესაძლებელია მიუთითებდეს გულის პრობლემებზე
  • თუ სერიოზულად დაქვეითებული გაქვთ თირკმლის ფუნქციები
  • თუ გაქვთ სერიოზული ინფექცია ან თქვენმა სხეულმა დაკარგა დიდი რაოდენობით სითხე
  • თუ უნდა ჩაგიტარდეთ რენტგენოგრაფია, რომლის დროსაც კეთდება ფერადი ნივთიერების ინექცია (რენტგენოგრაფია საკონტრასტო ნივთიერებით) (იხილეთ თავი „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გალვუს მეტი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით“)
  • თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები
  • თუ იღებთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს (ყოველდღე ან პერიოდულად)
  • თუ გაქვთ ლაქტაციის პერიოდი (იხილეთ თავი „ორსულობა და ლაქტაცია“).

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გალვუს მეტი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით:

  • გალვუს მეტი ვერ შეცვლის ინსულინს. შესაბამისად, თუ გაქვთ ტიპი 1 დიაბეტი (ანუ თქვენი ორგანიზმი ვერ აწარმოებს ინსულინს) და გაქვთ დიაბეტური კეტოაციდოზი, ანუ სისხლში შაქრის დონე მაღალი და არაკონტროლირებადია, ამ შემთხვევების სამკურნალოდ არ უნდა გამოიყენოთ გალვუს მეტი.
  • თუ ადრე იღებდით გალვუს მეტს და ღვიძლთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების გამო იძულებული გახდით, შეგეწყვიტათ, არ გამოიყენოთ გალვუს მეტი ხელახლა.
  • შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთ ხშირ შედეგს წარმოადგენს დიაბეტის მიზეზით კანის დაზიანება. რეკომენდებულია, დაიცვათ თქვენი ექიმის მიერ კანის მოვლასთან დაკავშირებული მითითებები. რეკომენდებულია, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ბუშტუკებს ან კანის დაზიანებებს, რომელიც შესაძლებელია წარმოიქმნეს გალვუს მეტით მკურნალობის დროს. აღნიშნულის გამოვლენისას დაუყოვნებლივ უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
  • პანკრეატიტი შესაძლებელია გახდეს სერიოზული, სიცოცხლისთვის სახიფათო სამედიცინო გართულება. თუ გაქვთ მუცლის ძლიერი და სტაბილური ტკივილი ღებინებით ან მის გარეშე, შესაძლებელია თქვენ გქონდეთ პანკრეატიტი. შეწყვიტეთ გალვუს მეტის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.
  • თუ გესაჭიროებათ სერიოზული ოპერაციის ჩატარება, პროცედურის დროს და პროცედურის შემდეგ გარკვეული პერიოდით უნდა შეწყვიტოთ გალვუს მეტის მიღება. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის გესაჭიროებათ გალვუს მეტით მკურნალობის შეწყვეტა და როდის - ხელახლა დაწყება.
    • გალვუს მეტით მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ანალიზები, რომლითაც შეფასდება ღვიძლის ფუნქციები, და ეს ანალიზები უნდა განმეორდეს პირველი წლის განმავლობაში ყოველ სამ თვეში ერთხელ, შემდგომში კი - პერიოდულად. ეს ანალიზები ტარდება, რათა, რამდენადაც შესაძლებელია, ადრე დადგინდეს ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის ზრდა. ღვიძლის ტესტებით ანომალიის დადგენის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
    • გალვუს მეტით მკურნალობის პერიოდში ექიმი არანაკლებ წელიწადში ერთხელ და, თუ ასაკოვანი ხართ და/ან გაქვთ თირკმლის ფუნქციის გაუარესება, უფრო ხშირად შეამოწმებს თირკმლის ფუნქციებს. თქვენი ექიმი რეგულარულად დააკვირდება სისხლში და შარდში შაქრის დონეს.
    • თუ იღებთ ანტიდიაბეტურ პრეპარატს, რომელიც ცნობილია სულფონილშარდოვანას სახელით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. თქვენმა ექიმმა ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დონის დაქვეითება) თავიდან აცილების მიზნით შესაძლებელია მოითხოვოს გალვუს მეტთან ერთად გამოყენებული სულფონილშარდოვანას დოზის შემცირება.
    • შესაძლებელია, შიმშილის, საკმარისი საკვების მიღების გარეშე ფიზიკური დატვირთვის ან ალკოჰოლის ჭარბი მიღების გამო (როგორც წესი, არა მხოლოდ გალვუს მეტის მიზეზით) შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, ოფლიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, ტრემორი, თავის ტკივილი (სისხლში შაქრის დონის დაქვეითების სიმპტომები).
    • თუ დიაბეტი უეცრად დამძიმდება ან ანალიზის შედეგად დადგინდება სისხლში შაქრის დონის დარღვევა ან თავს ცუდად იგრძნობთ, არ განაგრძოთ გალვუს მეტის გამოყენება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
    • თუ პერიოდულად ან ყოველდღე იღებთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს, არ განაგრძოთ გალვუს მეტის გამოყენება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

ლაქტაციდოზის რისკი

გალვუს მეტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქცია, რომელსაც ეწოდება ლაქტაციდოზი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თირკმელი არ ფუნქციონირებს გამართულად. ამასთანავე ლაქტაციდოზის რისკი იზრდება არაკონტროლირებადი დიაბეტის, სერიოზული ინფექციების, ხანგრძლივი შიმშილის ან ალკოჰოლის მიღების, დეჰიდრატაციის (ორგანიზმიდან მნიშვნელოვანი რაოდენობით სითხის დაკარგვა) (იხილეთ ქვემოთ მოცემული დამატებითი ინფორმაცია), ღვიძლის პრობლემების და ნებისმიერი სამედიცინო შემთხვევის დროს, როდესაც ორგანიზმის რომელიმე უბანში შემცირებულია ჟანგბადის მარაგი (მძიმე ფორმის გულის მწვავე უკმარისობა და სხვ.). თუ რომელიმე ზემოაღნიშნული შემთხვევა გეხებათ თქვენ, უფრო მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელმა შესაძლებელია გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (ორგანიზმიდან მნიშვნელოვანი რაოდენობით სითხის დაკარგვა), მაგალითად, ძლიერი ღებინება, დიარეა, ცხელება, სითბური ზემოქმედება ან ჩვეულებრივზე ნაკლები სითხის მიღება, მცირე ხნით შეწყვიტეთ გალვუს მეტის მიღება. უფრო მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ზოგიერთი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს ლაქტაციდოზს, შეწყვიტეთ გალვუს მეტის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, რადგანაც მან შესაძლებელია გამოიწვიოს კომა. ლაქტაციდოზის სიმპტომები მოიცავს შემდეგს:

- ღებინება

- კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი)

- კუნთების კრამპი

- ძლიერი სისუსტე და ზოგადად ავადმყოფობის შეგრძნება

- სუნთქვის გაძნელება

- ორგანიზმის ტემპერატურის დაქვეითება და გულისცემის შენელება

ლაქტაციდოზი სერიოზული სამედიცინო გართულებაა და საჭიროა მისი მკურნალობა საავადმყოფოში.

ზოგ პაციენტთან, რომელიც იღებდა დპპ-4-ის (დიპეპტიდილპეპტიდაზა 4) ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატს, ცნობილია სახსრების ძლიერი ტკივილი, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ინვალიდობა. სიმპტომები ვლინდებოდა მკურნალობის დაწყებიდან ერთი დღის შემდეგ ან წლების შემდეგ. პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ სიმპტომები ქრებოდა და პაციენტის მიერ იმავე პრეპარატის ან ამ ჯგუფის სხვა პრეპარატის ხელახლა დაწყებისას სიმპტომები ხელახლა ვლინდებოდა. პრეპარატების ეს ჯგუფი უნდა ჩაითვალოს სახსრების ძლიერი ტკივილის სავარაუდო მიზეზად და, თუ მისაღებია, პრეპარატი უნდა შეწყდეს.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიღებული ინფორმაციით ზოგიერთ პაციენტს, რომელიც იღებდა დპპ-4-ის ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატებს, განუვითარდათ ბულოზური პენფიგოიდი (კანის დაავადება, ხასიათდება კანზე სითხით სავსე ბუშტუკების გაჩენით, რომელიც გასკდომის შემდეგ იკეთებს ქერქს, წარმოქმნის ზედაპირულ დაზიანებებს), რომლის გამოც დასჭირდათ საავადმყოფოსთვის მიმართვა. პრეპარატის შეწყვეტის და სისტემური/ტოპიკალური იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ პაციენტთა უმეტესობის მდგომარეობა გამოსწორდა. თუ გალვუს მეტის გამოყენებისას კანზე შენიშნავთ ბუშტუკებს და ზედაპირულ დაზიანებებს, აცნობეთ თქვენს ექიმს. თუ გაქვთ ეჭვი ბულოზურ პენფიგოიდზე, ამ შემთხვევაში გალვუს მეტის შესაწყვეტად კონსულტაცია უნდა გაიაროთ თქვენს ექიმთან და სათანადო დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მიზნით უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.

გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.

გალვუს მეტით მკურნალობაზე დაკვირვება:

თქვენი ექიმი უზრუნველყოფს ქვემოთ მითითებული ანალიზების ჩატარებას:

  • დიაბეტის გამო სისხლის და შარდის რეგულარული ანალიზი
  • თირკმლის ფუნქციების შემოწმება:

- მკურნალობის დაწყებისას

- მკურნალობის დროს არანაკლებ წელიწადში ერთხელ

- თუ ასაკოვანი ხართ, უფრო ხშირად.

  • ღვიძლის ფუნქციების შემოწმება:

- მკურნალობის დაწყებისას

- მკურნალობის პირველი 1 წლის განმავლობაში ყოველ 3 თვეში ერთხელ და შემდეგ რეგულარულად

- თუ ექიმი განსაზღვრავს, რომ ღვიძლის პრობლემის გამო საჭიროა გალვუს მეტით მკურნალობის შეწყვეტა, არასდროს აღარ დაიწყოთ გალვუს მეტის გამოყენება.

  • არანაკლებ წელიწადში ერთხელ სისხლის საერთო ანალიზი
  • ორ ან სამ წელიწადში არანაკლებ ერთხელ შესაძლებელია შემოწმდეს B12 ვიტამინის დონე

გალვუს მეტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

რეკომენდებულია, ტაბლეტი დალიოთ ჭამის დროს ან ჭამის დასრულებისთანავე. ეს შეამცირებს კუჭთან დაკავშირებული დისკომფორტის რისკს. გალვუს მეტის მიღებისას მოერიდეთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას, რადგანაც მან შესაძლებელია გაზარდოს ლაქტაციდოზის რისკი (იხილეთ თავი „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გალვუს მეტი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით“).

ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. თქვენი ექიმი აგიხსნით რისკებს, რაც შესაძლებელია ახლდეს ორსულობის დროს გალვუს მეტის გამოყენებას. არ შეიძლება ორსულობის დროს გალვუს მეტის გამოყენება.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გალვუს მეტით მკურნალობის დროს არ შეიძლება ბავშვის ძუძუთი კვება.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა

თუ გალვუს მეტის მიღებისას იგრძნობთ გაბრუებას, მათ შორის თავბრუსხვევას, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებება ან მექანიზმი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია გალვუს მეტის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:

თუ არა გაქვთ გალვუს მეტის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, არ არის მოსალოდნელი ამ ნივთიერებებიდან გამომდინარე ნეგატიური ზემოქმედება.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

თუ რადიოლოგიური ვიზუალიზაციის ფარგლებში გესაჭიროებათ იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების ინექციის გაკეთება, ინექციამდე ან ინექციის დროს უნდა შეწყვიტოთ გალვუს მეტის გამოყენება. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის გესაჭიროებათ გალვუს მეტით მკურნალობის შეწყვეტა და როდის - ხელახლა დაწყება.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ ან გამოიყენეთ სხვა პრეპარატი ან არსებობს სხვა პრეპარატის გამოყენების ალბათობა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს სისხლში შაქრის დონის და თირკმლის ფუნქციის ტესტების უფრო ხშირად ჩატარება ან თქვენი ექიმის მიერ გალვუს მეტის დოზის კორექტირება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენს ექიმს აცნობოთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატები:

  • როგორც წესი, ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული გლუკოკორტიკოიდები
  • როგორც წესი, სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული ბეტა-2 აგონისტები
  • დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა პრეპარატები
  • პრეპარატები, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას (დიურეზული საშუალებები)
  • ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) და ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი)
  • · მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები )
  • · ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც ზემოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე
  • · ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც ზემოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

პაციენტებთან, რომლებიც გალვუს მეტთან ერთად იღებენ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც განეკუთვნებიან ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორთა ჯგუფს, შესაძლებელია გაიზარდოს სერიოზული ალერგიული რეაქციის - ანგიოედემის რისკი.

თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ გამოიყენება გალვუს მეტი?

ინსტრუქცია****სათანადო გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

ექიმი ზუსტად მიგითითებთ, რამდენი ტაბლეტი გალვუს მეტი უნდა მიიღოთ.

როგორც წესი, გალვუს მეტის დოზა შეადგენს დღეში ერთ ან ორი ტაბლეტს.

არ მიიღოთ დღეში ორ ტაბლეტზე მეტი.

მკურნალობაზე პასუხის მიხედვით შესაძლებელია ექიმმა გირჩიოთ უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზა.

განაგრძეთ დიეტასთან დაკავშირებით ექიმის რეკომენდაციის დაცვა. განსაკუთრებით მაშინ, თუ იცავთ დიაბეტურ დიეტას წონის კონტროლით, განაგრძეთ დიეტა გალვუს მეტის გამოყენების დროსაც.

არ დაგავიწყდეთ პრეპარატის დროულად მიღება.

გამოყენების****გზა და მეთოდი:

გალვუს მეტი განკუთვნილია მხოლოდ პერორალური მიღებისთვის.

რეკომენდებულია ტაბლეტების მიღება საკვებთან ერთად ან უშუალოდ ჭამის შემდეგ დილით ერთი ტაბლეტი და საღამოს ერთი ტაბლეტი. უშუალოდ ჭამის შემდეგ ტაბლეტის მიღება შეამცირებს კუჭის პრობლემების რისკს.

ტაბლეტები ჩაყლაპეთ მთლიანად, ერთი ჭიქა წყლით.

არ შეიძლება ტაბლეტების დაღეჭვა, დაფხვნა და გაყოფა.

სხვადასხვა****ასაკობრივი ჯგუფები :

ბავშვებისა და მოზარდებში გამოყენება :

არ არსებობს 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში გალვუს მეტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. რის გამოც არ არის რეკომენდებული გალვუს მეტის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში.

ასაკოვნებში გამოყენება:

გალვუს მეტი ასაკოვნებში უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს თირკმელთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა. თუ ასაკოვანი ხართ, თქვენმა ექიმმა წელიწადში რამდენიმეჯერ უნდა შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები :

თირკმლის უკმარისობა:

პაციენტებმა თირკმლის უკმარისობით გალვუს მეტი უნდა მიიღონ სიფრთხილის დაცვით. არ შეიძლება გამოყენება განსაზღვრული მაჩვენებლების დარღვევის შემთხვევაში, რომელსაც დააკვირდება თქვენი ექიმი.

ღვიძლის უკმარისობა :

პაციენტებმა ღვიძლის უკმარისობით გალვუს მეტი უნდა მიიღონ სიფრთხილის დაცვით. არ შეიძლება გამოყენება განსაზღვრული მაჩვენებლების დარღვევის შემთხვევაში, რომელსაც დააკვირდება თქვენი ექიმი.

თუ თვლით, რომ გალვუს მეტის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ გალვუს მეტი საჭიროზე მეტი რაოდენობით :

თუ შემთხვევით მიიღეთ გალვუს მეტი საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ გალვუს მეტის მიღება

რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს. თუ დაგავიწყდებათ გალვუს მეტის მიღება, დალიეთ გახსენებისთანავე. შემდეგ კი მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. მაგრამ თუ პრეპარატის მომდევნო დოზის მიღებამდე მცირე ხნით ადრე გაგახსენდებათ, რომ წინა დოზა გამოტოვეთ, არ მიიღოთ დავიწყებული დოზა.

გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

გალვუს მეტით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია

არ შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენი ექიმის მითითების გარეშე. თუ გაქვთ შეკითხვები, რამდენი ხნის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ეს პრეპარატი, მიმართეთ თქვენს ექიმს.

4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, გალვუს მეტის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.

რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის განვითარებისას შეწყვიტეთ გალვუს მეტის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

  • გალვუს მეტმა შესაძლებელია შესაძლებელია გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქცია, რომელსაც ეწოდება ლაქტაციდოზი (იხილეთ თავი „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გალვუს მეტი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით“). აღნიშნულის გამოვლენისას უნდა შეწყვიტოთ გალვუს მეტის გამოყენება (რადგანაც ლაქტაციდოზმა შესაძლებელია გამოიწვიოს კომა) და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ექიმს ან მიმართოთ უახლოეს საავადმყოფოს.
  • სახის, ენის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, სუნთქვის გაძნელება, უეცრად დაწყებული გამონაყარი ან ურტიკარია („ანგიოედემის“, ანუ ძლიერი ალერგიული რეაქციის სიმპტომები).
  • კანის და/ან თვალების გაყვითლება, გულისრევა, უმადობა, შარდის გამუქება, რაც შესაძლებელია მიუთითებდეს ღვიძლის დაავადებაზე (ჰეპატიტი)
  • ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა მიდამოში (პანკრეასის ანთების სავარაუდო სიმპტომი)
  • თავის ტკივილი, ძილიანობა, სისუსტე, გაბრუება, დაბნეულობა, სწრაფი გაბრაზება, შიმშილის შეგრძნება, გახშირებული პულსი, ოფლიანობა, გაღიზიანება (სისხლში შაქრის დონის დაქვეითების - „ჰიპოგლიკემიის“ სავარაუდო სიმპტომები)

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია.

რომელიმე ზემოაღნიშნული რეაქციის გამოვლენისას შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციები საკმაოდ იშვიათია.

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ რეაქციას, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს :

  • არაკონტროლირებადი ტრემორი
  • ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგებში დარღვევები
  • სისხლში რძემჟავას მატებიდან გამომდინარე სიმპტომები, როგორიცაა ძილიანობა ან გაბრუება, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, მუცლის ტკივილი, არათანაბარი გულისცემა ან ღრმა და აჩქარებული სუნთქვა (ლაქტაციდოზი)
  • სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია)

ეს სერიოზული გვერდითი რეაქციებია. შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.

სხვა გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი: (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე მეტს).

ხშირი: (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს).

არახშირი: (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს).

იშვიათი: (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს).

ძალიან იშვიათი: (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს).

უცნობი სიხშირე: აღენიშნება იმდენაც მცირე რაოდენობის პაციენტს, რომ შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, აცნობეთ თქვენს ექიმს :

ძალიან ხშირი :

  • გულისრევა
  • ღებინება
  • ფაღარათი
  • მუცლის ტკივილი
  • უმადობა

ხშირი :

  • გაბრუება
  • თავის ტკივილი
  • ტრემორი
  • პირში ლითონის გემო
  • სისხლში შაქრის დაბალი დონე

არახშირი :

  • ყაბზობა
  • ხელების, კოჭების ან ტერფების შეშუპება (ედემა)
  • დაღლილობა
  • სახსრების ტკივილი

ძალიან იშვიათი :

  • ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ცხელება
  • კანის სიწითლე
  • სისხლში B12 ვიტამინის დონის დაქვეითება (შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიფერმკრთალე, დაღლილობა და მეხსიერების დარღვევები)
  • ღვიძლის ფუნციური სინჯების შედეგებში დარღვევები

უცნობი სიხშირე :

  • ქავილი
  • სისხლში რძემჟავას მაღალი დონის სიმპტომები (ცნობილია ლაქტაციდოზის სახელით): ძილიანობა, გაბრუება, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, მუცლის ტკვილი, არათანაბარი გულისცემა ან ღრმა და აჩქარებული სუნთქვა

ეს გალვუს მეტის მსუბუქი გვერდითი რეაქციებია

ზოგ პაციენტს გალვუს მეტისა და ინსულინის მიღებისას აღენიშნება შემდეგი გვერდითი რეაქციები :

ხშირი :

  • თავის ტკივილი
  • ციება
  • გულისრევა
  • კუჭის წვა (რეფლუქსი)
  • სისხლში შაქრის დონის დაქვეითება

არახშირი :

  • ფაღარათი
  • აირების დაგროვება

ზოგ პაციენტს გალვუს მეტის და სულფონილშარდოვანას ერთად მიღებისას აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები :

ხშირი :

  • გაბრუება
  • ტრემორი
  • დაღლილობა
  • სისხლში შაქრის დონის დაქვეითება
  • ძლიერი ოფლიანობა

პოსტმარკეტინგულ პერიოდში ზოგ პაციენტს, რომელიც იყენებდა გალვუს მეტს, აღენიშნებოდა ქვემოთ მითითებული გვერდითი რეაქციები :

უცნობი სიხშირე (შეუძლებელია სიხშირის განსაზღვრა ხელთარსებული მონაცემებით) :

  • გამონაყარი ქავილით
  • პანკრეასის ანთება
  • კანზე აქერცლილი უბნები და ბუშტუკები
  • კუნთების ტკივილი
  • ბულოზური პენფიგოიდი - კანის დაავადება, ხასიათდება კანზე სითხით სავსე ბუშტუკების გაჩენით, რომელიც გასკდომის შემდეგ იკეთებს ქერქს, წარმოქმნის ზედაპირულ დაზიანებებს.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი რეაქციების შესახებ მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი რეაქციები“ ან დარეკეთ გვერდითი რეაქციების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

5. გალვუს მეტის შენახვა

გალვუს მეტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ 250C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.

არ გამოიყენოთ გალვუს მეტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ | გამოიყენეთ ვარგისიანობის თარიღამდე.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

არ გამოიყენოთ გალვუს მეტი, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.

ლიცენზიის მფლობელი: სს ნოვატრის საღლიქ, გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან. ვე თიჯ. ქავაჯიქი/ბეიქოზი/სტამბოლი

წარმოების ადგილი: სს ნოვატრის საღლიქ, გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან. ვე თიჯ. ფენდიქი/სტამბოლი

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები: ვილდაგლიპტინი; მეტმორფინის ჰიდროქლორიდი;
დამხმარე ნივთიერებები: რკინის ოქსიდი წითელი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ჰიპრომელოზა,
ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი.

ჩვენება: II ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის (T2DM): გალვუსი მეტი ინიშნება დამხმარე საშუალებად დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშების დროს, გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად პაციენტებში, რომელთა დიაბეტი
სათანადოდ არ კონტროლდება მეტმორფინის ჰიდროქლორიდით ან მხოლოდ ვილდაგლიპტინით ან რომლებსაც
უკვე ჩაუტარდათ მკურნალობა ვილდაგლიპტინის და მეტმორფინის ჰიდროქლორიდის ცალკეული ტაბლეტების
კომბინაციით.
გალვუსი მეტი ინიშნება სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში (ე.ი. სამმაგ კომბინაციაში), დამხმარე საშუალებად
დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშების დროს პაციენტებში, სათანადო კონტროლი ვერ ხერხდება მეტფორმინის და
სულფონილშარდოვანას საშუალებით.
გალვუსი მეტი ინიშნება ინსულინზე დანამატის სახით, დიეტის და ვარჯიშების დროს გლიკემიის ადეკვატური კონტროლის უზრუნველსაყოფად პაციენტებში, როდესაც მარტო ინსულინის და მეტფორმინის სტაბილური დოზა ვერ უზრუნველყოფს გლიკემიის ადეკვატურ კონტროლს.

უკუჩვენებები: გალვუს მეტის მიღება არ არის ნაჩვენები პაციენტებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ ჰიპერმგრძნობელობა
ვილდაგლიპტინის, მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
გალვუს მეტი არ არის ნაჩვენები პაციენტებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ თირკმელების დაავადება ან დისფუნქცია;
პაციენტებში რომელთაც აქვთ გულის უკმარისობა; დიაბეტური კეტოაციდოზი; გალვუს მეტის მიღება დროებით უნდა
შეწყდეს პაციენტებში, რომლებმაც გაიარეს რადიოლოგიური გამოკვლევა იოდირებული კონტრასტული ნივთიერების
გამოყენებით, ვინაიდან ამგვარი პროდუქტების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის მწვავე
ცვლილებები.ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის დროს თუ დედისთვის პრეპარატის გამოყენებით
გამოწვეული სარგებელი არ აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. პრეპარატი არ ინიშნება ლაქტაციის დროს.

დოზირება და მიღების წესი: II ტიპის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში ანტიჰიპერგლიკემიური თერაპიის გამოყენება უნდა ატარებდეს ინდივიდუალურ ხასიათს ეფექტურობისა და გადატანის მიხედვით. გალვუსი მეტის გამოყენებისას არ უნდა იქნას გადაჭარბებული ვილდაგლიპტინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა (100 მგ).
გალვუსი მეტის რეკომენდებული საწყისი დოზა უნდა ემყარებოდეს პაციენტის მდგომარეობას და ან ვილდაგლიპტინის და ან მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მიმდინარე რეჟიმს. კუჭ-ნალწავზე მეტფორმინის ჰიდროქლორიდთან
დაკავშირებული გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად გალვუსი მეტი მიღებული უნდა იქნას ჭამის დროს.

საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც არასათანადოდ კონტროლდებოდნენ ვილდაგლიპტინით მონოთერაპიის დროს
მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ჩვეულ საწყის დოზაზე დაყრდნობით (500 მგ დღეღამეში ორჯერ ან 850 მგ დღეღამეში ერთხელ) გალვუსი მეტი შესაძლებელია მიღებული იქნას 50 მგ- 500 მგ ტაბლეტის სახით დღეღამეში ორჯერ და
თანდათანობით შემცირდეს თერაპიული პასუხის ადეკვატურობის შეფასების შემდეგ.

საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც არასათანადოდ კონტროლდებოდნენ მეტმორფინის ჰიდროქლორიდით
მონოთერაპიის დროს
პაციენტის მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მიმდინარე დოზაზე დაყრდნობით, შესაძლებელია დაინიშნოს 50 მგ- 500 მგ, 50 მგ- 850მგ ან 50 მგ -1,000 მგ ტაბლეტი დღეღამეში ორჯერ.პედიატრიული პაციენტები: გალვუს მეტის გამოყენება არ არის რეკომენდირებული 18 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები: ვილდაგლიპტინი; მეტმორფინის ჰიდროქლორიდი;
დამხმარე ნივთიერებები: რკინის ოქსიდი წითელი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ჰიპრომელოზა,
ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი.

ჩვენება: II ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის (T2DM): გალვუსი მეტი ინიშნება დამხმარე საშუალებად დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშების დროს, გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად პაციენტებში, რომელთა დიაბეტი
სათანადოდ არ კონტროლდება მეტმორფინის ჰიდროქლორიდით ან მხოლოდ ვილდაგლიპტინით ან რომლებსაც
უკვე ჩაუტარდათ მკურნალობა ვილდაგლიპტინის და მეტმორფინის ჰიდროქლორიდის ცალკეული ტაბლეტების
კომბინაციით.
გალვუსი მეტი ინიშნება სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში (ე.ი. სამმაგ კომბინაციაში), დამხმარე საშუალებად
დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშების დროს პაციენტებში, სათანადო კონტროლი ვერ ხერხდება მეტფორმინის და
სულფონილშარდოვანას საშუალებით.
გალვუსი მეტი ინიშნება ინსულინზე დანამატის სახით, დიეტის და ვარჯიშების დროს გლიკემიის ადეკვატური კონტროლის უზრუნველსაყოფად პაციენტებში, როდესაც მარტო ინსულინის და მეტფორმინის სტაბილური დოზა ვერ უზრუნველყოფს გლიკემიის ადეკვატურ კონტროლს.

უკუჩვენებები: გალვუს მეტის მიღება არ არის ნაჩვენები პაციენტებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ ჰიპერმგრძნობელობა
ვილდაგლიპტინის, მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
გალვუს მეტი არ არის ნაჩვენები პაციენტებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ თირკმელების დაავადება ან დისფუნქცია;
პაციენტებში რომელთაც აქვთ გულის უკმარისობა; დიაბეტური კეტოაციდოზი; გალვუს მეტის მიღება დროებით უნდა
შეწყდეს პაციენტებში, რომლებმაც გაიარეს რადიოლოგიური გამოკვლევა იოდირებული კონტრასტული ნივთიერების
გამოყენებით, ვინაიდან ამგვარი პროდუქტების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის მწვავე
ცვლილებები.ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის დროს თუ დედისთვის პრეპარატის გამოყენებით
გამოწვეული სარგებელი არ აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. პრეპარატი არ ინიშნება ლაქტაციის დროს.

დოზირება და მიღების წესი: II ტიპის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში ანტიჰიპერგლიკემიური თერაპიის გამოყენება უნდა ატარებდეს ინდივიდუალურ ხასიათს ეფექტურობისა და გადატანის მიხედვით. გალვუსი მეტის გამოყენებისას არ უნდა იქნას გადაჭარბებული ვილდაგლიპტინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა (100 მგ).
გალვუსი მეტის რეკომენდებული საწყისი დოზა უნდა ემყარებოდეს პაციენტის მდგომარეობას და ან ვილდაგლიპტინის და ან მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მიმდინარე რეჟიმს. კუჭ-ნალწავზე მეტფორმინის ჰიდროქლორიდთან
დაკავშირებული გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად გალვუსი მეტი მიღებული უნდა იქნას ჭამის დროს.

საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც არასათანადოდ კონტროლდებოდნენ ვილდაგლიპტინით მონოთერაპიის დროს
მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ჩვეულ საწყის დოზაზე დაყრდნობით (500 მგ დღეღამეში ორჯერ ან 850 მგ დღეღამეში ერთხელ) გალვუსი მეტი შესაძლებელია მიღებული იქნას 50 მგ- 500 მგ ტაბლეტის სახით დღეღამეში ორჯერ და
თანდათანობით შემცირდეს თერაპიული პასუხის ადეკვატურობის შეფასების შემდეგ.

საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც არასათანადოდ კონტროლდებოდნენ მეტმორფინის ჰიდროქლორიდით
მონოთერაპიის დროს
პაციენტის მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მიმდინარე დოზაზე დაყრდნობით, შესაძლებელია დაინიშნოს 50 მგ- 500 მგ, 50 მგ- 850მგ ან 50 მგ -1,000 მგ ტაბლეტი დღეღამეში ორჯერ.პედიატრიული პაციენტები: გალვუს მეტის გამოყენება არ არის რეკომენდირებული 18 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში.

გამოყენების ინსტრუქცია

გალვუსმეტი®

(GALVUSMET®)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერებები: ვილდაგლიპტინი, მეტფორმინი (მეტფორმინის ჰიდროქლორიდის სახით);

1 ტაბლეტი 50მგ/500მგ შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს;

1 ტაბლეტი 50მგ/850მგ შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს;

1 ტაბლეტი 50მგ/1000მგ შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს;

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172), მხოლოდ 50 მგ/500 მგ დოზირებისთვის - რკინის ოქსიდი წითელი (E 172).

წამლის ფორმა. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებები. შაქრის დამწევი პერორალური პრეპარატები. ბიგუანიდების და დიპეპტიდილპეპტიდაზა-4-ის (დპპ-4) კლინიკური თვისებები.

გამოყენების ჩვენებები

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების სამკურნალოდ:

- დიეტოთერაპიის და ფიზიკური ვარჯიშების დამხმარე საშუალების სახით, ტიპი 2 შაქიანი დიაბეტის დროს გლიკემიის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, როდესაც მეტფორმინის ან ვილდაგლიპტინის მონოთერაპია არასათანადოდ ეფექტურია;

- სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში (სამმაგი თერაპია) დიეტიოთერაპიის და ფიზიკური ვარჯიშების დამხმარე საშუალების სახით, ტიპი 2 შაქიანი დიაბეტის დროს გლიკემიის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით პაციენტებში, რომლებიც ადრე ღებულობდნენ მეტფორმინს და სულფონილშარდოვანას წარმოებულებს და ვერ იქნა მიღწეული გლიკემიის სათანადო კონტროლი;

- ინსულინთან კომბინაციაში დიეტოთერაპიის და ფიზიკური ვარჯიშების დამხმარე საშუალების სახით, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს გლიკემიის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით პაციენტებში, რომლებიც ადრე ღებულობდნენ ინსულინის სტაბილურ დოზებს და მეტფორმინს და ვერ იქნა მიღწეული გლიკემიის სათანადო კონტროლი;

- საწყისი თერაპიის სახით ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, როდესაც მხოლოდ დიეტით და ფიზიკური ვარჯიშებით სათანადოდ ვერ კონტროლდება გლიკემია.

უკუჩვენებები.

· მომატებული მგრძნობელობა ვილდაგლიპტინის ან მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტების მიმართ;

· მწვავე ან ქრონიკული მეტაბოლური აციდოზი, მათ შორის ლაქტოაციდოზი ან დიაბეტური კეტოაციდოზი კომით ან კომის გარეშე. დიაბეტური კეტოაციდოზის მკურნალობა უნდა მოხდეს ინსულინით.

· თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევა (გფს < 30 მლ/წთ);

· მწვავე მდგომარეობები, რომლებიც მიმდინარეობენ თირკმლის ფუნქციის დარღვევის განვითარების რისკის თანხლებით, როგორიც არის: დეჰიდრატაცია, მწვავე ინფექცია, შოკი, იოდირებული კონტრასტული საშუალებების ინტრავენურად შეყვანა;

· მწვავე ან ქრონიკული დაავადებები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ქსოვილების ჰიპოქსია, როგორიც არის: გულის ან სუნთქვის უკმარისობა, ბოლო პერიოდში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, შოკი;

· მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი;

· ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;

· ძუძუთი კვების პერიოდი.

მიღების წესი და დოზები.

მოზრდილები

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს პრეპარატის ანტიჰიპერგლიკემიური საშუალების სახით გამოყენებისას დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, ეფექტურობის და ამტანობის გათვალისწინებით. პრეპარატ გალვუსმეტის® დანიშვნისას არ უნდა მოხდეს ვილდაგლიპტინის მაქსიმალური დღიური დოზის (100 მგ) გადაჭარბება.

პრეპარატ გალვუსმეტის® რეკომენდებული საწყისი დოზა უნდა ეფუძნებოდეს პაციენტის მდგომარეობას და/ან ვილდაგლიპტინის და/ან მეტფორმინის ჰიდროქლორიდის შესაბამის დოზას, რომელსაც პაციენტი ამჟამად ღებულობს.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის გვერდითი ეფექტების თავიდან არიდების მიზნით პრეპარატი გალვუსმეტი® მიიღება კვების დროს. პრეპარატ გალვუსმეტის® დოზის გამოტოვების შემთხვევაში დოზის მიღება უნდა მოხდეს მაშინვე, როგორც კი პაციენტს გაახსენდება. ორმაგი დოზა არ მიიღება ერთსა და იმავე დღეს.

- საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომელთა მდგომარეობა სათანადოდ ვერ კონტროლდება ვილდაგლიპტინით მონოთერაპიით

მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ჩვეულებრივ საწყის დოზებზე (500 მგ დღეში ორჯერ ან 850 მგ დღეში ერთჯერ) დაყრდნობით პრეპარატ გალვუსმეტით® მკურნალობა შეიძლება დაიწყოს დოზით 50მგ/500მგ ტაბლეტები დღეში ორჯერ, დოზის ეტაპობრივად ტიტრირება ხდება მკურნალობაზე რეაგირების ადექვატურობის შეფასების შემდეგ.

- საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომელთა მდგომარეობა სათანადოდ ვერ კონტროლდება მეტფორმინის ჰიდროქლორიდით მონოთერაპიით

მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მიმდინარე დოზაზე დაყრდნობით, რომელსაც ღებულობს პაციენტი, პრეპარატ გალვუსმეტით® მკურნალობა შეიძლება დაიწყოთ ნებისმიერი დოზის ტაბლეტებით: 50 მგ/500 მგ, 50 მგ/850 მგ ან 50 მგ/1000 მგ დღეში ორჯერ.

- საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც გადადიან ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის კომბინირებული მკურნალობიდან ცალკეული პრეპარატების სახით

პრეპარატ გალვუსმეტის® მიღება შეიძლება დაიწყოს ნებისმიერი დოზის ტაბლეტებით: 50 მგ/500 მგ, 50 მგ/850 მგ ან 50 მგ/1000 მგ, ვილდაგლიპტინის ან მეტფორმინის დოზაზე დაყრდნობით, რომელსაც უკვე ღებულობს პაციენტი.

- საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც ადრე არ მკურნალობდნენ ანტიდიაბეტური პრეპარატებით

პრეპარატ გალვუსმეტით® მკურნალობა შეიძლება დაიწყოს დოზით 50მგ/500მგ ტაბლეტები დღეში ერთჯერ, დოზის ეტაპობრივად ტიტრაცია ხდება მაქსიმალურ დოზამდე 50მგ/1000მგ დღეში ორჯერ მკურნალობაზე რეაგირების ადექვატურობის შეფასების შემდეგ.

- საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც გადადიან მეტფორმინის და სულფონილშარდოვანას კომბინირებული მკურნალობიდან

პრეპარატ გალვუსმეტის® დოზა უნდა უზრუნველყოფდეს 50 მგ ვილდაგლიპტინის მიღებას დღეში ორჯერ (დღიური დოზა 100 მგ) და მეტფორმინის დოზას, რომელსაც მანამდე ღებულობდა პაციენტი. თუ პრეპარატი გალვუსმეტი® მიიღება სულფონილშარდოვასთან კომბინაციაში, უნდა განიხილოს სულფონილშარდოვანას უფრო დაბალი დოზების დანიშვნის შესაძლებლობა ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის შემცირების მიზნით.

- საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც გადადიან ინსულინის და მეტფორმინის მაქსიმალურად ასატანი დოზის კომბინირებული მკურნალობიდან

პრეპარატ გალვუსმეტის® დოზა უნდა უზრუნველყოფდეს 50 მგ ვილდაგლიპტინის მიღებას დღეში ორჯერ (დღიური დოზა 100 მგ) და მეტფორმინის დოზას, რომელსაც მანამდე ღებულობდა პაციენტი.

ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის უსაფრთხოება და ეფექტურობა თიაზოლიდინდიონთან სამკომპონენტიანი კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში არ არის დადგენილი.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

თირკმლის უკმარისობა

გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (გფს) უნდა განისაზღვროს მეტფორმინის შემცველი პრეპარატებით (მაგ: გალვუსმეტი®) მკურნალობის დაწყებამდე და სულ მცირე წელიწადში ერთხელ ამის შემდეგ. პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში არსებობს თირკმლის უკმარისობის შემდგომი პროგრესირების მომატებული რისკი და ხანდაზმულებში თირკმლის ფუნქცია უნდა შეფასდეს უფრო ხშირად, მაგ: 3-6 თვეში ერთხელ.

მეტფორმინის მაქსიმალური დღიური დოზა უმჯობესია დაიყოს 2-3 ყოველდღიურ დოზად. მეტფორმინის შემცველი პრეპარატებით (მაგ: გალვუსმეტი®) მკურნალობის დაწყებამდე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ისეთი ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა გაზარდონ ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში გფს შეადგენს <60მლ/წთ-ს. გალვუსმეტი® უკუნაჩვენებია პაციენტებში რომელთა გფს შეადგენს < 30 მლ/წთ-ს, რადგანაც იგი შეიცავს მეტფორმინს.

დოზირებასთან დაკავშირებული შემდეგი რეკომენდაციები ეხება მეტფორმინს და ვილდაგლიპტინს, რომლებიც მიიღება ცალ-ცალკე ან ერთად თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში. თუ პრეპარატი გალვუსმეტი® საჭირო დოზირებით არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ ფიქსირებული დოზირების კომბინირებული პრეპარატის ნაცვლად გამოიყენება ცალკეული კომპონენტები.

**დოზების კორექცია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
**

გფს მლ/წთ | მეტფორმინი |
ვილდაგლიპტინი
---|---|---

60‑89 | მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 3000 მგ-ს*. თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს დოზის შემცირების შესაძლებლობა. | მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 100 მგ-ს.

45‑59 | საწყისი დოზა უნდა იყოს არაუმეტეს 1000 მგ, თუ მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 2000 მგ-ს*. | მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 50 მგ-ს.
30‑44 | საწყისი დოზა უნდა იყოს არაუმეტეს 500 მგ, თუ მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 1000 მგ-ს. |
<30 | მეტმორფინი უკუნაჩვენებია.

  • თუ მეტფორმინის საჭირო დოზები უფრო მაღალია, ვიდრე დოზები, რომელთა მიღწევა ხდება მხოლოდ გალვუსმეტის® მიღებისას.

ხანდაზმული პაციენტები (≥ 65 წელი).

იმის გათვალისწინებით, რომ მეტფორმინი გამოიყოფა თირკმელებით, ხოლო ხანდაზმულ პაციენტებში არსებობს თირკმლის ფუნქციის დაქვეითების ტენდენცია, შესაბამისად აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის პაციენტებში პრეპარატ გალვუსმეტით® მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქციური მდგომარეობა. ≥65 წლის ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატ გალვუსმეტის® დოზა უნდა დაკორექტირდეს თირკმლის ფუნქციაზე დაყრდნობით.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.

პრეპარატ გალვუსმეტის® დანიშვნა არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის უკმარისობის კლინიკური ან ლაბორატორიული გამოვლინებები, ისეთი შემთხვევების ჩათვლით, როდესაც მკურნალობის დაწყებამდე ალანინამინოტრანსფერაზის (ალტ) ან ასპარტატამინოტრანსფერაზის (ასტ) აქტივობა 2,5-ჯერზე მეტად აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს.

პადიატრიული პაციენტები.

პრეპარატ გალვუსმეტის® გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დადგენილი. შესაბამისად, პრეპარატ გალვუსმეტის® დანიშვნა არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებში.

გვერდითი რეაქციები.

შემდგომში წარმოდგენილი მონაცემები უკავშირდება ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის თავისუფალი და ფიქსირებული კომბინაციების სახით გამოყენებას.

**მოკლე ინფორმაცია უსაფრთხოების პროფილის შესახებ. **

არსებობს შეტყობინებები ანგიონევროზული შეშუპების იშვიათი შემთხვევების შესახებ, რომლებიც აღინიშნა ვილდაგლიპტინით მკურნალობის დროს იგივე სიხშირით, როგორიც საკონტროლო ჯგუფში. ამ გვერდითი მოვლენის სიხშირე უფრო მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც ვილდაგლიპტინს ღებულობდნენ ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორთან (აგფ ინჰიბიტორთან) ერთად. უმეტეს შემთხვევაში ეს გვერდითი მოვლენა მსუბუქი იყო და ქრებოდა ვილდაგლიპტინით მკურნალობის გაგრძელებისას.

არსებობს შეტყობინებები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის იშვიათი შემთხვევების (მათ შორის ჰეპატიტის განვითარების) შესახებ ვილდაგლიპტინით მკურნალობის დროს. ეს გართულებები, როგორც წესი მსუბუქი იყო სიმძიმის მიხედვით და არ აღინიშნებოდა ნარჩენი მოვლენები, პრეპარატის მოხსნის შემდეგ ღვიძლის ფუნქციური სინჯები ნორმას უბრუნდებოდა. კონტროლირებად კვლევებში მონოთერაპიის დროს და დამატებითი 24-კვირიანი თერაპიის დროს ალტ-ს ან ასტ-ს დონეების ნორმის ზედა ზღვარზე (ნზზ) 3-ჯერ გადაჭარბების შემთხვევები (რომელიც განისაზღვრებოდა არანაკლებ 2 თანმიმდევრული შეფასების მიხედვით ან მკურნალობის საბოლოო ვიზიტისას) შეადგენდა 0.2%-ს, 0.3%-ს და 0.2%-ს დღეში 50 მგ ვილდაგლიპტინის, დღეში ორჯერ 50 მგ ვილდაგლიპტინის და ყველა სხვა შესადარებელი პრეპარატის მიღებისას. როგორც წესი, ტრანსამინაზების აქტივობის მომატება უსიმპტომო იყო, არ პროგრესირებდა და არ ახლდა ქოლესტაზი ან სიყვითლე.

კლინიკურ კვლევებში ვილდაგლიპტინის + მეტფორმინის კომბინაციის გამოყენებისას პაციენტების 0.4%-ს მოუწია მკურნალობის შეწყვეტა გვერდითი რეაქციების გამო ჯგუფში, რომელიც იღებდა 50 მგ ვილდაგლიპტინს 1-ჯერ დღეში + მეტფორმინს. ჯგუფებში, რომლებიც მკურნალობდნენ ვილდაგლიპტინით 50 მგ ორჯერ დღეში + მეტფორმინი ან პლაცებო + მეტფორმინი, არ იყო შეტყობინება გვერდითი რეაქციების გამო პრეპარატის შეწყვეტის შესახებ.

კლინიკურ კვლევებში ჰიპოგლიკემია აღინიშნებოდა არც ისე ხშირად: პაციენტების 0,9%-ში, რომლებიც ღებულობდნენ ვილდაგლიპტინს დოზით 50მგ დღეში 1-ჯერ მეტფორმინთან კომბინაციაში, პაციენტების 0,5%-ში, რომლებიც ღებულობდნენ ვილდაგლიპტინს დოზით 50მგ დღეში 2-ჯერ მეტფორმინთან კომბინაციაში და პაციენტების 0,4%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს და მეტფორმინს. ვილდაგლიპტინთან დაკავშირებული მწვავე ჰიპოგლიკემიური რეაქციები არ ყოფილა რეგისტრირებული.

ვილდაგლიპტინი ნეიტრალურია სხეულის მასასთან მიმართებაში მეტფორმინთან კომბინაციაში გამოყენებისას.

ცნობილია, რომ მეტფორმინით მკურნალობისას საწყის პერიოდში ძალიან ხშირად ვითარდება გვერდითი რეაქციები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, მათ შორის დიარეა და გულისრევა. ვილდაგლიპტინის მონოთერაპიის კლინიკური პროგრამის შემთხვევაში (n=2264), როდესაც ვილდაგლიპტინი მიიღებოდა დოზით 50 მგ დღეში ერთჯერ, 50 მგ დღეში ორჯერ ან 100 მგ დღეში ერთჯერ, დიარეის სიხშირე შეადგენდა 1,2%-ს, 3,5%-ს და 0,8%-ს შესაბამისად, ხოლო გულისრევის სიხშირე იყო 1,7%, 3,7% და 1,7%, შესაბამისად, 2,9% ორივე ჯგუფისთვის პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (n = 347) და 26,2% და 10,3%, შესაბამისად, მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ჯგუფში (n = 252).

ყველა გვერდითი რეაქცია კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ აღინიშნა პაციენტების 13,2%-ში (50 მგ დღეში ერთჯერ ან დღეში ორჯერ), რომლებიც ღებულობდნენ ვინდაგლიპტინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის კომბინაციას, პაციენტების 18,1%-თან შედარებით, ჯგუფში, რომლებიც ღებულობდნენ მეტფორმინს მონოთერაპიის სახით.

გვერდითი რეაქციები პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ვილდაგლიპტინს ორმაგ ბრმა კვლევებში მონოთერაპიის სახით და მეტფორმინთან ერთად, ჩამოთვლილია ქვემოთ თითოეული ჩვენებისთვის ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონის (MedDRA) ორგანოთა სისტემების კლასების და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით.

ორგანოთა სისტემების თითოეულ კლასში გვერდითი რეაქციები დაჯგუფებულია სიხშირის მიხედვით, პირველ რიგში უფრო ხშირი რეაქციებია მოცემული. სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმწვავის კლებადობის მიხედვით. სიხშირის კატეგორია თითოეული გვერდითი მოვლენისთვის ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს (СIOMS III): ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100; <1/10), ნაკლებად ხშირად (≥1/1000; <1/100), იშვიათად (≥1/10000; <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000).

მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ვილდაგლიპტინთან კომბინაციაში გამოყენებისას

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – ტრემორი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ვილდაგლიპტინთან და სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში გამოყენებისას

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავბრუსხვევა, ტრემორი.

მეტაბოლური დარღვევები: ხშირად – ჰიპოგლიკემია.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად – ჰიპერჰიდროზი.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას: ხშირად - ასთენია.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ვილდაგლიპტინთან და ინსულინთან კომბინაციაში გამოყენებისას

კვლევები: ხშირად – ჰიპოგლიკემია.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – გულისრევა, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება; ნაკლებად ხშირად – დიარეა, მეტეორიზმი.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას: ხშირად – შეციება.

ვილდაგლიპტინის მონოთერაპია

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავბრუსხვევა; ნაკლებად ხშირად – თავის ტკივილი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ნაკლებად ხშირად – ყაბზობა.

მეტაბოლური დარღვევები: ნაკლებად ხშირად – ჰიპოგლიკემია.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას: ნაკლებად ხშირად – პერიფერიული შეშუპება.

ვილდაგლიპტინი ნეიტრალურია სხეულის მასასთან მიმართებაში მისი მონოთერაპიის სახით გამოყენებისას.

მეტფორმინის გამოყენებისას

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – დისგევზია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ჰეპატიტი**.

მეტაბოლური დარღვევები: ძალიან ხშირად – მადის დაქვეითება; ძალიან იშვიათად – ლაქტოაციდოზი.

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ძალიან იშვიათად – ერითემის, ქავილის, ჭინჭრის ციების ტიპის კანის რეაქციები.

კვლევები: ძალიან იშვიათად – В12 ვიტამინის შეწოვის დაქვეითება*, ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების ნორმიდან გადახრები.

*მეტფორმინით ხანგრძლივი მკურნალობის დროს ძალიან იშვიათად აღინიშნება В12 ვიტამინის შეწოვის დარღვევა და შრატში მისი დონის დაქვეითება, როგორც წესი ამ გადახრას არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა. მეგალობლასტური ანემიის სიმპტომების გამოვლენისას უნდა განიხილოს იმის ალბათობა, რომ იგი შესაძლოა გამოწვეული იყოს მეტფორმინით.

** არსებობს ცალკეული შეტყობინებები ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმიდან გადახრის ან ჰეპატიტის შესახებ, რაც აღმოიფხვრა მეტფორმინის მოხსნის შემდეგ.

გვერდითი ეფექტები კნტ-ის მხრივ ყველაზე ხშირად აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში და უმეტეს შემთხვევაში ქრება სპონტანურად. მათი თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია გალვუსმეტის® ყოველდღიური დოზის 2 ნაწილად მიღება, კვების დროს ან შემდეგ.

პოსტმარკეტინგული დაკვირვების პროცესში იყო შეტყობინებები შემდეგი გვერდითი ეფექტების შესახებ:

სიხშირე უცნობია:

- ართრალგია (ზოგჯერ მძიმე), ჰეპატიტი (შექცევადი თერაპიის შეწყვეტის შემდეგ), ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმიდან გადახრები (შექცევადი თერაპიის შეწყვეტის შემდეგ), ჭინჭრის ციება, კანის ბულოზური და ექსფოლიაციური დაზიანებები (მათ შორის ბულოზური პემფიგოიდი), კანის ვასკულიტი, პანკრეატიტი.

ჭარბი დოზირება.

ვილდაგლიპტინი

ვილდაგლიპტინით სავარაუდო ჭარბი დოზირების სიმპტომების შესახებ ინფორმაცია ეფუძნება ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევას, რომლებიც ღებულობდნენ ვილდაგლიპტინს დღიური დოზებით 25 მგ, 50 მგ, 100 მგ, 200 მგ, 400 მგ და 600 მგ დაახლოებით 10 კალენდარული დღე. 200 მგ-მდე დოზები კარგად აიტანებოდა. პრეპარატის 400 მგ დოზის მიღებისას დაფიქსირდა კუნთების ტკივილის შემთხვევები და მსუბუქი და გარდამავალი პარესთეზიის, ციებ-ცხელების, შეშუპებების და ლიპაზის ტრანზიტორული მატების (იმ დონემდე, რომელიც 2-ჯერ აჭარბებს ნზზ-ს) ცალკეული შემთხვევები. პრეპარატის 600 მგ დოზის მიღებისას დაფიქსირდა მტევნების და ტერფების შეშუპება, კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) აქტივობის ნზზ-ზე ზემოთ მომატება, ასევე ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) აქტივობის და C-რეაქტიული ცილის და მიოგლობინის დონეების მომატება, პარესთეზია. პრეპარატის მოხსნის შემდეგ ყველა სიმპტომი გაქრა და ლაბორატორიული მაჩვენებლები ნორმას დაუბრუნდა.

ვილდაგლიპტინი არ გამოიყოფა დიალიზის დროს, მაგრამ მისი ძირითადი მეტაბოლიტი, რომელიც წარმოიქმნება ჰიდროლიზის შედეგად (LAY151), შეიძლება გამოიდევნოს ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

არსებობს შეტყობინებები მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ, მათ შორის პრეპარატის 50 გ-ზე მეტი დოზების მიღებისას. ამასთან, შემთხვევების 10%-ში აღინიშნა ჰიპოგლიკემია, მაგრამ მიზეზობრივი ურთიერთკავშირი მეტფორმინის ჰიდროქლორიდთან არ არის დადგენილი. შემთხვევების დაახლოებით 32%-ში მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ჭარბ დოზირებას თან ახლდა ლაქტოაციდოზი. სტაბილური ჰემოდინამიკის პირობებში მეტფორმინის ჰიდროქლორიდი გამოიდევნება დიალიზის გზით, ამასთან კლირენსი აღწევს 170 მლ/წთ-ს. ამგვარად, მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ჭარბ დოზირებაზე ეჭვის არსებობისას სისხლის პრეპარატისგან გასაწმენდად შესაძლებელია ჰემოდიალიზის გამოყენება.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში, არსებული სიმპტომების შესაბამისად უნდა დაინიშნოს შემანარჩუნებელი მკურნალობა.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში.

ორსულობის პერიოდი

ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში განვითარების კვლევებმა (ტერატოლოგია), რომლებიც ჩატარდა ვირთაგვებსა და ბოცვრებში ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის კომბინირებული გამოყენებისას თანაფარდობით 1:10, გამოავლინა ტერატოგენურობის ნიშნების არარსებობა ორივე სახეობაში. ვინაიდან ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება საკმარისი არ არის, პრეპარატი გალვუსმეტი® არ გამოიყენება ორსულობის დროს.

ძუძუთი კვების პერიოდი

პრეპარატ გალვუსმეტის® შემადგენლობაში შემავალი აქტიური სუბსტანციების კომბინაციის მიღების კვლევები ძუძუთი კვების პერიოდში არ ჩატარებულა. მეტფორმინი გამოიყოფა ადამიანის რძეში. ვინაიდან უცნობია ხვდება თუ არა ვილდაგლიპტინი დედის რძეში ადამიანებში, შესაბამისად პრეპარატი გალვუსმეტი® არ გამოიყენება მეძუძურ ქალებში.

ნაყოფიერება

პრეპარატის მოქმედება ნაყოფიერებაზე ადამიანებში არ არის შესწავლილი. ვირთაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა უარყოფითი გავლენა ნაყოფიერებაზე ან ემბრიონის ნაადრევ განვითარებაზე.

ბავშვები.

პრეპარატ გალვუსმეტის® გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დადგენილი. შესაბამისად პრეპარატ გალვუსმეტის® დანიშვნა 18 წლამდე ასაკის პაციენტებში არ არის რეკომენდებული.

გამოყენების თავისებურებები.

ინსულინდამოკიდებულ პაციენტებში გალვუსმეტი® არ ანაცვლებს ინსულინს. პრეპარატი არ გამოიყენება ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში ან დიაბეტური კეტოაციდოზის სამკურნლოდ.

ლაქტოაციდოზი

ლაქტოაციდოზი წარმოადგენს ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ მეტაბოლურ გართულებას, რომელსაც ყველაზე ხშირად თან ახლავს თირკმლის ფუნქციის ან კარდიორესპირატორული დაავადებების ან სეფსისის მკვეთრი გაუარესება. მეტფორმინის აკუმულირება წარმოებს თირკმლის ფუნქციის მკვეთრი გაუარესებით და იზრდება რძემჟავური აციდოზის განვითარების რისკს.

გაუწყლოების შემთხვევაში (მაგ: მწვავე დიარეის ან ღებინების, ციებ-ცხელების ან სითხის მოხმარების შემცირების გამო) პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მეტფორმინის შემცველი პრეპარატების მიღება (მაგ: გალვუსმეტი®) და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მეტფორმინის შემცველ პრეპარატებს (მაგ: გალვუსმეტი®) სიფრთხილით მიიღება ისეთი სამკურნალო საშუალებები (როგორიც არის ჰიპერტონიის საწინააღმდეგო, შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები), რომლებმაც შეიძლება მკვეთრად გააუარესონ თირკმლის ფუნქცია. ლაქტოაციდოზის სხვა რისკის ფაქტორები მოიცავს ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას, ღვიძლის ფუნქციის დარღვევას, არაკონტროლირებად დიაბეტს, კეტოზს, ხანგრძლივ შიმშილობას და ნებისმიერ მდგომარეობას, რომელიც დაკავშირებულია ჰიპოქსიასთან, ასევე ისეთი სამკურნალო საშუალებების თანმხლებ მიღებას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ლაქტოაციდოზი.

ლაქტოაციდოზის დიაგნოსტიკა

პაციენტები და/ან პირები, რომლებიც ახორციელებენ მათ მოვლას უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ლაქტოაციდოზის რისკის შესახებ. ლაქტოაციდოზისთვის დამახასიათებელია აციდოზური ქოშინი, მუცლის ტკივილები, კუნთების კრუნჩხვები, ასთენია და ჰიპოთერმია შემდგომში კომის განვითარებით. მოცემული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მეტფორმინის შემცველი პრეპარატების მიღება (როგორიც არის გალვუსმეტი®) და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. დიაგნოსტიკური ლაბორატორიული კვლევები მოიცავს სისხლის შემცირებულ рН-ს (<7,35), პლაზმაში რძემჟავის მარილების მომატებულ დონეებს (>5 მმოლი/ლ) და ანიონური ინტერვალის და ლაქტატ/პირუვატის თანაფარდობის მომატებას. მეტაბოლურ აციდოზზე ეჭვის არსებობისას მეტფორმინის შემცველი პრეპარატებით (მაგ: გალვუსმეტი®) მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას ჰოსპიტალიზებული.

თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი

გფს უნდა შეფასდეს მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად მკურნალობის პერიოდში. მეტფორმინის შემცველი პრეპარატები (როგორიც არის გალვუსმეტი®) უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთა გფს შეადგენს <30 მლ/წთ-ს და მათი მიღება დროებით უნდა შეწყდეს ისეთი მდგომარეობების არსებობისას, რომლებიც მოქმედებენ თირკმელების ფუნქციებს. ცნობილია, რომ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ძირითადად გამოიყოფა თირკმლებით, ხოლო მეტფორმინის ჰიდროქლორიდის აკუმულირების და ლაქტოაციდოზის რისკი იზრდება თირკმლის ფუნქცის გაუარების შესაბამისად. ვინაიდან ხანდაზმულ ასაკს თან სდევს თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, შესაბამისად მეტფორმინის შემცველი პრეპარატების (მაგ: გალვუსმეტი®) ტიტრირება უნდა მოხდეს ყურადღებით, რომ დადგინდეს მინიმალური დოზა საჭირო გლიკემიური ეფექტის მისაღწევად, გარდა ამისა რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქცია.

სამკურნალო საშუალებების თანმხლები მიღება, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ თირკმლის ფუნქციაზე ან მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ექსპოზიციაზე

ისეთი სამკურნალო საშუალებების თანმხლებმა მიღებამ, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ თირკმლის ფუნქციაზე, შესაძლოა გამოიწვიოს ჰემოდინამიკის მნიშვნელოვანი ცვლილება ან თირკმლისმიერი ტრანსპორტის დათრგუნვა და მეტფორმინის სისტემური ექსპოზიციის ზრდა. აღნიშნული სამკურნალო საშუალებები მიიღება სიფრთხილით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ვილდაგლიპტინის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის დაწყებამდე ალტ-ს ან ასტ-ს დონეები >2,5-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს.

ღვიძლის ფერმენტების აქტივობის კონტროლი.

ვილდაგლიპტინით მკურნალობის დროს დაფიქსირდა შეტყობინებები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის იშვიათი შემთხვევების შესახებ (ჰეპატიტის ჩათვლით). ეს გართულება, როგორც წესი უსიმპტომო იყო და არ აღინიშნებოდა ნარჩენი მოვლენები, ღვიძლის ფუნქციური სინჯები ნორმას დაუბრუნდა პრეპარატის მოხსნის შემდეგ. პრეპარატ გალვუსმეტით® მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეფასდეს პაციენტის ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობა.

პრეპარატ გალვუსმეტით® მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში ღვიძლის ფუნქციური სინჯები უნდა გაკონტროლდეს ყოველ 3 თვეში ერთხელ და შემდგომში პერიოდულად. ტრანსამინაზების მომატებული აქტივობის გამოვლენისას პაციენტს უნდა ჩაუტარდეს განმეორებითი გამოკვლევა მიღებული შედეგის დადასტურების მიზნით, შემდგომში აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური სინჯების ხშირი კონტროლი იქამდე, სანამ მაჩვენებლები ნორმალიზდება. იმ შემთხვევაში, თუ ალტ-ს ან ასტ-ს აქტივობის მომატება განახლდა, რომელიც ნზზ-ს 3-ჯერ ან მეტად აღემატება, რეკომენდებულია პრეპარატ გალვუსმეტის® შეწყვეტა. სიყვითლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სხვა ნიშნების გამოვლენისას პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატ გალვუსმეტის® მიღება და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატი გალვუსმეტი® მოიხსნა ღვიძლის მხრივ გვერდითი ეფექტების განვითარების გამო, მკურნალობა არ უნდა განახლდეს აღნიშნული პრეპარატით ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმალიზაციის შემდეგ.

გალვუსმეტის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.

გულის უკმარისობა.

ვილდაგლიპტინის გამოყენების კლინიკური კვლევა ნიუ იორკის გულის ასოციაციის (NYHA) მიხედვით I-III-ე კლასის გულის ქრონიკული უკმარისობის (CHF) მქონე პაციენტებში ცხადყოფს, რომ ვილდაგლიპტინით მკურნალობა ზეგავლენას არ ახდენს მარცხენა პარკუჭის ფუნქციაზე ან უკვე არსებული CHF-ის პროგრესირებაზე პლაცებოსთან შედარებით. კლინიკური გამოცდილება NYHA-ის მიხედვით ІІІ-ე კლასის CHF-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ვილდაგლიპტინს კვლავ შეზღუდულია და გააჩნია განუსაზღვრელი შედეგები.

ვილდაგლიპტინის გამოყენების გამოცდილება კლინიკურ კვლევებში NYHA-ის მიხედვით IV-ე კლასის CHF-ის მქონე პაციენტებში არ არსებობს, შესაბამისად მისი გამოყენება ასეთ პაციენტებში არ არის რეკომენდებული.

ჰიპოქსიით მიმდინარე მდგომარეობები

გულ-სისხლძარღვოვანმა კოლაფსმა (შოკი), გულის მწვავე შეგუბებითმა უკმარისობამ, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტმა და სხვა მდგომარეობებმა, რომლებსაც თან ახლავს ჰიპოქსემია, შესაძლოა გამოიწვიონ ლაქტოაციდოზის განვითარება, ასევე პრერენალური აზოტემია. პრეპარატ გალვუსმეტით® მკურნალობის დროს მსგავსი მდგომარეობების გამოვლენისას პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

დარღვევები კანის მხრივ.

კანის დიაბეტური გართულებების მქონე პაციენტებში გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. რადგან პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში დაფიქსირდა შეტყობინებები კანის ბულოზური და ექსფოლიაციური დაზიანებების შემთხვევების შესახებ, შესაბამისად რეკომენდებულია პაციენტების კანის მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი დარღვევების გამოვლენის მიზნით, როგორიც არის ბებერების ან წყლულების წარმოქმნა.

პანკრეატიტი.

რადგან პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში დაფიქსირდა შეტყობინებები მწვავე პანკრეატიტის შემთხევების შესახებ, შესაბამისად პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს მწვავე პანკრეატიტის დამახასიათებელი სიმპტომის - მუდმივი ძლიერი მუცლის ტკივილის შესახებ. ვილდაგლიპტინის შეწყვეტის შემდეგ პანკრეატიტის სიმპტომები გაქრა. ანამნეზში მწვავე პანკრეატიტის არებობისას ვილდაგლიპტინის მიღება უნდა შეწყდეს.

ალკოჰოლის მოხმარება.

დადგენილია, რომ ალკოჰოლი აძლიერებს მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ზეგავლენას ლაქტატის მეტაბოლიზმზე. პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ მეტფორმინის შემცველი პრეპარატების (როგორიც არის გალვუსმეტი®) მკურნალობის ფონზე დაუშვებელია ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.

ალკოჰოლურ თრობას უკავშირდება ლაქტოაციდოზის განვითარების რისკის ზრდა, განსაკუთრებით შიმშილობის, კვების ნაკლებობის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს.

ჰიპოგლიკემია

პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მხოლოდ პრეპარატ გალვუსმეტს®, ჰიპოგლიკემია

ჩვეულებრივ არ აღინიშნება, მაგრამ იგი მოსალოდნელია არასაკმარისად კალორიული კვების დროს, იმ შემთხვევაში თუ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას ენერგეტეკული დანაკარგი არ კომპენსირდება საკვებით, ან ალკოჰოლის მიღების ფონზე. ჰიპოგლიკემიის განვითარებისადმი მიდრეკილება აქვთ ხანდაზმული ასაკის პირებს, დასუსტებულ ან ცუდ კვებაზე მყოფ პირებს, პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციის უკმარისობა, ჰიპოპიტუიტარიზმი ან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია. ხანდაზმულ პირებში და პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ბეტა-ადრენობლოკატორებს, შესაძლოა შეფერხდეს ჰიპოგლიკემიის დიაგნოსტიკა.

სულფონილშარდოვანას პრეპარატები (სშპ) იწვევენ ჰიპოგლიკემიას. პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ვილდაგლიპტინს სშპ-თან კომბინაციაში, შესაძლოა აღმოჩნდნენ ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის ქვეშ. ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის შემცირების მიზნით უნდა გადაიხედოს სშპ-ის უფრო დაბალი დოზების დანიშვნის შესაძლებლობა.

ზეგავლენა B12 ვიტამინის დონეზე

მეტფორმინით მკურნალობის დროს, რომელიც წარმოადგენს პრეპარატ გალვუსმეტის® ერთ- ერთ კომპონენტს, პაციენტების დაახლოებით 7%-ს აღენიშნა B12 ვიტამინის დონის უსიმპტომო დაქვეითება სისხლის შრატში.

ამ გადახრას ძალიან იშვიათად თან სდევდა ანემია და იგი სწრაფად ქრებოდა მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მოხსნის და/ან B12 ვიტამინის დანიშვნის შემდეგ. პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პრეპარატ გალვუსმეტს®, რეკომენდებულია სისხლის ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ნებისმიერი გამოხატული ნორმიდან გადახვევის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს შესაბამისი გამოკვლევა და მკურნალობა. გარკვეული კატეგორიის პაციენტები (მაგ: რაციონში B12 ვიტამინის ან კალციუმის არასაკმარისი შემცველობის შემთხვევაში, ასევე ამ ნივთიერებების შეწოვის დარღვევის დროს) მიდრეკილნი არიან B12 ვიტამინის დონის დაქვეითების მიმართ. ასეთ პაციენტებში გამართლებულია შრატში B12 ვიტამინის დონის რეგულარული კონტროლი (სულ მცირე 2-3 წელიწადში ერთხელ).

ქირურგიული ჩარევები

მეტფორმინის შემცველი პრეპარატების (როგორიც არის გალვუსმეტი®) მიღება დროებით უნდა მოიხსნას საერთო, სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის ქვეშ მიმდინარე ოპერაციის დროს (უმნიშვნელო პროცედურების გარდა, რომლებიც არ არის დაკავშირებული საკვების და სითხის მიღების შეზღუდვასთან) და შეიძლება განახლდეს ოპერაციის შემდეგ არანაკლებ 48 საათში ან სანამ არ აღდგება პაციენტის პერორალური კვება და მხოლოდ მაშინ, თუ თირკმელების ფუნქციის გამოკვლევა ადასტურებს მის სტაბილურობას.

მდგომარეობის ცვლილება მანამდე კონტროლირებადი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში მდგომარეობა ადრე კარგად კონტროლდებოდა პრეპარატ გალვუსმეტის® მეშვეობით, ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმიდან გადახრების ან კლინიკური ნიშნების განვითარებისას (განსაკუთრებით, თუ სიმპტომები სუსტად არის გამოხატული ან დიაგნოზი დასმული არ არის) აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს გამოკვლევა კეტოაციდოზის და/ან ლაქტოაციდოზის გამოსავლენად. აციდოზის ნებისმიერი მოცემული ფორმის გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატი გალვუსმეტი® დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

სისხლში გლუკოზის კონტროლის დაკარგვა.

პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში გლიკემია სტაბილურად კონტროლდება მედიკამენტოზური მეთოდით, სტრესულმა ფაქტორებმა, როგორიც არის ციებ-ცხელება, ტრავმები, ინფექციები, ქირურგიული ჩარევები, შესაძლოა გამოიწვიონ გლიკემიური კონტროლის დროებით დაკარგვა. მსგავს შემთხვევებში შესაძლოა აუცილებელი გახდეს პრეპარატ გალვუსმეტის® დროებითი მოხსნა და ინსულინის დანიშვნა. სიმტომების კუპირების შემდეგ შესაძლებელია განახლდეს პრეპარატ გალვუსმეტით® მკურნალობა.

იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების ინტრავენური შეყვანა.

იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების ინტრავენურმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს კონტრასტ-ინდუცირებული ნეფროპათია, რომელიც იწვევს მეტფორმინის დაგროვებას და ლაქტოაციდოზის განვითარების რისკის ზრდას. მეტფორმინის შემცველი პრეპარატების მიღება (როგორიც არის გალვუსმეტი®) უნდა შეწყდეს ვიზუალური კვლევის წინ ან კვლევის პერიოდში, არ უნდა განახლდეს კვლევის ჩატარებიდან 48 საათის განმავლობაში, ხოლო შემდგომში შეიძლება დაინიშნოს თუ თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა ადასტურებს მის სტაბილურობას.

სამკურნალო საშუალების ზეგავლენის თავისებურებები სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე.

სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. პაციენტები, რომლებსაც გვერდითი რეაქციის სახით შესაძლოა აღენიშნოთ თავბრუსხვევა უნდა მოერიდონ ტრანსპორტის ან სხვა პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვას.

პრეპარატებთან ურთიერთქმედებები.

ვილდაგლიპტინის (100 მგ დღეში 1-ჯერ) და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის (1000 მგ დღეში 1-ჯერ) ერთდროულად მიღებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები არ დაფიქსირებულა. პრეპარატ გალვუსმეტის® თითოეული კომპონენტის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან საგულდაგულოდ იქნა შესწავლილი.

ქვემოთ მოყვანილია მონაცემები, რომლებიც ასახავენ ხელმისაწვდომ ინფორმაციას ინდივიდუალური მოქმედი ნივთიერებების (ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის) შესახებ.

ვილდაგლიპტინი

ვილდაგლიპტინს გააჩნია პრეპარატებთან ურთიერთქმედების განვითარების დაბალი პოტენციალი. ვინაიდან ვილდაგლიპტინი არ წარმოადგენს ციტოქრომა P(CYP)450 სისტემის ფერმენტების სუბსტრატს, ასევე არ ახდენს CYP 450 ფერმენტების ინჰიბირებას და ინდუცირებას, ვილდაგლიპტინის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც წარმოადგენენ ამ ფერმენტული სისტემის სუბსტრატებს, ინჰიბიტორებს ან ინდუქტორებს, ნაკლებსავარაუდოა.

ვილდაგლიპტინი არ ახდენს ზეგავლენას იმ პრეპარატების მეტაბოლურ კლირენსზე, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP 1A2, CYP 2C8, CYP 2C9, CYP 2C19, CYP 2D6, CYP 2E1 და CYP 3A4/5 მონაწილეობით. ჩატარდა კვლევები, რომლებიც შეისწავლიდა ვილდაგლიპტინის ურთიერთქმედებას ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ხშირად ინიშნება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს, ასევე ვიწრო თერაპიული დიაპაზონის მქონე პრეპარატებთან. ამ კვლევების შედეგად არ გამოვლენილა ვილდაგლიპტინის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა პერორალურ შაქრის დამწევ პრეპარატებთან (გლიბენკლამიდი, პიოგლიტაზონი, მეტფორმინის ჰიდროქლორიდი), ამლოდიპინთან, დიგოქსინთან, რამიპრილთან, სიმვასტატინთან, ვალსარტანთან და ვარფარინთან.

ისევე როგორც სხვა ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, ვილდაგლიპტინის ჰიპოგლიკემიური მოქმედება შეიძლება შესუსტდეს ისეთი ნივთიერებების ზემოქმედებით, როგორიც არის თიაზიდები, კორტიკოსტეროიდები, თირეოიდული საშუალებები და სიმპათომიმეტიკები.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებების შესახებ ცნობილია შემდეგი:

ფუროსემიდი. ფუროსემიდი ზრდის მეტფორმინის Cmax-ს და AUC-ს, მეტფორმინის თირკმლისმიერი კლირენსი ამასთან უცვლელი რჩება. მეტფორმინი ამცირებს ფუროსემიდის Cmax-ს და AUC-ს, არ ახდენს ზეგავლენას ამ უკანასკნელის თირკმლისმიერ კლირენსზე.

ნიფედიპინი. ნიფედიპინი აჩქარებს შეწოვას, ზრდის მეტფორმინის Cmax-ს და AUC-ს, ასევე აძლიერებს მის ექსკრეციას შარდში. მეტფორმინი არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ნიფედიპინის ფარმაკოკინეტიკაზე.

გლიბურიდი. გლიბურიდი ზეგავლენას არ ახდენს მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკურ და ფარმაკოდინამიკურ მაჩვენებლებზე. გლიბურიდის და მეტფორმინის ერთობლივად მიღებისას აღინიშნა გლიბურიდის Cmax-ის და AUC-ის შემცირება, თუმცა მოცემული ეფექტის გამოხატულება ფართოდ განსხვავდებოდა. მიღებული მონაცემების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები. მეტფორმინის შემცველი პრეპარატების მიღება (როგორიც არის გალვუსმეტი®) უნდა შეწყდეს ვიზუალურ გამოკვლევამდე ან გამოკვლევის დროს და არ უნდა განახლდეს გამოკვლევის დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში, ხოლო მისი შემდგომი მიღება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა ადასტურებს მის სტაბილურობას.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებენ მეტფორმინის გამოყოფას.

ისეთი სამკურნალო საშუალებების თანმხლებმა მიღებამ, რომლებიც აფერხებენ თირკმლის მილაკების საერთო ტრანსპორტული სისტემის ფუნქციონირებას, რომელიც მონაწილეობს თირკმელებით მეტფორმინის გამოყოფის პროცესში (მაგ: ორგანული კათიონების ტრანსპორტერი 2 (OCT 2)/სამკურნალო საშუალებების და ტოქსინების (MATE) ცილების ექსტურზიის იჰიბიტორები, მაგ: რანოლაზინი, ვანდეტანიბი, დოლუტეგრავირი და ციმეტიდინი) შესაძლოა გაზარდოს მეტფორმინის სისტემური ექსპოზიცია.

სხვა პრეპარატები. ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თირკმლის ფუნქციაზე, რამაც შესაძლოა გაზარდოს ლაქტოაციდოზის რისკი, მაგ: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა (ცოგ) II-ის სელექციური ინჰიბიტორები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტები და დიურეტიკები, განსაკუთრებით მარყუჟოვანი დიურეტიკები. ასეთი საშუალებებით მკურნალობის დაწყებისას ან მეტფორმინის შემცველ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას (მაგ: გალვუსმეტი®) აუცილებელია თირკმლის ფუნქციის ყურადღებით გაკონტროლება. ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია და შედეგად შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაცია. მსგავსი ეფექტები გააჩნიათ თიაზიდებს და სხვა დიურეტიკებს, კორტიკოსტეროიდებს, ფენოთიაზინებს, თირეოიდული ჰორმონების პრეპარატებს, ესტროგენებს, პერორალურ კონტრაცეპტივებს, ფენიტოინს, ნიკოტინის მჟავას, სიმპათომიმეტიკებს, კალციუმის არხების ბლოკატორებს და იზონიაზიდს. აღნიშნული პრეპარატების დანიშვნისას ან შეწყვეტისას პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მეტფორმინს, აუცილებელია ხშირად გაკონტროლდეს სისხლში გლუკოზის დონე და დროულად დაკორექტირდეს მეტფორმინის დოზა.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მეტფორმინს (პრეპარატ გალვუსმეტის® შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი აქტიური სუბსტანცია), ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი იზრდება მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს (განსაკუთრებით შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდის, დასუსტების ან ღვიძლის უკმარისობის ფონზე). უნდა მოერიდოთ ალკოჰოლის და ალკოჰოლის შემცველი პრეპარატების მიღებას პრეპარატ გალვუსმეტით® მკურნალობის დროს.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

პრეპარატი გალვუსმეტი® წარმოადგენს სხვადასხვა მოქმედების მექანიზმის მქონე შაქრის დამწევი ორი საშუალების კომბინაციას, რომელიც აუმჯობს გლიკემიის კონტროლს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში: ვილდაგლიპტინი მიეკუთვნება დიპეპტიდილპეპტიდაზა-4-ის (დპპ-4) ინჰიბიტორების კლასს, ხოლო მეტფორმინის ჰიდროქლორიდი - ბიგუანიდების კლასს.

ვილდაგლიპტინი წარმოადგენს კუჭუკანა ჯირკვლის კუნძულოვანი აპარატის სტიმულატორების კლასს და დპპ-4-ის ძლიერ სელექციურ ინჰიბიტორს, რომელიც განკუთვნილია გლიკემიური კონტროლის გაუმჯობესებისთვის. დპპ-4-ის დათრგუნვის შედეგად იზრდება გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1-ის (გმპ-1) და გლუკოზა- დამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდის (გიპ) ინკრეტინული ჰორმონების ენდოგენური დონეები უზმოზე და საკვების მიღების შემდეგ.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ამცირებს გლუკოზის პროდუქციას ღვიძლში, თრგუნავს გლუკოზის შეწოვას ნაწლავებში და აუბჯობესებს მგრძნობელობას ინსულინის მიმართ გლუკოზის პერიფერიული მიტაცების და უტილიზაციის ზრდის გზით. მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ასტიმულირებს გლიკოგენის უჯრედშიდა სინთეზს გლიკოგენსინთეტაზაზე ზემოქმედების და გლუკოზის ზოგიერთი მემბრანული გადამტანების (GLUT-1 და GLUT-4) გადაადგილების უნარის ზრდის გზით.

პრეპარატი გალვუსმეტი®

პრეპარატის ცალკეული კომპონენტების ეფექტურობა და უსაფრთხოება ადრე არის დადგენილი, ამასთან პრეპარატის ცალკეული კომპონენტების კომბინირებული გამოყენება შესწავლილია კლინიკურ კვლევებში ეფექტურობის და უსაფრთხოების მხრივ. კვლევის მონაცემებმა ცხადყო ვილდაგლიპტინის დამატებითი უპირატესობა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში მეტფორმინის ჰიდროქლორიდით მკურნალობა არ იძლეოდა ადეკვატური კონტროლის მიღწევის საშუალებას.

ვილდაგლიპტინი

ვილდაგლიპტინის მიღება იწვევს დპპ-4-ის აქტივობის სწრაფ და სრულ დათრგუნვას. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინი თრგუნავს დპპ-4 ფერმენტის აქტივობას 24 საათის განმავლობაში. ინკრეტინული ჰორმონების ენდოგენური დონეების მატების გზით ვილდაგლიპტინი ზრდის კუჭუკანა ჯირკვლის ბეტა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რაც იწვევს ინსულინის გლუკოზა-დამოკიდებული სეკრეციის გაძლიერებას. ვილდაგლიპტინი დოზით 50 მგ ან 100 მგ დღეში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბეტა-უჯრედების ფუნქციის მაჩვენებლებს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. ამ ეფექტის გამოხატულობა დამოკიდებულია ბეტა-უჯრედების ფუნქციის დარღვევის საწყის ხარისხზე, იმ პირებში, რომლებიც არ არიან დაავადებულნი შაქრიანი დიაბეტით (გლუკოზის ნორმალური დონით) ვილდაგლიპტინი არ აძლიერებს ინსულინის სეკრეციას და არ აქვეითებს გლუკოზის დონეს.

ენდოგენური გმპ-1-ის დონის მომატებით ვილდაგლიპტინი ზრდის ალფა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რაც იწვევს გლუკაგონის სეკრეციის კონტროლის გაუმჯობესებას გლუკოზა-დამოკიდებული მექანიზმის მეშვეობით. თავის მხრივ, გლუკაგონის ჭარბი სეკრეციის დათრგუნვა საკვების მიღებაზე საპასუხოდ ხელს უწყობს ინსულინორეზისტენტობის დაქვეითებას.

ინსულინ/გლუკაგონის თანაფარდობის მატება ჰიპერგლიკემიის დროს იწვევს ინკრეტინების დონის ზრდას და ღვიძლში გლუკოზის უზმოზე გამომუშავების დაქვეითებას და პოსტპრანდიალურ პროდუქციას, რომლის წყალობითაც მიიღწევა გლიკემიის დაქვეითება.

ვილდაგლიპტინით მკურნალობის დროს არ დაფიქსირებულა კუჭის დაცლის დაყოვნება, რომელიც წარმოადგენს გმპ-1-ის დონის მომატების ერთ-ერთ ცნობილ ეფექტს. გარდა ამისა, ვილდაგლიპტინის გამოყენებისას აღინიშნა პოსტპრანდიალური ლიპემიის დონის დაქვეითება, რომელიც არ უკავშირდება ინკრეტინებით განპირობებულ კუჭუკანა ჯირკვლის კუნძულოვანი უჯრედების ფუნქციის გაუმჯობესებას.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი აუმჯობესებს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობას ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ამცირებს გლუკოზის როგორც ბაზალურ, ისე პოსტპრანდიალურ დონეებს პლაზმაში. სულფონილშარდოვანას პრეპარატებისგან განსხვავებით მეტფორმინის ჰიდროქლორიდი არ იწვევს ჰიპოგლიკემიას არც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში და არც ჯანმრთელ პირებში (განსაკუთრებული გარემოებების გარდა) და არ იწვევს ინსულინის დონის მომატებას. მეტფორმინის ჰიდროქლორიდით მკურნალობის დროს ინსულინის სეკრეცია რჩება უცვლელი, ხოლო ინსულინის ბაზალური და სტიმულირებული დონეები პლაზმაში შეიძლება შემცირდეს კიდეც.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე, რომელიც არ არის დამოკიდებული მის შაქრის დამწევ ეფექტზე. მეტფორმინის ჰიდროქლორიდი თერაპიული დოზების მიღებისას აქვეითებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

გალვუსმეტი®

ბიოექვივალენტურობის კვლევაში პრეპარატ გალვუსმეტის® სამი სხვადასხვა დოზა (50მგ/500მგ, 50მგ/850 მგ და 50მგ/1000მგ) შეადარეს ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის თავისუფალ (არაფიქსირებულ) კომბინაციებს შესაბამისი დოზებით. გამოვლინდა პრეპარატ გალვუსმეტის® ორივე კომპონენტის ბიოექვივალენტურობა AUC-ის და Cmах-ის მაჩვენებლების მიხედვით თავისუფალი კომბინაციების კომპონენტებთან.

საკვების მიღება ზეგავლენას არ ახდენს ვილდაგლიპტინის შეწოვის სიჩქარეზე და ხარისხზე პრეპარატ გალვუსმეტის® მიღებისას. პრეპარატ გალვუსმეტის® შემადგენლობაში შემავალი მეტფორმინის ჰიდროქლორიდის Cmax და AUC აღნიშნული პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებისას მცირდება 26%-ით და 7%-ით, შესაბამისად. პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებისას მეტფორმინის ჰიდროქლორიდის Tmax-ის მომატება (2,0 სთ-დან 4,0 სთ- მდე) მოწმობს იმაზე, რომ ასევე მცირდება მეტფორმინის შეწოვის სიჩქარე. მეტფორმინის ჰიდროქლორიდის საკვებთან ერთად მიღებისას ცალკეული პრეპარატის სახით აღინიშნება Cmax-ის და AUC-ის მსგავსი, მაგრამ უფრო გამოხატული ცვლილებები. საკვების ზეგავლენა ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკაზე პრეპარატ გალვუსმეტის® შემადგენლობაში ისეთივე იყო, როგორც ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკაზე ცალკეული პრეპარატების სახით.

ვილდაგლიპტინი

უზმოზე პერორალურად მიღების შემდეგ ვილდაგლიპტინი სწრაფად შეიწოვება ორგანიზმში, მისი კონცენტრაცია პლაზმაში აღწევს მაქსიმალურ დონეს 1,75 სთ-ში. პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებისას მისი შეწოვის სიჩქარე ოდნავ მცირდება, რაზეც მოწმობს მისი მაქსიმალური კონცენტრაციის დაქვეითება პლაზმაში 19%-ით და მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროის მომატება 2,5 სთ-მდე. ამასთან ერთად, საკვების მიღება არ ახდენს ზეგავლენას პრეპარატის შეწოვის ხარისხზე და მის საერთო ექსპოზიციაზე (AUC).

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

უზმოზე 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის პერორალურად მიღებისას მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50-60%-ს. კვლევებში, რომლებიც ეფუძნება მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტირებული ფორმის ერთჯერად პერორალურ მიღებას დოზებით 500 მგ-დან 1500 მგ-მდე და 850 მგ-დან 2550 მგ-მდე, დადგინდა, რომ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები მიღებული დოზის არაპროპორციულია, რაც განპირობებულია უფრო პრეპარატის შეწოვის დაქვეითებით დოზის ზრდასთან ერთად, ვიდრე მისი გამოყოფის სიჩქარის ცვლილებით. საკვების მიღება ამცირებს შეწოვის ხარისხს და ნაკლებად მეტფორმინის ჰიდროქლორიდის შეწოვის სიჩქარეს, რაზეც მოწმობს Cmax-ის დაქვეითება დაახლოებით 40%-ით, AUC-ის დაქვეითება 25%-ით და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის დროის ზრდა (Tmax) 35 წთ-ით ტაბლეტირებული 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ერთჯერადად საკვებთან ერთად მიღებისას, ვიდრე პრეპარატის იმავე დოზის უზმოზე მიღებისას. ამ დაკვირვებების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

განაწილება

ვილდაგლიპტინი

ვილდაგლიპტინის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი დაბალია (9,3%), პრეპარატი თანაბრად ნაწილდება პლაზმას და სისხლის წითელ უჯრედებს შორის. ინტრავენური შეყვანის შემდეგ ვილდაგლიპტინის განაწილების საშუალო მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში (Vss) შეადგენს 71 ლიტრს, რაც მოწმობს სისხლძარღვების გარე სივრცეში განაწილებაზე.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

მეტფორმინის ჰიდროქლორიდის 850 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ განაწილების მოჩვენებითი მოცულობა (V/F) შეადგენს საშუალოდ 654 ± 358 ლ-ს. მეტფორმინის ჰიდროქლორიდი თითქმის არ უკავშირდება პლაზმის ცილებს სულფონილშარდოვანას პრეპარატებისგან განსხვავებით, რომელთა პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი აჭარბებს 90%-ს. მეტფორმინის ჰიდროქლორიდი გროვდება ერითროციტებში, დროთა განმავლობაში მისი კონცენტრაცია ერითროციტებში იზრდება. დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმის შემთხვევაში მეტფორმინის ჰიდროქლორიდის წონასწორული კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 24-48 სთ-ში და შეადგენს, როგორც წესი 1 მკგ/მლ-ზე ნაკლებს. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური დოზებით მკურნალობის დროსაც კი მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში არ აღემატებოდა 5 მკგ/მლ-ს.

ბიოტრანსფორმაცია/მეტაბოლიზმი

ვილდაგლიპტინი

მეტაბოლიზმი ღვიძლში წარმოადგენს ადამიანებში ვილდაგლიპტინის გამოყოფის ძირითად გზას, ამგვარად გამოიყოფა შეყვანილი დოზის 69%. ძირითად მეტაბოლიტს, რომლის სახითაც გამოიყოფა შეყვანილი დოზის 57%, წარმოადგენს LAY151 - ფარმაკოლოგიურად არააქტიური ნაერთი, რომელიც წარმოიქმნება ციანოჯგუფის ჰიდროლიზის შედეგად, ვილდაგლიპტინის შეყვანილი დოზის 4% გამოიყოფა მეტაბოლიტის სახით, რომელიც წარმოიქმნება ამიდოჯგუფის ჰიდროლიზის შედეგად. ვილდაგლიპტინი არ მეტაბოლიზდება ციტოქრომა P450 სისტემის ფერმენტების მონაწილეობით იმდენად, რომ ექვემდებარებოდეს რაოდენობრივ შეფასებას. in vitro კვლევებმა ცხადყო, რომ ვილდაგლიპტინი არ ახდენს ციტოქრომა P450 სისტემის ფერმენტების დათრგუნვას და ინდუცირებას.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

მეტფორმინი გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით. ადამიანებში არ არის იდენტიფიცირებული მეტაბოლიტები.

გამოყოფა

ვილდაგლიპტინი

[14C] მონიშნული ვილდაგლიპტინის პერორალურად მიღების შემდეგ დაახლოებით დოზის 85% გამოიყოფა შარდში, 15% კი განავალში. პერორალურად მიღებული დოზის 23% გამოიყოფა თირკმლებით უცვლელი სახით. ჯანმრთელ სუბიექტებში ინტრავენურად შეყვანისას ვილდაგლიპტინის საერთო და თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 41 ლ/სთ-ს და 13 ლ/სთ-ს, შესაბამისად. ინტრავენურად შეყვანის შემდეგ პრეპარატის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი დაახლოებით 2 საათს შეადგენს. პერორალურად მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3 საათს და არ არის დოზაზე დამოკიდებული.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

კვლევებში, რომლებიც ეფუძნება ჯანმრთელ სუბიექტებში მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ერთჯერად ინტრავენურ გამოყენებას, დადგინდა, რომ პრეპარატი უცვლელი სახით გამოიყოფა შარდში, არ ექვემდებარება მეტაბოლურ გარდაქმნას ღვიძლში (მეტფორმინის მეტაბოლიტები ადამიანებში არ არის აღმოჩენილი) და არ გამოიყოფა ნაღველში. მეტფორმინის ჰიდროქლორიდის თირკმლისმიერი კლირენსი დაახლოებით 3,5-ჯერ აღემატება კრეატინინის კლირენსს, რაც მოწმობს იმაზე, რომ პრეპარატი გამოიყოფა უპირატესად თირკმლის მილაკებში სეკრეციის გზით. პერორალურად მიღების შემდეგ შეწოვილი პრეპარატის დაახლოებით 90% გამოიყოფა თირკმელების მიერ პირველი 24 სთ განმავლობაში, პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში დაახლოებით 6,2 სთ-ს შეადგენს. მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი სისხლში შეადგენს დაახლოებით 17,6 სთ-ს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პრეპარატი შეიძლება დაგროვდეს ერითროციტებში.

ხაზოვნება

ვილდაგლიპტინი

ვილდაგლიპტინი სწრაფად შეიწოვება და მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა პერორალურად მიღებისას შეადგენს 85%-ს. დოზების თერაპიულ ინტერვალში ვილდაგლიპტინის პიკური კონცენტრაცია პლაზმაში და AUC შეყვანილი დოზის დაახლოებით პროპორციულია.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების ცალკეულ კატეგორიებში

სქესის ზეგავლენა

ვილდაგლიპტინი

განსხვავებები არ გამოვლენილა ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების მხრივ სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა სხეულის მასის ინდექსის (სმი) მქონე მამრობითი და მდედრობითი სქესის პაციენტებს შორის. ვილდაგლიპტინის მიერ დპპ-4-ის აქტივობის დათრგუნვის უნარი ასევე არ იყო დამოკიდებული სქესზე.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების მხრივ მნიშვნელოვანი განსხვავებები არ გამოვლენილა კვლევაში მონაწილე სხვადასხვა სქესის სუბიექტებში, რომელთა შორის იყვნენ ჯანმრთელი პირები და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები (კვლევაში მონაწილეობდა 19 მამაკაცი და 16 ქალი). გარდა ამისა, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს მეტფორმინის ჰიდროქლორიდის გამოყენების კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში პრეპარატის შაქრის დამწევი ეფექტის გამოხატულება სხვადასხვა სქესის პაციენტებში შედარებითი იყო.

ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში

ვილდაგლიპტინი

ხანდაზმული ასაკის პრაქტიკულად ჯანმრთელ პაციენტებში (70 წელს ზემოთ) აღინიშნა ვილდაგლიპტინის საერთო ექსპოზიციის მომატება (100 მგ პრეპარატის დღეში ერთხელ მიღებისას) 32%-ით და პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის ზრდა 18%-ით უფრო ახალგაზრდა ასაკის ჯანმრთელ პირებთან (18-40 წელი) შედარებით. მიჩნეულია, რომ ამ ცვლილებებს არ გააჩნიათ კლინიკური მნიშვნელობა. მოცემული ასაკობრივი ჯგუფის პაციენტების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევებში ვილდაგლიპტინის მიერ დპპ-4-ის აქტივობის დათრგუნვის უნარი არ იყო დამოკიდებული პაციენტის ასაკზე.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

კონტროლირებადი ფარმაკოკინეტიკური კვლევებიდან მიღებული შეზღუდული მონაცემების თანახმად ხანდაზმული ასაკის ჯანმრთელ პირებში მეტფორმინის ჰიდროქლორიდის საერთო კლირენსი დაქვეითებულია, ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია და Cmax მომატებულია ახალგაზრდა ჯანმრთელ პირებთან შედარებით. აქედან გამომდინარე მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების ცვლილება, რომელიც აღინიშნება ასაკის მატებასთან ერთად, პირველ რიგში დაკავშირებულია თირკმლის ფუნქციის გაუარესებასთან.

პრეპარატ გალვუსმეტის® დანიშვნამდე 80 წლის ზემოთ პაციენტებში აუცილებელია კრეატინინის კლირენსის განსაზღვრის გზით დარწმუნდეთ, რომ შენარჩუნებულია თირკმლის ფუნქცია.

სიმსუქნე

ვილდაგლიპტინი

ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების დამოკიდებულება სმი-ზე არ გამოვლენილა. ვილდაგლიპტინის მიერ დპპ-4-ის აქტივობის დათრგუნვის უნარი ასევე არ იყო დამოკიდებული პაციენტის სმი-ზე.

ღვიძლის უკმარისობა

ვილდაგლიპტინი

ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ზეგავლენა შესწავლილ იქნა პაციენტებში მსუბუქი, საშუალო და მძიმე ხარისხის ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით (6 ქულიდან, ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით სიმძიმის მსუბუქი ხარისხი - 12 ქულამდე, მძიმე ხარისხი) და ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევებით ვილდაგლიპტინის ერთჯერადად მიღების შემდეგ (100 მგ) აღინიშნა პრეპარატის სისტემური ექსპოზიციის დაქვეითება (20%-ით და 8%-ით, შესაბამისად) მაშინ, როდესაც ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 22%-ით. ვილდაგლიპტინის სისტემური ექსპოზიციის მაქსიმალური ცვლილება (მომატება ან შემცირება) შეადგენს დაახლოებით 30%-ს საწყისი დონიდან, რაც არ განიხილება, როგორც კლინიკურად მნიშვნელოვანი. არ გამოვლენილა დამოკიდებულება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სიმძიმეს და ვილდაგლიპტინის სისტემური ექსპოზიციის ცვლილების სიდიდეს შორის.

ვილდაგლიპტინის დანიშვნა არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის დაწყებამდე ალტ-ს ან ასტ-ს აქტივობა >2,5-ჯერ აღემატება ნზზ-ს.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკის კვლევები არ ჩატარებულა.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ვილდაგლიპტინი

ჯანმრთელ პირებთან შედარებით თირკმლის ფუნქციის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინის AUC მნიშვნელობა საშუალოდ გაიზარდა 1,4-ჯერ, 1,7-ჯერ და 2-ჯერ, შესაბამისად. LAY151 მეტაბოლიტის AUC მნიშვნელობა გაიზარდა 1,6-ჯერ, 3,2-ჯერ და 7,3-ჯერ; BQS867 მეტაბოლიტის მნიშვნელობა გაიზარდა საშუალოდ დაახლოებით 1,4-ჯერ, 2,7-ჯერ და 7,3-ჯერ თირკმლის ფუნქციის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. შეზღუდული მონაცემები თირკმლის უკმარისობის ტერმინალურ სტადიაში მყოფი პაციენტების შესახებ იმაზე მეტყველებს, რომ ვილდაგლიპტინის ექსპოზიცია მსგავსია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დაფიქსირებულისა. LAY151-ის კონცენტრაცია თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში დაახლოებით 2-3-ჯერ მაღალია, ვიდრე თირკმლი მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ვილდაგლიპტინის გამოყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით შეზღუდულ ხასიათს ატარებს (3% ჰემოდიალიზის 3-4 საათის განმავლობაში, რომელიც ტარდება დოზის მიღების მომენტიდან 4 საათის შემდეგ).

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

პაციენტებში თირკმლის დაქვეითებული ფუნქციით (კრეატინინის კლირენსის მიხედვით) აღინიშნება მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება პლაზმასა და სისხლში, ასევე პრეპარატის თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითება, რომელიც კრეატინინის კლირენსის დაქვეითების ხარისხის პროპორციულია.

ეთნიკური ჯგუფები

ვილდაგლიპტინი

არ არსებობს მონაცემები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შორის ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკის მხრივ განსხვავებების შესახებ.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკის კვლევები არ ჩატარებულა სხვადასხვა რასების წარმომადგენლებში. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს მეტფორმინის ჰიდროქლორიდის გამოყენების კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში შაქრის დამწევი ეფექტის გამოხატულება თეთრი რასის (n=249), შავი რასის (n=51) და ლათინო- ამერიკელების (n=24) წარმომადგენლებში შედარებითი იყო.

ბავშვები

ბავშვებში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ფარმაცევტული მახასიათებლები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

ტაბლეტები 50 მგ/500 მგ: ოვალური ფორმის, დაქანებული კიდეების მქონე, ღია- ყვითელი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარწერით "NVR" ერთ მხარეს და "LLO"

  • მეორე მხარეს;

ტაბლეტები 50 მგ/850 მგ: ოვალური ფორმის, დაქანებული კიდეების მქონე, ყვითელი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარწერით "NVR" ერთ მხარეს და "SEH" - მეორე მხარეს;

ტაბლეტები 50 მგ/1000 მგ: ოვალური ფორმის, დაქანებული კიდეების მქონე, მუქი ყვითელი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარწერით "NVR" ერთ მხარეს და "FLO"

  • მეორე მხარეს;

ვარგისობის ვადა.

24 თვე.

შენახვის პირობები.

ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე, თავისივე შეფუთვაში, მოარიდეთ ტენის ზემოქმედებას.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ან 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
გალვუსმეტი 50მგ/1000მგ#60ტ(გერ
  • სახელი: გალვუსმეტი 50მგ/1000მგ#60ტ(გერ
  • მწარმოებელი: Novartis Pharma Produktions GmbH (გერმანია)
  • შეფუთვა: 50მგ/1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
Aversi 73.7 ლ
გალვუსმეტი 50მგ/1000მგ#60ტ(თურ
  • სახელი: გალვუსმეტი 50მგ/1000მგ#60ტ(თურ
  • მწარმოებელი: Novartis Saglik, Gida ve Tarim Urunleri San. Ve Tic.A.S (თურქეთი)
  • შეფუთვა: 50მგ/1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
Aversi 24.08 ლ
გალვუსმეტი 50მგ/500მგ #60ტ
  • სახელი: გალვუსმეტი 50მგ/500მგ #60ტ
  • მწარმოებელი: Novartis Pharma Produktions GmbH (გერმანია)
  • შეფუთვა: 50მგ/500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60
Aversi 80.5 ლ
გალვუსმეტი 50მგ/850მგ#60ტ(გერმ
  • სახელი: გალვუსმეტი 50მგ/850მგ#60ტ(გერმ
  • მწარმოებელი: Novartis Pharma Produktions GmbH (გერმანია)
  • შეფუთვა: 50მგ/850მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
Aversi 81.8 ლ
გალვუსმეტი 50მგ/850მგ#60ტ(თურქ
  • სახელი: გალვუსმეტი 50მგ/850მგ#60ტ(თურქ
  • მწარმოებელი: Novartis Saglik, Gida ve Tarim Urunleri San. Ve Tic.A.S (თურქეთი)
  • შეფუთვა: 50მგ/850მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
Aversi 22.21 ლ
გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ #60
  • სახელი: გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ #60
  • მწარმოებელი: Novartis Saglik, Gida ve Tarim Urunleri San. Ve Tic.A.S (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Novartis Pharma Produktions GmbH(გერმანია)) (თურქეთი)
  • შეფუთვა: 50მგ/1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
Pharmadepot 26.71 ლ
გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+850მგ #60
  • სახელი: გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+850მგ #60
  • მწარმოებელი: Novartis Saglik, Gida ve Tarim Urunleri San. Ve Tic.A.S (თურქეთი)
  • შეფუთვა: 50მგ+850მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
Pharmadepot 22.2 ლ
გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ #60
  • სახელი: გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ #60
  • შეფუთვა: 50მგ+1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
Pharmadepot 79.47 ლ
გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+500მგ #60
  • სახელი: გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+500მგ #60
  • შეფუთვა: 50მგ+500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
Pharmadepot 87.32 ლ
გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+850მგ #60
  • სახელი: გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+850მგ #60
  • შეფუთვა: 50მგ+850მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
Pharmadepot 88.15 ლ
გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ #60
  • სახელი: გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ #60
  • მწარმოებელი: Novartis Saglik, Gida ve Tarim Urunleri San. Ve Tic.A.S (თურქეთი)
  • შეფუთვა: 50მგ/1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
GPC 23.92 ლ
გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+850მგ #60
  • სახელი: გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+850მგ #60
  • მწარმოებელი: Novartis Saglik, Gida ve Tarim Urunleri San. Ve Tic.A.S (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Novartis Pharma Produktions GmbH(გერმანია)) (თურქეთი)
  • შეფუთვა: 50მგ/850მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
GPC 22.2 ლ
GalvusMet - გალვუს მეტი 50/1000მგ 60 ტაბლეტი
  • სახელი: GalvusMet - გალვუს მეტი 50/1000მგ 60 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Novartis Saglik, Gida ve Tarim Urunleri San. Ve Tic.A.S (თურქეთი)
  • შეფუთვა: 50მგ/1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
PSP 80.5 ლ
GalvusMet - გალვუს მეტი 50/850მგ 60 ტაბლეტი
  • სახელი: GalvusMet - გალვუს მეტი 50/850მგ 60 ტაბლეტი
  • შეფუთვა: 50მგ/850მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
PSP 87.35 ლ
GalvusMet - გალვუსმეტი 50/500მგ 60 ტაბლეტი
  • სახელი: GalvusMet - გალვუსმეტი 50/500მგ 60 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Novartis Saglik, Gida ve Tarim Urunleri San. Ve Tic.A.S (თურქეთი)
  • შეფუთვა: 50მგ/500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60
PSP 80.57 ლ
GalvusMet - გალვუსმეტი 50/1000მგ 60 ტაბლეტი
  • სახელი: GalvusMet - გალვუსმეტი 50/1000მგ 60 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Novartis Saglik, Gida ve Tarim Urunleri San. Ve Tic.A.S (თურქეთი)
  • შეფუთვა: 50მგ/1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
PSP 30.55 ლ
Galvusmet - გალვუსმეტი 50/850 60 ტაბლეტი
  • სახელი: Galvusmet - გალვუსმეტი 50/850 60 ტაბლეტი
  • შეფუთვა: 50მგ/850მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
PSP 88.16 ლ
გალვუს მეტი 50/1000მგ 60 ტაბლეტი
  • სახელი: გალვუს მეტი 50/1000მგ 60 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Novartis Pharma Produktions GmbH (გერმანია)
  • შეფუთვა: 50მგ/1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
PSP 80.61 ლ
GalvusMet - გალვუს მეტი 50/850მგ 60 ტაბლეტი
  • სახელი: GalvusMet - გალვუს მეტი 50/850მგ 60 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Novartis Saglik, Gida ve Tarim Urunleri San. Ve Tic.A.S (თურქეთი)
  • შეფუთვა: 50მგ/850მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
PSP 22.31 ლ