სპაზმომენი - Spasmomen
სპაზმომენი - Spasmomen

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, სინთეზური ანტიქოლინერგულები, მეოთხეული ამონიუმის ნაერთები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

სპაზმომენი®

40 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ოტილონიუმის ბრომიდი

1. პრეპარატ სპაზმომენის® დახასიათება და გამოყენება

პრეპარატ სპაზმომენის® ტაბლეტები შეიცავს სამკურნალო საშუალება ოტილონიუმის ბრომიდს, რომელიც მიეკუთვნება სპაზმოლიზურ საშუალებებს.

სპაზმომენი® მოქმედებს მსხვილი ნაწლავის კუნთებზე, ამცირებს მის ზედმეტად ძლიერ შეკუმშვებს და მათ სიხშირეს. შესაბამისად, პრეპარატი ამცირებს ნაწლავის სპაზმს და აწესრიგებს მის ზედმეტ მოძრაობით აქტივობას.

სპაზმომენი® გამოიყენება 18 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში გაღიზიანებულინაწლავისსინდრომის სამკურნალოდ, რომელსაც ახასიათებს ნაწლავის მტკივნეული სპაზმი, მუცლის შებერილობა და ნაწლავის მოძრაობითი აქტივობის დარღვევა.

2. პრეპარატ სპაზმომენის® მიღებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია

არ გამოიყენოთ პრეპარატი სპაზმომენი® შემდეგი მდგომარეობისას:

- თუ გაქვთ ალერგია ოტილონიუმის ბრომიდის ან მოცემული

პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ სპაზმომენის® მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:

- თუ გაქვთ მომატებული თვალშიდა წნევა (გლაუკომა);

- თუ გაქვთ გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი (ე.წ. პროსტატის ჰიპერტროფია);

- კუჭიდან ნაწლავში გადასასვლელის შევიწროების შემთხვევაში (პილოროსტენოზი).

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი სპაზმომენი®

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.

სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე პრეპარატ სპაზმომენის® გავლენა უცნობია.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი სპაზმომენი® არ უნდა მიიღოთ, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ; გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მკურნალი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის მიღების აუცილებლობის შესახებ და თქვენ იმყოფებით მისი დაკვირვების ქვეშ.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატ სპაზმომენის® გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მოსალოდნელი არ არის.

პრეპარატი სპაზმომენი® შეიცავს ლაქტოზას

ლაქტოზა წარმოადგენს შაქრის სახეობას (რძის შაქარი). თუ ექიმისგან თქვენთვის ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ აუტანლობის შესახებ, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.

3. პრეპარატ სპაზმომენი® მიღების წესი

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ პრეპარატის ინსტრუქციის ზუსტად დაცვით, ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.

რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები(მათ შორის ღვიძლის და თირკმელების დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტები და ხანდაზმული პირები)

მიიღეთ 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. ტაბლეტები მიიღება მთლიანად, წყლის მიყოლებით, სასურველია საკვების მიღებამდე 20 წუთით ადრე. ტაბლეტები არ გატეხოთ, არ დაფშვნათ და არ დაღეჭოთ.

არ გამოიყენოთ პრეპარატი სპაზმომენი® 3 თვეზე მეტი დროის განმავლობაში მკურნალ

ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გამოყენებაბავშვებსადა მოზარდებში

მოცემული ტაბლეტები არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად.

თუ მიიღეთ პრეპარატ სპაზმომენის® საჭიროზე მეტი რაოდენობა

თუ მიიღეთ პრეპარატ სპაზმომენის® საჭიროზე მეტი რაოდენობა, არასასურველი მოვლენები მოსალოდნელი არ არის. მაგრამ, თუ გადააჭარბეთ რეკომენდებულ დოზას და თავს გრძნობთ ცუდად, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას, თან იქონიეთ მოცემული ჩანართი ან/და შეფუთვა.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ სპაზმომენის® მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ სპაზმომენის® დროულად მიღება, მიიღეთ პრეპარატი, როგორც კი გაგახსენდებათ დოზის გამოტოვების შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ ამ სამკურნალო საშუალების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის , ალერგიული რეაქციის რომელიმე ქვემოთ მითითებული სიმპტომის განვითარების შემთხვევაში:

- სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება;

- კანის გამოხატული ქავილი ან კანის ტკივილი სიწითლით, გამონაყარით და შეშუპებით.

პრეპარატ სპაზმომენის® მიღებისას არახშირადგამოვლენილიგვერდითი მოქმედება

(შეიძლება აღინიშნოს 100 ადამიანიდან 1-ში):

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ,

- სიმშრალე პირის ღრუში, გულისრევა და ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;

- კანის ქავილი და გაწითლება;

- დაღლილობა და სისუსტე;

- თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.

მოცემული პრეპარატის მიღებისას პაციენტებში აღინიშნებოდა კანის ალერგიული რეაქციების ერთეული შემთხვევები გამონაყარის (ჭინჭრის ციება) და კანის ღრმა შრეების შეშუპების სახით, განსაკუთრებით ტუჩების, თვალების, სასქესო ორგანოების, ხელის მტევნების, ტერფების, ყელის ან ენის არეში. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია სუნთქვის მოულოდნელი გართულება (ანგიონევროზული შეშუპება).

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ინსტრუქციაში. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

5. პრეპარატ სპაზმომენის® შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

ინფორმაცია პრეპარატ სპაზმომენის® შემადგენლობაზე

მოქმედი ნივთიერება არის ოტილონიუმის ბრომიდი (40 მგ აპკიანი გარსით დაფარულ ერთ ტაბლეტში).

სხვა****კომპონენტები: ლაქტოზის ჰიდრატი, ბრინჯის სახამებელი, სახამებელ- გლიკოლატის ნატრიუმის მარილი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 4000 და 6000, ტალკი (დამატებითი ინფორმაცია ლაქტოზასთან დაკავშირებით იხილეთ პარაგრაფში 2).

პრეპარატ სპაზმომენის® აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

პრეპარატი სპაზმომენი® წარმოადგენს თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალ, ორმხრივამოზნექილ, აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს.

აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერში მოთავსებულია კოლოფში.

გაცემის კატეგორია

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ა. მენარინი ინდუსტრიე ფარმაჩეუტიკე რიუნიტე ს.რ.ლ. ვია სეტტე სანტი, 3

50131 ფლორენცია იტალია.

მწარმოებელი

ბერლინ-ჰემი აგ გლინიკერ ვეგ 125

12489 ბერლინი, გერმანია.

სპაზმომენის ტაბლეტები შეიცავს სამკურნალო საშუალებას სახელწოდებით ოტილონიუმის ბრომიდი.

ის მიეკუთვნება სამკურნალო ნივთიერებების ჯგუფს, სახელწოდებით სპაზმოლიტიკები.
სპაზმომენი მოქმედებს მსხვილი ნაწლავის კუნთებზე, ამცირებს მის ზედმეტად ძლიერ შეკუმშვებს და მათ სიხშირეს. შესაბამისად, პრეპარატი ამცირებს ნაწლავის სპაზმს და აწესრიგებს მის ზედმეტ მოძრაობით აქტივობას.

სპაზმომენი გამოიყენება 18 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამკურნალოდ, რომელსაც ახასიათებს ნაწლავის მტკივნეული სპაზმი, მუცლის შებერილობა და ნაწლავის მოძრაობითი აქტივობის დარღვევა
-თუ გაქვთ ალერგია ოტილონიუმის ბრომიდის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ სპაზმომენის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:
- თუ გაქვთ მომატებული თვალშიდა წნევა (გლაუკომა).
- თუ გაქვთ გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი (ასევე ეწოდება პროსტატის ჰიპერტროფია).
- კუჭიდან ნაწლავში გადასვლის შევიწროების შემთხვევაში (პილოროსტენოზი).

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი სპაზმომენი არ უნდა მიიღოთ, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ; გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მკურნალი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის მიღების აუცილებლობის შესახებ და თქვენ იმყოფებით მისი დაკვირვების ქვეშ.

მიღება
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად დაცვით, ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები (მათ შორის ღვიძლის და თირკმელების დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტები და ხანდაზმული პირები)
მიიღეთ 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. ტაბლეტები მიიღება მთლიანად, წყლის მიყოლებით, სასურველია საკვების მიღებამდე 20 წუთით ადრე. ტაბლეტები არ გატეხოთ, არ დაფშვნათ და არ დაღეჭოთ.

არ გამოიყენოთ პრეპარატი სპაზმომენი 3 თვეზე მეტი დროის განმავლობაში მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
მოცემული ტაბლეტები არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა
3 წელი.
მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

სპაზმომენის ტაბლეტები შეიცავს სამკურნალო საშუალებას სახელწოდებით ოტილონიუმის ბრომიდი.

ის მიეკუთვნება სამკურნალო ნივთიერებების ჯგუფს, სახელწოდებით სპაზმოლიტიკები.
სპაზმომენი მოქმედებს მსხვილი ნაწლავის კუნთებზე, ამცირებს მის ზედმეტად ძლიერ შეკუმშვებს და მათ სიხშირეს. შესაბამისად, პრეპარატი ამცირებს ნაწლავის სპაზმს და აწესრიგებს მის ზედმეტ მოძრაობით აქტივობას.

სპაზმომენი გამოიყენება 18 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამკურნალოდ, რომელსაც ახასიათებს ნაწლავის მტკივნეული სპაზმი, მუცლის შებერილობა და ნაწლავის მოძრაობითი აქტივობის დარღვევა
-თუ გაქვთ ალერგია ოტილონიუმის ბრომიდის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ სპაზმომენის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:
- თუ გაქვთ მომატებული თვალშიდა წნევა (გლაუკომა).
- თუ გაქვთ გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი (ასევე ეწოდება პროსტატის ჰიპერტროფია).
- კუჭიდან ნაწლავში გადასვლის შევიწროების შემთხვევაში (პილოროსტენოზი).

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი სპაზმომენი არ უნდა მიიღოთ, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ; გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მკურნალი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის მიღების აუცილებლობის შესახებ და თქვენ იმყოფებით მისი დაკვირვების ქვეშ.

მიღება
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად დაცვით, ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები (მათ შორის ღვიძლის და თირკმელების დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტები და ხანდაზმული პირები)
მიიღეთ 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. ტაბლეტები მიიღება მთლიანად, წყლის მიყოლებით, სასურველია საკვების მიღებამდე 20 წუთით ადრე. ტაბლეტები არ გატეხოთ, არ დაფშვნათ და არ დაღეჭოთ.

არ გამოიყენოთ პრეპარატი სპაზმომენი 3 თვეზე მეტი დროის განმავლობაში მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
მოცემული ტაბლეტები არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა
3 წელი.
მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

შემადგენლობა

თითო შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებას: 40 მგ ოტილონიუმის ბრომიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სახამებელი, ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი.

ჩვენებები
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (გნს) და ნაწლავის დისტალური ნაწილის მტკივნეული სპაზმი.

მიღების წესები და დოზები
თითო შემოგარსული ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში ექიმის დანიშნულებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა
ექიმის დანიშნულებით.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების და მასში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სპეციალური მითითება
საჭიროა სიფრთხილე გლაუკომის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის, პილოროსტენოზის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა და ლაქტაცია
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში პრეპარატი არ ახდენს ემბრიოტოქსიკურ, ტერატოგენურ ან მუტაგენურ მოქმედებას, თუმცა, როგორც მრავალი სხვა სამკურნალო საშუალების ხმარებისას, პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

განსაკუთრებული მითითებები
დღემდე არ არსებობს ცნობები პრეპარატის ზემოქმედების შესახებ ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე.
თუ გაქვთ აუტანლობა შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად აცნობეთ აღნიშნულის შესახებ მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზირება
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ოტილონიუმის ბრომიდი პრაქტიკულად არ ავლენდა ტოქსიკურ მოქმედებას. ამიტომ, სავარაუდოდ, ადამიანებში პრეპარატის ჭარბ დოზას არ უნდა ჰქონდეს ტოქსიკური მოქმედება. ოტილონიუმის ბრომიდის დოზის გადაჭარბებისას ნაჩვენებია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.
არასასურველი მოვლენები
თერაპიული დოზებით პრეპარატი არ იწვევს გვერდით, კერძოდ, ატროპინის მსგავს მოვლენებს. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი არასასურველი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის აღნიშნული.

შენახვის პირობები და ვადები
3 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. ვარგისიანობის ვადა მითითებულია მხოლოდ პრეპარატის გაუხსნელი შეფუთვისათვის შენახვის პირობების დაცვისას.
სპაზმომენის® შენახვა რეკომენდებულია ორიგინალ შეფუთვაში. სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის უტილიზაციის მიზნით მისი კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა მკაცრად რეცეპტით.
II ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით)

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
სპაზმომენი 40მგ #30ტ
  • სახელი: სპაზმომენი 40მგ #30ტ
  • მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -BERLIN-CHEMIE AG(გერმანია)) (გერმანია)
  • შეფუთვა: 40მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
Aversi 13.1 ლ
სპაზმომენი ტაბლეტი 40მგ #30
  • სახელი: სპაზმომენი ტაბლეტი 40მგ #30
  • მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -BERLIN-CHEMIE AG(გერმანია)) (გერმანია)
  • შეფუთვა: 40მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
Pharmadepot 18.76 ლ

GPC 13.37 ლ
Spasmomen - სპაზმომენი 40მგ 30 ტაბლეტი
  • სახელი: Spasmomen - სპაზმომენი 40მგ 30 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -BERLIN-CHEMIE AG(გერმანია)) (გერმანია)
  • შეფუთვა: 40მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
PSP 12.53 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა