დენტინოქსი - DENTINOX
დენტინოქსი - DENTINOX

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სტომატოლოგიური პრეპარატები, სხვა საშუალებები პირის ღრუს დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადგილობრივი გამოყენების ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი: ტუბში 10 გ

1 გ

გვირილას ნაყენი .................................. 150 0მგ

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 1 H2O 3.4 მგ

პოლიდოკანოლ 600 ...................... 3.2 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სორბიტოლი, ქსილიტოლი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის მარილი, პოლისორბატი 20, ედიტინის მჟავა, დინატრიუმის მარილი 2 H2O, ნატრიუმის საქარინი, მენთოლი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კბილების ამოსვლის დროს პრეპარატის პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება, ამ პროცესის უმტკივნეულოდ და პირველი კბილის ამოჭრის გართულებების გარეშე წარმართვის საშუალებას იძლევა. იგი უზრუნველყოფს ღრძილების შეშუპების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი (სტომატიტი) მოვლენების და ტკივილის შეგრძნების კუპირებას.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება ტკივილით მიმდინარე გართულებების და ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკისათვის პირველი კბილების ამოჭრის დროს.

მიღების წესები და დოზირება:

გელი სუფთა თითის ან ბამბის ჩხირის მეშვეობით დაიტანება ღრძილსა და უშუალოდ კბილის ამოჭრის ადგილას და მსუბუქად შეიზილება. პროცედურა მეორდება დღე-ღამეში 2-3-ჯერ. განსაკუთრებით ძილის წინ და ჭამის შემდეგ.

აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება კბილების ამოსვლის პერიოდში მთლიანად.

გვერდითი მოვლენები:

არ არის ცნობილი.

უკუჩვენებები:

არ არის ცნობილი.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი ტრადიციულად გამოიყენება კბილების ამოსვლის დროს ტკივილის პროფილაქტიკისათვის. იგი შეიცავს შაქრის შემცველებს (ქსილიტოლსა და სორბიტოლს) და ხელს უშლის კარიესის განვითარებას, აფერხებს კბილების შემადგენელი სტრუქტურის დაშლას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.

განკუთვნილია კბილებზე და ღრძილებზე დასატანად

აქტიური ნივთიერება: გელის თითოეული გრამი შეიცავს: 3.4 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი (H2O), 3.2 მგ ჰიდროქსიპოლიეთოქსი დოდეკანი 600 და 150.0 მგ გვირილის ნაყენი

დამხმარე ნივთიერებები: ქსილიტოლი, 70% სორბიტოლის ხსნარი, დინატრიუმის ედეტატი, პროპილენგლიკოლი, კარბომერი 974, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პოლისორბატი 20, ნატრიუმის საქარინი, მენთოლი, გაწმენდილი წყალი.

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მედიკამენტი გაიცემა ურეცეპტოდ და განკუთვნილია სუსტი დაავადების სამკურნალოდ ფარმაცევტის რჩევის მიხედვით, ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუმცა დენტინოქსის გელით მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად საჭიროა სიფრთხილე.
• საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
• დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
• მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა.
• მედიკამენტის მკურნალობის განმავლობაში, ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვისას, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს.
• საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების ზუსტად დაცვა. დაუშვებელია მედიკამენტის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზის მიღება.

ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს დენტინოქსი და მისი გამოყენება
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა დენტინოქსის გამოყენებამდე
3. დენტინოქსის გამოყენების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. დენტინოქსის შენახვის წესი

სათაურები მოცემულია

1. რას წარმოადგენს დენტინოქსი და მისი გამოყენება

დენტინოქსი შეიცავს ლიდოკაინის ჰიდროქსიდს, ჰიდროქსიპოლიეთილდოდეკან 600-ს და გვირილის ნაყენს აქტიური ნივთიერებების სახით.

ანალგეზური და ანტიანთებითი ეფექტების გამო დენტინოქსი გამოიყენება მტკივნეული და ანთებითი მდგომარეობების მოსახსნელად ბავშვებში კბილების ამოჭრის ან გინგივიტის დროს.

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა დენტინოქსის გამოყენებამდე

დაუშვებელია დენტინოქსის გამოყენება
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) აქტიური ნივთიერების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

დენტინოქსი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
საჭიროა ექიმის ინფორმირება ღრძილების ძლიერი სიწითლის ან შეშუპების შემთხვევაში.
პრეპარატი არ უნდა მოხვდეს თვალებში.
“თუ ეს გაფრთხილებები ეხება პაციენტს, ან წარსულში აღენიშნებოდა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია”.

დენტინოქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ არის მოსალოდნელი, რომ დენტინოქსი ურთიერთქმედებაში შევიდეს საკვებთან ან სასმელთან.

ფეხმძიმობა
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნას თუ არა ფეხმძიმობის დროს.

თუ ფეხმძიმობა დადგა მკურნალობის დროს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ.

ძუძუთი კვება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნას თუ არა ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
არ აღნიშნულა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დენტინოქსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
დენტინოქსი შეიცავს სორბიტოლს. თუ პაციენტს დადგენილი აქვს აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
დენტინოქსი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა დამხმარე ნივთიერებები გამოყენების ან დოზირების დროს არ საჭიროებენ სიფრთხილის ზომებს.

სხვა მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება
არ აღინიშნა შეუთავსებლობა დენტინოქსის გამოყენებისას სხვა მედიკამენტებთან ერთად.

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ რომელიმე მედიკამენტს.

3. დენტინოქსის გამოყენების წესი

ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/გამოყენების სიხშირის შესახებ
თუ ექიმის მიერ არ არის სხვა მითითება მოცემული, დენტინოქსის გამოყენება 2-3-ჯერ დღეში საკმარისია.

გამოყენების გზა და მეთოდი:
თუ ექიმის მიერ არ არის სხვა მითითება მოცემული, მისი დატანა უნდა მოხდეს ღრძილის დაზიანებულ უბანზე სუფთა თითის ან ბამბის გამოყენებით და ნაზი შეზელვით. მისი გამოყენება უნდა მოხდეს ჭამის მერე და ძილის წინ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება: არ არის შეზღუდული.
ხანდაზმულებში გამოყენება: არ არის საჭირო დოზის კორექცია

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა: არ არის საჭირო დოზის კორექცია.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ დენტინოქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

დენტინოქსის დოზის გადაჭარბებისას
დენტინოქსის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

დენტინოქსის დოზის გამოტოვებისას
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს დენტინოქსის გამოყენების შეწყვეტისას
დენტინოქსით მკურნალობის შეწყვეტისას არ არის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების განვითარება.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან დენტინოქსის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

თუ ვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყდეს დენტინოქსის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმის ინფორმირება ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა:
• კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებას, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ან კანის ძლიერ ქავილს.

ეს ყველა სერიოზული გვერდითი მოვლენაა.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ პაციენტს სერიოზული ალერგიული რეაქცია აქვს დენტინოქსის მიმართ. პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას.

ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.

სხვა გვერდითი მოვლენები არ არის აღწერილი დენტინოქსის გამოყენების დროს.

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ვებგვერდზე: წწწ.ტიტცკ.გოვ.ტრ „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებაზე“ დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08 დარეკვითა და თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრში (თÜFAM) მისი შეტყობინებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

5. დენტინოქსის შენახვის წესი

დენტინოქსი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25C-ის ქვემოთ.

გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.

დაუშვებელია დენტინოქსის შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
დაუშვებელია დენტინოქსის გამოყენება, თუ პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე აღინიშნება რაიმე დაზიანება.

დაუშვებელია ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდება! მათი მოთავსება უნდა მოხდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემაში.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადგილობრივი გამოყენების ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი: ტუბში 10 გ

1 გ

გვირილას ნაყენი .................................. 150 0მგ

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 1 H2O 3.4 მგ

პოლიდოკანოლ 600 ...................... 3.2 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სორბიტოლი, ქსილიტოლი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის მარილი, პოლისორბატი 20, ედიტინის მჟავა, დინატრიუმის მარილი 2 H2O, ნატრიუმის საქარინი, მენთოლი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კბილების ამოსვლის დროს პრეპარატის პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება, ამ პროცესის უმტკივნეულოდ და პირველი კბილის ამოჭრის გართულებების გარეშე წარმართვის საშუალებას იძლევა. იგი უზრუნველყოფს ღრძილების შეშუპების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი (სტომატიტი) მოვლენების და ტკივილის შეგრძნების კუპირებას.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება ტკივილით მიმდინარე გართულებების და ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკისათვის პირველი კბილების ამოჭრის დროს.

მიღების წესები და დოზირება:

გელი სუფთა თითის ან ბამბის ჩხირის მეშვეობით დაიტანება ღრძილსა და უშუალოდ კბილის ამოჭრის ადგილას და მსუბუქად შეიზილება. პროცედურა მეორდება დღე-ღამეში 2-3-ჯერ. განსაკუთრებით ძილის წინ და ჭამის შემდეგ.

აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება კბილების ამოსვლის პერიოდში მთლიანად.

გვერდითი მოვლენები:

არ არის ცნობილი.

უკუჩვენებები:

არ არის ცნობილი.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი ტრადიციულად გამოიყენება კბილების ამოსვლის დროს ტკივილის პროფილაქტიკისათვის. იგი შეიცავს შაქრის შემცველებს (ქსილიტოლსა და სორბიტოლს) და ხელს უშლის კარიესის განვითარებას, აფერხებს კბილების შემადგენელი სტრუქტურის დაშლას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა