მილგამა - Milgamma
მილგამა - Milgamma

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, ვიტამინ B1 კომბინაციაში ვიტამინ B6-თან და/ან ვიტამინ B12-თან

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**მილგამა 100მგ
Milgama 100mg
**

საერთაშორისო დასახელება - benfotiamine, pyridoxin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ვიტამინური პრეპარატები; B ჯგუფის ვიტამინები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
დრაჟე 100მგ #30

ერთი დრაჟე შეიცავს:
ბენფოთიამინი 100მგ, პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი 100მგ, და აგრეთვე მიკროკრისტალური ცელულოზა, აეროსილი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ ცელულოზა, ტალკი პოვიდონი, ცხიმოვანი მჟავების გლიცერიდები, შელაქი, საქაროზა, კალციუმის კარბონატი, აკაციის ფხვნილი, სიმინდის სახამებელი, ტიტანის ორჟანგი, პოლიეთილენ გლიკოლი-6000, გლიცერინი, ტვინი-80, გლიკოლის ცვილი.
**
ფარმაკოლოგიური თვისებები**

B ჯგუფის ნეიროტროპული ვიტამინები ახდენენ დადებით ზემოქმედებას ნერვების და მამოძრავებელი აპარატისა დეგენერატიულ და ანთებით დაავადებებზე. ისინი გამოიყენებიან არა დეფიციტიურ მდგომარეობების აღმოსაფხვრელად, არამედ დიდ დოზებით ფლობენ ანალგეზიურ თვისებებს, ხელს უწყობენ სისხლისმიმოქცევას და ახდენენ ნერვული სისტემის მუშაობის და სისხლისწარმოქმნის პროცესის ნორმალიზებას (ვიტამინი).

ჩვენებები
გამოიყენება სიმპტომატიური თერაპიისთვის ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმოშობის დაავადებებისას: ნევრიტი, ნევრალგია, პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვ.), მიალგია, რადიკულარული სინდრომები, რეტრობულბარული ნევრიტეი, სარტყელშემოწერილი ჰერპესი, სახის ნერვის პარეზი. სისტემური ნევროლოგიური დაავადებები, რომელიც გამოწვეულია და ვიტამინების დადასტურებული დეფიციტით.
**
მიღების წესები და დოზები**

1-2 დრაჟე სამჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში საჭირო რაოდენობის სითხესთან ერთად.
მძიმე შემთხვევებში და მწვავე ტკივილებისას, სისხლში პრეპარატის დონის სწრაფი ზრდისათვის საჭიროა ერთი ინექცია (2 მლ) ღრმად კუნთში. გამწვავების გავლის შემდეგ და დაავადების მსუბუქ შემთხვევების დროს საჭიროა 1 ინექცია 2-3 ჯერ კვირაში. შემდგომში მკურნალობის გაგრძელებისთვის მიიღება თითო დრაჟე ყოველდღე.
**
გვერდითი მოვლენები**

შესაძლო ალერგიული რეაქციები. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას ოფლიანობა, ტახიკარდია, ჩნდება გამონაყარი (აკნე). აისახება კანის რეაქცია ქავილის, ჭინჭრის ციების სახით. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობიარობა, მაგალითად გამონაყარი, გართულებული სუნთქვა, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი. პრეპარატის ძალიან სწრაფად შეყვანის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, არითმია, კრუნჩხვები, ეს მოვლენები შეიძლება იყოს დოზის გადაჭარბების შედეგი.
**
უკუჩვენება**

დეკომპენსირებული გულის უკმარისობის მძიმე და გამწვავებული ფორმები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება
პრეპარატში ბენზილის სპირტის შემცველობის გამო არ შეიძლება დანიშვნა ახალშობილებისთვის და განსაკუთრებით დღენაკლული ბავშვებისათვის.
**
ორსულობა და ლაქტაცია**

ვიტამინს არ აქვს არავითარი უკუჩვენება 25 მგ-მდე დოზის ყოველდღიური მიღებისას ორსულობის და ლაქტაციის დროს. დრაჟე და ხსნარი შეიცავს 100 მგ პრეპარატს, და ამიტომ ამ შემთხევაში მათი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებისას ხდება პრეპარატის გვერდითი მოქმედების სიმპტომების გაძლიერება. პირველი დახმარება მდგომარეობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ამორეცხვაში, აქტივირებული ნახშირის მიღებაში, სიმპტომატიური თერაპიის დანიშვნაში.
**
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება**

თიამინი მთლიანად იშლება სულფიტის შემცველ ხსნარებში. სხვა ვიტამინები განიცდიან ინაქტივაციას B ვიტამინის დაშლის პროდუქტების თანაარსებობისას. ლევოდოპა ასუსტებს ვიტამინის თერაპევტული დოზის ეფექტურობას. ასევე შეიძლება წარმოიშვას ურთიერთქმედება ციკლოსერინთან, Д-პენიცილამინთან, ადრენალინთან, ნორადრენალინთან, სულფონამიდთან. ლიდოკაინის პარენტერალურ მიღებისას ადრენალინის და ნორადრენალინის დამატებით გამოყენებისას შესაძლებელია გულზე გვერდითი მოქმედების გაძლიერება. ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებების დოზის გადამეტების შემთხვევაში არ შეიძლება ადრენალინის და ნორადრენალინის დამატებითი გამოყენება.
თიამინი შეუთავსებელია დამჟანგავ რედუცირებად ნივთიერებებთან: ვერცხლისწყლის ქლორიდი, იოდიდებთან, კარბონატებთან, აცეტატთან, ტანინის მჟავასთან, რკინა- ამონიუმის-ციტრატთან, და აგრეთვე ფენობარბიტალ ნატრიუმთან, რიბოფლავინთან, ბენზილ-პენიცილინთან, გლუკოზასთან და მეტაბისულფიტთან. სპილენძი აჩქარებს თიამინის დაშლას; ამის გარდა თიამინი კარგავს თავის მოქმედებას pH- ის მნიშვნელობის გაზრდასთან ერთად (pH 3- ზე მეტი).
ვიტამინი შეუთავსებადია მძიმე მეტალების მარილებთან. ხსნარები, რომლებიც შეიცავენ თიამინს , ვიტამინ , ისევე როგორც ჯგუფის სხვა ვიტამინები, სწრაფად იშლება ტიამინის დაშლის პროდუქტების გამო (რკინის იონების დაბალ კონცენტრაციას შეუძლია ამის შეჩერება). რიბოფლავინს ასევე ახასიათებს დესტრუქციული ზემოქმედება, განსაკუთრებით სინათლესთან ერთდროულ ზემოქმედებისას; ნიკოტინამიდი აჩქარებს ფოტოლიზს, მაშინ როდესაც ანტიოქსიდანტებს ახასიათებთ შემაფერხებელი ზემოქმედება.
**
შენახვის პირობები და ვადები**

დრაჟე: არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვისათვის მიუწდომელ ადგილას.
ვარგისისანობის ვადა 5 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
**
აფთიაქში გაცემის წესი**

გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ვიორვაგ ფარმა გმბჰ და კო. კგ,
გერმანია

თიამინის ჰიდროქლორიდი (Pჰ. Eურ.) 100 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 100 მგ
ციალკობალამინი 1 მგ

ჩვენებები:
B1, B6 და B12 ვიტამინების დადასტურებული უკმარისობით განპირობებული ნევროლოგიური დარღვევები, რომელთა აღმოფხვრა ვერ ხერხდება მხოლოდ საკვებ რაციონში შესაბამისი ცვლილებებით შეტანით.

დოზირება:
მძიმე და მწვავე ტკივილის დროს, სისხლში მაღალი კონცენტრაციის და სწრაფი მოქმედების მისაღწევად: საწყის ეტაპზე ერთი ინექცია (2 მლ) დღეში. მწვავე სტადიის გავლის შემდგომ და შედარებით მსუბუქ შემთხვევერბში, 1 ინექცია 2-3-ჯერ კვირაში.
რეკომენდებულია ყოველკვირეული სამედიცინო მონიტორინგი.
პირველივე შესაძლებლობისას, უნდა მოხდეს პრეპარატის პერორალურ ფორმაზე გადასვლა.
გამოყენების წესი
ინექცია შეიყვანება კუნთში (ი.მ.), ღრმად.
საინექციო ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ კუნთში (ი.მ.) ინექციისთვის. დაუშვებელია მისი შეყვანა ვენაში.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი აქტიური ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
პრეპარატი არ გამოიყენება გულის ელექტროგამტარებლობის მძიმე დარღვევების და მწვავე დეკომპენსირებული გულის უკმარისობის დროს.
არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის B6 ვიტამინის უსაფრთხო დოზას შეადგენს არაუმეტეს 25 მგ დღეში. ამ პრეპარატის თითოეული 2 მლ ამპულა შეიცავს 100 მგ B6 ვიტამინს, რის გამოც, არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის პირობები:
ინახება მაცივარში (2C – 8C). სინათლისგან დასაცავად ინახება თავისივე კოლოფში.

საერთაშორისო დასახელება - benfotiamine, pyridoxine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები → ვიტამინური პრეპარატები → წყალში ხსნადი ვიტამინები → B ჯგუფის ვიტამინები
ერთი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები - ბენფოთიამინი 100 მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 100 მგ, დამხმარე ნივთიერებები - მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K-30, გრძელჯაჭვიანი პარციალური გლიცერიდები, ტალკი.
გარსის შემადგენლობა - შელაკი, საქაროზა, კალციუმის კარბონატი (E170), ტალკი, აკაციის ფხვნილი, სიმინდის სახამებელი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, პოვიდონი K30, მაკროგოლი 6000, 85% -იანი გლიცერინი, პოლისორბატი 80, გლიკოლის მთის ცვილი.
აღწერა
მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, გარსით დაფარული, თეთრი ფერის, გლუვი ზედაპირით; დასაშვებია უსწორმასწორობა, უხეშობა და პატარა წინკწლები.

ჩვენებები
გამოიყენება სიმპტომატიური თერაპიისთვის ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმოშობის დაავადებებისას: ნევრიტი, ნევრალგია, პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვ.), მიალგია, რადიკულარული სინდრომები, რეტრობულბარული ნევრიტი, შემომსარტყვლელი ჰერპესი , სახის ნერვის პარეზი. სისტემური ნევროლოგიური დაავადებები, რომელიც გამოწვეულია B ვიტამინების დადასტურებული დეფიციტით.

მიღების წესები და დოზები
1-2 ტაბლეტი სამჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში საჭირო რაოდენობის სითხესთან ერთად .
მძიმე შემთხვევებში და მწვავე ტკივილებისას, სისხლში პრეპარატის დონის სწრაფი ზრდისათვის საჭიროა ერთი ინექცია (2 მლ) ღრმად კუნთში. გამწვავების გავლის შემდეგ და დაავადების მსუბუქ შემთხვევების დროს საჭიროა 1 ინექცია 2-3 ჯერ კვირაში. შემდგომში მკურნალობის გაგრძელებისთვის მიიღება თითო ტაბლეტი ყოველდღე.

გვერდითი მოვლენები
შესაძლო ალერგიული რეაქციები. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას ოფლიანობა, ტაქიკარდია, ჩნდება გამონაყარი(აკნე). აისახება კანის რეაქცია ქავილის, ჭინჭრის ციების სახით. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობიარობა, მაგალითად გამონაყარი, გართულებული სუნთქვა, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი. პრეპარატის ძალიან სწრაფად შეყვანის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, არითმია, კრუნჩხვები, ეს მოვლენები შეიძლება იყოს დოზის გადაჭარბების შედეგი.

უკუჩვენება
დეკომპენსირებული გულის უკმარისობის მძიმე და გამწვავებული ფორმები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ვიტამინს არ აქვს არავითარი უკუჩვენება 25 მგ-მდე დოზის ყოველდღიური მიღებისას ორსულობის და ლაქტაციის დროს. ტაბლეტი კი შეიცავს 100 მგ B1 და B6 ვიტამინებს და ამიტომ ამ შემთხევაში მათი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებისას ხდება პრეპარატის გვერდითი მოქმედების სიმპტომების გაძლიერება. პირველი დახმარება მდგომარეობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ამორეცხვაში, აქტივირებული ნახშირის მიღებაში, სიმპტომატიური თერაპიის დანიშვნაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ხსნარი 2 მლ #5 ამპ.

ხსნარის 1 მლ შეიცავს: მოქმედ ნივთიერებებს – თიამინის ქლორიდის ჰიდროქლორიდი 100მგ, პირიდოქსინი ჰიდროქლორიდი 100 მგ, ციანოკობალამინი 1000 მკგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 20მგ,
დამხმარე ნივთიერებები – ბენზილის სპირტი, ნატრიუმის პოლიფოსფატი, კალიუმის ჰექსაციანოფერატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, წყალი ინექციისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები
B ჯგუფის ნეიროტროპული ვიტამინები ახდენენ დადებით ზემოქმედებას ნერვების და მამოძრავებელი აპარატისა დეგენერატიულ და ანთებით დაავადებებზე. იგი ხელს უწყობს სისხლის ნაკადის გაძლიერებას და აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას. თიამინი ასრულებს ძირითად როლს ნახშირწყლების მეტაბოლიზმის დროს, აგრეთვე კრებსის ციკლში და შემდგომ თპფ (თიამინ პიროფოსფატის) და ატფ (ადენოზინ ტრიფოსფატი) სინთეზში. პირიდოქსინი მონაწილეობს პროტეინის, და ნაწილობრივ ნახშირწყლების და ცხიმების მეტაბოლიზმში. ორივე ვიტამინის ფიზიოლოგიურ ფუნქციას წარმოადგენს ურთიერთ მოქმედების პოტენცირება, რომელიც მჟღავნდება ნერვულ, ნეიროკუნთოვან და გულ- სისხლძარღვთა სისტემებზე დადებით ზემოქმედებაში. B6 ვიტამინის დეფიციტის დროს ხდება ფართოდ გავრცელებული დეფიციტის მდგომარეობა სწრაფი კუპირება ამ ვიტამინების შეყვანის შემდეგ. ციანოკობალამინი მონაწილეობს მიელინის გარსის სინთეზში, ასტიმულირებს ჰემოპოეზს, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, დაკავშირებულს პერიფერიულ ნერვულ სისტემის დაზიანებასთან, ასტიმულირებს ნუკლეინის ცვლას ფოლიუმის მჟავის აქტივაციის გზით. ლიდოკაინი – ადგილობრივი საანესტეზიო საშუალებაა, რომელიც იწვევს ყველა სახის ადგილობრივ ანესთეზიას: ტერმინალურს, ინფილტრაციულს, გამტარიანს.

ფარმაკოკინეტიკა
კუნთქვეშა შეყვანის შემდეგ თიამინი სწრაფად აბსორბირებს ინექციის ადგილიდან და მიეწოდება სისხლს (484 ნგ/მლ 15 წუთის შეყვანის პირველ დღეს დოზით-50მგ) და ნაწილდება ორგანიზმში არათანაბრად შემდეგ შემცველობით: ლეიკოციტებში 15%, ერიტრიციტებში 75% და პლაზმაში 10%. ორგანიზმში ვიტამინის მნიშვნელოვანი მარაგის არარსებობის გამო ის უნდა მიეწოდებოდეს ორგანიზმს ყოველდღე. თიამინი აღწევს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებში და მჟღავნდება დედის რძეში. თიამინი გამოიყოფა შარდით ალფა-ფაზაში 0,15 საათის შემდეგ, ბეტა-ფაზაში – 1 საათის შემდეგ და ტერმინალურ ფაზაში – ორი დღის განმავლობაში. ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენენ: თიამინკარბონის მჟავა, პირამინი და ზოგიერთი უცნობი მეტაბოლიტები. ყველა ვიტამინებს შორის თიამინი შენარჩუნდება ორგანიზმში უმცირეს რაოდენობით. ზრდასრულ ადამიანის ორგანიზმი შეიცავს მიახლოებით 30მგ თიამინს: 80% თიამინ პიროფოსფატს, 10% თიამინ ტრიფოსფატის და დანარჩენი – თიამინ მონოფოსფატის სახით. კუნთში ინექციის შემდეგ პიროდოქსინი სწრაფად აბსორბირდება სისხლის მიმოქცევის სისტემაში და ნაწილდება ორგანიზმში, ასრულებს კოენზიმის როლს CH2OH ჯგუფის მე-5 მდგომარეობაში ფოსფორილირების შემდეგ. 80%-მდე ვიტამინები უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. პიროდოქსინი ნაწილდება მთელს ორგანიზმში, გადალახავს პლაცენტას და მჟღავნდება დედის რძეში, დეპონირებს ღვიძლში და იჟანგება 4-პირიდოქსინურ მჟავამდე, რომელიც ექსკრეტირდება შარდში, აბსორბაციიდან მაქსიმუმ 2-5 საათის შემდეგ. ადამიანის ორგანიზმი შეიცავს 40-150 მგ B6 ვიტამინს და მისი ყოველდღიური ელიმინაციის სიჩქარეა 1,7-3,6 მგ-მდე და შესრულების სიჩქარეა 2,2 - 2,4%.

ჩვენებები
გამოიყენება კომპლექსურ თერაპიის შემადგენლობაში როგორც პათოგენეტიკური და სიმპტომატიკური საშუალება ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმოშობის დაავადებებისა და სინდრომებისათვის: ნევრალგია, ნევრიტი, სახის ნერვის პარეზი, რეტრობულბარული ნევრიტი, განგლიონიტები (მათ შორის სარტყელშემოწერილი სირსველი), პლექსოპტია, ნეიროპატია, პოლინეიროპატია (დიაბეტური, ალკოგოლური და სხვ.), ღამის კუნთოვანი კრუნჩხვა, განსაკუთრებით დიდი ასაკის ჯგუფის წარმომადგენლებში, ხერხემლის ოსტეოხონდროზის ნევროლოგიურ გამოვლინებისას: რადიკულოპატია, ლუმბოიშალგია, კუნთოვანი-ტონიკური სინდრომები.

მიღების წესები და დოზები
გამოხატული ტკივილის სინდრომის შემთხვევაში მკურნალობა მიზანშეწონილია დაიწყოს კუნთში ინექციით (ღრმად) 2 მლ ყოველდღიურად 5-10 დღის განმავლობაში, ხოლო შემდგომში ხდება გადასვლა შინაგანად მიღებაზე ან უფრო იშვიათ ინექციებზე (2-3 ჯერ კვირაში 2-3კვირის განმავლობაში), შემდგომში თერაპია შეიძლება გაგრძელდეს წამლის ფორმით რომელიც მიიღება შინაგანად.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას ოფლიანობა, ტახიკარდია, ჩნდება გამონაყარი (აკნე). აღწერილია კანის რეაქცია ქავილის, ჭინჭრის ციების სახით. გართულებული სუნთქვა, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.

უკუჩვენება
გულის დეკომპენსირებული უკმარისობა. პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა. ბავშვის ასაკი, მონაცემების უქონლობსთან დაკავშირებით.

ორსულობა და ლაქტაცია
გამოყენება არ არის რეკომენდირებული

ჭარბი დოზირება
პრეპარატის ძალიან სწრაფად შეყვანის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, არითმია, კრუნჩხვები, ეს მოვლენები შეიძლება იყოს დოზის გადაჭარბების შედეგი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თიამინი მთლიანად იშლება სულფიტის შემცველ ხსნარებში. სხვა ვიტამინები განიცდიან ინაქტივაციას B ვიტამინის დაშლის პროდუქტების თანაარსებობისას. ლევოდოპა ასუსტებს ვიტამინის თერაპევტული დოზის ეფექტურობას. ასევე შეიძლება წარმოიშვას ურთიერთქმედება ციკლოსერინთან, Д- პენიცილამინთან, ეპინეფრინთან, ნორეპინეფრინთან, სულფონამიდთან, რომლებიც აქვეითებს პირიდოქსინის ეფექტურობას. თიამინი შეუთავსებელია დამჟანგავ ნივთიერებებთან: ვერცხლისწყლის ქლორიდი, იოდიდებთან, კარბონატებთან, აცეტატთან, ტანინის მჟავასთან, რკინა-ამონიუმის- ციტრატთან, და აგრეთვე ფენობარბიტალთან, რიბოფლავინთან, ბენზილ-პენიცილინთან, დექსტროზასთან და მეტაბისულფიტთან. სპილენძი აჩქარებს თიამინის დაშლას; ამის გარდა თიამინი კარგავს თავის მოქმედებას pH- ის მნიშვნელობის გაზრდასთან ერთად (pH 3- ზე მეტი).

შენახვის პირობები და ვადები
2 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებულ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
არაუმეტეს 15ºC ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვისათვის მიუწდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ვიორვაგ ფარმა გმბჰ და კო. კგ
გერმანია

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
მილგამა 100მგ #30დრ
  • სახელი: მილგამა 100მგ #30დრ
  • შეფუთვა: (100მგ + 100მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (2X15)
Aversi 44.02 ლ
მილგამა 2მლ #5ამპ
  • სახელი: მილგამა 2მლ #5ამპ
  • შეფუთვა: (100მგ + 100მგ + 1მგ)/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
Aversi 24.8 ლ
მილგამა ხსნარი საინექციო 100მგ+100მგ 2მლ ამპულა #5
  • სახელი: მილგამა ხსნარი საინექციო 100მგ+100მგ 2მლ ამპულა #5
  • მწარმოებელი: Solupharm Pharmazeutische Erzeugnisse GmbH (გერმანია)
  • შეფუთვა: (100მგ + 100მგ + 1მგ)/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
Pharmadepot 19.55 ლ
მილგამა დრაჟე 100მგ+100მგ #30
  • სახელი: მილგამა დრაჟე 100მგ+100მგ #30
  • მწარმოებელი: Mauermann Arzneimittel KG (გერმანია)
  • შეფუთვა: (100მგ + 100მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (2X15)
Pharmadepot 41.54 ლ
მილგამა დრაჟე 100მგ+100მგ #30
  • სახელი: მილგამა დრაჟე 100მგ+100მგ #30
  • მწარმოებელი: Mauermann Arzneimittel KG (გერმანია)
  • შეფუთვა: (100მგ + 100მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (2X15)
GPC 44.19 ლ
Milgamma - მილგამა 2მლ 5 ამპულა
  • სახელი: Milgamma - მილგამა 2მლ 5 ამპულა
  • მწარმოებელი: Solupharm Pharmazeutische Erzeugnisse GmbH (გერმანია)
  • შეფუთვა: (100მგ + 100მგ + 1მგ)/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
PSP 14.48 ლ
Milgamma - მილგამა 100მგ 30 დრაჟე
  • სახელი: Milgamma - მილგამა 100მგ 30 დრაჟე
  • მწარმოებელი: Mauermann Arzneimittel KG (გერმანია)
PSP 29.42 ლ
მილგამა ხსნარი საინექციო 100მგ+100მგ 2მლ ამპულა #5
  • სახელი: მილგამა ხსნარი საინექციო 100მგ+100მგ 2მლ ამპულა #5
  • მწარმოებელი: Solupharm Pharmazeutische Erzeugnisse GmbH (გერმანია)
  • შეფუთვა: (100მგ + 100მგ + 1მგ)/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
GPC 19.5 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით