ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გინეკოლოგიური გამოყენების ანტისეპტიკური და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური სხვა საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ბეტადინი
თხევადი საპონი
BETADINE
საერთაშორისო დასახელება - povidone-iodine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
7.5% თხევადი საპონი 120მლ ფლაკონი #1
7.5% თხევადი საპონი 1000მლ ფლაკონი #1
აქტიური სუბსტანცია
პოვიდონ იოდი 75 მგ ხსნარის ყოველ მილილიტრში (7.5% ხსნარის ექვივალენტური).
დამხმარე ნივთიერებები:
ნონილფენოქსიპოლი (ეთილენეოქსი) ეთანოლის ეთერი, სუპერ ლაურილის დიეთანოლამიდი,
ეთოქსილირებული ლანოლინი, ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა, გასუფთავებული წყალი,
ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
**
ფარმაკოლოგიური თვისებები**
ბეტადინი ქირურგიული ხსნარი არის სადეზინფექციო საშუალება, რომელიც ანადგურებს
სხვადასხვა პათოგენურ ორგანიზმებს (ანტიმიკრობული ეფექტი) და გამოიყენება
ჰიგიენური და ხელების ოპერაციამდელი დეზინფექციისათვის.
ის ანადგურებს ბაქტერიებს, სოკოებს, ვირუსებს და უმარტივესებს. პრეპარატი
ფაქტიურად არატოქსიურია.
**
ჩვენებები**
პრეპარატი გამოიყენება ხელების ჰიგიენური დეზინფექციისათვის და ხელების
ოპერაციამდელი დეზინფექციისათვის.
პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 6 თვის ასაკიდან.
**
მიღების წესები და დოზები**
ბეტადინი ქირურგიული ხსნარი გამოიყენება კონცენტრირებული სახით და არ საჭიროებს
განზავებას.
ხელების ჰიგიენური დეზინფექცია:
დაიბანეთ ხელები და იდაყვები თბილ, გამდინარე წყალში, შემდეგ დაიტანეთ ბეტადინი
ქირურგიული ხსნარის 5 მლ ერთ მტევანზე და გადაინაწილეთ ორივე მტევანსა და
იდაყვზე, საჭიროების შემთხვევაში პრეპარატი შეიძლება ოდნავ დატენიანდეს ქაფის
წარმოსაქმნელად; დაიმუშავეთ ხელები არანაკლებ ერთი წუთის განმავლობაში და
ჩამოიბანეთ თბილი, გამდინარე წყლით.
ხელების ქირურგიული დეზინფექცია:
ორივე ხელი და იდაყვი უნდა დამუშავდეს საპნისა და თბილი წყლის გამოყენებით.
საპონი შემდეგ უნდა მოშორდეს დიდი რაოდენობის გამდინარე წყლით, რათა არ დარჩეს
საპნის ნარჩენები ხელებსა და იდაყვებზე.
დისპენსერის გამოყენებით 10 მლ ბეტადინი ქირურგიული ხსნარი დაიტანეთ მტევნებზე და
გაავრცელეთ ხელებსა და იდაყვებზე. თუ საჭიროა, პრეპარატი შეიძლება დატენიანდეს
ქაფის წარმოსაქმნელად და დამუშავდეს ხელები არანაკლებ 2.5 წუთის განმავლობაში.
დაიბანეთ ხელები სტერილური წყლის გამოყენებით და გაიმშრალეთ სტერილური ნაჭრით.
დეზინფექციისთვის საჭირო დრო: 5 წუთი
ბეტადინი ქირურგიული ხსნარის დეზინფექციისთვის საჭირო რაოდენობა: 20 მლ
**
გვერდითი მოვლენები**
მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს კანის ისეთი გარდამავალი
გაღიზიანება, როგორიცაა: ქავილი, სიწითლე (ბუშტუკიც კი), გავრცელებული
გამონაყარი, დაჩირქება. ბეტადინი ქირურგიული საპონის გამოყენებამდე
რეკომენდებულია ჰიგიენური ან პრექირურგიული დაბანა. იმ შემთხვევაში თუ განვითარდა
გაღიზიანება ან სხვა არახშირი რეაქციები, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის და
შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება.
**
უკუჩვენება**
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული: იოდის ან პრეპარატის შემადგენლობაში
შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას,
ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადებისას, კანის ანთებითი გამონაყარისას,
რომელსაც თან ახლავს ბუშტუკოვანი გამონაყარი (დურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი)
და რადიოაქტიური იოდით დიაგნოსტირებამდე ან მკურნალობამდე.
ის გამოიყენება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში
(რისკი/სარგებელის გათვალისწინებით) და მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობით.
სამედიცინო რეკომენდაციის გარეშე ის არ გამოიყენება ორსულობის მეოთხე თვის შემდეგ
და ლაქტაციის დროს.
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ პრეპარატით მკურნალობის დროს განვითარდა მოცემულ
პარაგრაფში აღნიშნული მდგომარეობები.
**
განსაკუთრებული მითითებები**
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ბეტადინი ქირურგიული ხსნარის და სხვა
ლოკალურად მოქმედი პრეპარატების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში.
ბეტადინი ქირურგიული ხსნარის მუქი ყავისფერი ფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ის
ეფექტურია.
თუ ხსნარი იწყებს გაფერმკრთალებას, მისი ანტიმიკრობული ეფექტი მცირდება. სინათლე
და 40ºC-ზე მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ხსნარის დეგრადაციას.
უნდა მოვერიდოთ ბეტადინი ქირურგიული ხსნარის თვალებში მოხვედრას. თუ ყოველგვარი
სიფრთხილის მიუხედავად ეს მოხდება, სასწრაფოდ გამოირეცხეთ თვალები დიდი
რაოდენობის წყლის გამოყენებით.
თუ ბავშვი შემთხვევით მიიღებს პრეპარატს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს
**
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება**
ბეტადინის ქირურგიული ხსნარი ურთიერთქმედებს სხვა პრეპარატებთან. აცნობეთ თქვენს
ექიმს ყველა პრეპარატის შესახებ, რომელსაც ღებულობთ ან მომავალში აპირებთ
მიღებას, მიუხედავად იმისა, რეცეპტულია იგი თუ არა. სანამ გამოიყენებთ ბეტადინს
ურეცეპტო პრეპარატთან ერთად, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. თუ თქვენი ექიმი
დაგინიშნავთ ნებისმიერი სახის მკურნალობას, აცნობეთ მას რომ იყენებთ ბეტადინის
ქირურგიულ ხსნარს.
ბეტადინი ქირურგიული ხსნარი არ უნდა გამოიყენოთ ვერცხლისწყლის შემცველ სხვა
სადეზინფექციო საშუალებებთან ერთად. ვერცხლისწყალი შედის რეაქციაში იოდთან,
რომელსაც შეიცავს პრეპარატი, ვეცხლისწყლის იოდიდის წარმოქმნით, რომელსაც აქვს
ძლიერი კოროზიული ეფექტი. ეს წარმოადგენს იმის მიზეზს, რის გამოც ვერცხლისწყლის
შემცველი ნივთიერებები არ შეიძლება იყოს გამოყენებული ბეტადინი ქირურგიულ
ხსნართან ერთად ან მათი გამოყენება უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენებიდან მოკლე
დროის შემდეგ.
არ შეიძლება ჭრილობების სამკურნალოდ ფერმენტული პრეპარატების კომბინირება
ბეტადინის ხსნართან ერთად, რადგანაც აღნიშნული პრეპარატების ფერმენტულმა
შემადგენლობამ შესაძლოა დააქვეითოს ბეტადინი ქირურგიული ხსნარის ეფექტურობა.
ბეტადინის შემადგენლობაში შემავალი PVP-იოდის კომპლექსის გამო, ქირურგიული
ხსნარის გამოყენება არ შეიძლება იმ ნივთიერებებთან ერთად, რომელთანაც იგი
ქიმიურად ურთიერთქმედებს (აღმდგენელი ნივთიერებები, ტუტე მარილები და მჟავეები).
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან სხვა პრეპარატების, მათ შორის ადგილობრივი
გამოყენების და ურეცეპრო პრეპარატების, ერთდროული გამოყენების შემთხვევაში.
**
შენახვის პირობები და ვადები**
შეინახეთ 15-25ºc ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი
უნგრეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
7.5% თხევადი საპონი 120მლ ფლაკონი #1
7.5% თხევადი საპონი 1000მლ ფლაკონი #1
აქტიური სუბსტანცია
პოვიდონ იოდი 75 მგ ხსნარის ყოველ მილილიტრში (7.5% ხსნარის ექვივალენტური).
დამხმარე ნივთიერებები:
ნონილფენოქსიპოლი (ეთილენეოქსი) ეთანოლის ეთერი, სუპერ ლაურილის დიეთანოლამიდი,
ეთოქსილირებული ლანოლინი, ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა, გასუფთავებული წყალი,
ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბეტადინი ქირურგიული ხსნარი არის სადეზინფექციო საშუალება, რომელიც ანადგურებს
სხვადასხვა
პათოგენურ ორგანიზმებს (ანტიმიკრობული ეფექტი) და გამოიყენება ჰიგიენური და
ხელების
ოპერაციამდელი დეზინფექციისათვის.
ის ანადგურებს ბაქტერიებს, სოკოებს, ვირუსებს და უმარტივესებს. პრეპარატი
ფაქტიურად არატოქსიურია.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ხელების ჰიგიენური დეზინფექციისათვის და ხელების
ოპერაციამდელი
დეზინფექციისათვის.
პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 6 თვის ასაკიდან.
მიღების წესები და დოზები
ბეტადინი ქირურგიული ხსნარი გამოიყენება კონცენტრირებული სახით და არ საჭიროებს
განზავებას.
ხელების ჰიგიენური დეზინფექცია:
დაიბანეთ ხელები და იდაყვები თბილ, გამდინარე წყალში, შემდეგ დაიტანეთ ბეტადინი
ქირურგიული
ხსნარის 5 მლ ერთ მტევანზე და გადაინაწილეთ ორივე მტევანსა და იდაყვზე,
საჭიროების შემთხვევაში
პრეპარატი შეიძლება ოდნავ დატენიანდეს ქაფის წარმოსაქმნელად; დაიმუშავეთ ხელები
არანაკლებ ერთი
წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი, გამდინარე წყლით.
ხელების ქირურგიული დეზინფექცია:
ორივე ხელი და იდაყვი უნდა დამუშავდეს საპნისა და თბილი წყლის გამოყენებით.
საპონი შემდეგ უნდა
მოშორდეს დიდი რაოდენობის გამდინარე წყლით, რათა არ დარჩეს საპნის ნარჩენები
ხელებსა და
იდაყვებზე.
დისპენსერის გამოყენებით 10 მლ ბეტადინი ქირურგიული ხსნარი დაიტანეთ მტევნებზე და
გაავრცელეთ
ხელებსა და იდაყვებზე. თუ საჭიროა, პრეპარატი შეიძლება დატენიანდეს ქაფის
წარმოსაქმნელად და
დამუშავდეს ხელები არანაკლებ 2.5 წუთის განმავლობაში.
დაიბანეთ ხელები სტერილური წყლის გამოყენებით და გაიმშრალეთ სტერილური ნაჭრით.
დეზინფექციისთვის საჭირო დრო: 5 წუთი
ბეტადინი ქირურგიული ხსნარის დეზინფექციისთვის საჭირო რაოდენობა: 20 მლ
გვერდითი მოვლენები
მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს კანის ისეთი გარდამავალი
გაღიზიანება, როგორიცაა:
ქავილი, სიწითლე (ბუშტუკიც კი), გავრცელებული გამონაყარი, დაჩირქება. ბეტადინი
ქირურგიული
საპონის გამოყენებამდე რეკომენდებულია ჰიგიენური ან პრექირურგიული დაბანა. იმ
შემთხვევაში თუ
განვითარდა გაღიზიანება ან სხვა არახშირი რეაქციები, მიმართეთ ექიმს
კონსულტაციისათვის და
შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება.
უკუჩვენება
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული: იოდის ან პრეპარატის შემადგენლობაში
შემავალი ნებისმიერი
დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას, ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი
დაავადებისას,
კანის ანთებითი გამონაყარისას, რომელსაც თან ახლავს ბუშტუკოვანი გამონაყარი
(დურინგის
ჰერპეტიფორმული დერმატიტი) და რადიოაქტიური იოდით დიაგნოსტირებამდე ან
მკურნალობამდე.
ის გამოიყენება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში
(რისკი/სარგებელის
გათვალისწინებით) და მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობით.
სამედიცინო რეკომენდაციის გარეშე ის არ გამოიყენება ორსულობის მეოთხე თვის შემდეგ
და ლაქტაციის
დროს.
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ პრეპარატით მკურნალობის დროს განვითარდა მოცემულ
პარაგრაფში
აღნიშნული მდგომარეობები.
ბეტადინი ხსანარი გარეგანი გამოყენებისათვის.
პრაპარატის აქტიური ნივთიერება: პოვიდონ-იოდი (პვპ-იოდი), ყოველ მილილიტრში 100
მგ (შესაბამება აქტიური იოდის 10 მგ-ს).
სხვა კომპონენტები: გლიცერინი, ნონოქსინოლი 9, ლიმონმჟავა, დინატრიუმის
ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პოვიდონ-იოდი (პვპ-იოდი) ანადგურებს მიკროორგანიზმებს. ის ეფექტურად მოქმედებს
ბაქტერიების, სოკოების, სპორების, ვირუსების, უმარტივესების (ერთუჯრედიანი
ორგანიზმები) წინააღმდეგ.
საიმედო დეზინფექცია ახდენს ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკას და ხელს უწყობს
გამოჯანმრთელებას.
მოქმედების ამ მექანიზმის წყალობით, რეზისტენტობა პრეპარატის მიმართ, ასევე,
მეორადი რეზისტენტობა ხანგრძლივი გამოყენების დროს მოსალოდნელი არ არის.
პვპ-სთან კომპლექსის წარმოქმნის შედეგად იოდი უმეტესწილად კარგავს ადგილობრივ
გამაღიზიანებელ მოქმედებას, რაც დამახასიათებელია იოდის სპირტხსნარებისათვის და,
ამიტომ კანი, ლორწოვანი გარსები და ჭრილობის მიდამოები კარგად იტანს მას.
ამავე დროს, იოდი უფერულდება, რის გამოც ყავისფერი შეფერვის ინტენსივობა
პრეპარატის ეფექტურობის ინდიკატორია. გაუფერულების შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს
პრეპარატის მრავალჯერადი წასმა.
პვპ-იოდი იხსნება წყალში და ადვილად იწმინდება.
ჩვენებები:
• ხელების დეზინფექცია და ლორწოვანი გარსების ანტისეპტიური დამუშავება,
მაგალითად, ქირურგიულ ოპერაციამდე, გინეკოლოგიურ და სამეანო პროცედურებამდე,
შარდის ბუშტის კათეტერიზაციამდე, ბიოფსიამდე, ინექციამდე, პუნქციამდე, სისხლის
აღებამდე და, ასევე, პირველი დახმარების სახით ინფიცირებული მასალით შემთხვევითი
დაბინძურების შემთხვევაში.
• ჭრილობების და დამწვრობების ანტისეპტიური დამუშავება.
• ხელების ჰიგიენური და ქირურგიული დეზინფექცია.
• ბეტადინის განზავებული ხსნარის გამოყენება შეიძლება ოფთალმოლოგიური ჩარევის
დროს და ახალშობილების ოფთალმიის პროფილაქტიკისათვის.
უკუჩვენებები:
- მაღალი მგრძნობელობა იოდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ;
- ჰიპერთირეოზი ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების სხვა გამოხატული დარღვევები
(ნიშნები: გულისცემის გახშირება, შფოთვა), ასევე, ჰიპერთირეოზის რადიაქტიური
იოდით მკურანლობის შემდგომი პერიოდი მყარ გამოჯანმრთელებამდე.
- დურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი;
- ახალშობილებისთვის და ბავშვებისთვის 6 თვემდე ასაკში პვპ-იოდის გამოყენება
დასაშვებია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ფარისებრი
ჯირკვლის ფუნქციების კონტროლი.ორსულობა და ძუძუთი კვება:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის 2 თვის შემდეგ და, ასევე, ლაქტაციის პერიოდში
შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით და საჭიროებს დედის და ბავშვის ფარისებრი
ჯირკვლის ფუქციაზე გულდასმით მეთვალღურებას.
ამ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ხანმოკლე დროით.
იოდი გადის პლაცენტარულ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.მიღების წესი და
დოზირება:
ბეტადინის ხსნარი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის გაზავებული და
განუზავებელი სახით.
ხსნარი არ უნდა განზავდეს ცხელი წყლით. დასაშვებია ხანმოკლე შეთბობა სხეულის
ტემპერატურამდე.
ხსნარი არ არის განკუთვნილი შიგნით მისაღებად.
კანის პრეოპერაციული დეზინფექციის დროს აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ
ავადმყოფის ქვეშ არ დარჩეს ხსნარის ზედმეტი რაოდენობა (კანის გაღიზიანების
შესაძლებლობის გამო).გამოშვების ფორმა:
ხსნარი გამოდის პიპეტიან მწვანე ფერის პოლიეთილენის ფლაკონებში ტევადობით 30, 120
ან 1000 მლ. 30 და 120 მლ-ანი ფლაკონები გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად
შეფუთულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ
ადგილას 15რ-25რC-ზე!

ჯირკვლის ფუნქციების კონტროლი.
უსაფრთხოების ზომები:
ვინაიდან შეუძლებელია ჰიპერთირეოზის განვითარების გამორიცხვა, პვპ-იოდის
ხანგრძლივი (14 დღეზე მეტხანს) გამოყენება ან მისი დიდი რაოდენობით ხმარება ფართო
ზედაპირებზე (სხეულის ზედაპირის 10%-ზე მეტი) პაციენტებისთვის (განსაკუთრებით
ხანდაზმულთათვის) ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების ლატენტური დარღვევებით
დასაშვებია მხოლოდ სარგებლის და შესაძლო რისკის გულდასმით შედარების შემდეგ.
საჭიროა ამ პაციენტებზე მეთვალყურეობა ჰიპერთირეოზის ადრეული ნიშნების
გამოსავლენად და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების სათანადო შესწავლისათვის
პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგაც კი (3 თვის განმავლობაში).
ორსულობა და ძუძუთი კვება:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის 2 თვის შემდეგ და, ასევე, ლაქტაციის პერიოდში
შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით და საჭიროებს დედის და ბავშვის ფარისებრი
ჯირკვლის ფუქციაზე გულდასმით მეთვალღურებას.
ამ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ხანმოკლე დროით.
იოდი გადის პლაცენტარულ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.
განსაკუთრებული მითითებები:
პვპ-იოდის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის
შთანთქმა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი გამოკვლევისა და პროცედურის
შედეგებზე (ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია, ცილასთან შეკავშირებული იოდის
განსაზღვრა, დიაგნოსტიკური პროცედურები რადიაქტიური იოდის გამოყენებით), რის
გამოც იოდის პრეპარატებით ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობის დაგეგმვა
შეიძლება არ მოხერხდეს. პვპ-იოდის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ საჭიროა არა
ნაკლებ 1 - 4 კვირის ინტერვალის დაცვა.
პოვიდონ-იოდის ჟანგვითმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დიაგნოსტიკური ტესტის ცრუ დადებითი შედეგები (მაგალითად, ჰემოგლობინის და გლუკოზის განსაზღვრა განავალში და შარდში ტოლუიდინის და გვაიაკური ფისების გამოყენებით).
პვპ-იოდის ჟანგვითმა უნარმა შეიძლება გამოიწვიოს ლითონთა კოროზია მაშინ, როდესაც პლასტმასი და სინთეტიკური მასალები, ჩვეულებრივ, არ არის მგრძნობიარე პვპ-იოდის მიმართ. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ფერის შეცვლა, რომელიც, ჩვეულებრივ, აღდგება.
პვპ-იოდი ადვილად შორდება ტექსტილსა და სხვა მასალებს საპნით და თბილი წყლით. ძნელად მოსაშორებელი ლაქები საჭიროა დამუშავდეს ამიაკით ან ნატრიუმის თიოსულფატით.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
პვპ-იოდის და წყალბადის ზეჟანგის, ასევე, ვერცხლისა და ტაულორიდინის შემცველი
ფერმენტული პრეპარატების ერთობლივი გამოყენება ჭრილობების ანტისეპტიკური
დამუშავებისათვის, აქვეითებს ურთიერთეფექტურობას.
პვპ-იოდის გამოყენება არ შეიძლება ვერცხლისწყლის პრეპარატებთან ერთად,
ვერცხლისწყლის ტუტოვანი იოდიდის წარმოქმნის რისკის გამო.
პრეპარატს შეუძლია რეაქციაში შევიდეს ცილებთან და უჯერ ორგანულ კომპლექსებთან,
ამიტომ პვპ-იოდის ეფექტი შეიძლება კომპენსირებულ იქნას მისი დოზის მომატებით.
არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება, განსაკუთრებით დიდი
ზედაპირების დასამუშავებლად პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლითიუმის პრეპარატებს.
მიღების წესი და დოზირება:
ბეტადინის ხსნარი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის გაზავებული და
განუზავებელი სახით.
ხსნარი არ უნდა განზავდეს ცხელი წყლით. დასაშვებია ხანმოკლე შეთბობა სხეულის
ტემპერატურამდე.
ხსნარი არ არის განკუთვნილი შიგნით მისაღებად.
კანის პრეოპერაციული დეზინფექციის დროს აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ
ავადმყოფის ქვეშ არ დარჩეს ხსნარის ზედმეტი რაოდენობა (კანის გაღიზიანების
შესაძლებლობის გამო).
დოზირება
ბეტადინის განუზავებელი ხსნარის გამოყენება საჭიროა ჭრილობების დამუშავებისათვის
(დამწვრობები და სხვა ჭრილობები), ხელების და კანის დასამუშავებლად ქირურგიულ
ოპერაციამდე, შარდის ბუშტის კათეტერიზაციამდე, ინექციამდე, პუნქციამდე და ა.შ.
ბეტადინის ხსნარის გამოყენება შეიძლება დღეში რამდენჯერმე.
ხელების დეზინფექციის დროს საჭიროა შემდეგი წესების დაცვა:
ა) ხელების ჰიგიენური დეზინფექცია: განუზავებელი ხსნარის 3 მლ 2-ჯერ – ყოველი
დოზა 3 მლ-ის ოდენობით რჩება კანზე, 5 წუთის განმავლობაში.
ბ) ხელების ქირურგიული დეზინფექცია: განუზავებელი ხსნარის 5 მლ 2-ჯერ – ყოველი
დოზა 5 მლ-ის ოდენობით რჩება კანზე, 5 წუთის განმავლობაში.
კანის დეზინფექციისათვის განუზავებელი ხსნარი წასმის შემდეგ რჩება გაშრობამდე.
ზემოთ მოცემული ჩვენებებით ბეტადინის ხსნარის გამოყენება შეიძლება წყალსადენის
წყლით განზავების შემდეგ. იზოტონური პირობების მიღწევის საჭიროებისას
განზავებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას სუფრის მარილის ფიზიოლოგიური ხსნარი
ან რინგერის ხსნარი.
რეკომენდირებულია შემდეგი განზავება:
ჩვენებები | განზავება | პრეპარატ ბეტადინის მოცულობა/გასაზავებელი ხსნარის მოცულობა
---|---|---
სველი კომპრესი | 1:5 – 1:10 | 200 მლ – 100მლ./1 ლ
ჩაძირვა და მჯდომარე აბაზანები | 1:25 | 40 მლ / 1 ლ
ოპერაციისწინა აბაზანა | 1:100 | 10 მლ / 1 ლ
ჰიგიენური აბაზანა | 1:1000 | 10 მლ / 10 ლ
საშოს შესხურება ინტრავაგინალური სპირალის შეყვანა შორისის დამუშავება დამუშავება უროლოგიაში | 1:25 | 4 მლ ./ 100 მლ
ქრონიკული და ოპერაციის შემდგომი ჭრილობების დამუშავება | 1:2 – 1:20 | 50 მლ. – 5 მლ/100 მლ
ორთოპედიაში, ტრავმატოლოგიაში დამუშავება.
დამუშავება პირის ღრუს ოპერაციების დროს | 1:10 | 10 მლ./100 მლ
გამოყენება ოფთალმოლოგიაში
• ოფთალმოლოგიური ქირურგია: რეკომენდირებულია ფიზიოლოგიური ხსნარით და/ან
ფოსფატური ბუფერით (იყიდება აფთიაქებში) სტერილულად განზავებული ბეტადინის
ხსნარის გამოყენება კონცენტრაციით 1,23 % - 5 %.
| დოზირება | განზავება (სტერილურად)
---|---|---
ახალშობილთა ოფთალმიის პროფილაქტიკა | თითო წვეთი ორივე თვალში | 1 : 4 ბეტადინის 25 მლ გასაზავებელი ხსნარის 100 მლ-ში
ხსნარის განზავება საჭიროა უშუალოდ გამოყენების წინ.
ჭარბი დოზირება:
პვპ-იოდის მნიშვნელოვანი რაოდენობის გამოყენების შემდეგ, შეიძლება განვითარდეს
შემდეგი სიმპტომები: ანურია, სისხლმიმოქცევის უკმარისობა, ხორხის შეშუპება სუსტი
პულსის ან მისი არარსებობის დროს, ფილტვების შეშუპება, ნივთიერებათა ცვლის
დარღვევა.
ინფორმაცია ექიმებისათვის:
ჭარბი დოზირების მკურნალობა:
სახამებლის ან ცილის შემცველი საკვები პროდუქტების დაუყოვნებლივი შეყვანა,
(მაგალითად: წყალში ან რძეში გახსნილი სახამებელი). კუჭის ამორეცხვა ნატრიუმის
თიოსულფატის 5 %-ანი ხსნარით (ან ნატრიუმის თიოსულფატის 10 %-ანი ხსნარის 10 მლ-
ის ი/ვ შეყვანა) 3 საათიანი ინტერვალებით საჭიროების მიხედვით.
გვერდითი ეფექტები:
პვპ-იოდი, ჩვეულებრივ, კარგად აიტანება. კანის ზემგრძნობელობის რეაქციები
(მაგალითად, შენელებული ტიპის ალერგიული რეაქციები – ქავილი, სიწითლე, ბუშტუკები)
აღინიშნება ძალიან იშვიათად.
ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია კანის გენერალიზებული მწვავე რეაქციები არტერიული
წნევის დაქვეითებით და/ან სუნთქვის გაძნელებით (ანაფილაქსიური რეაქციები).
ბეტადინის ხსნარის ხანგრძლივი გამოყენების დროს შეიძლება მოხდეს იოდის
მნიშვნელოვანი რაოდენობის შეწოვა. ცალკეულ შემთხვევებში მიდრეკილების მქონე
პირებს შეიძლება აღენიშნოთ იოდით ინდუცირებული ჰიპერთირეოზი.
გამოშვების ფორმა:
ხსნარი გამოდის პიპეტიან მწვანე ფერის პოლიეთილენის ფლაკონებში ტევადობით 30, 120
ან 1000 მლ. 30 და 120 მლ-ანი ფლაკონები გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად
შეფუთულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ
ადგილას 15°-25°C-ზე!
ვარგისიანობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ურეცეპტოდ.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით