ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყელის პრეპარატები, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ნორმობუკალი 200მგ-მლ ორომუკოზური სპრეი, ხსნარი
ბენზოკაინი
გამოყენებამდე საჭიროა მთლიანი ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა ბენზოკაინი. ყოველი მილილიტრი შეიცავს 200მგ ბენზოკაინს. დამხმარეე ნივთიერებები: ნატრიუმის საქარინი (E-954), პოლიეთილენგლიკოლი 400, ეთანოლი 96 გრადუსიანი და ჟოლოს არომატი.
ჩვენება: ნორმობუკალი არის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება, რომელიც მოქმედებს
ტკივილის გასაყუჩებლად, როდესაც გამოიყენება გარეგანად პირის ღრუს სამკურნალოდ.
ნაჩვენებია კბილის ან პირის ღრუს ტკივილის ადგილობრივი გაყუჩებისათვის, როგორიცაა
ტკივილი, გამოწვეული კბილის ბრეკეტების ხახუნით, კბილის ამოღებით, პირის ღრუს
მცირე მტკივნებული ადგილებით, პირის ღრუს კანდიდოზით და მცირე წყლულებით
მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
თუ 2 დღიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტი უკეთ არ გრძნობს თავს ან უარესად
გრძნობს, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება: თუ პაციენტი არის ალერგიული ბენზოკაინის, სხვა p-ამინობენზოის მჟავადან წარმოებული ადგილობრივი ანესთეტიკების, ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები: ნორმობუკალის გამოყენებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ პაციენტი ვერ იტანს სხვა ადგილობრივ ანესთეტიკებს, როგორიცაა პარაამინობენზოის მჟავა (PABA), პარაბენებს ან პარა- ფენილენდიამინს (თმის საღებავების კომპონენტი). თუ აქვს პირის ღრუს მძიმე ან ფართო დაზიანება. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. თუ პაციენტს აქვს ასთმა, ბრონქიტი ან ემფიზემა. პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტს აქვს: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზერელე სუნთქვა, გულისრევა, დაღლილობა ან ტაქიკარდია. დაავადებული ან დასუსტებული ხანდაზმული ადამიანები უნდა დაელაპარაკონ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე, რადგანაც ისინი უფრო მგრძნობიარეები არიან შესაძლო გვერდითი მოვლენების მიმართ. დაუშვებელია პრეპარატის გადაყლაპვა ან შესუნთქვა. პაციენტი უნდა ერიდოს კონტაქტს და-ან თვალებში შეფრქვევას. დაუშვებელია ჭამა ან დალევა, სანამ პირის ღრუ დაბუჟებულია ენის და პირის ლორწოვანის მოკვნეტვის და დახრჩობის რისკის გამო. 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში და დასუსტებულ პაციენტებში მეტჰემოგლობინემიის განვითარების რისკი იზრდება. მცირეწლოვანი ბავშვები (განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვები) ასევე არიან მეტჰემოგლობინემიის განვითარების მეტი რისკის ქვეშ. თუ მკურნალობის 2 დღის შემდეგ სიმპტომები უარესდება ან გრძელდება, უნდა მიემართოს მკურნალ თქვენს ექიმს.
ბავშვები: ამ პრეპარატის გამოყენება არ არის ნაჩვენები 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგანაც მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება ამ ასაკობრივ ჯგუფში დადგენილი არ არის.
სხვა პრეპარატები და ნორმაბუკალი: უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ
პაციენტი ღებულობს, ბოლო დროს მიიღო ან შეიძლება მიიღოს ნებისმიერი სხვა
პრეპარატი.
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიძლება ურთიერთქმედებდეს შემდეგთან: სულფონამიდები
(ინფექციის სამკურნალო პრეპარატი): არ უნდა იქნას გამოყენებული ბენზოკაინთან
ერთდროულად, რადგანაც ამან შეიძლება შეამციროს სულფონამიდების ანტიბაქტერიული
ეფექტი. ჰიალურონიდაზას შემცველი პრეპარატები: არ უნდა იქნას გამოყენებული
ბენზოკაინთან ერთდროულად, რადგანაც ამან შეიძლება გაზარდოს ბენზოკაინის უარყოფითი
ეფექტები.
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორის შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება
ალცჰაიმერის დაავადების, მიასთენია გრავის ან გლაუკომას სამკურნალოდ, რადგანაც
ერთდროულად გამოყენებისას ისინი აინჰიბირებენ ბენზოკაინის მეტაბოლიზმს.
სხვა ადგილობრივი ანესთეტიკები. შესაძლოა განვითარდეს ჯვარედინი მგრძნობელობის
რეაქციები, ანაფილაქსიის ჩათვლით (უჩვეულო ან გამწვავებული ალერგიული რეაქცია),
ბენზოკაინსა და სხვა ესთერული ტიპის ადგილობრივ ანესთეტიკებს, სულფონამიდებს,
თიაზიდებს, პარა-ამინო საღებავებს, გლიცერილ პარა-ამინობენზოატს (გლიცერილ PABA),
პარა-ამინობენზოის მჟავას, პარა-ამინოსალიცილის მჟავასა და მეპრიკაინს შორის.
ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან ბენზოკაინის მიმართ, პარა-
ფენილენდიამინის შემცველმა თმის საღებავებმა შეიძლება გამოიწვიონ მძიმე
კონტაქტური დერმატიტი.

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით