ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტიალერგიული სხვა საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ოლაჟონი 1მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი ოლოპატადინი
ამ პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს, მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები ისეთივეა, როგორი ტქვენი.
- თუ განვითარდა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ამ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.
ამ ინსტრუქციის ფურცელში:
**1. რა არის ოლაჟონი და რისთვის გამოიყენება **
**2. რა უნდა იცოდეთ ოლაჟონის გამოყენების წინ **
**3. როგორ გამოიყენება ოლაჟონი **
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ოლაჟონი
**6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია **
1. რა არის ოლაჟონი და რისთის გამოიყენება
ოლაჟონი არის პრეპარატი თვალის ალერგიული მდგომარეობების სამკურნალოდ. ის მოქმედებს ალერგიული რეაქციის ინტენსივობის შემცირების გზით.
ოლაჟონი გამოიყენება სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის ნიშნებისა და სიმპტომების სამკურნალოდ.
ალერგიული კონიუნქტივიტი.
ზოგიერთმა მასალამ (ალერგენებმა), როგორიცაა ყვავილის მტვერი, სახის მტვერი ან ცხოველის ბეწვი, შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები და შედეგად თვალის ქავილი, სიწითლე, აგრეთვე შეშუპება.
2. რა უნდა იცოდეთ ოლაჟონის გამოყენების წინ
არ გამოიყენოთ ოლაჟონი
· თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ოლაჟონის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია პუნქტში 6).
· ოლაჟონი არ უნდა გამოიყენოთ, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ოლაჟონის გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ოლაჟონის გამოყენების წინ თვალებიდან უნდა ამოიღოთ კონტაქტური ლინზები.
ბავშვები
არ გამოიყენოთ ოლაჟონი 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. ეს პრეპარატი არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან არ არსებობს მონაცემები, რომ ის უსაფრთხოა და მუშაობს 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა პრეპარატები და ოლაჟონი
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი.
თუ იყენებთ სხვა თვალის წვეთებს ან მალამოს, პრეპარატების გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი. თვალის მალამო გამოიყენება ყველაზე ბოლოს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილურობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის გამოყენების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ოლაჟონი ძუძუთი კვების დროს, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
ავტომობილების და მექანიზმების მართვა
ოლაჟონის გამოყენების შემდეგ გარკვეული პერიოდი შეიძლება შენიშნოთ მხედველობის დაბინდვა. არ მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები, ვიდრე ეს მოვლენა არ გაივლის.
**ოლაჟონი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს. **
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და ცნობილია, რომ ის ცვლის რბილი კონტაქტური ლინზების ფერს. ამიტომ მოერიდეთ შეხებას რბილ კონტაქტურ ლინზებთან. თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატის გამოყენების წინ მოიხსენით კონტაქტური ლინზები და კვლავ გაიკეთეთ მინიმუმ 15 წუთის შემდეგ.
3. როგორ გამოიყენება ოლაჟონი
ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დოზირება
რეკომენდებული დოზა არის ერთი წვეთი თვალში ან თვალებში, დღეში ორჯერ - დილით და საღამოს.
გამოიყენეთ ეს დოზა, თუ ექიმი სხვა დოზას არ დაგინიშნავთ. ოლაჟონი გამოიყენეთ მხოლოდ ორივე თვალში, თუ ექიმმა გითხრათ. გამოიყენეთ ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით.
ოლაჟონი გამოიყენება მხოლოდ როგორც თვალის წვეთი.
გამოყენების წესი
· აიღეთ ოლაჟონის ბოთლი და სარკე.
· დაიბანეთ ხელები.
· აიღეთ ბოთლი და მოხსენით თავსახური.
· დაიჭირეთ ბოთლი ცერა და შუა თითებს შორის მიმართულებით ქვემოთ.
· თავი უკან გადაწიეთ. სუფთა თითით ქუთუთო ქვემოთ ჩამოწიეთ ისე, რომ ქუთუთოსა და თვალს შორის წარმოიქმნას „ჯიბე“. წვეთი ამ ადგილას ჩავარდება (სურათი 1).
· ბოთლის თავი მიიტანეთ თვალთან ახლოს. საჭიროებისას გამოიყენეთ სარკე.
· არ შეახოთ საწვეთური თვალს ან ქუთუთოს, მიმდებარე უბნებს ან სხვა ზედაპირებს, რადგან შეიძლება მოხდეს ბოთლში დარჩენილი წვეთების დაინფიცირება.
· ბოთლის ძირს მსუბუქად დააწექით ერთ ჯერზე ოლაჟონის ერთი წვეთის გამოსაშვებად.
· არ მოუჭიროთ ბოთლს, ის შექმნილია ისე, რომ მსუბუქი დაჭერა ბოთლის ძირზე საკმარისია (სურათი 2).
· თუ წვეთებს ორივე თვალში იყენებთ, გაიმეორეთ ეს ეტაპები მეორე თვალის შემთხვევაშიც.
· გამოყენების შემდეგ მაშინვე მჭიდროდ დაახურეთ თავსახური ბოთლს.
თუ წვეთი თვალში არ მოხვდა, სცადეთ კიდევ.
თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი ოლაჟონი, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ
კარგად ამოიბანეთ თვალები თბილი წყლით. წვეთები აღარ ჩაიწვეთოთ შემდეგი დოზის ჩაწვეთებამდე.
თუ დაგავიწყდათ ოლაჟონის გამოყენება
ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი, როგორც კი გაგახსენდებათ, და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმით მიღება.
თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის დროს, აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და დაუბრუნდით ჩვეულ დოზირების რეჟიმს. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ შეწყვიტეთ ოლაჟონის გამოყენება
არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ გაქვთ ნებისმიერი დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ოლაჟონის გამოყენებისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში
ეფექტები თვალის მხრივ: თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანება, თვალის სიმშრალე, უჩვეულო შეგრძნება თვალში, თვალში დისკომფორტი.
ზოგადი გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი, დაღლილობა, ცხვირის სიმშრალე, ცუდი გემო.
არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში
ეფექტები თვალის მხრივ:მხედველობის დაბინდვა, დაქვეითება ან დარღვევა, რქოვანას დაზიანება, თვალის ზედაპირის ანთება ზედაპირის დაზიანებით ან მის გარეშე, კონიუნქტივას ანთება ან ინფექცია, თვალებიდან გამონადენი, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ცრემლის წარმოების გაზრდა, თვალების ქავილი, თვალის სიწითლე, ქუთუთოს დაზიანება, ქავილი, სიწითლე, შეშუპება ან ქუთუთოს ქერქით დაფარვა.
ზოგადი გვერდითი ეფექტები: უჩვეულო შეგრძნებები ან შერძნებების დაქვეითება, თავბრუ, ცხვირიდან გამონადენი, კანის სიმშრალე, კანის ანთება.
ცნობილი არ არის : სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით
ეფექტები თვალის მხრივ: თვალის შეშუპება, რქოვანას შეშუპება, თვალის გუგის ზომის ცვლილება.
ზოგადი გვერდითი ეფექტები: ქოშინი, ალერგიული სიმპტომების მომატება, სახის შეშუპება, ძილიანობა, ზოგადი სისუსტე, გულისრევა, ღებინება, სინუსური ინფექცია, კანის სიწითლე და ქავილი.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თვალის წინა გამჭვირვალე შრის (რქოვანას) მძიმე დაზიანება, შეიძლება განვითარდეს ბუნდოვანი ლაქები რქოვანაზე მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო.
საეჭვო უარყოფითი რეაქციების ინფორმირება
თუ განვითარდა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ამ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება ოლაჟონი
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 25°C-ზე ზემოთ.
შეინახეთ ბოთლი მჭიდროდ თავდახურული.
ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ ბოთლსა და კოლოფზე EXP ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ: 28 დღის განმავლობაში არა უმეტეს 25°C-ზე.
არ გადაყაროთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ან საკანალიზაციო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ოლაჟონი
აქტიური სუბსტანცია არის ოლაჟონი. ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 1 მგ ოლაჟონს (ჰიდროქლორიდის სახით).
სხვა ინგრედიენტებია ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი (E339), ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორმჟავა (E507) და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
ოლაჟონის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ოლაჟონი არის გამჭვირვალე და უფერო ხსნარი, ხილული ნაწილაკების გარეშე.
მზა პროდუქტი შეფუთულია 5 მლ-იან დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლებში ტუჩით და ხრახნიანი თავსახურით დამცავი რგოლით.
ერთი ბოთლი მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ოლაჟონი 1მგ/მლ თვალის წვეთები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ოლოპატადინი.
ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 1 მგ ოლოპატადინს (ჰიდროქლორიდის სახით).
სხვა ინგრედიენტები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი (E339), ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორმჟავა (E507) და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
გამოყენება
ოლაჟონი თვალის ალერგიული მდგომარეობების სამკურნალო პრეპარატია. ის მოქმედებს ალერგიული რეაქციის ინტენსივობის შემცირების გზით.
ოლაჟონი გამოიყენება სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის ნიშნებისა და სიმპტომების სამკურნალოდ.
ალერგიული კონიუნქტივიტი
ზოგიერთმა მასალამ (ალერგენებმა), როგორიცაა ყვავილის მტვერი, სახლის მტვერი ან ცხოველის ბეწვი, შეიძლება __ ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს და შედეგად განვითარდეს თვალის ქავილი, სიწითლე, აგრეთვე შეშუპება.
უკუჩვენება
ოლაჟონი არ გამოიყენება
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ოლაჟონის გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ოლაჟონის გამოყენების წინ თვალებიდან უნდა ამოიღოთ კონტაქტური ლინზები.
ბავშვები
არ გამოიყენოთ ოლაჟონი 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. ეს პრეპარატი არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან არ არსებობს მონაცემები, რომ ის უსაფრთხო და ეფექტურია 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა პრეპარატები და ოლაჟონი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი.
თუ იყენებთ სხვა თვალის წვეთებს ან მალამოს, პრეპარატების გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი. თვალის მალამო გამოიყენება ყველაზე ბოლოს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის გამოყენების წინ რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ოლაჟონი ძუძუთი კვების დროს, პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ოლაჟონის გამოყენების შემდეგ გარკვეული პერიოდი შეიძლება ადგილი ჰქონდეს მხედველობის დაბინდვას. არ მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები, ვიდრე ეს მოვლენა არ გაივლის.
ოლაჟონი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და ცნობილია, რომ იგი იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლას. ამიტომ მოერიდეთ რბილ კონტაქტურ ლინზებთან პრეპარატის შეხებას. თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატის გამოყენების წინ მოიხსენით კონტაქტური ლინზები და კვლავ გაიკეთეთ სულ მცირე 15 წუთის შემდეგ.
გამოყენების წესი
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დოზირება
რეკომენდებული დოზაა ერთი წვეთი თვალში ან თვალებში, დღეში ორჯერ - დილით და საღამოს.
რეკომენდებულია ამგვარი დოზირება, თუ ექიმის მიერ სხვაგვარი დოზირება არ არის დანიშნული. გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
ოლაჟონი გამოიყენება მხოლოდ როგორც თვალის წვეთი.
გამოყენების წესი
თუ წვეთი თვალში არ მოხვდა, სცადეთ კიდევ.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, კარგად ამოიბანეთ თვალები თბილი წყლით. შემდეგი დოზის ჩაწვეთებამდე წვეთები აღარ ჩაიწვეთოთ.
დოზის გამოტოვება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი, როგორც კი გაგახსენდებათ, და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმით გამოყენება.
თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის დრო, აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და დაუბრუნდით ჩვეულ დოზირების რეჟიმს. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
ოლაჟონის გამოყენების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ გაქვთ ნებისმიერი დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ოლაჟონმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ოლაჟონის გამოყენებისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში
ეფექტები თვალის მხრივ : თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანება, თვალის სიმშრალე, უჩვეულო შეგრძნება თვალში, თვალში დისკომფორტი.
ზოგადი გვერდითი ეფექტები : თავის ტკივილი, დაღლილობა, ცხვირის სიმშრალე, ცუდი გემო.
არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში
ეფექტები თვალის მხრივ : მხედველობის დაბინდვა, დაქვეითება ან დარღვევა, რქოვანას დაზიანება, თვალის ზედაპირის ანთება ზედაპირის დაზიანებით ან მის გარეშე, კონიუნქტივის ანთება ან ინფექცია, თვალებიდან გამონადენი, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ცრემლის წარმოქმნის გაზრდა, თვალების ქავილი, თვალის სიწითლე, ქუთუთოს დაზიანება, ქავილი, სიწითლე, შეშუპება ან ქუთუთოს ქერქით დაფარვა.
ზოგადი გვერდითი ეფექტები : უჩვეულო შეგრძნებები ან შერძნებების დაქვეითება, თავბრუსხვევა, ცხვირიდან გამონადენი, კანის სიმშრალე, კანის ანთება.
ცნობილი არ არის: სიხშირისშეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით
ეფექტები თვალის მხრივ : თვალის შეშუპება, რქოვანას შეშუპება, თვალის გუგის ზომის ცვლილება.
ზოგადი გვერდითი ეფექტები : ქოშინი, ალერგიული სიმპტომების მომატება, სახის შეშუპება, ძილიანობა, ზოგადი სისუსტე, გულისრევა, ღებინება, სინუსური ინფექცია, კანის სიწითლე და ქავილი.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თვალის წინა გამჭვირვალე შრის (რქოვანას) მძიმე დაზიანება, მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო შეიძლება განვითარდეს ბუნდოვანი ლაქები რქოვანაზე.
საეჭვო უარყოფითი რეაქციების ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტისა, რომელიც ზემოთ მითითებული არ არის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე მიაწოდოთ:
ბულგარეთის წამლის სააგენტოს
8 “დამიან გრუევის” ქ.
1303 სოფია
ტელ.: +359 28903417
website: www.bda.bg.
გვერდითი ეფექტების ინფორმირებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
შენახვის წესი
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ25°C-ზე ზემოთ.
შეინახეთ ბოთლი მჭიდროდ თავდახურული.
პრეპარატი არ გამოიყენოთ ბოთლსა და კოლოფზე EXP ნიშნით მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ: 28 დღის განმავლობაში არა უმეტეს 25°C-ზე.
პრეპარატები არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ან საკანალიზაციო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ოლაჟონის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ოლაჟონი არის გამჭვირვალე და უფერო ხსნარი, ხილული ნაწილაკების გარეშე.
მზა პროდუქტი შეფუთულია 5 მლ-იან დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლებში ტუჩით და დამცავ რგოლიანი ხრახნიანი თავსახურით.
ერთი ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
შპს „მედექსპორტი“
№264 ომარ ხიზანიშვილის ქ.
გლდანის რაიონი, 0167, საქართველო
მწარმოებელი
Balkanpharma-Razgrad AD
68 “აპრილსკო ვასტანიე“ ბლვდ.
7200 რაზგრადი, ბულგარეთი.
დასახელება - ოლაჟონი 1მგ/მლ თვალის წვეთები
გამოყენება
ოლაჟონი თვალის ალერგიული მდგომარეობების სამკურნალო პრეპარატია. ის მოქმედებს ალერგიული რეაქციის ინტენსივობის შემცირების გზით.
ოლაჟონი გამოიყენება სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის ნიშნებისა და სიმპტომების სამკურნალოდ.
ალერგიული კონიუნქტივიტი
ზოგიერთმა მასალამ (ალერგენებმა), როგორიცაა ყვავილის მტვერი, სახლის მტვერი ან
ცხოველის ბეწვი, შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს და შედეგად განვითარდეს
თვალის ქავილი, სიწითლე, აგრეთვე შეშუპება.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ოლაჟონის გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ოლაჟონის გამოყენების წინ თვალებიდან უნდა ამოიღოთ კონტაქტური ლინზები.
ბავშვები
არ გამოიყენოთ ოლაჟონი 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. ეს პრეპარატი არ გამოიყენება 3
წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან არ არსებობს მონაცემები, რომ ის უსაფრთხო და
ეფექტურია 3 წლამდე ასაკის ბავშვებში
გამოყენების წესი
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ
რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
შენახვის წესი
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ25რC-ზე ზემოთ.
შეინახეთ ბოთლი მჭიდროდ თავდახურული.
დასახელება - ოლაჟონი 1მგ/მლ თვალის წვეთები
გამოყენება
ოლაჟონი თვალის ალერგიული მდგომარეობების სამკურნალო პრეპარატია. ის მოქმედებს ალერგიული რეაქციის ინტენსივობის შემცირების გზით.
ოლაჟონი გამოიყენება სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის ნიშნებისა და სიმპტომების სამკურნალოდ.
ალერგიული კონიუნქტივიტი
ზოგიერთმა მასალამ (ალერგენებმა), როგორიცაა ყვავილის მტვერი, სახლის მტვერი ან
ცხოველის ბეწვი, შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს და შედეგად განვითარდეს
თვალის ქავილი, სიწითლე, აგრეთვე შეშუპება.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ოლაჟონის გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ოლაჟონის გამოყენების წინ თვალებიდან უნდა ამოიღოთ კონტაქტური ლინზები.
ბავშვები
არ გამოიყენოთ ოლაჟონი 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. ეს პრეპარატი არ გამოიყენება 3
წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან არ არსებობს მონაცემები, რომ ის უსაფრთხო და
ეფექტურია 3 წლამდე ასაკის ბავშვებში
გამოყენების წესი
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ
რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
შენახვის წესი
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ25რC-ზე ზემოთ.
შეინახეთ ბოთლი მჭიდროდ თავდახურული.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით