ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
საერთაშორისო დასახელება - benzocaine, cetylpyridinium chloride
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური
საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს: 5მგ ბენზოკაინი (Benzocainum) და 1მგ ცეტილპირიდინის ქლორიდი
(Cetylpiridini chloridum)
ამხმარე ნივთიერებდები: ბაღის პიტნის ეთერზეთი, ლევომენთოლი, თხევადი მალტიტი,
მანიტი, გლიცერინი, აბუსალათინის ზეთი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური
სილიკაგელი, პოვიდონი, კაპოლი 600, ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებავი (E131)
აღწერილობა: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გლუვზედაპირიანი, ცისფერი გარსით
დაფარული ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კომბინირებული ანტისეპტიკური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
პრეპარატ სეპტოლეტეს გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტიმიკრობული
მოქმედება. შეიცავს ანტისეპტიკურ საშუალება ცეტილპირიდინის ქლორიდს, რომელსაც
გააჩნია ანტიმიკრობული, სოკოს საწინააღმდეგო და ვირულიციდური მოქმედება.
ბენზოკაინი წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, ის ამცირებს ყელის
ტკივილს და ტკივილს ყლაპვისას, რომელიც ხშირად თან ახლავს პირის ღრუს და ყელის
ინფექციურ-ანთებით პროცესებს.
პრეპარატი სეპტლეტე შეიცავს პოლიოლებს (მალტიტი, მანიტი), არ შეიცავს შაქარს, რაც
საშუალებას იძლევა რომ პრეპარატი გამოიყენონ შაქრიანი დიაბეტით დაავდებულმა
ავადმყოფებმა. უშაქრო გარემო აძლიერებს ანტისეპტიკის აქტიურობას.
მიღების ჩევენება
პირის ღრუს და ყელის ინფექციურ-ანთებით პროცესები:
• ფარინგიტი, ლარინგიტი, ანგინის საწყისი სტადია
• ღრძილების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება ანთება (გინგივიტი,
სტომატიტი)
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.
გამოყენების წესები და დოზები
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: რეკომენდებულია 1-2 ტაბლეტის
მოწუწნვა ყოველ 2-3 საათში ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 8 ტაბლეტი დღე-ღამეში.
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: რეკომენდებულია 1 ტაბლეტის მოწუწნვა ყოველ 4
საათში ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 4 ტაბლეტი დღე-ღამეში.
სეპტოლეტე პლუსი არ გამოიყენება უშუალოდ საკვების მიღების წინ და ასევე რძესთან
ერთად.
გვერდითი ეფექტები
სეპტოლეტე® პლუსის რეკომენდებული დოზებით მიღებისას, გერდითი ეფექტები შეიმჩნევა
ძალიან იშვიათად. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, დარღვევევბი საჭმლის
მომნელებელი სისტემის მხრივ (გულისრევა, ღებინება, დიარეა), რომელთა გამოვლენის
შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
პრეპარატი შეიცავს პოლიოლებს (მალტიტი, მანიტი), რომლებსაც დიდ დოზებში შეუძლიათ
დიარეის გამოწვევა, განსაკუთრებით ბავშვებში.
დოზის გადაჭარბება
ერთ ტაბლეტში შემავალი აქტიური ნივთიერებების რაოდენობის გათვალისწინებით, ჭარბი
დოზირების შესაძლებლობა მინიმალურია. რეკომენდებულზე ჭარბი დოზების მიღებამ
შეიძლება გამოიწვიოს დარღვევევბი საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, გულისრევა,
ღებინება, დიარეა. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და
ექიმის კონსულტაცია.
ურთიერთმოქმედება:
სეპტოლეტე®პლუსის და სხვა სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედება აღწერილი არ
არის. სეპტოლეტე პლუსის ერდროულმა მიღებამ საკვებთან და რძესთან შეიძლება
შეამციროს პრეპარატის ადგილობრივი ანტისეპტიკური და საანესთზიო ეფექტები.
განსაკუთებული მითითებები
შაქიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა იცოდენ, რომ თითოეული ტაბლეტი შეიცავს
დაახლოებით 1გ მალტიტს, მისი მეტაბოლიზმისათვის საჭიროა ინსულინი, მაგრამ ნელი
ჰიდროლიზის და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ნელი შეწოვის გამო, მალტიტი უმნიშვნელო
ზეგავლენას ახენს პლაზმაში გლუკოზის კონცენტრაციაზე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფმა ქალებმა სეპტოლეტე პლუსი შეიძლება მიიღონ
მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვაზე
მონაცემები, პრეპარატი სეპტოლეტე პლუსის გავლენაზე ფსიქოფიზიკურ შესაძლებლობებზე
არ არსებობს.
გამოშვების ფორმა
10 მოსაწუწნი ტაბლეტი ბლისტერში, შეფუთვაში 3 ბლისტერი.
შენახვის პირობები
სინათლისაგან და ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე.
აუცილებელია პრეპარატის შენახვა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

** რას წარმოადგენს სეპტოლეტე ექსტრას საწუწნი ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება?**
სეპტოლეტე ექსტრას საწუწნი ტაბლეტები ლიმონის და კენკრის არომატით შეიცავს ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს და ცეტილპირიდინის ქლორიდს. სეპტოლეტე ექსტრას საწუწნი ტაბლეტები ლიმონის და კენკრის არომატით წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და ანტისეპტიკურ (სადეზინფექციო) პრეპარატს ადგილობრივი გამოყენებისათვის. სეპტოლეტე ექსტრას საწუწნი ტაბლეტები ლიმონის და კენკრის არომატით ახდენს პირის ღრუს და ყელის დეზინფექციას და ამცირებს ყელის ანთების ნიშნებს, როგორებიცაა ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, წვა და ყლაპვის გაძნელება.
სეპტოლეტე ექსტრას საწუწნი ტაბლეტები ლიმონის და კენკრის არომატით გამოიყენება ყელის და პირის ღრუს მსუბუქი ინფექციებით გამოწვეული ყელის ტკივილის სიმპტომების შესამსუბუქებლად (მათ შორის გინგივიტი და ფარინგიტი).
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ან გაუარესდა 3 დღის შემდეგ.
რა უნდა იცოდეთ სეპტოლეტე ექსტრას გამოყენებამდე
არ მიიღოთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით:
• თუ ხართ ალერგიული ბენზიდამინის ჰიდროქლორიდის და ცეტილპირიდინის ქლორიდის, ან
პრეპარატის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ.
• პრეპარატი არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილის ზომები
სეპტოლეტე ექსტრას ლიმონის და კენკრის არომატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს
ექიმს, ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით 7 დღეზე მეტ ხანს.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ან გაუარესდა 3 დღის
შემდეგ.
ადგილობრივი (ტოპიკური) პრეპარატების მიღებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდით, შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება (ჰიპერმგრძნობელობა). ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია შესაბამისი მკურნალობის დასანიშნად.
სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით არ გამოიყენება ანიონურ ნაერთებთან კომბინაციაში (როგორიცაა კბილის პასტაში შემავალი ნივთიერებები) და ამიტომ არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება უშუალოდ კბილების გამოხეხვამდე, ან გამოხეხვის შემდეგ.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე
• თუ ხართ ალერგიული სალიცილატების (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა და სალიცილის
მჟავა), ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს)
მიმართ. ასეთ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატის გამოყენება.
• თუ გაქვთ, ან ოდესმე გქონდათ ასთმა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის
გამოჩენა.
ბავშვები და მოზარდები
სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის
ბავშვებში.
სეპროლეტე ექსტრას ლიმონის და კენკრის არომატით გამოყენება სხვა პრეპარატებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით, ან
გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.
არ გამოიყენოთ სხვა ანტისეპტიკური პრეპარატები სეპტოლეტე ექსტრასთან ერთად.
სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით საკვებთან, სასმელთან და
ალკოჰოლთან ერთად
არ მიიღოთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით რძესთან ერთად, რადგან
რძე ამცირებს პრეპარატის ეფექტს. არ მიიღოთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის
არომატით ჭამამდე, ან ჭამის დროს და სასმელთან ერთად. არ მიიღოთ საკვები, ან
სასმელი სეპტოლეტე ექსტრას ლიმონის და კენკრის არომატით მიღებიდან სულ მცირე ერთი
საათის განმავლობაში.
ორსულობა და ლაქტაცია
ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს
თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად,
ან გეგმავთ დაორსულებას.
სეპტოლეტე ექსტრას ლიმონის და კენკრის არომატით გამოყენება არ არის რეკომენდებული
ორსულობის დროს.
ლატრაციის დროს მიმართეთ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ლაქტაციის, ან სეპტოლეტე ექსტრათი მკურნალობის შეწვეტის შესახებ.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო
საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით შეიცავს იზომალტს (E953), ბუთილ-
ჰიდროქსიანიზოლთს (E320), ნატრიუმის ბენზოატს (E211) და პროპილენ გლიკოლს
(E1520).
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის
მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ბუთილჰიდროქსიანიზოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება ადგილობრივად (მაგ.
კონტაქტური დერმატიტი), ან თვალების და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
ნატრიუმის ბენზოატს აქვს მცირედ გამაღიზიანებელი ეფექტი კანზე, თვალებსა და
ლორწოვან გარსზე.
პროპილენ გლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
როგორ მივიღოთ სეპტოლეტე ექსტრას საწუწნი ტაბლეტები ლიმონის და კენკრის არომატით
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების
შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისათვის მიმართეთ
თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
მოზრდილები
რეკომენდებული დოზა შეადგენს 3-4 საწუწნ ტაბლეტს დღეში. საწუწნი ტაბლეტი უნდა
გადნეს პირის ღრუში ყოველ 3-6 საათში ერთხელ.
12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები
რეკომენდებული დოზა შეადგენს 3-4 საწუწნ ტაბლეტს დღეში. საწუწნი ტაბლეტი უნდა
გადნეს პირის ღრუში ყოველ 3-6 საათში ერთხელ.
6-12 წლის ასაკის ბავშვები
რეკომენდებული დოზა შეადგენს 3 საწუწნ ტაბლეტს დღეში. საწუწნი ტაბლეტი უნდა
გადნეს პირის ღრუში ყოველ 3-6 საათში ერთხელ.
6 წლამდე ასაკის ბავშვები
სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის
ბავშვებში.
არ გადააჭრაბოთ რეკომენდებულ დოზას.
არ მიიღოთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით უშუალოდ ჭამის წინ, ან
ჭამის დროს, ან სასმელთან ერთად.
არ მიიღოთ საკვები, ან სასმელი პრეპარატის მიღებიდან სულ მცირე ერთი საათის
განმავლობაში.
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული უშუალოდ კბილების გამოხეხვამდე, ან
გამოხეხვის შემდეეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა
არ მიიღოთ პრეპარატი 7 დღეზე მეტ ხანს. მიმართეთ თქვენს ექის, თუ მდგომარეობა არ
გაუმჯობესდა, ან გაუარესდა 3 დღის შემდეგ (მაგ. ცხელება).
მიმართეთ ექიმს რეციდივის გამოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ რეციდივის
ცვლილება.
თუ მიიღეთ სეპტოლეტე ექსტრას ლიმონის და კენკრის არომატით ჭარბი დოზა
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ შემთხვევით
მიიღეთ პრეპარატის ჭარბი დოზა.
თუ დაგავიწყდათ სეპტოლეტე ექსტრას ლიმონის და კენკრის არომატით მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1 პაციენტში)
• მომატებული მგრძნობელობის რეაქციები,
• ჭინჭრის ციება (ურტიკარია), მომატებული მგრძნობელობა მზის სხივებისადმი
(ფოტომგრძნობელობა)
• ფილტვებში სასუნთქი გზების უეცარი, არაკონტროლირებადი შევიწროვება
(ბრონქოსპაზმი).
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
• პირის ღრუს ადგილობრივი (ადგილობრივი) გაღიზიანება, მსუბუქი წვის შეგრძნება
პირის ღრუში.
არ არის ცნობილი (სიხშირის განსაზღვრა ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით):
• პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წვა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მგრძნობელობის
დაკარგვა (სრული დაკარგვა).
მოცემული გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ გარდამავალია. თუმცა მათი გამოვლენისას
რეკომენდებულია ექიმთან, ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
დანართი მოცემული ინსტრუქტაჟის დაცვა შეამცირებს გვერდითი მოვლენების გამოვლენის
რისკს.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ ადგილას.
პრეპარატი არ საჭიროების შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადაყაროთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატი დააბრუნეთ აფთიაქში. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს სეპტოლეტე ექსტრა ?
• მოქმედი ნივთიერებებია ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი და ცეტილპირიდინის ქლორიდი.
თითოეული ტაბლეტი შიცავს 3მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს და 1მგ ცეტილპირიდინის
ქლორიდს.
• სხვა ნივთიერებებია ევკალიპტის ზეთი, ლევომენთოლი, სუკრალოზა (E955), უწყლო
ლიმონმჟავა (E330), იზომალტი (E953), ციტრუსის არომატიზატორი
(ბუთილჰიდროქსიანიზოლი (E320), კენკრის არომატიზატორი (პროპილენ გლიკოლი (E1520),
კურკუმინი (E100) (შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს (E211)), სპილენძის ქლოროფილის
კომპლექსი (E141) (შეიცავს პროპილენ გლიკოლს (E1520)). იხ. ნაწილი 2 “სეპტოლეტე
ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით შეიცავს იზომალტს (E953), ბუთილ-
ჰიდროქსიანიზოლს (E320), ნატრიუმის ბენზოატს (E211) და პროპილენ გლიკოლს
(E1520).”
სეპტოლეტე ექსტრას აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
მრგვალი, ღია მწვანედან მწვანე ფერის, მყარი საწუწნი ტაბლეტები წაკვეთილი
კიდეებით, ხაოიანი ზედაპირით.
“მყარ ტაბლეტში” შესაძლებელია თეთრი წინწკლების, ჰაერის ბუშტუკების არსებობა,
არათანაბარი შეფერვა და მცირედ მომრგვალებული კიდეები.
საწუწნი ტაბლეტების დიამეტრიც: 18.0მმ-19.0მმ, სისქე: 7.0მმ-8.0მმ.
სავაჭრო უფლების მფლობელი
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო,
სმარიესკა ცესტა 6,
8501 ნოვო მესტო, სლოვენია
მწარმოებელი
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, სმარიესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა