ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ამინოსალიცილის მჟავა და მსგავსი საშუალებები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
KRONIZON
კრონიზონი
500მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბელტები
გამოიყენება პერორალურად.
მოქმედი ნივთიერება:
თითოეული ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბელტი მოქმედი ნივთიერების
სახით შეიცავს 500მგ მესალაზინს.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბონატი უწყლო, სილიციუმის
დიოქსიდი, კოლოიდური, უწყლო, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K-30,
მაგნიუმის სტეარატი, Eუდრაგიტ E 100, პოლიეთილენ გლიკოლი, ტალკი, ტიტანის
დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა,
Eუდრაგიტ L 100, ტრიეთილ ციტრატი და რკინის ყვითელი ოქსიდი.
ამ დანართ ფურცელში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს კრონიზონი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ კრონიზონის გამოყენებამდე
3. როგორ გამოვიყენოთ კრონიზონი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ შევინახოთ კრონიზონი
1. რას წარმოადგენს კრონიზონი და რისთვის გამოიყენება
კრონიზონის მოქმედი ნივთიერება არის მესალაზინი და თითოეული ნაწლავში ხსნადი
გარსით დაფარული ტაბელტი შეიცავს 500მგ მოქმედ ნივთიერებას.
კრონიზონი არის ყვითელი ფერის, ორივე მხარეს გლუვი, ორმხრივად ამოზნექილი,
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ოვალური ფორმის ტაბელტი.
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ დანართი ფურცელი
სრულად, ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
კრონიზონი არის პრეპარატი, რომელსაც ეწოდება “ამინოსალიცილის მჟავა და მსგავსი პრეპარატები” და მიეკუთვნება “ნაწლავთა ანთების საწინააღმდეგო” პრეპარატების ჯგუფს, ნაწლავთა ანთებითი დაავადების სამკურნალოდ.
კრონიზონი მოთავსებულია ბლისტერულ შეფუთვაში, 100 ნაწლავში ხსნადი გარსით
დაფარული ტაბელტი ბლისტერზე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
კრონიზონი გამოიყენება:
- მსხვილი ნაწლავის (მსხილი ნაწლავი) ანთებითი დაავადების, რასაც ექიმები
უწოდებენ წყლულოვან კოლიტს, მწვავე ეპიზოდების და შემდგომი ეპიზოდების
(რეციდივი) მკურნალობა და პრევენცია.
- ნაწლავთა ქრონიკული ანთების, ე.წ. კრონის დაავადების, მწვავე ეპიზოდების
მკურნალობა
2. რა უნდა იცოდეთ კრონიზონის მიღებამდე:
არ მიიღოთ კრონიზონი
- თუ ხართ ალერგიული მესალაზინის, სალიცილის მჟავას, სალიცილატების,
როგორიც არის ასპირინი, ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ
- თუ გაქვთ ღვიძლის, ან თირკმლის მძიმე დაავადება.
გამოიჩინებთ განსაკუთრებული სიფრთხილე კრონიზონის მიღებისას
- თუ გაქვთ ფილტვის დაავადებების ისტორია, განსაკუთრებით ბრონქული ასთმა
- თუ გაქვთ სულფასალაზინის მიმართ ალერგიის ისტორია, ნივთიერება, რომელიც
დაკავშირებულია მესალაზინთან.
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება.
- თუ გაქვთ თირკმლის დაავადება.
მკურნალობის პერიოდში ექიმი გაგიწევთ მჭიდრო მეთვალყურეობას და შეიძლება
დაგჭირდეთ სისხლის და შარდის ანალიზების რეგულარული ჩატარება. იშვიათ
შემთხვევებში პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ ნაწლავის რეზექცია/ნაწლავის
ქირურგიული ოპერაცია ილეოცეკალურ არეში ილეოცეკალური სარქველის მოცილებით,
გამოვლინდა კრონიზონის არაგახსნილი სახით გამოყოფა ნაწლავში ძალიან სწრაფი
გამავლობის გამო. თუ შენიშნეთ ამგვარი გამოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს. აცნობეთ
ექიმს, თუ აღნიშნული გაფრთხილებები გეხებოდათ თქვენ წარსულში.
კრონიზონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მიიღეთ კრონიზონი ჭამამდე 1 საათით ადრე.
ორსულობა
თუ გეგმავთ ორსულობას ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის
მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
კრონიზონი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩინეთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს
ექიმს, ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. კრონიზონი
ლაქტაციის დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგან პრეპარატი
შეიძლება გამოიყოს დედის რძით.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
კრონიზონი არ ახდენს, ან ახდენს უმნიშვნელო ზეგავლენას სატრანსპორტო
საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კრონიზონის შემადგენელ ზოგიერთ ნივთიერებაზე
კრონიზონის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ (23მგ) ნატრიუმს და ასეთი
დოზისას არ არის მოსალოდნელი ნატრიუმთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების
განვითარება.
გამოყენება სხვა პრეპარატებთან
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს, რადგან
შეიძლება შეიცვალოს ამ პრეპარატების ეფექტი (ურთიერთქმედება):
- აზათიოპრინი, 6-მერკაპტოროპურინი, ან თიოგუანინი (გამოიყენება იმუნური
დარღვევების სამკურნალოდ).
- კონკრეტული პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ სისხლის შედედებას
(პრეპარატები თრომბოზისათვის, ან სისხლის გასათხელებლად, მაგ. ვარფარინი).
შეიძლება მაინც მართებული იყოს კრონიზონის მიღება და ექიმი მიიღებს
გადაწყვეტილებას არის თუ არა ეს თქვენთვის შესაფერისი.
აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ახლო წარსულში იღებდით
სხვაპრეპარატებს ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.
3. როგორ მივიღოთ კრონიზონი;
ყოველთვის მიიღეთ კრონიზონი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ
ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფაარმაცევტს.
შესაბამისი გამოყენების და დოზირების ინსტრუქტაჟი/მიღების სიხშირე:
მოზრდილები:
თუ სხვაგვარად არ გირჩიათ ექიმმა, კრონიზონის ჩვეული დღიური დოზა მოქმედითი
ნვითიერებით მესალაზინი შეადგენს:
კრონის დაავადების მწვავე ეპიზოდების მკურნალობისას გამოიყენება ერთი ტაბლეტი
დღეში 3-ჯერ და სამი ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (1.5გ – 4.5 გ მესალაზინის ექვივალენტი
დღეში).
წყლულოვანი კოლიტის მწვავე ეპიზოდების მკურნალობისას გამოიყენება ერთი
ტაბლეტი დღეში 3-ჯერ და ორი ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (1.5გ – 3.0 გ მესალაზინის
ექვივალენტი დღეში). წყლოლოვანი კოლოტის რეციდივის
პრევენციისათვის/ხანგრძლივი მკურნალობისათვის მიიღეთ ერთი ტაბლეტი დღეში 3-
ჯერ (1.5გ მესალაზინის ექვივალენტი დღეში).
6 წლის და მეტი ასაკის ბავშვები:
ბავშვისათვის კრონიზონის ზუსტი დოზისათვის მიმართეთ ექიმს. ეს დოზა
დამოკიდებულია სხეულის მასაზე და ბავშვის დაავადების სიმძიმეზე.
მწვავე ეპიზოდები:
უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, საწყისი დოზა შეადგენს 30-50მგ
მესალაზინი/კგ სხეულის მასაზე დღეში დაყოფილ დოზებად. მაქსიმალური დოზა
შეადგენს 75მგ მესალაზინი/კგ სხეულის მასაზე დღეში. საერთო დოზა არ უნდა
აჭარბებდეს მოზრდილებისათვის რეკომენდებულ დოზას.
რეციდივის პრევენცია:
უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, საწყისი დოზა შეადგენს 15-30მგ
მესალაზინი/კგ სხეულის მასაზე დღეში დაყოფილ დოზებად. საერთო დოზა არ უნდა
აჭარბებდეს მოზრდილებისათვის რეკომენდებულ დოზას.
40კგ-მდე სხეულის მასის მქონე ბავშვებში ზოგადად რეკომენდებულია მოზრდილთა
ნახევარი დოზის გამოყენება და მოზრდილთა დოზის გამოყენება 40კგ-ზე მეტი
სხეულის მასის მქონე ბავშვებში.
ზოგადად რეკომენდებულია 40კგ-მდე სხეულის მასის მქონე ბავშვებში მოზრდილთა
ნახევარი დოზის გამოყენება და მოზრდილთა დოზის გამოყენება 40კგ-ზე მეტი
სხეულის მასის მქონე ბავშვებში
მიღების გზა და წესი
კრონიზონი მიიღება მხოლოდ პერორალურად.
ტაბლეტი მიიღება დილას, შუადღეს და საღამოს, ჭამამდე 1 საათით ადრე. ტაბლეტი
უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე. ექიმი მიიღებს
გადაწყვეტილებას მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.
კრონიზონით მკურნალობა უნდა ჩატარდეს რეგულარულად და თანმიმდევრულად
როგორც ანთების მწვავე ეპიზოდისას, ასევე ხანგრძლივი მკურნალობის სახით, რადგან
მხოლოდ ამ გზით მიიღწევა სასურველი თერაპიული ეფექტი.
კრონიზონის რეგულარული და უწყვეტი გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც მწვავე
შეტევებისას, ისე ხანგრძლივი თერაპიისას (რეციდივის პრევენცია), რადგან მხოლოდ ამ
გზით მიიღწევა წარმატებული განკურნება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
არსებობს მხოლოდ შეზღუდული მონაცემები ბავშვებში (6-18 წელი) პრეპარატის
ეფექტის შესახებ.
გამოყენება ხანდაზმულებში:
მოზრდილებისათვის ზემოთ მითითებული “დოზირება/გამოყენების სიხშირე ვრცელდება
ასევე ხანდაზმულ პაციენტებზე.
განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე
პაციენტებში. თუ თირკმლის ფუნქცია გაუარესდა მკურნალობის დროს,
გათვალისწინებულ უნდა იქნას მესალაზინით გამოწვეული თირკმლის ტოქსიკურობა.
პრეპარატი არ გამოიყენება თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე
პაციენტებში.
თუ ფიქრობთ, რომ ჰრონიზონის ეფექტი ძალიან ძლიერია, ან სუსტია, მიმართეთ
თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ კრონიზონის ჭარბი დოზა
თუ მიიღეთ კრონიზონის ჭარბი დოზა მხოლოდ ერთხელ, განაგრძეთ მკურნალობა
დანიშნულების შესაბამისად. არ მიიღოთ უფრო დაბალი დოზა.
კრონიზონის დოზის გადაჭარბებისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს .
თუ დაგავიწყდათ კრონიზონის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, შემდეგ ჯერჯე არ მიიღოთ კრონიზონის უფრო მაღალი
დოზა; მკურნალობა განაგრძეთ დანიშნული დოზირების რეჟიმით.
თუ შეწყვიტეთ კრონიზონის მიღება
არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას
მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი
მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
შეწყვიტეთ კრონიზონის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ან უახლოესი
საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას შემდეგ შემთხვევებში:
მიუხედავად იმისა, რომ ალერგიული რეაქციები იშვიათია, ყველა პრეპარატმა
შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.ალერგიული გამონაყარი კანზე,
ცხელება,სუნთქვის გაძნელება.
თუ შენიშნეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება,
განსაკუთრებით თუ ამას თან ახლავს ცხელება და/ან ყელის და პირის ღრუს ტკივილი,
შეწყვიტეთ ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს . ეს
სიმპტომები ძალიან იშვიათად შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის თეთრი უჯრედების
რაოდენობის შემცირებით (აგრანულოციტოზი), რაც ზრდის მიდრეკილებას სერიოზული
ინფექციის განვითარებისადმი.
სისხლის ანალიზი დაადასტურებს, ეს სიმტომები გამოწვეულია თუ არა მოცემული
პრეპარატის ზემოქმედებით.
ესენი არის ძალიან მძინე გვერდითი მოვლენები.
თუ გამოგივლინდათ რომელიმე მათგანი, მაშასადამე ძლიერ ალერგიული ხართ
კრონიზონის მიმართ. შეიძლება საჭირო იყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ან
ჰოსპიტალიზაცია. ეს ძალიან მძიმე გვერდითი მოვლენები ვლინდება ძალიან იშვიათად.
შემდეგი გვერდითი მოვლენების შესახებ იყო ცნობები პაციენტებში, რომლებიც
მკურნალობდნენ მესალაზინით:
ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან 1 ადამიანში)
თუ შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ
ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
5. როგორ შევინახოთ კრონიზონი:
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 25 с დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოყენებისას ამოიღეთ ტაბლეტი ბლისტერიდან.
არ გამოიყენოთ კრონიზონი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის
შემდეგ.
გამოყენების წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II. გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
წარმოების ადგილი:
BILIM ILAC SAN. ve TIC. A.S.
GOSB 1900 Sokak No: 1904
41 80 GebZe-KOCAELiI- თურქეთი.
დასახელება - Kronizon - კრონიზონი სუსპენზია 4გ/60მლ 7 ფლაკონი
რა არის კრონიზონი და რისთვის გამოიყენება
კრონიზონის აქტიური სუბსტანცია არის მესალაზინი და ყოველი რექტალური სუსპენზია
შეიცავს 4 გ აქტიურ სუბსტანციას.
კრონიზონი არის პრეპარატი სახელწოდებით „ამინოსალიცილის მჟავა და მსგავსი
პრეპარატები“ და შედის „ნაწლავების ანთების საწინააღმდეგო“ ჯგუფში. ეს
პრეპარატები ახდენენ მსხვილ ნაწლავში ანთების პრევენციას.
კრონიზონი ბაზარზე წარმოდგენილია, როგორიც მრგვალი, თეთრი ფერის, აკორდეონის
ფორმის დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლილურჯი ფერის 7 დამცავი მაღალი
სიმკვრივის პოლიეთილეnის თავსახურით მუყაოს კოლოფში.
ორსულობა
თუ გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ
თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის დროს კრონიზონი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ექიმის მითითებით.
თუ ორსულობა დადგება მკურნალობის დროს, კონსულტაციისთvის დაუყოვნებლივ მიმართეთ
თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენების წინ კონსულტაციისთის მიმართეთ თქვენს ექიმს ან
ფარმაცევტს.
ძუძუთი კვების პერიოდში, რადგან აქტიური სუბსტანცია და მისი მეტაბოლიტები
შეიძლება გამოიყოს დედის რძეში, ეს პრეპარატი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ თქვენი
ექიმის მითითებით.
მიღების გზა და წესი:
კრონიზონი შეიყვანება მხოლოდ რექტალურად სწორ ნაწლავში. არ შეიძლება მისი
პერორალურად მიღება და გადაყლაპვა.დაწოლის წინ, რექტალური სუსპენზიის ბოთლის
შემცველობა შეიყვანება ნაწლავში.
საუკეთესო შედეგი მიიღება მაშინ, როდესაც ნაწლავები დაცლილია კრონიზონის
შეყვანამდე.
გამოყენების წინ აუცილებელია მისი შენჯღრევა მინიმუმ 30 წამის განმავლობაში
რექტალური სუსპენზიის შემცველობის კარგად შერევამდე.
ამის შემდეგ მოხსენით თავსახური, ბოთლი დაიჭირეთ ვერტიკალურად ისე, რომ რექტალური
სუსპენზიის შემცველობა არ დაიღვაროს.
პაციენტი უნდა დაწვეს მარცხენა მხარეს და გაჭიმოს მარცხენა ფეხი, ხოლო მარჯვენა
ფეხი მოხაროს მუცლისკენ.
მოათავსეთ აპლიკატორი, რომელსაც წასმული აქვს ლუბრიკანტი მარტივად შესაყვანად,
სწორ ნაწლავში, ბოთლი მიმართული უნდა იყოს ჭიპისკენ.ბოთლი ოდნავ ქვემოთ დაწიეთ და
შემდეგ ნაზად და თანაბრად მოუჭირეთ გამოყენების შემდეგ სწორი ნაწლავიდან ფრთხილად
გამოიღეთ ცარიელი ბოთლის აპლიკატორი.
გააგრძელეთ წოლა იმავე მდგომარეობაში 30 წუთის განმავლობაში, რექტალური სუსპენზია
თანაბრად უნდა გადანაწილდეს. საუკეთესო შედეგები მიიღწევა, როდესაც რექტალური
სუსპენზია მოქმედებს ღამით.
როგორ ინახება კრონიზონი
კრონიზონი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას და საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 250C-მდე ოთახის ტემპერატურაზე.
საერთაშორისო დასახელება - Mesalazine
შემადგენლობა 1 ტაბლეტზე:
აქტიური ნივთიერება - მესალაზინი 500 მგ,
დამხმარე ნივთიერებები- მიკროკრისტალური ცელულოზა 207 მგ, პოვიდონი 25 მგ, ტალკი
9 მგ, ეთილცელულოზა 6-9 მგ, მაგნიუმის სტეარატი 1 მგ.
აღწერა
ტაბლეტები მრგვალია, თეთრი, მონაცრისფრო ელფერით, ღია ყავისფერი ფერის
მრავალრიცხოვანი ლაქებით, ჩამჭრელებით, ჭრილით
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული ნაწლავის აგენტი.
გამოყენების ჩვენებები
წყლულოვანი კოლიტი (მსუბუქი და ზომიერი წყლულოვანი კოლიტის გამწვავება, რემისიის
შენარჩუნება და/ან წყლულოვანი კოლიტის ხანგრძლივი თერაპია),
რონის დაავადება.
დოზირება და მიღება
მწვავე პერიოდი: 2 ტაბლეტი 2-4 ჯერ დღეში.
დამხმარე ზრუნვა: 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
მწვავე პერიოდი: 2-4 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში.
დამხმარე ზრუნვა: 2-4 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ან 2-3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში,
დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, ჩვეულებრივ 20-30 მგ მესალაზინი 1 კგ სხეულის
მასაზე დღეში გაყოფილი დოზებით.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მეზალაზინის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ,
ღვიძლის და/ან თირკმელების მძიმე დაზიანება,
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული,
ჰემორაგიული დიათეზი,
ორსულობის ბოლო 2-4 კვირა და ლაქტაციის პერიოდი,
ბავშვთა ასაკი 2 წლამდე.
თუ თქვენ გაქვთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან ერთ-ერთი, პრეპარატის მიღებამდე
აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
რეპარატული სუბსტანცია: ყოველი 1 რექტალური სუსპენზია შეიცავს 4 გ მესალაზინს პრეპარატული სუბსტანციის სახით.
დამხმარე საშუალებები: ნატრიუმის ბენზოატი (E211), ნატრიუმის ეტილენდიამინტეტრაძმრის მჟავა, კალიუმის მეტაბისულფიდი (E224), კალიუმის აცეტატი, კარბომერი 974P, ქსანთანის გუმი, გასუფთავებული წყალი.
1. რა არის კრონიზონი და რისთვის გამოიყენება
კრონიზონის აქტიური სუბსტანცია არის მესალაზინი და ყოველი რექტალური სუსპენზია შეიცავს 4 გ აქტიურ სუბსტანციას.
კრონიზონი არის პრეპარატი სახელწოდებით „ამინოსალიცილის მჟავა და მსგავსი პრეპარატები“ და შედის „ნაწლავების ანთების საწინააღმდეგო“ ჯგუფში. ეს პრეპარატები ახდენენ მსხვილ ნაწლავში ანთების პრევენციას.
კრონიზონი ბაზარზე წარმოდგენილია, როგორიც მრგვალი, თეთრი ფერის, აკორდეონის ფორმის დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლილურჯი ფერის 7 დამცავი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილეnის თავსახურით მუყაოს კოლოფში.
კრონიზონი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
მსხვილი ნაწლავის ანთებით გამოწვეული დაავადების მწვავე (უეცრად დაწყებული) შეტევების სამკურნალოდ. აღნიშნული მდგომარეობა ექიმებში ცნობილია, როგორც წყლულოვანი კოლიტი.
2. რა უნდა იცოდეთ კრონიზონის გამოყენების წინ
არ გამოიყენოთ კრონიზონი შემდეგ შემთხვევებში:
თუ
- გაქვთ ალერგია სალიცილის მჟავას, სალიცილატების, როგორიცაა ასპირინი ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ,
- თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის სერიოზული დაავადება,
- გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
თუ
- ანამნეზში გაქვთ ფილტვების პრობლემები, განსაკუთრებით, თუ გაქვთ ბრონქული ასთმა.
- ანამნეზში გაქვთ ალერგია სულფასალაზინის მიმართ, რომელიც არის მესალაზინის მონათესავე სუბსტანცია.
- თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის პრობლემები.
- თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის პრობლემები.
მკურნალობის დროს თქვენმა ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენი მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა და შეიძლება დაგჭირდეთ სისხლისა და შარდის რეგულარული ანალიზების ჩატარება.
თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ არსებული მდგომარეობების გამო, მათ შორის ნებისმიერ დროს წარსულში, გთხოვთ კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს.
კრონიზონის გამოყენება საკვებთან და სასმელთან
კრონიზონის ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან ცნობილი არ არის.
ორსულობა
თუ გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის დროს კრონიზონი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ექიმის მითითებით.
თუ ორსულობა დადგება მკურნალობის დროს, კონსულტაციისთvის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენების წინ კონსულტაციისთის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვების პერიოდში, რადგან აქტიური სუბსტანცია და მისი მეტაბოლიტები შეიძლება გამოიყოს დედის რძეში, ეს პრეპარატი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ თქვენი ექიმის მითითებით.
ავტომობილების და მექანიზმების მართვა
ეფექტები ავტომობილების და მექანიზმების მართვის უნარზე არ არის გამოვლენილი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კრონიზონის ზოგიერთი დამხმარე საშუალების შესახებ
კრონიზონი შეიცავს 0.06 გ ნატრიუმის ბენზოატს. ამიტომ, შეიძლება გამოიწვიოს კანის, თვალებისა და ლორწოვანი გარსების მსუბუქი გაღიზიანება.
კრონიზონი შეიცავს 0.2808 გ კალიუმის მეტაბისულფიტს. ამიტომ, იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
სხვა პრეპარატები და კრონიზონი
უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ ან იყენებთ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს, რადგან შეიძლება შეიცვალოს ამ პრეპარატების ეფექტები (ურთიერთქმედებები):
აზათიოპრინი, 6-მერკაპტოპურინი ან თიოგუანინი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება იმუნური სისტემის დარღვევების სამკურნალოდ).
ზოგიერთი პრეპარატი, რომლებიც აინჰიბირებენ სისხლის შედედებას (თრომბოზის ან სისხლის გამათხელებელი საშუალებები, მაგ. ვარფარინი)
კრონიზონით მკურნალობა შეიძლება მაინც შესაფერისი იყოს თქვენთვის. ასეთ შემთხვევებში, ექიმი შეარჩევს თქვენთვის საუკეთესო მკურნალობას.
თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ ნებისმიერ პრეპარატს, მიაწოდეთ მათ შესახებ ინფორმაცია თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ გამოიყენება კრონიზონი
ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად თქვენი ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
მოზრდილები:
თუ არ არის სხვა რეკომენდაცია, რექტალური სუსპენზიის ერთი ფლაკონის შემცველობა (დღეში 4 გ მესალაზინის ექვივალენტი, 60 მლ სუსპენზია) შეიყვანება ნაწლავში დღეში ერთხელ.
მიღების გზა და წესი:
კრონიზონი შეიყვანება მხოლოდ რექტალურად სწორ ნაწლავში. არ შეიძლება მისი პერორალურად მიღება და გადაყლაპვა.
დაწოლის წინ, რექტალური სუსპენზიის ბოთლის შემცველობა შეიყვანება ნაწლავში.
საუკეთესო შედეგი მიიღება მაშინ, როდესაც ნაწლავები დაცლილია კრონიზონის შეყვანამდე.
გამოყენების წინ აუცილებელია მისი შენჯღრევა მინიმუმ 30 წამის განმავლობაში რექტალური სუსპენზიის შემცველობის კარგად შერევამდე.
ამის შემდეგ მოხსენით თავსახური, ბოთლი დაიჭირეთ ვერტიკალურად ისე, რომ რექტალური სუსპენზიის შემცველობა არ დაიღვაროს.
პაციენტი უნდა დაწვეს მარცხენა მხარეს და გაჭიმოს მარცხენა ფეხი, ხოლო მარჯვენა ფეხი მოხაროს მუცლისკენ.
მოათავსეთ აპლიკატორი, რომელსაც წასმული აქვს ლუბრიკანტი მარტივად შესაყვანად, სწორ ნაწლავში, ბოთლი მიმართული უნდა იყოს ჭიპისკენ.
ბოთლი ოდნავ ქვემოთ დაწიეთ და შემდეგ ნაზად და თანაბრად მოუჭირეთ
გამოყენების შემდეგ სწორი ნაწლავიდან ფრთხილად გამოიღეთ ცარიელი ბოთლის აპლიკატორი.
გააგრძელეთ წოლა იმავე მდგომარეობაში 30 წუთის განმავლობაში, რექტალური სუსპენზია თანაბრად უნდა გადანაწილდეს. საუკეთესო შედეგები მიიღწევა, როდესაც რექტალური სუსპენზია მოქმედებს ღამით.
მკურნალობის ხანგრძლივობა :
სასურველი თერაპიული ეფექტიანობის მისაღწევად კრონიზონი გამოიყენება რეგულარულად და უწყვეტად.
ექიმი განსაზღვრავს ამ პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობას თქვენი დაავადების მხიედვით.
მკრუნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი დაავადების მდგომარეობაზე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
არსებობს მცირე გამოცდილება და დოკუმენტაცია, რომ კრონიზონი გავლენას ახდენს ბავშვებზე.
გამოყენება ხანდაზმულებში:
წინა პუნქტში მოზრდილებისათვის მოცემული დოზის/მიღების სიხშირის რეკომენდაციები ასევე ვრცელდება ხანდაზმულებზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ პრეპარატის გამოყენება.
აუცილებელია, რომ კრონიზონით მკურნალობა გაგრძელდეს რეგულარულად და უწყვეტად, რადგან მხოლოდ ამ გზით მიიღწევა სასურველი თერაპიული ეფექტი.
თუ ფიქრობთ, რომ კრონიზონის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს.
გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა
სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში. რეკომენდებული არ არის გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. თუ მკურნალობის დროს დაქვეითდა თირკმლის ფუნქცია, განხილული უნდა იყოს აქტიური სუბსტანციის მესალაზინის მიერ გამოწვეული თირკმლის ტოქსიკურობა (თირკმლის მოწამვლა).
არ გამოიყენება თირკმლის და ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ კრონიზონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ კრონიზონის ჭარბი დოზა
თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი კრონიზონი, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ ერთ ჯერზე, არ შეამციროთ შემდეგი დოზა, გამოიყენეთ ის დოზა, რაც საჭიროა.
თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი კრონიზონი, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ კრონიზონის გამოყენება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, შემდეგ ჯერზე არ გამოიყენოთ ზედმეტი კრონიზონი, გააგრძლეთ დანიშნული დოზის გამოყენება.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით.
თუ შეწყვიტეთ კრონიზონის გამოყენება
არ შეწყვიტოთ ამ პროდუქტის გამოყენება ექიმის მითითების გარეშე. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა ადამიანში.
თუ განვითარდა რომელიმე რეაქცია, შეწყვიტეთ კრონიზონის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს გადაუდებელ სამედიცინო დეპარტამენტს:
ყველა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, თუმცა, სერიოზული ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია:
ალერგიული გამონაყარი კანზე
ცხელება
სუნთქვის გაძნელება
თუ აღინიშნა ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, განსაკუთრებით ცხელებით და/ან ყელის და პირის ღრუს ტკივილით, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ეს სიმპტომები, ძალიან იშვიათად, შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებით (მდგომარეობა სახელწოდებით აგრანულოციტოზი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ინფექციის განვითარება. სისხლის ანალიზით შეიძლება დადასტურდეს ეს სიმპტომები გამოწვეულია თუ არა სისხლზე ამ პრეპარატის მოქმედებით.
ყველა ეს ეფექტი არის ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი. თუ გაქვთ რომელიმე ეს სიმპტომი, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია კრონიზონზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი არის იშვიათი.
მესალაზინის გამოყენების დროს პაციენტებს აღენიშნათ შემდეგი სიმპტომები მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციით:
იშვიათი გვერდითი ეფექტები
(რომლებიც ვითარდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
მუცლის ტკივილი, დიარეა, გაზები, გულისრევა და ღებინება
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები
(რომლებიც ვითარდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, ზოგჯერ კიდურების შეშუპება ან გვერდის ტკივილი
მუცლის მწვავე ტკივილი კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთების გამ
ქოშინი, ხველა, მძიმედ სუნთქვა, რენტგენზე ფილტვებზე ჩრდილი ალერგიული და/ან
ფილტვის ანთებითი მდგომარეობები
მძიმე დიარეა და მუცლის ტკივილი ნაწლავებში ამ პრეპარატის ალერგიული რეაქციის გამო
კანზე გამონაყარი ან ანთება
კუნთების და სახსრების ტკივილი
სიყვითლე ან მუცლის ტკივილი ღვიძლის და ნაღველის გამოყოფის დარღვევების განო.
თმის ცვენა და სიმელოტე
ხელებისა და ტერფების დაბუჟება და ჩხვლეტა (პერიფერიული ნეიროპათია)
სპერმის წარმოქმნის შექცევადი შემცირება
თუ განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ამ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების ინფორმირება
თუ განვითარდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, მათ შორის ისეთი, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება კრონიზონი
კრონიზონი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას და საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 250C-მდე ოთახის ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ ადგილას.
გამოიყენეთ ვარგსიანობის ვადის შესაბამის პერიოდში.
არ გამოიყენოთ კრონიზონი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ კრონიზონი, თუ შენიშნავღ პროდუქტის და/ან მისი შეფუთვის რაიმე დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებლი პრეპარატები! მიაწოდეთ ისინი გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შემგროვებელ სისტემას.
გაცემის წესი :
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით