საინექციო წყალი - WATER FOR INJECTION
საინექციო წყალი - WATER FOR INJECTION

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყველა სხვა არათერაპიული პრეპარატები, გამხსნელები და გასაზავებელი საშუალებები, მათ შორის საირიგაციო ხსნარები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - Water for injection (Aqua pro injectionibus)
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პარენტერული მოხმარების სამკურნალო საშუალებების გამხსნელი.
ფორმა: საინექციო ხსნარი ამპულებში.
შემადგენლობა: საინექციო წყალი
ფარმაკოლოგიური თვისებები: წყალი არის ყველაზე უნივერსალური გამხსნელი, სხვადასხვა ტრანსფუზიური პრეპარატების, აგრეთვე ბიოლოგიური სითხეების და ქსოვილების ფუძე.

ჩვენებები: გამოიყენება როგორც გამხსნელი სტერილური ფხვნილების, ლიოფილიზატების და კონცენტრატებისაგან საინექციო ხსნარების მოსამზადებლად უშუალოდ პარენტერული შეყვანის წინ.

მიღების წესი და დოზირება: პარენტერული შეყვანის გზა და დოზირება განისაზღვრება გასახსნელი სამკურნალო საშუალების მოხმარების წესით და დოზირებით.

უკუჩვენებები: საინექციო წყალი არ გამოიყენება იმ სამკურნალო საშუალებების გამხსნელად, რომლებისათვისაც აუცილებლად მითითებულია სხვა გამხსნელი.

გვერდითი მოქმედება: არ გააჩნია.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: პრაქტიკულად არ არსებობს.

სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები: არ შეურიოთ ზეთოვან საინექციო ხსნარებთან!. დაუშვებელია სუფთა პრეპარატის ინფუზიური შეყვანა მისი დაბალი ოსმოსური წნევის გამო (ჰემოლიზის რისკი!).
მუშაობა პოტენციალურად სახიფათო მექანიზმებთან და ავტომანქანის მართვა: შეზღუდული არ არის.
გამოშვების ფორმა: 2მლ ან 5მლ საინექციო წყალი ამპულაში. შეფუთვაში 10 ამპულა.
შენახვის პირობები: მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

საინექციო წყალი

AQUA PRO INJECTIONIBUS

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: საინექციო წყალი

აქტიური ნივთიერება (საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება): წყალი

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი

აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გამხსნელები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

გამხსნელი. საინექციო წყალი ქიმიურად არააქტიურია, არ გააჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედება.

საინექციო წყალი გამოიყენება საინფუზიო და საინექციო ხსნარების მოსამზადებლად, უზრუნველყოფს სუბსტრატების და წყლის თავსებადობისათვის და ეფექტურობისათვის ოპტიმალურ პირობებს.

ფარმაკოკინეტიკა

სხვადასხვა ფორმით წყლის და ელექტროლიტების მუდვიმად მიღებისას ჰომეოსტაზი ნარჩუნდება თირკმელებით.

გამოყენების ჩვენებები

ფხვნილების, ლიოფილიზატების ან კონცენტრატების გამხსნელის სახით ან განსაზავებლად სტერილური საინექციო ხსნარების მოსამზადებლად. გამოიყენება სტერილური, მათ შორის კაქვეშ, კუნთში, ვენაში შესაყვანი ხსნარების მოსამზადებლად.

გამოყენების წესი და დოზები

დოზა და შეყვანის სიჩქარე უნდა შეესაბამებოდეს განსაზავებელი სამკურნალო საშუალების ინსტრუქციაში მოცემულ დოზებს.

სამკურნალო საშუალებებისაგან საინექციო წყლით ხსნარების მომზადება უნდა მოხდეს სტერილურ პირობებში (ამპულის გახსნა, შპრიცის შევსება და სამკურნალო საშუალების ამოღება).

უკუჩვენებები

საინექციო ხსნარი არ გამოიყენება თუ ხსნარის მოსამზადებლად მითითებულია სხვა გამხსნელი.

დაუშვებელია საინექციო წყლის პირდაპირ შეყვანა სისხლძარღვებში დაბალი ოსმოტური წნევის გამო (არსებობს ჰემოლიზის რისკი!).

პრეპარატებთან ურთიერთქმედება

სხვა სამკურნალო საშუალებებთან (საინფუზიო ხსნარები, საინფუზიო ხსნარების მოსამზადებელი კონცენტრატები; საინექციო ხსნარები, ფხვნილები, საინექციო ხსნარების მოსამზადებელი მშრალი ნივთიერებები) შერევისას აუცილებელია თავსებადობის ვიზუალური კონტროლი (შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ შეუთავსებლობას).

განსაკუთრებული მითითებები

ვინაიდან საინექციო წყლის ოსმოტური წნევა დაბალია, შესაბამისად დაუშვებელია ვენაში მისი პირდაპირ შეყვანა (არსებობს ჰემოლიზის საფრთხე!).

დაუშვებელია საინექციო წყლის შერევა ზეთოვან გამხსნელებში.

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა

2, 5 და 10 მლ შუშის ამპულებში ან 2,5 მლ პოლიპროპილენის, ან სამედიცინო პოლიეთილენის ამპულებში. 5 ან 10 ამპულა კონტურულ უჯრედულ შეფუვაში. 1 ან 2 კონტურულ უჯრედული შეფუთვა მოთავსებულია კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ან 10, 20, 40 ან 50 ამპულა მთლიანი შეფუთვის სახით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

100 მლ, 250 მლ ან 500 მლ სამედიცინო პოლიპროპილენის ფლაკონებში.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა

ამპულები – 4 წელი.

ფლაკონები – 2 წელი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

საერთაშორისო დასახელება - Water for injection (Aqua pro injectionibus)
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პარენტერული მოხმარების სამკურნალო საშუალებების გამხსნელი.
ფორმა: საინექციო ხსნარი ამპულებში.
შემადგენლობა: საინექციო წყალი
ფარმაკოლოგიური თვისებები: წყალი არის ყველაზე უნივერსალური გამხსნელი, სხვადასხვა ტრანსფუზიური პრეპარატების, აგრეთვე ბიოლოგიური სითხეების და ქსოვილების ფუძე.

ჩვენებები: გამოიყენება როგორც გამხსნელი სტერილური ფხვნილების, ლიოფილიზატების და კონცენტრატებისაგან საინექციო ხსნარების მოსამზადებლად უშუალოდ პარენტერული შეყვანის წინ.

მიღების წესი და დოზირება: პარენტერული შეყვანის გზა და დოზირება განისაზღვრება გასახსნელი სამკურნალო საშუალების მოხმარების წესით და დოზირებით.

უკუჩვენებები: საინექციო წყალი არ გამოიყენება იმ სამკურნალო საშუალებების გამხსნელად, რომლებისათვისაც აუცილებლად მითითებულია სხვა გამხსნელი.

გვერდითი მოქმედება: არ გააჩნია.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: პრაქტიკულად არ არსებობს.

სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები: არ შეურიოთ ზეთოვან საინექციო ხსნარებთან!. დაუშვებელია სუფთა პრეპარატის ინფუზიური შეყვანა მისი დაბალი ოსმოსური წნევის გამო (ჰემოლიზის რისკი!).
მუშაობა პოტენციალურად სახიფათო მექანიზმებთან და ავტომანქანის მართვა: შეზღუდული არ არის.
გამოშვების ფორმა: 2მლ ან 5მლ საინექციო წყალი ამპულაში. შეფუთვაში 10 ამპულა.
შენახვის პირობები: მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით