ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
საერთაშორისო დასახელება - Ramiprilum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების
ინჰიბიტორები
ფარმაკოკინეტიკა
ტრიტაცე®5 მგ ტაბლეტები წარმოადგენს აგფ_ინჰიბიტორებს, რომელიც ხელს უწყობს
არტერიული წნევის დაქვეითებას და გულის მუშაობის გაუმჯობესებას
ჩვენებები
- ორგანული მიზეზის გარეშე გამოწვეული მაღალი არტერიული წნევა (პირველადი
არტერიული ჰიპერტენზია);
- სუსტი ან ზომიერი გულის უკმარისობა (NYHA II-დან III-მდე), გულის მწვავე
შეტევის შემდგომ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2-9 დღით ადრე;
- თირკმლის გარკვეულ დაავადებათა მქონე პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებათ
დიაბეტი (არადიაბეტური გლომერულოპათია, კრეატინინის კლირენსი 70 მლ/წთ/1.73მ3
ნაკლები რაოდენობით, შარდში პროტეინების გამოყოფა 1 გრ/დღეზე მეტი რაოდენობით),
განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამავდროულად აღგენიშნებათ მაღალი
არტერიული წნევა.
- გულის შეტევისა თუ ინფარქტის ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებით სიკვდილიანობის
რისკის შემცირება: მაგალითად, თუ აღინიშნება გულის მხრივ სისხლის მიმოქცევასთან
დაკავშირებული პრობლემები (გულის გამოხატული იშემიური დაავადება), შაქრიანი
დიაბეტი სულ მცირე ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორით, კიდურებში სისხლის
მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები (პერიფერიული არტერიული ოკლუზიური
დაავადება), ან თუ ადრე გადატანილი გაქვთ ინფარქტი
მიღების წესები და დოზები
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში გამოიყენება შემდეგი დოზები,
გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მათი გამოწერა სხვაგვარად არ ხდება: ორგანული მიზეზის
გარეშე გამოწვეული სისხლის მაღალი წნევა (პირველადი არტერიული ჰიპერტენზია)
ჩვეულებრივ, საწყისი დოზა არის 5 მგ რამიპრილი დილით. აღნიშნული დოზა წარმოადგენს
აგრეთვე შემანარჩუნებელ დოზას. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი
სიძლიერის მაჩვენებლები. თუ აღნიშნული დოზის საშუალებით სისხლის წნევა არ იქნება
ნორმის ფარგლებში, თქვენს ექიმს შეუძლია გაზარდოს დღიური დოზა 1 X ტრიტაცე® 5 მგ
ტაბლეტებამდე (5 მგ რამიპრილის ექვივალენტი) არაუადრეს 3 კვირაზე. მაქსიმალურ
დოზას წარმოადგენს დღეში 2 X ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტები (10 მგ რამიპრილის
ექვივალენტი). იმ შემთხვევაში, თუ საკმარისი არ არის დღეში 1 X ტრიტაცე® 5 მგ
ტაბლეტების (5 მგ რამიპრილის ექვივალენტი) სისხლის წნევის დამწევი ეფექტი,
რეკომენდებულია, მაგალითად, დამატებით დიურეზულების ან კალციუმის ანტაგონისტების
მიღება. რამიპრილის სისხლის წნევის დამწევი ეფექტის გაზრდა შესაძლებელია ამ გზით.
სუსტი ან ზომიერი გულის უკმარისობა (NYHA II-დან III-მდე), გულის მწვავე შეტევის
შემდეგ (2-9 დღით ადრე). შენიშვნა: ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობის კურსი
იწყება მხოლოდ საავადმყოფოს პირობებში. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა
განხორციელდეს მეთვალყურეობა იმ პაციენტებზე, რომლებიც ღებულობენ სისხლის წნევის
დამწევ სხვა პრეპარატებს, რათა თავიდან აიცილონ სისხლის წნევის დაცემა. საწყის
სადღეღამისო დოზას წარმოადგენს 2,5 მგ რამიპრილი (დღეში 5 მგ რამიპრილის
ექვივალენტი). თუ აღნიშნული დოზის მიმართ პაციენტებს არ ახასიათებთ ტოლერანტობა
(მაგ. თუ ადგილი აქვს სისხლის წნევის მკვეთრ დაცემას), სადღეღამისო დოზა უნდა
შემცირდეს 1,25 მგ რამიპრილამდე (დღეში 2,5 მგ რამიპრილის ექვივალენტი). დოზის
გაზრდა ხდება პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. დოზის გაორმაგება შესაძლებელია
1-2 დღის ინტერვალით, 1 X ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების მაქსიმალურ დღიურ დოზამდე
როგორც დილით, ისე საღამოს (დღეში 10 მგ რამიპრილის ექვივალენტი). არადიაბეტური
გლომერულოპათია რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1,25 მგ რამიპრილი დღეში ერთჯერ.
აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობენ შესაბამისი სიძლიერის სხვა მაჩვენებლები.
დოზის გაზრდა შესაძლებელია პრეპარატის მიმართ თქვენი ტოლერანტობის მიხედვით.
დოზის გაორმაგება რეკომენდებულია 2-3 კვირიანი ინტერვალით. შემანარჩუნებელ დოზას
ჩვეულებრივ წარმოადგენს 1 X ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტები (5 მგ რამიპრილის
ექვივალენტი) ერთჯერ დღეში. უფრო მაღალი დოზით მკურნალობასთან დაკავშირებით
ამჟამად არ არსებობს საკმარისი გამოცდილება. იმ პაციენტებში, რომელთაც
აღენიშნებათ 60 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი, დაუშვებელია 1 X ტრიტაცე®
5 მგ ტაბლეტების (5 მგ რამიპრილის ექვივალენტი) დღიური მაქსიმალური დოზის
გადაჭარბება.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით