ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფსიქოლეფსური საშუალებები, ბენზოდიაზეპინის წარმოებულები
გაცემის რეჟიმი: I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
დასახელება - დიაზეპექსი ტაბლეტი 5მგ #20
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიაზეპექსი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ბენზოდიაზეპინურ ტრანკვილიზატორს. მას
გააჩნია ანქსიოლიზური, ცენტრალური მიორელაქსაციური, კრუნჩხვისსაწინააღმდეგო,
სედატიური და ზომიერი ძილისმომგვრელი მოქმედება. აძლიერებს ძილისმომგვრელი,
ნარკოტიკული, ნეიროლეპტიკური, ანალგეზური საშუალებებისა და ალკოჰოლის მოქმედებას.
ჩვენება
დიაზეპექსს ნიშნავენ სხვადასხვა ნერვულ-ფსიქიური დაავადებებისას: ნევროზების,
ფსიქოპათიების, ასევე ნევროზისმაგვარი და ფსიქოპათიისმაგვარი მდგომარეობებისას,
შიზოფრენიის დროს, თავის ტვინის ორგანული დაზიანებებისას, მათ შორის, ცერებრო-
ვასკულური დაავადებებისას, სომატური დაავადებებისას, რომელთაც თან ახლავს
ემოციური დაძაბვის, განგაშის, შიშის, მომატებული გაღიაზიანებადობის, სენესტო-
იპოქონდრული, აკვიატებული და ფობიური მოშლილობების ნიშნები, ძილის დარღვევისას.
ბავშვთა ფსიქო-ნევროლოგიურ პრაქტიკაში დიაზეპექსს უნიშნავენ ნევროზული და
ნევროზისმაგვარი მდგომარეობის დროს, რომლებსაც თან ახლავს ზემოთ ჩამოთვილი
მოვლენები, ასევე თავის ტკივილი, ენურეზი, ხასიათისა და ქცევის მოშლილობანი.
დიაზეპექსი გამოიყენება ეპილეფსიისას კრუნჩხვითი პაროქსიზმების, ფსიქიური
ექვივალენტების სამკურნალოდ. მიორელაქსაციურ მოქმედებასთან დაკავშირებით
პრეპარატს იყენებენ ასევე სხვადასხვა სპაზმური მდგომარეობების დროს.
სხვა პრეპარატებთან კომპლექსში დიაზეპექსს ნიშნავენ აბსტინენციის სინდრომის
სამკურნალოდ ალკოჰოლიზმის დროს.
დიაზეპექსი გამოიყენება პრემედიკაციისა და ატარალგეზიისათვის ანალგეზიურ და სხვა
ნეიროტროპულ პრეპარატებთან კომბინაციაში.
დერმატოლოგიურ პრაქტიკაში გამოიყენება ქავილით მიმდინარე დერმატოზებისას.
პრეპარატი ამცირებს კუჭის წვენის ღამეულ სეკრეციას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი
როლი შეასრულოს მის დანიშვნაში დამაწყნარებელ და ძილისმომგვრელ საშუალებად კუჭის
წყლულოვანი დაავადებით ავადმყოფებისათვის; გააჩნია აგრეთვე ანტიარითმიული
მოქმედება.
პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ მკაცრად ექიმის დანიშნულებისამებრ გართულებების
თავიდან ასაცილებლად.
მიღების წესი და დოზირება
დიაზეპექსს იყენებენ შიგნით მისაღებად. დოზები შეირჩევა ინდივიდუალურად თითოეული
ავადმყოფისათვის.
რეკომენდირებულია პრეპარატის დანიშვნა მოზრდილებისათვის 0,0025 - 0,005 გრამიდან
დაწყებული (2,5-5 მგ-დან) 1-2 -ჯერ დღეში, და შემდეგ მისი დოზის თანდათანობითი
გაზრდა. ცალკეულ შემთხვევებში (მომატებული აგზნებადობის, შიშის, განგაშის დროს)
ერთჯერადი დოზა შეიძლება გავზარდოთ 0,02 გრამამდე (20 მგ-მდე). სტაციოინარში
მკურნალობისას და საგულდაგულო სამედიცინო დაკვირვებისას სადღეღამისო დოზამ
შეიძლება მიაღწიოს 0,045 გრამს (45 მგ-ს). ამბულატორიული მკურნალობისას არ არის
რეკომენდირებული 0,025 გრამზე (25 მგ-ზე) მეტი დოზის დანიშვნა.
მაქსიმალური დღიური დოზა არის 0,06 გ (60 მგ). სადღეღამისო სამკურნალო დოზას
აძლევენ 2-3 მიღებაზე.
დასუსტებულ და ხანდაზმულ პაციენტებს ურჩევენ, რომ პრეპარატი მიიღონ შემცირებული
დოზით (0,0025 გ = 1/2 ტაბლეტი 1-2 -ჯერ დღეში).
ძილის დარღვევებისას მოზრდილებს უნიშნავენ 1-2 ტაბლეტს ძილის წინ.
7 წლის შემდეგ და უფროსი ასაკის ბავშვებს უნიშნავენ 0,003 - 0,005 გ (3-5 მგ)
1/2-1 ტაბლეტის სახით.
სადღეღამისო დოზა შეადგენს 0,008 - 0,01 გრამს (8 - 10 მგ).
უფროსი ასაკის ბავშვებს აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გავუზარდოთ
სადღეღამისო დოზა 0,014 _ 0,016 გრამამდე (14-16 მგ).
დიაზეპექსის მოხსნა უნდა მოხდეს დოზის თანდათანობით შემცირების გზით. პრეპარატის
ხანგრძლივმა მიღებამ შასაძლოა გამოიწვიოს მის მიმართ დამოკიდულების განვითარება,
ამიტომ მკურნალიბის უწყვეტი კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს.
მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩატარების წინ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3
თვისა.

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით