ნოლიპრელი ბი-ფორტე - Noliprel Bi-forte
ნოლიპრელი ბი-ფორტე - Noliprel Bi-forte

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და დიურეზული საშუალებები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - perindopril, indapamide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანგიოტენზინ- გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები

ნოლიპრელი ბი-ფორტე ეს არის ორი აქტიური კომპონეტის, პერინდროპილის და ინდაპამიდის კომბინაცია. ეს არის ჰიპოტენზიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ. ნოლიპრელი ბი-ფორტე ენიშნება პაციენტებს, რომლებიც უკვე ღებულობენ 10მგ პერინდოპრილს და 2,5მგ ინდაპამიდს ცალ-ცალკე. ამის მაგივრად, ასეთ პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ ნოლიპრელი ბი-ფორტეს ერთი ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ორივე მითითებულ კომპონენტს.

რა შემთხვევებში მიიღება ნოლიპრელი ბი-ფორტე?
პერინდოპრილი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომლებიც წარმოადგენენ აგფ-ის ინჰიბიტორებს. ის ავლენს სისხლძარღვებზე გამაფართოებელ ზეგავლენას, რაც ამსუბუქებს სისხლის მოწოლას. ინდაპამიდი წარმოადგენს შარდმდენს. შარდმდენები ზრდიან შარდის მოცულობას, რომელიც გამომუშავდება თირკმელებით. თუმცა, ინდაპამიდი განსხვავდება სხვა შარდმდენებისგან, რამდენადაც ის მხოლოდ მცირედ ზრდის გამომუშავებული შარდის მოცულობას. ყოველი აქტიური კომპონენტი ამცირებს არტერიულ წნევას და ისინი ერთად აკონტროლებენ თქვენს არტერიულ წნევას.
ამ პრეპარატის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის რეკომენდაციები. თუU თქვენ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში ერთ ტაბლეტს. უმჯობესია ტაბლეტის მიღება დილით, ჭამამდე. ტაბლეტი გადაყლაპეთ ჭიქა წყლის დაყოლებით.
თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი ნოლიპრელი ბი-ფორტე:
თუ თქვენ მიიღეთ ტაბლეტების ჭარბი რაოდენობა, დაუკავშირდით სასწრაფო დახმარების უახლოეს პუნქტს ან დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესხებ თქვენს ექიმს. ჭარბი დოზირების ყველაზე მეტად შესაძლო ეფექტია არტერიული წნევის დაქვეითება. თუ თქვენ დაგივარდათ წნევა (შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდის რაოდენობის შემცირება), დაწექით და აწიეთ ფეხები, ეს დაგეხმარებათ მდგომარეობის შემსუბუქებაში.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღება
მნიშვნელოვანია პრეპარატის ყოველდღიური მიღება, რადგანაც მიღების რეგულარულობა მკურნალობას ხდის უფრო ეფექტურს. ამის მიუხედავად, თუ თქვენ დაგავიწყდათ ნოლიპრელი ბი-ფორტეს დოზის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. არ გააორმაგოთ მომდევნო დოზა.
თუ თქვენ წყვეტთ ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღებას
იმის გამო, რომ ჰიპოტენზიური მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი ცხოვრება, თქვენ პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე უნდა გაიაროთ თქვენი ექიმის კონსულტაცია.
თუ თქვენ ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ აღგენიშნებათ ქვემოჩამოთვლილი მოვლენებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
• მძიმე თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა, დაბალი არტერიული წნევის გამო (გავრცელებული - შეიძლება განვითარდეს 10 ადამიანიდან 1-ში ან ნაკლებში),
• ბრონქოსპაზმი (შებოჭილობა გულმკერდის არეში, მსტვენავი სუნთქვა და ქოშინი) (იხ. განყოფილება 2 - გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები) (არაგავრცელებული - შეიძლება განვითარდეს 100 ადამიანიდან 1-ში ან ნაკლებში),
• სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება) (იხ. განყოფილება 2 - გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები) (არაგავრცელებული - შეიძლება განვითარდეს 100 ადამიანიდან 1-ში ან ნაკლებში),
• კანის მწვავე რეაქციები, მულტიფორმული ერითემა (კანის გამონაყარი, რომელიც რომელიც ხშირად იწყება სახეზე, ხელებზე ან ფეხებზე წითელი ქავანა ლაქებით), ან კანის მწვავე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაწითლება მთელ სხეულზე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკები, კანის აქერცლვა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები (ძალიან იშვიათი – შეიძლება განვითარდეს 10000 ადამიანიდან 1-ში ან ნაკლებში),
• გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები (არარეგულარული გულისცემა, სტენოკარდია (ტკივილები გულმკერდის, ყბის და ზურგის არეში, რომელიც ძლიერდება ფიზიკური დატვ

1. რა არის ნოლიპრელი ბი-ფორტე და რა შემთხვევებში გამოიყენება იგი

**2. ნოლიპრელი ბი-ფორტეს გამოყენების დაწყებამდე **

ნოლიპრელი ბი-ფორტეს გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

• თუ თქვენ გაქვთ ალერგია პერინდპორილზე, ნებისმიერ აგფ-ის ინჰიბიტორზე, ინდაპამიდზე, რომელიმეE სულფანილამიდზე ან ნოლიპრელი ბი-ფორტეს ნებისმიერ კომპონენტზე,

• თუ ადრე, ნებისმიერი სხვა აგფ ინჰიბიტორის მიღებისას ან სხვა გარემოებებში, თქვენ ან თქვენს რომელიმე ნათესავს გამოუვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ინტენსიური ქავილი ან გავრცელებული გამონაყარი კანზე (ანგიონევროზული შეშუპება),

• თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის დარღვეული ფუნქცია და თქვენ ღებულობთ არტერიული წნევის დამწევ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ალისკირენს,

• თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მძიმე დააავადება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ტვინის დეგენერაციული დაავადება),

• თუ თქვენ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება რომლის დროსაც შემცირებულია თირკმელებთან სისხლის მიდინება (თირკმლის არტერიის სტენოზი),

• თუ გადიხართ დიალიზს ან ჰემოფილტრაციის სხვა პროცედურებს. გამოყენებული აპარატიდან გამომდინარე შეიძლება რომ ნოლიპრელი ბი-ფორტე აღმოჩნდეს თქვენთვის მიუღებელი,

• თუ თქვენ აღგენიშნებათ სისხლში კალიუმის მეტისმეტად მაღალი ან დაბალი დონე,

• თუ თქვენ გაქვთ ეჭვი გულის არანამკურნალებ დეკომპენსირებულ უკმარისობაზე (მარილების სერიოზული შეკავება, გაძნელებული სუნთქვა).

- თუ ხართ ორსულად და ორსულობის ვადა აღემატება 3 თვეს (ასევე უმჯობესია თავი აარიდოთ ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღებას ორსულობის ადრეულ სტადიაზე - იხ. "ორსულობა"),

- თუ იღებდით ან ამჟამად იღებთ საკუბიტრილს და ვალსარტანს - გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალებებს, რადგან იზრდება კვინკეს შეშუპების რისკი (კანქვეშა ქსოვილის სწრაფი შეშუპება, მაგ., ყელის მიდამოში) (იხ. განყოფილებები „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ და „სხვა პრეპარატები და ნოლიპრელი ბი- ფორტე").

**გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები **

ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღებამდე გაიარეთ ექიმის კონსულტაცია:

• თუ გაქვთ აორტის სტენოზი (გულიდან მიმავალი მთავარი სიხლძარღვის შევიწროვება), ჰიპერტროფული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (თირკმელების სისხლით მომმარაგებელი არტერიების შევიწროვება),

• თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა ან გულის სხვა დაავადება,

• თუ თქვენ გაქვთ თირკმლის დაავადება ან გადიხართ დიალიზს,

• თუ თქვენ გაქვთ კუნთების პრობლემები, მათ შორის კუნთების ტკივილი, მტკივნეულობა ზეწოლისას, სისუსტე ან კრუნჩხვები,

• თუ თქვენ სისხლში ანომალურად მომატებული გაქვთ ჰორმონ ალდოსტერონის დონე (პირველადი ჰიპერალდოსრონიზმი),

• თუ გაწუხებთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,

• თუ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურას ან სკლეროდერმიის ტიპის კოლაგენოზურ- სისხლძარღვოვანი დაავადება (კანის დაავადება),

• თუ გაწუხებთ ათეროსკლეროზი (არტერიების კედლის გამაგრება),

• თუ გაწუხებთ ჰიპერპარათირეოზი (პარათირეოიდული ჯირკვლის მომატებული ფუნქცია),

• თუ გაწუხებთ პოდაგრა,

• თუ გაწუხებთ დიაბეტი,

• თუ იცავთ მარილის მცირე შემცველობის დიეტას ან ღებულობთ მარილის შემცვლელებს, კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს,

• თუ ღებულობთ ლითიუმის ან კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებს (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი) ან კალიუმის დანამატებს, რადგან ნოლიპრელი ბი- ფორტესთან ერთად მათი ერთობლივი მიღება არ შეიძლება (იხ. <<სხვა პრეპარატების მიღება>>),

• თუ ხართ ხანდაზმული ასაკის,

• თუ გაქვთ ფოტომგრძნობელობის რეაქციები,

• თუ გაქვთ მწვავე ალერგიული რეაქცია სახის, ენის, პირის ღრუს, ენის, ყელის შეშუპებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება). ეს შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ მომენტში. თუ თქვენ გივითარდებათ ასეთი სიმპტომები, პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

• თუ თქვენ ღებულობთ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო ქვემოჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს:

- ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორებს (არბ) (ასევე ცნობილია

როგორც სარტანები, მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი,

ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ თქვენ გაწუხებთ დიაბეტით გამოწვეული,

თირკმლის ფუნქციის დარღვევა,

- ალისკირენი

- თუ თქვენ განიცდით მხედველობის დაქვეითებას ან თვალების ტკივილს. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოდული გამონაჟონი) ან მომატებული თვალშიდა წნევის ნიშნები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღების მომენტიდან რამდენიმე საათიდან, კვირამდე. მკურნალობის გარეშე შესაძლებელია მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა. თუ თქვენ ადრე გქონდათ ალერგიული რეაქცია პენიცილინზე ან სულფონამიდზე, თქვენ შეიძლება დაექვემდებაროთ ქორიოიდული გამონაჟონის უფრო მაღალ რისკს.

თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაატაროს თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის რეგულარული მონიტორინგი.

ასევე იხ. ინფორმაცია, რომელიც მოყვანილია განყოფილებაში <<არ მიიღოთ ნოლიპრელი ბი-ფორტე>>.

• თუ თქვენ მიეკუთვნებით ნეგროიდულ რასას, შესაძლოა გაგაჩნდეთ ანგიონევროზული შეშუპების უფრო მაღალი რისკი და ეს სამკურნალო პრეპარატი შეიძლება ნაკლებად ეფექტურად სწევდეს თქვენს არტერიულ წნევას, ვიდრე სხვა პაციენტებში.

• თუ თქვენ ხართ ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტი და დიალიზი ტარდება მაღალი ჰიდრავლიკური გამტარობის მემბრანების დახმარებით,

• თუ თქვენ ღებულობთ ქვემოჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს, ანგიონევროზული შეშუპების რისკი მომატებულია:

  • რაცეკადოტრილი (გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ)

- სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნებიან ეგრედწოდებული რაპამიცინის სამიზნე ინჰიბიტორებს უჯრედებში (გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების თავიდან ასაცილებლად და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ),

- საკუბიტრილი (გამოდის ვალსარტანთან ფიქსირებული კომბინაციით), გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ,

- ლინაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნებიან ეგრედწოდებულ გლიპტინების კლასს (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ).

ანგიონევროზული შეშუპება

არის ცნობები ანგიონევროზული შეშუპების შემთხვეევბზე (მწვავე ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების ან ენის შეშუპებით, გაძნელებული ყლაპვით და სუნთქვით) პაციენტებში, რომლებიც იტარებენ მკურნალობას აგფ ინჰიბიტორებით, ნოლიპრელი ბი- ფორტეს ჩათვლით. ეს შეიძლება მოხდეს მკურნალობის დროს, ნებისმიერ მომენტში. თუ თქვენ გივითარდებათ მსგავსი სიმპტომები, თქვენ უნდა შეწყვიტოთ ნოლიპრელი ბი- ფორტეს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. იხ. ასევე განყოფილება 4..

თქვენ უნდა გააფრთხილოთ თქვენი ექიმი თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად

(ან გეგმავთ ორსულობას). ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ სტადიაზე. პრეპარატის მიღება არ უნდა მოხდეს 3 თვეზე მეტი ვადის ორსულობისას, რადგანაც ამან შეიძლება სეროზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას (იხ. განყოფილება <<ორსულობა და ლაქტაცია>>).

როდესაც თქვენ ღებულობთ ნოლიპრელი ბი-ფორტეს თქვენ ასევე უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს შემდეგი:

• თუ გელოდებათ ანესთეზია ანა სერიოზული ქირურგიული ოპერაცია,

• თუ თქვენ ბოლო დროს აგეღნიშნებოდათ დიარეა, ღებინება ან გაქვთ ორგანიზმის გაუწყლოება,

• თუ თქვენ გადიხართ დსლპ აფერეზს (სისხლიდან ქოლესტერინის აპარატული გამოძევება),

• თუ გიტარდებათ დესენსიბილიზაცია, რომელმაც უნდა შეამციროს ალერგიული რეაქციები ფუტკრებისა და კრაზანების ნაკბენებზე,

• თუ იტარებთ სამედიცინო გამოკვლევას, რომლისთვისაც საჭიროა იოდშემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების შეყვანა (ნივთიერებები, რომლებიც შესაძლებელს ხდიან შინაგანი ორგანოების, მაგალითად თირკმელების ან კუჭის გამოკვლევას რენტგენის სხივების დახმარებით).

• თუ თქვენ შეგეცვალათ მხედველობა ან ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღების დროს გაგინვითარდეათ ტკივილი ერთ ან ორივე თვალში. ეს შეიძლება იყოს გლაუკომის განვითარების ნიშანი- მომატებული თვალშიდა წნევა. თქვენ აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღება და მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

სპორტსმენებმა უნდა იცოდნენ, რომ ნოლიპრელი ბი-ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერებას (ინდაპამიდი), რომელმაც შეიძლება მოგვცეს დადებითი რეაქცია დოპინგ-კონტროლის ჩატარების დროს.

ბავშვები და მოზარდები

ნოლიპრელი ბი-ფორტეს დანიშვნა ბავშვებში და მოზარდებში არ შეიძლება.

სხვა პრეპარატები და ნოლიპრელი ბი-ფორტე

ყოველთვის აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რა პრეპარატებს ღებულობთ ან ღებულობდით უახლოეს წარსულში. Y

მოერიდეთ ნოლიპრელი ბი-ფორტეს ერთდროულ გამოყენებას შემდეგ პრეპარატებთან:

• ლითიუმი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ),

• ალისკირენი (მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო წამალი), თუ თქვენ არ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის პრობლემები

• კალიუმის შემნახველი დიურეზულები (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), კალიუმის მარილები და სხვა პრეპარატები, რომლებიც ზრდის კალიუმის შემცველობას ორგანიზმში (მაგალითად, ჰეპარინი, წამალი, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად, თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით; ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილია როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფამეტოქსაზოლი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ),

• ესტრამუსტინი (გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ),

• სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ (რაცეკადოტრილი) ან, რომ არ დავუშვათ გადანერგილი ორგანოების მოცილება (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება ეგრედწოდებულ, უჯრედებში რაპამიცინის სამიზნის ინჰიბიტორების კლასს),. იხ. განყოფილება <<გაფრთილებები და უსაფრთხოების ზომები>>.

• სხვა სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ: ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერები.

ნოლიპრელი ბი-ფორტეთ მკურნალობაზე შეიძლება იმოქმედოს სხვა პრეპარატების გამოყენებამ. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა ან/და მიიღოს სხვა უსაფრთხოების ზომები. აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს, ვინაიდან, მათი მიღებისას აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა:

• პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის სამკურნალოდ, მათ შორის ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკატორს (არბ) ან ალისკერინი (ასევე იხ. განყოფილებებში <<არ მიიღოთ ნოლიპრელი ბი-ფორტე>> და <<ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღების დროს იყავით განსაკუთრებით ფრთხილად>> მოყვანილი ინფორმაცია) ან დიურეზულები (სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ზრდიან თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდის რაოდენობას),

• კალიუმის შემნახველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის დროს: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი, დოზებით 12.5მგ-დან 50მგ-მდე დღეში,

• პრეპარატები, რომლებიც უფრო ხშირად გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ (რაცეკადოტრილი) ან ტრანსპლანტირებული ორგანოების მოცილების საპროფილაქტიკოდ (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება ეგრედწოდებულ, უჯრედებში რაპამიცინის სამიზნის ინჰიბიტორების კლასს) იხ. განყოფილება ,,გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები”,

• საკუბუტრილი და ვალსარტანი (გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ) იხ. განყოფილებები ,,არ მიიღოთ ნოლიპრელი ბი-ფორტე” და ,,გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები”,

• საანესთეზიო პრეპარატები,

• ანტიბიოტიკები ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (მაგ. მოქსიფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი, ერითრომიცინი ინექციისთვის (ანტიბიოტიკები: სამკურნალო პრეპარატი ინფექციის სამკურნალოდ),

• მეტადონი (გამოიყენება ნარკოტიკული დამოკიდებულების სამკურნალოდ),

• პროკაინამიდი (არარეგულარული გულისცემის რითმის სამკურნალოდ),

• ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ),

• ანტიჰისტამინური საშუალებები ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ, როგორიცაა თივის ცხელება (მაგალითად მიზოლასტინი, ტერფენადინი, ასტემიზოლი),

• კორტიკოსტეროიდები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის მძიმე ასთმა და რევმატოიდული ართრიტი,

• იმუნოდეპრესიული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დარღვევვების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციური ოპერაციების შემდეგ ტრანსპლანტატის მოცილების თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი),

• ინტრავენური ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი),

• გალოფანტრინი (გამოიყენება მალარიის ზოგიერთი ფორმის სამკურნალოდ),

• პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის სამკურნალოდ),

• საინექციო ოქროს პრეპარატები (გამოიყენება რევმატოიდული პოლიართიტის სამკურნალოდ)

• ვინკამინი (გამოიყენება ხანდაზმულებში კოგნიტური დარღვევების სიმპტომური მკურანალობისთვის, მეხსიერების დაკარგვის ჩათვლით),

• ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ),

• გულისცემის რითმის დარღვევის სამკურნალოდ დანიშნული პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, იბუტილიდი, დოფეტილიდი, დიგიტალისი, ბრეტილიუმი),

• ციზაპრიდი, დიფემანილი (გამოიყენება კუჭის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ),

• დიგოქსინი ან სხვა საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ),

• დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, როგორიც არის ინსულინი, მეტფორმინი ან გლიპტინები,

• ბაკლოფენი (კუნთების რიგიდობის სამკურანალოდ, რომელიც ვითარდება ზოგიერთი დაავადებებისას, როგორიც არის გაფანტული სკლეროზი),

• კალციუმი, კალციუმის დანამატების ჩათვლით,

• მასტიმულირებელი საფაღარათე საშუალებები, (მაგალითად სინამაქი),

• ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (მაგალითად, იბუპროფენი) და სალიცილატების მაღალი დოზები (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა, ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ბევრი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტკივილისა და ცხელების შესამცირებლად და თრომბის თავიდან ასაცილებლად),

• ინტრავენური ამფოტერიცინ B (სერიოზული სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ),

• მედიკამენტები ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და სხვ. (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიური საშუალებები (როგორებიცაა ამისულპრიდი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი)),

• ტეტრაკოზაკტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ),

• ტრიმეტოპრიმი (კრონის დაავადების სამკურნალოდ),

• სისხლძარღვების გამაფართოვებელი პრეპარატები, ნიტრატების ჩათვლით (პრეპარატები, რომლებიც აფართოებენ სისხლძარღვებს),

• შემცირებული არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი).

ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღება უმჯობესია ჭამის წინ.

**ორსულობა და ლაქტაცია **

თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ნებისმიერი სამედიცინო პრეპარატის მიღების დაწყებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ექიმმა თქვენ უნდა გირჩიოთ ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღების შეწყვეტა ორსულობამდე ან დაუყოვნებლივ, რაც ორსულობის ფაქტი დადასტურდება და დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი ნოლიპრელი ბი-ფორტეს ნაცვლად. ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ სტადიაზე. პრეპარატის მიღება არ შეიძლება 3 თვეზე მეტი ვადის ორსულობისას, რადგანაც ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას.

ლაქტაცია

ნოლიპრელი ბი-ფორტე რეკომენდებული არ არის მეძუძურ დედებში და ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა მკურნალობა, თუ გსურთ ძუძუთი კვების გაგრძელება, განსკუთრებით თუ ბავშვი ახალშობილია ან დღენაკლული.

დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა:

ნოლიპრელი ბი-ფორტე არ ჩვეულებრივ მოქმედებს ყურადღებაზე, მაგრამ ზოგიერთ პაციენტში დაქვეითებული არტერიული წნევის გამო შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა რეაქციები, მაგალითად თავბრუსხვევა ან სისუსტე. შედეგად, შეიძლება დაირღვეს ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარი.

ნოლიპრელი ბი-ფორტე შეიცავს ლაქტოზას (შაქრის ტიპი).

თუ თქვენ ექიმმა გითხრათ, რომ გაგაჩნიათ ზოგიერთი სახის შაქრის აუტანლობა, მაშინ ამ პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ნოლიპრელი ბი ფორტე შეიცავს 1მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23გრ) ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს რომ ფაქტიურად არ შეიცავს.

3. როგორ მიიღება ნოლიპრელი ბი-ფორტე

ამ პრეპარატის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის რეკომენდაციები. თუU თქვენ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში ერთ ტაბლეტს. უმჯობესია ტაბლეტის მიღება დილით, ჭამამდე. ტაბლეტი გადაყლაპეთ ჭიქა წყლის დაყოლებით.

თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი ნოლიპრელი ბი-ფორტე:

თუ თქვენ მიიღეთ ტაბლეტების ჭარბი რაოდენობა, დაუკავშირდით სასწრაფო დახმარების უახლოეს პუნქტს ან დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესხებ თქვენს ექიმს. ჭარბი დოზირების ყველაზე მეტად შესაძლო ეფექტია არტერიული წნევის დაქვეითება. თუ თქვენ დაგივარდათ წნევა (შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდის რაოდენობის შემცირება), დაწექით და აწიეთ ფეხები, ეს დაგეხმარებათ მდგომარეობის შემსუბუქებაში.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღება

მნიშვნელოვანია პრეპარატის ყოველდღიური მიღება, რადგანაც მიღების რეგულარულობა მკურნალობას ხდის უფრო ეფექტურს. ამის მიუხედავად, თუ თქვენ დაგავიწყდათ ნოლიპრელი ბი-ფორტეს დოზის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. არ გააორმაგოთ მომდევნო დოზა.

თუ თქვენ წყვეტთ ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღებას

იმის გამო, რომ ჰიპოტენზიური მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი ცხოვრება, თქვენ პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე უნდა გაიაროთ თქვენი ექიმის კონსულტაცია.

თუ თქვენ ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენმა სამკურნალო პრეპარატმა, ნოლიპრელი ბი- ფორტემ, თუმცა, არა ყველა პაციენტში, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები,

თუ თქვენ აღგენიშნებათ ქვემოჩამოთვლილი მოვლენებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

• მძიმე თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა, დაბალი არტერიული წნევის გამო (გავრცელებული - შეიძლება განვითარდეს 10 ადამიანიდან 1-ში ან ნაკლებში),

• ბრონქოსპაზმი (შებოჭილობა გულმკერდის არეში, მსტვენავი სუნთქვა და ქოშინი) (იხ. განყოფილება 2 - გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები) (არაგავრცელებული - შეიძლება განვითარდეს 100 ადამიანიდან 1-ში ან ნაკლებში),

• სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება) (იხ. განყოფილება 2 - გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები) (არაგავრცელებული - შეიძლება განვითარდეს 100 ადამიანიდან 1-ში ან ნაკლებში),

• კანის მწვავე რეაქციები, მულტიფორმული ერითემა (კანის გამონაყარი, რომელიც რომელიც ხშირად იწყება სახეზე, ხელებზე ან ფეხებზე წითელი ქავანა ლაქებით), ან კანის მწვავე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაწითლება მთელ სხეულზე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკები, კანის აქერცლვა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები (ძალიან იშვიათი – შეიძლება განვითარდეს 10000 ადამიანიდან 1-ში ან ნაკლებში),

• გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები (არარეგულარული გულისცემა, სტენოკარდია (ტკივილები გულმკერდის, ყბის და ზურგის არეში, რომელიც ძლიერდება ფიზიკური დატვირთვისას, გულის შეტევა) (ძალიან იშვიათი - შეიძლება განვითარდეს 10000 ადამიანიდან 1-ში ან ნაკლებში),

• სისუსტე ხელებში ან ფეხებში, ან მეტყველების პრობლემები, რაც შეიძლება იყოს შესაძლო ინსულტის ერთ-ერთი ნიშანი (ძალიან იშვიათი - შეიძლება განვითარდეს 10000 ადამიანიდან 1-ში ან ნაკლებში),

• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი მუცლის და ზურგის არეში, შეუძლოდ ყოფნით (ძალიან იშვიათი - შეიძლება განვითარდეს 10000 ადამიანიდან 1-ში ან ნაკლებში),

• კანის და თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე), რაც შეიძლება იყოს ჰეპატიტის ნიშანი (ძალიან იშვიათი - შეიძლება განვითარდეს 10000 ადამიანიდან 1-ში ან ნაკლებში),

• სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულისცემა (უცნობი),

• ღვიძლის დაავადებით გამოწვეული ტვინის დაავადება (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია) (უცნობია),

• კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, მტკივნეულობა ზეწოლისას ან ტკივილი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამავე დროს თავს ცუდად გრძნობთ ან მომატებული გაქვთ ტემპერატურა, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთური ქსოვილის ანომალური რღვევით (სიხშირე უცნობია).

გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს (სიხშირის კლების მიხედვით):

• გავრცელებული (შეიძლება განვითარდეს 10 ადამიანიდან 1-ში ან ნაკლებში): კანის რეაქციები, ალერგიული და ასთმური რეაქციების მიმართ წინასწარგანწყობილ პაციენტებში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ვერტიგო, კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობის დარღვევა, ტინიტუსი (შუილი ყურებში), ხველა, სუნთქვის გაძნელება (ქოშინი), საჭმლის მონელების დარღვევა (გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გემოვნების შეგრძნების დარღვევა, დისპეფსია ან მონელების გაძნელება, დიარეა, ყაბზობა), ალერგიული რეაქციები (როგორიც არის პირის სიმშრალე, დისპეფსია ან საჭმლის მონელების გაძნელება, დიარეა, ყაბზობა), ალერგიული რეაქციები (როგორიც არის კანის გამონაყარი, ქავილი), კუნთების კრუნჩხვები, დაღლილობის შეგრძნება.

• არაგავრცელებული (შეიძლება განვითარდეს 100 პაციენტიდან 1-ში ან ნაკლებში): განწყობის ცვალებადობა, ძილის დარღვევა, ჭინჭრის ციება, პურპურა (კანზე წითელი წერტილები), ბუშტუკები, თირკმლის პრობლემები, იმპოტენცია, მომატებული ოფლიანობა, ეოზინოფილების ჭარბი რაოდენობა (სისხლის თეთრი სხეულების ერთ-ერთი ტიპი). ლაბორატორუიული ანალიზების ცვლილება: კალიუმის მაღალი დონე, რომელიც უკუქცევადია მიღების შეწყვეტის შემდეგ, სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, ძილიანობა, გონების დაკარგვა, გულისცემის შეგრძნება, (გულისცემის აღქმა), ტაქიკარდია (გულისცემის გახშირება), ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე), დიაბეტის მქონე პაციენტების შემთხვევაში, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), პირის ღრუს სიმშრალე, ფოტომგრძნობელობის რეაქციები (კანის მომატებული მგრძნობელობა მზეზე), ართრალგია (ტკივილები სახსრებში), მაიალგია (ტკივილები კუნთებში), ტკივილი გულმკერდის არეში, შეუძლოდ ყოფნა, პერიფერიული შეშუპება, მომატებული ტემპერატურა, სისხლში შარდოვანას მომატებული დონე, სისხლში კრეატინინის მომატებული დონე, დაცემა.

• იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000 პაციენტიდან 1-ში ან ნაკლებში): მდგომარეობის გაუარესება ფსორიაზის დროს, ლაბორატორიული მაჩვენებლების შეცვლა: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, შრატში ბილირუბინის მაღალი დონე, სწრაფი დაღლა,

• ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000 პაციენტიდან 1-ში ან ნაკლებში): ცნობიერების აღრევა, ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი ტიპი), რინიტი (გაგუდული ცხვირი ან სურდო), მძიმე გადახრები თირკმელების მუშობაში, სისხლის ანალიზის მაჩვენებლების ცვლილებები, როგორიც არის ლეიკოციტების და ერითროციტების რაოდენობის შემცირება, შემცირებული ჰემოგლობინი, თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა, სისხლში კალციუმის მაღალი დონე, ღვიძლის ფუნქციებში გადახრა.

• უცნობი (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია): ანომალური ეკგ, ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: კალიუმის დაბალი დონე, შარდმჟავას მაღალი და შაქრის დაბალი დონე სისხლში, ახლომხედველობა (მიოპია), არამკაფიო მხედველობა, მხედველობის დარღვევა. თუ თქვენ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენურ-სისხლძარვიოვანი დაავადების ტიპი), შესაძლოა გაუარესება. კანის გაუფერულება, დაბუჟება და ხელის ან ფეხის თითების ტკივილი (რეინოს სინდრომი), მხედველობის გაუარესება ან თვალების ტკივილი, მაღალი წნევის გამო (თვალის სიხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების შესაძლო ნიშანი (ქორიოიდალური გამონაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა). თუ თქვენ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენური დაავადების ტიპი), თქვენი მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს.

შეიძლება განვითარდეს დარღვევები სისხლის, თირკმელების, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის მხრივ და ლაბორატორიული პარამეტრების (სისხლის ანალიზებში) დარღვევები. თქვენი მდგომარეობის საკონტოლოდ ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი.

აგფ ინიჰიბიტორების მიღებისას შარდის კონცენტრაციის მომატება (გამუქება), გულისრევა ან ღებინება, კუნთური სპაზმები, ცნობიერების დაბინდვა და კრუნჩხვები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ადჰ (ანტიდიურეზული ჰორმონის) არაადეკვატური სეკრეციით. ასეთი სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ თქვენ გაგინვითარდებათ რაიმე სახის გვერდითი ეფექტები შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ან ჩანართში.

5. როგორ ინახება ნოლიპრელი ბი-ფორტე

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე.

არ შეიძლება ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღება მუყაოს კოლოფზე და კონტეინერზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის მითითებისას იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

ნესტის მოხვედრისგან დასაცავად მჭიდროდ დახურეთ კონტეინერი.

ეს პრეპარატი უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 30°ჩ ტემპერატურაზე.

არ გადაყაროთ წამლები გამდინარე წყლებში ან ან კანალიზაციაში. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადააგდოთ წამლები, რომელთა მიღებაც დასრულებულია. ეს ზომები მიმართულია გარემოს დაცვისკენ.

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ნოლიპრელი ბი-ფორტე

• აქტიური ნივთიერებები: პერინდოპრილ არგინინი და ინდაპამიდი. აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 10მგ პერინდოპრილ არგინინს (რაც შეესაბამება 6.79მგ პერინდოპრილს) და 2.5 ინდაპამიდს.

• ტაბლეტის ცენტრალურ ნაწილში შემავალი სხვა კომპონენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (E470B), მალტოდექსტრინი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი (E551), ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (A ტიპი); აპკიანი გარსი: გლიცერინი (E442), ჰიპრომელოზა (E464), მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი (E470B), ტიტანის დიოქსიდი (E171).

როგორ გამოიყურება ნოლიპრელი ბი-ფორტე და შეფუთვის შიგთავსი

ნოლიპრელი ბი-ფორტე – ეს არის აპკიანი გარსით დაფარული თეთრი, მრგვალი ტაბლეტები. აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 10მგ პერინდოპრილ არგინინს და 2.5მგ ინდაპამიდს.

ტაბლეტები გამოდის კონტეინერებში, რომელიც შეიცავს 14, 20, 28, 30, 50 ტაბლეტს.

შესაძლოა, რომ ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის პირობები:

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ნოლიპრელ ბი-ფორტე 10/2.5მგ#30ტ
  • სახელი: ნოლიპრელ ბი-ფორტე 10/2.5მგ#30ტ
  • შეფუთვა: 10მგ+2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 ფლაკონში
Aversi 27.3 ლ
ნოლიპრელი ბი ფორტე ტაბლეტი 10მგ+2.5მგ #30
  • სახელი: ნოლიპრელი ბი ფორტე ტაბლეტი 10მგ+2.5მგ #30
  • მწარმოებელი: Servier (Ireland) Industries Ltd (ირლანდია)
  • შეფუთვა: 10მგ+2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 ფლაკონში
Pharmadepot 27.38 ლ

GPC 27.38 ლ
Noliprel Bi-forte - ნოლიპრელი ბი ფორტე 30 ტაბლეტი
  • სახელი: Noliprel Bi-forte - ნოლიპრელი ბი ფორტე 30 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Servier (Ireland) Industries Ltd (ირლანდია)
  • შეფუთვა: 10მგ+2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 ფლაკონში
PSP 27.4 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა