ერიბენზი - erybenz
ერიბენზი - erybenz

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატები, აკნეს სამკურნალო ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ბენზოილ პეროქსიდი + ერითრომიცინი

გელი (5+3) % მ/მ

**1.**ფარმაცევტული პროდუქტის მახასიათებლები

1.1სავაჭრო დასახელება: ერიბენზი

1.2შემადგენლობა:აქტიური ინგრედიენტები: ბენზოილ პეროქსიდი და **** ერითრომიცინი.

დამხმარე ნივთიერებები: ბუთილჰიდროქსიანიზოლი, ჰიპროლოზა, მეთილ სალიცილატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ლიმონმჟავა, ლიმონის არომატული ზეთი, ეთანოლი, გასუფთავებული წყალი.

1.3ფარმაცევტული ფორმა: გელი

1.4****აქტიური ინგრედიენტის ძალა: ბენზოილ პეროქსიდი 5% მ/მ და **** ერითრომიცინი 3% მ/მ.

1.5****აღწერილობა – შეფუთვა: ბენზოილ პეროქსიდი გელი და ერითრომიცინი გელი მოთავსებულია შიდა ეპოქსიფენოლური ლაქის ფენის მქონე ალუმინის ტუბებში, რომლებიც დახურულია თეთრი ფერის, ხრახნიანი მსპე ან მსპპ თავსახურებით. თითოეული ტუბი შეიცავს 12.5გ ან 20გ ბენზოილ პეროქსიდის გელს ან 12.5გ ან 20გ ერითრომიცინის გელს. ინფორმაცია პროდუქტის და სერიის მახასიათებლების შესახებ იბეჭდება ტუბის გარედან. თითოეული კოლოფი შეიცავს ორ ტუბს, ცარიელ პლასტმასის ქილას პრეპარატების კომპონენტების შერევისთვის, პლასტმასის ნიჩაბს და ფურცელ–ჩანართს.

1.6ფარმაკოთერაპიული კატეგორია: ვულგარული აკნეს ადგილობრივი მკურნალობა.

1.7****მწარმოებელი : Help S.A.

**2.**რა უნდა იცოდეთ პრეპარატის შესახებ, რომელიც გამოგიწერათ ექიმმა

ამ ფურცელ–ჩანართში მოცემული ინფორმაცია ეხება მხოლოდ თქვენი ექიმის მიერ დანიშნულ კონკრეტულ პრეპარატს. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ მას. თქვენ მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუმცა შესაძლოა ყველაფერი არ იყოს ახსნილი. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ან თუ არ ხართ დარწმუნებული რაიმეში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

2.1****ზოგადი ინფორმაცია: გელი შეიცავს მიკრობულ აგენტს მსუბუქი კერატოლიზური თვისებებით,ასევე ანტიბიოტიკური ეფექტებით და ანტისებორეული თვისებებით**.** გარდა ამისა, ერითრომიცინის მოქმედებითგელი აფერხებს ლიპაზის გამომუშავებას და ხელს უწყობს კომედონების რაოდენობის შემცირებას (ასევე ანტიბაქტერიულ თვისებებს) ბენზოილ პეროქსიდის მოქმედების შედეგად.

2.2****ჩვენებები: გელი ნაჩვენებია ვულგარული აკნეს ადგილობრივი მკურნალობისთვის.

2.3****უკუჩვენებები: პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ბენზოილ პეროქსიდის, ერითრომიცინის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

2.4****განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას: პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი, გარეგანი გამოყენებისთვის. არ დაუშვათ პრეპარატის მოხვედრა თვალების, ცხვირის, პირის ღრუს და სხვა ლორწოვან გარსებზე. ქერათმიანმა ინდივიდებმა და აქერცლილი კანის მქონე პაციენტებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ პრეპარატის დღეში ერთხელ გამოყენებით, მაგალითად ძილის წინ, რაც ხელს შეუწყობს პრეპარატის შეწოვას ღამის განმავლობაში.

პრეპარატმა შეიძლება გააუფერულოს თმა ან შეღებილი ქსოვილები.

ანტიბიოტიკების გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს მიკროორგანიზმების რეზისტენტული შტამების, მათ შორის სოკოების განვითარებასთან. დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს. თუ ეს მოვლენები განვითარდება, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და საჭირო ზომების მიღება.

ორსულობა - ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ერიბენზის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ამრიგად, ერიბენზი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აბსოლუტურად აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: ერიბენზის გამოყენების შემდეგ სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ეფექტი ცნობილი არ არის.

2.5****ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები: სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას აკნეს ადგილობრივი მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილე, რათა თავიდან იქნას აცილებული კუმულაციური გაღიზიანების შესაძლებლობა. კლინდამიცინსა და ერითრომიცინს შორის კონკურენციის არსებობა ადექვატურად იქნა ნაჩვენები კვლევებში.

2.6დოზირება და გამოყენების წესი: პრეპარატი გამოიყენება დღეში ორჯერ. დილით და საღამოს იგი დაიტანება იმ ადგილებზე, სადაც ჩვეულებრივ ჩნდება აკნე ან მისი გამოყენება ხდება ისე, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. ეს ადგილები ჯერ ნაზად უნდა ჩამოიბანოთ ნელთბილი წყლით და ნაზად გაიმშრალოთ. პრეპარატი უნდა წაისვათ თხელ ფენად თითის წვერით, სანამ იგი არ შეიწოვება. გამოყენების შემდეგ პაციენტმა კარგად უნდა დაიბანოს ხელები. პრეპარატი არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის.

მითითებები გამოყენების შესახებ : გამოყენებამდე ორი ტუბის შიგთავსი შეურიეთ ერთმანეთს სპეციალურ ქილაში. შერევა განახორციელეთ პლასტმასის ნიჩბის გამოყენებით ერთგვაროვანი გელის მიღებამდე. შერევის შემდეგ პრეპარატი მზად არის გამოსაყენებლად.

სიფრთხილე: თითოეული ტუბის შიგთავსი კანზე ცალკე არ გამოიყენოთ. შერევის შემდეგ პრეპარატი შეინახეთ მაცივარში 2 თვის განმავლობაში.

2.7****დოზის გადაჭარბება – მკურნალობა: პროდუქტის ადგილობრივი გამოყენების გამო, არასათანადო გამოყენების პრობლემამოსალოდნელი არ არის.

2.8****რა უნდა იცოდეთ იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება: თუ დოზა გამოტოვეთ, წაისვით გელი დაზიანებულ ადგილზე, როგორც კი გაგახსენდებათ, თუ უკვე არ არის შემდეგი დოზის გამოყენების დრო. ამ შემთხვევაში არ უნდა გააორმაგოთ დოზა, არამედ ჩვეულებრივ უნდა გააგრძელოთ მკურნალობა.

2.9****არასასურველი ეფექტები მოხსენებული გვერდითი რეაქციები მოიცავს კანის სიმშრალეს და ჭინჭრის ციებას, სახის შეშუპებას, ერითემას, კონტაქტურ დერმატიტს, სინათლის მიმართ მგრძნობელობას, აქერცვლას, ცხიმიანობას.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ თუ გამოგივლინდათ გვერდითი ეფექტები, შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რაც არ არის არწერილი ამ ფურცელ–ჩანართში.

2.10არგისობის ვადა: ვარგისობის ვადა მითითებულია პირველად და მეორად შეფუთვაზე. თუ ვარგისობის ვადა გასულია, პრეპარატი არ გამოიყენოთ. შერევის შემდეგ პრეპარატი უნდა ინახებოდეს მაცივარში, 2 თვის განმავლობაში.

2.11განსაკუთრებული მითითებები შენახვისთვის: ორი ტუბის შიგთავსის შერევამდე პრეპარატი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (250C). ორი ტუბის შიგთავსის შერევის შემდეგ პრეპარატი შეინახეთ 2-80C ტემპერატურაზე (მაცივარში), 2 თვის განმავლობაში. პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

2.12ამ ფურცელი–ჩანართის გადაიხედვამოხდა03/2021.

3. ინფორმაციაპრეპარატებისრაციონალური გამოყენების შესახებ

- ეს პრეპარატი თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ მხოლოდ კონკრეტული სამედიცინო პრობლემისთვის. თქვენ არ უნდა გადასცეთ იგი სხვა პირებს ან, წინასწარი სამედიცინო კონსულტაციის გარეშე, არ უნდა გამოიყენოთ სხვა დაავადების სამკურნალოდ. - თუ მკურნალობის დროს პრეპარატთან დაკავშირებით წარმოიქმნება პრობლემა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. - თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა იმ პრეპარატთან დაკავშირებით, რომელსაც ღებულობთ, ან გჭირდებათ მეტი ინფორმაცია თქვენი სამედიცინო პრობლემის შესახებ, ნუ დააყოვნებთ და ჰკითხეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. - პრეპარატის ეფექტური და უსაფრთხო გამოყენებისთვის, თქვენ უნდა გამოიყენოთ იგი არსებული ინსტრუქციის შესაბამისად. - თქვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ყურადღებით წაიკითხოთ ინფორმაცია თქვენთვის დანიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით. - არ შეინახოთ პრეპარატები აბაზანის კარადაში, რადგან მაღალმა ტემპერატურამ და ტენიანობამ შეიძლება შეცვალოს პრეპარატის თვისებები, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას. - არ შეინახოთ მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ ან ვადაგასულია. - მეტი უსაფრთხოებისთვის ყველა პრეპარატი შეინახეთ უსაფრთხო და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

**4.**გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი:III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

დასახელება - ერიბენზი 100მგ/გ20გ(A+Bტუბ)გელ

ფარმაკოთერაპიული კატეგორია: ვულგარული აკნეს ადგილობრივი მკურნალობა.

უკუჩვენებები: პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ბენზოილ პეროქსიდის, ერითრომიცინის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ
განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას: პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი, გარეგანი გამოყენებისთვის. არ დაუშვათ პრეპარატის მოხვედრა თვალების, ცხვირის, პირის ღრუს და სხვა ლორწოვან გარსებზე. ქერათმიანმა ინდივიდებმა და აქერცლილი კანის მქონე პაციენტებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ პრეპარატის დღეში ერთხელ გამოყენებით, მაგალითად ძილის წინ, რაც ხელს შეუწყობს პრეპარატის შეწოვას ღამის განმავლობაში.

დოზირება და გამოყენების წესი: პრეპარატი გამოიყენება დღეში ორჯერ. დილით და საღამოს იგი დაიტანება იმ ადგილებზე, სადაც ჩვეულებრივ ჩნდება აკნე ან მისი გამოყენება ხდება ისე, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. ეს ადგილები ჯერ ნაზად უნდა ჩამოიბანოთ ნელთბილი წყლით და ნაზად გაიმშრალოთ. პრეპარატი უნდა წაისვათ თხელ ფენად თითის წვერით, სანამ იგი არ შეიწოვება. გამოყენების შემდეგ პაციენტმა კარგად უნდა დაიბანოს ხელები. პრეპარატი არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის.

ვარგისობის ვადა: ვარგისობის ვადა მითითებულია პირველად და მეორად შეფუთვაზე. თუ ვარგისობის ვადა გასულია, პრეპარატი არ გამოიყენოთ. შერევის შემდეგ პრეპარატი უნდა ინახებოდეს მაცივარში, 2 თვის განმავლობაში.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისთვის: ორი ტუბის შიგთავსის შერევამდე პრეპარატი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (250C).

დასახელება - ერიბენზი 100მგ/გ20გ(A+Bტუბ)გელ

ფარმაკოთერაპიული კატეგორია: ვულგარული აკნეს ადგილობრივი მკურნალობა.

უკუჩვენებები: პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ბენზოილ პეროქსიდის, ერითრომიცინის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ
განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას: პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი, გარეგანი გამოყენებისთვის. არ დაუშვათ პრეპარატის მოხვედრა თვალების, ცხვირის, პირის ღრუს და სხვა ლორწოვან გარსებზე. ქერათმიანმა ინდივიდებმა და აქერცლილი კანის მქონე პაციენტებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ პრეპარატის დღეში ერთხელ გამოყენებით, მაგალითად ძილის წინ, რაც ხელს შეუწყობს პრეპარატის შეწოვას ღამის განმავლობაში.

დოზირება და გამოყენების წესი: პრეპარატი გამოიყენება დღეში ორჯერ. დილით და საღამოს იგი დაიტანება იმ ადგილებზე, სადაც ჩვეულებრივ ჩნდება აკნე ან მისი გამოყენება ხდება ისე, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. ეს ადგილები ჯერ ნაზად უნდა ჩამოიბანოთ ნელთბილი წყლით და ნაზად გაიმშრალოთ. პრეპარატი უნდა წაისვათ თხელ ფენად თითის წვერით, სანამ იგი არ შეიწოვება. გამოყენების შემდეგ პაციენტმა კარგად უნდა დაიბანოს ხელები. პრეპარატი არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის.

ვარგისობის ვადა: ვარგისობის ვადა მითითებულია პირველად და მეორად შეფუთვაზე. თუ ვარგისობის ვადა გასულია, პრეპარატი არ გამოიყენოთ. შერევის შემდეგ პრეპარატი უნდა ინახებოდეს მაცივარში, 2 თვის განმავლობაში.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისთვის: ორი ტუბის შიგთავსის შერევამდე პრეპარატი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (250C).

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა