ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაზალური პრეპარატები, სიმპათომიმეტური საშუალებების კომბინაციები გარდა კორტიკოსტეროიდებისა გამოყენებისათვის
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
რინომარისი ინტენსივი
(RINOMARIS INTENSIVE)
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: იპრატროპიუმის ბრომიდი; ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი; 1მლ შეიცავს 0,6მგ იპრატროპიუმის ბრომიდის მონოჰიდრატს და 0,5მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს; დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმ ედეტატი, გასუფთავებული ზღვის წყალი, გლიცერინი 85%, ქლორწყალბად მჟავა და ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირებლად), გასუფთავებული წყალი.
ჩვენებები: ცხვირის დახშობის და რინორეის სიმპტომური მკურნალობა რესპირატორული დაავადებების დროს.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. დადგენილი მომატებული მგრძნობელობა ატროპინის ან მსგავსი საშუალებების, მაგ: ჰიოსციამინის, სკოპოლამინის მიმართ. თავის ტვინის მყარ გარსზე გადატანილი ქირურგიული ოპერაციები, მაგ: ტრანსფენოიდალური ჰიპოფიზექტომია ან სხვა ტრანსნაზალური ოპერაციები; მწვავე კორონარული დაავადებები, კორონარული ასთმა, ჰიპერთირეოზი; გლაუკომა; მშრალი რინიტი; ბავშვთა ასაკი (18 წლამდე).
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები:
მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო ინჰიბიტორები): პრეპარატის დანიშვნა არ არის
რეკომენდებული მაო ინჰიბიტორებთან ერთად და მკურნალობის დასრულებიდან 2 კვირის
განმავლობაში, რადგან შესაძლოა ძალიან გაიზარდოს არტერიული წნევა.
სიმპათომიმეტიკური პრეპარატები იწვევენ კატექოლამინების გამოთავისუფლებას, რაც
განაპირობებს ნორადრენალინის ინტენსიურ გამოთავისუფლებას, რაც თავის მხრივ ავლენს
სისხლძარღვების შევიწროვების ეფექტს, შედეგად კი იზრდება არტერიული წნევა. თუ
არტერიული წნევის მატება კრიტიკულია რინომარისი ინტენსივის მიღება უნდა შეწყდეს
და დაინიშნოს სიმპტომური მკურნალობა. სამციკლიანი და ოთხციკლიანი
ანტიდეპრესანტები: რინომარისი ინტენსივის დანიშვნა არ არის რეკომენდებული
სამციკლიან და ოთხციკლიან ანტიდეპრესანტებთან ერთად და მკურნალობის დასრულებიდან
2 კვირის განმავლობაში, რადგან მოსალოდნელია ქსილომეტაზოლინის სიმპათომიმეტიკური
ეფექტის გაძლიერება. სხვა ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან ერთად მიღებისას შესაძლოა
აღინიშნოს ანტიქოლინერგული ეფექტის გაძლიერება.
ზემოთ მოცემული ურთიერთქმედებების შესწავლა მოხდა რინომარისი ინტენსივის თითოეული
აქტიური ნივთიერების შემთხვევაში ცალ-ცალკე და არა კომბინაციის სახით. სხვა
პრეპარატებთან ურთიერთქმედების ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა.
გამოყენების თავისებურებები: რინომარისი ინტენსივი სიფრთხილით მიიღება
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მიდრეკილება დახურულკუთხოვანი გლაუკომის
განვითარების, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის და შარდის ბუშტის ყელის
სტენოზის მიმართ. პრეპარატი არ უნდა მოხვდეს თვალში და თვალის ირგვლივ.
პრეპარატის თვალში მოხვედრისას მოსალოდნელია შემდეგი რეაქციები: მხედველობის
დროებით დაბინდვა, თვალების გაღიზიანება, ტკივილი, სიწითლე. შესაძლოა გართულდეს
დახურულკუთხოვანი გლაუკომა. პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება, რომ პრეპარატის
თვალში მოხვედრისას აუცილებელია ცივი წყლით ჩამობანა. თვალების ტკივილის ან
მხედველობის დაბინდვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატი
სიფრთხილით მიიღება ცხვირიდან სისხლდენის (მაგ: ხანდაზმული პაციენტები), ნაწლავთა
პარალიზური გაუვალობის ალბათობის შემთხვევაში და მუკოვისციდოზით დაავადებულ
პაციენტებში.
რინომარისი ინტენსივი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც
მგრძნობიარენი არიან ადრენერგული პრეპარატების მიმართ, რადგან შესაძლოა აღინიშნოს
ძილის დარღვევა, თავბრუსხვევა, კანკალი, გულის არითმია ან არტერიული წნევის
აწევა. სიფრთხილეა საჭირო ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის, არტერიული
ჰიპერტენზიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან ფეოქრომოციტომის მქონე
პაციენტებში. შესაძლოა აღინიშნოს უეცარი ჰიპერმგრძნობელობა, მათ შორის ჭინჭრის
ციება, ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ბრონქოსპაზმი, ხორხის შეშუპება,
ანაფილაქსიური რეაქციები. პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ ექიმისათვის საეჭვო
გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან
შესაძლებელი ხდება პრეპარატის სარგებელი-რისკის თანაფარდობის მონიტორინგის
გაგრძელება.

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა