გასტრიტოლი - GASTRITOL
გასტრიტოლი - GASTRITOL

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო სხვა პრეპარატები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

გასტრიტოლი პასტილები****

გამოყენების ინსტრუქცია

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, შეიცავს დამატკბობელს

შემადგენლობა: სამკურნალო მელისას (ბარამბო) ფოთლების ექსტრაქტი. (Melissa officinalis leaf (L) - D/E 3-5:1); ძირტკბილას ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Liquorique root); სამკურნალო გვირილას ყვავილის ექსტრაქტი (Chamomilla recutita Flowers - D/E 19-26:1); კოჭას ( ჯანჯაფილი) ფესვების ექსტრაქტი (Zingiber officinalis - Rhizome - D/E 3-5:1). დამატკბობელი სუკრალოზა; არომატიზატორი: პიტნის ზეთი, შემავსებელი: გუმიარაბიკი; გასუფთავებული წყალი.

აქტიური ნივთიერებების სარეკომენდაციო დღიური დოზა | 1 პასტილა (1 გ) | 3 პასტილა (3 გ)
---|---|---
სამკურნალო მელისას (ბარამბო) ფოთლების ექსტრაქტი | 15,2 მგ | 45,6 მგ
ძირტკბილას ფესვების მშრალი ექსტრაქტი | 15,2 მგ | 45,6 მგ
სამკურნალო გვირილას ყვავილის ექსტრაქტი (მთელი რიცხვი) | 7,2 მგ | 21,6 მგ
კოჭას ( ჯანჯაფილი) ფესვების ექსტრაქტი | 1 მგ | 3 მგ

გამოშვების ფორმა: საწუწნი პასტილები

აღწერა და თვისებები:

სამკურნალო გვირილას ყვავილის ექსტრაქტის ძირითადი კომპონენტია, ალფა- ბისაბოლოლი, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ალფა ბისაბოლილი აინჰიბირებს ფერმენტ ციკლოოქისგენაზას, შესაბამისად, არ წარმოიქმნება პათოლოგიური ცოგ-2 და 5-ლიპოქსიგენაზა, რომლებიც პასუხისმგებელნი ანთების საწინააღმდეგო მედიატორების (პროსტაგლანდინების, პროსტაციკლინების, თრომბოქსანისა და ლეიკოტრიენების) გამომუშავებაზე. მატრიცინი, რომელის თავის მხრივ შეიცავს ქამაზულენს და ახასიათებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტზე მიორელაქსაციური მოქმედება და გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების დროს, მათ შორის მეტეორიზმი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება, დიარეა, კოლიკა, გულისრევა, ღებინება.

ძირტკბილას ფესვების მშრალი ექსტრაქტის მთავარი კომპონენტია გლიცირიზინის
მჟავა, რომელსაც აქვს ანტიმიკრობული, ანტისეკრეტორული და ლორწოვანი გარსის სწრაფი ეპითელიზაციის უნარი. გლიცირიზინის მჟავა კუჭისა და თორმეტგოჯა
ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს ახდენს მომატებული მარილმჟავას
სეკრეციის ნორმალიზებას, რადგან ზრდის მუცინურ-ბიკარბონატული ნაერთების გამომუშავებას.

მუცინი იცავს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსს ჰელიკობაქტერია პილორის აგრესიული ზემოქმედებისაგან, ხოლო ბიკარბონატები ანეიტრალებენ მაღალ მჟავიანობას კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში.

გლიცირიზინი,ს მჟავას ახასიათებს ანტიპეპსინური მოქმედება, ასევე ზრდის სეროტონინისა და პროსტაგლანდინების სინთეზს კუჭში, რაც ამცირებს მისი ლორწოვანი გარსის ანთებას.

მელისას (ბარამბო) ფოთლების ექსტრაქტი შეიცავს როზმარინის მჟავას, რომელსაც გააჩნია ნაღვლმდენი, სპაზოლიზური, ანტიმიკრობული და ანტიქოსიდანტური მოქმედება. როზმარინის მჟავას აქვს: ქოლერიტული და ქოლეკინეტიკური მოქმედება. ქოლერიტული მოქმედებით, როზმარინის მჟავა ასტიმულირებს ნაღვლისა და ნაღვლის მჟავების სინთეზს ნაღვლის ბუშტში, ხოლო ქოლეკინეტიკური მოქმედებით ასტიმულირებს სანაღვლე გზების მოტორულ ფუნქციას და ამით ხელს უწყობს ნაღვლის გამოყოფას. ქოლერიტული უნარით გასტრიტოლის პასტილა ზრდის ნაღვლის გადინებას სანაღვლე გზების მეშვეობით, რაც ხელს უშლის აღმავალი ინფექციის განვითარებას, შესაბამისად მცირდება ანთებითი პროცესი. ამ უნარით გასტრიტოლის პასტილა, (ზრდის რა ნაღვლის მჟავების შემცველობას ნაღველში) ამცირებს ქოლესტერინის შემცველი კენჭების წარმოქმნის შესაძლებლობას.

კოჭას ფესვის ექსტრაქტი შეიცავს ჯინჯეროლს, რომელსაც გააჩნია კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მარეგულირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება და ეწინააღმდეგება აირების წარმოქმნას. ჯინჯეროლი ნაწლავებში წარმოქმნილ აირის ბუშტუკებს შლის და ხელს უშლის ახალი ბუშტუკების წარმოქმნას. კოჭა- (ჯანჯაფილი) ეფექტური საშუალებაა გულისრევის დროს, მათ შორის ორსულთა ტოქსიკოზის და ქიმიოთერაპიის შემთხვევაში. მცენარის ერთ- ერთი მთავარი თვისება არის მადისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორული ფუნქციის სტიმულირება, ასევე გამოიყენება კუჭში სიმძიმის შეგრძნებისა, მეტეორიზმის და გულისრევის სამკურნალოდ.

გამოყენების ჩვენებები :, გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების კომლექსურ თერაპიაში, ტკივილი კუჭის არეში, ჭამის შემდეგ კუჭში სიმძიმის შეგრძნება, უკონტროლო შიმშილის, მადის დაქვეითების, გულისრევის ( მათ შორის ორსულებსა და ქიმიოთერაპიის შემდგომ პერიოდში) და დისკომფორტის, კოლიკების, მეტეორიზმის და დეფეკაციის დარღვევისას. ქოლეცისტიტისა და ქოლანგიტების დროს. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დასაცავად. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.

რეკომენდებული დღიური დოზა: მოზრდილები - 1 პასტილა 3-ჯერ დღეში, საკვების მიღების მიუხედავად, ან მიიღეთ 1 პასტილა, საჭმლის მომნელებელი პროცესის დარღვევასთან დაკავშირებული სიმპტომების გამოჩენისთანავე. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

მკურნალობის სარეკომენდაციო კურსი შეადგენს 3-4 კვირას.

გამოყენებამდე გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები : ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეფუთვა : 10 პასტილა ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

დამზადებულია: Alpen Pharma AG, ბერნი, შვეიცარია

მწარმოებელი : Bolder Artsneimittel GmbH & Co. KG, გერმანია

პასუხისმგებელი მწარმოებელი: Dr. Gustav Klein GmbH & Co. KG, გერმანია

გასტრიტოლი პასტილები
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
შეიცავს დამატკბობელებს

შემადგენლობა: მტარებელი და დამატკბობელი: მალტიტოლი; მტარებელი: გუმიარაბიკი; გასუფთავებული წყალი; სამკურნალო ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი (Melissa officinalis (L)-D-E 3-5:1); ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტი (Liquorique root გამოფრქვევით გამშრალი); გვირილის ყვავილებიდან CO2 ექსტრაქტი (Chamomilla recutita ყვავილები-D-E 19-26:1); მინანქრის აგენტი: საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები; არომატიზატორი: ნაღველას ნაყენი; ჯანჯაფილის ფესვიდან CO2 ექსტრაქტი (Zingiber officinalis-Rhizome-D-E 3-5:1); არომატიზატორი: ბაღის პიტნის ზეთი; დამატკბობელი საქრალოზა; არომატიზატორი: მენთოლი; კიმონის ზეთი.
აქტიური ინგრეტიენტები რეკომენდებულ დღიური დოზით
1 პასტილი 3 პასტილი
(1გ) (3გ)
სამკურნალო ბარამბოს
ფოთლების
ექსტრაქტი 15,2მგ 45,6მგ

ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტი
(ფხვნილი) 15,2მგ 45,6მგ

გვირილის ყვავილებიდან
ექსტრაქტი
(მთლიანი რიცხვი) 7,2მგ 21,6მგ
ჯანჯაფილის ფესვიდან CO2
ექსტრაქტი 1მგ 3მგ

ჩვენება: შეიძლება რეკომენდებული იყოს ექიმის მიერ, როგორც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყარო დარღვევების შემთხვევაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად, ჭამის შემდეგ კუჭში სიმძიმის, შიმშილის უკონტროლო შეგრძნების, მადის დაქვეითების, გულისრევისა და დისკომფორტის, კოლიკისა და მეტეორიზმის, დეფეკაციის დარღვევის დროს. კუჭის ლორწოვანი გარსის და თორმეტგოჯა ნაწლავის გარსის დასაცავად.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის კომპონენტების მიმართ.

რეკომენდებული დღიური დოზა: მოზრდილებში-1 პასტილი 3-ჯერ დღეში, კვების მიღების მიუხედავად ან მიიღება 1 პასტილი საჭმლის მონელების დარღვევებთან დაკავშირებული სიმპტომების გამოვლენის დროს. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

რეკომენდებული გამოყენების პერიოდი: 3-4 კვირა.

გამოყენებამდე რეკომენდებულია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ გამოიყენება კვების სრულფასოვანი რაციონის ჩასანაცვლებლად და არ შეუძლია შეცვალოს ჯანსაღი ცხოვრების წესი.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალში შეფუთვაში, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25?.

შეფუთვა: 10 პასტილი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

მასა ნეტო: 20გ.

წამლის ფორმა: საწუწნი პასტილები.

წარმოებულია: ალპენ ფარმა აგ-სთვის, შვეიცარია.

მწარმოებელი: ბოლდერი არცნაიმიტელი გმბჰ ენდ კო.კგ, გერმანია.

სერიის გამოსვებაზე პასუხისმგებელი მწარმოებელი: დრ. გუსტავ კლაინი გმბჰ ენდ კო.კგ, გერმანია.

მცენარეებით დაცული კუჭ-ნაწლავის ტრაქტი!
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
100 მლ პრეპარატი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ბატის მარწყვა ბალახის თხევადი ექსტრაქტი (Anserinae herba) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40 % (მოც./მოც.)) 35 მლ, სამკურნალო გვირილას ყვავილების თხევადი ექსტრაქტი (Matricariae flos) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 45%(მოც./მოც.)15 მლ, ძირტკბილას ფესვების თხევადი ექსტრაქტი (liquiritiae radix) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40% (მოც./მოც.))15 მლ, ანგელოზას ფესვების თხევადი ექსტრაქტი (Angelicae radix) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40% (მოც./მოც.)) 5 მლ, ძიძას ბალახის თხევადი ექტრაქტი (Cnici ben. Herba) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40%(მოც./მოც.))5 მლ, მწარე აბზინდას თხევადი ექსტრაქტი (Absinthii herba) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40%(მოც./მოც.))5 მლ.
სხვა ინგრედიენტები (სხვა დამხმარე ნივთიერებები): ეთანოლი 96% (მოც./მოც.), წყალი გასუფთავებული.

გამოშვების ფორმა
ორალური წვეთები
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები
გამჭვირვალე ყავისფერი სითხე

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საშუალებები, რომელიც გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური მოშლილობებისას. ათქ კოდი: A03A X20

ჩვენებები
ფუნქციური დისპეფსია, მეტეორიზმი, გასტრიტები, მათ შორის ქრონიკული ჰიპერაციდული გასტრიტი, ასევე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში.

უკუჩვენებები
პრეპარატის რომელიმე ინგრიედინტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, პრეპარატის კომპონენტებზე ალერგიული რეაქციები.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
დღმდე არ არის ცნობილი.

განსაკუთრებული გაფრთხილება
პრეპარატის 1 წვეთი შეიცავს 0,016 გ ეთანოლს.

ორსულობა და ძუძუთი კვება (ლაქტაცია)
მსგავს შემთხვევებში პრეპარატის გამოყენების შესახებ საკმარისი გამოცდილების არარსებობის გამო, არ არის სასურველი მისი გამოყენება ორსულ ქალებში და ლაქტაციის პერიოდში.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვის და სპეციალურ მოწყობილობასთან მუშაობის უნარზე
თერაპიული დოზების დიაპაზონში პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის მართვაზე ანა სხვა მექანიზმებთან მუშაობაზე.
ბავშვები
ბავშვებში გამოყენების საკმარისი გამოცდილების არ არსებობის გამო პრეპარატის მიღება არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების მეთოდი
სხვაგვარი დანიშნულების არარსებობის შემთხვევაში, მიიღება მცირე რაოდენობის სითხეში გახსნილი 20–30 წვეთი, 3–ჯერ დღეში ჭამის დროს. მძიმე და მწვავე მდგომარეობისას მიიღება 15–25 წვეთი ყოველ 30 წუთში–ერთ საათში. მკურნალობის ასეთივე სქემა გამოიყენება განმეორებითი მკურნალობის შემთხვევაშიც.
მკურნალობის ხანგძლივობა – 3-4 კვირა. საჭიროებისას შესაძლოა მკურნალობის კურსის განმეორება 2 თვის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა
სამი წელი.
შენახვა
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 25ძC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ამ პრეპარატის ვარგისიანობის ვადა შეადგენს 3 წელს.
ფლაკონის გახსნის შემდეგ შენახვის ვადა შეადგენს 3 თვეს.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა და გამოშვების ფორმა
20 მლ, 50 მლ, 100 მლ ხსნარი საწვეთურიან ფლაკონში; 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთანერთად.

**გასტრიტოლი პასტილები **

გამოყენების ინსტრუქცია

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, შეიცავს დამატკბობელს

შემადგენლობა: სამკურნალო მელისას (ბარამბო) ფოთლების ექსტრაქტი. (Melissa officinalis leaf (L) - D/E 3-5:1); ძირტკბილას ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Liquorique root); სამკურნალო გვირილას ყვავილის ექსტრაქტი (Chamomilla recutita Flowers - D/E 19-26:1); კოჭას ( ჯანჯაფილი) ფესვების ექსტრაქტი (Zingiber officinalis - Rhizome - D/E 3-5:1). დამატკბობელი სუკრალოზა; არომატიზატორი: პიტნის ზეთი, შემავსებელი: გუმიარაბიკი; გასუფთავებული წყალი.

აქტიური ნივთიერებების სარეკომენდაციო დღიური დოზა | 1 პასტილა (1 გ) | 3 პასტილა (3 გ)
---|---|---
სამკურნალო მელისას (ბარამბო) ფოთლების ექსტრაქტი | 15,2 მგ | 45,6 მგ
ძირტკბილას ფესვების მშრალი ექსტრაქტი | 15,2 მგ | 45,6 მგ
სამკურნალო გვირილას ყვავილის ექსტრაქტი (მთელი რიცხვი) | 7,2 მგ | 21,6 მგ
კოჭას ( ჯანჯაფილი) ფესვების ექსტრაქტი | 1 მგ | 3 მგ

გამოშვების ფორმა: საწუწნი პასტილები

აღწერა და თვისებები:

**სამკურნალო გვირილას ყვავილის ექსტრაქტის **ძირითადი კომპონენტია, ალფა- ბისაბოლოლი, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ალფა ბისაბოლილი აინჰიბირებს ფერმენტ ციკლოოქისგენაზას, შესაბამისად, არ წარმოიქმნება პათოლოგიური ცოგ-2 და 5-ლიპოქსიგენაზა, რომლებიც პასუხისმგებელნი ანთების საწინააღმდეგო მედიატორების (პროსტაგლანდინების, პროსტაციკლინების, თრომბოქსანისა და ლეიკოტრიენების) გამომუშავებაზე. მატრიცინი, რომელის თავის მხრივ შეიცავს ქამაზულენს და ახასიათებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტზე მიორელაქსაციური მოქმედება და გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების დროს, მათ შორის მეტეორიზმი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება, დიარეა, კოლიკა, გულისრევა, ღებინება.

ძირტკბილას ფესვების მშრალი ექსტრაქტის მთავარი კომპონენტია გლიცირიზინის
მჟავა, რომელსაც აქვს ანტიმიკრობული, ანტისეკრეტორული და ლორწოვანი გარსის სწრაფი ეპითელიზაციის უნარი. გლიცირიზინის მჟავა კუჭისა და თორმეტგოჯა
ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს ახდენს მომატებული მარილმჟავას
სეკრეციის ნორმალიზებას, რადგან ზრდის მუცინურ-ბიკარბონატული ნაერთების გამომუშავებას.

მუცინი იცავს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსს ჰელიკობაქტერია პილორის აგრესიული ზემოქმედებისაგან, ხოლო ბიკარბონატები ანეიტრალებენ მაღალ მჟავიანობას კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში.

გლიცირიზინი,ს მჟავას ახასიათებს ანტიპეპსინური მოქმედება, ასევე ზრდის სეროტონინისა და პროსტაგლანდინების სინთეზს კუჭში, რაც ამცირებს მისი ლორწოვანი გარსის ანთებას.

**მელისას (ბარამბო) ფოთლების ექსტრაქტი **შეიცავს როზმარინის მჟავას, რომელსაც გააჩნია ნაღვლმდენი, სპაზოლიზური, ანტიმიკრობული და ანტიქოსიდანტური მოქმედება. როზმარინის მჟავას აქვს: ქოლერიტული და ქოლეკინეტიკური მოქმედება. ქოლერიტული მოქმედებით, როზმარინის მჟავა ასტიმულირებს ნაღვლისა და ნაღვლის მჟავების სინთეზს ნაღვლის ბუშტში, ხოლო ქოლეკინეტიკური მოქმედებით ასტიმულირებს სანაღვლე გზების მოტორულ ფუნქციას და ამით ხელს უწყობს ნაღვლის გამოყოფას. ქოლერიტული უნარით გასტრიტოლის პასტილა ზრდის ნაღვლის გადინებას სანაღვლე გზების მეშვეობით, რაც ხელს უშლის აღმავალი ინფექციის განვითარებას, შესაბამისად მცირდება ანთებითი პროცესი. ამ უნარით გასტრიტოლის პასტილა, (ზრდის რა ნაღვლის მჟავების შემცველობას ნაღველში) ამცირებს ქოლესტერინის შემცველი კენჭების წარმოქმნის შესაძლებლობას.

**კოჭას ფესვის ექსტრაქტი **შეიცავს ჯინჯეროლს, რომელსაც გააჩნია კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მარეგულირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება და ეწინააღმდეგება აირების წარმოქმნას. ჯინჯეროლი ნაწლავებში წარმოქმნილ აირის ბუშტუკებს შლის და ხელს უშლის ახალი ბუშტუკების წარმოქმნას. კოჭა- (ჯანჯაფილი) ეფექტური საშუალებაა გულისრევის დროს, მათ შორის ორსულთა ტოქსიკოზის და ქიმიოთერაპიის შემთხვევაში. მცენარის ერთ-ერთი მთავარი თვისება არის მადისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორული ფუნქციის სტიმულირება, ასევე გამოიყენება კუჭში სიმძიმის შეგრძნებისა, მეტეორიზმის და გულისრევის სამკურნალოდ.

გამოყენების ჩვენებები: გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების კომლექსურ თერაპიაში, ტკივილი კუჭის არეში, ჭამის შემდეგ კუჭში სიმძიმის შეგრძნება, უკონტროლო შიმშილის, მადის დაქვეითების, გულისრევის ( მათ შორის ორსულებსა და ქიმიოთერაპიის შემდგომ პერიოდში) და დისკომფორტის, კოლიკების, მეტეორიზმის და დეფეკაციის დარღვევისას. ქოლეცისტიტისა და ქოლანგიტების დროს. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დასაცავად. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.

**რეკომენდებული დღიური დოზა: **მოზრდილები - 1 პასტილა 3-ჯერ დღეში, საკვების მიღების მიუხედავად, ან მიიღეთ 1 პასტილა, საჭმლის მომნელებელი პროცესის დარღვევასთან დაკავშირებული სიმპტომების გამოჩენისთანავე. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

მკურნალობის სარეკომენდაციო კურსი შეადგენს 3-4 კვირას.

გამოყენებამდე გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეფუთვა: 10 პასტილა ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

**დამზადებულია: **Alpen Pharma AG, ბერნი, შვეიცარია

მწარმოებელი: Bolder Artsneimittel GmbH & Co. KG, გერმანია

**პასუხისმგებელი მწარმოებელი: **Dr. Gustav Klein GmbH & Co. KG, გერმანია

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
გასტრიტოლი #20პასტილა
  • სახელი: გასტრიტოლი #20პასტილა
  • მწარმოებელი: Dr. Gustav Klein GmbH & Co. KG (გერმანია)
  • შეფუთვა: 20მლ პერორალური წვეთები საწვეთურიანი ფლაკონი №1
Aversi 21.24 ლ
გასტრიტოლი 20მლ წვეთები
  • სახელი: გასტრიტოლი 20მლ წვეთები
  • მწარმოებელი: Dr. Gustav Klein GmbH & Co. KG (გერმანია)
  • შეფუთვა: 20მლ პერორალური წვეთები საწვეთურიანი ფლაკონი №1
Aversi 20 ლ
გასტრიტოლი 50მლ წვეთები
  • სახელი: გასტრიტოლი 50მლ წვეთები
  • მწარმოებელი: Dr. Gustav Klein GmbH & Co. KG (გერმანია)
  • შეფუთვა: 50მლ პერორალური წვეთები საწვეთურიანი ფლაკონი №1
Aversi 44 ლ
გრინტეროლი 250მგ #50კაფს
  • სახელი: გრინტეროლი 250მგ #50კაფს
Aversi 74.56 ლ
გასტრიტოლი პასტილა #20
  • სახელი: გასტრიტოლი პასტილა #20
  • შეფუთვა: 20მლ პერორალური წვეთები საწვეთურიანი ფლაკონი №1
Pharmadepot 14.84 ლ
გასტრიტოლი წვეთები ორალური 20მლ ფლაკონი #1
  • სახელი: გასტრიტოლი წვეთები ორალური 20მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Dr. Gustav Klein GmbH & Co. KG (გერმანია)
  • შეფუთვა: 20მლ პერორალური წვეთები საწვეთურიანი ფლაკონი №1
Pharmadepot 14.77 ლ
გასტრიტოლი წვეთები ორალური 50მლ ფლაკონი #1
  • სახელი: გასტრიტოლი წვეთები ორალური 50მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Dr. Gustav Klein GmbH & Co. KG (გერმანია)
  • შეფუთვა: 50მლ პერორალური წვეთები საწვეთურიანი ფლაკონი №1
Pharmadepot 31.01 ლ
გასტრიტოლი წვეთები ორალური 20მლ ფლაკონი #1
  • სახელი: გასტრიტოლი წვეთები ორალური 20მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Dr. Gustav Klein GmbH & Co. KG (გერმანია)
  • შეფუთვა: 20მლ პერორალური წვეთები საწვეთურიანი ფლაკონი №1
GPC 15.19 ლ
გასტრიტოლი პასტილა #20
  • სახელი: გასტრიტოლი პასტილა #20
GPC 15.26 ლ
გასტრიტოლი წვეთები ორალური 50მლ ფლაკონი #1
  • სახელი: გასტრიტოლი წვეთები ორალური 50მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Dr. Gustav Klein GmbH & Co. KG (გერმანია)
  • შეფუთვა: 50მლ პერორალური წვეთები საწვეთურიანი ფლაკონი №1
GPC 31.9 ლ
Gastritol - გასტრიტოლი საწუწნი ტაბლეტი 20 ცალი
  • სახელი: Gastritol - გასტრიტოლი საწუწნი ტაბლეტი 20 ცალი
PSP 14.43 ლ
Gastritol - გასტრიტოლი წვეთები 20მლ
  • სახელი: Gastritol - გასტრიტოლი წვეთები 20მლ
  • მწარმოებელი: Dr. Gustav Klein GmbH & Co. KG (გერმანია)
  • შეფუთვა: 20მლ პერორალური წვეთები საწვეთურიანი ფლაკონი №1
PSP 13.03 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა