ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საფაღარათო საშუალებები, ოსმოსური მოქმედების საფაღარათო საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
დუფალაკი****®
DUPHALAC®
სავაჭროდასახელება: დუფალაკი®
საერთაშორისოარაპატენტურიდასახელება**:** ლაქტულოზა.
წამლისფორმა: სიროფი.
შემადგენლობა
1 მლ სიროფი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ლაქტულოზა 667 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული წყალი 1 მლ-მდე.
1 პაკეტი 15 მლ შეიცავს ლაქტულოზას 10გ
აღწერა
გამჭვირვალე, ბლანტი სითხე უფეროდან ღია ყვითელ ფერამდე მოყავისფრო ელფერით.
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: ოსმოსური საფაღარათო საშუალება.
ფარმაკოლოგიური****თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მსხვილ ნაწლავში ნაწლავური ფლორის მოქმედებით ლაქტულოზა ტრანსფორმირდება დაბალმოლეკულურ ორგანულ მჟავებად. მჟავები ხელს უწყობენ მსხვილი ნაწლავის სანათურში pH-ის დაქვეითებას და ნაწლავის შიგთავსის მოცულობის მომატებას ოსმოსური მოქმედების მეშვეობით. ეს ახდენს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის სტიმულირებას და განავლოვანი მასების კონსისტენციის ნორმალიზებას, რაც ხელს უწყობს შეკრულობის აღმოფხვრას და მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური რითმის აღდგენას.
ღვიძლის ენცეფალოპათიის დროს ლაქტულოზა გამოიყენება პროტეოლიზური ბაქტერიების დასათრგუნად აციდოფილური ბაქტერიების (მაგ. ლაქტობაქტერიები) გაზრდის გზით; იგი იწვევს მსხვილი ნაწლავის სანათურში იონური ფორმის ამიაკის შეკავშირება, ამცირებს ამიაკის შეწოვას და სისხლში მის კონცენტრაციას; ახდენს რა აზოტის ბაქტერიული მეტაბოლიზმის შეცვლას ცილების ბაქტერიული სინთეზისათვის მისი გამოყენების გზით.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ჰიპერამონიემიით არ შეიძლება აიხსნას პორტულ-სისტემური ენცეფალოპათიის ყველა ფსიქონევროლოგიური სიმპტომები.
ლაქტულოზა როგორც პრებიოტიკური ნივთიერება, ხელს უწყობს ბიფიდო- და ლაქტობაქტერიების ზრდას, მაშინ როდესაც პირობითად პათოგენური კლოსტრიდიების და ნაწლავის ჩხირის ზრდა შეიძლება დაითრგუნოს. ეს ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის ჯანსაღ ბალანსს.
ფარმაკოკინეტიკა
ლაქტულოზა ცუდად აბსორბირდება შიგნით მიღების შემდეგ და მსხვილ ნაწლავში აღწევს შეუცვლელი სახით, სადაც ნაწლავური ფლორით სრულად მეტაბოლიზდება. მეტაბოლიზდება 25-50 გ, ან 40-75 მლ დოზისას; უფრო მაღალი დოზირებისას, ნაწილობრივ შეიძლება გამოიყოს შეუცვლელი სახით.
სამედიცინოგამოყენებისჩვენებები
- შეკრულობა: მსხვილი ნაწლავის დაცლის ფიზიოლოგიური რითმის რეგულაცია;
- სამედიცინო მიზნით განავლის გათხიერება (ჰემოროი, მსხვილ ნაწლავზე და ანალური ხვრელის არეში ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა);
- ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია: ღვიძლისმიერი კომის ან პრეკომის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
გამოყენებისწესიდა****დოზები
პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
ლაქტულოზის ხსნარი შეიძლება მიიღოთ, როგორც გაზავებული ასევე გაუზავებელი სახით. აუცილებელია მიღებული ერთჯერადი დოზის სწრაფად გადაყლაპვა, პირში გაუჩერებლად. დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. ერთჯერადი სადღეღამისო დოზის დანიშვნის შემთხვევაში, მისი მიღება აუცილებელია ერთსა და იმავე დროს, მაგ. საუზმისას.
საფაღარათო საშუალებებით თერაპიისას, რეკომენდებულია დღეში საკმაო რაოდენობის სითხის მიღება (1,5-2 ლიტრი, რაც 6-8 ჭიქის ტოლია).
ფლაკონებში პრეპარატის ზუსტი დოზირებისათვის გამოიყენება თანდართული საზომი ჭიქა. პაკეტებში პრეპარატის გამოყენებისას პაკეტის კუთხე უნდა მოახიოთ და პაკეტის შიგთავსი მაშინვე უნდა იქნას მიღებული.
დოზირებაშეკრულობისმკურნალობისას, ანსამედიცინომიზნითგანავლისგასათხიერებლად
ლაქტულოზას სადღეღამისო დოზა შეიძლება მიიღოთ ერთჯერადად, ან გაყოთ ორად, მზომი ჭიქის გამოყენებით. პრეპარატის მიღებისას რეაქციიდან გამომდინარე, საწყისი დოზა შეიძლება დაკორექტირდეს შემანარჩუნებელ დოზამდე. ზოგჯერ სამკურნალო ეფექტის განვითარებისათვის შესაძლოა საჭირო იყოს რამდენიმე დღე (2-3 დღე).
ასაკი | საწყისისადღეღამისოდოზა**** | შემანარჩუნებელისადღეღამისოდოზა
---|---|---
მოზრდილები და მოზარდები | 15-45 მლ (ლაქტულოზას 10-30 გ) (1-3 პაკეტი) | 15-30 მლ (ლაქტულოზას 10-20 გ) (1-2 პაკეტი)
ბავშვები 7-14 წ. | 15 მლ (ლაქტულოზას 10 გ) (1 პაკეტი) | 10-15 მლ (ლაქტულოზას 7-10 გ) (1 პაკეტი*)
ბავშვები 1-6 წ. | 5-10 მლ (ლაქტულოზას 3-7 გ) | 5-10 მლ (ლაქტულოზას 3-7 გ)
1 წ-მდე ბავშვები | 5 მლ-მდე (ლაქტულოზას 3გ-მდე) | 5 მლ-მდე (ლაქტულოზას 3გ-მდე)
*იმ შემთხვევაში, თუ შემანარჩუნებელი დოზა არის 15 მლ-ზე ნაკლები, საჭიროა პრეპარატის გამოყენება ფლაკონებში.
დოზირებაღვიძლისენცეფალოპათიისმკურნალობისას (მოზრდილები)
საწყისი დოზა: 30-50 მლ (ან 2-3 პაკეტი) 3-ჯერ დღეში. შემდეგ გადადიან ინდივიდუალურად შერჩეულ შემანარჩუნებელ დოზაზე ისე, რომ რბილი განავალი იყოს მაქსიმალურად 2-3 ჯერ დღეში.
ბავშვები
ღვიძლის ენცეფალოპათიის მქონე ბავშვებში (18 წლამდე) გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი მონაცემების არ არსებობის გამო.
ხანდაზმულიპაციენტებიდაპაციენტებითირკმლისანღვიძლის****უკმარისობით
დოზირების სპეციალური რეკომენდაციები არ არსებობს, ვინაიდან ლაქტულოზას სისტემური ზემოქმედება უმნიშვნელოა.
გვერდითი****მოვლენები
უსაფრთხოებისპროფილისრეზიუმე
ლაქტულოზას მიღების პირველ დღეებში შეიძლება განვითარდეს მეტეორიზმი. როგორც წესი, ის რამდენიმე დღეში ქრება. რეკომენდებული დოზირების გადაჭარბებისას, შეიძლება განვითარდეს მუცლის ტკივილი, დიარეა, რაც დოზის შემცირებას მოითხოვს. მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, ჩვეულებრივ ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მკურნალობისას, პაციენტს დიარეის შედეგად შეიძლება განუვითარდეს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.
პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევების მსვლელობისას პაციენტებში, რომლებიც ლაქტულოზათი მკურნალობდნენ, აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები აღნიშნული სიხშირით [ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000)].
ორანოთა****სისტემები (სამედიცინოლექსიკონი-ნორმატიულსამართლებრივისაქმიანობისათვის****MedDRA) | სიხშირე
---|---
| ძალიან ხშირი | ხშირი | არახშირი | იშვიათი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ | ფაღარათი | შებერილობა, ტკივილი მუცელში, გულისრევა, ფაღარათი, ღებინება | |
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე ზეგავლენა | | | ფაღარათი შედეგად ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა |
ბავშვები
ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას მოსალოდნელია უსაფრთხოების მსგავსი პროფილი, როგორიცაა უფროსებში.
უკუ****ჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე არააქტიური კომპონენტის მიმართ;
- გალაქტოზემია;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუვალობა, პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაციის რისკი
უსაფრთოებისზომებისამედიცინო****გამოყენებისას
- უცნობი წარმოშობის აბდომინალური ტკივილის განვითარების შემთხვევაში მკურნალობის დაწყებამდე ან პრეპარატის დაწყებიდან რამდენიმე დღეში თერაპიული ეფექტის არარსებობისას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია;
- ლაქტულოზა სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ლაქტოზის აუტანლობით;
- დოზა, რომელიც მიიღება შეკრულობის სამკურნალოდ, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ჩვეულებრივ, კორექციას არ საჭიროებს. ღვიძლის ენცეფალოპათიის მკურნალობისას, ჩვეულებრივ ინიშნება პრეპარატის უფრო მაღალი დოზები, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში;
- არაკორექტირებული დოზების მუდმივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა;
- აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ დუფალაკი შეიცავს ლაქტოზას, გალაქტოზას და მცირე რაოდენობით ფრუქტოზას, ამიტომ პაციენტებს იშვიათი მემკვიდრული დარღვევებით, როგორიცაა გალაქტოზის ან ფრუქტოზის აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი, ან გლუკოზო- გალაქტოზის მალაბსორბცია, მოცემული სამკურნალო პრეპარატი არ უნდა დაენიშნოთ;
ბავშვები
ბავშვების მკურნალობისას, საფაღარათო საშუალებები უნდა გამოიყენოთ გამონაკლის შემთხვევებში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ მკურნალობის პერიოდში შეიძლება განვითარდეს დეფეკაციის რეფლექსის დარღვევა.
დოზის****გადაჭარბება
სიმპტომები: შიგნით ძალიან მაღალი დოზების მიღებისას, შესაძლებელია მუცლის ტკივილი და დიარეა.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ან დოზის შემცირება, ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია დიარეის ან ღებინების შედეგად დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვისას.
ურთიერთქმედებასხვასამკურნალო****პრეპარატებთან
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედებაზე კვლევები არ ჩატარებულა.
გამოყენებაორსულობისდაძუძუთიკვების****პერიოდში
ორსულობა
ორსულობის გამოყენების დროს არ არის მოსალოდნელი აღნიშნული პრეპარატის ზეგავლენა ნაყოფზე, ვინაიდან ლაქტულოზას სისტემური ზემოქმედება უმნიშვნელოა.
პრეპარატის გამოყენება შეიძლება ორსულობის დროს.
ძუძუთი****კვება
არ არის მოსალოდნელი პრეპარატის ზეგავლენა ახალშობილზე/მეძუძურ ბავშვებზე, ვინაიდან მეძუძურ დედაზე ლაქტულოზას სისტემური ზემოქმედება უმნიშვნელოა.
პრეპარატის გამოყენება შეიძლება ძუძუთი კვების პერიოდში.
ფერტილობა
არ არის მოსალოდნელი ზეგავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე, ვინაიდან ლაქტულოზას სისტემური ზემოქმედება უმნიშვნელოა.
გავლენაავტოტრანსპორტისდამექანიზმებისმართვის****უნარზე
პრეპარატ დუფალაკის გამოყენება არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე.
შენახვის****პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის****ვადა
3 წელი.
სამკურნალო პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის****რეჟიმი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა
სიროფი 667 მგ/მლ.
200 მლ, 500 მლ, ან 1000 მლ მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის, თეთრი ფერის ფლაკონში, ხრახნიანი პოლიპროპილენის თავსახურით, პირველი გახსნის კონტროლით. თავსახურის ზემოთ ეცმევა ჩაჩი (პოლიპროპილენის), რომელიც ასრულებს საზომი ჭიქის როლს. ფლაკონზე დაკრულია ეტიკეტი გამოყენების ინსტრუქციით.
15 მლ ერთჯერად პოლიეთილენის და ალუმინის ფოლგის პაკეტებში.
10 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შემადგენლობა: ლაქტულოზა
ჩვენებები: ნაწლავების ბაქტერიული ფლორის ბალანსის შენარჩუნება.
საწყისი დოზა: მოზრდილები და მოზარდები: 15-45 მლ
7-14 წლის ბავშვები: 15 მლ
1-6 წლის ბავშვები: 5-10 მლ
1 წლამდე ასაკის ჩვილები: 5 მლ - მდე
შემანარჩუნებელი დოზა: მოზრდილები და მოზარდები: 15-30 მლ
7-14 წლის ბავშვები: 10-15 მლ
1-6 წლის ბავშვები: 5-10 მლ
1 წლამდე ასაკის ჩვილები: 5 მლ - მდე
გვერდითი მოვლენები: აღნიშნული პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით გვერდითი ეფექტები ცნობილი არ არის.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. გამოყენებამდე ბოთლი
უნდა შეინჯღრეს. არ გამოიყენება რეკომედებულ დღიურ დოზაზე მეტი. დანამატები არ
წარმოადგენს მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის ან
ცხოვრების ჯანსაღი წესის შემცვლელს. არ შეიცავს გლუტენს
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, გრილ, სიცხისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
შემადგენლობა: ლაქტულოზა
ჩვენებები: ნაწლავების ბაქტერიული ფლორის ბალანსის შენარჩუნება.
საწყისი დოზა: მოზრდილები და მოზარდები: 15-45 მლ
7-14 წლის ბავშვები: 15 მლ
1-6 წლის ბავშვები: 5-10 მლ
1 წლამდე ასაკის ჩვილები: 5 მლ - მდე
შემანარჩუნებელი დოზა: მოზრდილები და მოზარდები: 15-30 მლ
7-14 წლის ბავშვები: 10-15 მლ
1-6 წლის ბავშვები: 5-10 მლ
1 წლამდე ასაკის ჩვილები: 5 მლ - მდე
გვერდითი მოვლენები: აღნიშნული პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით გვერდითი ეფექტები ცნობილი არ არის.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. გამოყენებამდე ბოთლი
უნდა შეინჯღრეს. არ გამოიყენება რეკომედებულ დღიურ დოზაზე მეტი. დანამატები არ
წარმოადგენს მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის ან
ცხოვრების ჯანსაღი წესის შემცვლელს. არ შეიცავს გლუტენს
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, გრილ, სიცხისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
1. რა არის დუფალაკი და მისი გამოყენება
დუფალაკი შეიცავს საფაღარათე საშუალებას, რომელსაც ეწოდება ლაქტულოზა. ის
არბილებს განავლოვან მასებს და აადვილებს მათ დეფეკაციას ნაწლავებში სითხის
შეწოვის გზით.
დუფალაკი გამოიყენება ყაბზობის სამკურნალოდ (არახშირი დეფეკაცია, მშრალი და მყარი
განავალი) რბილი განავლის ფორმირების მიზნით. მაგალითად:
- თუ პაციენტს აქვს ბუასილი
- თუ პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია ანალურ ხვრელზე ან მსხვილი ნაწლავის ქვედა
ნაწილზე
დუფალაკი გამოიყენება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის სამკურნალოდ, რომელიც ცნობილია
პორტო-სისტემური ენცეფალოპათიის სახელწოდებით (ღვიძლის დაავადება, რომელიც იწვევს
აზროვნების დარღვევას, ტრემორს, ცნობიერების ცვლილებას კომის ჩათვლით).
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა დუფალაკის მიღებამდე
დუფალაკი არ მიიღება:
• თუ პაციენტი არის ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) ლაქტულოზას ან მე-6 პარაგრაფში
ჩამოთვლილი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
• თუ პაციენტს აწუხებს გალაქტოზემია (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის
დროსაც პაციენტს არ შეუძლია გალაქტოზის შეწოვა);
• ნაწლავების ობსტრუქციის შემთხვევაში (განსხვავებული ჩვეულებრივი ყაბზობისგან).
დუფალაკის მიღებამდე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ
ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები დუფალაკის გამოყენების დროს:
თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი მდგომარეობა ან
დაავადება დუფალაკის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:
- თუ პაციენტს არ შეუძლია რძის შაქრის (ლაქტოზა) შეწოვა
დუფალაკი არ მიიღება თუ პაციენტს აწუხებს:
- გალაქტოზის აუტანლობა
- ლაქტოზას დეფიციტი
- გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია
- თუ პაციენტს აქვს დიაბეტი
თუ პაციენტს აქვს დიაბეტი და მკურნალობს ღვიძლის ენცეფალოპათიას, დუფალაკის დოზა
იქნება უფრო მაღალი. ეს დიდი დოზა შეიცავს შაქრის დიდ რაოდენობას. დოზა, რომელიც
გამოიყენება ღვიძლის (პრე) კომის სამკურნალოდ ჩვეულებრივ უფრო მაღალია და შედეგად
პაციენტს შეიძლება დასჭირდეს დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის
დარეგულირება.
დაურეგულირებელი დოზის (დღეში 2-3 რბილ დეფეკაციაზე მეტი) ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი და ელექტროლიტური
დისბალანსი.
ექიმის რჩევის გარეშე პაციენტმა არ უნდა მიიღოს დუფალაკი 2 კვირაზე უფრო
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
საფაღარათო საშუალებებით მკურნალობის დროს, პაციენტმა უნდა დალიოს საკმარისი
რაოდენობის სითხეები (დაახლოებით 2 ლიტრი დღეში, რაც უდრის 6-8 ჭიქას).
თუ პირველი რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესება არ აღინიშნება, ან
ხდება ყაბზობის ხელახლა გამოვლენა, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
დუფალაკის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობს, ან უახლოეს
წარსულში ღებულობდა პრეპარატებს, ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების
ჩათვლით.
დუფალაკის საკვებთან და სასმელთან ერთად მიღება
შესაძლებელია დუფალაკის მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. კვებასთან და
სასმელთან დაკავშირებით აკრძალვები არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია
თანამედროვე გამოკვლევის შესაბამისად, ორსულობისა და ლაქტაციის დროს შესაძლებელია
დუფალაკის უსაფრთხოდ მიღება, მითითების შესაბამისად გამოყენების შემთხვევაში.
ნებისმიერი პრეპარატის მიღების დაწყებამდე რჩევისთვის უნდა მიემართოს მკურნალ
ექიმს!
ბავშვები
დაუშვებელია დუფალაკის მიცემა ჩვილებისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის,
რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების ნორმალური რეფლექსების დარღვევა.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, მკურნალმა ექიმმა ბავშვს ან ჩვილს შეიძლება
დაუნიშნოს დუფალაკი. ამ შემთხვევაში, მკურნალი ექიმი ყურადღებით დააკვირდება
მკურნალობის პროცესს.
მანქანისა და მექანიზმების მართვა
დუფალაკი არ მოქმედებს მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დუფალაკის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი
ინგრედიენტის შესახებ.
დუფალაკი შეიძლება შეიცავდეს მცირე რაოდენობით რძის შაქარს (ლაქტოზა),
გალაქტოზას, ეპილაქტოზას ან ფრუქტოზას. თუ პაციენტს უთხრეს რომ მას აქვს ზოგიერთი
შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
3. დუფალაკის მიღების წესი
დუფალაკი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
ნებისმიერი სახის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან
ფარმაცევტს.
დუფალაკი მიიღება ამ ინსტრუქციის შესაბამისად. უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან
ფარმაცევტს, თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული.
საჭიროა დოზის ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს მიღება. საჭიროა მთლიანი პრეპარატის
სწრაფად გადაყლაპვა; დაუშვებელია მისი პირში გაჩერება.
პაციენტს შეუძლია დუფალაკის განუზავებელი ან სითხით განზავებული სახით მიღება.
დუფალაკის ბოთლის გამოყენების შემთხვევაში საჭიროა საზომი ჭიქის გამოყენება.
დოზირება ყაბზობის და განავლის დარბილების მიზნით
შესაძლებელია დოზის მიღება დღეში ერთხელ, მაგალითად საუზმის დროს ან ორი დაყოფილი
დოზის სახით დღეში.
რამდენიმე დღის შემდეგ შესაძლებელია საწყისი დოზის შეცვლა შემანარჩუნებელ
დოზამდე, რაც დამოკიდებულია მკურნალობაზე პაციენტის პასუხზე.
ეფექტის გამოვლენამდე საჭიროა მისი რამოდენიმე დღის (2-3 დღე) განმავლობაში
მიღება.
| საწყისი დოზა (3-4 დღე) | შემანარჩუნებელი დოზა
---|---|---
მოზრდილები და მოზარდები | 15-45 მლ | 15-30 მლ
7-14 წლის ბავშვები | 15 მლ | 10-15 მლ
1-6 წლის ბავშვები | 5-10 მლ | 5-10 მლ
1 წლამდე ასაკის ჩვილები | 5 მლ - მდე | 5 მლ - მდე
დოზირება ღვიძლისმიერი პრეკომის და კომის დროს (მხოლოდ მოზრდილებისთვის)
საწყისი დოზა არის 30-45მლ 3-4 ჯერ დღეში. ეს დოზა შეიძლება შეიცვალოს
შემანარჩუნებელ დოზად, ისე, რომ დეფეკაცია იყოს დღეში 2-3-ჯერ.
გამოყენება ბავშვებში
საფაღარათო საშუალებების ბავშვებში, ჩვილებში და ახალშობილებში გამოყენება ხდება
გამონაკლისის სახით და ექიმის ზედამხედველობის ქვეშ, რადგან ამან შეიძლება
იმოქმედოს დეფეკაციის ნორმალურ რეფლექსებზე.
არ შეიძლება დუფალაკის მიცემა 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მკურნალი ექიმის
რჩევის და ყურადღებით ზედამხედველობის გარეშე.
დუფალაკის დოზის გადაჭარბება:
დუფალაკის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ფაღარათი და
ტკივილი მუცლის არეში. დუფალაკით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მიემართოს
მკურნალ ექიმს ან ფარმაცეტს.
დუფალაკის დოზის გამოტოვება:
დუფალაკის დოზის გამოტოვების შემთხვევვაში პაციენტმა არ უნდა იღელვოს. შემდეგი
დოზა მიიღება ჩვეულებრივ დროს. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება
გამოტოვებულის სანაცვლოდ.
დუფალაკის მიღების შეწყვეტა
დაუშვებელია მკურნალობის შეწყვეტა ან შეცვლა მკურნალ ექიმთან კონსულტაციის
გარეშე!
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად დუფალაკმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი
მოვლენების განვითარება, თუმცა ის არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
აღინიშნა შემდეგი სახის გევრდითი მოველენები:
- მეტეორიზმი, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი დღეების განმავლობაში. ეს
ჩევულებრივ ქრება რამდენიმე დღეში.
- გულისრევა
- ღებინება
- მაღალი დოზების გამოყენების შემთხვევაში პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ფაღარათი
და ტკივილი მუცლის არეში
გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის დამძიმების შემთხვევაში, ან თუ პაციენტი
შენიშნავს სხვა გვერდითი მოველენების განვითარებას, რომლებიც არ არის მოცემული ამ
ინსტრუქციაში უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. დუფალაკის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ ინახება 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ვარგისიანობის ვადა-3წელი.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში.
გამოუყენებელი პრეპარატების განადგურების წესების შესახებ პაციენტმა უნდა
მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომების გატარება საჭიროა გარემოს დასაცავად.
6. დამატებითი ინფორმაცია
დუფალაკის შემადგენლობა
დუფალაკის აქტიური ნივთიერება არის ლაქტულოზა. დუფალაკის შიგნით მისაღები ხსნარის
1 მლ შეიცავს 667მგ ლაქტულოზას.
დუფალაკი არ შეიცავს სხვა დამხმარე ნივთიერებებს. თუმცა, ის შეიძლება შეიცავდეს
სხვა შაქრების მცირე რაოდენობას, როგორიც არის ლაქტოზა, გალაქტოზა, ეპილაქტოზა და
ფრუქტოზა.
დუფალაკის გარეგნული სახე და შეფუთვა
დუფალაკი არის შიგნით მისაღები ხსნარი მოყვითალო-ყავსიფერი შეფერილობით.
15მლ საშეტები (საშეტი)-დამზადებული პოლიესტერის/ალუმინის/პოლიეთილენ
ლამინატისგან.
ფლაკონები (ბოთლები) მსპე-გან (მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი) პოლიპროპილენის
თავსახურებით-200მლ, 300მლ და 500მლ; პოლიპროპილენის საზომი ჭიქებით.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით