ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რინიტების დროს გამოსაყენებელი ჰომეოპათიური საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა: 100 მლ შეიცავს: Euphorbium D4, Pulsatilla pratensis D2, Luffa operculata D2, Hydrargyrum bijodatum D8, Mucosa nasalis suis D8, Hepar sulphuris D10, Argentum nitricum D10, Sinusitis-Nosode D13 შესაბამისად 1მლ, ფიზიოლოგიურ ხსნარზე 0,01% ბენზალკონიუმის ქლორიდით.
ჩვენებები: ვირუსული, ბაქტერიული, ალერგიული, მშრალი, ჰიპერპლაზიური და ატროფიული რინიტები. მწვავე და ქრონიკული სინუსიტები; ცხვირით სუნთქვის გაძნელება თივის ცხელების დროს; დამხმარე მკურნალობა ოზენას დროს.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებსა და 6 წლის ზემოთ ბავშვებში 1-2 დოზის შესხურება თითო ნესტოში 3-ჯერ დღეში; მწვავე პერიოდში 5-ჯერ დღეში; 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 დოზა 3-4-ჯერ დღეში.
გვერდითი ეფექტები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანება, წვის შეგრძნება, მომატებული სეკრეცია. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ბრონქული ასთმის მიდრეკილების მქონე პირებში შესაძლოა განვითარდეს ბრონქოსპაზმი.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ბენზალკონიუმის ქლორიდის და პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები: გამოიყენება ბავშვებში 2 წლიდან. ხანგრძლივი გამოყენებისას არ იწვევს მიჩვევას და თერაპიული ეფექტის დაქვეითებას. არ შეიცავს სისხლძარღვთა შემავიწროვებელ, ანტიჰისტამინურ კომპონენტებს, ჰორმონებს ან ანტიბიოტიკებს.
გარეგნული სახე და შეფუთვა: ცხვირის სპრეი 20 მლ ფლაკონში.
მწარმოებელი: „ბიოლოგიშე ჰაილმითელ ჰეელ გმბჰ“, ბადენ-ბადენი, გერმანია.
შპს „ბიომედიკა“

ეუფორბიუმ კომპოზიტუმი NT SN / Euphorbium compositum NT SN
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ნაზალური სპრეი 20 მლ-იან ფლაკონი პულვერიზატორი პროპელენტის გარეშე.
შემადგენლობა: 100 მლ შეიცავს: Euphorbium D4 1 მლ, Pulsatilla pratensis D21 მლ, Luffa operculata D21 მლ, Hydrargyrum bijodatum D8 1 მლ, Mucosa nasalis suis D8 1 მლ, Hepar sulphuris D10 1 მლ, Argentum nitricum D10 1 მლ, Sinusitis- Nosode D13 1 მლ. ასევე, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ფიზიოლოგიური ხსნარი.
**ჩვენება: **
სხვადასხვა ეტიოლოგიის – ვირუსული, ბაქტერიული, ალერგიული და სახის – მშრალი, ჰიპერპლასტიური და ატროფიული რინიტი. მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, ჰაიმორიტი; ცხვირით სუნთქვის შემსუბუქება თივის ცხელების დროს; დამხმარე მკურნალობა ოზენას დროს.
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ბავშვებში – 1-2 შესხურება თითო ნესტოში 3-5-ჯერ დღეში; 6-დან 11 წლამდე 1 შესხურება თითო ნესტოში 3-5-ჯერ დღეში; 2-დან 5 წლამდე 1 შესხურება თითო ნესტოში 3-ჯერ დღეში.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა ბენზალკონიუმის ქლორიდის და პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა ლაქტაცია: გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის სახით. ცალკეულ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია აღინიშნოს ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანება. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითება: გამოიყენება ბავშვებში 2 წლიდან; ხანგრძლივი გამოყენებისას არ იწვევს მიჩვევას და თერაპიული ეფექტის დაქვეითებას; არ შეიცავს სისხლძარღვთა შემავიწროებელ, ანტიჰისტამინურ კომპონენტებს, ჰორმონებს და ანტიბიოტიკებს.
**სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: **
არანაირი ურთიერთქმედება არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
**შენახვის პირობები: **
შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
**აფთიაქიდან გაცემის პირობა: **
გაიცემა ურეცეპტოდ.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა