ლეგკოლაქსი - LEGKOLAX
ლეგკოლაქსი - LEGKOLAX

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალებები, ოსმოსური მოქმედების საფაღარათო საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - Macrogol
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სმს-ის ტონუსსა და მოტორიკაზე მოქმედი პრეპარატები

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება ყაბზობის სიმპტომატიური მკურნალობისთვის მოზრდილებში და ბავშვებში 8 წლიდან და ზემოთ.

მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად
მკურნალობის სქემა: 1-2 პაკეტი დღე-ღამეში (უმჯობესია ერთხელ დღეში, დილით). მკურნალობის ხანგრძლივობა შეათანხმეთ ექიმთან. დროებითი ყაბზობის შემთხვევაში, რაც დაკავშირებულია ცხოვრების სტილის შეცვლასთან (ოპერაცია, მოგზაურობა და ა.შ.), რეკომენდებულია პრეპა­რატის ხანმოკლე დროით მიღება.

აუცილებელია თითო პაკეტის გახსნა ერთა ჭიქა წყალში. მიიღეთ ჭამამდე ან ჭამის დროს. მაკროგოლის მოქმდება გამოვლინდება მიღებიდან 24-48 სთ.

ბავშვებში მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო.

დღიური დოზა ადაპტირებული უნდა იყოს კლინიკური ეფექტის მიხედვით და შეიძლება მერყეობდეს ერთი პაკეტიდან (განსაკუთრებით ბავშვებში) 2 პაკეტამდე.

გვერდითი ეფექტები:
მოზრდილებში დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, რომელიც შეწყდება პრეპარატის მოხსნიდან 24-48 სთ-ში. ამის შემდეგ პრეპარატის მიღება შეიძლება გაგრძელდეს ნაკლები დოზებით. შესაძლებელია ტკივილების გამოვლენა მუცელში განსაკუთრებით ფუნქციონალური დარღვევების მქონე პაციენტებში. ძალიან იშვიათია ალერგიული რეაქციები - გამონაყარი, ჭინჭრის ციება, შეშუპება. ყველა არასასურველი რეაქციის დროს, მათ შორის ისეთისავ, რომლებიც აქ არ არის მოცემული, უნდა შეატყობინოთ ექიმს.

ბავშვებში გვერდითი ეფექტები შესაძლოა გამოვლინდეს დიარეის და მუცლის არეში ტკივილის სახით, იშვიათად გულის რევის, ღებინების და შებერილობის სახით. ბავშვებში მოზრდილებისგან განსხვავებით არ არის აღნიშნული მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

გვერდითი ეფექტები მაშინვე ქრება პრეპარატის დოზის შემცირებასთან ერთად.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბება იწვევს დიარეას, რაც მაშინვე ქრება მკურნალობის შეწყვეტის ან დოზის შემცირებისთანავე.
შესაძლოა საჭირო გახდეს ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა დიარეის ან ღებინების დროს სითხის დაკარგვის გამო.

უკუჩვენება:
კუჭის ანთებითი დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), ნაწლავის სრული ან ნაწილობრივი გაუვალობა, უცნობი წარმოშობის ტკი­­ვი­ლები მუცელში, მომატებული მგრძნობელობა პოლიეთილენგლი­კოლის მიმართ.

გაფრთხილებანი:
არ მიიღოთ პრეპარატი ხანგრძლივად ექიმის კონსულტაციის გარეშე. ყაბზობისას, რომელსაც თან ახლავს ტკივილები მუცელში, მაღალი ტემპერატურა, კუჭის სისხლდენა, მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული გაფრთხილებანი:
არ შეიცავს შაქარს, შეიძლება დაენიშნოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებს, აგრეთვე ავადმყოფებს, რომელთა რაციონში არ შედის გალაქტოზა. მედიკამენტოზური მკურნალობა უნდა მიმდინა­რეობ­დეს დიეტის ფონზე, რაციონში გაზრდილი უნდა იყოს უჯრედისის შემცველი პროდუქტები (მწვანილი, ნედლი ბოსტნეული, მსხვილად დაფქვილი პური, ხილი), აუცილებელია საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება, ფიზიკური აქტივობის გაზრდა (სპორტი, ფეხით სეირნობა).

ორსულობა და ლაქტაცია
შესაძლებელი პრეპარატის დანიშვნა ორსულობის დროს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ
მაკროგო 4000 მცირედ ადსორბციის გამო რძეში შესაძლებელია მისი დანიშვნა ლაქტაციის დროს.
მანქანის და მოწყობილობა დანადგარების მართვა
არ არის შესწავლილი

ლეგკოლაქსი
**(LEGKOLAX) **

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება : მაკროგოლი;
1 პაკეტი-საშე შეიცავს პოლიეთილენგლიკოლს (მაკროგოლს) 4000 100%-ან ნივთიერებაზე გაანგარიშებით 4,0 გ-ს ან 10,0 გ-ს.

სამკურნალო ფორმა. ფხვნილი ორალური ხსნარისათვის.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. საფაღართო საშუალებები. ოსმოზური საფაღარათო საშუალებები. მაკროგოლი.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. წყლის მოლეკულებთან წყალბადური ბმების წარმოქმნის ხარჯზე, პრეპარატი მას ნაწლავებში აკავებს. ამგვარად იზრდება წყლის შემცველობა ნაწლავის ღრუში, რაც აუმჯობესებს დაცლის პროცესს.
ფარმაკოკინეტიკა. პრეპარატის საფაღარათო მოქმედება იწყება მიღებიდან 24-28 საათის შემდეგ. პრეპარატი არ შეიწოვება და არ მეტამოლიზდება. ორგანიზმიდან გამოიყოფა უცვლელი სახით.

კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
შეკრულობის სიმპტომური მკურნალობა.

უკუჩვენებები.

ჰიპერმგრძნობელობა მაკროგოლის მიმართ.
მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებები (არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, ტოქსიკური მეგაკოლონი).
ნაწლავური გაუვალობა ან ეჭვი ნაწლავურ გაუვალობაზე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია ან ამის საშიშროება.
გაურკვეველი წარმოშობის ტკივილი მუცელში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
შესაძლებელია სამკურნალო საშუალებების აბსორბციის შენელება, რომლებიც მიიღება პრეპარატ ლეგკოლაქსთან ერთად. ამიტომ რეკომენდირებულია პრეპარატის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებისაგან ცალკე, არანაკლებ 2 საათის ინტერვალით.
გამოყენების თავისებურებანი.
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა შეკრულობის ორგანული ბუნების გამორიცხვა. შეკრულობის მკურნალობა ნებისმიერი სამკურნალო საშუალებით წარმოადგენს მხოლოდ დამხმარე თერაპიას ცხოვრების ჯანსაღი წესის და კვების კულტურის დაცვის პირობით, კერძოდ: სითხის და უჯრედისის დიდი რაოდენობით მიღება, რაც შეესაბამება ფიზიკურ აქტივობას და ნაწლავის ფუნქციის აღდგენას.
ბავშვებში გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა - არაუმეტეს 3 თვე.
ის ფაქტი, რომ სიმპტომები არ ქრება პრეპარატის გამოყენების და შესაბამისი დიეტის დაცვის შედეგაც კი, შესაძლებელია მიუთითებდეს სხვა პათოლოგიებზე, რომლებიც საჭიროებენ დიაგნოსტიკას და მკურნალობას.
დაფიქსირებული იყო ასპირაციის შემთხვევები ელექტროლიტებთან პოლიეთილენგლიკოლის მნიშვნელოვანი მოცულობის შეყვანისას ნაზოგასტრალური ზონდით. ასპირაციის განსაკუთრებული რისკი აღინიშნება ბავშვებში ყლაპვის აქტის ნევროლოგიური დარღვევებით.
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ მიდრეკილება წყალ- ელექტროლიტური ბალანსის დარღვევებისადმი, კერძოდ: ხანდაზმული ასაკის პაციენტები, პაციენტები ღვიძლის და თირკმელების დარღვევებით; შარდმდენი საშუალებების ერთდროულად მიღებისას, დიარეის განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით. ასევე რეკომენდებულია ელექტროლიზური ბალანსის კონტროლი.
პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, ამიტომ მისი დანიშვნა შეიძლება ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით, ასევე პირებში, რომელთა რაციონიდან გამოირიცხება გალაქტოზა.
ვინაიდან პრეპარატი შეიცავს მაკროგოლს, შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობის სიმპტომები მოქმედი ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი “გვერდითი რეაქციები”).

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

**ზეგავლენის უნარი რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას. **
არ არის დადგენილი.

გამოყენების წესი და დოზირება.

პრეპარატი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისათვის.
მკურნალობა ახდენს მსხვილი ნაწლავის მოტორიკის ნორმალიზებას კვების (დიეტის) შესაბამისი კულტურის დაცვის პირობით.
მოზრდილებსა და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ჩვეულებრივ ინიშნება 10-20 გ დღეში.
დღიური დოზა 6-დან 1 წლამდე ბავშვებისათვის შეადგენს 4 გ-ს, 1 წლიდან 4 წლამდე - 8 გ-ს, 4-დან 8 წლამდე - 16 გ-ს.
პაკეტი-საშეს შემცველობას წინასწარ ხსნიან 1 ჭიქა წყალში, გამჭვირვალე წვენში (მაგალითად, ვაშლის) ან ცივ ჩაიში, 1 წლამდე ასაკის ბავშვებში - 50 მლ წყალში.
ლეგკოლაქსის მიღება სასურველია დილით ჭამის დროს, ერთ მიღებაზე.
პირველი ეფექტი პრეპარატის გამოყენებისაგან დგება მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ.
ყოველდღიური დოზა განისაზღვრება კლინიკური ეფექტის შესაბამისად და შეიძლება შეადგენდეს 4 გ-დან დღეგამოშვებით (ბავშვებისათვის) 20 გ-მდე დღეში.
გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი დაავადების ხასიათის და მიმდინარეობის, მკურნალობის ეფექტურობის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, რადგანაც არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები ამ ვადაზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით.

**ბავშვები. **
პრეპარატის გამოყენება შეიძლება 6 თვიდან ასაკის ბავშვებში.

**ჭარბი დოზირება. **
სისტემური აბსორბციის არარსებობასთან დაკავშირებით ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა.
ჭარბი დოზირება იწვევს დიარეას, რომელიც ქრება, თუ ერთდროულად შეწყვეტილი იქნება პრეპარატის გამოყენება ან შემცირდება დოზა.
ღებინების ან დიარეის შედეგად ჭარბი რაოდენობის სითხის დაკარგვის გამო შესაძლებელია საჭირო გახდეს დარღვეული წყალ-ელექტროლიზური ბალანსის კორექცია.

გვერდითი რეაქციები
ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს მუცლის შებერვა და/ან მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ნაწლავების დაცლის მწვავე სურვილი და ნაწლავების უნევლიე დაცლა.
ძალიან დიდი დოზის მიღებისას შესაძლებელია დიარეის განვითარება, რომელიც წყდება პრეპარატის მოხსნიდან 1-2 დღის შემდეგ; ამის შემდეგ შეიძლება პრეპარატის უფრო დაბალი დოზებით მიღება. ბავშვებში დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს მტკივნეული შეგრძნებები პერიანალურ არეში.
შესაძლებელია წყალ-ელექტროლიზური ბალანსის დარღვევა (ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია) და/ან გაუწყლოვნება, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, კანის ქავილის, ჭინჭრის ციების, გამონაყარის, სახის შეშუპების, კვინკეს შეშუპების, ანაფილაქსიური შოკის, ბრონქოსპაზმის ჩათვლით.

ვარგისობის ვადა. 3 წელი.

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მოუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა. 4,0 გ ან 10,0 გ პაკეტ-საშეში. 4, 10 ან 20 პაკეტ-საშეს ათავსებენ კოლოფში.

გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ლეგკოლაქსი 10გ #10 პაკეტი
  • სახელი: ლეგკოლაქსი 10გ #10 პაკეტი
  • მწარმოებელი: PJSC "Kievmedpreparat" (უკრაინა)
  • შეფუთვა: 10გ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
Aversi 21.24 ლ
ლეგკოლაქსი 4გ #10 პაკეტი
  • სახელი: ლეგკოლაქსი 4გ #10 პაკეტი
  • მწარმოებელი: PJSC "Kievmedpreparat" (უკრაინა)
  • შეფუთვა: 4გ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
Aversi 14.72 ლ
ლეგკოლაქსი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 4გრ პაკეტი #10
  • სახელი: ლეგკოლაქსი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 4გრ პაკეტი #10
  • მწარმოებელი: PJSC "Kievmedpreparat" (უკრაინა)
  • შეფუთვა: 4გ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
Pharmadepot 19.22 ლ
ლეგკოლაქსი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 10გრ პაკეტი #10
  • სახელი: ლეგკოლაქსი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 10გრ პაკეტი #10
  • მწარმოებელი: PJSC "Kievmedpreparat" (უკრაინა)
  • შეფუთვა: 10გ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
Pharmadepot 27.73 ლ
ლეგკოლაქსი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 4გრ პაკეტი #10
  • სახელი: ლეგკოლაქსი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 4გრ პაკეტი #10
  • მწარმოებელი: PJSC "Kievmedpreparat" (უკრაინა)
  • შეფუთვა: 4გ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
GPC 14.72 ლ
Legkolax - ლეგკოლაქსი 4გ 10 პაკეტი
  • სახელი: Legkolax - ლეგკოლაქსი 4გ 10 პაკეტი
  • მწარმოებელი: PJSC "Kievmedpreparat" (უკრაინა)
  • შეფუთვა: 4გ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
PSP 13.04 ლ
Legkolax - ლეგკოლაქსი 10გ 10 პაკეტი
  • სახელი: Legkolax - ლეგკოლაქსი 10გ 10 პაკეტი
  • მწარმოებელი: PJSC "Kievmedpreparat" (უკრაინა)
  • შეფუთვა: 10გ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
PSP 18.68 ლ
ლეგკოლაქსი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 10გრ პაკეტი #10
  • სახელი: ლეგკოლაქსი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 10გრ პაკეტი #10
  • მწარმოებელი: PJSC "Kievmedpreparat" (უკრაინა)
  • შეფუთვა: 10გ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
GPC 29.5 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა