ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, სინთეზური ანტიქოლინერგულები, მესამეული ამინების ჯგუფის ეთერები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
საერთაშორისო დასახელება - trimebutine maleate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → კუჭ-ნაწლავის
ტონუსსა და მოტორიკაზე მოქმედი საშუალებები → კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორული
ფუნქციის მარეგულირებელი საშუალებები → ნაწლავების ოპიოიდურ რეცეპტორებზე მოქმედი
საშუალებები
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ტრიმებუტინის მალეატი 200მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის
გლიკოლატი,ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი, პოლოქსამერ 188, ჰიდროქსიპროპილ
მეთილცელულოზა, ღვინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა (PH101), სილიციუმის
დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
აღწერილობა
თეთრი ფერის, ორმხრივამობურცული, ერთმხარეს ნაჭდევით, ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის
დარღვევის დროს.
ჩვენებები
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის პოლიმორფული სიმპტომები
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი მიიღება ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისთვის: 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღე-ღამეში. ტაბლეტი მიიღება
პერორალურად, დაუღეჭავად, დიდი რაოდენობის წყალთან ერთად.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობის პერიოდში ინიშნება სიფრთხილით. რეკომენდებული არ არის დანიშვნა პირველ ტრიმესტრში. მე-2 და მე-3 ტრიმესტრში ინიშნება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის დროს.
შემადგენლობა
ტრიმებუტინის მალეატი 200 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ტრიმებუტინის მალეატი - სინთეზური ენკეფალინი, პერიფერიული μ, δ და κ ოპოიდური
რეცეპტორების არასელექტიური აგონისტი. μ, δ ოპოიდური რეცეპტორების სტიმულაცია
განაპირობებს კუჭ-ნაწლავის მოტორიკის გაძლიერებას, ხოლო κ ოპოიდური რეცეპტორების
სტიმულაცია - მოტორიკის დათრგუნვას. ტრიდატ ფორტე არ ხასიათდება რომელიმე
რეცეპტორის მიმართ სელექტიურობით, რის გამოც განაპირობებს პერისტალტიკის
გაძლიერებასაც და დათრგუნვასაც. პრეპარატი აღადგენს კუჭ-ნაწლავის მოტორიკას
ფიზიოლოგიურ ნორმამდე. პრეპარატის Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 30
წუთში.
ჩვენებები
გასტროეზოფაგური რეფლექსი, ბოყინი, გადავსების და ტკივილის შეგრძნება
ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ფუნქციური დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი,
ნაწლავის კოლიკა
ოდის სფინქტერის დისფუნქცია, პოსტოპერაციული ნაწლავური გაუვალობა,
ფსევდოობსტრუქცია, დეფეკაციის დარღვევა
მიღების წესები და დოზები
ბავშვებში 6-12 წლამდე ½ ტაბლეტი (100 მგ) 2 - ჯერ დღეში
მოზრდილებში და 12 წლის ზევით 1 ტაბლეტი 2-3 -ჯერ დღეში
მკურნალობის კურსი 2-4 კვირა.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.
ორსულობა და ლაქტაცია
ინიშნება ორსულობის II და III ტრიმესტრში, ლაქტაციის დროს.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით