ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვაზოპროტექტორები, ბიოფლავონოიდები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა: მიკრონიზებული გასუფთავებული ფლავონოიდური ფრაქცია (დიოსმინი 450მგ, ჰესპერიდინის 50მგ). შემავსებლები: ბირთვი: ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი. გარსი: თაფლის სანთელი, გლიცეროლი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, რკინის ოქსიდი ყვითელი CI 77492 E172, რკინის ოქსიდი წითელი CI 77491 E172, ტიტანის დიოქსიდი E171, მაგნიუმის სტეარატი.
ჩვენება: ქვედა კიდურების ორგანული და ფუნქციური გენეზის ქრონიკული ვენური უკმარისობა, რომელსაც თან ახლავს: კიდურებში სიმძიმის და დაღლილობის შეგრძნება, შეშუპება, ტკივილი, ტროფიკული დარღვევები, წვივის კუნთების კრუნჩხვები; ქრონიკული ბუასილის და მწვავე ჰემოროიდული კრიზების ფუნქციური სიმპტომების შემსუბუქება.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე აქტიური ინგრედიენტის ან შემავსებლის მიმართ.
მიღების წესები და დოზები: შიგნით (პერორალურად) ფლებოლოგიაში: ქრონიკული ვენური
უკმარისობის სიმპტომების მკურნალობა (შეშუპება, ტკივილი, სიმძიმის შეგრძენბა
კიდურებში, ღამის კრამპები, ტროფიკული წყლულები და სხვ.): 2 ტაბლეტი დღეში,
გაყოფილი ორ მიღებაზე საკვებთან ერთად.
ქრონიკული ბუასილის დროს: 2 ტაბლეტი დღეში, გაყოფილი ორ მიღებაზე საკვებთან
ერთად. ერთი კვირის მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია 2 ტაბლეტის დღეში ერთხელ
მიღება საკვებთან ერთად. მწვავე ჰემოროიდული კრიზის დროს: პირველი 4 დღე-6
ტაბლეტი დღეში, მომდევნო 3 დღე-4 ტაბლეტი დღეში საკვებთან ერთად. პრეპარატი არ
გამოიყენება ბავშვებში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ფაღარათი, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა, ღებინება. ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დისკომფორტი. კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: რეაქციები კანზე.
ორსულობა და ლაქტაცია: მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებში ტერატოგენურობაზე ჩატარებულ კვლევებში პათოლოგიები არ ფიქსირდება, ზოგადი კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარე პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში გარდა უკიდურესი შემთხვევებისა. რადგან არ არსებობს საკმარისი მონაცემები გადადის თუ არა პრეპარატი დედის რძეში, არ არის სასურველი პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.
სპეციალური გაფრთხილებები: პრეპარატი შეიცავს გლიცეროლს, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს თავის ტკივილი და ფაღარათი.
ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: თუ პაციენტი შენიშნავს თავბრუსხვევას დაუშვებელია მანქანისა და მექანიზმების მართვა.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებანი: არასასურველი რეაქციები არ ფიქსირდება სხვა მედიკამენტებთან, ასევე ანტიკოაგულანტებთან ურთიერთქმედებისას, როგორიც არის ვარფარინი.
შენახვის წესი და ვადები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25C,
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის ვადა დატანილია გარე და შიდა
შეფუთვაზე. არ
გამოიყენება ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა: ბლისტერი 3X10 ტაბლეტი, მოთავსებულია მუყაოს ყუთში.
გამოშვების ფორმა: აპკით დაფარული ტაბლეტები.
მწარმოებელი: რაფარმ ს.ა., საბერძნეთი.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
ცხენისწაბლას თესლის ექსტრაქტი -Aesculus hippocastanum extract
ტროქსერუტინი - Troxerutin
თაგვისარას ფესვის ექსტრაქტი - Ruscus aculeatus root extract
აზიური ცენტელა - Centella asiatica leaf extract
დამხმარე ნივთიერებები:
კარბომერი, პროპილენ გლიკოლი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, Na-EDTA,
გასუფთავებული წყალი, არომატიზატორი.
ფორმა:
გელი 100გ
ვენების მატონიზირებელი, ანგიოპროტექტული საშუალება.
მოქმედება:
გელის აქტიურ ნივთიერებებს ახასიათებს ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო,
ანგიოპროტექტული მოქმედება.
ცხენისწაბლას ექსტრაქტი ეფექტურად გამოიყენება როგორც ვენების ვარიკოზული
გაგანიერების საწინააღმდეგო საშუალება. ცხენისწაბლას ექსტრაქტი შეიცავს გლიკოზიდ
ესცინს, ბიოფლავონოიდებს, რუტინს, კაროტინოიდებს, B, K, P ვიტამინებს,
პოლისაქარიდებს. იგი ზრდის ვენური სისხლძარღვების ტონუსს, აქვეითებს სისხლის
სიბლანტეს, აძლიერებს კაპილარების მდგრადობას, აქვეითებს მათ მსხვრევადობას და
განვლადობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.
ტროქსერუტინი ახდენს ვენების მატონიზირებელ, ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო
მოქმედებას. მისი გამოყენების შედეგად ფეხებში ქრება სიმძიმის შეგრძნება,
მცირდება
ქსოვილების შეშუპება, უმჯობესდება ტროფიკა.
თ აგვისარას აქვს სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ვენოტონური მოქმედება.
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს შეშუპებას.
აზიური ცენტელა - მდიდარია A, B, E, K ვიტამინებით და ტრიტერპენებით. იგი
ამცირებს
მიკროსისხლძარღვოვან განვლადობას და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რის
შედეგადაც ხსნის შეშუპებას და სიმძიმის შეგრძნებას ქვედა კიდურებში.
გამოყენების რეკომენდაცია:
ქრონიკული ვენური უკმარისობა, რომელსაც ახლავს: ქვედა კიდურებში სიმძიმის
შეგრძნება, ტკივილი, შეშუპება, წვივის კუნთების კრუნჩხვები. ვენების ვარიკოზული
გაგანიერება. ტრავმისა და ორთოპედიული ქირურგიის შემდგომი შეშუპების მკურნალობა.
განსაკუთრებული მითითებები:
ვენოლექსი გელი არ გამოიყენება ლორწოვან გარსზე და კანის იმ უბანზე სადაც
დარღვეულია მისი მთლიანობა. გელის შემთხვევით თვალში და ლორწოვანზე
მოხვედრისას, საჭიროა დიდი რაოდენობით წყლით ჩამობანა.
მიღების წესი:
კანის დაზიანებულ უბანზე ხდება გელის თხელი ფენის წასმა დილით და საღამოს, კანში
ფრთხილი შეზელვით ქვემოდან ზემოთ.
გაფრთხილება:
შემადგენელი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.
Senaxvis pirobebi:
SeinaxeT bavSvebisaTvis miuwvdomel adgilas არა უმეტეს 250C temperaturaze.
SefuTva: 100ml tubi kolofSi.
mwarmoebeli:
FITOFARM, ul. Kacanicki pat 156, 1000 Skopje, R.Macedonia
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით