ნერვომიქსი - NERVOMIX
ნერვომიქსი - NERVOMIX

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფსიქოლეფსური საშუალებები, საძილე და სედაციური მცენარეული სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

კომბინირებული მედიკამენტი

შემადგენლობა:
კატაბალახას ფესვები 210მგ
სვიის გირჩები 52.5მგ
ბარამბოს ფოთოლი 52,5მგ
კრაზანას ბალახი 35მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ტიტანის დიოქსიდი E 171, ერითროზინი E 127, ინდიგო E 132, ჟელატინი. ნერვომიქსი წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის სედაციური ეფექტის მქონე პროდუქტს, რომელიც ხელს უწყობს ჩაძინებას. მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები ამცირებს ემოციურ დაძაბულობას და გეხმარებათ დაძინებაში. პროდუქტი განკუთვნილია ტრადიციული გამოყენებისთვის მითითებულ ჩვენებებში და მისი ეფექტურობა დაფუძვნებულია მხოლოდ მის ხანგრძლივ გამოყენებასა და გამოცდილებაზე.

ჩვენებები:
გამოიყენება ნერვული სისტემის დროებითი ჰიპერაქტიურობის, ( მომატებული აგზნებადობა, შფოთვა, კონცენტრაციის დაქვეითება) და ძილის დარღვევების დროს.

რეკომენდებული დოზა
მოზრდილები და მოზარდები 12 წლიდან:
1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, 1/2 ჭიქა სითხის მიყოლებით.
ადვილად ჩაძინების მიზნით ერთჯერადი დოზა (1-2 კაფსულა) მიიღეთ დაძინებამდე ერთი საათით ადრე.
არ დაღეჭოთ.
ბავშვები და მოზარდები:
პრეპარატი რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
გამოყენების ხანგრძლივობა:
არ არის რეკომენდებული 3 კვირაზე მეტი ხნით მიღება.
თუ პრობლემები კვლავ გრძელდება პრეპარატის გამოყენების დროს ან თუ მწვავდება მიმართეთ ექიმს.

არ მიიღოთ ნერვომიქს ფორტე:
- თუ ხართ ალერგიული აქტიური სუბსტანციების ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.
- თუ გაქვთ კატაბალახას აუტანლობა.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:
მკურნალობის დროს მოერიდეთ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას (გარუჯვა, სოლარიუმი). პრეპარატში შემავალმა კრაზანამ შეიძლება გამოიწვიოს სინათლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა განსაკუთრებით ღია ფერის პირებში. თუ პრობლემები შენარჩუნდა ან გამწვავდა გამოყენების პერიოდში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომანქანის და მექანიზმების მართვა
პრეპარატმა შესაძლებელია თქვენი ფსიქოფიზიკური შესაძლებლობები და ავტომანქანის და მექანიკური მოწყობილობების მოძრაობაში მართვის უნარი დათრგუნოს, რის გამოც არ არის რეკომენდებული ავტომანქანის და მექანიზმების მართვის წინ მიღება.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ნერვომიქსი ფორტე კაფსულა #20
  • სახელი: ნერვომიქსი ფორტე კაფსულა #20
Pharmadepot 32.8 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა