ფარმაკოლოგიური ჯგუფი: აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატები, აკნეს საწინაღმდეგო სხვა პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
წამლის** ფორმა:** ხსნარი
შემადგენლობა**: **ქლორამფენიკოლი ( ლევომიცეტინი ) ........... 3.00 გ ;
მეტა - დიჰიდროქსიბენზოლი (რეზორცინი ) ............................ 1.00 გ ;
70% ეთილის სპირტი
............................................................ 50 მლ - დე .
ფარმაკოთერაპიული** ჯგუფი:**
დერმატოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენებული ანტიბიოტიკები .
ფარმაკოლოგიური** ჯგუფი:**
ანტიბაქტერიული , ანტისეპტიკური , ანთების საწინააღმდეგო საშუალება .
მოქმედების** მექანიზმი:**
ხსნარის შემადგენლობაში შედის ქლორამფენიკოლი – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი , რომლის მოქმედების მექანიზმიც მდგომარეობს მიკროორგანიზმების ცილების სინთეზის დარღვევაში . პრეპარატის შემადგენლობაში შედის ასევე რეზორცინი - ანტისეპტიკური ნივთიერება, რომელსაც ახასიათებს ასევევ დერმატოპროტექტორული თვისებები . რეზორცინის სხვადასხვა კონცენტრაციის სპირტიანი ხსნარები ფართოდ გამოიყენება კანის ისეთი დაავადებების დროს , როგორიცაა– აკნე , ეგზემა , სებორეა , ქავილი , სოკოვანი დაავადებები . მისი მოქმედების ძირითადი მექანიზმი მდგომარეობს კერატოლიზურ აქტივობაში .
ჩვენება**:**
გამოყენების** წესი და დოზირება:**
სითხეს ისმევენ კანის დაზიანებულ უბანზე ბამბის ტამპონით დღეში 1-2ჯერ ( შესაძლებელია მეტჯერაც ) დაავადების სიმძიმის მიხედვით .
უკუჩვენება**:**
გვერდითი** მოვლენები:**
ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს კანის გამოშრობას, ამ დროს რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემების გამოყენება .
განსაკუთრებული** მითითებები და გაფრთხილება:**
არ გამოიყენოთ კანის ფართო ზედაპირის დაზიანების დორს .
ურთიერთქმედება** სხვა სამკუნრალო საშუალებებთან, აგრეთვე ურთიერთქმედების სხვა ფორმები:**
( მაგ :თამბაქო , ალკოჰოლი , საკვები პროდუქტები ): შეზღუდვები არ გააჩნია .
გავლენა** ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა- დანადგარებთანმომუშავე პერსონალზე:**
დანიშნულებისამებრ მოხმარებისას არ ახდენს გავლენას .
ჭარბი** დოზირების შემთხვევაში მისაღები ზომები:** ჭარბი დოზით პრეპარატის გამოყენების დროს გამოვლენილი რეაქციების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს .
ორსულობა** და ლაქტაცია:** მონაცემები არ არსებობს .
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია .
შენახვის** პირობები:** ინახება ოთახის ტემპერატურაზე ( 180C - 200C ), სინათლი საგან დაცულ ადგილას .
გამოშვების** ფორმა:** 50 მლ ან 70 მლ ტევადობის მინის ან პოლიპროპილენის ფლაკონებში
ვარგისიანობის** ვადა:** 2 წელი
აფთიაქიდან** გაცემის წესი:**
III ჯგუფი ( გაცემის რეჟიმი : ურეცეპტოდ )
მწარმოებელი**:** შ . პ . ს „ გეომედი “
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა