ჰერბიონი მრავალძარღვას სიროფი - GERBION plantain syrup
ჰერბიონი მრავალძარღვას სიროფი - GERBION plantain syrup

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხველისა და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები, გაციების საწინაღმდეგო მცენარეული სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - plantago lanceolatae+malva sylvestris+C
შემადგენლობა:
სიროფის ყოველი 5 მლ (1 საზომი კოვზი) შეიცავს:
1,25გ ლანცეტისებრი მრავალძარღვას ფოთლების თხევად წყლიან ექსტრაქტს (Pლანტაგინის ლანცეოლატაე ფოლიუმ ეხსტრაქტუმ აქუოსუმ ფლუიდუმ) 1:5;
1,25გ ჩვეულებრივი ბალბას ყვავილების თხევად წყლიან ექსტრაქტს (Mალვაე სყლვესტრის ფლოს ექტრაცტუმ აქუოსუმ ფლუიდუმ) 1:5;
65 მგ ვიტამინ ჩ (Aციდუმ ასცორბიცუმ).
დამხმარე ნივთიერებებს: საქაროზას (4გ), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (9,24გ), ფორთოხლის ზეთის არომატს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი და მუკოლიტური საშუალება.

გამოყენების ჩვენება
მრავალძარღვას სიროფი ჰერბიონი – მცენარეული წარმოშობის სამკურნალო პრეპარატი, რეკომენდირებული შემდეგ შემთხვევებში:
- მშრალი ხველება, რომელიც თან ახლავს ზედა სასუნთქი გზების ანთებით დაავადებებს;
- მშრალი ხველა მწეველებში;
- გაციების დაავადებები და გრიპი, რომელთაც თან ახლავთ ხველა.

გამოყენების წესი და დოზირება
მოზრდილებმა და 14 წელზე ზევით ასაკის ბავშვებმა უნდა მიიღონ 2-2 საზომი კოვზი სიროფი 3-5 ჯერ დღეში.
7 წელზე ქვევით ასაკის ბავშვები – 1-1 საზომი კოვზი სიროფი 3-ჯერ დღეში.
7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები – 1-2 საზომი კოვზი სიროფი 3-ჯერ დღეში.
სიროფით მკურნალობის დროს რეკომენდირებულია საკმაო რაოდენობის თბილი სასმელების მიღება.

გვერდითი მოქმედება
სიროფის მიღებისას შესაძლო გვერდითი მოქმედებები დაყოფილია ჯგუფებზე მათი გაჩენის სიხშირის მიხედვით:
- ძალიან ხშირი (1/10);
- ხშირი (1/100 და <1/10)
- არახშირი (1/1000 და <1/100);
- იშვიათი (1/10000 და <1/1000);
- ძალიან იშვიათი (<1/10000, ერთეული შეტყობინებების ჩათვლით).
თითოეულ ჯგუფში არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია მათი სერიუზულობის შემცირების მიხედვით.
არასასურველი ეფექტები ორგანოების და სისტემების მიხედვით:
იმუნური სისტემის მხრიდან:
იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
არასასურველი მძიმე რეაქციების განვითარებისას საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
სამკურნალო ფორმა: სიროფი.

შემადგენლობა:
სიროფის ყოველი 5 მლ (1 საზომი კოვზი) შეიცავს:
1,25გ ლანცეტისებრი მრავალძარღვას ფოთლების თხევად წყლიან ექსტრაქტს (პლანტაგინის ლანცეოლატაე ფოლიუმ ეხსტრაქტუმ აქუოსუმ ფლუიდუმ) 1:5;
1,25გ ჩვეულებრივი ბალბას ყვავილების თხევად წყლიან ექსტრაქტს (Mალვაე სყლვესტრის ფლოს ექტრაცტუმ აქუოსუმ ფლუიდუმ) 1:5;
65 მგ ვიტამინ C (აციდუმ ასცორბიცუმ).
დამხმარე ნივთიერებებს: საქაროზას (4გ), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (9,24გ), ფორთოხლის ზეთის არომატს.

აღწერილობა: სიროფი ყავისფერიდან წითელ-ყავისფერამდე, დამახასიათებელი სუნით და გემოთი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი და მუკოლიტური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები
პრეპარატის ეფექტი კლინიკურ კვლევებში არ არის დამტკიცებული. ის ეყრდნობა ფარმაკოლოგიურ კვლევებს და გამოყენების მრავალწლიან ემპირიულ გამოცდილებას (ეფექტურობის მტკიცებულების დონე: IV).
მრავაძარღვას სიროფი ჰერბიონი შეიცავს ორი სამკურნალო მცენარის წყლიან ექსტრაქტს, ლანცეტისებრი მრავალძარღვას ფოთლების თხევად წყლიან ექსტრაქტს (Pლანტაგო ლანცეოლატა L.) და ჩვეულებრივი ბალბას ყვავილების თხევად წყლიან ექსტრაქტს (Mალვა სყლვესტრის L.) და ვიტამინ C. სიროფი, თავისი ბლანტი, ლორწოვანი კონსისტენციის გამო, იცავს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს და არბილებს მშრალ ხველებას გაციებისას და სასუნთქი გზების ანთებითი მოვლენების დროს. სიროფის წებოვანი ნივთიერება ქმნის თხელ აბკს ლორწოვანი გარსის ზედაპირზე და ამგვარად მექანიკურად იცავს მას ხველების გამომწვევი გამაღიზიანებლების მოქმედებისაგან.
ლანცეტისებრი მრავალძარღვას აქტიური ნივთიერებები – მუცინური და ირიდოიდური გლიკოზიდები (აუკუბინი). აუკუბინის შემცველობის გამო ლანცეტისებრი მრავალძარღვას ფოთლების თხევადი წყლიანი ექსტრაქტი ახდენს ბაქტერიოსტატურ ეფექტს და ამცირებს სასუნთქი გზების ანთებას.
ანტიბაქტერიალური ეფექტი განპირობებულია აგლიკონის - აუკუბიგენინის მოქმედებით, რომელიც გამოთავისუფლდება აუკუბინიდან მცენარეული ბეტა-გლიკოზიდების მოქმედებით.
ექსტრაქტის ლორწოვანი შემადგენლობის გამო ის ახდენს დამარბილებელ მოქმედებას მშრალი, გამაღიზიანებელი ხველებისას, რომელიც თან ახლავს ზედა სასუნთქი გზების ანთებას. ჩვეულებრივი ბალბას ყვავილები ასევე შეიცავენ ლორწოვან ნივთიერებებს, ტანინს და ანტოციანურ გლიკოზიდ მალვინს. ექსტრაქტი ახდენს ადგილობრივ დამარბილებელ მოქმედებას, რითიც იცავს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს. ექსტრაქტის ლორწოვანი ნივთიერებები ქმნიან მექანიკური დაცვის თხელ აბკს და ამცირებენ ხველის რეფლექს. ამგვარად, ხდება ხველების შემსუბუქება, რომელიც გამოწვეულია ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით რესპირატორული ტრაქტის ანთების დროს ან გარემოს სხვადასხვა გამაღიზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებით.
ვიტამინი ჩ იღებს მონაწილეობას ბევრ მეტაბოლურ პროცესში ადამიანის ორგანიზმში, კერძოდ, არის ჟანგვა-აღდგენითი სისტემის კომპონენტი და მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში და გემოგლობინის წარმოქმნაში. ის ასტიმულირებს ორგანიზმის იმუნური სისტემის პასუხს და აძლიერებს უჯრედების რეგენერაციას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ფარმაკოკინეტიკური კვლევები სიროფით ან ორივე სამკურნალო მცენარის წყლიანი ექსტრაქტით არ ჩატარებულა, მაგრამ არსებობს რამოდენიმე კვლევის მონაცემები იზოლირებულ აქტიურ ნივთიერებებთან.
ორივე მცენარის ლორწოვანი პოლისაქარიდები არ შეიწოვება და არ მეტაბოლიზდება პერორალურად მიღების შემდეგ, მაგრამ ისინი ახდენენ ადგილობრივ მოქმედებას ლორწოვან გარსზე, მასზე დამცავი ფენის შექმნით.
ფარმაკოკინეტიკური კვლევები აუკუბინით ადამიანებში არ ჩატარებულა. კურდღლებში, რომლებსაც ლანცეტისებრი მრავალძრღვა ეძლეოდათ საკვების სახით, შარდში აღენიშნათ აუკუბიგენინი. ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C) აბსორბცია იწყება პირის ღრუს ლორწოვან გარსში და გრძელდება თორმეტგოჯა და წვრილ ნაწლავში. მჟავა ნაწილდება სხვადასხვა ქსოვილებში და უჯრედებში. ასკორბინის მჟავა ლეიკოციტებში და თრომბოციტებში აღწევს უფრო მაღალ კონცენტრაციებს, ვიდრე ელექტროციტებში და პლაზმაში. ვიტამინ C-ს 25% უკავშირდრება პლაზმის ცილებს. მოზრდილი ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი შეიცავს ვიტამინ C-ს დაახლოებით 1,5გ.
ადამიანის ორგანიზმში ასკორბინის მჟავა შეუქცევლად იჟანგება დეჰიდროასკორბინის მჟავამდე, რომელიც შემდეგ ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ოქსალინის მჟავამდე და ასკორბატ-2-სულფატამდე, რომლებიც ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით. ასკორბინის მჟავის ჭარბი რაოდენობა, რომელიც არ ჭირდება ორგანიზმს, შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდით.

წინაკლინიკური მონაცემები უსაფრთხოების შესახებ
არ არსებობს სრული მონაცემები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წინაკლინიკური კვლევების შესახებ, მაგრამ კლინიკური გამოყენების გამოცდილება არ მიუთითებს იმაზე, რომ პრეპარატი შეიცავს ადამიანისათვის რაიმე რისკს.
წინაკლინიკური ტოქსიკოლოგიური კვლევები სიროფით ან მის შემადგენლობაში შემავალი მცენარეებით არ ჩატარებულა, მაგრამ არსებობს მონაცემები ასეთი კვლევებისა იზოლირებულ აქტიურ ნივთიერებებთან.
ორივე სამკურნალო მცენარის ძირითადი აქტიური ნივთიერებაა – მცენარეული წებოგვარა, რომელიც არ შეიწოვება და არ არის ტოქსიკური. დღესდღეობით არ არსებობს ცნობები ინტოქსიკაციის შესახებ, გამოწვეული პრეპარატების მიღებით Pლანტაგინის ლანცეოლატაე ფოლიუმ ფუძეზე, რომლებიც შეიცავენ აუკუბინის შედარებით მცირე რაოდენობას (0,3 – 2,5%).
ცხოველებში აუკუბინის მწვავე ტოქსიკურობის მონაცემები: პერიტონეალური შეყვანის შემდეგ თაგვებში არ იყო დარეგისტრირებული დაღუპვის არცერთი შემთხვევა, 900 მგ/კგ სხეულის მასაზე ზევით დოზების შეყვანისასაც კი.
მაიმუნებში, რომლებსაც ეძლეოდათ იზოლირებული აქტიური ნივთიერება მალვიდინ ქლორიდი 50 მგ/კგ დოზებით 60 დღის განმავლობაში, აღენიშნათ ამ ნივთიერების ანტისპერმატოგენური მოქმედება.

გამოყენების ჩვენება
მრავალძარღვას სიროფი ჰერბიონი – მცენარეული წარმოშობის სამკურნალო პრეპარატი, რეკომენდირებული შემდეგ შემთხვევებში:
- მშრალი ხველება, რომელიც თან ახლავს ზედა სასუნთქი გზების ანთებით დაავადებებს;
- მშრალი ხველა მწეველებში;
- გაციების დაავადებები და გრიპი, რომელთაც თან ახლავთ ხველა.

გამოყენების წესი და დოზირება
მოზრდილებმა და 14 წელზე ზევით ასაკის ბავშვებმა უნდა მიიღონ 2-2 საზომი კოვზი სიროფი 3-5 ჯერ დღეში.
7 წელზე ქვევით ასაკის ბავშვები – 1-1 საზომი კოვზი სიროფი 3-ჯერ დღეში.
7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები – 1-2 საზომი კოვზი სიროფი 3-ჯერ დღეში.
სიროფით მკურნალობის დროს რეკომენდირებულია საკმაო რაოდენობის თბილი სასმელების მიღება.

გვერდითი მოქმედება
სიროფის მიღებისას შესაძლო გვერდითი მოქმედებები დაყოფილია ჯგუფებზე მათი გაჩენის სიხშირის მიხედვით:
- ძალიან ხშირი (1/10);
- ხშირი (1/100 და <1/10)
- არახშირი (1/1000 და <1/100);
- იშვიათი (1/10000 და <1/1000);
- ძალიან იშვიათი (<1/10000, ერთეული შეტყობინებების ჩათვლით).
თითოეულ ჯგუფში არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია მათი სერიუზულობის შემცირების მიხედვით.
არასასურველი ეფექტები ორგანოების და სისტემების მიხედვით:
იმუნური სისტემის მხრიდან:
იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
არასასურველი მძიმე რეაქციების განვითარებისას საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ სხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტებზე არ არსებობს. არ არსებობს შეტყობინებები საკვების გავლენის შესახებ პრეპარატის მოქმედებაზე.

განსაკუთრებული მითითებები პრეპარატის გამოყენების თაობაზე
მრავალძარღვას სიროფი ჰერბიონი შეიცავს საქაროზას და ამიტომ არ არის რეკომენდირებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისათვის.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ, არ არის რეკომენდირებული მისი მიღება ორსული და მეძუძური დედებისათვის.

გავლენა ტრანსპორტის და სხვა მანქანების მართვის უნარზე
პრეპარატი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და სხვა ტექნიკურ მიწყობილებებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მრავალძარღვას სიროფის სხვა ინგრედიენტების შესახებ
მრავალძარღვას სიროფი ჰერბიონი შეიცავს საქაროზას. პაციენტებისათვის ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, საქაროზა-იზომალტაზის დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას დარღვეული შეწოვით არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება.
მეთილ-პარაჰიდროქსიბენზოატს (E 218) შეუძლია ალერგიული რეაქცის გამოწვევა (შესაძლოა შენელებული ტიპის).

ჭარბი დოზირება
არ არსებობს შეტყობინებები პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ.
ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებული ტოქსიკური ეფექტები არ არის ცნობილი.

გამოშვების ფორმა
150 მგ სიროფი მუქი ფერის შუშის ფლაკონში (III ტიპის შუშა, ევროპული ფარმაკოპეა), დახუფული პლასტმასის საცობით და პლასტიკური თავსახურით პირველი გახსნის კონტროლით, პლასტიკური მადოზირებელი საზომი კოვზით მუყაოს ყუთში.

შენახვის პირობები
არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ჰერბიონი მრავალ.სიროფი150მლ ფლ
  • სახელი: ჰერბიონი მრავალ.სიროფი150მლ ფლ
  • მწარმოებელი: KRKA d.d., Novo mesto (სლოვენია)
  • შეფუთვა: 150მლ შიგნით მისაღები სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომ კოვზთან ერთად
Aversi 12.22 ლ
ჰერბიონი მრავალძარღვას სიროფი 150მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ჰერბიონი მრავალძარღვას სიროფი 150მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: KRKA d.d., Novo mesto (სლოვენია)
  • შეფუთვა: 150მლ შიგნით მისაღები სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომ კოვზთან ერთად
Pharmadepot 11.97 ლ

GPC 17.1 ლ
Herbion plantain syrup - ჰერბიონი მრავალძარღვა 150მლ. სიროფი
  • სახელი: Herbion plantain syrup - ჰერბიონი მრავალძარღვა 150მლ. სიროფი
  • მწარმოებელი: KRKA d.d., Novo mesto (სლოვენია)
  • შეფუთვა: 150მლ შიგნით მისაღები სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომ კოვზთან ერთად
PSP 9.8 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა