პეროტა - PEROTA
პეროტა - PEROTA

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, პენიცილინების კომბინაციები, ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორების ჩათვლით

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

პეროტა

საერთ. დასახელება: Piperacillin/Tazobactam

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პენიცილინის ჯგუფი

შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ფლაკონი(2 გ/0,25 გ) შეიცავს აქტიური ნივთიერებების:
პიპერაცილინის ნატრიუმის მარილს, რომელიც შეესაბამება 2 გ პიპერაცილინს და ტაზობაქტამის ნატრიუმის მარილს, რომელიც შეესაბამება 0.25 გ ტაზობაქტამს.
პრეპარატის ერთი ფლაკონი(4 გ/0,5 გ) შეიცავს აქტიური ნივთიერებების:
პიპერაცილინის ნატრიუმის მარილს, რომელიც შეესაბამება 4 გ პიპერაცილინს და ტაზობაქტამის ნატრიუმის მარილს, რომელიც შეესაბამება 0.5 გ ტაზობაქტამს.

მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული ანტიბაქტერიული პრეპარატი.
პიპერაცილინი ნახევრადსინთეზური ფართო სპექტრის ბაქტერიციდული მოქმედების პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკია, რომლის მოქმედება დამყარებულია ბაქტერიების უჯრედის კედლის სინთეზის დათრგუნვაზე.
ტაზობაქტამი აინჰიბირებს ბეტა-ლაქტამაზების უმეტეს ნაწილს, ქრომოსომული და პლაზმიდური ფერმენტების ჩათვლით. პრეპარატის შემადგენლობაში ტაზობაქტამის არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის მის ანტიბაქტერიულ სპექტრს.
პრეპარატისადმი მგრძნობიარეა აერობული გრამუარყოფოთი ბაქტერიები: Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Enterobacter spp. (Enterobacter cloacae, Enterobacter aerogenes), Providencia spp, Citrobacter spp., Klebsiella spp (Klebsiella oxytoca-სა და Klebsiella pneumoniae-ს ჩათვლით), Morganella morganii, Serratia spp. (Proteus mirabilis-სა და Proteus vulgaris-ს ჩათვლით), Pseudomonas aeruginosa (მხოლოდ პიპერაცილინისადმი მგრძნობიარე შტამები), Pseudomonas spp. (Burkholderia cepacia-სა და Pseudomonas fluorescens-ს ჩათვლით), Moraxella spp.. (Moraxella catarrhalis-ს ჩათვლით), Neisseria spp. (Neisseria meningitidis-სა და Neisseria gonorrhoeae-ს ჩათვლით), Haemophilus spp. (Haemophilus influenzae-სა და Haemophilus parainfluenzae-ს ჩათვლით), Pasteurella multocida, Yersinia spp., Campylobacter spp., Gardnerella vaginalis, Stenotrophomonas maltophilia, Acinetobacter spp. (ქრომოსომული ბეტა- ლაქტამაზას წარმომქმნელი და არა-წარმომქმნელი შტამების ჩათვლით); აერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Streptococcus spp. (Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae, Streptococcus bovis), Viridans group streptococci (C და G), Enterococcus spp. (Enterococcus faecalis, Enterococcus faecium), Staphylococcus spp. (Staphylococcus aureus-ის მეტიცილინისადმი მგრძნობიარე შტამები, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus saprophyticus), Listeria monocytogenes, Nocardia spp. ანაერობული ბაქტერიები: Bacteroides spp. (Bacteroides fragilis, Bacteroides ovatus და სხვ.), Fusobacterium nucleatum; Clostridum spp. (Clostridum perfringens-სა და Clostridium difficile-ს ჩათვლით), Peptostreptococcus spp., Eubacter spp., Veillonella spp., Actinomyces spp.
ვენაში ინფუზიის შემდეგ პრეპარატის T1/2 36-72 წუთს შეადგენს. პლაზმის ცილებს უკავშირდება პიპერაცილინის 21% და ტაზობაქტამის 23%. კარგად აღწევს ქსოვილებსა და ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებში, ნაწლავის ლორწოვანი გარსის, ნაღვლის ბუშტის, ნაღვლისა და ფილტვის ჩათვლით. პიპერაცილინის 69% და ტაზობაქტამის 80% შარდთან ერთად გამოიყოფა. პიპერაცილინი, ასევე გამოიყოფა ნაღვლის მეშვეობით.

ჩვენება
პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სისტემური და ადგილობრივი ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა);
- აბდომინალური ინფექციები - პერიტონიტი, პელვიოპერიტონიტი, ქოლანგიტი, ნაღვლის ბუშტის ემპიემა, აპენდიციტი (გართულებული აბსცედირებული);
- შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (გართულებული ინფექციების ჩათვლით) - პიელონეფრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი, გონორეა, ენდომეტრიტი, ვულვოვაგინიტი, მშობიარობის შემდგომი ენდომეტრიტი და ადნექსიტი;
- ძვალ-სახსართა სისტემის ინფექციები;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები - ფლეგმონა, ფურუნკულოზი, აბსცესი, პიოდერმია, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ინფიცირებული ტროფიკული წყლულები, ინფიცირებული ჭრილობები და დამწვრობები;
- ინტრააბდომინალური ინფექციები;
- ბაქტერიული ინფექციები პაციენტებში ნეიტროპენიით;
- სეფსისი, მენინგიტი;
- ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა.
პრეპარატის ფართო სპექტრის ბაქტერიციდული მოქმედების გამო, მისი გამოყენება შესაძლებელია ემპირიული თერაპიის დროს, გამომწვევი ორგანიზმის იდენტიფიკაციამდე, ხოლო გამომწვევის დადგენის შემდეგ - პრეპარატისადმი მგრძნობელობის შესაბამისად.

უკუჩვენება
- პენიცილინების, ცეფალოსპორინებისა და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- 2 წლამდე ასაკის პაციენტები (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის);
- ორსულობა და ლაქტაცია;
განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ძლიერი სისხლდენით, მუკოვისციდოზის, ფსევდომემბრანული კოლიტისა და თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს.

უსაფრთხოების ზომები
პაციენტებში პენიცილინისადმი მომატებული მგრძნობელობით, შესაძლოა ჯვარედინი ალერგიის განვითარება.
2 წლამდე ასაკის პაციენტებში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის. სასიცოცხლო ჩვენებით შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება მცირე ასაკიდან.
პრეპარატით მკურნალობის ფონზე დიარეის გამოვლინებისას გასათვალისწინებელია ფსევდომემბრანული კოლიტის გამოვლინება. კოლიტის მსუბუქი ფორმის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა, ხოლო საშუალო და მძიმე ფორმები საჭიროებენ სპეციალურ მკურნალობას.
პეროტათი ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციური და სისხლის მაჩვენებლების (მათ შორის კოაგულაციური სისტემის) პერიოდული კონტროლი.
ხანმოკლე დროის განმავლობაში გონორეის სამკურნალოდ პრეპარატის დიდი დოზებით გამოყენების შედეგად შესაძლოა მოხდეს ათაშანგის ინკუბაციური პერიოდის სიმპტომების შენიღბვა. ამიტომ გონორეის მკურნალობის დაწყებამდე პაციენტები გამოკვლეულ უნდა იქნენ ათაშანგზე.
პეროტა ფარმაკოლოგიურად (ერთ შპრიცში) შეუთავსებელია ამინოგლიკოზიდებთან, რინგერის ლაქტატის ხსნართან, სისხლთან, სისხლის შემცვლელებთან ან ალბუმინის ჰიდროლიზებთან.
პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ თირკმლის მილაკოვან სეკრეციას, ამცირებენ როგორც პიპერაცილინის, ასევე ტაზობაქტამის კლირენსს, თუმცა ორივე პრეპარატის Cmax უცვლელი რჩება.
ჰეპარინთან, პერორალურ ანტიკოაგულანტებთან და სხვა ჰემოსტაზურ სისტემაზე მოქმედ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას საჭიროა სისხლის კოაგულაციური პარამეტრების ხშირი კონტროლი.
პიპერაცილინი ამცირებს მეთოტრექსატის გამოყოფას, ამიტომ საჭიროა შრატში ამ უკანასკნელის დონის მონიტორინგი. პრობენეციდისა და პეროტას ერთდროული მიღებისას იზრდება ამ უკანასკნელის ნახევარგამოყოფის პერიოდი. პიპერაცილინისა და ვეკურონიუმის (ან კუნთების სხვა არამადეპოლარიზებელი რელაქსანტების) ერთდროული მიღება ახანგრძლივბს ნერვ-კუნთოვან ბლოკადას.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პეროტას გამოყენების სარგებელი დედისთვის უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს.

დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: აგზნებადობა, კრუნჩხვითი სახის მოვლენები.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია, ანტიეპილეფსიური საშუალებები (დიაზეპამისა და ბარბიტურატების ჩათვლით), ჰემოდიალიზი ან პერიტონეალური დიალიზი.

დოზირება და მიღების წესი
პრეპარატის დოზის შერჩევას და შეყვანის გზას ადგენენ ინდივიდუალურად გამომწვევის მგრძნობელობის, ინფექციის სიმძიმისა და ლოკალიზაციის მიხედვით.
პრეპარატი გამოიყენება ვენაში საინფუზიოდ 20-30 წთ-ის განმავლობაში.
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ საშუალო დღიური დოზა შეადგენს 12 გ პიპერაცილინსა და 1.5 გ ტაზობაქტამს: 2/0.25 გ (2 გ პიპერაცილინი / 0.25 გ ტაზობაქტამი) ყოველ 6 საათში ერთხელ ან 4/0.5 გ (4 გ პიპერაცილინი / 0.5 გ ტაზობაქტამი) ყოველ 8 საათში ერთხელ. Pseudomonas aeruginosa-თი გამოწვეული ინფექციების შემთხვევაში შესაძლებელია ამინოგლიკოზიდების ჩართვა მკურნალობის სქემაში.
ბავშვებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით, რომლებიც იწონიან 40 კგ-მდე, რეკომენდებული დოზაა 100 მგ პიპერაცილინი/12.5 მგ ტაზობაქტამი კგ სხეულის წონაზე ყოველ 8 საათში ერთხელ.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ი/ვ დღიური დოზის შერჩევა ხდება კრეატინინის კლირენსის მიხედვით:
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ) რეკომენდებული პიპერაცილინი/ტაზობაქტამის დოზა
20-40 დღიური დოზა: 12/1.5 გ
(4 გ პიპერაცილინი / 0.5 გ ტაზობაქტამი) ყოველ 8 საათში ერთხელ
<20 დღიური დოზა: 8/1 გ
(4 გ პიპერაცილინი / 0.5 გ ტაზობაქტამი) ყოველ 12 საათში ერთხელ

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 8 გ პიპერაცილინი/1 გ ტაზობაქტამი დღეში, ხოლო ყოველი დიალიზის შემდგომ ეძლევათ ერთი დამატებითი დოზა 2 გ პიპერაცილინი/0.25 გ ტაზობაქტამი, ვინაიდან ჰემოდიალიზის დროს ორგანიზმიდან 4 საათში გამოიდევნება პიპერაცილინის საერთო რაოდენობის 30%-50%.
მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს, ხოლო განსაკუთრებული ჩვენების შემთხვევაში 14 დღე გრძელდება.
ხსნარის მომზადების და შეყვანის წესები:
ინტრავენურად შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენება 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 5%-იანი დექსტროზის ხსნარი ანდა სტერილური საინექციო წყალი.
ვენაში ინფუზიისათვის (3-5 წუთის განმავლობაში) პრეპარატის (2გ/0.25გ) ფლაკონის შიგთავსი იხსნება 10 მლ ზემოაღნიშნულ რომელიმე გამხსნელში.
ვენაში წვეთოვნად ინფუზიისათვის პრეპარატის (2გ/0.25გ ან 4გ/0.5გ) ფლაკონის შიგთავსი შესაბამისად იხსნება 10 მლ ან 20 მლ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. მიღებული ხსნარი შემდგომში იხსნება 50 მლ ზემოაღნიშნულ რომელიმე გამხსნელში ან 5%-იან დექსტროზის ხსნარში ან 5%-იან დექსტროზისა და 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარების ნარევში.

გვერდითი მოვლენები
ხშირად: დიარეა, გულისრევა, ღებინება.
შედარებით იშვიათად: ფლებიტი, თრომბოფლებიტი, კანის ჰიპერემია, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი), ასევე შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება.
იშვიათად: მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა; ეგზემა; მიასთენია, მიალგია; ჰალუცინაციები; არტერიული წნევის დაქვეითება; სისხლდენა; ტკივილი და ჰიპერემია პრეპარატის შეყვანის ადგილას.
ძალიან იშვიათად: ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი.
ასევე, შესაძლებელია ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: გარდამავალი ლეიკოპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ჰიპოკალიემია, ღვიძლის ფერმენტების გარდამავალი მატება, ბილირუბინემია, შარდოვანასა და კრეატინინის კონცენტრაციის მატება.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 25ºC ტემპერატურამდე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
სტერილური ფხვნილი ვენაში საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად:
1 ფლაკონი შეიცავს - 2 გ პიპერაცილინი/0.25 გ ტაზობაქტამი; მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
სტერილური ფხვნილი ვენაში საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად:
1 ფლაკონი შეიცავს - 4 გ პიპერაცილინი/0.5 გ ტაზობაქტამი; მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტის მიხედვით!