ლაქტოფილტრუმი - LACTOFILTRUM
ლაქტოფილტრუმი - LACTOFILTRUM

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ნაწლავის ადსორბენტები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ლაქტოფილტრუმი®

პრეპარატის საერთაშორისო არაპატენტირებული ან ქიმიური დასახელება:

ლაქტულოზა + ლიგნინი ჰიდროლიზური

სამკურნალო ფორმა

ტაბლეტები

1 ტაბლეტის შემადგენლობა

ჰიდროლიზური ლიგნინი (მშრალ ნივთიერებაზე გაანგარიშებით) 355 მგ

ლაქტულოზა (100% ნივთიერებაზე გაანგარიშებით) 120 მგ

დამხმარე ნივთიერებები

ნატრიუმის კროსკარმელოზა 20 მგ

მაგნიუმის სტეარატი 5 მგ

მიკროკრისტალური ცელულოზა 550 მგ მასის ტაბლეტის მიღებამდე

აღწერილობ****ა

მუქი ყავისფერი ტაბლეტები მოთეთრო-რუხი ჩანართებით, კაფსულისმაგვარი ორმხრივამოზნექილი ფორმის, ჭდით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ენტეროსორბენტი.

ათქ-კოდი: A07BC

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი აქტიური კომპონენტების – ლიგნინის და ლაქტულოზას თვისებებით.

ჰიდროლიზური ლიგნინი ბუნებრივი ენტეროსორბენტია, რომელიც შედგება მერქნის კომპონენტების ჰიდროლიზის პროდუქტებისგან, გააჩნია მაღალი ადსორბციული აქტივობა და არასპეციფიკური დეზინტოქსიკაციური მოქმედება. ნაწლავში ბოჭავს პათოგენურ ბაქტერიებს და ბაქტერიულ ტოქსინებს, სამკურნალო პრეპარატებს, მძიმე მეტალების მარილებს, ალკოჰოლს, ალერგენებს, ასევე ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი პროდუქტის სიჭარბეს, მათ შორის, ბილირუბინს, ქოლესტერინს, ჰისტამინს, სეროტონინს, შარდოვანას, სხვა ენდოგენური ტოქსიკოზის გამომწვევ მეტაბოლიტებს და ხელს უწყობს მათ გამოდევნას ორგანიზმიდან.იგი არ არის ტოქსიკური, არ შეიწოვება, მთლიანად გამოიყოფა ნაწლავიდან 24 საათის განმავლობაში.

ლაქტულოზა წარმოადგენს სინთეზურ დისაქარიდს, რომლის მოლეკულა შედგება გალაქტოზას და ფრუქტოზას ნარჩენებისგან. ლაქტულოზა არ შეიწოვება და არ ჰიდროლიზდება კუჭსა და ნაწლავის ზედა ნაწილში. ტაბლეტიდან მსხვილ ნაწლავში სუბსტრატის სახის გამოთავისუფლებული ლაქტულოზა ფერმენტირდება ნაწლავის ნორმალური მიკროფლორით და ახდენს ,ბიფიდობაქტერიების და ლაქტობაცილების ზრდის სტიმულირებას. ლაქტულოზას ჰიდროლიზის შედეგად მსხვილ ნაწლავში წარმოიქმნება ორგანული მჟავები - რძემჟავა, ძმარმჟავა და ჭიანჭველამჟავა, რომლებიც თრგუნავენ პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდას და ამცირებენ აზოტის შემცველ ტოქსიკური ნივთიერებების პროდუქციას. აღნიშნული პროცესი იწვევს მსხვილი ნაწლავის სანათურში ოსმოსური წნევის ზრდას და პერისტალტიკის სტიმულირებას.

პრეპარატის კომპლექსური მოქმედება მიმართულია მსხვილ ნაწლავში ნორმალური მიკრობიოცენოზის აღდგენასა და ენდოგენური ტოქსიკური მდგომარეობების ინტენსივობის დაქვეითებისკენ.

პრეპარატის გამოყენება ბაქტერიული ვაგინოზის (საშოს დისბიოზის) კომპლექსურ თერაპიაში იწვევს თერაპიის ეფექტურობის ზრდას, მათ შორის საშოში ლაქტობაცილების რაოდენობის ზრდას, ასევე პირობით-პათოგენური ფლორის ეფექტურ დათრგუნვას.

ჩვენებები

ნაწლავის მიკროფლორის დარღვევა (ნაწლავის დისბაქტერიოზი), მათ შორის ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული;

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, ალერგიული დაავადებების (ატოპიური დერმატიტი, ჭინჭრის ციება), ბაქტერიული ვაგინოზის (საშოს დისბიოზი) კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.

უკუჩვენებები

პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა,

ნაწლავთა გაუვალობა,

სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან,

გალაქტოზემია.

პრეპარატის გამოყენება არასასურველია კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების, ნაწლავთა ატონიის დროს.

გამოყენების წესი და დოზირება

მიიღებ შინაგანად, საჭიროების შემთხვევაში ტაბლეტის წინასწარ დაფხვნის შემდეგ, წყლის დაყოლებით, ერთი საათით ადრე ჭამამდე და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებამდე.

ნაწლავთა დისბაქტერიოზის დროს:

- მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში - 2-3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში,

- 8-დან - 12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში,

- 3-დან - 7 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში,

- 1-დან - 3 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1/2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

ბაქტერიული ვაგინოზის (საშოს დისბიოზის) დროს:

2 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრძლივობა - 2-3 კვირა.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება და განმეორებითი კურსების ჩატარება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოქმედება

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ,

იშვიათად – დიარეა, მეტეორიზმი.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: შეკრულობა, ტკივილი მუცლის არეში.

მკურნალობა: პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან

სხვა სამკურნალო პრეპარატებისერთდროულად შინაგანად მიღებისას შესაძლებელია მათი ეფექტის დაქვეითება.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას კომპლექსურ თერაპიაში სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად ცალკე მიღების წესის დაცვის შემთხვევაში.

გამოშვების ფორმა

ტალეტები.

15 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინილქლორიდის აპკისა და ალუმინის დაბეჭდილი ლაქირებული ფოლგისაგან.

4 კონტურული უჯრედოვან შეფუთვა 15-15 ტაბლეტით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოათავსეულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა

3 წელი. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან და ნესტისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

სს “ავა რუს” რუსეთი, 610044, კიროვის ოლქი, ქ. კიროვი, ქ. ლუგანსკაია, სახლის 53ა,

ტელ/: +7 (8332) 25-12-29, +7 (495) 956-75-54

საერთაშორისო დასახელება - lactulose, hydrolyzed lignin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → საფაღარათო საშუალებები → ოსმოსური თვისებების მქონე

სავაჭრო დასახელება: ლაქტოფილტრუმი®
სამკურნალო პრეპარატის საერთაშორისო არაპატენტირებული ან ქიმიური (ჯგუფური) დასახელება: ლაქტულოზა + ლიგნინი ჰიდროლიზური
სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები
1 ტაბლეტის შემადგენლობა: ჰიდროლიზური ლიგნინი
(მშრალ ნივთიერებაზე გაანგარიშებით) 355 მგ
ლაქტულოზა (100% ნივთიერებაზე გააგარიშებით) 120 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის კროსკარმელოზა 20 მგ
მაგნიუმის სტეარატი 5 მგ
მიკროკრისტალური ცელულოზა 550 მგ
მასის ტაბლეტის მიღებამდე
აღწერილობა: მუქი ყავისფერი ტაბლეტები მოთეთრო-რუხი ჩანართებით, კაფსულისმაგვარი ორმხრივამოზნექილი ფორმის, ჭდით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ენტეროსორბენტი.
გამოყენების ჩვენებები:
ნაწლავის მიკროფლორის დარღვევა (ნაწლავის დისბაქტერიოზი), მათ შორის ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული; გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, ალერგიული დაავადებების (ატოპიური დერმატიტი, ჭინჭრის ციება), ბაქტერიული ვაგინოზის (საშოს დისბიოზი) კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.

უკუჩვენებები
პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა, ნაწლავთა გაუვალობა, სისხლდენა კუჭ- ნაწლავიდან, გალაქტოზემია. არასასურველია პრეპარატის გამოყენება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების, ნაწლავთა ატონიის დროს.

გამოყენების წესი და დოზირება:
შიგნით, საჭიროების შემთხვევაში ტაბლეტის წინასწარ დაფხვნის შემდეგ, წყლის დაყოლებით, ერთი საათით ადრე ჭამამდე და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებამდე.
ნაწლავთა დისბაქტერიოზის დროს:
- მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში - 2-3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში,
- 8-დან - 12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში,
- 3-დან - 7 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში,
- 1-დან - 3 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1/2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
ბაქტერიული ვაგინოზის (საშოს დისბიოზის) დროს:
2 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრძლივობა - 2-3 კვირა.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება და განმეორებითი კურსების ჩატარება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ, იშვიათად – დიარეა, მეტეორიზმი.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: შეკრულობა, ტკივილი მუცლის არეში.
მკურნალობა: პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან:
ერთდროულად შიგნით მიღებისას შესაძლებელია სხვა სამკურნალო პრეპარატების ეფექტის დაქვეითება.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას კომპლექსურ თერაპიაში სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად ცალკე მიღების წესის დაცვის შემთხვევაში.

გამოშვების ფორმა
ტალეტები.
15 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინილქლორიდის აპკისა და ალუმინის დაბეჭდილი ლაქირებული ფოლგისაგან.
4 კონტურულ უჯრედოვან შეფუთვას 15-15 ტაბლეტით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით