ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგიური დაავადებების სამკურნალო საშუალებები, უროლოგიური დაავადებების სამკურნალო სხვა საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ვიტაპროსტი ფორტე #10 რ/სუპოზ
შემადგენლობა
ერთი სუპოზიტორი შეიცავს:
ვიტაპროსტი: - აქტიური ნივთიერება სამპროსტის სუბსტანცია ( პროსტატის ექსტრაქტი ) – 0.10 გ ( წყალში ხსნადპეპტიდებზე გადაანგარიშებით – 0.020 გ );
ვიტაპროსტი ფორტე: - აქტიური ნივთიერება სამპროსტის სუბსტანცია ( პროსტატის ექსტრაქტი ) – 0.20 გ.
დამხმარე ნივთიერებები ვიტეპსოლი – საკმარისი რაოდენობა 1,25 გ მასის სუპოზიტორიის მისაღებად .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ქრონიკული პროსტატიტის სამკურნალო საშუალება .
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტაპროსტს ® გააჩნია ორგანოტროპული მოქმედება წინამდებარე ჯირკვალზე. ამცირებს წინამდებარეჯირკვლის შეშუპებას , ლეიკოციტურ ინფილტრაციას, აწესრიგებს ეპითელიუმის უჯრედების სეკრეციულფუნქციას , ზრდის ლეციტინური მარცვლების რიცხვს აცინუსების სეკრეტში, ასტიმულირებს შარდისბუშტის კუნთების ტონუსს . წინამდებარე ჯირკვალში აუმჯობესებს მიკროცირკულირებასთრომბწარმოქმნის, ანტიაგრეგანტული აქტივობის შემცირების ხარჯზე, ხელს უშლის ვენულებისთრომბოზის განვითარებას წინამდებარე ჯირკვალში.
კლინიკური კვლევების მონაცემების საფუძველზე დამტკიცებულია, რომ ვიტაპროსტ ® ფორტე ზომიერადამცირებს წინამდებარე ჯირკვლის მოცულობას. პრეპარატი ამცირებს ობსტრუქციული და ირიტაციულისიმპტომატიკის გამოხატულებას წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს, რაცგამოიხატება შარდის დინების მოცულობითი სიჩქარეების მაქსიმალურ და საშუალოდ გაზრდასა დანარჩენი შარდის მოცულობის შემცირებაში.
ვიტაპროსტი ® აწესრიგებს წინამდებარე ჯირკვლის და ეაკულატის სეკრეტის პარამეტრებს. ამცირებსპროსტატიტით გამოწვეულ ტკივილსა და დისკომფორტს, აღმოფხვრავს დიზურიულ მოვლენებს, აწესრიგებს კოპულაციურ ფუნქციას.
გამოყენების ჩვენებები
ქრონიკული პროსტატიტი.
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია.
წინამდებარე ჯირკვალზე ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობები.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გამოყენების წესი და დოზები
რექტალურად, 1 სუპოზიტორია ნაწლავის თვითნებური დაცლის ან გამასუფთავებელი ოყნის შემდეგდღეში ერთხელ. შეყვანის შემდეგ სასურველია 30-40 წუთის განმავლობაში პაციენტი იმყოფებოდეს მწოლიარე მდგომარეობაში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი . პრეპარატ ვიტაპროსტით ® მკურნალობისკურსის მინიმალური ხანგრძლივობა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს – 15დღე, ქრონიკული პროსტატიტის დროს – 10 დღე.
გვერდითი მოქმედება
ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია.
ჭარბი დოზა
პრეპარატის გამოყენებისას ჭარბი დოზის შემთხვევები არ გამოვლენილა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის.
გამოშვების ფორმა
5 სუპოზიტორია კონტურულ _ უჯრედულ შეფუთვაში, ერთი ან ორი კონტურულ _ უჯრედულიშეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 200 C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.
საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება: პროსტატის ექსტრაქტი
სამკურნალო ფორმა: რექტალური სუპოზიტორიები.
შემადგენლობა:
ერთი სუპოზიტორია შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: პროსტატის ექსტრაქტი - 100 მგ წყალში ხსნად პეპტიდებზე გადაანგარიშებით – 20 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მყარი ცხიმი (ვიტეპსოლი, H 15, ჭ 35 მარკის; სუპოსირი, NA 15, NAშ 50 მარკის) – საკმარისი რაოდენობა სუპოზიტორიის მისაღებად მასით 1,25გ.
აღწერილობა:
ტორპედოსმაგვარი ფორმის სუპოზიტორიები თეთრი ფერის მოყვითალო, კრემისფერი ან რუხი შეფერილობით. დასაშვებია თეთრი ნადების გაჩენა სუპოზიტორიის ზედაპირზე და განივ ჭრილში საჰაერო ღერძის და ძაბრისებრი ჩარღმავების არსებობა.
**ფარმაკოთერაპიული ჯგუფი **
ქრონიკული პროსტატიტის სამკურნალო საშუალება.
**ფარმაკოლოგიური მოქმედება **
**ფარმაკოდინამიკა **
ვიტაპროსტ ფორტეს გააჩნია ორგანოტროპული მოქმედება წინამდებარე ჯირკვალზე. ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის შეშუპების, ლეიკოციტარული ინფილტრაციის დონეს, ახდენს ეპითელური უჯრედების სეკრეტორული ფუნქციის ნორმალიზებას, ზრდის ლეციტინის მარცვლების რაოდენობას აცინუსების სეკრეტში, ახდენს შარდის ბუშტის კუნთების ტონუსის სტიმულირებას. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას წინამდებარე ჯირკვალში თრომბების წარმოქმნის, ანტიაგრეგანტული აქტივობის შემცირების ხარჯზე, ხელს უშლის ვენულების თრომბოზის განვითარებას წინამდებარე ჯირკვალში.
ვიტაპროსტ ფორტე ახდენს წინამდებარე ჯირკვლის და ეაკულატის პარამეტრების ნორმალიზებას. ამცირებს ტკივილს და დისკომფორტს, აღმოფხვრის დიზურიულ მოვლენებს, აუმჯობესებს კოპულაციურ ფუნქციას.
გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიაგრეგაციული მოქმედება, ასტიმულირებს შარდის ბუშტის კუნთებს.
პროსტატის ექსტრაქტის მოქმედ ნივთიერებებს მიაკუთვნებენ პეპტიდური ბიორეგულატორების ჯგუფს - ციტომედინებს.
ეს სამკურნალო ნივთიერებები წარმოადგენენ პეპტიდებს მოლეკულური მასით 1-დან 10კილოდალტონამდე. პარა- ან აუტოკრინული ბუნების დაბალმოლეკულური პეპტიდები ასრულებენ ტრანსსპეციფიკური შიდა- და უჯრედშორისი მესენჯერების ფუნქციას.
წინამდებარე ჯირკვლის პეპტიდები ამცირებენ სისხლის შედედების დროს და ზრდიან სისხლძარღვოვანი კედლის ანტიაგრეგაციულ აქტივობას, აუმჯობესებენ სისხლის მიკროცირკულაციას, აძლიერებენ სისხლის ფიბრინოზულ აქტივობას, ზრდიან დეტრუზორის მიოციტების კუმშვადობის აქტივობას ინ ვივო, ინ ვიტრო. გააჩნიათ იმუნომამოდულირებელი და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, აძლიერებენ ანტიჰისტამინური და ანტისეროტონინული ანტისხეულების სინთეზს.
ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობისას პეპტიდური ბიორეგულატორების გამოყენებას საფუძვლად უდევს ამ პრეპარატების მიკროცირკულაციის აღდგენის, ანტიჰისტამინური და ანტისეროტონინული ანტისხეულების სინთეზის გაძლიერების ხარჯზე არაპირდაპირი ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მოხდენის უნარი, ასევე მათი იმუნომამოდულირებელი და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება.
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობა დაფუძნებულია ციტომედინების მნიშვნელოვან ბიოლოგიურ ეფექტზე: ორგანოტროპულობაზე, რომელიც იძლევა უჯრედების ფუნქციის და დიფერენცირების პროცესის რეგულირებას იმ ორგანოში, რომლისგანაც ისინი გამოყოფილების არიან.
ფარმაკოკინეტიკა
როგორც პეპტიდური პრეპარატი, იხლიჩება უჯრედული პროტეაზებით ამინომჟავამდე. კუმულაციური მოქმედება არ გააჩნია.
**გამოყენების ჩვენებები **
ქრონიკული პროსტატიტი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია.
მკურნალობა შარდის ურგენტული (იმპერატიული) შეუკავებლობისა, შარდვის ურგენტული (იმპარატიული) მოთხოვნილებისა და ქალებში კლიმაქტერიულ და პოსტკლიმაქტერიულ პერიოდში შარდის ბუშტის ჰიპერაქტივობისა გაურთულებელი ფორმის დროს.
მდგომარეობები წინამდებარე ჯირკვალზე ოპერაციულ ჩარევამდე და მის შემდეგ.
**უკუჩვენებები **
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გამოყენების წესი და დოზირება
რექტალურად. თითო სუპოზიტორია კუჭ-ნაწლავის ბუნებრივი დაცლის ან გამწმენდი ოყნის შემდეგ 1-ჯერ დღეში. შეყვანის შემდეგ სასურველია პაციენტი იმყოფებოდეს მწოლიარე მდგომარეობაში 30-40 წუთის განმავლობაში.
მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი. პრეპარატით ვიტაპროსტი ფორტე მკურნალობის კურსის მაქსიმალური ხანგრძლივობა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს – 15 დღეა, ქრონიკული პროსტატის დროს – 10 დღე, ჰიპერაქტიული შარდის ბუშტის დროს – 20 დღე.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი კურსების ჩატარება.
თუ მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესება არ ხდება ან სიმპტომები მწვავდება, ან ჩნდება ახალი სიმპტომები, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
გვერდითი მოქმედება
ხშირი - 1-10%; ხანდახან - 0,1-1%; იშვიათი - 0,01-0,1%; ძალიან იშვიათი - 0,01%-ზე ნაკლები, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით.
ძალიან იშვიათი - ალერგიული რეაქციები.
თუ ზემოთ მითითებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მძიმდება ან თქვენ შენიშნავთ სხვა გვერდით რეაქციებს, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს.
**ჭარბი დოზა **
არ ყოფილა შეტყობინებები პრეპარატით ვიტაპროსტი®®ფორტე ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ.
**ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან **
პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას კომპლექსურ თერაპიაში.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებების ან შეუთავსებლობის შემთხევები არ არის აღწერილი.
**განსაკუთრებული მითითებები **
ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური, რაც გულისხმობს პრეპარატ ვიტაპროსტი®®ფორტეს დამიშვნასთან ერთად სხვა ჯგუფის სამკურნალო პრეპარატების და მკურნალობის არამედიკამენტური მეთოდების გამოყენებას.
ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობის დაწყებამდე და, საჭიროების შემთხვევაში, მკურმალობის პროცესში რეკომენდირებულია წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტის ანალიზის ჩატარება.
პრეპარატის გამოყენების პერიოდში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ საჭიროა ექიმთან რეგულარული ვიზიტი მოცემული დაავადების სტანდარტული კონტროლის ჩასატარებლად. მკურნალობის კურსის დაწყებამდე აუცილებელია იმაში დარწმუნება რომ პათოლოგია ატარებს კეთილთვისებიან ხასიათს.
**ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე **
პრეპარატის გამოყენება არ ახდენს ზეგავლენას ავტოტრანსპორტის ტარების და საქმიანობის სხვა პოტენციურად საშიში სახეობებით დაკავებაზე, რაც საჭიროებს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოშვების ფორმა
20 მგ რექტალური სუპოზიტორიები.
5 სუპოზიტორია კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში პოლიეთილენით ლამინირებული პოლივინილქლორიდის ფირისგან.
ერთ ან ორ კონტურულ უჯრედულ შეფუთვას სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში.
**შენახვის პირობები **
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე.
**ვარგისიანობის ვადა **
3 წელი. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
**აფთიაქიდან გაცემის პირობები **
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ნივთიერება:
სამპროსტის სუბსტანცია (პროსტატის ექსტრაქტი) ................ 100 მგ
მოქმედების მექანიზმი:
- ვიტაპროსტის მიღება მონოთერაპიაში პროსტატიტის დროს განაპირობებს წინამდებარე ჯირკვლის მოცულობაში შემცირებას, რაც დაკავშიებულია წინამდებარე ჯირკვალზე პროსტატის ექსტრაქტის ორგანოტროპულ მოქმედებასთან.
- ეს განაპირობებს უჯრედების პროლიფერაციული აქტივობის შემცირებას და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის შეჩერებას. ასევე პროსტატის ექსტრაქტი ამცირებს შეშუპებას და ანთებით პროცესებს მიკროცირკულაციის გაუმჯობესების ხარჯზე
- ვიტაპროსტი ფორტე ამცირებს ინფრავეზიკულური ობსტრუქციის ხარისხს, რაც გამოიხატება შარდვის პროცესის გაუმჯობესებაში და ნარჩენი შარდის მოცულობის შემცირებაში.
ვიტაპროსტი ფორტე
- ვიტაპროსტ ფორტე უსაფრთხო პრეპარატია, რომელიც კარგად გადაიტანება;
- მკურნალობის დროს არ აღინიშნება სისხლისა და შარდის კლინიკური და ბიოქიმიური პარამეტრების ცვლილება, რაც ადასტურებს პრეპარატის უსაფრთხოებას;
- ვიტაპროსტ ფორტე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მონოთერაოპიაში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს მიუხედავად პაციენტის ასაკისა და თანმდევი დაავადებისა.
ვიტაპროსტ ფორტეს უპირატესობები: - პრეპარატის ეფეტურობა ნარჩუნდება ხანგრძლივად;
ქრონიკული პროსტატიტების მთავარ პათოგენეზურ მექანიზმს წარმოადგენს სისხლის მომარაგების დარღვევა წინამდებარე ჯირკვალში;
ვიტაპროსტ ფორტე ეფექტურად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას პროსტატაში მიკროცირკულაციის გაძლიერების ხარჯზე დაახლოებით 50% ით.
ვიტაპროსტი მნიშვნელოვნად ზრდის სისხლის მიდინებას პროსტატის სისხლძარღვებში.
ვიტაპროსტს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
- ვიტაპროსტი ამცირებს პროსტატის მოცულობას 3.6 სმ3 – (შეშუპებისა და ანთებითი ინფილტრატის შემცირების ხარჯზე);
- ვიტაპროსტი ამცირებს ლეიკოციტების რაოდენობას ეაკულატში;
- ვიტაპროსტი სწრაფად და ეფექტურად ამცირებს ტკივილს, აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციასა და ერექციას, აძლიერებს ლიბიდოს, აღადგენს ეაკულაციის პროცესს ქრონიკული პროსტატიტით დაავადებულებში.
ვიტაპროსტის გავლენა სპერმატოგენეზზე:
ვიტაპროსტით მკურნალობის შედეგად იზრდება ნორმალურად მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობა.
ვიტაპროსტი ფორტე:
ვიტაპროს ფორტეს სუპოზიტორია მოქმედებს უშუალოდ პათოლოგიურ კერაზე.
ვიტაპროსტის მოქმედების მექანიზმი მიმართულია წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის აღდგენაზე:
- წინამდებარე ჯირკვალში მიკროცირკულაციის ნორმალიზება - წინამდებარე ჯირკვლის შეშუპების შემცირება - საშარდე ბუშტის კუნთების ტონუსის რეგულირება - სპერმატოგენეზის ნორმალიზაცია: სპერმატოზოიდების რაოდენობისა და მოძრაობის უნარის მატება, პათოლოგიური ფორმების შემცირება.
ვიტაპროსტის მოქმედების მექანიზმი აიხსნება პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ორგანოტროპული და ორგანოსპეციფიკური აქტივობით წინამდებარე ჯირკვლზე.
ვიტაპროსტი უზრუნველყოფს:
- სწრაფ კლინიკურ გაუმჯობესებას (ტკივილისა და დისკომფორტის შემცირება, შარდვის პროცესის ნორმალიზება, სქესობრივი ფუნქციის გაუმჯობესება) - მდგრად, გახანგრძლივებულ ეფექტს (მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ თერაპიული შედეგი ნარჩუნდება ხანგრძლივად) - უსაფრთხოების მაღალ ხარისხს და გადაიტანება კარგად (ბუნებრივი შემადგენლობა, გვერდითი ეფექტების არ არსებობა, არ გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვა).
შედეგად ვიტაპროსტი უზრუნველყოფს მამაკაცის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.