ტრეატაპროსტი ადვანსი - TREATAPROST advance
ტრეატაპროსტი ადვანსი - TREATAPROST advance

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგიური საშუალებები, უროლოგიური მცენარეული სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

**1.**სამკურნალო საშუალების დასახელება

ტრეატაპროსტი ადვანსი 250 მლ პერორლური სუსპენზია

2. ხარისხობრივი****და რაოდენობრივი შემადგენლობა

250 მლ პერორალური ხსნარის შეიცავს:

თხაწართხალას ექსტრაქტი/(Epilobium parviflorum Schreb) (თხაწართხალას ბალახი /o angustifolium herb) | 18.750,0 მგ
---|---
ორსახლიანი ჭინჭრის ფესვი (Urtica dioica root) | 40.000,0 მგ
დათვის კენკრას ექსტრაქტი (Arctostaphylos uva-ursi) (Uva ursi 30%) | 8333,25 მგ
ავოკადოს და სოიოს გაუსაპნავი ნაერთები 30% (Avocado soybean unsaponifiable) | 16.500,0 მგ
კვერცეტინი (Quercetin) | 1.500,0 მგ

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალის სანახავად, იხ ნაწილი 6.1.

**3.**ფარმაცევტული ფორმა

ტრეატაპროსტი****ადვანსი 250 მლ პერორალური სუსპენზია არის თხევადი პრეპარატი ან სუსპენზია პერორალური გამოყენებისთვის, რომელიც შეიცავს მცენარეულ ექსტრაქტებს.

ტრეატაპროსტიადვანსი250 მლ არის გაუმჭვირვალე, მოყავისფრო-მოყვითალო სპეციფიკური სუნის მქონე სითხე.

**4.**კლინიკური თვისებები

4.1****თერაპიული ჩვენება

ტრეატაპროსტი ადვანსი ნაჩვენებია,

  • სხვადასხვა ეთიოლოგიის მწვავე და ქრონიკული პროსტატიტის მონოთერაპიაში ან კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში.
  • ქრონიკული პროსტატიტის გამწვავებების პროფილაქტიკისათვის; პროსტატის ჯირკვალზე ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.
  • სქესობრივი დარღვევების მკურნალობისას, მამაკაცის უნაყოფობა, შარდვის დარღვევები, მათ შორის ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

4.2****დოზირება და მიღების წესი

დოზირება

  • პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილი მამაკაცებისთვის.
  • სტანდარტული დოზირება დღეში 2-ჯერ 10 მლ-ია.
  • მიიღეთ ჭამის შემდეგ და დალიეთ დიდი რაოდენობით სითხე.
  • მკურნალობის კურსი მინიმუმ 10 დღე გრძელდება.
  • მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს, დაავადების სტადიის, სიმძიმის და მიმდინარეობის გათვალისწინებით.
  • გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივი დროით. ქრონიკული პროსტატიტის გამწვავების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატი გამოიყენება 10 მლ დოზით დღეში 1-ჯერ, მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, პროფილაქტიკური კურსები უნდა ჩატარდეს წელიწადში 1-2 ჯერ.

მიღების წესი

მიიღება პერორალურად.

**4.3.**უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი ნაწილ 6.1-ში ჩამოთვლილი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

4.4.განსაკუთრებულიგაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

თუ დაგავიწყდათ წამლის მიღება, შემდეგ მიღებაზე არ შეიძლება დოზის გაორმაგება.

**4.5.**სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა ურთიერთქმედების ფორმები

სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება არ არის იდენტიფიცირებული.

**4.6.**ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

პროდუქტი არ არის ნაჩვენები ქალებში გამოყენებისათვის და აკრძალულია მოხმარება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

**4.7.**ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა

ტრეატაპროსტი ადვანსს არ აქვს გავლენა ავტომობილის მართვის უნარზე.

**4.8.**გვერდითი მოვლენები

რეკომენდებული დოზების მიღებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

**4.9.**ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები აღწერილი არ არის.

**5.**ფარმაკოლოგიური თვისებები

**5.1.**ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა უროლოგიურები,

**5.2.**ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები მცენარეული წარმოშობის გამო შესწავლილი არ არის

**5.3.**უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

არ არსებობს დანიშნულების წინასწარი კლინიკური მონაცემები, რომელიც დამატებულია იმ თავებში, რომელიც უკვე შესულია პროდუქტის მახასიათებლების რეზიუმეში.

**6.**ფარმაცევტული მახასიათებლები

**6.1.**დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ქსანტანის გუმფისი, პოლიეთილენგლიკოლი 400 (PEG 400), ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, სუკრალოზა, ძირტკბილას არომატი, გასუფთავებული წყალი.

**6.2.**შეუთავსებლობა

არ ერთვის

**6.3.**ვარგისობის ვადა

2 წელი

6.4. შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

სინათლისა და ნესტისგან დასაცავად შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

**6.5.**აღწერილობა და კონტეინერის შემცველობა

მუყაოს ყუთი 1 PVC 250 მლ ბოთლით და ალუმინის თავსახურიანი დახურვის სისტემით, პოლიეთილენის პლომბით.

6.6.განსაკუთრებულიმითითებები უტილიზაციის შესახებ

სპეციალური მოთხოვნები უტილიზაციისთვის არ არის მოცემული.

**7.**სავაჭრო ნებართვის მფლობელი

გრანდ მედიკალ გრუპ აგ / Grand Medical Group AG

მისამართი: კორნმარტკტ 10,C- 6004, ლუზერნი, შვეიცარია

ტელ: +41 44 5853080
ტელ: +41 78 8324510

გაცემის პირობები:

ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ

შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა