ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზური საშუალებები, სალიცილის მჟავა და მისი წარმოებულები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
საერთაშორისო დასახელება - acetylsalicylic acid, paracetamol, caffeine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → გაციების დროს გამოსაყენებელი
საშუალებები → პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აცეტილსალიცილის მჟავას _ 0.24 გ-ს,
პარაცეტამოლს _ 0.18 გ-ს,
კოფეინს _ 0.03 გ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: კაკაო, ლიმონმჟავა, კარტოფილის სახამებელი, ტალკი,
კალციუმის სტეარატი.
ჩვენებები
ტკივილის სინდრომი: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ნევრალგია, ართრალგია,
მიალგია.
ციების სინდრომი: მწვავე რესპირატორული დაავადებები, გრიპი.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება პერორალურად (ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ) _ 1 ტაბლეტი 4 სთ-ში
ერთხელ. ტკივილის სინდრომის დროს _ 1_2 ტაბლეტი. საშუალო სადღეღამისო დოზაა 3_4
ტაბლეტი, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 8 ტაბლეტი. მკურნალობის კურსია არა
უმეტეს 7_10 დღია.
პრეპარატი არ გამოიყენება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, როგორც ანალგეზური
საშუალება და 3 დღეზე მეტხანს, როგორც სიცხის დამწევი საშუალება (ექიმის
დანიშნულებისა და მეთვალყურეობის გარეშე).
გვერდითი მოვლენები
გასტრალგია, გულისრევა, ღებინება, ჰეპატო- და ნეფროტოქსიკურობა, კუჭ-ნაწლავის
ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, ალერგიული რეაქციები, ტაქიკარდია,
მომატებული არტერიული წნევა, ბრონქოსპაზმი.
ხანგრძლივი გამოყენებისას _ თავბრუხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა,
ყურებში შუილი, ჰიპოკოაგულაცია, ჰემორაგიული სინდრომი (სისხლდენა ცხვირიდან,
ღრძილებიდან და სხვა), თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რეიეს სინდრომი ბავშვებში.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება,
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, `ასპირინულია ასთმა, ჰემოფილია, ჰემორაგიული
დიათეზი, ჰიპოპროთრომბინემია, პორტული ჰიპერტენზია, K ვიტამინის დეფიციტი,
თირკმლის უკმარისობა, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, გამოხატური
არტერიული ჰიპერტენზია, მძიმედ მიმდინარე გულის იშემიური დაავადება, გლაუკომა,
მომატებული აგზნებადობა, ძილის დარღვევა, ქირურგიული ჩარევები სისხლდენით, 15
წლამდე ასაკი (ვირუსული დაავადებების ფონზე ჰიპერთერმიის დროს რეიეს სინდრომის
რისკის გამო).
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს (I და III ტრიმესტრები) და ლაქტაციის
(ძუძუთი კვების) პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა პერიფერიული სისხლისა და ღვიძლის
ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი.
სასწრაფო ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში საჭიროა ექიმის წინასწარი ინფორმირება
პრეპარატის გამოყენების შესახებ.
ციტრამონი-პ სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაავადებების, პოდაგრის დროს.

**შემადგენლობა ერთი ტაბლეტის შედგენილობა: **
აქტიური სუბსტანცია: აცეტილსალიცილის მჟავა-0,24გ;პარაცეტამოლი -0,18;
კოფეინი-0,03გ;
კაკაო-0,015გ; ლიმონმჟავა-0,02გ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სახამებელი, ტალკი, კალციუმის სტეარატი,
პოლივინილპიროლიდონი, აეროსილი;
ფარმაკოლოგიური თვისებები
ციტრამონ “პ”-ს ტაბლეტები წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელსაც გააჩნია
ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და მცირედ გამოხატული ანთების საწინააღმდეგო
მოქმედება. აცეტილსალიცილის მჟავასა და პარაცეტამოლს აქვს ტკივილგამაყუჩებელი,
ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება. კოფეინი ამცირებს სისუსტისა
და დაღლილობის შეგრძნებას, მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე: ზრდის გულის
შეკუმშვათა სიხშირეს, ზრდის არტერიულ წნევას ჰიპოტონიის დროს.
ჩვენებები
ციტრამონ ,,პ”-ს ღებულობენ: თავის, კბილის, სახსრების ტკივილის დროს. გამოიყენება
სიცხის დამწევად გაციებისა და სხვადასხვა ინფექციური დაავადებების შემთხვევაში.
მიღების წესები და დოზები
1-2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 6 ტაბლეტს.
შუალედი მიღებებს შორის - არანაკლებ 6სთ.
გვერდითი მოვლენები
ალერგია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, კანის სიფერმკრთალე,
ტაქიკარდია.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი; კუჭისა და
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა;
ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევები; სისხლის სისტემის დაავადებები;
გლაუკომა; ბრონქული ასთმა; გლუკოზო-6 ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი;
ორსულობის პირველი სამი თვე და ლაქტაციის პერიოდი; 15 წლამდე ასაკი; ვირუსული
ინფექციით გამოწვეული მწვავე რესპირატორული დაავადებები.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის ორსულობის (I ტრიმესტრის გარდა) დროს გამოყენება დასაშვებია იმ
შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს
ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.
განსაკუთრებული მითითებები
**სიფრთხილე: **
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც დაავადებული არიან ბრონქული
ასთმით და პოდაგრით.
პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ბავშვებში, რეინეს სინდრომის
განვითარების მაღალი რისკის გამო.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ
მოქმედებს ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია კუჭის ამორეცხვა და გააქტივებული
ნახშირის მიღება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: კომბინირებული თერაპიის დროს
გასათვალისწინებელია, რომ ციტრამონი ,,პ’’ აძლიერებს სისხლის ანტიაგრეგატულ
თვისებებს - აქვეითებს სისხლის შედედებას და თრომბოციტების აგრეგაციას.
არასასურველია პრეპარატის კომბინაცია ბარბიტურატებთან, რიფამიცინთან, კრუნჩხვების
საწინააღმდეგო საშუალებებთან და ალკოჰოლურ სასმელთან.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა : 4 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი
დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების
გარეშე.