კოკარბოქსილაზას ჰიდროქლორიდი 0.05გ საინექციო - Cocarboxylase Hidrochloride 0.05g for injection

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, ვიტამინები B1 და მისი წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ჩვენება: დიაბეტური წარმოშობის აციდოზი, ღვიძლის და დიაბეტური კომა, წინაკომატოზური მდგომარეობა, ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობა, სუნთქვის აციდოზი ფილტვის და გულის უკმარისობის დროს, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა, ექსტრასისტოლიით თანმხლები გულის დაავადებები, პაროქსიზმალური ტაქიკარდია, მოციმციმე არითმია და რითმის სხვა დარღვევები, გაფანტული სკლეროზის მსუბუქი ფორმები, პრეეკლამფსიური მდგომარეობა და ეკლამფსია, პერიფერიული ნეფრიტები, სხვადასხვა პათოლოგიური პროცესები, რომლებიც საჭიროებენ ნახშირწყლოვანი ცვლის გაუმჯობესებას.

უკუჩვენება: კოკარბოქსილაზას მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: კოკარბოქსილაზა აძლიერებს საგულე გლიკოზიდების კარდიოტონულ მოქმედებას და აუმჯობესებს მათ ათვისებას.

გამოყენების თავისებურებანი: კომპლექსური თერაპიის ჩატარების დროს საჭიროა კოკარბოქსილაზას თვისებების გულის გლიკოზიდების კარდიოტონული მოქმედების გაძიერების გათვალისწინება. მოციმციმე არითმიის დროს პრეპარატის ვენაში შეყვანა არ შეიძლება.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: კოკარბოქსილაზას ჰიდროქლორიდის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი, ამიტომ პრეპარატის ამ პერიოდში დანიშვნა არ არის რეკომენდირებული.

მიღების წესი და დოზები: როგორც წესი გამოიყენება როგორც კომპლექსური თერაპიის კომპონენტი. შეყავთ კუნთში, იშვიათად კანის ქვეშ ან ვენაში. შეყვანამდე ამპულის ან ფლაკონის შიგთავსი იხსნება 2მლ საინექციო წყალში. ვენაში ნაკადით შეყვანის დროს მოცულობა უნდა მიიყვანოთ 10-20მლ-მდე, წვეთოვანის დროს-200-400მლ-მდე, ნატრიუმის ქლორიდის 0,9% სხნარის ან გლუკოზის 5% ხსნარის დამატებით. შეყვანის დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაავადების და პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწი-ნებით. მოზრდილებში შეყავთ 50-100მგ დღე-ღამეში ერთჯერადად, მკურნალობის კურსი 15-30 დღე. საჭიროების შემთხვევაში (დიაბეტური კომა), აღნიშნული დოზა შეიძლება განმეორებით შეიყვანოს 1-2 საათის შემდეგ. შემდგომში გადადიან შემანარჩუნებელ თერაპიაზე-50მგ დღე-ღამეში 1-ჯერ. მწვავე თირკმლის ან-და ღვიძლის უკმარისობის დროს პრეპარატი შეყავთ ვენაში ნაკადით 100-150მგ (4-6 მლ) დღე-ღამეში 3-ჯერ ან წვეთოვნად (გლუკოზის 5% სხნარზე) 100-150მგ (4-6 მლ) 1-1,5 თვის განმავლობაში. ბავშვებში შეყავთ კანის ქვეშ ან ვენაში: დაბადებიდან სამ თვემდე- 25მგ დღე-ღამეში 1-ჯერ; 4 თვიდან 7 წლამდე- 25-50მგ დღე-ღამეში 1-ჯერ; 8-18 წელი- 50-100მგ დღე-ღამეში 1-ჯერ. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული დოზების შეყვანა შესაძლებელია ორ მიღებაზე.

შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს
25C ტემპერატურაზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შემადგენლობა

1 ამპ
კოკარბოქსილაზას ჰიდროქლორიდი. . . . . . 50 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
კოკარბოქსილაზა წარმოადგენს კოფერმენტს, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება თიამინიდან. მას გააჩნია მარეგულირებელი ზემოქმედება ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციებზე, ძირითადად ცვლის პროცესებზე. იგი მონაწილეობას იღებს ცვლის პროცესებში კოენზიმის სახით; განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლების ცვლაში, კერძოდ, კეტომჟავების ჟანგვით დეკარბოქსილირებაში (პიროყურძნის, ალფა-კეტოგლუტარის და სხვა), ასევე გლუკოზის პენტოზოფოსფატურ დაშლაში. პრეპარატი იწვევს ორგანიზმში რძის და პიროყურძნის მჟავების კონცენტრაციის შემცირებას, აუმჯობესებს გლუკოზის ათვისებას. იგი იწვევს ნერვული ქსოვილის ტროფიკის გაუმჯობესებას, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის ნორმალიზაციას.

ჩვენებები
დიაბეტური აციდოზი, ფილტვ-გულის უკმარისობის დროს სუნთქვითი აციდოზი, დიაბეტური და ღვიძლის კომა, ღვიძლის და თირკმელების უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა, პერიფერიული ნევრიტები, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვენ ნახშირწყლების ცვლის პროცესის გაუმჯობესებას.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი შეჰყავთ კუნთებში, იშვიათად _ კანქვეშ, ან ინტრავენურად. დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 50-100 მგ-ს ერთხელ დღეში. თუ საჭიროა შესაძლებელია აღნიშნული დოზის განმეორებითი შეყვანა.
დოზა ბავშვებისათვის - 25-50 მგ ერთხელ დღეში (ასაკის შესაბამისად).
მკურნალობის კურსი შეადგენს 15-30 დღეს.
შაქრიანი დიაბეტის დროს (აციდოზი, კომა) დღეღამური დოზა შეადგენს 100 მგ-1 გ-ს.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
კოკარბოქსილაზა აძლიერებს საგულე გლიკოზიდების კარდიოტონურ მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 5-25oC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
კოკარბოქსილაზა 0.05გ #5ა(ბიოფ)
  • სახელი: კოკარბოქსილაზა 0.05გ #5ა(ბიოფ)
  • მწარმოებელი: „BIOPHARM“ JSC (საქართველო)
  • შეფუთვა: 0,05გ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №5 + 2მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) ამპულა №5
Aversi 4.01 ლ
კოკარბოქსილაზა ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 50მგ ამპულა+2მლ ამპულა გამხსნელი #5
  • სახელი: კოკარბოქსილაზა ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 50მგ ამპულა+2მლ ამპულა გამხსნელი #5

Pharmadepot 5.6 ლ

GPC 5.6 ლ
Cocarboxylase - კოკარბოქსილაზა 50მგ 5 ამპულა
  • სახელი: Cocarboxylase - კოკარბოქსილაზა 50მგ 5 ამპულა

PSP 3.81 ლ