ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოტოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები კომბინაციაში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
** რა არის ოტოდუო და რისთვის გამოიყენება**
ოტოდუო შეიცავს ორ აქტიურ სუბსტანციას, ოფლოქსაცინს, ანტიბიოტიკს ისეთი ბაქტერიების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიო ნ ყურის ინფექცია და დექსამეთაზონს, კორტიკოსტეროიდს.
ოტოდუო ნაჩვენებია ყურის ბაქტერიული წარმოშობის შემდეგი ანთებითი და ინფექციური მდგომარეობების სამკურნალოდ:
-გარეთა ყურის ანთება, მოზრდილებსა და 6 თვის ზემოთ ასაკის ბავშვებში
- შუა ყურის ანთება 1 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში, ტიმპანოსტომიის მილით.
რა უნდა იცოდეთ ოტოდუოს გამოყენების წინ
არ გამოიყენოთ ოტოდუო:
თუ გაქვთ ალერგია დექსამეთაზონის ფოსფატის ან ოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6);
თუ გაქვთ ვირუსული ან სოკოვანი ინფექცია.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ოტოდუოს გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ყურებში. არ შეიძლება მისი გადაყლაპვა, ინექცირება ან ინჰალირება.
რადგან ტოპიკალური გამოყენების შედმეგ დექსამეთაზონის და ოფლოქსაცინის მცირე რაოდენობები შეიძლება ორგანიზმმა შეიწოვოს, შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები სისტემური გამოყენებისას.
დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ განვითარდა მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები.
შემდეგ სიტუაციებში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ ინფექცია არ გაუმჯობესდა მკურნალობის ერთი კვირის შემდეგ;
თუ გრძელდება ოტორეა (ყურიდან თხევადი გამონადენი) მკურნალობის დასრულების შემდეგ;
თუ გაქვთ ოტორეის ორი ან მეტი ეპიზოდი მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის პერიოდში.
სხვა პრეპარატები და ოტოდუო
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
რეკომენდებული არ არის კომბინირებული გამოყენება ყურის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად. თუ საჭიროა ერთზე მეტი პრეპარატი, რეკომენდებულია მათი ცალ- ცალკე მიღება.
ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს ოტოდუოს ეფექტები და ექიმმა შეიძლება ჩაატაროს ზედმიწევნითი მონიტორინგი ამ პრეპარატების მიღებისას (მათ შორის აივ სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი: რიტონავირი, კობიცისტატი).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ოტოდუოს გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულობის დროს. ეს პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლო სარგებელი ამართლებს ნაყოფისათვის შესაძლო რისკს.
ოტოდუოს გამოყენება რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვების პერიოდში. ოფლოქსაცინი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში, ამგვარად, მისი გამოყენება არ შეიძლება ძუძუთი კვების პერიოდში. როდესაც საჭიროა მკურნალობის ჩატარება, ექიმის მიერ მოხდება ძუძუთი კვების შეწყვეტის შეფასება.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ეფექტები შესწავლილი არ არის.
ოტოდუო შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ეს პრეპარატი შეიცავს 0.1 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს ხსნარის ყოველ მოლ-ში.
როგორ გამოიყენება ოტოდუო
ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარნაცევტთან.
რეკომენდებული დოზა არის 3-4 წვეთი დაავადებულ ყურში, დღეში 2-3-ჯერ, 7-10 დღის განმავლობაში.
გამოყენება ბავშვებში
6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 2 წვეთს დაავადებულ ყურში, დღეში ორჯერ, 7-10 დღის განმავლობაში.
მიღების წესი
ოტოდუოს გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.
აუცილებლობისას, ფრთხილად მოიწმიდეთ ნებისმიერი ჭუჭყი ან სითხე, რომლის მოცილებაც შეიძლება გარეთა ყურიდან. ყურის არხში არ მოათავსოთ რაიმე საგანი ან ტამპონი.
ოტოდუოს გამოყენების წინ ბოთლი მოათავსეთ ხელებს შორის და წინ და უკან ამოძრავეთ ერთი ან ორი წუთის განმავლობაში სითხის გასათბობად.
ცივი წვეთის ჩაწვეთებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა.
წვეთების ჩასაწვეთებლად, თავი გადახარეთ ერთ მხარეს ან უმჯობესია დაწვეთ დაავადებული ყურის საპირისპირო მხარეს. ამის შემდეგ ყურში ჩაიწვეთეთ რეკომენდებული დოზა.
თვალის წვეთის ხსნარის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, საწვეთურის წვერი არ შეახოთ თითებს, ყურებს ან სხვა ზედაპირებს.
დარწმუნდით, რომ იცავთ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს ყურის სპეციფიკური ინფექციისთვის:
შუა ყურის ანთება
გამოყენების შემდეგ ნაზად დააწექით ნიჟარის ხვრელთან არსებულ კანის გამონაზარდს (ყურის შესასვლელთან არსებული მცირე ბორცვი, რაც ნაჩვენებია სურათზე) 4-ჯერ, რაც ხელს შეუწყობს შუა ყურში (ყურის ღრმა შიდა ნაწილი) წვეთების შეღწევას.
ეს პროცედურა უზრუნველყოფს წვეთების ჩადინებას ყურის არხის გავლით შუა ყურში.
გარეთა ყურის ანთება
ყურში წვეთების ჩაწვეთების შემდეგ, გარეთა ყური ფრთხილად აწიეთ და დაწიეთ (როგორც ნაჩვენებია სურათზე), რაც ხელს შეუწყობს წვეთების ჩადინებას ყურის არხში.
თავი გქონდეთ გადაწეული ან იწექით გვერდზე 5 წუთის განმავლობაში პრეპარატის გამოყენებიდან, რაც ხელს შეუწყობს წვეთების ყურის არხში შეღწევას.
თუ ორივე ყურია დაავადებული, გაიმეორეთ ზემოთ აღწერილი პროცედურა საპირისპირო ყურში.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის ამ პრეპარატის ყურის ნიჟარაში გამოყენებისას.
ბოთლის შემცველობის შემთხვევით შიგნით მიღებისას კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ოტოდუოს გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. შემდეგი დოზა მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ ისე, როგორც მანამდე.
თუ შეწყვიტეთ ოტოდუოს გამოყენება
არ შეწყვიტოთ ოტოდუოს გამოყენება ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის პერიოდის დასრულებამდე, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ.
ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ ოტოდუოს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ კანზე გამონაყარი (კანზე წითელი ლაქები) ან ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშანი.
კლინიკური ცდებისას ან პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები ოფლოქსაცინის ან დექსამეთაზონის გამოყენებისას:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
ცნობილი არ არის (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
გვერდითი ეფექტების ინფორმირება
გვერდითი ეფექტების, მათ შორის ისეთი ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ ინახება ოტოდუო
ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ კოლოფზე “EXP” ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ შეინახოთ 250C-ზე ზემოთ.
შეინახეთ კონტეინერი ვერტიკალურ მდგომარეობაში.
ბოთლის პირველად გახსნის შემდეგ ოტოდუო გამოყენებული უნდა იყოს 28 დღის განმავლობაში.
პრეპარატები არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან საკანალიზაციო სისტემაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ოტოდუო
აქტიური სუბსტანცია არის დექსამეთაზონის ფოსფატი და ოფლოქსაცინი. ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 1 მგ დექსამეთაზონის ფოსფატს (დექსამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის ფორმით) და 3 მგ ოფლოქსაცინს.
სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის დიჰიდროგენ ფოსფატის მონოჰიდრატი, დინატრიუმის წყალბადის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი (50% ხსნარი) და საინექციო წყალი. შეიძლება შეიცავდეს ჰიდროქლორმჟავას ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს pH-ის კორექციისთვის.
ოტოდუოს აღწერა და შეფუთვის შემცველობა
ოტოდუო არის სუფთა, უფერო ან ოდნავ ყვითელი ფერის ხსნარი.
ოტოდუო წარმოდგენილია ყურის წვეთების, ხსნარის ფორმით, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიან კონტეინერებში, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის თავსახურით და დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ჩანართით. თითოეული ბოთლი შეიცავს 5 მლ ან 10 მლ ხსნარს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
Laboratorio Edol – Produtos Farmaceuticos, S.A.
ავ. 25 დე აბრილ, 6-6ა 2795-225 ლინდა-ა-ველია პორტუგალია